მატჩისშემდგომი მიმოხილვა: იამალი დაბრუნდა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: იამალი დაბრუნდა

   კარგი ვარჯიში გამოვიდა, შუა კვირაში “ბარსა” ჩემპიონ პსჟ-ს მიიღებს და მატჩის წინ კარგი განწყობა შეიქმნა. თანაც, სანამ “სოსიედადთან” შეხვედრა დაიწყებოდა მადრიდული დერბი ვნახეთ და “ატლეტიკომ” “რეალს” გადაუარა. “ბარსას” წინ გასვლის შანსი მიეცა და ფლიკის გუნდმა ეს შანსი გამოიყენა. მაგარი შეხვედრა ჩაატარა ალვარესმა, თითქოს დაბადებულია იმისათვის, რომ “ბარსელონაში” ითამაშოს, ლევანდოვსკი ბოლო სეზონს ატარებს კლუბში და მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი სწორედ არგენტინელი იქნება. 

ფლიკმა ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა, ვერ ვიტყვით, რომ გარისკა, რადგან ამ “ბარსელონაში” ყველას შეუძლია კონკურენტუნარიანი იყოს, მათ შორის, 17 წლის “დრო” ფერნანდესსაც. არ ჰქონია ცუდი შეხვედრა, მაგრამ გერმანელი რაღაც სხვას ელოდა და შესვენებაზე მის ნაცვლად დანი ოლმო შემოიყვანა. 

ისევ კუნდე

წინა სეზონისა არ იყოს, საერთოდ არ არის საშიში თუ “ბარსა” გოლს უშვებს, პირიქით, უფრო დიდ აზარტში ვარდები, იცი რომ ფლიკის ბიჭები ამ ამბავს ასე არ დატოვებენ. უკვე მერამდენე მატჩი მოატრიალა სათვალავი ამერია, მეორე მწვრთნელი არ არსებობს, რომელიც ასე სწრაფად ცვლის მატჩის მიმდინარეობას. “ბარსამ” პირველ ტაიმშივე გაათანაბრა, მანამდე ალექს რემიროს მასტერკლასს ვადევნებდით თვალყურს, რომელმაც რამდენიმე ძალიან მაგარი ბურთი მოიგერია. “ბარსას” კარს კი შესნი იცავდა, ვერ შეძლო კარის მშრალად შენახვა, მაგრამ მისი დანაშაული ამაში მინიმალური იყო. 

მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა მარკუს რაშფორდმა, საგოლე მოქმედებების გარეშე მოედანს დიდი ხანია არ ტოვებს, კარშიც ყველაზე ხშირად ურტყამს და არ არსებობს ასეთ მოცემულობაში გოლები ვერ შეყაროს, თუნდაც, მომდევნო შეხვედრაში. შემტევი ტრიო ასეთი იყო – რაშფორდი, ლევანდოვსკი, რუნი. სამიდან ყველაზე კარგად რაშფორდი გამოიყურებოდა და მის ჩაწოდებულ კუთხურს ტაიმის ბოლოს მოჰყვა კიდეც გოლი – ჟიულ კუნდემ გამოიჩინა თავი. ასე თვალსა და ხელს შუა შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა, გახსოვთ დავა იმაზე კუნდეს სად უნდა ეთამაშა? ფლანგზე თუ ცენტრში? აღარ არსებობს არანაერი დავა, სადაც არ უნდა ითამაშოს, თავისას ყველგან გააკეთებს. 

იამალი დაბრუნდა 

   სანამ ლამინე იამალი დაგვიბრუნდებოდა მანამდე პედრიმ და დე იონგმა იგდეს მატჩის სადავე ხელთ, დღევანდელ ფეხბურთში ამ ორზე უკეთ მატჩს ვერავინ აკონტროლებს და თითქოს მესამე ვერა ჰყავთ მათივე დონის, მესამე კაცისთვის დიდი კონკურენციაა და ხან ვინ ავსებს, ხან ვინ. ფერმინი, ოლმო, გავი, ფერნანდესები, კასადო, ბერნალი, წაუვათ ხოლმე ხანდახან თამაში, მაგრამ ამ ორს მაინც ვერ შეწვდნენ სათამაშო დონით. ისე როგორც ბუსკეტსი ავსებდა ჩავისა და ინიესტას. რაც არის ეგ არის, ასეც კარგია. ვნახოთ ვიტინიასთან ვინ როგორი გამოჩნდება. პედრის დატოვება ათეულს მიღმა სასაცილო ამბავი იყო და მთელმა ევროპამ იცინა, სხვათა შორის, თურმე, ერთი ხმით აჯობა ხვიჩა კვარაცხელიას და ხვიჩას დატოვებაც სასაცილოდ მომეჩვენა. 

გამოვიდა იამალი, მატჩის წინ ჯილდო წარადგინა, ტაში მოისმინა, ჯერ კიდევ შეუძლია რეკორდი მოხსნას და ყველაზე ახალგაზრდა “ბალონ დორი” გახდეს. კიდევ ორი სეზონის განმავლობაში ექნება ეს შანსი, მერე კიდევ გადაცდება “ფენომენის” ასაკს. შემოვიდა თუ არა დაიწყო თავისი ვირტუოზობა და ააწიოკა “სოსიედადის” ფლანგი. გარღვევაზე წავიდა და როგორც სჩვევია, რბილი პასით ლევანდოვსკის გაატანინა, პოლონელმა თავით ზუსტად დაარტყა. ისევ ძელიდან, წინა მატჩის მსგავსად. 

იყო ფინტები, გახარებული პუბლიკა და თავში გაელვებული აზრი, რომ თითქოს არც ჰქონია ამ ბიჭს პაუზა, ისევ მაგარ ფორმაშია. ეგ კიდევ მესის გვახსენებს, ლეო ბრუნდებოდა ტრავმის მერე და ისევ ისე ჯანზე იყო. ფორმაში შესვლა არც სჭირდებოდა. დიდი ტალანტია ლამინე იამალი, და ვერ არის მაინცდამაინც დალაგებული. ეგ პერსპექტივაში პრობლემებს შექმნის, ადრე თუ გვიან ასე იქნება, ჰოდა, დავტკბეთ სანამ ეს პრობლემები დაწყებულა. 

გოლიც შეაგდო, მაგრამ არ ჩაითვალა. ახალი წესით ასეთი გოლები უკვე ჩაითვლება, თამაშგარე მხოლოდ მაშინ იქნება თუ შემტევი მთელი კორპუსით წინ იქნება მეტოქეზე. როდიდან შევა ეს წესი არ ვიცი, მაგრამ ასე მოიფიქრეს იმიტომ, რომ ამ სანტიმეტრების გაზომვა მართლა სასაცილოა. 

წინ რა გველის 

რა გველის და ჩემპიონებთან შეხვედრა. დემბელესა და ლამინეს დაპირისპირება. უჰ, ამაზე დიდი ინტრიგა რა გინდა?! ვიტინია და პედრი?! გადასარევია. იმედი მაქვს ხვიჩაც იქნება, სამწუხაროდ ტრავმა მიიღო და არ ვიცით შეძლებს თუ ვერა თამაშს. ასეთ შეხვედრებს ხვიჩას მსგავსი ვარსკვლავები არ უნდა აკლდებოდნენ. 

აბა, მოვემზადოთ! 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • Rick Sanchez
    30 სექ 2025, 08:36

    დემბელე და ვიტინია თუ არ იქნებიან ხსენებულ დუელებს როგორ ვიხილავთ?

  • El pistolero 9
    30 სექ 2025, 02:59

    JustBarcaLover, თამაშგარის მახე ჰარაკირი იქნება ჩათვალე. მბაპე რომ გარბის სივრცეში და თან ნაბიჯი ფორა რომ აქვს იმას რომელი ცენტრალური მცველი უნდა დაეწიოს. გუნდები უფრო დაბალი დაცვითი ბლოკით ითამაშებენ , რაც თავისთავად თამაშს უფრო დაცვითს გახდის და ვის რა ხელს აძლევს ეს ახალი წესი მე პირადად ვერ გავიგე. მაშინ ავტუმატური თამაშგარის სისტემა რაღად უნდათ.

  • nika 54
    29 სექ 2025, 20:48

    ხვიჩას ნაკრებში ვუბალეშიკოთ, შარშან ხო აიღო ლიგა, ეხლა ბარსასაც აცალოს.

  • JustBarcaLover
    29 სექ 2025, 15:54

    ეგ ოფსაიდის წესი მართლა თუ ჩანერგეს დაერხევა ფეხბურთს, დაცვას რაღა აზრი ექნება საერთოდ?

  • PUIOL5
    29 სექ 2025, 15:50

    ციტატა: rivaldo80
    ესეიგი ხალხი ვენებს იხსნიდა გეოკერესი ვირციო და ან ერთი სადა ან მეორე?? ამიტომ არ მინდოდა მსგავსი ძვირიანი იგროკები ეყიდა ბარსას სანამ გრანდში არ ითამაშებს მაგრად არავინ არ უნდა იყიდონ.რეალურად მაგათი ფასი მაქსიმ 50-60 მილიონია.ამიტომ დააფასეთ საკუთარი ფეხბურთელები ვიდრე სხვებზე გააფანატებთ.


    გიოკერეში პირველ სეზონს ატარებს არსენალში, ეგ რომ ბარსაში ყოფილიყო ახლა გაცილებით სოლიდური შეტევა გვეყოლებოდა. თავის დროზე ბაზარზე ალვარესი და კეინი იყო და სანაქებო ღლეპორტამ ტორესი სა კევანდოვსკი იყიდა

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    29 სექ 2025, 15:01

    გიოკერეში არვიცი, მაგრამ ვირცი თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის, ზე ნიჭიერი ბიჭია

  • rivaldo80
    29 სექ 2025, 14:19

    ესეიგი ხალხი ვენებს იხსნიდა გეოკერესი ვირციო და ან ერთი სადა ან მეორე?? ამიტომ არ მინდოდა მსგავსი ძვირიანი იგროკები ეყიდა ბარსას სანამ გრანდში არ ითამაშებს მაგრად არავინ არ უნდა იყიდონ.რეალურად მაგათი ფასი მაქსიმ 50-60 მილიონია.ამიტომ დააფასეთ საკუთარი ფეხბურთელები ვიდრე სხვებზე გააფანატებთ.

  • Andrinhooo
    29 სექ 2025, 12:58

    ხვიჩას სიყვარული მაგრამ ვერ გაცდება კუნდეს ჯიბეს

  • Mariami Kh
    29 სექ 2025, 12:42

    ნევეში იქნება?

  • Flying Dutchman
    29 სექ 2025, 12:36

    ვიტინიაც არ იქნება წესითო