“ბარსელონას” ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე აღიარებს, რომ ერთი წლის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ერნესტო ვალვერდეს სურვილის საწინააღმდეგოდ გაფრინდა.
“ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციას ჩვენი პროექტის ბედი უნდა გადაეწყვიტა. ვალვერდესთან მივედი და ვუთხარი: “მისმინე, ერნესტო, უნდა წავიდე, რადგან ვეჭვობ, ჩემი იქ ყოფნა საქმეს წინ სასწევს.” არ მინდოდა მისთვის მეთქვა, რომ ორლანდოში მიწევდა წასვლა. მწვრთნელს არც კი უთქვამს და არც არა. შემდეგ ესპანეთის სუპერ თასზე “სევილიასთან” ვითამაშეთ და ჩემი გოლით მოვიგეთ. ამის შემდეგ მასთან კიდევ ერთხელ მივედი და ვუთხარი: “ერნესტო, თუ გახსოვს წასვლის უფლების მოცემა გთხოვე. მხოლოდ ერთ ვარჯიშს გავაცდენ, დავბრუნდები და ჩემპიონატის თამაშს მოვიგებთ. არ ინერვიულო. ის თავდაპირველად დამთანხმდა, შემდეგ კი მკითხა, თუ ტერიტორიულად სად უნდა წავსულიყავი. როდესაც გაიგო, რომ საუბარი ორლანდოზე იყო, მითხრა: “არა, ამ საკითხზე აღარც დამელაპარაკო, ეს ძალიან ხანგრძლივი მგზავრობა იქნება.
მას ვარწმუნებდი, რომ დავბრუნდებოდი და თამაშს მოვიგებდით. მაინც წავედი, ჩემი პროექტი დაამტკიცეს, დავბრუნდი და მოვიგეთ.” – ციტირებს პიკეს სიტყვებს Mundo Deportivo.




ლიგის ნახევარ ფინალის წინ რო წახვიდე სადმე არ გინდა

სწორედ მაგიტომ უჭერს ხელმძღვანელობაც და ფეხბურთელების დიდი ნაკადი მხარს ვალვერდეს , რომ ყველა თავის ჭკუაზე ატრიალებს , ეტყვიან წააგეო ესეც აგებს , ეტყვიან მოიგეო ეტყვის მესის მოიგეო და მესიც იგებს , ეტყვიან ტრანსფერი არ გინდაო ამასაც არ უნდა და თვითონ როდის გამოუხატავს ტრანსფერის სურვილი , აბა პიკეს გვარდიოლასთან გაეკეთებინა ასე , დალპებოდა სკამზე და განვითარდებოდა ტოდიბო ))
Ardagaviwydes megobaro rom pike tabis interviuebshi mkapiod ucherda mxard valverdes da ndobas ucxadebda da yavdes exla tavisi cxvirvalde
პეპი კიდე სექსს გიკრძალავდათ.