workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
რაიო ლოგო

რაიო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: იძებნება შუბლის ძარღვი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: იძებნება შუბლის ძარღვი

   ძალიან უხერხული სანახავია კაპიტნის სამკლავური ამ კაცის მკლავზე. ეს რა დაუდევარი ვინმეა… ამ დროს ადამიანს ან ყველაფერი ფეხებზე კიდია, ან საერთოდ ვერ აზროვნებს. რაღაც გათიშულია თავში. “ბარსა” კიდევ ყოველთვის მოაზროვნე გუნდი იყო, ყოველთვის თამაშობდა იმ ფეხბურთს, სადაც აზროვნებაა საჭირო. რონალდ, სხვაგან მოხვდი ჯიგარო. ასეთი აშკარა დარღვევა იმ ფეხბურთელის მხრიდან, რომელსაც უკვე აქვს ერთი ყვითელი ბარათი მართლა რთული გასახსენებელია. მე ლონდონური დერბი მახსენდება, “ჩელსი” და “არსენალი” თავიანთ პიკში, ისეთი ტემპია ბურთს თვალს ვერ გააყოლებ, თანაც ხისტი, აგრესიული მატჩია, ამ დროს ესიენმა მიიღო ყვითელი ბარათი, და მას მერე ბრძოლაში შესული საერთოდ აღარ მინახავს. ყველაზე მეტი იმუშავა, მაგრამ ჩუმად, ერთი წამითაც არ გაურისკავს, თანაც, ისეთ თამაშში, სადაც ყველა მონაკვეთში ბრძოლა იყო. დისციპლინა ქვია ამას. ეს კაცი კიდევ, ვაჰ, არ ვიცი.

პირველი ყვითელი ბარათი მსაჯთან კამათის გამო მიიღო, დადგა გორილასავით, გაიჯგიმა, არბიტრს ცოტა მიეჯახა კიდეც და იმანაც საეჭვოდ ამოხედა – ამას ხომ არ იმასუქნიაო?! დააძრო ეგრევე ყვითელი. მეორე კიდევ უკვე ვახსენე, კუკურელიას კლავდა ჯიგარი. ამის მერე “ბარსას” თამაში არ ჰქონია. თავიც ვერ დაიცვა წესიერად, შეტევა კიდევ ნათელი იყო, რომ ვერ ივარგებდა.

კიდევ ერთი გადამწყვეტი წერტილი

ჯერ კიდევ ნულით ნულზე, არაუხოს დაუდევრობისა არ იყოს, ის მოხდა რაც ბევრჯერ გვინახავს და ეჭვი მაქვს კიდევ არა ერთხელ ვნახავთ. ფერან ტორესმა 100%-იანი მომენტი გაუშვა ხელიდან. ლამინე იამალის დიდებული პასის მერე ერთი-ერთზე დარჩა და ააცილა. ამ მანძილიდან კიდევ ნამუსიანი ფორვარდი არ აცილებს კარს. და თუ მაინც აცილებს თავ-ბედს იწყევლის, ბოდიშებს იხდის და მუხლით მიხოხავს გასახდელისკენ. მაგრამ ფერანს მსგავსი არაფერი გაუკეთებია, იმიტომ, რომ ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავია და აღარც ნამუსი აწუხებს დიდი ხანია. ეგ შუბლის ძარღვი აბა ვინ იცის როდის გაიწყვიტა. ყოველ შემთხვევაში “ბარსაში” ნაღდად არ გაუწყვეტია, ჩვენ რომ ვიყიდეთ, უკვე გაწყვეტილი ჰქონდა.

შუბლის ძარღვის გაწყვეტას ჯვარედინის გაწყვეტა სჯობიაო, ნათქვამია.

ეგ იყო და ეგ, ლევანდოვსკიმდე ბურთი საერთოდ არ მიდიოდა. “ბარსას” პედრი აკლდა. ფლიკმა შედარებით დაცვითი ნახევარდაცვა დააყენა. ოლმოს ერიკ გარსია არჩია. გასაგებია რატომ, ფრენკი დე იონგს ტრავმა აწუხებდა და ფორმაში აშკარად ვერ არის, ახლა წარმოიდგინეთ მარტო რომ მდგარიყო საყრდენ ზონაში რა ამბავი იქნებოდა. უამრავი წუნი ჰქონდა, რაც მისგან ნამდვილად მოულოდნელია. ვის ვის და ფრენკის ტექნიკური წუნი არ ახასიათებს.

გარსიას ნაცვლად ოლმო რომ დაეყენებინა ვერც იმას ვიტყვით, რომ “ბარსა” უკეთ დაიჭერდა ბურთს, ოლმო ამის თქმის საშუალებას არ გვაძლევს ამ სეზონში. ამიტომ, ფორვარდებთან დამაკავშირებელი კაცი მხოლოდ ფერმინ ლოპესი იყო, რომელიც დიდად სტაბილური ვერ არის. ხან კარგია, ხან ცუდი. “ჩელსისთან” დიდად ვერაფრით გამოირჩა. ლევანდოვსკი საერთოდ უბურთოდ დარჩა, ფერან ტორესს რაც შეუქმნეს ქარს გაატანა და იამალი ასე ეპიზოდურად თუ გამოჩნდებოდა. იმის ანარეკლიც აღარ არის რაც წინა სეზონში იყო. ეს კიდევ ძალიან უცნაურია, კაცი 18 წლის არის ჯერ. როგორც ჩანს, გასული სეზონის მერე საერთოდ არ დაუსვენია. ხშირად ტრავმიანობს და სულ გადაღლილია. მერამდენედ აღვნიშნეთ რომ სისწრაფის ხარჯზე დრიბლინგზე საერთოდ აღარ მიდის, დაკარგა სისწრაფე, დამძიმებულია, და როცა 18 წლის ბიჭი სისწრაფეს კარგავს ეს უმძიმესი ამბავია.

დადგება ბებერი რონალდინიოსავით, გეგონება უკვე ჰქონდეს რამე ძალიან ღირებული გაკეთებული.

პანტა-პუნტით გოლები

“ჩელსი” უკეთესი გუნდი იყო, უფრო სწრაფი, უფრო აგრესიული და გაცილებით კარგი ფეხბურთიც ითამაშეს. “ბარსა” “ჩელსის” სისწრაფეში ვერ აყვა. არა მხოლოდ ინდივიდუალურ სისწრაფეში, ან გუნდურად სწრაფ გადაადგილებაში, “ჩელსი” ბურთსაც უფრო სწრაფად ათამაშებდა და დაცვიდან შეტევაშიც უფრო სწრაფად გადადიოდა, რაც “ბარსასთან” შედარებით არასდროს ყოფილა მათი პლუსი. ან, თითქმის არასდროს.

იმდენი გოლი გავიდა სათვალავი ამერია. რაღაც მცირე თამაშგარეს გამო გაუქმდა, რაღაც ზღვარზე იყო და ჩაითვალა. სასაცილო გოლიც ვნახეთ, ფერანს გამოჰქონდა და კუნდემ არა! გინდა თუ არა, ამ მომენტიდან გოლი უნდა გამოვადნოთო და გამოადნო, შეაგდო, გააგიჟეს გარსია. დაცვა მართლა არაფერს ჰგავდა. საერთოდ, მთელი გუნდი, ყველა რგოლში, “ბარსა” საშინლად იცავდა თავს.

არაუხოს გაძევების მერე კიდევ საერთოდ წვალება იყო მათი ყურება.

ახლა რთული იქნება ტოპ 8-ში მოხვედრა. რთული, მაგრამ არა შეუძლებელი. როგორც ჰანსიმ თქვა. დარჩენილი მატჩების მოგება თავისუფლად შეუძლია. იქნება თუ არა საკმარისი საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად ამას ვნახავთ.

წინ რა გველის

წინ გველის ყველაზე იოლი კალენდარი დეკემბრის ბოლომდე. ბოლოს ბარსა “ვილიარეალს” ესტუმრება და ზამთრის პაუზაზე გავა. საუკეთესო შედეგი ტოპ რვა გუნდში მოხვედრა და ლა ლიგაში გალიდერება იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ის გუნდი, რომელიც თუნდაც ნახევარფინალამდე მივა, წინა სეზონის “ბარსელონამდე” ამ გუნდს ბევრი რამ აკლია. პირველ რიგში კი აკლია ინიგო, აკლია საუკეთესო ფორმაში მყოფი იამალი და აკლია ჯანმრთელი რაფინია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (30)

  • MESSI 2017
    schedule 27 ნოე 2025, 16:13
    #30

    ციტატა: rivaldo80
    კალაფიორი მომწონს მე ძაან დაგვხატავდა დაცვაში ძლიერია

    😂😂😂 კაი რა კალაფიორი სერიოზულად?😀

    ციტატა: frenkie dejong21
    ჩვენი სკაუტები და ყ*ე სპორტული დირექტორი სამხრეთ ამერიკისკენ რატო არ იხედებიან ?
    თუნდაც არგენტინას რამდენი კარგი ტალანტი ყავს და ასენი სად ტრაკში იყურებიან
    მოიყვანონ გუნდში მებრძოლი ცივსისხლიანი სამხრეთ ამერიკელი, დავიღალე ამ ბალერინების ყურებით იმენა

    იყურებწინა მარა როცა მოლაპეაკაბებზე მდიიდ საქმე ერთი <<ცენზურის დარღვევა>> შლის 😀 თუ გამოიცნობ ვინაა დეკუ ძია ენდრიკის და <<ცენზურის დარღვევა>> როკეს გარფა არავინ აინტერესებდა სამხრეთ ამერიკაში არადა დაიტაცა ყველა გრანდმა მომავალი ვარსკვლავები

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 27 ნოე 2025, 03:31
    #29

    ხო შეიძლება რომ ეს სირბანჯო არაუხო მოგვაშორონ?

  • rivaldo80
    schedule 27 ნოე 2025, 01:59
    #28

    ციტატა: Barca
    ბაიერნიც ამოწეულ დაცვას თამაშობს

    ვინც ამბობთ რომ ამოწეული დაცვის ხაზია პრობლემა ბაიერნს შეხედეთ… ამოწეული დაცვითაც შეიძლება თამაში

    კომპანი რა მაგარი მწვრთნელი ყოფილა…

    ბაირნზე ამოწეულია ჩვენი დაცვა ოსფაითის ზღვარზე ვართ მეგობარო რაის ბავარია ისე კი დატენეს 🤣

  • me da barca
    schedule 27 ნოე 2025, 01:52
    #27

    ლივერპულს იმენნა ხმარობენ, მამარდა მაინც არ იდგეს. ეს მწვრთნელი სეზონური მოჩვენება იყო? წელს ყველამ დააწუწა ვისაც არ დაეზარა.

  • rivaldo80
    schedule 27 ნოე 2025, 01:31
    #26

    კალაფიორი მომწონს მე ძაან დაგვხატავდა დაცვაში ძლიერია

  • Barca
    schedule 27 ნოე 2025, 00:47
    #25

    ბაიერნიც ამოწეულ დაცვას თამაშობს

    ვინც ამბობთ რომ ამოწეული დაცვის ხაზია პრობლემა ბაიერნს შეხედეთ… ამოწეული დაცვითაც შეიძლება თამაში

    კომპანი რა მაგარი მწვრთნელი ყოფილა…

  • MESSI 2017
    schedule 27 ნოე 2025, 00:01
    #24

    ციტატა: C.PC5

    ციტატა: vereli

    ციტატა: rivaldo80

    ციტატა: vereli
    ყველა დეტალი იყო ამასთან შეთანხმებული (ესტევაოსთან) დეკუმ ყველაფერი გააკეთა რო ბარსაში წამოსულიყო მაგრამ კიდე ვიძახი ბოლოს ჩელსის ვარიანტი აირჩია თვითონ და ჯახმა იმის გამო რაც როკეს გაუკეთეს, დარწმუნებული ვარ ამასაც იგივე ელოდა, და სწორედ მოიქცა თავსი თავისთვის,

    რა გაუკეთეს როკეს უნიჭოდ თამაშობდა შეშინებული და სადაცა იქაც უმაქნისია! ესტევაო ნიჭიერია მაგრამ ბარსაში რას იზამს ეგ ცალკე თემაა.

    ნუ ფერან ტორესთან შედარებით რათქმაუნდა smirk smirk smirk

    G A
    1. Kaio Jorge Cruzeiro 21 8
    2. de Arrascaeta G. Flamengo RJ 18 14
    3. Vitor Roque Palmeiras 16 3
    რავიცი აბა ეს თუ უმაქნისია ???? რავიცი , რავიცი , იყოს ფერან ტორესი მაშინ , ალბათ ჯობია

    როკეს ჩავიმ არ აცადა თორე ფერანის მაგივრად მაინც გვეყოლებოდა ეგ ახლა, ორი თამაში ათამაშა სულ, ერთში დუბლი ქონდა და მეორეში წითელი მიიღო, მერე მიაწება სკამზე, მერე ბეტისში გააგდეს, ეგეთი სტარტის მერე რომ აღარ დარჩებოდა ევროპაში 18-19 წლის ბავშვი ცალსახაა, წავიდა ისევ თავის ქვეყანაში და თამაშობს, არიქა ფენომენია და ასხივებს ნიჭსო არც არავის მოუნათლავს მაგრამ რაც შეეძლო იმის გაკეთებაც არ აცადა არვინ, ძალიან ცუდად მოექცა ბარსა ერთი სიტყვით, ფლიკის ხელშიც რას იზამდა კაცმა არ იცის სადაც რაფნია გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვინ იცის მაგ ბიჭსაც გამოსვლოდა რამე

    რეალ ბეტისშიც სკამს ხეხავდა😀 როცა 3 მწვრთნელი არ გათამაშებს ესეიგი არ ვარგიხარ

  • C.PC5
    schedule 26 ნოე 2025, 22:47
    #23

    schedule 26 ნოე 2025, 22:25
    #22

    ფონტი მოიგებს? რას ფიქრობთ? თუ ლაპორტა დარჩება?

  • vereli
    schedule 26 ნოე 2025, 22:04
    #21