მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ლამინე ისევ ბრწყინავს

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ლამინე ისევ ბრწყინავს

   ჰანსი ფლიკის “ბარსა” ფინალშია, კიდევ ერთი ნაბიჯი და პირველი ტიტულიც შემოიდება თაროზე, ის ერთი მატჩი კიდევ ყველაზე რთული მოსაგებია და ხანდახან მთელ სეზონსაც გადაწონის. იანვარში გადმოტანილ სუპერ თასს კიდევ სულ სხვა ეფექტი აქვს, თუ ტიტულს იგებ ამ დადებითი მუხტით აგრძელებ დარჩენილი სეზონის თამაშს, თუ აგებ დიდად ვერა ხარ ხასიათზე და სხვა პრობლემებიც წამოყოფს ხოლმე თავს. ასე რომ, ამ ერთ თამაშს, (გარდა იმისა რომ კლასიკოა და კლასიკო ყოველთვის უმთავრესი მოვლენაა), ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 

ფეხბურთელები ორივე გუნდს აკლდა, ვალვერდემ პირველ ტაიმში ნიკო უილიამსი მოისაკლსია, რომელსაც მცირე დაზიანება ჰქონდა, მეორეში გამოვიდა, თუმცა, ბევრი ვერაფერი გააწყო. “ბარსამ” კი ოლმოსა და ვიქტორის დარეგისტრირება ვერ მოასწრო, ამავე დღეს მიიღო თანხომა და წესით ფინალში უნდა მოხვდნენ კიდეც განაცხადში, თუმცა, სასტარტოში ნამდვილად არ ველოდები, ჯერ ერთი იმიტომ, რომ გამარჯვებული გუნდის შეცვლა ნაკლებსავარაუდოა, მეორე იმიტომ, რომ ძალიან დიდი სტრესი მიიღეს, მენტალური გადაღლა და გამოფიტვა კი ხშირად ფიზიკურზე მძიმე კვალს ტოვებს. 

არაუხო სკამზე 

ჯერ ახლა დაბრუნდა კაპიტანი, მაგრამ ხმები დადის უკვე ასე თუ გაგრძელდა გუნდიდან წავაო, არაუხო ის ფეხბურთელი არ არის სკამზე დასმას შეეგუოს, ფლიკი არ ჩქარობს, პრესა კიდევ აჩქარებს, ეს ნწეხია, რომელსაც უნდა გაუძლოს. ისე კიდევ რთულია რომელიმე ცენტრალური მცველი სკამზე გადასვა, კუბარსი ტექნიკური თვალსაზრისით ყველა მცველზე მაღლა დგას, არავის ამოაქვს ბურთი მის მსგავსად, ბრძოლისუნარიანობა კი არც ინიგოს დაეწუნება, კარგი დუეტია, კარგი ბალანსი აქვთ, არაუხო იდეაში ინიგოს შემცვლელი უნდა იყოს, მაგრამ კუბარსის პოზიციაზე (მარჯვენა ცენტრალურ მცველად) უფრო ურჩევნია თამაში. ასე რომ, აქაც დიდი კონკურენცია იქნება. 

სკამზე დარჩა ფრენკი დე იონგი, რომელიც მეორე ტაიმში გამივიდა და გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდა, მეტოქის მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. ეს ალბათ ის სეზონი იქნება სადაც საბოლოოდ ჩამოყალიბდება ყველა რომ დე იონგს შეუძლია წავიდეს, ის იმედები ვერ გაამართლა, მიუხედავად კარგი მატჩებისა, ბუსკეტსი ნამდვილად ვერ შეცვალა, ვერც რაკიტიჩი შეცვალა. ვერც თავისი სიტყვა თქვა, გამორჩეული, განსაკუთრებული, სხვა რაღა დარჩა არ ვიცი. ფლიკის მხრიდან ნდობაც მცირე აქვს, მაგრამ თამაშის გადაწყობა როცა სჭირდება ამ დროს დე იონგი ყოველთვის კარგი ვარიანტია. 

კარში შესნი იდგა, ორი კარგი ბურთიც მოიგერია და ფინალშიც დიდი ალბათობით სწორედ მას ვიხილავთ. 

უამრავი გაფუჭებული მომენტი 

“ბარსამ” კარგად დაიწყო, მომენტებიც მალევე შექმნა, მაგრამ უმეტესობა ქარს გაატანა, განსაკუთრებით ცუდი იყო დამაგვირგვინებელ ფაზაში რაფინია, ის იღბალი რაც პირველ წრეში თან სდევდა თითქოს გაქრა, ამ იღბალის გარეშე კიდევ ისევ უკლასო ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს, ისე კი ამჯერადაც ბოლომდე დაიხარჯა, რასაც ვერ დაუწუნებ ეგ არის, ბოლომდე თამაშობს, ბოლომდე იბრძვის და გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. 

მოედნის ცენტრში ძველებურად დაალაგეს საქმე გავიმ და პედრიმ, პირველი გოლი სწორედ გავიმ შეაგდო კარგი კომბინაციის შედეგად. “ბილბაო” ცენტრამდე ამოწეული დაცვით თამაშობდა, ხშირად იქმნებოდა “ღია ბურთის” მოცემულობა, თუმცა, უნაი სიმონი ძალიან კარგად აზღვევდა თავის მცველებს, ყველა ასეთ ბურთზე, რომელიც მისი მცველების ზურგსუკან აღმოჩნდა პირველმა ითამაშა. ამას აუცილებლად დააკვირდებოდა კარლო ანჩელოტი და დიდი შანსია რომ იგივე სურათიც ვიხილოთ. (ჯერ გავიდეს “რეალი). 

“ბარსას” სადავეები ბოლომდე არ გაუშვია ხელიდან. მეორე გოლი კი ცალკე აღნიშვნის ღირსია. 

ლამინე ისევ გვაოცებს 

პასი იქნება, პირველი შეხება, კაცის მოტყუება თუ დამაგვირგვინებელი ფაზა, ყველაფერში ძალიან დიდი პროგრესი აქვს, თავდაპირველად როცა გამოჩნდა ერთადერთი რაც გამოკვეთილად ჩანდა იყო სწრაფი აზროვნება, თანაც, დემბელესთან მიმართებით ეს ძალიან კარგად გამოჩნდა, სულ სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა, თანდათანობით კი მისი მონაცემებიც ადაპტირდა დიდ ფეხბურთთან. ახლა ვარსკვლავია. ყველაზე ახალგაზრდა ვარსკვლავი თანამედროვე ფეხბურთში. 

ძალიან ლამაზი გოლი შეაგდო, გავის პასის მერე ზურგითმყოფი იდეალურად დატრიალდა, მუხლის სიმაღლეზე გაკეთებული პასი გემრიელად შეიგდო საჯარიმოში და ზუსტი დარტყმით წერტილი დასვა – 2:0. 

ყველამ ნახა ეს გოლი, მათ შორის მადრიდელებმაც, კარლო ეცდება ლამინეს რამე მოუფიქროს. მადრიდელებს კი უკვე დღეს დავაკვირდებით “მალიორკასთან” შეხვედრაში. ახლა “რეალი” გაცილებით საშიშია, ვიდრე სეზონის პირველ ნახევარში იყო. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • England
    12 იან 2025, 17:49

    სექტემბერ -ოქტომბერში ..უკ ში….

    ენფილდი
    ოლდ ტრაფორდი
    სტემფორდ ბრიჯი
    უემბლი მოვინახულე

    ენფილნდი მართლა სულ სხვა ყოფილა..

    სულ სხვა ატმოსფერო და სულია რა….

    აქ ამასწინებზეც დავწერე…. აბა თუ ვინმემ იცისტქო

    შენკლიმ რომ ჩაიბარა ლივერი
    60 იანების დასაწყისში ..
    მაშინ სტუმარ /მასპინძლების გასახდელები პირდაპირ იყო
    ერთმანეტს უყურებდნენ(ეხლა ეგრე აღარაა)

    და მასპინძლების შესასვლელი კარები დააპატარავა 5 სმ ით დაახლოებით+-

    მე ეს მითი მეგონა

    მერე იქ სტაფს რომ ვკიტხე.. საიდან იციო))))

    ვინც დაწერს პირველი სწორ ვერსიას
    თუ რა მაფია იყო კარების დაპატარავება

    იმას ჩემგან საჩუქრად ენფილდიდან სუვენირი

  • არისტაფანი
    09 იან 2025, 17:21

    ციტატა: nika 54
    ეს რაფინია გასული სეზონის რაფინიას გავს. და ეს შემოდგომის რაფინია სად დაიკარგა ვერ ვხვდები, თითქოს ზარიადკა დაუმთავრდაო. თუმცა არც ლევანდოვსკი არ ბრწყინავდა მაინც და მაინც. პედრი კი საერთოდ ცალკე დგას ყველასგან თითქმის ერთი თავით მაღლა, მაგას მაინც მიბაძოს იმ უმაქნისმა ნიდერლანდელმა. გავიც მაგრაა შეთამაშებული პედრისთან ოღონდ ეგაა მაინც, საშინელი ტრამვის შემდეგ ცოტა ენერგიის დაზოგვის მომენტშია თითქოს თან ის უხეშობაც დაკარგა ეტყობა დადუღდა სანამ ტრამვას იშუშებდა. არაუხოს რატომ ყიდიანო და რაღა თქმა უნდა ფულის გამო, თან თვითონაც სდომებია წასვლა ალბათ იგრძნო რო აღარაა ერთადერთი და ხელშეუხებელი. აი გაყიდვა კი ცალკე თემაა იუვე ამბობს ჯერ ისე წავიყვან არენდით და მერე გავიფორმებო. ეგ ზღაპრები სერესოს და გვარდიოლას მოუყვეს თუ არენდით წაიყვანს ფულიც გადაიხადოს. მოკლედ მორჩა ბარსელონა აღარ არის ის გულუბრყვილო კლუბი ფეხბურთელებს რო უფასოდ არიგებდა და თვითონ უაზროდ ყრიდა ფულს უვარგის კონტრაქტებში. სანამ ამ კრიზისიდან არ ამოვძვრებით ნურავის ნუ ექნება ჩვენზე ხალტურის კეთების იმედი.


    აჰა, ცოტა მოიცადე და შენი თვალით ნახავ როგორ მოისმევს იუვეს ხელმძღვანელობა თამადას დეკოიანად ერთ ადგილზე.
    თუ დიდი ხანია 55 მილიონი რომელსაც ფერან ტორესი ქვია არ ამოისვეს ტუალეტის ქაღალდივით და არ გადააგდდეს flushed რამდენად გაყიდი ტორესს???? 10 თუ მოგცეს მაგარია. ეგეც შენი გაკოტრებული გუნდის ზარალი 45 მილიონიანი.

  • Rick Sanchez
    09 იან 2025, 14:50

    საინტერესო თამაში იქნება კლასიკო, იმედია ბარსა იდეალურად გაშიფრავს მეტოქეს.

  • Don_Andresito
    09 იან 2025, 14:39

    რეალმა არ შეგვაფასა სწორად პირველ თამაშში, რაც ამპარტავან ანჩელოტის ახასიათებს. ახლა სულ სხვა თამაში იქნება. ისე უკვე ალბათ ფლიკიც მუშაობს რეალის ტაქტიკაზე და ყცებ რო მალიორკა დაგვეჩითოს ფინალში 😁

  • nika 54
    09 იან 2025, 14:33

    ეს რაფინია გასული სეზონის რაფინიას გავს. და ეს შემოდგომის რაფინია სად დაიკარგა ვერ ვხვდები, თითქოს ზარიადკა დაუმთავრდაო. თუმცა არც ლევანდოვსკი არ ბრწყინავდა მაინც და მაინც. პედრი კი საერთოდ ცალკე დგას ყველასგან თითქმის ერთი თავით მაღლა, მაგას მაინც მიბაძოს იმ უმაქნისმა ნიდერლანდელმა. გავიც მაგრაა შეთამაშებული პედრისთან ოღონდ ეგაა მაინც, საშინელი ტრამვის შემდეგ ცოტა ენერგიის დაზოგვის მომენტშია თითქოს თან ის უხეშობაც დაკარგა ეტყობა დადუღდა სანამ ტრამვას იშუშებდა. არაუხოს რატომ ყიდიანო და რაღა თქმა უნდა ფულის გამო, თან თვითონაც სდომებია წასვლა ალბათ იგრძნო რო აღარაა ერთადერთი და ხელშეუხებელი. აი გაყიდვა კი ცალკე თემაა იუვე ამბობს ჯერ ისე წავიყვან არენდით და მერე გავიფორმებო. ეგ ზღაპრები სერესოს და გვარდიოლას მოუყვეს თუ არენდით წაიყვანს ფულიც გადაიხადოს. მოკლედ მორჩა ბარსელონა აღარ არის ის გულუბრყვილო კლუბი ფეხბურთელებს რო უფასოდ არიგებდა და თვითონ უაზროდ ყრიდა ფულს უვარგის კონტრაქტებში. სანამ ამ კრიზისიდან არ ამოვძვრებით ნურავის ნუ ექნება ჩვენზე ხალტურის კეთების იმედი.

  • დათო
    09 იან 2025, 14:32

    ლაპორტა შენი დედოს მუ##ელი მო###ან დე იონგი და არაუხო მაგ ორ წყევლას სანამ არ მოვიდორებთ მანამდე მართლა არაფერი გვეშველება

    დე იონგი არაუხო ამ აორს წყევალს სანამ არ მოვიშორებთ არაფერი გვეშველება და ყ##ლე ლაპორტა ვერ ხვდება მაგას

    გუშინ ბილბაოზე ოდნავ მაღალის დონის გუნდი რო ყოფილიყო აუცილებლად დაგვსჯიდა ყ##ლე იონგის შეცდომის გამო

    ფრენკი დე იონგის დედის მუ#### მოვ##ან
    აქამბექებინებდა ჩვეულებრივად
    როდის უნდა მოკვდნენ ეგ და ის დედამო##ნული არაუხო
    ორი წყევლა ###
    ბილბაოზე ოდნავ მაღალი დონის გუნდია, უ###ვესი იგროკებით
    2-3 კაცია რო იტყვი აი ტოპიო
    რა ხალხი ყავს ფლიკს მეტირება
    ამ ### გუნდმა ხო ვერ დაამთხვია კარგი მწვრთნელი კარგ შემადგენლობას
    30 წელი ყავდათ მესი და 4 წელი მარტო კარგი მწვრთნელი, როცა გუნდიც კაი იყო
    ხო უნდა მოხერხება
    ეს რაფინიაც მგონი ისევ გოგრად გადაიქცა

  • mesi_10
    09 იან 2025, 12:34

    რეალთან ურთულესი გამოცდა ფველის.. პირველ წრეში თუ მოულოდნელი იყო მათთვის ბარსას თამაშის სტილი და ის წაგებაც ყოველთვის ემახსოვრებათ ახლა აბსოლუტურათ განსხვავებული სიტუაციაა ვინაიდან ზევით ამოწეუული დაცვის ხაზი უკვე გაშიფრული ექნება კარლიტოს შესაბამისათ ვინის და მბაპეს თამაშგარე დატოვება ვფიქრობ გაჭირდება თან ეცდებიან ეს ორი ზურგსუკან გადაგდებული პასებით გაიყვანონ მეკარესთან..მოკლეთ სასწაული თამაში იქნება იმედ ვიტოვებ ტიტული ღირსეულ გამარჯვებულს შეხვდება და ეს ბარსა იქნება..

  • Golden boy
    09 იან 2025, 10:45

    რაღაც მაინც აკლიათ ბიჭებს, გინდ მარილი დაარქვით გინდ მონდომება მაგრამ ფაქტია რომ ის გუნდი აღარ არის რაც სეზონის დასაწყისში ვიხილეთ. რაფინია ხო გასაგებია ცოტა აურია რაც ბუნებრივია მაგრამ ეგ არაფერი ესეც ხდება ხოლმე ხანდახან. აი ლევანდოვსკის ვერაფერი გავიგე, უკვე მერამდენე მატჩია გოლის გარეშე გადის მოედნიდან, არადა ორი ან სამი კარგ მომენტი ექმნება და ანიავებს, თან ამ სამიდან ერთი ასპროცენტიანი მომენტია ხოლმე სუფთა ფორვარდული გოლი აი რო გიხატავენ თანაგუნდელები და რო უნდა შეირბინო და უბრალოდ ფეხი წაკრა ბურთს და მეკარისგან ცარიელ სივრცეში გაუშვა, ისეთი ბურთები აი დაბალი დონის ფორვარდი კი არა მცველი რო გაიტანს. თან დარტყმამდე ყველაფერს კარგად აკეთებს შერბენა თაიმინგი აი კლასი ეტყობა მაგრამ ცარიელ კარში ვერ იტანს. იგივე მოხდა ლალიგის მატჩში, გუნდი არ მახსოვს მეკარე ძელთან იდგა დანარჩენი კარი ცარიელი იყო და მაინცდამაინც მოახერხა და მეკარეს მოარტყა, იგივე იყო ბაიერნთან მეხუთე შეეძლო გაეტანა იამალის პასით მაგრამ საერთოდ ვერ შეეხო ბურთს. პირველი გოლის ეპიზოდში გავი აღმოჩნდა ფორვარდის პოზიციაზე, ეს რო ყოფილიყო შეიძლება ვერც გაეტანა. კარგი ფორვარდია მაგრამ ამოვარდნები აქ ხოლმე და როცა ვარდება ფორმიდან მაშინ უჭირს ბარსას ზუსტად მოგება დააკვირდით. ბილბაოსთან ბევრი იშრომა ჩამოდიოდა უკან ბურთი აჰქონდა, ნახევარდაცვას ეხმარებოდა აქტიური იყო მესი გამახსენდა. ნუ მოკლედ თუ ფორმაში ჩადგა კაი ფორვარდია მაგრამ დიდი ხანი ვერ ინარჩუნებს ფორმას. ზაფხულში ერთი კაი ფორვარდი გვინდა.

  • ChuxrELia
    09 იან 2025, 08:51

    რეალი შეიძლება საშიშია ეხლა, მაგრამ კლასიკოში ისეთი ამოუცნობი ატმოსფეროა ხოლმე, რომ რაც არ უნდა ძლიერი იყოს რომელიმე, მაინც პირიქით შეძლება დაჯდეს ანგარიში, ასე რომ მაგარ თამაშს ველოდები 😎