სატრანსფერო “ელ კლასიკო” ედუარდო კამავინგასთვის

სატრანსფერო “ელ კლასიკო” ედუარდო კამავინგასთვის

“ბარსელონა” და “რეალი” ერთმანეთის მეტოქეები მხოლოდ მოედანზე როდი არიან. ორ კლუბს შორის ბრძოლა სატრანსფერო ბაზარზეც აქტიურად მიმდინარეობს.

ყოველდღიური მადრიდული გამოცემა  As-ის ინფორმაციით, ლა ლიგის ორი გიგანტი “რენის” ნახევარმცველის, ედუარდო კამავინგასთვის ნამდვილ სატრანსფერო ომს გააჩაღებს. 17 წლის ფეხბურთელი თავის ასაკობრივ კატეგორიაში ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედაა დასახელებული.

კატალონიელები ანგოლელ ფეხბურთელს ნახევარდაცვის ცენტრში სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად მოიაზრებენ, მადრიდელები კი – კაზემიროს.

საფრანგეთის ჩემპიონატში ახალგაზრდა მოთამაშემ მალევე მიიქცია ყურადღება. “რენის” რიგებში მან 3 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა. ამჟამად სატრანსფერო ბაზარზე კამავინგას ღირებულება 42 მილიონი ევროა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • Barca for life
    14 მარ 2020, 18:36

    რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს
    თითმის ყველა ნახევარმცველი ჩამშლელი გვყავს და შესაბამისად სისულელეებზე გამოკიდების დრო არაა.
    შემტევი გვინდა შ ე მ ტ ე ვ ი ი ი !!!

  • Berlinetta♥
    14 მარ 2020, 18:29

    ეს დაითრიონ და რა ვიცი, არანორმალური ბავშვია ამ ასაკში ასეთი გავლენა მთლიან თამაშზე ვინმეს ქონოდა არ მინახავს