ბარსა შემდეგ ეტაპზეა. ისევ და ისევ, როგორც წინა სეზონებში ამჯერადაც აღვნიშნავ, რომ ლა ლიგას ამაზე ჭკვიანური არაფერი მოუფიქრებია, როცა თასის თამაშები ადრეულ ეტაპზე ერთ მატჩამდე შეამცირეს. ასე აუთსაიდერებსაც მეტი მოტივაცია აქვთ, (გასვლის და სასწაულის მეტი შანსია) და ლიდერებიც ნაკლებად იღლებიან. ქომაგებისთვისაც ვერ იყო დიდად საინტერესო ორმატჩიანი დაპირისპირებები, სადაც პირველივე შეხვედრაში მთავრდებოდა ყველაფერი და მერე უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით აგორებდნენ ბურთს.
ასე არ ჯობია? ჩადიხარ “გვადალახარასთან” სათამაშოდ, ერთ იარუსიანი ტრიბუნა გადაჭედილია. ეს მათი ცხოვრების მატჩია. აქ თუ ვინმე თავს გამოიჩენს გზა ეხსნება ლა ლიგისკენ, ამიტომ, ყველა იმაზე მაგრად თამაშობს, ვიდრე ოდესმე უთამაშია. ასეთ დროს ყოველთვის კარგი ატმოსფერო იქმნება და ფეხბურთიც კარგი საყურებელია.
თავი კი “გვადალახარას” მეკარე გონსალესმა გამოიჩინა. ბევრი რთული ბურთი მოიგერია. დაგვამახსოვრა თავი ჩვენც და სხვადასხვა გუნდის სკაუტებსაც. ვინ იცის კიდევ სად შეგვხვდება და რომელი კლუბის მაისურით. მოკლედ, გონსალესმა ეს შანსი გამოიყენა. კი გაუშვა ორი ბურთი, მაგრამ მაინც მაგარი ბიჭია.
თქვენც ითამაშეთ
მოტივაციას არ უჩიოდნენ “ბარსელონელებიც”. კარში დაბრუნებული ტერ შტეგენი. მორიგი ტრავმა მოიშუშა და დაბრუნდა. ბევრი საქმე არ ჰქონია. ერთი კარგი ბურთი მოიგერია მეორე ტაიმის მიწურულს. იქნებ უჯობდა კიდეც წასულიყო, ახლა კიდევ გვიანია. თასზე თუ მოუწევს თამაში. ითამაშა კრისტენსენმაც, თითქოს ინიგოს წასვლის მერე ძირითადის მთავარი კანდიდატი უნდა ყოფილიყო, მერე არაუხოც წავიდა (მოსალოცად, თავის საპოვნელად) მაგრამ კრისტენსენი მაინც არ ჩანდა. მარტინი გადააქციეს პალო მალდინიდ და კი გამოსდის რაღაც ამ ბიჭს, მაგრამ კრისტენსენს გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს. ეს მატჩიც მშვენივრად ჩაატარა და წესით უფრო ხშირად უნდა ვიხილოთ ხოლმე მოედანზე.
მოტივაცია არ აკლდა ტორენტსს, რუნის, კასადოს, ბერნალს. მათ უწევთ თავის დამკვიდრება, მიიღეს შანსი და ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ყველაზე აქტიური ისევ მარკუს რაშფორდი იყო. სხვათა შორის, არც მას აქვს ადგილი გარანტირებული, რაფინიას დაბრუნების მერე რაშფორდის პოზიციებიც შეირყა. ამ შეხვედრაში კი თუ ვინმემ თავი გამოიჩინა პირველ რიგში, ის იყო.
“გვადალახარამ” პირველი ტაიმი გაძლო. პირველი კი არა, მიატანეს მატჩი 76-ე წუთამდე. მეტწილად დაცვისა და მეკარის კარგი თამაშის წყალობით. მერე კიდევ დასანანი გოლი გაუშვეს, დასანანი იმიტომ, რომ გონსალესი ყველაფერს იგერიებდა, ბედმა უმტყუვნა, კრისტენსენის დარტყმის მერე ბურთი მცველს მოხვდა და მის კარში შევარდა. აუღებელი იყო. აბა რას გახდებოდა?!
მოედნის ცენტრში ფრენკი დე იონგი გამოირჩეოდა, რამდენიმე ძალიან კარგი პასიც გააკეთა, რაღაც შეირგეს, რაღაც ვერა. მეორე გოლი მარკუს რაშფორდმა შეაგდო. მესამე მცდელობით. ორი უეჭველად გასატანი ჰქონდა და გონსალესმა აჯობა. მესამე კი შეაგდო, ჯერ მოატყუა მეკარე, მერე კი მანაც აუღებელი დაარტყა. ესეც 2:0. მშვენიერი მატჩი გამოდგა ამ ეტაპისთვის. ფლიკიც კმაყოფილი ჩანდა.
წინ რა გველის
რა და სეზონის პირველი ნახევრის მთავარი მატჩი, ბარსა “ვილიარეალს” შეხვდება. იქნება ჟორჟ მიქაუტაძეც. ამ გუნდების თამაში ყოველთვის საინტერესო და ხშირად უხვგოლიანია. მაგას სხვა სტატიაში გავიხსენებთ. აბა, დავირაზმოთ სეზონის დახურვისთვის.
La Pulga10, Barca,
იამალისგანაც არ გამიკვირდებოდა რო ყიდდა ინფორმაციას
ჯერჯერობით უცნობია ვინ არის ეს ფეხბურთელი და რა სახის სასჯელი ემუქრება მას მაგრამ მედიაში აქტიურად იწერება რომ ეს ფეხბურთელი გუნდიდან მოიკვეთება 😬😬
ეს ნახეთ?
ტერ შტეგენია უეჭველი
მეც ეგრე მგონია ეგ ჰოტლერის რეინკარნაცია სლე მიტო ქონდა მესის ცუდი ურთიერთობა იცოდა რა ვირთხაც იყო
ეს სიმართლეა ?
ოფიციალურ წყაროებზე ვერ ვნახე
მაგრამ არაოფიციალურებზე ყველგან ესაა
მართალი ყოფილა ახლა დაიწერა
ნეტა მართლა ის შაკალი შტეგენი იყო რა სანიტერესოა.
ნორმ თამაში იყო
ჯერჯერობით უცნობია ვინ არის ეს ფეხბურთელი და რა სახის სასჯელი ემუქრება მას მაგრამ მედიაში აქტიურად იწერება რომ ეს ფეხბურთელი გუნდიდან მოიკვეთება 😬😬
ეს ნახეთ?
ტერ შტეგენია უეჭველი
მეც ეგრე მგონია ეგ ჰოტლერის რეინკარნაცია სლე მიტო ქონდა მესის ცუდი ურთიერთობა იცოდა რა ვირთხაც იყო
ეს სიმართლეა ?
ოფიციალურ წყაროებზე ვერ ვნახე
მაგრამ არაოფიციალურებზე ყველგან ესაა
მართალი ყოფილა ახლა დაიწერა
არ მიყურებია, მაგრამ ვეჭვობ, ბევრი არაფერი გამიმაზავს.

‼️🐀 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: გუშინ ღამით ჰანსი ფლიკმა გამოაშკარავა ფეხბურთელი, რომელიც "ბარსელონადან" ინფორმაციას პრესისთვის ავრცელებდა. საუბარია "ბარსას" ტაქტიკაზე ამ თუ იმ მატჩში და ისეთ ინფორმაციაზე რაც მხოლოდ გუნდმა იცოდა. 🤯🤯🤯
ჯერჯერობით უცნობია ვინ არის ეს ფეხბურთელი და რა სახის სასჯელი ემუქრება მას მაგრამ მედიაში აქტიურად იწერება რომ ეს ფეხბურთელი გუნდიდან მოიკვეთება 😬😬
ეს ნახეთ?
ტერ შტეგენია უეჭველი
100%-იანი, მაგრად მეცინებოდა კომენტატორი რო აქებდა სასწაული მეკარე ყავთო.
რაშფორდი არის ოსასუნა მალიორკას დონის იგროკი.. მაგის გამოსყიდვა იქნება დიდი სისულელე
რაშფორდს საფეხბურთო ინტელექტის ნიშანწყალი არ ეტყობა, ძალიან ტუპოია, მოსვლის დღიდან ვბალეშიკობ, მაგრამ ვერ ამართლებს იმედებს. ფეოლამ გამოირჩეოდაო, რით ფაფხურით? მეკარესთან რო პირისპირ გადიხარ და დაწოლილს არტყავ თანაც ორჯერ ზედიზედ ეს სასწაული კი არა დებილობაა. ჩვენ მესიმ მიგვაჩვია, რომ მეკარესთან პირისპირ გასვლა ეს გოლია, მაგრამ გაიხსენეთ დარტყმამდე ლეო კარისკენაც იყურებოდა გვერდზეც და ხანდახან უკანაც კი ასწრებდა გახედვას. მეტიც ვთქვათ დაწოლილს კი არა ფეხზე მდგომსაც უგდებდა თავზე, ეს კი დაწოლილს ახვედრებს. ამას რო სწავლა უნდა ვინმეს ეჭვი ეპარება? ვარჯიშებზე რას აკეთებს, არ ცდილობს მაინც რამე ისწავლოს. ლევანდოვსკი ორივეს გაიტანდა ამის გაფუჭებულებს და მიამაგრონ და ამეცადინოს ეს საცოდავი. და მთავარი იამალი შარშანდელის ნახევარიც აღარ არის. 4 კაცი დასდევდა და ეს ჯიუტად ცდილობდა 4-ვეს მოტყყებას. ასეთ დროს უცებ რო მოიცილოს ბურთი ხომ 4 კაცი რჩება უქმად და დანარჩენებს უფრო უადვილდებათ საქმე. ძალიან მინდოდა პოზიტივი დამენახა ამ თამაშში და ერთადერთი მონდომება არ აკლდა გუნდს, კლასი კი არ ჩანდა ბარსელონის, ალბათ ეს მეტოქის დამსახურება უფრო იყო.
მაგათი მეკარე მაგარი იყო ბურთი უვარდებოდა ხელიდან🤣🤣🤣
რაშფორდმა თავი რითი გამოიჩინა 2 100% მომენტის გაცუდების, ფაფხურის და უაზრო გადაწყვეტილებების გარდა? იამალმა რო დაუღეჭა ბოლო წუთებზე პასი, გვადალახარას დაცვაში ჩასვლის ტრაკიც რო აღარ ქონდა და გაიტანა? ეგეთი ხასიათის მოთამაშე რამდენად გამოგვადგება არ ვიცი. უდიდესი ნიჭი აქ მაგრამ მაგას აღარ ექნება პრაიმი. იყო თავის მაქსიმუმზე და უკან წავა. ვეღარ მოუმატებს. მაგრა ვბალეშიკობდი იუნაიტედინ მოყოლებული მარა ძაან მიცრუებს იმედებს.