workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: გასეირნება სევილიაში

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: გასეირნება სევილიაში

რამდენჯერმე იყო მომენტი, როცა ფერან ტორესს მეოთხე გოლის შეგდება შეეძლო, ეს კიდევ თავისთავად დიდი ამბავია, ბარსას მაისურით რომ პოკერს შეასრულებ ეგ ხომ მეხსიერებას სამუდამოდ რჩება და ისტორიასაც თავისთავად. თანაც, ფერანს უკვე პირველ ტაიმში ჰქონდა ჰეთ თრიქი შესრულებული, მაგრამ ის მეოთხე ვეღარ შეძლო. სულ ცოტა აკლდებოდა ხოლმე და არ გამოვიდა. 

შემადგენლობა თავისთავად საინტერესო იყო, რადგან იამალი და რუნი, ორივე ძირითადში ვნახეთ. ფლანგი რუნის ჩაბარდა, ლამინე კიდევ ძირითადად ცენტრში მოქმედებდა. შემოიწია რონალდინიოს მსგავსად და იყო ლამაზი ეპიზოდებიც, დრიბლინგები, პასები და ა.შ. არ უჭირს ეგა. რაც იცის, იცის. 

საყრდენზე ისევ ერიკ გარსია ვნახეთ, რვა ნომერზე კი პედრი. დაბრუნდნენ ფრენკი დე იონგი და ფერმინ ლოპესი. შემოვიდნენ კიდეც მეორე ტაიმში მოედანზე და ფერმინი ისეთი მონდომებული იყო ყოველ ჯერზე, ყველა პოზიციიდან კარისკენ დაარტყა, ყოველ ჯერზე, ყველა პოზიციიდან ლანძღეს და აგინეს, აგერ, პასი გაგეკეთებინაო. 

ფერანის ბენეფისი 

ბარსამ თამაში პირველ ტაიმშივე დაამთავრა, არადა, პირველი გოლი საკუთარ კარში მიიღო, “ბეტისის” საუკეთესო ფეხბურთელმა, ანტონიმ ანგარიში გახსნა, თამაშგარე კი მომეჩვენა, მეც და ჟოან გარსიასაც, მაგრამ გვერდით მსაჯს ასე არ მოსჩვენებია, და VAR-ის კაბინაში ზუსტად იცოდნენ რაშიც იყო საქმე. მეექვსე წუთზე გოლის მიღება ვერ არის კარგი საქმე, თუმცა, ბარსა არ დაკარგულა. გააგრძელა თამაში ისე როგორც დაიგეგმა, აქტიურობდა რუნი. ხშირად ერთვებოდა კუნდე და ლამინე იამალიც მეტწილად ცენტრიდან მარჯვნივ შეიწევდა ხოლმე, ამან თამაში მთლიანად მარჯვენა ფლანგზე გადაიტანა, პედრის დავალებაც ეს იყო, როცა თამაში მარჯვნივ იქნებოდა, ერთი პასით რაშფორდი უნდა მოეძებნა, მაგრამ ეგ აღარც გამხდარა საჭირო, იმიტომ, რომ მარჯვენა ფლანგი თამაშის მოსატრიალებლად საკმარისი გამოდგა. 

რუნიმ კუნდეს გააყოლა, კუნდეს ჩაწოდებულს კი ფერანი ზუსტად დახვდა. ანგარიში გათანაბრდა. კარგი გოლი შეაგდო, ლევანდოვსკის სტილში, საერთოდ, კარგი სეზონი აქვს ფერანს, ისევ ბევრს აფუჭებს და მაინც ფერან ტორესია, მაგრამ ჯერჯერობით მის საუკეთესო სეზონს ვადევნებთ თვალყურს. ისევ მარჯვენა ფლანგი, ისევ რუნი, ჩაწოდება და ამჯერად კიდევ უფრო ლამაზი ბურთი გააქვს ტორესს, ნახევარბრუნში, მიწაზე დაუშვებლად, ეს უკვე სუარესის სტოლია. ძლიერად დაარტყა, მეკარეს ფეხებს შორის გაუძვრა – 1:2 ბარსას სასარგებლოდ. 

სულ რაღაც 13 წუთში ბარსამ თამაში მოატრიალა. პედრიმ ბურთი დაიჭირა და მატჩი მთლიანად გააკონტროლა, ლამინე არღვევდა სევილიელთა დაცვას და შემტევებსაც გაჰქონდათ და გაჰქონდათ გოლები. მესამე უკვე რუნიმ თავად შეაგდო, საუკეთესო მატჩი ჩაატარა ბარსაში, თანაც, შეაგდო მარჯვენა ფეხით, პედრის პასის მერე კარგად მოიცილა მცველი, კი ვიფიქრე სუსტი ფეხისკენ რატომ წაიღო-მეთქი, მაგრამ თურმე არც ისე სუსტი ყოფილა, ძლიერად დასცხო და მეკარისგან ახლო კუთხეში შეაგდო – 1:3. 

დაიმსახურა. აწი მეტ დროს მისცემენ. 

ამ დროს კი მოიწყინა მარკუს რაშფორდმა. თამაში მუდმივად მარჯვენა ფლანგზე იყო. მოდი და ნუ გაგიკვირდება. ბალდე გყავს მარცხნივ, კაცი მცველზე მეტად გარემარბია და მაინც არაფერი ხდება მეორე ფლანგზე. 

ტაიმის მიწურულს ფერან ტორესმა ჰეთ თრიქი შეასრულა. ამჯერად საჯარიმოს გარედან დაარტყა, რიკოშეტიც წაეხმარა და ანგარიში კიდევ უფრო დიდი გახდა. მცირე ხანში მეოთხეც შეეძლო… ეხ, ფერან… 

წაგებული ტაიმი 

მეორე ტაიმში ყველაზე მეტს მარკუს რაშფორდი ცდილობდა, მიხვდა, რომ ახლა მისი ჯერი იყო, მას უნდა შეეგდო გოლი, მაინც ვერაფერს გახდა, მაქსიმუმი რაც შეძლო პენალტის მოპოვება იყო, რომელიც იამალმა ნეიმარის სტილში შეასრულა – მშვიდად, აუღელვებლად. მარკუსს კიდევ ისეთი შანსი მიეცა ჰანსი ფლიკი უკვე გოლს აღნიშნავდა, გავიდა ერთი-ერთზე კაციშვილი ხელს არ უშლის, მაგრამ ისე ცუდად წაიღო ბურთი ფლანგისკენ, რომ დარტყმის კუთხე შეიმცირა, ან, რა ვიცი… სადაც არ უნდა წაეღო მაინც გასატანი იყო, დასცხო მარკუსმა და სადღაც სხვაგან დაარტყა, კარში ვერ მოარტყა, ბილბორდისკენ გაუშვა და დამანჭა მერე სახე ისე თითქოს ტკივილი იგრძნო გულ-მკერდის არეში. 

არა უშავს შეკაცო, სკამზე დაგსვამენ. სხვას არ გიზამს ეს არაფერს. 

ბოლოს “ბეტისმაც” შეუტია ბარსას და ორი გოლიც გაუტანეს. მოეშვა გუნდი. ქომაგი შესანიშნავი იყო და იმსახურებდა კიდეც პრესტიჟის გოლებს, ორი ბურთით რომ აგებ სამარცხვინოც აღარ არის. 

ფლიკის ბიჭები ჯანზე არიან. ბერნალიც გამოვიდა და ნელ-ნელა თითქოს უბრუნდება ტემპის შეგრძნება. დე იონგი და ფერანი გამოჯანმრთელდნენ. მოკლედ, ყველაფერი რიგზეა. 

წინ რა გველის 

წინ “აინტრახტთან” მატჩია, ბარსას აუცილებლად მოსაგები აქვს, ლა ლიგისგან განსხვავებით ჩემპიონთა ლიგაზე რთულად აქვთ საქმე. საუკეთესო რვაში მოხვედრა მარტივი ამბავი აღარ არის, ამიტომ, ყველა შეხვედრა მოსაგებია. მატჩი “კამპ ნოუზე” შედგება. “აინტრახტთან” რევანში გვმართებს. თუ რატომ, ამაზე კიდევ დავწერთ, 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (43)

  • vaiman . vamsdrane
    schedule 08 დეკ 2025, 02:02
    #20

    გაულაღლაღეს რეალს. ეტყობა აღარ ეყო ზედიზედ 4 თამაშისათვის პერესს მსაჯების მოსაქრთამი ფული და დღეს სამართლიანად იმსაჯეს.

  • Bakero
    schedule 08 დეკ 2025, 02:02
    #19

    მწვრთნელი ჰქვია მაგ ყველაფერს მწვრთნელიიიი!

  • Frenkie de Jong_
    schedule 08 დეკ 2025, 02:01
    #18

    ვინც ალონსო დანიშნა რეალის ტრენერად იმას შემოვევლე 😂

    ის კლასიკო არ უნდა წაგვეგო რა…

  • Nikolay
    schedule 08 დეკ 2025, 02:01
    #17

    Მსაჯს არ ამოაყოფინებენ თავს გილიოტინაზე ალბათ😀😀😀 პერესის თვალწინ ორი წითელი რა ამბავია:დდდ

  • araujo4
    schedule 08 დეკ 2025, 01:59
    #16

    ეს რა დღეშია რეალი. შემდეგ თამაშში არცერთი მარცხენა მცველი🤣

  • me da barca
    schedule 08 დეკ 2025, 01:58
    #15

    ვინიციუსს ამ *ლეს მხარზე ხელი დაადეს და ეგრევე წაიქცა, პენალტს დადებსო მსაჯი, მაგრამ ეს მსაჯი არ არის გამაზული ეტყობა. ხელის შეხებისთვის პენალტი არ დადო და კაციც გაუგდო, თვალი არ დახუჭა.
    ესეც მეორე. საღოლ სელტა ჯიგრები ხართ. პერეს გამოიღე შე ხრონწიანო ბებერო მაფიოზა.

  • alwaysculerr
    schedule 08 დეკ 2025, 01:43
    #14

    აუ რეალთან გვყოლოდა გარსია და რაფინია… ხო მოვჭიმავდით

  • Visca-barca
    schedule 08 დეკ 2025, 01:39
    #13

    იმედია სელტა საქმეს ბოლომდე მიიყვანს რო ვამბობდი რო არაა ეს რეალი სასწაული გუნდი ზოგს ეცინებოდა რაფინია რი გვყოლოდა გავხევდით ამ უბედურებს ბერნაბეუზე დაჟე მანდაც გაუმართლათ ფერმინის ღორობამ და კუნდეს იქ მიღებამ გადაწყვიტა თამაშის ბედი რაც შეეხება მემგონი ალონსოს დრო დათვლილია რეალში როგორც ხავი იყო ბარსაში ისეა ეხლა ალონსოც რეალში ადრე ჯერ ძაან ადრე ასეთი გრანდების გაწვრთნა ეხლა სიტი მიართმევს მადრიდელებს და იდეალური იქნება

  • me da barca
    schedule 08 დეკ 2025, 01:25
    #12

    შიგ მადრიდში, შიგ კუტუაში
    ცხვირბანჯგვლა ჩაწიხლეს, ჩაქუსლეს. ეს რა გოლი თხარა ტიპმა.

  • Rick Sanchez
    schedule 07 დეკ 2025, 23:12
    #11

    ფერანი აინტრახტთან გამოაჩენს ნამდვილ სახეს

  • PUIOL5
    schedule 07 დეკ 2025, 23:02
    #10

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: PUIOL5
    ლოპესმა გააჯ ვას.არაა ეგ ბარსას კაცი და ვინმეს მიყიდონ 60 მილიონად. ფული უფრო გვჭირდება ვიდრე ლოპესის ფაფხური


    ლოპესის ფაფხურიო🤔 ტრამვის მერე ფორმა რომ აკლია იგროკს ყველას გავაჯმევინოთ?? იამალსაც სანამ არ შეუდეს ჩაგდებული თამაშები ჰქონდა და ფერმინი ტრამვამდე ძირითადის იგროკი იყო ოლმოც კი ვერაფერს ახერხებდა ან რას გიხსნი ადამიანს ასეთი შეხედულება რომ აქვს ყველაზე იტყვის ჟოან გარსიამაც რომ მიქაროს სადმე


    მიქარვა და უფორმობა სხვა რამეა და მაგის გამო არავის ვაჩვავ, მესი რო მესია ეგეც ამოვარდნილა ფორმიდან და ლოპეს მითუმეტეს მაგის გამო არ გავაკრიტიკებ. ფერმინმა არიცის რა არის ნახევარმცველობა, გარტყმაში არაა რა ევალება და მაგის გამო ვაჯ ვავ. როცა შენზე უკეთეს პოზიციაშია თანაგუნდელი პასი უნდა გააკეთო და არა დაარტყა. ეს უფორმობის გამო არაა, მისი ღორობის ბრალია და არაერთ თამაში გამოჩნდა. ოლმოს რაც შეეხება, კიბატონო ხშირი ტრავმების გამო უჭირს ფორმაში ჩადგომა მაგრამ კლასს არ კარგავს და პასის გაკეთებაც არ ავიწყდება. თქვენ ფერმინის გოლი გიხარიათ და ამ დროს ცენტრი მოღიაღებულია, არა ტემპის კონტროლი, არა ასისტი, არა ბურთის დაჭერა, არაფერს არ აკეთებს, მარტო იყურება 25 გარადუსზე და მიიღებს თუარა ურტყავს, ფორვარდია თუ ნახევარმცველი? რა ქნას მარტო პედრიმ ცენტრში? ამიტომაცაა ყველა უმარტივესად რომ გვიტანს გოლს და მოდიან შეტევაზე. ვერცერთი დაცვა ვერ გაქჩავს ასეთი ნახევარდაცვით.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 07 დეკ 2025, 22:47
    #9

    მარტივად მივუგევთ აინტრახტს

  • araujo4
    schedule 07 დეკ 2025, 19:51
    #8

    ალვარესს მაგარი მოკლებული აქ და ჩვენი ინტერესის მერე ალბათ მარტო ჩვენთან თამაშზე ოცნებობს და იქ ვეღარ უდებს გულს🤣 ჩვენ გვაწყობს ფასი დაეწევა

  • nika 54
    schedule 07 დეკ 2025, 19:34
    #7

    ციტატა: rivaldo80
    აინტრახთან უნდა გაიგიჟონ თავი აბაროტი გვაქვს ასაღები.


    მე ვფიქრობ ფლიკმა რაფინია აინტრახტისთვის დაასვენა.

  • me da barca
    schedule 07 დეკ 2025, 19:31
    #6

    დღეს ჟირონას მეკარემ რაც იკისრა რავი რა… 2 გოლი მის კისერზეა, მაგრამ რაც მიქარა მესამე გოლზე ეგეთი კინოშიც არ მინახავს. რაფა მირს პირდაპირ ცხვირწინ უპასა. smiley

  • CHEPE
    schedule 07 დეკ 2025, 18:40
    #5

    ციტატა: PUIOL5
    ლოპესმა გააჯ ვას.არაა ეგ ბარსას კაცი და ვინმეს მიყიდონ 60 მილიონად. ფული უფრო გვჭირდება ვიდრე ლოპესის ფაფხური


    ლოპესის ფაფხურიო🤔 ტრამვის მერე ფორმა რომ აკლია იგროკს ყველას გავაჯმევინოთ?? იამალსაც სანამ არ შეუდეს ჩაგდებული თამაშები ჰქონდა და ფერმინი ტრამვამდე ძირითადის იგროკი იყო ოლმოც კი ვერაფერს ახერხებდა ან რას გიხსნი ადამიანს ასეთი შეხედულება რომ აქვს ყველაზე იტყვის ჟოან გარსიამაც რომ მიქაროს სადმე

  • vaiman . vamsdrane
    schedule 07 დეკ 2025, 16:08
    #4

    9ში ანუ ჩვენი დროით 10 დეკემბერს არის თამაში, ფეხბურთის საერთაშორისო დღეს და თან ჩემს დაბადების დღეზე არ მოგიტყ აინტრახტი და თქვენ მოგიტყ დედის ტრაკი.

  • PUIOL5
    schedule 07 დეკ 2025, 15:12
    #3

    ლოპესმა გააჯ ვას.არაა ეგ ბარსას კაცი და ვინმეს მიყიდონ 60 მილიონად. ფული უფრო გვჭირდება ვიდრე ლოპესის ფაფხური

  • Moriarti
    schedule 07 დეკ 2025, 15:07
    #2

    ფრანკფურტი უნდა გავანადგუროთ

  • rivaldo80
    schedule 07 დეკ 2025, 14:23
    #1

    აინტრახთან უნდა გაიგიჟონ თავი აბაროტი გვაქვს ასაღები.