ბარსამ დაგეგმილი სამი ქულა ჩაიწერა. დიდი ანგარიშით მოიგო, მაგრამ მარტივს მაინც არ ვუწოდებდი ამ შეხვედრას. უკვე დადასტურდა, რომ პედრი ერთი თვით გამოაკლდა კლუბს, მის გარეშე კიდევ რთულია თამაში და აგერ, “ოვიედოსთან” ეს კარგად გამოჩნდა. მოედნის ცენტრში კონტროლიც გაჭირდა და ფანტაზიაც მაგრად აკლდათ “ბარსელონელებს”. ეგ კი არა, ბოლო პასიც ფაქტობრივად არ გაკეთებულა მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში. საერთოდ, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტაიმი იყო, რაც ბარსას ამ სეზონში ჩაუტარებია. მეტოქე გუნდის ძალასაც თუ მივიღებთ მხედველობაში.
კარგია “კამპ ნოუზე” დაბრუნება. ეს დაცარიელებული ტრიბუნა ცუდად გხვდება ადამიანს თვალში, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ სკამები უკვე დამონტაჟებულია, ესე იგი, ბევრი არც არაფერია დარჩენილი, სულ მალე ეგეც გაივსება და ავა 60’000 მდე, ეგ უკვე საქმეა. ბოლოს კიდევ სულ ზედა ტრიბუნებს მიადგებიან, რომელიც მაინც არ ჩანს მატჩის რეპორტაჟის დროს.
ცუდი ტაიმი
შემადგენლობამაც თითქოს ვერ ივარგა. ასეთ მატჩებში შეიძლება მაინც წაუექსპერიმენტო, ფლიკმაც ხომ უნდა ნახოს ვისი ნდობა შეიძლება და როდის. კარში ტრადიციულად გარსია, დაცვის ოთხეული ცოტა უცნაური იყო – ერიკ გარსია, კუბარსი, მალდინი, კანსელუ. ესე იგი, ფლანგებზე ის ხალხი ვნახეთ ვისაც არა ვართ მიჩვეული, ჩავის დროს ვხედავდით ხოლმე, მაგრამ ფლიკის პირობებში მარჯვნივ გარსია და მარცხნივ კანსელუ უცნაური სანახავია. შეტევაში კანსელუ უფრო აქტიური იყო, მაგრამ შედეგი მაინც არ მოუტანია და ვერც იმას ვიტყვით, რომ რაფინია – კანსელუს დუეტი შეთამაშებულს ჰგავდა. ჯერ ვერა, ჯერ არაფერს ჰგავს.
ჟოან გარსიას კი ჰქონდა საქმე, აი, დაცვას ნაკლებად. “ოვიედო” თავის შეტევებს ყოველთვის შორეული დარტყმებით ასრულებდა. მათ შორის, კარშიც მოარტყეს ერთი-ორჯერ. გარსია მზად იყო. კარგად იდგა. აი ბარსამ ვერაფერი შექმნა, რადგან ნახევარდაცვაშიც ცოტა უცნაური ტრიო გვყავდა – კასადო, დე იონგი, ოლმო. პედრი გასაგებია რატომაც არ იყო, ფერმინ ლოპესმა კი დაისვენა პირველ ტაიმში. ესე იგი, ორი მთავარი შემქმნელი მოისაკლისა ფლიკმა და ასე შეტევაც ძალიან რთულია. თავდასხმის სამეული კი გასაგებია – რაფინია, ლევანდოვსკი, ლამინე. არაფერს ჰგავდა ეს პირველი ტაიმი და მხოლოდ ბოლოს შეიქმნა მომენტი, რაფინია ურტყამდა მახვილი კუთხიდან, სხვათა შორის, კარგად დაარტყა, სახიფათოდ, კარშიც მოარტყა და რთული ასაღები იყო, მაგრამ აიღო მაინც მეკარემ და ასე ნულოვანი ფრით გაიყარნენ გუნდები.
მეორე ტაიმში ბევრი რამ იყო შესაცვლელი და პირველი მალდინი შეცვალეს, ყვითელი ბარათიც ჰქონდა მიღებული. მის ნაცვლად კუნდე გამოვიდა და გარსიას გაუცვალა ადგილი. აი, ლამინეს და კუნდეს ნამდვილად აქვთ ქიმია, ესმით ერთმანეთის და იამალიც სულ სხვაგვარად თამაშობს, როცა კუნდე ჰყავს უკან.
გაცილებით კარგი ტაიმი
მეორე ტაიმში ბარსა გაცილებით აქტიური, სწრაფი და აგრესიული იყო. როგორც ჩანს, შესვენებაზე ფლიკმა ხმასაც აუწია და გამოაფხიზლა ფეხბურთელები. ასე თუ გააგრძელებთ ქულასაც ვერ ავიღებთო. ჰოდა, გამოვიდნენ და კარგი პრესინგიც ითამაშეს. პირველი გოლი სწორედ ამ პრესინგს მოჰვა, ლამინემ და რაფინიამ მეტოქის დაცვა შეავიწროვეს, შეცდომა დააშვებინეს, ბურთი მათივე საჯარიმოში დანი ოლმოს მიუვიდა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. კარგი გოლი იყო. ოლმოს როგორც წესი, ლამაზი გოლები გააქვს.
სულ რაღაც ხუთ წუთში ანგარიში ორამდე გაიზარდა, ისევ პრესინგი, ისევ ზეწოლა, მეტოქე ისევ შეცდომას უშვებს და ამჯერად რაფინია სარგებლობს. შეიძლება ითქვას, რომ შეაშინა ბოლო მცველი, რომელიც პასის დროს შეცდა, ფეხები აუკანკალდა და მისი პასი ზედმეტად სუსტი გამოვიდა მეკარეზე, რაფინიამ დიდი სივრცე და დრო მიიღო, მეკარის მოტყუენაც შეეძლო, მაგრამ რბილი დარტყმით, მესის სტილში, უბრალოდ თავზე გადაუგდო. ესეც ორით ნული. ესეც ლამაზი გოლი. თავისი საქმე ისევ იდეალურად გააკეთა და მოედნიდან გაიყვანეს. რაფინიას ნაცვლად ფერმინი შემოვიდა, ბალდემ კანსელუ შეცვალა.
მერე იამალის ჯერი მოვიდა, ერთობოდა ფლანგზე, ართობდა ქომაგებსაც. მესამე გოლიც პრესინგსა და მეტოქის შეცდომას მოჰყვა, ისევ ცუდი პასი გააკეთეს, ისევ შეტევა მიიღეს და ამჯერად დანი ოლმოს პასის შემდეგ მატჩის საუკეთესო გოლი შეაგდო ლამინე იამალმა. ნახევარბრუნში, ე.წ მაკრატელა დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა. დაგვიბრუნდა ლამინე.
საბოლოოდ, კარგი მატჩი გამოვიდა. ფლიკი მეორე ტაიმით კმაყოფილი დარჩა.
წინ რა გველის
შემდეგი მეტოქე ისევ ჩემპიონთა ლიგაზე გვეყოლება. ამჯერად “კოპენჰაგენი”. წესით ბარსამ უნდა მოიგოს და დაიმკვიდროს ადგილი პირველ რვა გუნდს შორის. მერე ისევ ლა ლიგაა და კალენდარი მარტივია. პედრის არყოფნა ძალიანაც არ უნდა დაგვეტყოს.
აბა, ვნახოთ რა იქნება.
მარკ სირია (პრეზიდენტობის კანდიდატი): ვიკი ლოპესი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.
* სხვათა შორის, მოთამაშე ნახევარდაცვაში თამაშობს.
ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება მთელი დაცვის გამოცვლა, აქამდეც ფაქტი იყო და ამ სეზონში ხო საერთოდ გამოჩნდა რომ კუბარსის გარდა რეალური ცენტრალური მცველი არ გვყავს, ამ კუბარსისაც კიდე როტაცია ჭირდება, ბალდე არაა ბარსას ძირითადის დონის, აი სკამიდან კიდე შეიძლება, კუნდეც არაა სტაბილური და სრულყოფილი ფეხბურთელი, დაცვაში ძალიან მოკლებული აქვს და შეტევაში ისედაც საშუალო დონე იყო, გარსია როგორც მცველი საშუალო დონეა, მაგრამ მთელი გულით თამაშობს და ბევრ პოზიციას ითვისებს, ამიტომ სუპერსაბია, მარტინი ღმერთს არ უქნია, არაუხო ვაბშე გუნდს არ უნდა გააკარონ, კრისტენსენი ისედაც ლაზარეთში ცხოვრობს და ვინღა დარჩა?
გუნდს, რომელსაც დაცვა არ ყავს, უბრალოდ ტიტულებზე პრეტენზია ვერ ექნება, რადგან შეტევამ შეიძლება თამაშები მოიგოს, მაგრამ ტიტულებს დაცვა იგებს!
ამასთან ერთად რეალური ჩამშლელი გვჭირდება და არა ბერნარდო, ბერნარდო ყოველთვის შემტევი ტიპის ფეხბურთელი იყო, რაშიც ნახევარმცველებში პრობლემა ისედაც არ გვაქვს, რეალურად ფრენკი და პედრი 8იანები არიან, ფერმინი და ოლმო 10იანები, კასადო 6სა და 8-ს შორისაა თუმცა მნიშნელობა არ აქვს რადგან გასაიჯარებელია, ბერნალს პროგრესი ეტყობა და სეზონის ბოლომდე თუ ასე განვითარდა მე პირადად დავიტოვებდი, გავი თითქოს ყველგან თამაშობს, მაგრამ კაცმა არ იცის როგორი დაბრუნდება, გარსია როგორც უკვე ვთქვი სუპერსაბია და რა დარჩა? რეალურად გვჭირდება საყრდენი, რომელიც იქნება ფიზიკურად ძლიერი, ჭკვიანი და ბარსას სტილის, ასე გახდება ჩვენი ნახდაცვა სრულყოფილი, როცა ყველანაირი ტიპის ნახევარმცველი გვეყოლება.
ამ ყველაფერთან ერთად უეჭველი გვჭირდება სტრაიკერი, ლევანა მომტყდარია და მაგისი სკამზე ჯდომა განსახილველიც არაა, ტორესი კიდე სუპერსაბია და არარეალურია ბარსას ძირითადის სტრაიკერად მაგისი მოაზრება.
ასევე რაშფორდს არ გამოვისყიდდი და ვინმე ახალგაზრდა ბარსას ტიპის ვინგერს მოვძებნიდი რაფინიას სკამისთვის.
მოკლედ მოსაყვანია 7 კაცი: 2 ფულბექი, 2 ცენტრალური მცველი, საყრდენი, სტრაიკერი და მარცხენა ვინგერი.
გასაშვებია: შტეგენი, შესნი, ლევანა, კრისტენსენი, არაუხო, კასადოსა და მარტინს იჯარა, რაშფორდს არ ვისყიდით, ოლმოზე ვორჭოფობ და კუნდეზეც არ ვიცი..
ისიც მესმის რომ ძალიან ბევრია ამდენი ფეხბურთელის გაშვება და მოყვანა, მაგრამ აბა როდემდე უნდა ათრიოს ეს გუნდი მარტო პედრიმ, რაფინიამ, იამალმა, ფერმინმა და გარსიებმა?! აი ამ 6 კაცის გარდა დალშე ყველა არასტაბილურია და მაქსიმუმ ლალიგის დონეს ქაჩავენ, აი ამიტომაა რომ მერე ჩლზე გვერხევა, ხოლო ბარსას რეალური მიზანი ჩლს მოგება უნდა გახდეს, თორე 11 წელი გავიდა და ზედმეტია უკვე, ამ გუნდით რომ ვერ მოვიგებთ კი ვიცით.. და აი დაცვა მაინც რომ გვყავდეს მსოფლიო დონის კიდე დანარჩენ პრობლემებს დავივიწყებდით, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა ეგაა და აბა რისი იმედი გვაქ?!
როგორც წავიკითხე ბარსა 1-1 სთან საკმაოდ ახლოსააო. სულ 14 მილიონი აკლიაო. რომელსაც ზაფხულში მიაღწევს. იწერებოდა იმაზეც, რომ ლევანა დაბერდა და კლუბის ხელმძღვანელობა უკვე ეძებს შემდგარ ანუ დაღვინებულ თავდამსხმელს და არა კიდევ ერთ ლა მასიას აღზრდილს, რადგან მისი გაზრდა დაპროფესიონალების დრო ბარსას აღარა აქვსო და ასეთ თავდამსხმელად ატლეტიკოს ფეხბურთელზე ხულიან ალვარესზე ფიქრობენო. მე მაგალითად ვიცი, რომ სერესო მაგას ან საერთოდ არ მოგვცემს ანაც 200 მილიონზე მეტს დააფასებს. სერესოს რო ლაპორტა ვერ დაითანხმებს ფაქტია, ფრთხილად ვიყოთ იქით არავინ წაგვართვას და მეორეც ცენტრალურ თავდამსხმელად უნდათ 1,7 მ სიმაღლის ფეხბურთელი? რომელმაც თავითაც უნდა ყაროს ბურთები? აგერ ლევანდოვსკის რას უშვრებიან ლამის ბურთის მიღებამდე დაჩეხონ ხოლმე და ჩვენ მესის სიმაღლის ფეხბურთელით გვინდა მეტოქის დაცვა გავარღვიოთ? მაგაზე უკეთესი რაშფორდი იქნება საჯარიმოში ადვილად მაინც ვერ წააქცევენ. ასე, რომ მე მგონი ჯობია 9-იანზე ვინმე ძლიერი მოვიყვანოთ ჰოლანდზე ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მაგრამ ცოტა ლაითი ვარიანტიც ხო შეიძლება როგორც მაგალითად სორლოტია.
მასე ამბიბენ ბოლო 3 წელია😀 რათქმაუნდა ზაფხულის მიაღწევს გუნდი 1-1 და არა არჩევნებამდე სერიოზულად გჯერა მაგის?
2 წლის წინ ჩავის მოგებული ლა ლიგის და BACK-ის დაცვის ხაზის შემდეგ ისე როგორ ჩამოიშალა გუნდი, რომ კუბარსის გარდა ნორმალური ცენტრალური მცველი არ გვყავს და ისიც არასტაბილური ბავშვია? არადა იმ ოთხეულიდან არცერთი ფეხბურთელი არ წასულა, პირიქით უფრო მეტი ფეხბურთელი დაემატა დაცვის ხაზს.
ფბ-ზე საგიჟეთია მადრიდის რეალის ფან კლუბი აწერიათ და ვინისიუს ლიგაზე 30 ასისტი აქო და ხავისაცო და ხავის დედას არ “ევეციო როცა ვინისიუსიაო😃
ღლე
გეთანხმები
🗣️ დრო ფერნანდესი: “ ვფიქრობ, განვითარებისთვის ამაზე კარგი ადგილი არ არსებობს.“ 👊
ღლე
მოკვდა საიტი
ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება მთელი დაცვის გამოცვლა, აქამდეც ფაქტი იყო და ამ სეზონში ხო საერთოდ გამოჩნდა რომ კუბარსის გარდა რეალური ცენტრალური მცველი არ გვყავს, ამ კუბარსისაც კიდე როტაცია ჭირდება, ბალდე არაა ბარსას ძირითადის დონის, აი სკამიდან კიდე შეიძლება, კუნდეც არაა სტაბილური და სრულყოფილი ფეხბურთელი, დაცვაში ძალიან მოკლებული აქვს და შეტევაში ისედაც საშუალო დონე იყო, გარსია როგორც მცველი საშუალო დონეა, მაგრამ მთელი გულით თამაშობს და ბევრ პოზიციას ითვისებს, ამიტომ სუპერსაბია, მარტინი ღმერთს არ უქნია, არაუხო ვაბშე გუნდს არ უნდა გააკარონ, კრისტენსენი ისედაც ლაზარეთში ცხოვრობს და ვინღა დარჩა?
გუნდს, რომელსაც დაცვა არ ყავს, უბრალოდ ტიტულებზე პრეტენზია ვერ ექნება, რადგან შეტევამ შეიძლება თამაშები მოიგოს, მაგრამ ტიტულებს დაცვა იგებს!
ამასთან ერთად რეალური ჩამშლელი გვჭირდება და არა ბერნარდო, ბერნარდო ყოველთვის შემტევი ტიპის ფეხბურთელი იყო, რაშიც ნახევარმცველებში პრობლემა ისედაც არ გვაქვს, რეალურად ფრენკი და პედრი 8იანები არიან, ფერმინი და ოლმო 10იანები, კასადო 6სა და 8-ს შორისაა თუმცა მნიშნელობა არ აქვს რადგან გასაიჯარებელია, ბერნალს პროგრესი ეტყობა და სეზონის ბოლომდე თუ ასე განვითარდა მე პირადად დავიტოვებდი, გავი თითქოს ყველგან თამაშობს, მაგრამ კაცმა არ იცის როგორი დაბრუნდება, გარსია როგორც უკვე ვთქვი სუპერსაბია და რა დარჩა? რეალურად გვჭირდება საყრდენი, რომელიც იქნება ფიზიკურად ძლიერი, ჭკვიანი და ბარსას სტილის, ასე გახდება ჩვენი ნახდაცვა სრულყოფილი, როცა ყველანაირი ტიპის ნახევარმცველი გვეყოლება.
ამ ყველაფერთან ერთად უეჭველი გვჭირდება სტრაიკერი, ლევანა მომტყდარია და მაგისი სკამზე ჯდომა განსახილველიც არაა, ტორესი კიდე სუპერსაბია და არარეალურია ბარსას ძირითადის სტრაიკერად მაგისი მოაზრება.
ასევე რაშფორდს არ გამოვისყიდდი და ვინმე ახალგაზრდა ბარსას ტიპის ვინგერს მოვძებნიდი რაფინიას სკამისთვის.
მოკლედ მოსაყვანია 7 კაცი: 2 ფულბექი, 2 ცენტრალური მცველი, საყრდენი, სტრაიკერი და მარცხენა ვინგერი.
გასაშვებია: შტეგენი, შესნი, ლევანა, კრისტენსენი, არაუხო, კასადოსა და მარტინს იჯარა, რაშფორდს არ ვისყიდით, ოლმოზე ვორჭოფობ და კუნდეზეც არ ვიცი..
ისიც მესმის რომ ძალიან ბევრია ამდენი ფეხბურთელის გაშვება და მოყვანა, მაგრამ აბა როდემდე უნდა ათრიოს ეს გუნდი მარტო პედრიმ, რაფინიამ, იამალმა, ფერმინმა და გარსიებმა?! აი ამ 6 კაცის გარდა დალშე ყველა არასტაბილურია და მაქსიმუმ ლალიგის დონეს ქაჩავენ, აი ამიტომაა რომ მერე ჩლზე გვერხევა, ხოლო ბარსას რეალური მიზანი ჩლს მოგება უნდა გახდეს, თორე 11 წელი გავიდა და ზედმეტია უკვე, ამ გუნდით რომ ვერ მოვიგებთ კი ვიცით.. და აი დაცვა მაინც რომ გვყავდეს მსოფლიო დონის კიდე დანარჩენ პრობლემებს დავივიწყებდით, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა ეგაა და აბა რისი იმედი გვაქ?!
როგორც წავიკითხე ბარსა 1-1 სთან საკმაოდ ახლოსააო. სულ 14 მილიონი აკლიაო. რომელსაც ზაფხულში მიაღწევს. იწერებოდა იმაზეც, რომ ლევანა დაბერდა და კლუბის ხელმძღვანელობა უკვე ეძებს შემდგარ ანუ დაღვინებულ თავდამსხმელს და არა კიდევ ერთ ლა მასიას აღზრდილს, რადგან მისი გაზრდა დაპროფესიონალების დრო ბარსას აღარა აქვსო და ასეთ თავდამსხმელად ატლეტიკოს ფეხბურთელზე ხულიან ალვარესზე ფიქრობენო. მე მაგალითად ვიცი, რომ სერესო მაგას ან საერთოდ არ მოგვცემს ანაც 200 მილიონზე მეტს დააფასებს. სერესოს რო ლაპორტა ვერ დაითანხმებს ფაქტია, ფრთხილად ვიყოთ იქით არავინ წაგვართვას და მეორეც ცენტრალურ თავდამსხმელად უნდათ 1,7 მ სიმაღლის ფეხბურთელი? რომელმაც თავითაც უნდა ყაროს ბურთები? აგერ ლევანდოვსკის რას უშვრებიან ლამის ბურთის მიღებამდე დაჩეხონ ხოლმე და ჩვენ მესის სიმაღლის ფეხბურთელით გვინდა მეტოქის დაცვა გავარღვიოთ? მაგაზე უკეთესი რაშფორდი იქნება საჯარიმოში ადვილად მაინც ვერ წააქცევენ. ასე, რომ მე მგონი ჯობია 9-იანზე ვინმე ძლიერი მოვიყვანოთ ჰოლანდზე ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მაგრამ ცოტა ლაითი ვარიანტიც ხო შეიძლება როგორც მაგალითად სორლოტია.
მე პირადად არანაირად არ მინდა ბერნარდუს მოსვლა კარიერის ბოლოსკენაა დიდს ვერაფერს შვრება და მოუნდა ბარსელონას მზიან სანაპიროზე წოლა, ფორვარდი და მცველი 1000% მოსაყვანია და თუ შეძლებენ კაი ჩამშლელი რომ შემტევებს მეტად გაეხსნათ და დაცვასაც დაწოლა შეუმცირდეს სხვა შემთხვევაში ასე იფართხალებენ აზრი არ ექნება ლიგას ღრმა შემადგენლობის და სრულყოფილი ბალანსის გარეშე ვერ მოიგებს ბარსა სტილიდან გამომდინარე მითუმეტეს მსაჯები დედას იხნავენ წინა წლის ნახევარფინალიც ეყოფა მაგალითად.
ტერ შტეგენმა ბოლო წამს აჩუქა ჟირონას ქულა
აქ ხომ არაფერი ხდება ფეოლას ზღაპრული სტატიების გარდა. თურმე რა გაგვიმაზავს 3 დღის წინათ:
https://www.youtube.com/watch?v=IrmG2K6105Y
ფიგუს დდშ!!!
უყურეთ არ ინანებთ!!!