“ლივერპულისა” და “ბარსელონას” ლეგენდების მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო. ინფორმაციას მერსესაიდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ლეგენდების შეხვედრა სანაკრებო პაუზის დროს, 28 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა “ბარსელონას” ლეგენდებს ამ მომენტისთვის ბრიტანეთში ჩასვლა არ შეუძლიათ. მატჩის განახლებულ თარიღს “ლივერპული” უახლოეს მომავალში დაასახელებს, გულშემატკივრებს კი უკვე შეძენილი ბილეთებით შეეძლებათ თამაშზე დასწრება.
“ლივერპულისა “და “ბარსელონას” ლეგენდების დაპირისპირებას საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა. მატჩი “ლივერპულის” საქველმოქმედო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდებოდა და მიზნად ბავშვებისა და მოზარდების დახმარებას ისახავდა.
ეჰ არადა რა კაი იქნებოდა რომ ჩატარებულიყო
მაგრამ ჩემი აზრით უნდა გადადონ ყველაფერი
როდის დაიწყე ფეხბურთის ყურება?
ამათ ლეგენდები ყავთ?