ლა ლიგის მე-13 ტურში “ბარსელონამ” “სელტასთან” ქულები არა, მაგრამ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგა.
მატჩის 23-ე წუთზე, პორტუგალიელმა მარჯვენა მცველმა, რომელიც პერიოდულად მარცხნივაც თამაშობს, ტრავმა მიიღო და ერნესტო ვალვერდე იძულებული გახდა ის შეეცვალა.
რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ 25 წლის ფეხბურთელს მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა აქვს, რის გამოც მას დაახლოებით 5 კვირა გაუცდება.
პორტუგალიელი ფეხბურთელი “ლეგანესთან”, “დორტმუნდთან”, “ატლეტიკოსთან”, “მალიორკასთან”, “ინტერთან” და სავარაუდოდ “სოსიედადთან” გასამართ თამაშებს გამოტოვებს. ივარაუდება, რომ ის გუნდს “ელ კლასიკოს” წინ დაუბრუნდება.
ამ თამაშების უმრავლესობას გამოტოვებს ჟორდი ალბაც, რომელსაც სემედუ ცვლიდა ხოლმე. ეს ნიშნავს, რომ ერნესტო ვალვერდეს განკარგულებაში, დაცვის მარჯვენა ფლანგზე სერჟი რობერტო და მუსა ვაგე, ხოლო მარცხნივ ჟუნიორ ფირპო დარჩნენ.
დაცვაში ისედაც პრობლემები გვქონდა. ესღა გვეკლდა
ფიზმომზადების დონე დაბალია რაც ტრამვების ალბათობას-სიხშირეს ზრდის. ვალვერდე-ბართო წადით!
აუ რობერტოს კიდე ეს უნდოდა

ტრავმა, ტრავმა და ისევ ტრავმა..
აუ ესღა გვაკლდა. ისედაც დაცვაში გვაქვს პრობლემა და სემედუს დაკარგვა ხო საერთოდ შეტევასაც დააკლდება
დღეს ოფიციალურად გვარდიოლას გაუბაბანებს იურგენ კლოპი. ! ))
5kvira Ra uyurebs robertos sacodaobas
ფუ შენი რააა რა ამბავია 5 კვირა აი ესაა ფიზ მომზადებას რო არ აქცევს ყურადღებას ჩვენი ტუგადუნი ტრენერი მიდი და უყურე ახლა რობერტოს წვალებას ფუ შენი რააა