workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
5 - 2
რაიო ლოგო

რაიო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 19'sports_soccer იამალი 21'sports_soccer ლეჟენი 51'sports_soccer(ა.გ) რაფინია 71'sports_soccer იამალი 90'sports_soccer
კამელიო 12'sports_soccer კამელიო 59'sports_soccer
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ვის სჭირდება ახალი ფორვარდი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ვის სჭირდება ახალი ფორვარდი

ესპარტი გარემარბის პოზიციიდან პასს უკეთებს ფორვარდ რაფინიას, რომელიც დიდებულად უვლის გვერდს ცენტრალურ მცველს და ზუსტად ურტყამს შორეულ კუთხეში. ასე გაათანაბრა ბარსამ ანგარიში. წინა სეზონში დაუჯერებელი სურათი იქნებოდა, ცენტრფორვარდი რაფინია და ესპარტი, რომელიც არ არის გარემარბი, მაგრამ ყველგან არის, დაცვაშიც, ნახევარდაცვაშიც და თავდასხმაშიც. მთელი მატჩის განმავლობაში ავსებდა მარცხენა ნახევარსფეროს, დინამიკაში ცვლიდა ადგილს გორდონთან, ესე იგი, აკეთებდა იმას, რასაც გვარდიოლა “სიტიში” მთელი სამი წლის განმავლობაში ნერგავდა და ბოლოს როგორც იქნა ასწავლა მცველებს, მათ შორის, კანსელუსაც სხვათა შორის. ეს ბიჭი პირველ ტურებში გენიოსივით თამაშობს და ახლა გასაგებია რატომ აიკიდა ბალდემ გუდა-ნაბადი. ისიც გასაგებია რატომ ადარებს ფლიკი ფილიპ ლამს და რატომ ენდობა ასე. მეორე ტაიმის მიწურულს მეორე ფლანგზე გადავიდა და არც იქ დაუკლია რაიმე.

ბარსამ ორი გოლი გაუშვა და ერთი მის სინდისზე იყო. კუთხურის დროს კაცი ვერ აიყვანა. როგორც ჩანს, მეორე სართულზე ეგეთი კარგი ვერ არის, წინ კი ბევრი დრო აქვს თამაშის დასახვეწად. ლა მასია კი აგრძელებს ბარსას მომარაგებას.

კაპიტანი

ამჯერადაც მადრიდმა ითამაშა პირველმა, მოიგეს დამაჯერებლად და სავარაუდოდ ასე გასტანს სეზონის ბოლომდე. ბარსა და “რეალი” ბოლომდე იბრძოლებენ ჩემპიონობისთვის. ასე ჩანს დასაწყისიდან, მერე კიდევ ვნახოთ. ორივე გაძლიერდა, იმის ფონზე, რომ ინგლისში მაგრად დასუსტდნენ გუნდები, იქ დასრულდა გვარდიოლასა და კლოპის ერა, მას მერე რა დაიწყო რთული სათქმელია, ჯერ მე მგონი არაფერი დაწყებულა. ასე რომ, ევროპის თავზე ისევ ელ კლასიკო იქნება გადამწყვეტი, გამოწვევა კი დიდია, პარიზელების მეფობა უნდა დასრულდეს.

ჟოზე კარგი მოტივატორია არა მხოლოდ თავისიანებისთვის, არამედ, ყველა მეტოქისთვის. დაეხმარება ბარსას გაზრდაში. კიდევ უფრო მეტად კონცენტრირებაში, ახლა ყველა მატჩსა და მომენტს დიდი მნიშვნელობა ექნება. ფლიკმა მიიღო ის, რაც სურდა – ახლა გუნდი გაცილებით სწრაფია, ელვისებურად გადადის დაცვიდან შეტევაში, ორივე ფლანგი შეუჩერებელია, საყრდენ ზონაში კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი (ბევრი ვერსიით) დაიმატა. ერთადერთი ფორვარდი ვერ მოიყვანა სურვილისამებრ, მაგრამ ჯერ არაფერი უჭირს ბარსას.

სამაგიეროდ, 10 ლიმონი გაისროლეს გაბრიელ ჟეზუსში. აგუეროს ტრანსფერი გამახსენა. ის ძალიან ცუდად დასრულდა. ეს იმედია გაამართლებს.

მანამდე კი რაფინიაა ამ პოზიციაზე და გოლი გოლზე გააქვს. გამოცდილი ფორვარდივით თამაშობს, ერთი ხომ ლამაზი შეაგდო, მეორე კიდევ უკეთესი იყო, გორდონის უზადო პასი შეირგო და იგივე სტილში გაიტანა. რაფინიას სწრაფი მოქმედება, შემორბენა, პასი ზუსტად იმ წამს, როცა საჭირო იყო და გოლი. ზეიმს იწყებს ამ დროს ხალხი, გონებაში როგორც იხატება, ისე ასრულებენ მოედანზე, ეს ბარსას ტრადიციის გაგრძელებაა. რაფინია კი კლუბის ლეგენდად ყალიბდება, შესაძლოა, პუიოლის მერე საუკეთესო კაპიტანს ვადევნებდეთ თვალყურს, კარლესის მერე ლიდერის თვისებებით ასე გამორჩეული კაცი ასე უცბად არ გამახსენდა.

იღვიძებს ნელ-ნელა

სანამ მარცხენა ფლანგზე გაავებული ბრძოლა აქვთ გორდონსა და ადეიემს, მანამდე იამალი ხელშეუხებელია. დაღლის შემთხვევაში ბარდჯი ცვლიდა ხოლმე, ახლა ეგეც არ არის, ახლა რუნი მძიმე ტრავმას მკურნალობს, იამალი კიდევ ნელ-ნელა იწყებს ფორმაში შესვლას. ნეტავ არ მობეზრდეს ეს ყველაფერი, ნეტავ არ მობეზრდეს წარმატება, გოლები, ფეხბურთი, სიამოვნება, მან ხომ უკვე თითქმის ყველაფერი ნახა, უკვე აქვს ის, რაც სხვებს მხოლოდ სიზმრად აქვთ ნანახი. თანაც, უდიდეს ფეხბურთელებს. კარგი იყო “ვალეკანოსთან”. პირველ ტაიმში ნეიმარის სტილში შეაგდო, მეორე ტაიმში მესის სტილში. რა ენაღვლება…

აჩვევენ თამაშს როდრისაც. ვერ ვიტყვი, რომ ბარსას რომელიმე მომენტში გაუჭირდა-მეთქი, თუნდაც 3:2-ზე, მაგრამ როდრის გამოსვლის მერე თამაში უფრო დალაგდა, უპირატესობა გაიზარდა და “ვალეკანოც” გაანადგურეს. დე იონგს მასთან შანსი არ ექნება. თუ ვინმეს ბუსკეტსი უნდა შეეცვალა, ეს პირველ რიგში როდრია. თავის დროზე დიდი შეცდომა დაუშვეს, რომ მის ხელში ჩასაგდებად ბევრი არ უბრძოლიათ, პეპმა ზუსტად იცოდა ვინ მიჰყავდა, აქ კი ვერ მიხვდნენ. როდრის ხომ ყოველთვის უნდოდა ბარსაში თამაში და აღნიშნა კიდეც ფლიკმა, მას არ სჭირდება ბარსას ფეხბურთთან ადაპტირება, ის უკვე თამაშობს იმ ფეხბურთს, რასაც ეს კლუბი და ქომაგი მიჩვეულიაო. აბა როგორ იქნებოდა, როდრი ხომ პეპთან თამაშობდა ამდენი წელი.

გამოიყვანეს ადეიემიც, ისევ აქტიური იყო, რეაქტიული, ისევ შექმნა მომენტები, მაგრამ გორდონთან შედარებით ცოტათი უფრო პრიმიტიული მეჩვენება. ნაკლები ფანტაზიით, ნაკლები შემოქმედებით, ვიღაცას მაგონებს და ჯერ ვერ მივხვედრილვარ ვის. ეს კონკურენციაც სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, ახლა ინგლისელს აქვს უპირატესობა.

წინ რა გველის

წინ გველის თითქმის ერთკვირიანი პაუზა და მატჩი “ვალენსიასთან”. მერე ყოველ სამ დღეში თამაშები დაიწყება, მერე კიდევ დიდი სანაკრები პაუზა იქნება და ეჭვი მაქვს მაგრად მოგვენატრება საკლუბო ფეხბურთი, ჰოდა, სანამ გვაქვს, დავტკბეთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

დატოვე კომენტარი

  • Shano
    Shano გულშემატკივარი
    schedule 01 სექ 2026, 04:03

    სავარაუდოდ ადამა ტრაორეს გაგონებს.. თუმცა იმედია უკეთ გააგრძელებს. კაია როტაციებისთვის გვყავს ხალხი, იმედია ერიკ გარსია იქნება მარჯვენა მცველის ძირითადი კაცი, TOP კლასია ჩემი აზრით და რატომ არის დღემდე ესეთი დაუფასებელი ვერ ვხვდები. ხალხის თვალში თორე ვფიქრობ ფლიკი უკვე საჭირო დონეზე აფასებს. კაია მოკლედ ყველა დაისვენებს ხოლმე შიგადაშიგ

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 01 სექ 2026, 03:39

    ესპრატს რაც შეეხება, ორივე ფლანგი+საყრდენი+ცენტრალური ნახევარმცველი; ტიპი არის ძალიან მრავალმხრივი და ერთობ “თავხედი” ფეხბურთელი, რაც ძალიან მომწონს;
    რაც შეეხება გაშვებულ გოლს, ფლანგზე კაცი არ გაქცევია კუნდესგან განსხვავებით, სტანდარტიდან ჩამოწოდებული იყო და ჩემის აზრით კამელო რომელიმე ცენტრალურ მცველს უნდა აეყვანა, ეს ისე…

  • riva
    riva ვეტერანი
    schedule 01 სექ 2026, 03:12

    კუენკა პრო მაქსია ჯერჯერობით. იმედია დაიხვეწება.