ძალიან უხერხული სანახავია კაპიტნის სამკლავური ამ კაცის მკლავზე. ეს რა დაუდევარი ვინმეა… ამ დროს ადამიანს ან ყველაფერი ფეხებზე კიდია, ან საერთოდ ვერ აზროვნებს. რაღაც გათიშულია თავში. “ბარსა” კიდევ ყოველთვის მოაზროვნე გუნდი იყო, ყოველთვის თამაშობდა იმ ფეხბურთს, სადაც აზროვნებაა საჭირო. რონალდ, სხვაგან მოხვდი ჯიგარო. ასეთი აშკარა დარღვევა იმ ფეხბურთელის მხრიდან, რომელსაც უკვე აქვს ერთი ყვითელი ბარათი მართლა რთული გასახსენებელია. მე ლონდონური დერბი მახსენდება, “ჩელსი” და “არსენალი” თავიანთ პიკში, ისეთი ტემპია ბურთს თვალს ვერ გააყოლებ, თანაც ხისტი, აგრესიული მატჩია, ამ დროს ესიენმა მიიღო ყვითელი ბარათი, და მას მერე ბრძოლაში შესული საერთოდ აღარ მინახავს. ყველაზე მეტი იმუშავა, მაგრამ ჩუმად, ერთი წამითაც არ გაურისკავს, თანაც, ისეთ თამაშში, სადაც ყველა მონაკვეთში ბრძოლა იყო. დისციპლინა ქვია ამას. ეს კაცი კიდევ, ვაჰ, არ ვიცი.
პირველი ყვითელი ბარათი მსაჯთან კამათის გამო მიიღო, დადგა გორილასავით, გაიჯგიმა, არბიტრს ცოტა მიეჯახა კიდეც და იმანაც საეჭვოდ ამოხედა – ამას ხომ არ იმასუქნიაო?! დააძრო ეგრევე ყვითელი. მეორე კიდევ უკვე ვახსენე, კუკურელიას კლავდა ჯიგარი. ამის მერე “ბარსას” თამაში არ ჰქონია. თავიც ვერ დაიცვა წესიერად, შეტევა კიდევ ნათელი იყო, რომ ვერ ივარგებდა.
კიდევ ერთი გადამწყვეტი წერტილი
ჯერ კიდევ ნულით ნულზე, არაუხოს დაუდევრობისა არ იყოს, ის მოხდა რაც ბევრჯერ გვინახავს და ეჭვი მაქვს კიდევ არა ერთხელ ვნახავთ. ფერან ტორესმა 100%-იანი მომენტი გაუშვა ხელიდან. ლამინე იამალის დიდებული პასის მერე ერთი-ერთზე დარჩა და ააცილა. ამ მანძილიდან კიდევ ნამუსიანი ფორვარდი არ აცილებს კარს. და თუ მაინც აცილებს თავ-ბედს იწყევლის, ბოდიშებს იხდის და მუხლით მიხოხავს გასახდელისკენ. მაგრამ ფერანს მსგავსი არაფერი გაუკეთებია, იმიტომ, რომ ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავია და აღარც ნამუსი აწუხებს დიდი ხანია. ეგ შუბლის ძარღვი აბა ვინ იცის როდის გაიწყვიტა. ყოველ შემთხვევაში “ბარსაში” ნაღდად არ გაუწყვეტია, ჩვენ რომ ვიყიდეთ, უკვე გაწყვეტილი ჰქონდა.
შუბლის ძარღვის გაწყვეტას ჯვარედინის გაწყვეტა სჯობიაო, ნათქვამია.
ეგ იყო და ეგ, ლევანდოვსკიმდე ბურთი საერთოდ არ მიდიოდა. “ბარსას” პედრი აკლდა. ფლიკმა შედარებით დაცვითი ნახევარდაცვა დააყენა. ოლმოს ერიკ გარსია არჩია. გასაგებია რატომ, ფრენკი დე იონგს ტრავმა აწუხებდა და ფორმაში აშკარად ვერ არის, ახლა წარმოიდგინეთ მარტო რომ მდგარიყო საყრდენ ზონაში რა ამბავი იქნებოდა. უამრავი წუნი ჰქონდა, რაც მისგან ნამდვილად მოულოდნელია. ვის ვის და ფრენკის ტექნიკური წუნი არ ახასიათებს.
გარსიას ნაცვლად ოლმო რომ დაეყენებინა ვერც იმას ვიტყვით, რომ “ბარსა” უკეთ დაიჭერდა ბურთს, ოლმო ამის თქმის საშუალებას არ გვაძლევს ამ სეზონში. ამიტომ, ფორვარდებთან დამაკავშირებელი კაცი მხოლოდ ფერმინ ლოპესი იყო, რომელიც დიდად სტაბილური ვერ არის. ხან კარგია, ხან ცუდი. “ჩელსისთან” დიდად ვერაფრით გამოირჩა. ლევანდოვსკი საერთოდ უბურთოდ დარჩა, ფერან ტორესს რაც შეუქმნეს ქარს გაატანა და იამალი ასე ეპიზოდურად თუ გამოჩნდებოდა. იმის ანარეკლიც აღარ არის რაც წინა სეზონში იყო. ეს კიდევ ძალიან უცნაურია, კაცი 18 წლის არის ჯერ. როგორც ჩანს, გასული სეზონის მერე საერთოდ არ დაუსვენია. ხშირად ტრავმიანობს და სულ გადაღლილია. მერამდენედ აღვნიშნეთ რომ სისწრაფის ხარჯზე დრიბლინგზე საერთოდ აღარ მიდის, დაკარგა სისწრაფე, დამძიმებულია, და როცა 18 წლის ბიჭი სისწრაფეს კარგავს ეს უმძიმესი ამბავია.
დადგება ბებერი რონალდინიოსავით, გეგონება უკვე ჰქონდეს რამე ძალიან ღირებული გაკეთებული.
პანტა-პუნტით გოლები
“ჩელსი” უკეთესი გუნდი იყო, უფრო სწრაფი, უფრო აგრესიული და გაცილებით კარგი ფეხბურთიც ითამაშეს. “ბარსა” “ჩელსის” სისწრაფეში ვერ აყვა. არა მხოლოდ ინდივიდუალურ სისწრაფეში, ან გუნდურად სწრაფ გადაადგილებაში, “ჩელსი” ბურთსაც უფრო სწრაფად ათამაშებდა და დაცვიდან შეტევაშიც უფრო სწრაფად გადადიოდა, რაც “ბარსასთან” შედარებით არასდროს ყოფილა მათი პლუსი. ან, თითქმის არასდროს.
იმდენი გოლი გავიდა სათვალავი ამერია. რაღაც მცირე თამაშგარეს გამო გაუქმდა, რაღაც ზღვარზე იყო და ჩაითვალა. სასაცილო გოლიც ვნახეთ, ფერანს გამოჰქონდა და კუნდემ არა! გინდა თუ არა, ამ მომენტიდან გოლი უნდა გამოვადნოთო და გამოადნო, შეაგდო, გააგიჟეს გარსია. დაცვა მართლა არაფერს ჰგავდა. საერთოდ, მთელი გუნდი, ყველა რგოლში, “ბარსა” საშინლად იცავდა თავს.
არაუხოს გაძევების მერე კიდევ საერთოდ წვალება იყო მათი ყურება.
ახლა რთული იქნება ტოპ 8-ში მოხვედრა. რთული, მაგრამ არა შეუძლებელი. როგორც ჰანსიმ თქვა. დარჩენილი მატჩების მოგება თავისუფლად შეუძლია. იქნება თუ არა საკმარისი საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად ამას ვნახავთ.
წინ რა გველის
წინ გველის ყველაზე იოლი კალენდარი დეკემბრის ბოლომდე. ბოლოს ბარსა “ვილიარეალს” ესტუმრება და ზამთრის პაუზაზე გავა. საუკეთესო შედეგი ტოპ რვა გუნდში მოხვედრა და ლა ლიგაში გალიდერება იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ის გუნდი, რომელიც თუნდაც ნახევარფინალამდე მივა, წინა სეზონის “ბარსელონამდე” ამ გუნდს ბევრი რამ აკლია. პირველ რიგში კი აკლია ინიგო, აკლია საუკეთესო ფორმაში მყოფი იამალი და აკლია ჯანმრთელი რაფინია.
რაფინიას აჯახეთ პირველი კაპიტნობა. არაუხო არა კრისტანვალი კიდე.
"როგორც ჰანსიმ თქვა. დარჩენილი მატჩების მოგება თავისუფლად შეუძლია. იქნება თუ არა საკმარისი საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად ამას ვნახავთ. "
ვნახოთ, ჯერ აინტრახტს მოუგოს, რომელმაც ჩავის დროს მაგრად გვიხმარა, სტადიონიც კი წაგვართვა ფანებმა გადათელეს ბარსას ვითომ ფანები. და მერე ვნახოთ რას იზავს პრაღაში ან კოპენჰაგენთან სახლში. მე უკვე მეეჭვება, ჩელსიზეც ვიძახდი მსოფლიოს ჩემპიონია თქო მაგრამ, ბევრმს გადაწყვიტა რო ბურთს დაახევდნენ თავზე.
თუნდაც არგენტინას რამდენი კარგი ტალანტი ყავს და ასენი სად ტრაკში იყურებიან
მოიყვანონ გუნდში მებრძოლი ცივსისხლიანი სამხრეთ ამერიკელი, დავიღალე ამ ბალერინების ყურებით იმენა
ცუდად გაიხედეს და ეს ორანგუტანგი მოიყვანეს;
თუ ცხოველი უნდოდათ, კონდიციებით, მაშინ იერი მინას რაღას ერჩოდნენ?! ასეთი სისულელეებს მაინც არ აკეთებდა ტიპი
კიდევ, მარცხენა ფლანგზე გრიმალდო და კუკურელა იყვნენ ტურის საუკეთესოები, ესენი ბალდეს იმედად დარჩვენე და მანამდე ბებერი ალბას ძეგლი დადგეს ფლანგზე
და კიდევ: აბა შუბლის ძარღვი? რომელი შუბლის ძარღვი?
ეგ რისი ბრალია იცით, კაპიტანი ის კი არ უნდა იყვეს, ვისაც ყველაზე მეტი შეხვედრა აქვს გუნდში ჩატარებული, კაპიტნად ის უნდა დანიშნო ვისაც შეუძლია გუნდის რიტმი აკონტროლოს და მასეთი სიცანცარე არ გააკეთოს. ამას თავში უვარდება ყოველთვის როცა სამკლაური გაიკეთა, რეალთანაც მგონი ეს იყო კაპიტანი და პსჟ თანაც თუ არ ვცდები და იჭიმება ეგრევე უაზროდ ყველაფერზე. მსაჯს შეიძლება მშვიდად უთხრა სათქმელი და პრეტენზია "მიკაჩავების" გარეშე, მაგრამ მაგას წონა სჭირდება საფეხბურთო სამყაროში რაც არაუხოს არც და ვერც ექნება. ღირსეული კაპიტანი თამაშს არ დაელოდებოდა გასახდელიდან გაამხნევებდა გუნდს და საჯაროდ ბოდიშს მოუხდიდა და მასეთ საქციელზე იქნება და მომკვდარიყვნენ მოედანზე რომ მისთვის დანაშაული ჩამოერეცხათ, ეს კიდევ დარწმუნებული ვარ დიფ სტეიტს დააბრალებს ყველაფერს!!!
ჩვენი სკაუტები და ყ*ე სპორტული დირექტორი სამხრეთ ამერიკისკენ რატო არ იხედებიან ?
თუნდაც არგენტინას რამდენი კარგი ტალანტი ყავს და ასენი სად ტრაკში იყურებიან
მოიყვანონ გუნდში მებრძოლი ცივსისხლიანი სამხრეთ ამერიკელი, დავიღალე ამ ბალერინების ყურებით იმენა
ცუდად არის საქმე. გუშინდელი 3-0 არაა კატასტროფა, ჩელსია და სტემფორდ ბრიჯზე ბარეური ყავს გაბახებული, საოცარი ნახევარდაცვა ყავს ძმაო. კაისედო და ენცო ლუბოი გუნდში ასნავნოია ჩემი აზრით. პედრის გარეშე რისი იმედი გვქონდა რო ცენტრალური მცველი ერიკ გარსია დაუჭერდა ბურთს მაგათ?)) ფრენკიც ვერ არის ფორმაში და ფერმინატორი არის მაგარი შემტები და პიტბულივით დარბის მარა მაგან რა იცის ცენტრის დაჭერა? ასე რომ მაგ წაგებას გადავყლაპავ, თან ნახა ფლიკმა რო ფერანის და არაუხოს დიდ თამაშებში ნდობა არ შეიძლება. კაროჩე აი 2-3 ტრანსფერით უსერიოზულესი კამანდის დალაგება შეიძლება.
მე კი არ მგონია რომ ფლიკმა ყველაფერი ნახა, უფრო სწორედ ხედავს, მაგრამ ჯიუტად ჯერა და იგივეს აკეთებს. ისევ ამოწეული დაცვით გააგრძელებ და ისევ იმ ბალასტს გამოუცხადებს ნდობას, აი ნახავთ თუ არა. თვითონაც თქვა რომ ასეთი დაცვით გავაგრძელებო და არ შევცვლიო. ამას ამბობს ყველა მეტოქის მწვრთნელის გასაგონად. ანუ ყველამ წინასწარ იცის რას და როგორ გააკეთებს. ჭ კლასის გუნდებს არ გასდის ამდენი გოლი რამდენიც ბარსას, ყველამ დაამუღამა მაგრამ ჯიუტად იგივეს აკეთებს.
იამალი გვყავს რა ესტევაოს მისტირით
დელაფუენტემ ოიარსაბალით და ტორესით ქვა ქვაზე არ დატოვა პრინციპში არ დაცვა ყავს დიდად მაგარი.ისე წლების წინ დავწერე მიკელი მოეყავანათ ცრუ 9 იდეალურუათქო და ხალხმა დაიწუნა.სულ იმაზე მიდის ბაზარი რომ აი ტორესის ბრალია არაუხოს ბრალია არავის ბრალი კონკრეტულადა არა მწვრთნელია პასუხისმგებელი როცა ტაკტიკურად იჩაგრება გუნდი.ხავი რაზე გაუშვეს? ტოტულები იგივე ქონდა და ფლიკზე ბევრად მოქნილ გუნდს აშენებდა.ფლიკის ბარსას 10 წუთი არ შეუძლია უბრალოდ დაცვაში ჩადგეს და გაწუროს თამაში ამის გარეშე დღეს ვერაფერს იზაამ გამორიცხულია.
კაი რა ვიტორ როკე ნუ მაცინებთ. სანამ გადმოიყვანდნენ მანამდეც არ მევასებოდა ფაფხურა ტიპია. ესტევაო რავი იამალის ფლანგზე დგას და ეგ ორი ერთად როგორ?
რა გაუკეთეს როკეს უნიჭოდ თამაშობდა შეშინებული და სადაცა იქაც უმაქნისია! ესტევაო ნიჭიერია მაგრამ ბარსაში რას იზამს ეგ ცალკე თემაა.
ყველა დეტალი იყო ამასთან შეთანხმებული (ესტევაოსთან) დეკუმ ყველაფერი გააკეთა რო ბარსაში წამოსულიყო მაგრამ კიდე ვიძახი ბოლოს ჩელსის ვარიანტი აირჩია თვითონ და ჯახმა იმის გამო რაც როკეს გაუკეთეს, დარწმუნებული ვარ ამასაც იგივე ელოდა, და სწორედ მოიქცა თავსი თავისთვის,
ვინც არაუხო ფეხბურთზე შეიყვანა და არა ჭიდაობაზე იმის…………………………………..
ვიტორ როკეს მერე ამასთან მოილაპარაკეს, მაგრამ რაც როკეს უქნა ხავიმ და რათქმაუნდა ლაპორტა-დეკუმ, ესტევაომ ჩელსიში მოკურცხლა, მაშინაც დავწერე ზუსტად ამ თემაზე რომ ბარსაში აღარცერთი ტალანთი და ვარსკვლავი აღარ მოდის, არადა ტიპი ბარსაზე ოცნებობდა, არვიცი გახსოვთ თუარა დაჟე მესი ჩემი კუმირიაო, ამას ბრაზილიელი არ ამბობს როგორც წესი, მესინიოსაც კი ეძახიან და შეხედა როკეს და ენდრიკის მდგომარეობას და კი ვხედავთ სადაც არისამ ბიჭს იამალის ნაირი პიარი რომ ჰქონოდა ან ბარსას ან რეალის იგროკი ყოფილიყო მთელი ყურადღება ამაზე იქნებოდა და არა იამალზე, რაც შეეხება როკეს !!!!!!!! ტიპი ლიგის ბომბარდირობაზე იქაჩება და ნაკრებში გამოიძახა ანჩელოტიმ, -ანჩელოტიმ-, და დავიჯერო ფერან ტორესს არ ჯობია ???????????????? არ მიტხრათ ეხლა ბრაზილიის ლიგა რაარისო, გადახედთ გაკოტრებულ ელჩე ვალენსია ლევანტეებს და ნუ გგონიათ რომ ბრაზილიის ჩემპიონატში გოლის გატანა მარტივია, ხოცავენ იქ ერთმანეთს
ჯობია ეხლავე ჩაიჯვას გუნდმა რო მიხვდეს ეგ კაცი რო ისევ მაგ მაიმუნობა ამოწეული დაცვით ვერაფერს გახდება. შარშან მაინც ახალი ხილი იყო ყველასთვის და სანამ ბოლომდე დაამუღამეს რაღაც ფონს გავდიოდით. ეხლაც რო იგივეს აგრძელებს იმენა სიგიჟეა. თვითონ თუ ვერ მიხვდება ბოლო ბოლო ბორდიდან შემოუთვლიან რო ესე თუ გააგრძელებ დაგემშვიდობებითო და მერე მაინც შეცვლის. ძაან სუსტი დაცვა გვყავს აი საშინელი. კუნდე რა ფორმაშია მარა კუბარსი ბრატ? არაუხო უკვე ჩამოწერილი ტავარია ისედაც მარა მაგ ბიჭს ესეთი რეგრესი რატო აქ არ ვიცი. ნახევარდაცვა და შეტევა დალაგდება. პედრი დაბრუნდება რაფინია სასტარტოში და გახევენ ისევ ლუბოის მარა აი ამ კატასტროფა დაცვით რა უნდა ვქნათ არ ვიცი. ერიკ გარსია არის ძაან კაი ზამენა. 3 პოზიციაზე დგება ტიპი უპრობლემოდ, მაგრამ არცერთ პოზიციაზე არაა ტოპ 10შიც კი. აქედან გამომდინარე ეგეთი კაცი ძირითადში რო გყავს ბარსაში უკვე
ცუდად არის საქმე. გუშინდელი 3-0 არაა კატასტროფა, ჩელსია და სტემფორდ ბრიჯზე ბარეური ყავს გაბახებული, საოცარი ნახევარდაცვა ყავს ძმაო. კაისედო და ენცო ლუბოი გუნდში ასნავნოია ჩემი აზრით. პედრის გარეშე რისი იმედი გვქონდა რო ცენტრალური მცველი ერიკ გარსია დაუჭერდა ბურთს მაგათ?)) ფრენკიც ვერ არის ფორმაში და ფერმინატორი არის მაგარი შემტები და პიტბულივით დარბის მარა მაგან რა იცის ცენტრის დაჭერა? ასე რომ მაგ წაგებას გადავყლაპავ, თან ნახა ფლიკმა რო ფერანის და არაუხოს დიდ თამაშებში ნდობა არ შეიძლება. კაროჩე აი 2-3 ტრანსფერით უსერიოზულესი კამანდის დალაგება შეიძლება.
პირველი ორი რომ გაგვიტანეს და არ ჩაუთვალეს ისევ ამოწეული დაცვით რომ ეთამაშები და მერე კუკურელიაზეც თამაშგარეს ითხოვ,საინტერესოა ეგეც რომ არ ჩაეთვალათ რა ცვლილებები მოყვებოდა მაგას? არანაირი! მაგაშია საქმე რომ ამ ხალხით ვინებიც ეხლა ბარსას ყავს დაცვაში (კრისტენსენის გარდა, ეხლაც ვერ ვიგებ რატომ ჩაგრავს და არ ათამაშებს) ამოწეული დაცვით კი არა სულ რომ ჩამჯდარი დაცვა ათამაშოს მაინც ცუდათ ექნებათ საქმე, ასეთი ფეხბურთელები რომ გეყოლება გუნდში, დასაცინი გახდა ბარსა სოციალურ ქსელებში ვისაც არ ეზარება ყველა ამათზე ღადაობს, ამ არასტაბილური ჩელსის ბულკები ყოფილან, ადამიანებიც როგორი გულმავიწყები ვართ წინა სეზონში თითოეული გუნდის ფანი უყურებდა ბარსას თამაშებს და სიამოვნებას იღებდა, ყველა ხვდებოდა ბარსას შესაძლებლობებს, რამდენიმე თვეში კი ყველა ღადაობს თან ვინების გამო…
პირველ რიგში ლაპორტამ და დეკომ უნდა გააჟვას გუნდიდან, ბართომეუ მომანატრეს ამ ახვრებმა, გუნდში ლეგენდა აღარ დატოვეს, კლუბის ვალი 3 ჯერ გაზარდეს,შემოსავლები გაყიდეს, ტრანსფერები არ კეთდება და არაფრისმაქნის ფეხბურთელებს კონტრაქტებს უდებენ. ნეტა ფორტი გაიმარჯვებდეს და მესი დაბრუნდეს კლუბშკ, ასევე პუიოლსაც ვისურვებდი
თუარ ვცდები ამ ესტევაოს ვიტორ როკეს ყიდვა ვარჩიეთ,,შეკლასა ძმაო დეკუმ
ფლიკმა რაღაცა თუ არ შეცვალა იგივე დაემართება რაც ბავარიაშია და ნაკრებში დარჩება ერთ სეზონიანი ტრენერი.საკმარისია ფეხბურთელებზე გადაბრალება.მარესკამ კი არადა ბევრმა აჯობა უკვე წაიკითხეს მაგის სტილი ბოლომდე გაშიფრეს.რაც სეზონი დაიწყო არაუხო სკამზე ყავს და ადგა და გუშინ დაყენა რატო? 5 ბურთი გაუშვა გუნდმა რაშუაშია აქ კონკრეტული ფეხბურთელები როცა სტილი არ მუშაობს.ტორესმა თუ ერთი მომენტი გამაზა ფლიკმა მთელი 90 წუთი გამაზა! მე ის უფრო მაოცებს ტორესის გაფუჭებული მომენტი და არაუხოს ქაჯობა რომ გიკვირთ.
ამ დაცვას მარესკა რო 3 ვინგერს დაუყენებდა და სისწრაფეზე გააკეთებდა აქცენტს, შემორბენებზე, ჩვენ მთავარ სასაცილოდ ქცეულ სისუსტეს გამოიყენებდა ფლიკის გარდა ყველამ იცოდა. არ დააყენა 9 ნი იმიტო რო თამაშგარეში ამოლპებოდა, დააყენა სწრაფი ვინგერები რომლებიც ჩარჩებიან 3-4 ჯერ მარა ერთი მაგდენჯერ არ ჩარჩებიან და გაიტანენ. როცა არაუხო გყავს რატო უნდა ითამაშო ესეთი სარისკო სტილი, გასვლაზე პრემიერ ლიგის გრანდთან თან, ჩამოწიე დაცვა, შენც ითამაშე მეორე ნომრად. მარა ჯიუტად მიყვება ეს კაცი ამ გზას. ხან გამოდის ხან არა, მარა ძირითადად არა. ერთი რეალთან ამართლებდა და იმათაც იმდენი გაგვიტანეს ბოლოს რო რაღაც ჩაეთვალათ რაღაც არა მარა ეყოთ. რეალმა დაგვჩაგრა, პსჟ ემ რაც გვიქნა არაფერი აღარ ქვია, გაგვაქრო მოედნიდან პედრიანად. ახლა ჩელსი. საშუალოზე მაღალი დონის გუნდი ყველა მოგვიგებს წელს, პატარა პრესინგი და დედა ეტ…ბა გუნდს, ტორესის იმედზე რეალი იყოს ნეტა, პსჟ ესთანაც წაგვართვა დაწინაურების შანსი და აქაც. მაგ დროს გაიტანე კაცმა არ იცის როგორი თამაშI წავა, შემოგიტევენ და ზონებს გახსნიან რითაც ასე თუ ისე ვსარგებლობთ. იამალი 37 წლის მესის გავს, მარტო პასები გამოსდის, საკმარისია მარცხენა მცველად ვინმე ოდნავ ახალგაზრდა და ბერჩიჩეზე სწრაფი დაუდგეს, კარერასი, კუკურელია და ა.შ და მოედნიდან აქრობენ. ეგრე იცის, ბურთზე მეტად ქალების მკერდს ეხება და ვარჯიშზე მეტად გართობით რო არის შეპყრიობილი. შეხედეთ ესტევაოს, 2 წელი ელოდა ბარსას, მესინიო დაირქვა, მეტი რა ექნა, არ მიაქცია ყლაპორტა დეკომ ყურადღება. წავიდა იქ და რა ჟინით თამაშობს.. მოკლედ ბარსა არ იცვლება, ავტორიტეტი გუნდში არაა, კაპიტნებიდან ერთი დარვინის თეორიის გამმართლებელია, ერთი გუნდის ამრევი ეგოისტი დამპალი გერმანელი და ერთი გოგოსავით მორცხვი და ნაზი ნიდერლანდელი. ისევ ვერ იყენებს ბარსა იდეალურ თაობას. როგორც მესის და სხვების ბოლო წლები გავანიავეთ ეგრე გავანიანებთ ამათაც. მერე ვიღაც იტყვის ფლიკი რა რესურსით დებს შედეგსო და მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი ყავს, მსოფლიოში ყველაზე დიდი ტალანტიც და შედეგი 0 ია. მიეცი კლოპს ან ლუის ენრიკეს იამალი და პედრი, იამალს შემოულაწუნებს და აზრზე მოიყვანს. პედრის კიდე ალბბათ ფრთებს გამოუბამს. დაცვაში კიდე ამ იდიოტობა ამოწეულს რო არ ვთამაშობდეთ ამდენ გოლს არ გაუშვებდა გუნდი. ნუ არაუხო კიდე ცალკე მოვლენაა. როცა ხოდზე იყო მაშინ იმტვრეოდა სულ, როცა ვლოცულობ მაგის ტრავმაზე კიდე კლდესავითაა. ღმერთიც კი დაგვცინის. არაუხო ტორესის 50-60 მილიონად გაყიდვას რო ვერ/არ ახერხებს გუნდი და კონტრაქტებს უხანგრძლივებენ მეტის ღირსებიც ვართ. არაფრის ღირსი არაა გუნდი ასეთი ხელმძღვანელობით. პედრი მეცოდება მარტო და ბარსას წესიერი გულშემაკტივრები.
გუშინაც კარგად გამოჩნდა რომ ბარსელონას ხერხემალი და მამოძრავებელი არიანი პედრი და რაფინია, ეგენი არიან ლიდერები