დიდებული საჩუქარი გაუკეთეს დიეგო სიმეონეს, “ბარსასთან” გასვლაზე არასდროს მოუგია, იმ უმძიმეს პერიოდებშიც კი, როცა მესი წავიდა და მშველელიც არ ჩანდა არავინ, ახლა კი მოიგო, გატეხა ეს ნავსი, თუმცა, სამომავლოდ იმას მაინც ვიტყვით, რომ “კამპ ნოუზე” არ მოუგია. ისევ ისე თამაშობს, როგორც პირველად გამოჩენის დროს, დაცვაში გამაგრებული ე.წ ავტობუსით, კონტრშეტევებზე, ცივსისხლიანად. ამიტომ, “ატლეტიკოდან” გადმოსული ფეხბურთელები დიდად არ გამოადგა “ბარსას”, მაგრამ აქედან წასულები ძალიან გამოადგათ იმათ და ჩემპიონობებიც ასე მოვიდა მადრიდელთათვის, ჯერ ვილა წავიდა საჩემპიონოდ, მერე ლუის სუარესი.
ახლაც დაწინაურდა სიმეონეს გუნდი პირველ ადგილზე, “ბარსას” და “რეალის” გადამკიდე, რომელთაც უამრავი ქულა დაკარგეს, ასე თუ გააგრძელეს სიმეონე კიდევ ერთ ჩემპიონობას შეწვდება, სტაბილურად ივლის ამ ავტობუსით. ნელა დადის, დიდად მიმზიდველი ვერ არის, მაგრამ მძღოლმა კარგად იცის როგორ უნდა ჩავიდეს დანიშნულების ადგილამდე.
ზამთარში გაჩერდება და კაცმა არ იცის ვინ ამოვა ავტობუსში.
არადა, ლამაზი იყო..
სიმეონემდე იყო სპექტალები, “ბარსა” და “ატლეტიკო” შედევრებს ქმნიდნენ ამ მატჩებში, უამრავი გოლი გადიოდა, თანაც რა გოლები! სიმეონეს მოსვლის მერე კი მხოლოდ მესი ქმნიდა შედევრებს. ახლა მესიც აღარ არის და გაჭირდა ამ მატჩის იმავე დონეზე აყვანა, მაგრამ “ბარსამ” მაინც ძალიან კარგად ითამაშა და ძალიან მაგარი გოლიც გვაჩუქა. საერთოდ, გადავხედე შემადგენლობას და გუნდი დავინახე, მიუხედავად იმისა, რომ იამალი გამოაკლდათ, ეგ ბიჭი კიდევ ძალიან დიდი დანაკლისია, მაინც კარგად დაკომპლექტებული შემადგენლობა დამხვდა, თანაც სათადარიგოებზეც მაგარი ბიჭებით – არაუხო, ოლმო, დე იონგი, ამათგან მხოლოდ ოლმო გამოჩნდა, დე იონგის საქმე სულ უკან და უკან მიდის. არაუხო კი ჯერჯერობით მზად არ არის, როგორც ჩანს, აი, ზამთრის პაუზის მერე ვნახოთ რას იზამს.
ვინც ითამაშა მშვენივრად ითამაშა, ერთი ეგ არის, რომ დამაგვრიგვინებელ ფაზაში მოიკოჭლეს, ეგ კიდევ მთავარი ამბავია ფეხბურთში, “ბარსას” ბევრჯერ შეეძლო თამაში მოეკლა და ყოველ ჯერზე ხელი მოეცარა, განსაკუთრებით რაფინიასა და ლევანდოვსკიზე უნდა ითქვას, დააგდო ტემპი პოლონელმა, დასვენება სჭირდება, აღარ შეუძლია, სახსრები აწუხებს და ქოშინებს.
გოლი კი ძალიან ლამაზი იყო, ლა მასიას ტრადიციებზე, პედრიმ დაიწყო და მანვე დაასრულა, პასი გავისი იყო, ძალიან ლამაზად დატრიალდა ინიესტას მსგავსად, შესაძლოა, პასი სულ არ სურდა, ალბათ თავად აპირებდა წინ შეგდებას, მაგრამ ლამაზად კი გამოუვიდა ყველაფერი, შეატოვა პედრი მეკარეს და ამანაც ზუსტად იმ ღრიჭოში გააძვრინა საიდანაც გატანა შეეძლო, ორი მცველი ჩაუხტა ფეხებში და ორივეს აჯობა, საერთოდ, პედრის ძალიან მაგარი თამაში ჰქონდა და უნამუსობაა, რომ გუნდმა ვერ მოიგო, ვერ შეირგეს მისი გარჯა.
დაიქოქა ავტობუსი
მეორე ტაიმის დასაწყისში მარკ კასადო შურმა აიტანა, ვერ მოერია ეს ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი, გავიმ ისე ლამაზად ითამაშა, იმდენი ტაში და შექება დაიმსახურა, რომ თავადაც მოუნდა რაიმე მსგავსი გამოცდილება ჰქონოდა, ჰოდა, მანაც გენიალური პასი იკისრა! ოღონდ, ერთი ეგ არის, რომ კარი შეეშალა. გვიან გააცნობიერა ეს ამბავი, ბურთი უკვე “ბარსას” კარში ფართხალებდა, დე პოლი კი ღრიალით გარბოდა ფანებისკენ.
პედრის გარდა ისევ გამორჩეული იყო რაფიანია, უცნაური მატჩი კი გამოუვიდა, მაღალ დონეზე ითამაშა, მაგრამ მის სინდისზეა, რომ “ბარსამ” სამი ქულა ვერ აიღო, ორჯერ ერთი-ერთზე გავიდა, მაგრამ გოლი ვერ შეაგდო, ჯერ ხარიხას გაარტყა, მერე მეკარემ აჯობა. ასეთ შეხვედრებში კი ეს დამღუპველია, ასეთ საჩუქარს ვინღა გაგიკეთებს?!
ძალიან კარგი შანსი გაუშვა ხელიდან პედრიმაც, არადა, გოლი და მოგება ერთი იქნებოდა. ბოლოს კი გაიქცნენ სიმეონეს ბიჭები, ვინც მიადევნა თვალი თამაშს, ყველას ჰქონდა ალბათ ეს გრძნობა – ერთხელ კიდევ გაიქცევიან, ერთხელ კიდევ ექნებათ მომენტი და ვაი კუბარსის ტყავის ბრალი, თუ ბურთი ვერ ჩაჭრა და ფეხებს შორის გაუძვრა..
ხო, ვერ ჩაჭრა. გაუძვრა.
“ბარსა” ბოლო წუთებზე დამარცხდა. მწარე მარცხი იყო, მხოლოდ მოგონებებმა მომიყვანა ხასიათზე, არ ვიცი რამ გამახსენა – რომარიო იხსნება საჯარიმოში, ორი ნაბიჯს დგამს და პირდაპირ სახეში ურტყამს მუშტს დიეგო სიმეონეს. ეგრევე დაანოკაუტა. რამ გამახსენა.. ტკბილი ეგ იყო ალბათ, მწარე და ტკბილი რამ გაყო.
დავიშალეთ
ორი კვირა “ბარსას” გარეშე ვიქნებით. მერე კი სუპერ თასის თამაშებიც წამოგვეწევა და ჰანსი ფლიკი პირველი ტიტულის მოგებას ეცდება.
მომენტებს ბევრს შექმნის და ვაბშე ძლიერ გუნდებთან ბევრსაც გაუშვებს ეს ბარსელონა .
ყველა თამაშში ეტყობა, რომ უკან სივრცეები რჩება , რჩება რა ეგაა ტაქტიკა .
რეალტან ანუ იქედან შემსრულებლები ჰყავთ და აითვისებენ მაგ სივრცეებს, აქედან კიდე ლევას ფეხი თუ გაუმრუდდა როგორც იცის და სხვებმაც მაზეს ,ეგეტ სცენარში გაჭირდება .
ბარსას ფეხბურთისგან ზოგადად სიამოვნება არ მიმიღია, აი ხავის პირველი სამი თვის მერე,
ობამეიანგით, 40 წლის ალვეშით და ადამა ტრაორეთი რომ აჯაზებდაbiggrin.gif
ფლიკის 2-1ებიც ძალიან სასიამოვნო საყურებელია, ყველა შემტევი დაბუსტა აბსოლუტურად
სულ ოდნავ მეტი რესურსი რომ ჰქონდეს ხო შეიძლებოდა არა
კუბარსის ასისტი მინდა ავღნიშნო პირველ გოლზე, მოედნის ხედვა-პასი აბსოლუტურად ტოპ დონეზე აქვს 17 წლის ასაკში
ესეთი პასები მცველისგან ძალიან იშვიათად
იამალზე და მის ასისტებზე აღარაფერს ვიტყვი, სეზონის დაწყებამდეც მეგონა რომ საუკეთესო ასისტენტი გახდებოდა
აი ოღონდ მეტი აღარ აილეწოს რა არავინ
* * *
მხოლოდ პედრი და გავი არ იმსახურებდნენ ამ წაგებას
მეგონა ჩემს დაწერილს ვკითხულობდი… ერთა-ერთი სხვაობით. გავი ტრავმამდე რა დუხზეც იყო იმ "დუხზე" თუ დაბრუნდება – გამოგვადგება! ამ გუნდს ყოველთვის ჭირდებოდა 1 შემფითილებელი!
გუშინ, წაგების მიუხედავად – ატლეტიკო გამოისვეს ტრაკში! ის 2 გოლი ერთი არასწორი მოგერიების ბრალი იყო და გაუმართლათ და მეორე ბოლო წამებზე გავიდა – მთელი გუნდით, რომ შეტევაში იყო ბარსა, რომ როგორმე თამაში მოეგოთ! 97-თუ 98 წუთის განმავლობაში (დამატებული დოსთან ერთად) მხოლოდ მათი მეკარე ჩანდა – გუნდი მკვდარი იყო!
ფლიკმა რაც ამ დროში შეძლო (თამაშის სტილით და ფიზიკით) ალბათ არცერთ მწვრთნელს არ უქნია ბარსელონაში! 1-2 ტრანსფერსაც თუ შემატებენ – დახატავს!
არა ბიჭო და ჩაჯვი ჯობდა მაგის გამზრდელი #####ან – 1:0 გაწურვა ოცნებად ქონდა გადაქცეული! გული მერეოდა ამათ თამაშზე და აღარც ვუყურებდი!
2ჯერ დაარტყეს კარში და ორივე გოლი,რა ფლიკის ბრალია მაგი ის ხომ ვერ გაიტანს.ლევნდოვსკიმ მოუკლო და ფორვარდი მოსაყვანია 2 ისეთი მომენტი გააფუჭა გავგიჟდი