ბარსამ დაგეგმილი სამი ქულა ჩაიწერა. დიდი ანგარიშით მოიგო, მაგრამ მარტივს მაინც არ ვუწოდებდი ამ შეხვედრას. უკვე დადასტურდა, რომ პედრი ერთი თვით გამოაკლდა კლუბს, მის გარეშე კიდევ რთულია თამაში და აგერ, “ოვიედოსთან” ეს კარგად გამოჩნდა. მოედნის ცენტრში კონტროლიც გაჭირდა და ფანტაზიაც მაგრად აკლდათ “ბარსელონელებს”. ეგ კი არა, ბოლო პასიც ფაქტობრივად არ გაკეთებულა მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში. საერთოდ, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტაიმი იყო, რაც ბარსას ამ სეზონში ჩაუტარებია. მეტოქე გუნდის ძალასაც თუ მივიღებთ მხედველობაში.
კარგია “კამპ ნოუზე” დაბრუნება. ეს დაცარიელებული ტრიბუნა ცუდად გხვდება ადამიანს თვალში, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ სკამები უკვე დამონტაჟებულია, ესე იგი, ბევრი არც არაფერია დარჩენილი, სულ მალე ეგეც გაივსება და ავა 60’000 მდე, ეგ უკვე საქმეა. ბოლოს კიდევ სულ ზედა ტრიბუნებს მიადგებიან, რომელიც მაინც არ ჩანს მატჩის რეპორტაჟის დროს.
ცუდი ტაიმი
შემადგენლობამაც თითქოს ვერ ივარგა. ასეთ მატჩებში შეიძლება მაინც წაუექსპერიმენტო, ფლიკმაც ხომ უნდა ნახოს ვისი ნდობა შეიძლება და როდის. კარში ტრადიციულად გარსია, დაცვის ოთხეული ცოტა უცნაური იყო – ერიკ გარსია, კუბარსი, მალდინი, კანსელუ. ესე იგი, ფლანგებზე ის ხალხი ვნახეთ ვისაც არა ვართ მიჩვეული, ჩავის დროს ვხედავდით ხოლმე, მაგრამ ფლიკის პირობებში მარჯვნივ გარსია და მარცხნივ კანსელუ უცნაური სანახავია. შეტევაში კანსელუ უფრო აქტიური იყო, მაგრამ შედეგი მაინც არ მოუტანია და ვერც იმას ვიტყვით, რომ რაფინია – კანსელუს დუეტი შეთამაშებულს ჰგავდა. ჯერ ვერა, ჯერ არაფერს ჰგავს.
ჟოან გარსიას კი ჰქონდა საქმე, აი, დაცვას ნაკლებად. “ოვიედო” თავის შეტევებს ყოველთვის შორეული დარტყმებით ასრულებდა. მათ შორის, კარშიც მოარტყეს ერთი-ორჯერ. გარსია მზად იყო. კარგად იდგა. აი ბარსამ ვერაფერი შექმნა, რადგან ნახევარდაცვაშიც ცოტა უცნაური ტრიო გვყავდა – კასადო, დე იონგი, ოლმო. პედრი გასაგებია რატომაც არ იყო, ფერმინ ლოპესმა კი დაისვენა პირველ ტაიმში. ესე იგი, ორი მთავარი შემქმნელი მოისაკლისა ფლიკმა და ასე შეტევაც ძალიან რთულია. თავდასხმის სამეული კი გასაგებია – რაფინია, ლევანდოვსკი, ლამინე. არაფერს ჰგავდა ეს პირველი ტაიმი და მხოლოდ ბოლოს შეიქმნა მომენტი, რაფინია ურტყამდა მახვილი კუთხიდან, სხვათა შორის, კარგად დაარტყა, სახიფათოდ, კარშიც მოარტყა და რთული ასაღები იყო, მაგრამ აიღო მაინც მეკარემ და ასე ნულოვანი ფრით გაიყარნენ გუნდები.
მეორე ტაიმში ბევრი რამ იყო შესაცვლელი და პირველი მალდინი შეცვალეს, ყვითელი ბარათიც ჰქონდა მიღებული. მის ნაცვლად კუნდე გამოვიდა და გარსიას გაუცვალა ადგილი. აი, ლამინეს და კუნდეს ნამდვილად აქვთ ქიმია, ესმით ერთმანეთის და იამალიც სულ სხვაგვარად თამაშობს, როცა კუნდე ჰყავს უკან.
გაცილებით კარგი ტაიმი
მეორე ტაიმში ბარსა გაცილებით აქტიური, სწრაფი და აგრესიული იყო. როგორც ჩანს, შესვენებაზე ფლიკმა ხმასაც აუწია და გამოაფხიზლა ფეხბურთელები. ასე თუ გააგრძელებთ ქულასაც ვერ ავიღებთო. ჰოდა, გამოვიდნენ და კარგი პრესინგიც ითამაშეს. პირველი გოლი სწორედ ამ პრესინგს მოჰვა, ლამინემ და რაფინიამ მეტოქის დაცვა შეავიწროვეს, შეცდომა დააშვებინეს, ბურთი მათივე საჯარიმოში დანი ოლმოს მიუვიდა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. კარგი გოლი იყო. ოლმოს როგორც წესი, ლამაზი გოლები გააქვს.
სულ რაღაც ხუთ წუთში ანგარიში ორამდე გაიზარდა, ისევ პრესინგი, ისევ ზეწოლა, მეტოქე ისევ შეცდომას უშვებს და ამჯერად რაფინია სარგებლობს. შეიძლება ითქვას, რომ შეაშინა ბოლო მცველი, რომელიც პასის დროს შეცდა, ფეხები აუკანკალდა და მისი პასი ზედმეტად სუსტი გამოვიდა მეკარეზე, რაფინიამ დიდი სივრცე და დრო მიიღო, მეკარის მოტყუენაც შეეძლო, მაგრამ რბილი დარტყმით, მესის სტილში, უბრალოდ თავზე გადაუგდო. ესეც ორით ნული. ესეც ლამაზი გოლი. თავისი საქმე ისევ იდეალურად გააკეთა და მოედნიდან გაიყვანეს. რაფინიას ნაცვლად ფერმინი შემოვიდა, ბალდემ კანსელუ შეცვალა.
მერე იამალის ჯერი მოვიდა, ერთობოდა ფლანგზე, ართობდა ქომაგებსაც. მესამე გოლიც პრესინგსა და მეტოქის შეცდომას მოჰყვა, ისევ ცუდი პასი გააკეთეს, ისევ შეტევა მიიღეს და ამჯერად დანი ოლმოს პასის შემდეგ მატჩის საუკეთესო გოლი შეაგდო ლამინე იამალმა. ნახევარბრუნში, ე.წ მაკრატელა დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა. დაგვიბრუნდა ლამინე.
საბოლოოდ, კარგი მატჩი გამოვიდა. ფლიკი მეორე ტაიმით კმაყოფილი დარჩა.
წინ რა გველის
შემდეგი მეტოქე ისევ ჩემპიონთა ლიგაზე გვეყოლება. ამჯერად “კოპენჰაგენი”. წესით ბარსამ უნდა მოიგოს და დაიმკვიდროს ადგილი პირველ რვა გუნდს შორის. მერე ისევ ლა ლიგაა და კალენდარი მარტივია. პედრის არყოფნა ძალიანაც არ უნდა დაგვეტყოს.
აბა, ვნახოთ რა იქნება.
ფერმინმა კონტრაქტო ფაახანგრძლივა და ვიღაც ფეხბურთელი დაიმატეს ბარსა ბ ში
HERE WE GO: ბარსელონა თანახმა არის ურუგვაელი 19 წლის მარცხენა მცველი პატრისიო პასიფოს გაფორმებასთან ახლოს წყარო FABRIZIO ROMANO
როცა გვჭირდებოდა ბერნარდუ მაშინ არ მოვიდა და ახლა რატო უნდა მოვიყვანოთ? ან თუ მოსაყვანია ვინმე მცველი უნდა მოვიდეს
ბებრუძუნა ბერნარდო სილვას უნდაო ბარსაში თამაში 😂😂😂 მაგის ფეხი არ დავინახო კამპნოუზე ბარსას ფორმით რამდენჯერ დაგვაუარა მაგ ფულის ტომარა კაცმა
პედრის ტრავმის და დროს წასვლის შემდეგ, ჟილე ფერნანდესის მოსინჯვა არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი
რაღაფროს ბერნარდო სილვაა მართლა მილანი ხომ არ ვართ😀 როგორც გუნდოგანმა გაამართლა ისე გაამართლებს ეგეც რა ხელფასსაც ეგ მოითხოვს მაგ ხელფასში 2-3 ახლაგაზრდა ფეხბურთელი ჩაეტევა ერთადერთი ასაკიანი ვისი მოსვლაც არ იქნება ცუდი კეინია
🏴 Ajay Tavares, winger, Norwich (16).
🇪🇬 Hamza Abdelkarim, striker, Al Ahly (18).
🇳🇱 Juwensley Onstein, defender, Genk (18).
🇺🇾 Patricio Pacifico, defender, Def. Sporting (19).
Agreements at final stages to be sealed this week, as Barcelona plan for all talents to be part of Barça B 📈
𝐇𝐞𝐫𝐞 𝐰𝐞 𝐠𝐨, 𝐬𝐨𝐨𝐧. ⭐️
ლაპორტას გეგმა მგონი ეს არი
ლაპორტას გეგმა ტყუილებია😀 მესის დაბრუნებას ვეღარ ამბობს და ახლა ჰალანდს მიუბრუნდა რამდენი ფეხბურთელი იყიდეს ბოლო პერიოდში ბარსა ბსთვის და რონის გარდა რომელმა გაამართლა
ბერნადუ სილვამ მზად ვარ გადამოსასვლელადო როგოე დაგვხატავდა არადა.
ოლმო უნდა იყოს ძირითადში სულ, პედრის შემდეგ ყველაზე კლასნია ეგ ბიჭი, პასიც კარგი აქვს და დარტყმაც, თუ ფორმა აკრიფა ერთერთი საუკეთესო იქნება თავის პოზიციაზე.
🚨 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: Barcelona are closing in on 𝐅𝐎𝐔𝐑 young talent signings for the future! 🔵🔴✨
🏴 Ajay Tavares, winger, Norwich (16).
🇪🇬 Hamza Abdelkarim, striker, Al Ahly (18).
🇳🇱 Juwensley Onstein, defender, Genk (18).
🇺🇾 Patricio Pacifico, defender, Def. Sporting (19).
Agreements at final stages to be sealed this week, as Barcelona plan for all talents to be part of Barça B 📈
𝐇𝐞𝐫𝐞 𝐰𝐞 𝐠𝐨, 𝐬𝐨𝐨𝐧. ⭐️
ლაპორტას გეგმა მგონი ეს არი
პედრის არყოფნა ძალიანაც არ უნდა დაგვეტყოსო ისე გიწერიათ გეგონება ნახევარი გუნდი არ იყოს.
არაა პედრი და ბარსა გინდა თუ ესპანეთი მაგის გარეშე თავმოჭრილ ქათამს ჰგავს, მასთან ერთად გუნდს ეტყობა ერთიანობა, ინტელექტი, სიმწიფე, გააზრებულობა და სიტუაციის მართვა, მის გარეშე კი ამ ყველაფერს ვკარგავთ და ყველა ასპექტში ქაოტურები ვხდებით. აგერ ოვიედოსთან გინდა თუ მანამდე ოქტომბრის პერიოდში ეს რას ვგავდით? მეტოქეს არ აქვს მნიშნელობა, უბრალოდ გუნდის ხერხემალი პედრია და მის გარეშე თუ ისე არ გაგვიმართლა როგორც ოვიედოსთან, გუნდის კარგ თამაშს არ დაელოდოთ. ერთადერთი იმის იმედი მაქვს რომ დეიონგი საუცხოო ფორმაში შევიდა და შეიძლება მოახერხოს პედრის ჩანაცვლება, ხოლო უკან კასადომ ან ბერნალმა უნდა ივარგონ.. კიდევ კარგი ბედად შედარებით მარტივ კალენდარს დაემთხვა პედრის არ ყოფნა თორე იმის წარმოდგენაც არ მინდა დიდ გუნდებთან მის გარეშე რა მოხდება, ჩელსისთან კი ვნახეთ..
ისე გუშინ ტონის შემოყვანაც შეიძლებოდა ლევანდოვსკის მაგივრად.. ძალიან მოაკლდა სისწრაფე..
იქნებ კუნდე ცადოს ცენტრში ისევ.. ძალიან აქვს მაგასაც მოკლებული..
პედრის ნაირი ერთი კაციც არის საჭირო გუნდში.. თუნდაც ვეტერანი რომელსაც ბოლო პასის გაკეთება შეუძლია
კუნდე როგორ უნდა ცადოს ცენტრში, როცა მაგაზე უკეთესი მარჯვენა მცველი არ ჰყავს გუნდს და იამალიც ყველაზე კარგად კუნდეს უგებს?
ამშემთხვევაში გვყავს კანსელო და ცადოს ერთხელ მარჯვნივ კანსელო და ცენტრში კუნდე..
შეცდომებს რაც შეეხება გარსიაც უშვებდა ცენტრში შეცდომებს მაგრამ ახლა ასეთუისე მშვენივრად დგას..
იმას ვგულისხმობ რომ დაცვის ცენტრიც დირკაა და ცდად ღირს ნამდვილად
ხალხო ამ დაცვით და ფორვარდით ლიგაზე ძნელი იქნება
კოპენჰაგენს აუცილებლად უნდა მოვუგოთ მინიმუმ 2 ბურთით. მერე ლალიგაში არ გვაქვს რთული თამაშები და პედრის გარეშეც უნდა მოვიგოთ. მთავარია სეზონის ბოლოსკენ ვიყოთ საუკეთესო ფორმაში. ლიგაზე არ გვაქვს დიდი შანსი მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით უშანსოდ ვართო. ტრამვებმა თუ არ შეგვიშალა ხელი დარწმუნებული ვარ ლიგაზეც გავიწევთ.
,,ტრადიციულად გარსია, დაცვის ოთხეული ცოტა უცნაური". ,,მეორე ტაიმში ბევრი რამ იყო შესაცვლელი და პირველი მალდინი შეცვალეს".
" მალდინი " ხერარდ მარტინია
ისე გუშინ ტონის შემოყვანაც შეიძლებოდა ლევანდოვსკის მაგივრად.. ძალიან მოაკლდა სისწრაფე..
იქნებ კუნდე ცადოს ცენტრში ისევ.. ძალიან აქვს მაგასაც მოკლებული..
პედრის ნაირი ერთი კაციც არის საჭირო გუნდში.. თუნდაც ვეტერანი რომელსაც ბოლო პასის გაკეთება შეუძლია
კუნდე როგორ უნდა ცადოს ცენტრში, როცა მაგაზე უკეთესი მარჯვენა მცველი არ ჰყავს გუნდს და იამალიც ყველაზე კარგად კუნდეს უგებს?
თანაც კუნდე რა შეცდომებსაც ფლანგზე უშვებს ეგ რო ცენტრში დადგეს უფრო დაგვღუპავს.
100% !
ფეოლა ბოდიში მაგრამ ორჯერ გიწერია, მე ვერ ვუყურე გუშინ თამაშს, და ეს მალდინი ვინაა გამომრჩა რამე?
,,ტრადიციულად გარსია, დაცვის ოთხეული ცოტა უცნაური". ,,მეორე ტაიმში ბევრი რამ იყო შესაცვლელი და პირველი მალდინი შეცვალეს".
კოპენჰაგენი რო გველოდება იმიტომაც გადაახალისა ფლიკმა შემადგენლობა, მაგრამ რა გინდა ქნა რაფინიას და ლოპესის გარდა არავის არ უნდა კარში დარტყმა. კი ლევანასაც უნდა, მაგრამ დაბერდა კაცი ძალიან ცდილობს მაგრამ არვიცი რა იქნება. ისე კი გუშინ 90 წუთი იყო მოედანზე და იმედია 28-მდე დასვენება ეყოფა. იამალი ისევ პახმელიაზე ჩანდა. მოკლედ ძალიან უნდა მოვინდომოთ კოპენჰაგენთან და აქ უკვე 1-0, 2-0 არ გვეყოფა.
BojanKrkic,
ბერნანდო სილვა
ისე გუშინ ტონის შემოყვანაც შეიძლებოდა ლევანდოვსკის მაგივრად.. ძალიან მოაკლდა სისწრაფე..
იქნებ კუნდე ცადოს ცენტრში ისევ.. ძალიან აქვს მაგასაც მოკლებული..
პედრის ნაირი ერთი კაციც არის საჭირო გუნდში.. თუნდაც ვეტერანი რომელსაც ბოლო პასის გაკეთება შეუძლია
კუნდე როგორ უნდა ცადოს ცენტრში, როცა მაგაზე უკეთესი მარჯვენა მცველი არ ჰყავს გუნდს და იამალიც ყველაზე კარგად კუნდეს უგებს?
თანაც კუნდე რა შეცდომებსაც ფლანგზე უშვებს ეგ რო ცენტრში დადგეს უფრო დაგვღუპავს.
ისე გუშინ ტონის შემოყვანაც შეიძლებოდა ლევანდოვსკის მაგივრად.. ძალიან მოაკლდა სისწრაფე..
იქნებ კუნდე ცადოს ცენტრში ისევ.. ძალიან აქვს მაგასაც მოკლებული..
პედრის ნაირი ერთი კაციც არის საჭირო გუნდში.. თუნდაც ვეტერანი რომელსაც ბოლო პასის გაკეთება შეუძლია
კუნდე როგორ უნდა ცადოს ცენტრში, როცა მაგაზე უკეთესი მარჯვენა მცველი არ ჰყავს გუნდს და იამალიც ყველაზე კარგად კუნდეს უგებს?
ფერმინი აუცილებლად ძირითადში უნდა იყოს..