workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
რაიო ლოგო

რაიო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: გასეირნება სევილიაში

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: გასეირნება სევილიაში

რამდენჯერმე იყო მომენტი, როცა ფერან ტორესს მეოთხე გოლის შეგდება შეეძლო, ეს კიდევ თავისთავად დიდი ამბავია, ბარსას მაისურით რომ პოკერს შეასრულებ ეგ ხომ მეხსიერებას სამუდამოდ რჩება და ისტორიასაც თავისთავად. თანაც, ფერანს უკვე პირველ ტაიმში ჰქონდა ჰეთ თრიქი შესრულებული, მაგრამ ის მეოთხე ვეღარ შეძლო. სულ ცოტა აკლდებოდა ხოლმე და არ გამოვიდა. 

შემადგენლობა თავისთავად საინტერესო იყო, რადგან იამალი და რუნი, ორივე ძირითადში ვნახეთ. ფლანგი რუნის ჩაბარდა, ლამინე კიდევ ძირითადად ცენტრში მოქმედებდა. შემოიწია რონალდინიოს მსგავსად და იყო ლამაზი ეპიზოდებიც, დრიბლინგები, პასები და ა.შ. არ უჭირს ეგა. რაც იცის, იცის. 

საყრდენზე ისევ ერიკ გარსია ვნახეთ, რვა ნომერზე კი პედრი. დაბრუნდნენ ფრენკი დე იონგი და ფერმინ ლოპესი. შემოვიდნენ კიდეც მეორე ტაიმში მოედანზე და ფერმინი ისეთი მონდომებული იყო ყოველ ჯერზე, ყველა პოზიციიდან კარისკენ დაარტყა, ყოველ ჯერზე, ყველა პოზიციიდან ლანძღეს და აგინეს, აგერ, პასი გაგეკეთებინაო. 

ფერანის ბენეფისი 

ბარსამ თამაში პირველ ტაიმშივე დაამთავრა, არადა, პირველი გოლი საკუთარ კარში მიიღო, “ბეტისის” საუკეთესო ფეხბურთელმა, ანტონიმ ანგარიში გახსნა, თამაშგარე კი მომეჩვენა, მეც და ჟოან გარსიასაც, მაგრამ გვერდით მსაჯს ასე არ მოსჩვენებია, და VAR-ის კაბინაში ზუსტად იცოდნენ რაშიც იყო საქმე. მეექვსე წუთზე გოლის მიღება ვერ არის კარგი საქმე, თუმცა, ბარსა არ დაკარგულა. გააგრძელა თამაში ისე როგორც დაიგეგმა, აქტიურობდა რუნი. ხშირად ერთვებოდა კუნდე და ლამინე იამალიც მეტწილად ცენტრიდან მარჯვნივ შეიწევდა ხოლმე, ამან თამაში მთლიანად მარჯვენა ფლანგზე გადაიტანა, პედრის დავალებაც ეს იყო, როცა თამაში მარჯვნივ იქნებოდა, ერთი პასით რაშფორდი უნდა მოეძებნა, მაგრამ ეგ აღარც გამხდარა საჭირო, იმიტომ, რომ მარჯვენა ფლანგი თამაშის მოსატრიალებლად საკმარისი გამოდგა. 

რუნიმ კუნდეს გააყოლა, კუნდეს ჩაწოდებულს კი ფერანი ზუსტად დახვდა. ანგარიში გათანაბრდა. კარგი გოლი შეაგდო, ლევანდოვსკის სტილში, საერთოდ, კარგი სეზონი აქვს ფერანს, ისევ ბევრს აფუჭებს და მაინც ფერან ტორესია, მაგრამ ჯერჯერობით მის საუკეთესო სეზონს ვადევნებთ თვალყურს. ისევ მარჯვენა ფლანგი, ისევ რუნი, ჩაწოდება და ამჯერად კიდევ უფრო ლამაზი ბურთი გააქვს ტორესს, ნახევარბრუნში, მიწაზე დაუშვებლად, ეს უკვე სუარესის სტოლია. ძლიერად დაარტყა, მეკარეს ფეხებს შორის გაუძვრა – 1:2 ბარსას სასარგებლოდ. 

სულ რაღაც 13 წუთში ბარსამ თამაში მოატრიალა. პედრიმ ბურთი დაიჭირა და მატჩი მთლიანად გააკონტროლა, ლამინე არღვევდა სევილიელთა დაცვას და შემტევებსაც გაჰქონდათ და გაჰქონდათ გოლები. მესამე უკვე რუნიმ თავად შეაგდო, საუკეთესო მატჩი ჩაატარა ბარსაში, თანაც, შეაგდო მარჯვენა ფეხით, პედრის პასის მერე კარგად მოიცილა მცველი, კი ვიფიქრე სუსტი ფეხისკენ რატომ წაიღო-მეთქი, მაგრამ თურმე არც ისე სუსტი ყოფილა, ძლიერად დასცხო და მეკარისგან ახლო კუთხეში შეაგდო – 1:3. 

დაიმსახურა. აწი მეტ დროს მისცემენ. 

ამ დროს კი მოიწყინა მარკუს რაშფორდმა. თამაში მუდმივად მარჯვენა ფლანგზე იყო. მოდი და ნუ გაგიკვირდება. ბალდე გყავს მარცხნივ, კაცი მცველზე მეტად გარემარბია და მაინც არაფერი ხდება მეორე ფლანგზე. 

ტაიმის მიწურულს ფერან ტორესმა ჰეთ თრიქი შეასრულა. ამჯერად საჯარიმოს გარედან დაარტყა, რიკოშეტიც წაეხმარა და ანგარიში კიდევ უფრო დიდი გახდა. მცირე ხანში მეოთხეც შეეძლო… ეხ, ფერან… 

წაგებული ტაიმი 

მეორე ტაიმში ყველაზე მეტს მარკუს რაშფორდი ცდილობდა, მიხვდა, რომ ახლა მისი ჯერი იყო, მას უნდა შეეგდო გოლი, მაინც ვერაფერს გახდა, მაქსიმუმი რაც შეძლო პენალტის მოპოვება იყო, რომელიც იამალმა ნეიმარის სტილში შეასრულა – მშვიდად, აუღელვებლად. მარკუსს კიდევ ისეთი შანსი მიეცა ჰანსი ფლიკი უკვე გოლს აღნიშნავდა, გავიდა ერთი-ერთზე კაციშვილი ხელს არ უშლის, მაგრამ ისე ცუდად წაიღო ბურთი ფლანგისკენ, რომ დარტყმის კუთხე შეიმცირა, ან, რა ვიცი… სადაც არ უნდა წაეღო მაინც გასატანი იყო, დასცხო მარკუსმა და სადღაც სხვაგან დაარტყა, კარში ვერ მოარტყა, ბილბორდისკენ გაუშვა და დამანჭა მერე სახე ისე თითქოს ტკივილი იგრძნო გულ-მკერდის არეში. 

არა უშავს შეკაცო, სკამზე დაგსვამენ. სხვას არ გიზამს ეს არაფერს. 

ბოლოს “ბეტისმაც” შეუტია ბარსას და ორი გოლიც გაუტანეს. მოეშვა გუნდი. ქომაგი შესანიშნავი იყო და იმსახურებდა კიდეც პრესტიჟის გოლებს, ორი ბურთით რომ აგებ სამარცხვინოც აღარ არის. 

ფლიკის ბიჭები ჯანზე არიან. ბერნალიც გამოვიდა და ნელ-ნელა თითქოს უბრუნდება ტემპის შეგრძნება. დე იონგი და ფერანი გამოჯანმრთელდნენ. მოკლედ, ყველაფერი რიგზეა. 

წინ რა გველის 

წინ “აინტრახტთან” მატჩია, ბარსას აუცილებლად მოსაგები აქვს, ლა ლიგისგან განსხვავებით ჩემპიონთა ლიგაზე რთულად აქვთ საქმე. საუკეთესო რვაში მოხვედრა მარტივი ამბავი აღარ არის, ამიტომ, ყველა შეხვედრა მოსაგებია. მატჩი “კამპ ნოუზე” შედგება. “აინტრახტთან” რევანში გვმართებს. თუ რატომ, ამაზე კიდევ დავწერთ, 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (43)

  • Albicelecte
    schedule 08 დეკ 2025, 16:03
    #43

    ციტატა: Don_Andresito
    ზიდანი ამათი ქალი გამოძახებითაა, რეალის დაძახებიდან დაძახებამდეა მწვრთNელი.


    მაგრად ვიცინე
    "ზიდანი ამათი ქალი გამოძახებითაა, რეალის დაძახებიდან დაძახებამდეა მწვრთNელი."
    ზიდანის სახის ახევა და კიდევ ერთი წაგებულ-ნათრევი, უტუტულო სეზონი არ იქნება ურიგო სანახავი
    აი მაგ ტიტულების ხამებისათვის იქნება მენტალური შოკი smiley
    მსაჯები-უეფათი გავარდნა 3 ლიგა რომ დარჩებათ ოხრად

  • me da barca
    schedule 08 დეკ 2025, 11:48
    #42

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: nika 54
    სეზონის ბოლომდე არ წავაო, პერესმა თქვა, მაგრამ ეხლა შეიცვლიდა აზრს. კლოპს თუ ჭკუა აქვს და თავმოყვარეობა არ წავა რეალში. იცის რო პერესს მწვრთნელის საქმეებში უყვარს ჩარევა.


    პერესი გაუწონასწორებელი დარტყმულია, რას არ წავა, 1 წაგებაც და ეგრევე გააგდებს. კლოპი ლივერში დაბრუნდება წესით. რეალში არ მოვა. ზიდანს მოათრევენ ისევ 26 წლამდე. ნახევარი სეზონით. ზიდანი ამათი ქალი გამოძახებითაა, რეალის დაძახებიდან დაძახებამდეა მწვრთNელი. სხვა გუნდს ვერ ურისკავს. ალონსო კიდე კარგი ტიპის ნიღაბს ამოფარებული არაკაცი იყო, ისეთივე ბინძური როგორიც რამოსი და სხვები. რეალშI ყველა გააბინძურეს. მოდრიჩი კროსსიც კი. მაგ გუნდში სულ რო ინიესტა გადასულიყო 1 წელში ეგეც ჩეხვას და ბოღმის ნთხევას დაიწყებდა 😀 თU არადა გაუშვებდნენ


    აქ ასი პროცენტით გეთანხმები. ბევრს ალონსო პატიოსან, გაწონასწორებულ ტიპად მიაჩნია, არადა ესეც ისეთივე ნაგავი იყო. მაურინიოს დროს მესის როგორ მოექცა ეს ბო*ის გაგდებული კარგად მახსოვს. რეალი პოლიცასავითაა, მიხვალ პატიოსანი კაცი და ძაღლად გაქცევენ, სისხლს გადაგისხამენ. შეგიძლია სხვა დაჩაგრო, ცემო რაც გინდა გააკეთო და ამისთვის არავინ დაგსჯის. შენ კიდევ ეს გსიამოვნებს, ზეკაცად მოგაქვს თავი. ზუსტად ეგრეა რეალიც. უბინძურესი გუნდია.

  • Don_Andresito
    schedule 08 დეკ 2025, 11:21
    #41

    ციტატა: nika 54
    სეზონის ბოლომდე არ წავაო, პერესმა თქვა, მაგრამ ეხლა შეიცვლიდა აზრს. კლოპს თუ ჭკუა აქვს და თავმოყვარეობა არ წავა რეალში. იცის რო პერესს მწვრთნელის საქმეებში უყვარს ჩარევა.


    პერესი გაუწონასწორებელი დარტყმულია, რას არ წავა, 1 წაგებაც და ეგრევე გააგდებს. კლოპი ლივერში დაბრუნდება წესით. რეალში არ მოვა. ზიდანს მოათრევენ ისევ 26 წლამდე. ნახევარი სეზონით. ზიდანი ამათი ქალი გამოძახებითაა, რეალის დაძახებიდან დაძახებამდეა მწვრთNელი. სხვა გუნდს ვერ ურისკავს. ალონსო კიდე კარგი ტიპის ნიღაბს ამოფარებული არაკაცი იყო, ისეთივე ბინძური როგორიც რამოსი და სხვები. რეალშI ყველა გააბინძურეს. მოდრიჩი კროსსიც კი. მაგ გუნდში სულ რო ინიესტა გადასულიყო 1 წელში ეგეც ჩეხვას და ბოღმის ნთხევას დაიწყებდა 😀 თU არადა გაუშვებდნენ