workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: იამალის განაცხადი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: იამალის განაცხადი

   “ბარსამ” თასი ჩაიბარა, დამარცხდა, მაგრამ ამას აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა, სიამოვნებისთვის ითამაშეს, გადაღლილებმა, ზოგი ნაბახუსევზეც იყო, მატჩის წინ ფლიკმა თქვა გვიანობამდე თუ აღნიშნავ თამაშიც უნდა შეგეძლოსო, მომთხოვნი მწვრთნელია და ეჭვგარეშეა ფეხბურთელებს პროფესიონალიზმისკენ მოუწოდებდა, მაგრამ მოტივაციაც თავისას შვება, უფრო სწორად, უმოტივაციობა. უკვე ჩემპიონი ხარ, რაღას იკლავ თავს. აღარც ლევანდოვსკის აქვს მოტივაცია, მბაპე მაგრად გაექცა, იმას რაღას დაეწევა ეს მოხუცი კაცი, ძალიან სწრაფია ეგ ოხერი. 

მთავარი საკითხი კიდევ სტადიონი იყო, ბოლო მატჩი იყო “მონჟუიკზე”? ლაპორტამ თქვა ყველაფერს გავაკეთებთ რომ მომავალი სეზონი პირდაპირ “კამპ ნოუზე” დავიწყოთო. კაცმა არ იცის მოასწრებენ თუ ვერა, “მონჟუიკმა” კიდევ დიდებულად მიგვიღო, თავი სახლში გავგრძნობინა, ბევრად მაგარ ადგილზეა, ვიდრე “კამპ ნოუ”, სტადიონიც მშვენიერია, მაგრამ საკუთარ კედლებს ვერაფერი შეედრება. ამ ნაყოფიერი სეზონის მერე, როცა გუნდი საკმარის შემოსავალს მიიღებს, ქირის გადახდას შეწყვეტს და ევროპის უდიდესი სტადიონიც ბევრად გაზრდის შემოსავალს. 

ასეთია გეგმა, ჰოდა, ვნახოთ. 

არ ჩერდება იამალი 

  კაპელო, ვენგერი, ბოსკე, ყველა იამალზე საუბრობს, ყველა აღიარებს მის განსაკუთრებულობას, აშკარაა რომ მომდევნო დიდი სახელი იქნება. უნდა იყოს. პოტენციალი და პერსპექტივა ასე გვაჩვენებს. ხშირად ახსენებდნენ მასთან მიმართებით უეინ რუნის, რომელიც 16 წლისა გამოჩნდა პრემიერ ლიგაში და ისტორიაში საუკეთესო “არსენალს” სასწაული გოლი შეუგდო, მერეც მაგრად ითამაშა, მაგრამ ამ დონეზე არ ყოფილა, მიუხევადა მისი ასაკისა ძალიან ძლიერი იყო ფიზიკურად, უეინი მოკრივე იყო, გვიანღა გაეშვა ამ სპორტს, ხელს უშლიდა ფეხბურთში, თავისი ფიზიკურობისა და აგრესიულობის გამო დიდი უპირატესობაც ჰქონდა, სწრაფიც იყო, ტექნიკურიც, გატანაც იცოდა, მაგრამ ამ დონეზე არ ყოფილა ძმებო, ლამინე იამალი, რომელიც ასანთის ღერივით არის მცველებს ახლოსაც არ იკარებს, და როგორ აკეთებს ამას წარმოდგენა არ მაქვს. აგერ, არსენ ვენგერი, რომელსაც ფეხბურთში ყველაფერი აქვს ნანახი ამბობს არაფერი მსგავსი არ მინახავსო. და თუ ვენგერს არ უნახავს, ესე იგი, არც მე მექნება ნანახი. 

ძალიან მარტივია მისთვის ყველაფერი, ერთი ის მაშინებს ასაკის მატებასთან ერთად ეს ბავშვური სილაღეც არ დაკარგოს, თითქოს ეგ აძლევს ძალას, ეგ მატებს უპირატესობას, კრეატიულობას, ეგ აჯერებს, რომ ყველაფერი შეუძლია. მერამდენე ტურია ლა ლიგის მცველებსა და მეკარეს ტროლავს, რობენისა არ იყოს, უკვე იამალზეც იციან რას გააკეთებს, მაგრამ მაინც აკეთებს, ესეც ხომ კარგი დამახასიათებელია? მხოლოდ ვარსკვლავებს შეუძლიათ ასე. 

ულამაზესი გოლი შეაგდო, ისევ შორეულ კუთხეში, დააბზრიალა თავისებურად, მერე კიდევ მაგარი გოლის შეგდების შანსი ჰქონდა და ხარიხას გლიჯა, “ინტერთან” მატჩი გამახსენა, იქაც ხომ იყო რაღაც მსგავსი, “მონჟუიკის” შეხვედრაში?! ახლა მხოლოდ ის მახარებს რომ ზაფხულში კარგად დაისვენებს, არც საკლუბო და არც სანაკრებო ჩემპიონატზე თამაში არ მოუწევს, ერთს კარგად ჩაისუნთქავს და შეუდგება მომდევნო სეზონის დაგეგმვას, სადაც კიდევ უფრო მეტს მოვითხოვთ მისგან. დროა უკვე ცოტა ჯანზე მოვიდეს. 

“ბარსამ” მეორე გოლი პირველივე ტაიმში შეაგდო, ფერმინ ლოპესმაც კარგი გოლი გაიტანა, “ესპანიოლთან” მატჩისა არ იყოს აქაც იამალისა და ფერმინის აქტიურობით გაკეთდა საქმე, საერთოდ, სეზონის მეორე ნახევარში ფერმინმა აჯობა ოლმოს, ასე მგონია. მომდევნო სეზონში უფრო ახლო კონკურენციაც ექნებათ. ჰანსი ფლიკმა კიდევ თქვა რომ ზუსტად იცის რა უნდა. რა უნდა უნდოდეს? ცენტრფორვარდი უნდა. ჩვენც გვინდა. კიდე ენდომება რაიმე, მაგრამ მთავარი საქმე ეგ არის, ფორვარდია საჭირო. და მე მგონი, ყველა თანხმდება, რომ ხულიან ალვარესი იქნება ამ როლისთვის იდეალური. 

ერთი მატჩი დარჩა ლა ლიგაში. ტრავმირებულები კიდევ დაბრუნდნენ. შტეგენი კარში იდგა, კასადო სკამზე, ბერნალი ისევ ტრიბუნაზე. ეს სულ შემდეგი სეზონის ხალხია. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (57)

  • Visca barca
    schedule 19 მაი 2025, 19:26
    #20

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: შექსპირა
    JustBarcaLover, დიბუ მარტინესი ✌️ მენტალურად ისედაც მოხოდილ გუნდს კიდევ უფრო მოხოდავს


    თან როგორი თამამია მეტოქეს ებლატავება ნებისმიერს🤣🤣🤣 არგენტინელები გვაკლია და იმედია 2 არგენტინელი მოვა👌


    სამი რატომაც არა🇦🇷

  • CHEPE
    schedule 19 მაი 2025, 19:13
    #19

    ციტატა: შექსპირა
    JustBarcaLover, დიბუ მარტინესი ✌️ მენტალურად ისედაც მოხოდილ გუნდს კიდევ უფრო მოხოდავს


    თან როგორი თამამია მეტოქეს ებლატავება ნებისმიერს🤣🤣🤣 არგენტინელები გვაკლია და იმედია 2 არგენტინელი მოვა👌

  • შექსპირა
    შექსპირა გულშემატკივარი
    schedule 19 მაი 2025, 19:03
    #18

    JustBarcaLover, დიბუ მარტინესი ✌️ მენტალურად ისედაც მოხოდილ გუნდს კიდევ უფრო მოხოდავს

  • JustBarcaLover
    schedule 19 მაი 2025, 18:58
    #17

    BREAKING: Barcelona is now finally considering on a potential new keeper signing. @Benayadachraf #Transfers 🧤🚨🚨

  • La Pulga10
    schedule 19 მაი 2025, 17:38
    #16

    ციტატა: ტერ შტეგენი
    La Pulga10, 75 მილიონი ეს ერთი და მერე მეორე რაღაცას რომ დამიციტირებ და პასუხს დამიტოვებ კომენტარზე ჯერ თვითონ გადახედე შენს კომენტარს რა გიწერია ტერ შტეგენზე როგორ მოიხსენიებ და მერე დამცველად რომ გამოდიხარ.მესამე პასუხის გაცემაც უნდა იცოდე.


    რატო მეჩხუბები ვერ გავიგე. მაგარი ბანძი მეკარეა დღეს, შეიძლება შესნიზე ცუდიც იყოს ამ მომენტისთვის. 1 წელია არ უთამაშია, ეხლა დაბრუნდა. ლა ლიგა მოვიგეთ და უაზრო,არაფრის მომცემ მატჩებში უნდა დააყენოს ფლიკმა აბა რა უნდა ქნას. მოგება წაგება რაღას წყვეტს. უბრალოდ რატომ დააყენაო,რომ იძახის აქ ბევრი, მაგაზე ვამბობ,რომ ესეთ არაფრის მომცემ მატჩებში უნდა ითამაშოს. ცუდი რომ არის მაგისგან კი არ ვიცავ. რატომ გაბრაზდი მაინც ვერ ვხვდები.

  • Visca barca
    schedule 19 მაი 2025, 16:16
    #15

    ციტატა: Giorgi99
    ალვარესმა ცენტრიდან გაიტანა ჯარიმა ვინმემ ნახა?


    ვნახე, რა მაგარი ჯარიმა გაუტანია. ჯარიმებს მაგრა ვურტყავს ადრეც აქვს გატანილი ჯარიმები

  • Giorgi99
    schedule 19 მაი 2025, 16:10
    #14

    ალვარესმა ცენტრიდან გაიტანა ჯარიმა ვინმემ ნახა?

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 19 მაი 2025, 15:48
    #13

    La Pulga10, 75 მილიონი ეს ერთი და მერე მეორე რაღაცას რომ დამიციტირებ და პასუხს დამიტოვებ კომენტარზე ჯერ თვითონ გადახედე შენს კომენტარს რა გიწერია ტერ შტეგენზე როგორ მოიხსენიებ და მერე დამცველად რომ გამოდიხარ.მესამე პასუხის გაცემაც უნდა იცოდე.

  • Visca barca
    schedule 19 მაი 2025, 15:25
    #12

    შეშკო თუ იყიდა ბარსამ მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდი გახდება დაიმახსოვრეთ

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 19 მაი 2025, 15:13
    #11

    ციტატა: afro2
    ⚫️ ვლაჰოვიჩი ზაფხულში იუვენტუსს დატოვებს
    რასიტყვით ღირს ამის დამატება?


    არა

    ციტატა: ვისკა ბარსა

    ციტატა: პენდრაგონი
    3 ტრანსფერი გვჭირდება: ცენტრალური მცველი(ან დე ვენი/შლოტერბეკი), ვინგერი(ნიკო უილიამსი/ჩავი სიმონსი), ფორვარდი(გიოკერეში/ისაკი/შეშკო/ალვარესი). პირველ რიგში ეს პოზიციებია გასაძლიერებელი, არანაირი მეკარე და არანაირი ფლანგის მცველი, ყველაზე პრობლემატური ეს პოზიციებია


    მეკარეა მოსაყვანია და დანარჩენში გეთანხმები აბა ყლაპია შესნის და ტერ შტეგენის იმედზე ვერ ვიქნებით,ძაან ბევრ შეცდომას უშვებს ამ ბოლო ხანებში ტერ შტეგენი და დიეგუ კოშტას მოყვანა ყველაზე კარგი ვარიანტია ფრიმპონგი ლივერპულმა აგვახია.ვილიამსის,ალვარესის და კოშტას მოყვანა ახლა საჭირო


    ტერ შტეგენი და შესნი მეკარეები მაინც არიან და ფლანგზე რომ დაგვემვრეს ვინმე, რაფინია, ან იამალი, ვინ უნდა ითამაშოსჩ მიცვალებულმა ფატიმ, თუ 16 წლის ფერნანდესმა? ტორესი ცენტრში კიდევ ფაფხურობს რაღაცას, ფლანგზე პირდაპირ მინუს კაცია. ან ფორვარდზე ლევანა დაბერდა, ცარიელ კარში ვეღარ გააქვს გოლები, ტორესი კი არ არის ის ცხრიანი, რომელიც ტრებლის მომგებ გუნდს უნდა ყავდეს ძირითადში. ცენტრალურ დაცვაშიც კუბარსი გასაგებია, მაგრამ ინიგო გაქაჩავს მეორე სეზონს ამ დონეზე ასაკის გამო? კრისტენსენიც ტრავმიანია. არაუხოა გასაშვები და ცაცია ცენტრალური მცველი მოსაყვანი

  • Visca barca
    schedule 19 მაი 2025, 15:12
    #10

    ალვარესი, გიოკერეში, შეშკოდან რომელიმე უნდა იყიდონ აუცილებლად სამივე იდეალური იქნება

  • La Pulga10
    schedule 19 მაი 2025, 15:11
    #9

    გიოკერშში 65 ლიმონს ითხოვენ. ალვარესი ორი მაგდენი დაჯდება თორე ჯობია.

  • ვისკა ბარსა
    schedule 19 მაი 2025, 14:59
    #8

    ციტატა: პენდრაგონი
    3 ტრანსფერი გვჭირდება: ცენტრალური მცველი(ან დე ვენი/შლოტერბეკი), ვინგერი(ნიკო უილიამსი/ჩავი სიმონსი), ფორვარდი(გიოკერეში/ისაკი/შეშკო/ალვარესი). პირველ რიგში ეს პოზიციებია გასაძლიერებელი, არანაირი მეკარე და არანაირი ფლანგის მცველი, ყველაზე პრობლემატური ეს პოზიციებია


    მეკარეა მოსაყვანია და დანარჩენში გეთანხმები აბა ყლაპია შესნის და ტერ შტეგენის იმედზე ვერ ვიქნებით,ძაან ბევრ შეცდომას უშვებს ამ ბოლო ხანებში ტერ შტეგენი და დიეგუ კოშტას მოყვანა ყველაზე კარგი ვარიანტია ფრიმპონგი ლივერპულმა აგვახია.ვილიამსის,ალვარესის და კოშტას მოყვანა ახლა საჭირო

  • Barca_MNS
    schedule 19 მაი 2025, 14:54
    #7

    ციტატა: afro2
    ⚫️ ვლაჰოვიჩი ზაფხულში იუვენტუსს დატოვებს
    რასიტყვით ღირს ამის დამატება?


    მაგის დაწერას ვაპირებდი, გააჩნია თანხას. ძალიან კარგი ბიჭია ეგ ერთადერთი ბარსას სტიპს როგორ წაადგება ეგაა, მძიმედ გადაადგილდება უფრო ტარანის ტიპია და ეგრე საჯარიმოს მასტი გვაწყობს არ გვაწყობს. ფლიკს ჩემი აზრით აქ ერთი ადიგლი და გაკეთებული საქმე თქვას დუშანი უნდა მარტინესი თუ X ფორვარდი. ეჰ ამსი დედავატირე,
    ალვარესსზე კარგი ვარიანტი არ გვაქ ჩვენ და ერთი ზარი მესის გააწყვიტავდა მანდ საქმეს ; იქით გვარდიოლა და რავიცი აბა ჩვენ ფერანი მოვინდომეთ : flushed

  • Visca barca
    schedule 19 მაი 2025, 14:31
    #6

    ციტატა: afro2
    ⚫️ ვლაჰოვიჩი ზაფხულში იუვენტუსს დატოვებს
    რასიტყვით ღირს ამის დამატება?


    არა

  • afro2
    schedule 19 მაი 2025, 14:24
    #5

    ⚫️ ვლაჰოვიჩი ზაფხულში იუვენტუსს დატოვებს
    რასიტყვით ღირს ამის დამატება?

  • Lasha Mamuladze
    schedule 19 მაი 2025, 13:32
    #4

    ბაზარი არააა რომ ფლიკმა ზუსტად იცის რა უნდაა, მე
    კიდე ბერნალების გავის და კასადოების აღარ მჯერა დიდი ტრავმები მიიღეს და გაბის მაგალითზეც ვნახეთ რომ მაიდამაიინც მაგ ტრავმას ვერ უკმლავდებიან ფეხბურთელები თუ რა თქმა კიჭა რონალდო არ ხარ..მოკლედ დიდად ოლმოსიც არ მეიმედება არ ვიცი 2-3 ტრანსფერს მგონია გააკეთებენ თან საჭიროა და გარდაუვალიც არი მარა ამ ხსენებულ ცალხს რა უნდა უყონ რავი..მაშინებს ის რო სამომავლოდ ნახევარდაცვაში იქნება პრობლემააა…პედრისაც ჭირდება დასვენებაა…

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 19 მაი 2025, 12:56
    #3

    3 ტრანსფერი გვჭირდება: ცენტრალური მცველი(ან დე ვენი/შლოტერბეკი), ვინგერი(ნიკო უილიამსი/ჩავი სიმონსი), ფორვარდი(გიოკერეში/ისაკი/შეშკო/ალვარესი). პირველ რიგში ეს პოზიციებია გასაძლიერებელი, არანაირი მეკარე და არანაირი ფლანგის მცველი, ყველაზე პრობლემატური ეს პოზიციებია

  • Albert Camus
    schedule 19 მაი 2025, 12:36
    #2

    გვჭირდება 2-3 ნორმალური ტრანსფერი…