სანამ ლაპორტა დანი ოლმოს დარეგისტრირებას ცდილობს, მანამდე შეგვიძლია თვალი გადავავლოთ 2024 წელს, რომელიც კლუბისთვის წარუმატებელი გამოდგა. იყო გამონათებები, იმედს რომ გაგიჩენდა ადამიანს, მაგრამ სრული სურათი არ შეცვლილა – კლუბი უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაშია და ამ ამბავს ბევრი სხვა პრობლემაც მოჰყვება.
ვუსურვოთ ლაპორტას ფული, ბევრი ფული! ვუსურვოთ თანმიმდევრულობა, გამართული მენეჯმენტი და სიმშვიდე. არანაკლებ რთული წელი იქნება, თუმცა, რამდენიმე მიზეზის გამო, შედარებით უფრო იმედიანად ვართ. ჰოდა, მივყვეთ ახლა ნაწილ-ნაწილ რა ვნახეთ 2024 – ში.
საუკეთესო პერიოდი
რა თქმა უნდა, ოქტომბერია გამოსაყოფი, როცა არა მხოლოდ “ბარსას” ქომაგებმა, არამედ, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარმა დაიჯერა, რომ “ბარსა” დაბრუნდა. ჯერ მიუნხენის “ბაიერნი” გაანადგურეს 4:1, მერე კი “მადრიდი” 4:0, თანაც, “ბერნაბეუზე”. ალაპარაკდნენ ფლიკის ეფექტზე, უწოდეს გენიოსი, ასე სწრაფად რომ შეძლო მოშლილი გუნდიდან მონსტრის შექმნა, მაგრამ მცირე ხანს გასტანა ამ ყველაფერმა. გუნდს სტაბილურობა აკლია, რისი ჩვენება შეუძლია პერსპექტივაში ეს უკვე ვიცით.
ყველაზე მძიმე პერიოდი
2024 წლის იანვარი ყველაზე რთული იყო, “ბარსა” სუპერ თასზე “მადრიდთან” განადგურდა საუდის არაბეთში, მერე კოპა დელ რეიდან გამოვარდა “ბილბაოსთან” მეოთხედფინალში, მერე “ვილიარეალთანაც” დამარცხდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაც შეწყვიტა. ასე ერთდროულად დაკარგა სამი ტიტული სულ რაღაც ერთი თვის მონაკვეთში. ჩავიმ განცხადება გააკეთა, რომ კლუბს ივნისში დატოვებდა.
საუკეთესო მატჩი
ვარიანტი ორია და ორივე ვახსენეთ, ამ ორიდან კი მაინც კლასიკოს ავირჩევდი. ფლიკის წინაშე ძალიან რთული ამოცანა იდგა, როგორც წესი, ცენტრამდე აწეული დაცვით თამაშობს, მაგრამ “მადრიდთან” ეს დამღუპველია, მიუხედავად ამისა, გარისკა და მეტოქე 12-ჯერ ჩატოვეს თამაშგარე მდგომარეობაში. ამ 12-დან 8 ჯერ კილიან მბაპე დარჩა ოფსაიდში. გუნდმა შეტევაშიც ძალიან კარგად ითამაშა, ისე რომ ქომაგებს ძველი “ბარსა” გაახსენდათ. არა მხოლოდ სათამაშო კლასის გამო, თითქოს სცენარი განმეორდა, “მადრიდს” ძვირადღირებული მსოფლიო ვარსკვლავები ჰყავს, “ბარსამ” კი თავისი აღზრდილები გამოიყვანა, თან, სულ რაღაც 17 წლის ასაკში, კუბარსიმ და იამალმა “რეალს” შავი დღე აყარეს.
საუკეთესო ფეხბურთელი
ბარსელონურ პრესაში დაიწერა ეს ბიჭი “იმას” გვახსენებსო. არ ამბობენ ვის. იმას, ვისი სახელიც არ ითქმის. ვოლდემორზე არ არის საუბარი, უბრალოდ, ამ კაცის სახელი ძალიან დიდია, ყველასთან და ყველაფერთან მიმართებით. ის რომ ბარსელონაში იამალთან არ ახსენებენ ასე ხმამაღლა, ნიშნავს იმას, რომ უფრთხილდებიან პატარა ვარსკვლავს.
ევროპის ჩემპიონატზე ვიყავი, როცა ის ცნობილი ფოტო გავრცელდა, როგორ აბანავებს მესი პატარა ლამინეს. თითქოს დაანათლა თავისი ღვთაებრივი ნიჭი, მისი დიდებული გოლი საფრანგეთთან სტადიონიდან ვიხილე, აი, ავტოგრაფზე ვეღარ მივწვდი.
გამორჩეული სტატისტიკა
არ გაინტერესებთ კლუბები, რომლებმაც ყველაზე მეტჯერ ჩატოვეს მეტოქე თამაშგარეში? მეორე ადგილზე “პარმაა”, 60-ჯერ შეძლეს ამის გაკეთება, სულ რაღაც სამი ოფსაიდით ჩამორჩა “ოსასუნა”, რომელიც მესამე ადგილს იკავებს და ასე მცირე-მცირე სხვაობაა მეათე ადგილოსან “ფულემამდე”, რომელმაც მეტოქე 44-ჯერ ჩატოვა თამაშგარეში, “ბარსა” სად არის? “ბარსა” კოსმოსშია! მთელი წლის განმავლობაში მათი მეტოქეები 109-ჯერ მოხვდნენ ოფსაიდში. ეს 49-ჯერ მეტია, ვიდრე მეორეადგილოსან “პარმას” მაჩვენებელი. ეს ძალიან ბევრია. თუმცა, წლის ბოლოს თითქოს ალღო აუღეს გუნდებმა და დაძლიეს კიდეც ეს ზღვარი.
წლის ციტატა
“ჩავი მომავალ წელსაც მთავარი მწვრთნელი იქნება”, – თქვა ჟოან ლაპორტამ 25 აპრილს, ოთხი თვის შემდეგ, რაც ჩავიმ ზაფხულში წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება. პრესკონფერენციაზე ლაპორტა, დეკუ და ჩავი ერთად გამოჩდნენ, ხელიც ჩამოართვეს ერთმანეთს და თითქოს ყველაფერი გაოფიციალურდა, მაგრამ..
ჩავიმ თავისი განცხადების მერე აზრი შეიცვალა, ლაპორტას შეხვდა, სუში მიირთვეს და შეთანხმდნენ, რომ მუშაობას გააგრძელებდა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ლაპორტას უკვე დაწყებული ჰქონდა მოლაპარაკებები ჰანსი ფლიკთან. ასე რომ, ესეც გამოუცდელობის ბრალია, ჩავის ან არ უნდა ეჩქარა, ან, მერე აღარ უნდა შეეცვალა გადაწყვეტილება.
მოულოდნელი დარტყმა
აპრილში ჩავიმ დასტური მიიღო დარჩენაზე, მაგრამ ერთი თვის მერე აღმოჩნდა რომ კლუბი უნდა დატოვოს. დეკუ და ლაპორტა ფლიკს დუბლინში შეხვდნენ, ჩავიმ ამის შესახებ არაფერი იცოდა, გერმანელისგან დასტური მიიღეს და ყველაფერი ასე გადაწყდა. ერნანდესი, რა თქმა უნდა, ძალიან ნაწყენი და იმედგაცრუებული დარჩა.
ვინ გაგვაოცა
ჩვენი გაოცება მარკ ბერნალმა დაიწყო, მერე კინაღამ გული გაგვიხეთქა, როცა ჯვარედინი გაიწყვიტა, არადა, უკვე იწერებოდა, ახალი ბუსკეტსი გამოჩნდაო. სამაგიეროდ, სწრაფადვე ჩაანაცვლა მარკ კასადომ, რომელიც ნახევარდაცვის საკვანძო ფიგურად იქცა და იმაზე მეტ ნდობას იმსახურებს, ვიდრე ფრენკი დე იონგი.
რას ველით 2025-ში?
პირველ რიგში, ველით ოლმოს დარეგისყტრირებას. კაი ჯანდაბას, ვიქტორიც დაარეგისტრირონ, მაგრამ ოლმო აუცილებლად. ველით “კამპ ნოუზე” დაბრუნებას, რომელიც მიმდინარე სეზონში ბოლომდე ვერ დასრულდება, მაგრამ საკმარის მაყურებელს მაინც დაიტევს და კლუბს ქირის გადახდაც აღარ მოუწევს.
რაღა დაგიმალოთ და.. ტიტულსაც ველი.
Goalkeepers 🇨🇵
Lucas Chevalier – 23 🇨🇵
Illan Meslier – 24 🇨🇵
Paul Bernardoni – 27 🇨🇵
Mike Maignan – 29 🇨🇵
Brice Samba – 30 🇨🇵
Alphonse Areola – 31 🇨🇵
Alban Lafont – 25 🇨🇵
Defenders 🇨🇵
Clement Lenglet – 29 🇨🇵
Maxence Lacxroix – 24 🇨🇵
William Saliba – 23 🇨🇵
Olivier Boscagli – 27 🇨🇵
Robin Le Normand – 28 🇪🇦×🇨🇵
Aymeric Laporte – 30 🇪🇦×🇨🇵
Left 🇨🇵
Lucas Hernandez – 28 🇨🇵
Theo Hernandez – 27 🇨🇵
Lucas Digne – 31 🇨🇵
Adriern Truffert – 23 🇨🇵
Romain Perraud – 27 🇨🇵
Rayan Ait-Nouri – 23 🇩🇿×🇨🇵
Right 🇨🇵
Benjamin Pavard – 28 🇨🇵
Malo Gusto – 21 🇨🇵
Leo Dubois – 30 🇨🇵
Ruben Aguilar – 31 🇨🇵
Defenders 🇨🇵
Clement Lenglet – 29 🇨🇵
Maxence Lacxroix – 24 🇨🇵
William Saliba – 23 🇨🇵
Robin Le Normand – 28 🇪🇦×🇨🇵
Aymeric Laporte – 30 🇪🇦×🇨🇵
Midfilders 🇨🇵
Adrien Rabiot – 29 🇨🇵
Valentin Rongier – 30 🇨🇵
Matteo Guendouzi – 25 🇨🇵
Jordan Veretout – 31 🇨🇵
Morgan Sanson – 30 🇨🇵
Maxine Lopez – 27 🇨🇵
Corentin Tolisso – 30 🇨🇵
Lucas Tousart – 27 🇨🇵
Maxence Caqueret – 24 🇨🇵
Houssem Aouar – 26 🇩🇿×🇨🇵
Adil Aouchiche – 22 🇨🇵
Yacine Adli – 24 🇨🇵
Maghnes Akliouche – 22 🇨🇵
Romain Faivre – 26 🇨🇵
Enzo Le Fee – 24 🇨🇵
Baptiste Santamaria – 29 🇨🇵
Benjamin Bourigaud – 30 🇨🇵
Eliesse Ben Seghir – 19 🇲🇦×🇨🇵
Imran Louza – 25 🇲🇦×🇨🇵
Forwards 🇨🇵
Martin Terrier – 27 🇨🇵
Neil Maupay – 28 🇨🇵
Amine Gouri – 24 🇩🇿×🇨🇵
Rayan Cherki – 21 🇨🇵
Florian Thauvin – 31 🇨🇵
Nabil Fekir – 31 🇨🇵
Ludovic Ajoque – 30 🇨🇵
Gaetan Laborde – 30 🇨🇵
Remi Oudin – 28 🇨🇵
Enzo Crivelli – 29 🇨🇵
საშინელი წელი იყო ბარსასთვის, მიუხედავად იმისა რომ სექტემბერი-ოქტომბერი ეს კლუბი ძალიან კარგ ხასიათზე მაყენებდა, მერე აურიეს ძაან.
ბეტისი, ჟირონა, ოსასუნა ამათან გვაქვს კაი ურთიერთობა
ველით "კამპ ნოუზე" დაბრუნებას, რომელიც მიმდინარე სეზონში ბოლომდე ვერ დასრულდება, მაგრამ საკმარის მაყურებელს მაინც დაიტევს და კლუბს ქირის გადახდაც აღარ მოუწევს.
"კამპ ნოუზე" გამახსენდა. ვინმეს თუ აქვს ტელევიზორში "National Geographic chanel" აუცილებლად ნახეთ უკვე ორი კვირაა გადის, ახალი ბერნაბეუ. გაგიჟდება კაცი ეს რა გაუკეთებიათ. ის რო მინდვრის საფარი 5-6 ნაწილად იკეცება და სადღაც ქვევით ჩადის არაფერია იმასთან შედარებით რაც ზემოთ ხდება. საძირკველში მოედნის ქვეშ ტრაილერები დადიან, რემონტის დროს და იქ გზაც ასე რჩება. შენობა თითქმის იგივე დარჩა ოღონდ რკინაში ჩასვეს რო ახალ დაშენებებს და მოძრავ გადახურვას გაუძლოს. თურმე ეს რკინის შეფუთვა ეიფელის კოშკის წონაზე მეტია, მთელ გარშემოწერილობაზე ეკრანი 360 გრადუსიანს ეძახიან. მერე ამ რკინაში ჩასმულ სტადიონს კიდევ ალუმინის უზარმაზარი ფილები შემოარტყეს. მოკლედ ენით ვერ აღწერს კაცი. მილიარდ 250 მილიონი დაჯდაო პერესმა, მაგრამ მე მგონი 2 მაგდენიც დაჯდებოდა ამხელა ფუფუნება. დავგუგლე და იუტუბზე ვიპოვე ეს ფილმი, ვისაც არ დაგეზარებათ ნახეთ სასწაულს გავს.
https://www.youtube.com/watch?v=Gu_B31mQqCw
ვითონ "კამპ ნოუ"-ზე ასეთი რამე აშენდება?
აი არ მესმის ვკღაც ნიკო ვილიამსის გამო რატო ჯნდა გადაიკიდლ ისეთი ისტორიული გუნდი როგორიც ბილაბაო ბასკების გადაკიდება კიდე ცალკე საშინელებაა და არ მესმის რატო როცა გუნდი არასდროს არაფერს აკეთებდა შენს საწინააღმდეგოდ ერთადერთი გუნდი იყო რომლის ფანებიც არ გისტვენდნენ შენ და პიკეს ამასობაში კიდე ლაპორტამ მოახერხა და გადაიკიდა 3 ისტორიული კლუბი რეალი,ბილბაო,ატლეტიკო დღეს წავიკითხე რო სხვა გუნდებიც არიან წინააღმდეგიო და დიდი ალბათობით სევილია ვალენსიაც შეუერთდა მაგათ და რავი ღირდა ნიკო ვილიამსის გამო მთელი ლალიგის გადაკიდება? კაი რეალი ატლეტიკო ესპანიოლი ისედაც გადაკიდებული გვყავდა მარა ბილბაო სევილია და ვალენსია??
ოლმოს პრობლემა მოგვარდეს და დავიქოქებით ისევ. ოღონდ რეალიზაციის პრობლემა მოგვეხსნას და ტიტულებიც მოვა. ხო და ტრამვები რაც შეიძლება ცოტა.
ტიტულს ველი როგორც მგელი 😎
ბედობას გილოცავთ!