მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბარსამ მამარდაშვილის საჩუქარი ვერ შეირგო

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბარსამ მამარდაშვილის საჩუქარი ვერ შეირგო

   გუშინდელივით მახსოვს, რონალდ კუმანის “ვალენსია” მადრიდში ჩადის, დავიდ ვილიას ორი გოლი გააქვს, ისევე როგორც რაულ გონსალესს, ყაიმია “ბერნაბეუს” ტაბლოზე, ბოლო წუთებისკენ მოულოდნელი გმირი გამოჩნდა – არისმენდის მესამე გააქვს და “ვალენსია” იგებს. სახლში წივილ-კივილით დავრბივარ, ეს საჩუქარია, “ბარსამ” 29-ე ტურში ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა, საბოლოოდ, ეგ ამბავი არ გამოვიდა, მაგრამ “ღამურებმა” მაგრად გამახარეს. მას მერე 16 წელი გავიდა, “ვალენსიას” “ბერნაბეუზე” ამდენი წელი არ ჰქონდა მოგებული და გიორგი მამარდაშვილის წყალობით ისევ მოიგეს. მამარდამ ფაქტობრივად ყველაფერი აიღო რისი აღებაც შეიძლებოდა. მათ შორის პენალტი აუღო ვინისიუსს და 50 ევროც მოუგო. 

“ბარსამ” ბრწყინვალე საჩუქარი მიიღო, რომელიც აუცილებლად უნდა გამოეყენებინა. წინ რვა ტურია. ელ კლასიკო სათამაშოა. რვა ტურისათვის ოთხი ქულაც კი სერიოზული ფორაა, “ბარსას” არ აქვს უფლება ჩემპიონობა ხელიდან გაუშვას. მით უმეტეს, რომ “მადრიდთან” სახლშია სათამაშო. 

ბოლომდე მაინც ვერ შეირგეს 

არადა, დასაწყისი მშვენიერი იყო, აგრესიულად დაიწყეს აუცილებლად მოსაგები მატჩი “ბეტისთან”, კარგია ოთხქულიანი ფორა, მაგრამ ექვსი ქულა სულ სხვა ამბავი იქნებოდა. მოედნის ცენტრში კარგი კომბინაცია გათამაშდა, “მესამეზე პასით” გავი დარჩა ერთი-ერთზე, ბოლო პასი ფერან ტორესისა იყო, რომელიც რაფინიას ნაცვლად აღმოჩნდა ძირითადში. გავიმ დარტყმის წინ თავი ასწია, ემანდ ვინმე უკეთეს პოზიციაში არ იყოსო, დარწმუნდა რომ თავად უნდა დაემთავრებინა, გამოზომილი, კარგი დარტმით, მეკარის შორეულ დაბალ კუთხეში შეაგდო, კარგი ფორვარდივით დაარტყა. მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილ ლუდოვიკ ჟიულისაც შეშურდებოდა. გავის გოლი არ აღუნიშნავს, ბავშვობაში “ბეტისის” აკადემიაში ირიცხებოდა და როგორც ჩანს, კარგი მოგონებებიც აკავშირებს. 

იმედიანი დასაწყისი იყო, თუმცა, ნერვიული ფონი მაინც იგრძნობოდა, აი, “ბეტისის” გოლი კი საერთოდ არ იკითხებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ კარგი კონტრშეტევები, ანტონიც აქტიურობდა, სწრაფად იწყებდა შეტევებს, მაგრამ ლოგიკური გაგრძელება არ მოჰყვებოდა და საფრთხეც ნაკლებად ჩანდა. ამიტომ, “ბეტისის” გოლი თითქოს არსაიდან გავიდა. ვერ ვიტყვით რომ არაუხოს პოზიცია ჰქონდა დაკარგული, არ ყოფილა ასე, ახლოს იდგა მეტოქესთან, ამაზე ახლოს წარმოუდგენელია, არც სიმაღლე აკლია, არც ფიზიკური ძალა, არც ნახტომი დაეწუნება, არც თავით თამაში, მაგრამ ჩააწოდეს კუთხური და “ბარსამ” გოლი მიიღო. როგორ ან რანაერად ითამაშა ურუგვაელმა ასე ინერტულად ვერ გამიგია, როგორ ვერ შეუშალა ნათანს ხელი?! ახლოდან დაარტყა და პოლონელ მეკარეს შანსი არ ჰქონია. მე-17 წუთზე ანგარიში გათანაბრდა. ამ დროს ნამდვილად ვერ დავიჯერებდი რომ მატჩი ასე დასრულდებოდა. 

ტაიმის ბოლოს “ბარსას” პრესინგის შედეგად “ბეტისმა” შეცდომების დაშვება დაიწყო, შეცდომებს კიდევ გამოყენება უნდა, ვერც ფერანმა შეძლო გატანა, ვერც ლევანდოვსკიმ და ვერც ლამინემ. რაფინია კი იყურებოდა დაღვრემილი სათადარიგოთა სკამიდან. წინა სეზონიდან კი უნდა გვახსოვდეს როგორ სძულს სკამზე ჯდომა. 

უგოლოდ 

აბა, ისე როგორ იქნებოდა პედრის ერთი გენიალური პასის გარეშე მაინც რომ დაეტოვებინა მოედანი? ერთი მაინც გაჭრა, კუნდეზე, ამანაც დარტყმის წინ მცველი გაუშვა მავნებელი რძის პროდუქტებისკენ, გატანის მეტი აღარაფერი დარჩენოდა, დარტყმა კი ვერ გამოუვიდა გავის მსგავსად იდეალური, მეკარეს გაარტყა, ახლო კუთხეში სცადა გატანა. ეს ალბათ ყველაზე კარგი შანსი იყო მეორე გოლის შესაგდებად. 

“ბარსა” უტევდა, მაგრამ ნერვიულმა ფონმა შეტევები ქაოტური გახადა, ამას კიდევ შედეგი არ მოაქვს. მოედანზე რაფინია გამოვიდა, იაქტიურა, მომენტებიც შექმნა, გოლი კი არა და არ გავიდა. იმაში მაინც დავრწმუნდით რომ ლამინე იამალი ადამიანია და ნამდვილად 17 წლის არის, ბევრი შეცდომა ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე კარგი შეფასება მას დაუწერეს, შეიძლება მიმდინარე სეზონში ყველაზე ცუდი მატჩიც ჰქონდა, ამდენი შეცდომა მისგან რთული გასახსენებელია. შეუძლებელიც კი იყო 17 წლის ბიჭს მთელი სეზონი ასე სტაბილურად ჩაეტარებინა. 

ბოლო წუთებზე მაინც იყო მოგების შანსი, გრძელი პასის მერე რაფინიამ ერთი შეხებით, იდეალურად ჩააწოდა საჯარიმოში, დაბალი პასი გამოვიდა, მეკარის გასწვრივ, სხვა რა უნდა ინატროს ფორვარდმა? იქ კი არავინ აღმოჩნდა, ლევანდოვსკიმაც დააგვიანა და ფერმინმაც. სულ ერთი ნაბიჯი იყო საჭირო, სულ მცირე და ახლა ექვსი ქულა იქნებოდა სხვაობა. მატჩის მერე რაფინია მსაჯებს დასდევდა, ახლა წითელი ბარათის დრო არ არის, სეზონის მიწურულია, გადამწყვეტი ეტაპი, ჯერ ფლიკმა სცადა მისი შეჩერება, მერე შტეგენმა, ბრაზილიელმა ყველა მოიცილა, შტეგენს კინაღამ მორიგი ტრავმა მიაღებინა. მგონი დაავიწყდა რომ კაპიტანია ის კაცი. 

წინ ჩემპიონთა ლიგაა, რაფინია სავარაუდოდ დაბრუნდება ძირითადში. 

წავედით ლიგაზე 

ოთხი ქულაც კარგია, რვა ტურისათვის დიდი ფორაა. და როცა კულმინაციას მივუახლოვდებით, ესე იგი, ჯერ საფინალო ელ კლასიკოსა და მერე ლა ლიგის გადამწყვეტ ელ კლასიკოს, ამ დროს უკვე ისიც გვეცოდინება “ბარსა” ითამაშებს თუ არა ლიგის ნახევარფინალში. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (17)

  • Football
    06 აპრ 2025, 22:34

    MaestroXavi,
    და რაფინიამ რო დედის ;$+2+# დააფარა მსაჯს და არაფერი არ აარტყეს იმაზე რას იტყვი? ბარსა სხვისაზე სულ წუეინებს Თავისაზე არაფერს ამბობენ

  • MaestroXavi
    06 აპრ 2025, 21:01

    რეალის გუშინდელი პენალტი ვინც ნახეთ ხო არიან ღირსები მათრახით სცემო სათითაოდ ანჩელოტის თამადობით
    როცა მსაჯი ეხმარებათ არც შეიმჩნევენ თითქოს არც არასდროს მომხდარა და აქეთ თუ შეცდა მსაჯი ეგერ ვიღაც მსაჯი რომ იყო ბელინგემი რომ გააგდო 1 კვირა ვერ გამოდიოდა სახლიდან

    მაგიტო მეზიზღება მადრიდი თორემ იგროკები სულ მაგარი ჰყავდათ

  • Ja morant
    06 აპრ 2025, 19:41

    32 დაკარგვას რატო არ ამბობთ მაგაზე არაფერს ამ თავხედობასაც საზღვრები აქვს რო აგლეიზინგებთ იამალს და კაკებს კოვზით რო მიადგებით ყველა თითქოს განსხვავებულს კუკავდეს

  • pupone10
    06 აპრ 2025, 15:31

    ყველა ბრაზილიელი რა უაზროდ გამოდის ზყობიდან და რა ბინდი ეფინებათ ვერ ვიგებ ვინი რა…. არის ყვრლწმ ვიცით მაგრამ აი რაფინიაც ეგეთი თუ იყო არ ვიცოდი, რას დასდევდა ამ მსაჯებს მერე მერე მწვრთნელი გაჩერებს უნდა დაწყნარდე, მერე შტეგენს ხელის კვრა რა უბეხურებაა, ისედაც ძლივს დალაგდა გუნდი დასტაბილირდა თამაშები , იმის მაგივრად გაანალიზონ შეცდომები რამე დაერია მსაჯს, მაგას უეჭველი გამოატოვებინებენ შემდეგ თამაშს . ძალიან გაუმართლა რომ არ მიცეს წითელი და დისკვალიპიკაცია, მაგრამ არ მგონია მსაჯთა კომიტეტმს ეს სიტუაცია ასე დატოვოს, ნუ პერესი არ დატოვებს. რამხელა საჩუწარი გაანიავეს , არადა მარტივად დაასვენებდა შემდეგვტურში უკვე ხალხს

  • walker599
    06 აპრ 2025, 15:25

    რაფინია, ტორესი, იამალს უნდა დაეწყოთ და ამ თამაშს მოვიგებდით, აზრი აღარ აქ ლევანა ისეთი დაბერებული და გადაღლილია მაქსიმუმ 60 წუთიდან უნდა შემოიყვანო და მერე უფრო პროდუქტიულია

  • Bakero
    06 აპრ 2025, 15:20

    ფლიკს არასდროს ვაკრიტიკებ ან რა სჭირს გასაკრიტიკებელი პატივისცემის გარდა არაფერი heart_eyes მაგრამ რამდენიმე რამ გაუგებარი იყო ამ თამაშში თუ მოგებაზე მიდიოდა პედრი რომელიც ფანტასტიურ ფორმაშია და ბოლო პასის გამკეთებელი კაცია უბრალოდ (კუნდემ ვერ შეირგო) რატომ გაიყვანა?! ტორესი მიუხედავად იმისა რომ ისეთ ფორმაშია ცხოვრებაში არ ყოფილა ვინგერი არასდროს ყოფილა და ეხლა რატომ შეტენა ფლანგზე ?! confused და მერე კიდევ უფრო გაუგებარი ასეთი აქტიური ტორესი მშვენიერი ერთი კასანია ასისტის შემდეგ გაიყვანა და უსარგებლო ლევანდოვსკი დატოვა ?! confused ყველაზე გაუგებარი რაფინია სკამზე და იამალი ძირითადში ?! რომელიც აშკარად გადაღლილია confused როგორც ფიზიკურად ისე მენტალურად confused ყველაზე ცუდი რაც ამ თამაშში მოხდა რაფინიას მსაჯებთან ჩხუბი კი არ არის რაზეც ეხლა ყველა აქ წერთ რაფინიას ეშველება ნეტა ყველა დანარჩენ ფეხბურთელს (გავი /ინიგოს გარდა !) ჰქონდეს ეგეთი მენტალობა გამოვა ჯიგარს აიხევს ისე ითამაშებს დორტმუნდთან დარწმუნებული ვარ აი სხვები არ ვიცი იმედია არაუხოს აღარ ვნახავთ ძირითადში დაასვენოს ჯობია თუ ვინმე იყო აჭრილი გუნდში არაუხო იყო პირველი სამწუხაროდ confused …..წარმატებები დორტმუნდთან 9-ში ოთხშაბათს უნდა მოვიგოთ

  • Nikabedinadze
    06 აპრ 2025, 15:07

    რაღაცა სიახლეები ჭირს ეს ორი დღეა

  • nika 54
    06 აპრ 2025, 15:02

    ციტატა: La Pulga10
    ზემოდან გადაღებული ვიდეო ვნახე და შტგენს არ ეჩხუბება, მსაჯს ეჩხუბება და შტეგენს წევს რო დაინახოს. ფლიკის მომენტშიც მსაჯს ეჩხუბებოდა. ყველა ვარიანტში ცუდად მოიქცა პროსტა თანაგუნდელებთან არ უჩხუბია.


    არავის უთქვავს თავისიანებს ეჩხუბებოდა-ო. მსაჯებს დასდევდა ოღონდ რატომ ვერ გავიგე. ფლიკიც და მერე შტეგენიც მის დაწყნარებას ცდილობდნენ, რო უაზრო ყვითელი ან უარესი წითელი არ მიეღო. ფლიკი ისე დაშორდა რო ვერ დააწყნარა, ნამდვილად გამოატოვინებს შემდეგ თამაშს. შტეგენს კი ტყუილად კრა ხელი, კაპიტანია ის კაცი, მაშინაც კი როცა მინდორზე არ არის. არაუხო ძალიან ჩამორჩება დანარჩენ მცველებს განსაკუთრებით საფეხბურთო აზროვნებით.
    როგორც ფეოლამ აღნიშნა რეალს დიდი ხანია არ მოუგია მადრიდში რეალისთვის და ეს დიდი ხანი 16 წელია.

  • Mascerano
    06 აპრ 2025, 13:31

    არაუხო არა სუფთა ღვერი,ეგბარსას ძირითადს არუნდაგააკარო, ლაწირაკი კუბარსი და ბაბუა მარტინესი მინიმუმ ორ-ორი თავითჯობია, იმედია გაყიდიან და ფულს სწორად დააბანდებენ. რაფინიას საქციელიც არ მომეწონა და იმედია მიხედავს ფლიკი და დრაკს დააყენებინებს

  • LB1017
    06 აპრ 2025, 13:18

    პსჟ უკვე გახდა ჩემპიონი და ეხლა მთელ ფოკუზს გააკეთებს ლიგაზე, მთელი გუნდის დასვენება შეუძლია უკვე ენრიკეს, ჩვენც მსგავს სიტუაციაში ვიქნებოდით უაზრო თამაშებში რო არ დაგვეკარგა ქულები მაგრამ რაცარის ეგარის… გადაიღალნენ, სეზონის ბოლო ნაწილში შევდივართ და ცდილობენ ცოტა თავის დაზოგვით მოიგონ თამაშები, მაგრამ ესეთი თამაშის გაწურვებს არ ურჩევნიათ მალევე მოამთავრონ საქმე პირველ ტაიმში და მერე დაზოგონ თავი? ნუ არ ვიცი ფაქტია რო ცოტა დასვენებები საჭიროა

    პ.ს ესეთ დროსაა ოლმო და მსგავსი ხალხი საჭირო არადა….

  • cruyff9
    06 აპრ 2025, 12:22

    ისე ამ სეზონში რაც მკვეთრად გამოჩნდა არი ის რო ავტობუსებთან ძაან უჭირს ფლიკს,,რამე არ იკისროს დორტმუნდმა,,შარშან პსჟს როგორ ჩაუჯდა

  • BEQA1899
    06 აპრ 2025, 11:41

    ყველაფერს და ყველას ვერავინ იგებს! მთავარია ლიგაზე გავიაროთ ბორუსია და ლეგანესებთან და ვალიადოლიდებთან არ დაგვიცდეს ფეხი

  • La Pulga10
    06 აპრ 2025, 11:25

    ზემოდან გადაღებული ვიდეო ვნახე და შტგენს არ ეჩხუბება, მსაჯს ეჩხუბება და შტეგენს წევს რო დაინახოს. ფლიკის მომენტშიც მსაჯს ეჩხუბებოდა. ყველა ვარიანტში ცუდად მოიქცა პროსტა თანაგუნდელებთან არ უჩხუბია.

  • walker599
    06 აპრ 2025, 10:46

    ესეთი ბანძი ბრაზილიელები როდის ყავდა ბრაზილიას არ მახსოვს, იქეთ ის არანორმალური ვინიციუსი, ეხლა ამასაც რა დაემართა ამ დონის ვარსკვლავი ესეთი ბანძი ხასიათებით მარტო ვინი მახსენდება, როდრიგო 100 ჯერ ჯობია ამ ორივეს, წინაზე ვინისიუსი გაყავდა მოედნიდან რო მეორე ყვითელი არ მიეღო და ზუსტად იგივეს აკეთებს ეხლა, ლალიგა კიდე ელოდება ჩვენ ფეხის დაცდენას რო გამოუწერონ 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია

  • C.PC5
    06 აპრ 2025, 10:40

    ნუ ვინ რა შესცოდა გუშინდელ თამაშში არაერთხელ ითქვა, უბრალოდ გუნდი გადაღლილიცაა და ფეოლამ როგორც თქვა ნერვიულობის ფონზე დაღლილობას ქაოსიც დაემატა რაც აისახა შედეგში, ამას მიხედავს ფლიკი ჩემი აზრით, უპირატესობა მაინც გავზარდეთ რაც არუნდა იყოს, კარგია 6 მარა 4 ქულაც არაა ცუდი ფორა, კლასიკო კიდევ წინ გვაქვს და საკვანძო თამაშებში რაფინიაც სულ სხვაა და ბარსაც ამ სეზონში, იმედია ბორუსიასთვის უკეთ მოემზადებიან პირველ შეხვედრაში საჭირო ანგარიში რომ დავდოთ.

  • ChuxrELia
    06 აპრ 2025, 10:37

    ეხლა თუ არ ივაჟკაცა ფლიკმა, მთელი სეზონი წყალში ჩაიყრება. მისაკუკს უნდა მიაკუკოს და მოსახოდი უნდა მოხოდოს. მერამდენე წელია კაპიტანი არ ყავს გუნდს რა. აბა პუიოლს ამას გაუბედავდა ვინმე ან რაფო, ან თუნდაც მესი? ტიპებს პროსტა სამკლაური უკეთიათ და ვსო, თითქოს ეგ იყოს კაპიტნობა მხოლოდ. ეს პუიოლი კიდე რა თავს იფასებს, მოვიდეს რა მოტივატორად ან კაპიტნების მენტორად, ხო ხედავს რო წესიერი კაპიტანი წლებია არ გვყოლია 😤

  • Levani
    06 აპრ 2025, 10:14

    Სხვაობა მაინც გაიზარდა კლასიკო რო ფრედ დასრულდეს მაგის გარდა კიდე ორჯერ შეგვიძლია ფრეები ვითამაშოთ ურთიერთ შეხვედრებში უპირატესობა გვაქ მთავარია თამაი არ წავაგოთ