მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ფლიკმა ვერ გათვალა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ფლიკმა ვერ გათვალა

გადამწყვეტი მომენტი მატჩის 65-ე წუთზე შეიქმნა, ჩვენი და კიდევ ათასობით ადამიანის დაწუნებული ფერან ტორესი დრიბლინგით დაიძრა მეტოქის კარისკენ, ორი ფეხბურთელი ჩამოიცილა და მეკარეს პირდაპირ კვერცხებში მოარტყა. შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მეორე ტაიმის დინამიკა ისეთი იყო რომ “ბარსა” მთლიანად შეცვლიდა თამაშის სურათს, მაგრამ ფერანმა კვერცები არჩია. 

ამას “ოსასუნას” გოლი მოჰყვა და სხვაობა ისევ ორამდე გაიზარდა. “ბარსამ” ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ მარცხით სწორედ ამ მომენტში დამარცხდა. 

სასტარტო 

ამას გადახალისება აღარ ჰქვია, ფლიკი ფაქტობრივად ბ გუნდით გამოვიდა მოედანზე – პენია (იძულებითი ცვლილება), დომინგესი, მარტინი, გარსია, ვიქტორი, ტორე – ეს ხალხი ძირითადთან ახლოსაც არ იქნება სრული შემადგენლობის მობილიზების შემთხვევაში. უნდა გვესმოდეს რომ “ბარსა” მესამე შემადგენლობით თამაშობს, ასეთ დროს კი ყველა მატჩის მოგება შეუძლებელია. როტაციას მიმართა, სხვა გზა არ აქვს, კალენდარი მაქსიმალურად დატვირთულია, ტრავმები ხშირია, ასაკი მცირე. ასე რომ, ფლიკის სტრატეგია აბსოლუტურად გასაგებია, უბრალოდ ახლა არ იმუშავა. 

განსაკუთრებით ცუდი შეხვედრა ჰქონდა დომინგესს, არც მარტინი ბრწყინავდა, მაგრამ დომინგესის დაცვის ცენტრში ყურება მართლა რთული იყო. სერჟი 19 წლის არის, ვინ იცის იქნებ დადგეს მისგან კარგი მცველი, მთავარია შეცდომებზე ისწავლოს. პირველი გოლის დროს პოზიცია ცუდად ჰქონდა შერჩეული, მეორე გოლის დროს ბურთის ჩაჭრა უნდა ეცადა და არა მანძილის მოგება, შორიდან მარტივია საუბარი, კაცმა არ იცის ბურთმა მართლა ასე ახლოს ჩაუარა თუ არა, ეკრანზე ასე გამოჩნდა. კარლეს პუიოლი იყო ამის ოსტატი, სასწავლად შეუძლია “ჩელსი” “ბარსას” უყუროს, 2006 წელს, გადათხრილ “სტემფორდ ბრიჯზე”, იქ ჩაჭრა კარლესმა ფრენკ ლამპარდის 2-3 ასეთი პასი. 

სერჟი მესამე გოლშიც “ვარსკვლავია”, პენალტი აიკიდა. მეოთხე ჯანდაბას, იამალს უფრო ჰქონდა ბრალი. 

მოკლედ, არ დაივიწყო ეს საღამო სერჟი, ბევრი იფიქრე, ცივი გონებით, შეცდომებზე ისწავლე და ჯერჯერობით გადაჯექი სკამზე. 

მეორე ტაიმი 

პირველთან შედარებით ცოცხლად დაიწყო და “ბარსას” გაუმართლა კიდეც, მეტოქის მეკარე ჯერ პასის დროს შეცდა, მერე კი პაუ ვიქტორის ნაცოდვილარი გაუშვა, რა დარტყმა იყო ეს?! გადააფურთხა კარისკენ! მეკარე ერერამ კი მაინც გაუშვა. თან, საკუთარ კედლებში თამაშობს, საკუთარ ქომაგს გული გაუხეთქა და კარსუკან ალბათ შეამკეს კიდეც ლამაზი სიტყვით. 

შეეძლო “ბარსას” გათანაბრება – ლევანდოვსკის, და განსაკუთრებით ფერანს უნდა გაეტანა., მაგრამ არ მოხდა ასე. მერე ცვლილება იყო და ვიფიქრე რომ ეგ არის, მოვატრიალებთ ამ მატჩს – იამალი და რაფინია გამოვიდნენ. იამალის ყველა შეხება უკვე მაგიური ხდება, ამ შეხვედრაშიც ორი ძალიან მაგარი პასი გაჭრა, ვერ შეირგეს, მაგრამ კი შემორჩა გონებას. რაფინიაც აქტიური იყო, მართლა კარგი ლიდერია, ამ გუნდში მით უმეტეს. 

ვერ გაიტან – გაგიტანენ! 

ჯერ 3:1 გახდა ანგარიში, მერე კი შორიდანაც გაისროლეს – 4:1. 

“ბარსამ” პრესტიჟის გოლიღა გაახერხა, თანაც, ძალიან ლამაზად, ლამინე იამალმა ულამაზესი გოლი შეაგდო. უკვე 30 წუთიც ჰყოფნის ჩვენს გასაოცებლად. შეცდომაც ჰქონდა, მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია რომ გრძელდება ეს საოცარი პროგრესი. 

ჰანსი ფლიკის მარცხი 

ყველა ფეხის დაცდენის მერე უფრო ძლიერი ბრუნდება, ეს კიდევ კარგი ანალიზის დამსახურებაა. ეჭვი არ არის, ეს მარცხიც საზრდელად წაადგება, შეცდა სასტარტო შემადგენლობაში და მიმაჩნია რომ ცვლილებებშიც შეცდა. შესაძლოა, დროც ვერ გათვალა სწორად და ვერც ის გაიაზრა რომ ამ სტადიონზე თამაში არასდროს არის მარტივი. რაღაცით “მესტალიასაც” წააგავს, ხმაურიანი ქომაგები ჰყავთ, ყველა შეხების ფასი რომ იციან ისეთი. 

თავში ნაადრევად დაუტრიალდა ჩემპიონთა ლიგის მატჩი, თითქოს ჩათვალა რომ ლა ლიგაში სულ ასე ლაღად ივლის და ჩემპიონთა ლიგის დრო მოვიდაო, ჰოდა, არ არის ეგრე მარტივად საქმე. 

სანაკრებო პაუზამდე ორი მატჩია, როგორც ჩანს, დაბრუნებას არავინ იჩქარებს, ჯერ პაუზა იქნება და მერე უნდა ველოდოთ შევსებას. პირველ რიგში, ალბათ გავი გამოჩნდება, დიდი ხანია არ გვინახავს, ოლმოც მალე უნდა დაბრუნდეს წესით და მერე მოვლენ დანარჩენებიც. ახლა მხოლოდ ეს სურვილია ჩვენთან – ვნახოთ ფლიკის “ბარსა” სრული შემადგენლობით. 

შტეგენს აღარ უნდა ველოდოთ, სამაგიეროდ, სჩესნი გვეყოლება საქმეში სანახავი. 

წინ “იანგ ბოიზია”. 

 მალე შევხვდებით!

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (38)

  • nika 54
    01 ოქტ 2024, 17:12

    ციტატა: SHAREONEDEAD
    ვალდანომ რო ზუსტი პროგნოზი თქვა გუშინ რო ბარსა ქულებს დაკარგავდა მერვე ტურში მარტო მე მგონია რო კომერციულად იყო გადაწყვეტილი ეს წაგება პერესის მხრიდან? ალბათ ამ თვის ხელფასს გაორმაგებულს აიღებენ ოსასუნას ფეხბურთელები ტიპებმა ისეთი თამაში ჩაატარეს მთელი სეზონის განმავლობაში რო ვეღარ ითამაშებენ იმენა გამოიძრეს და გაიყარეს რასაც ქვია. რავიცი ეგრე ზუსტად იძახდე პროგნოზს კამერების წინ რო უეჭველი დაკარგავს ქულებს და ბრახ მართლაც ისეთი ანგარიშით წააგეს რავი პაფ დედის მერე აღარ მიკვირს მამენტ არაფერი 😃😃😃


    სანახევროდ ზუსტი გამოვიდა, რეალი მოიგებსო და კი ვნახეთ რო ქვეშაფსია ანჩელოტიმ ჩავივით ანგარიშის შენარჩუნება გადაწყვიტა. ეს კი ჩოლოს გუნდთან კატასტროფაა.

  • Neymar
    30 სექ 2024, 01:57

    ციტატა: Barca for life
    🔸There is unanimity among the Spanish referees that Lucas Torró committed a foul on Pau Víctor and thus Osasuna’s second goal should not have stood.
    🔸The Technical Committee of Referees (CTA) will speak with the VAR for the match, Pizarro Gómez.
    [Archivo VAR]

    მოკლედ რაღაც რუბრიკა უნდა წამოვიწყო სადაც ჩამოვწერ მსაჯების შეცდომებზე ბარსასა და რეალთან მიმართებაში.

    ნაწილი პირველი – აგვისტო-სექტემბერი

    ბარსა

    1. რაიოსთან ოლმოზე არ დადებული პენალტი (სადავო არაფერია)
    2. რაიოს ფეხბურთელის მიერ პედრიზე განზრახ სახიფათოდ ფეხში ჩარტყმა, რაც საწითლე იყო, მაგრამ არ გაუგდიათ.
    3. კუნდეს ჯარიმის გამო ასევე რაიოსთან გაუქმებული გოლი, რომელიც ოსასუნას შემთხვევაში ჩაგვითვალეს.
    4. ოსასუნას ამბავი რომ გავაგრძელოთ, იამალზე პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა დაახლოებით 60/40ზე ბარსას სასარგებლოდ, მაგრამ არც გადახედეს. საბოლოო ჯამში ოსასუნასთან მსაჯმა არასწორი გოლი ჩათვალა და პენალტი არ დანიშნა რაშიც 3 ქულა დაიკარგა. ახლა კი მსაჯს ფედერაცია მიადგა მაგრამ მაგით ქულებს არ დაგვიბრუნებენ.
    5. ვილიარელთან 2 ფეხბურთელი იყო გასაგდები: პერესი და აკომაჩი იამალზე განზრახ უხეში თამაშის გამო. არცერთი არ გაუგდიათ.

    ჯერჯერობით ესაა რაც მახსოვს და თუ სხვა კიდევ გაგახსენდებათ მივაწერ.

    რეალი:

    1. რეალის პირველი საკამათო ეპიზოდი იყო ლას პალმასთან როცა რუდიგერმა საჯარიმოში აშკარად წააქცია ფეხბურთელი და პენალტი არ დაინიშნა, თვითონ კი ერთადერთი გოლი სწორედ პენალტით გაიტანეს. თამაში 1-1 მორჩა, ფაქტია რეალს უნდა წაეგო მაგრამ გადაარჩინეს.
    2. ბეტისთან მეორე პენალტი ძალიან საეჭვოდ დაიდო, საჯარიმოში ვინის ფეხზე კონტაქტი იყო თუმცა არც ბურთი ჰქონდა და არანაირ საფრთხეს არ ქმნიდა იმ მომენტში, როცა მცველმაც აშკარად შემთხვევით დააბიჯა და აი ძალიან სოფთ პენალტი იყო. მაგ პენალტის შემდეგ 2-0 გახდა და ბეტისიც გატყდა არადა 1-0ზე რას იზამდენენ კაცმა არ იცის.
    3. ენდრიკზე დადებული პენალტი! ნუ აქ სადავო არც არაფერია, სოც.ქსელები მიმოფანტულია ფოტოებით სადაც აშკარად ვხედავთ რომ ფეხზე კონტაქტი საჯარიმოს გარეთ იყო, ენდრიკი კი საჯარიმოში გადახტა. ნუ იმდენად სამარცხვინო პენალტია რომ ეგეთი ძალიან ცოტა თუ გაგვახსენდება ისტორიაში. მართალია ამ პენალტს თამაშის ბედზე ზეგავლენა არ მოუხდენია მაგრამ მბაპეს ბომბარდირობაზე ნამდვილად ახდენს. თუმცა აქ გავლენის მოხდენას რომ თავი დავანებოთ უბრალოდ სირცხვილია რაც მოხდა.

    აქაც შეგიძლიათ დაამატოთ თუ რამე გაგახსენდებათ.

    მოკლედ ყოველთვიურად დავიწყებ ამ რუბრიკის წარმოებას და თვის ბოლოს მოდი მიმოვიხილოთ ეს ამბები, წლის ბოლოს კი შევაფასოთ რა გავლენა იქონია თითოუელმა დეტალმა გამარჯვებულის ბედზე.

    რას იტყვით? როგორი წამოწყებაა?


    ძალიან მაგარი წამოწყებაა❣️
    კიდე ის მახსენდება მაგალითად ენდრიკმა მოწინააღმდეგე მოთამაშეს რასაც ჰქვია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით კვერცხებში ამოსცხო და მსაჯმა მხოლოდ ყვითელი აჩვენა როცა სხვა ნებისმიერი გუნდის მოთამაშეს მაგაზე წითელი და 2-3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია არ ასცდებოდა

  • Levani
    30 სექ 2024, 01:41

    Კარგია რო ვერ მოიგეს აქ მოგება ფსიქოლოგიურად დიდ მუხტს მისცემდათ ახლა კი პირიქითაა. კალენდარიც არ უწყობთ ხელს წინ კიდევ ვილიარეალთან, ჟირონასთან და ბილბაოსთან აქვთ სათამაშო ჩვენ კი მხოლოდ ატლეტიკო დაგვრჩა რთული და რათქმაუნდა კლასიკო ეს ორი თამაში რო მოვიგოთ პირველ წრეს საკმაოდ სოლიდური უპირატესობით დავამთავრებთ

  • Frenkie de Jong 21
    30 სექ 2024, 01:26

    ჩვენ რო ასე 1:0 გაწურვაზე ვითამაშოთ გადაგვივლია სიცილად აგვიგდებენ და რაც კარლო მანდ მოვიდა სულ ეგრე იგებენ თამაშებს ნახეთ იმენა ამ თამაშში ბოლოს რამდენი მცველი შემოყარა 😀

  • me da barca
    30 სექ 2024, 01:25

    2 ქულა ამოაცალეს ჯიბიდან ამ საზიზღარ **ე გუნდს.

  • Frenkie de Jong 21
    30 სექ 2024, 01:24

    ის გოლი რაც გაიტანეს ისიც გაუმართლა იმას თორე დიდი შანსია ობლაკი მოხსნიდა. ეს 1:1 რაღაც პონტში უფრო გვაწყობს.

  • araujo4
    30 სექ 2024, 01:19

    მაგარი ნიჩია გაიწურა საღოლ

  • me da barca
    30 სექ 2024, 00:58

    მადრიდში ჩაიშალა თამაში?

    მეგონა ატლეტიკო გაძლიერდა, მაგრამ არა, არაფრის მაქნისია.

  • araujo4
    29 სექ 2024, 23:58

    სორლოტის და…ლევბას ვუყურე. რეები აკეთა ტიპმა, ატლეტიკო შეტევაში 0

  • iniestar
    29 სექ 2024, 23:28

    იამალი ისეთი ფეხბურთელი დგება, აი სასტარტოში უეჭველი რომ იყოს. ალბათ უცნაურია ესე სათქმელად, მაგრამ რაფინიას და იამალს რაღაცნაირი შეუჩვევლობა მაინც აქვთ ერთმანეთთან, შესადარებლად იამალის და ვილიამსის დუო მომყავს, ვილიამსის და იამალის ერთად თამაში უფრო "დინამიკური" იყო. მაგრამ რაფინიას და იამალის დუოს მართლა ვხედავ სამომავლოდ, რომ უკეთესი იყოს, უბრალოდ ჩემი აზრით მაინც შეჩვევა სჭირდებათ ერთმანეთთან.

  • JustBarcaLover
    29 სექ 2024, 22:59

    ციტატა: Barca for life
    🔸There is unanimity among the Spanish referees that Lucas Torró committed a foul on Pau Víctor and thus Osasuna’s second goal should not have stood.
    🔸The Technical Committee of Referees (CTA) will speak with the VAR for the match, Pizarro Gómez.
    [Archivo VAR]

    მოკლედ რაღაც რუბრიკა უნდა წამოვიწყო სადაც ჩამოვწერ მსაჯების შეცდომებზე ბარსასა და რეალთან მიმართებაში.

    ნაწილი პირველი – აგვისტო-სექტემბერი

    ბარსა

    1. რაიოსთან ოლმოზე არ დადებული პენალტი (სადავო არაფერია)
    2. რაიოს ფეხბურთელის მიერ პედრიზე განზრახ სახიფათოდ ფეხში ჩარტყმა, რაც საწითლე იყო, მაგრამ არ გაუგდიათ.
    3. კუნდეს ჯარიმის გამო ასევე რაიოსთან გაუქმებული გოლი, რომელიც ოსასუნას შემთხვევაში ჩაგვითვალეს.
    4. ოსასუნას ამბავი რომ გავაგრძელოთ, იამალზე პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა დაახლოებით 60/40ზე ბარსას სასარგებლოდ, მაგრამ არც გადახედეს. საბოლოო ჯამში ოსასუნასთან მსაჯმა არასწორი გოლი ჩათვალა და პენალტი არ დანიშნა რაშიც 3 ქულა დაიკარგა. ახლა კი მსაჯს ფედერაცია მიადგა მაგრამ მაგით ქულებს არ დაგვიბრუნებენ.
    5. ვილიარელთან 2 ფეხბურთელი იყო გასაგდები: პერესი და აკომაჩი იამალზე განზრახ უხეში თამაშის გამო. არცერთი არ გაუგდიათ.

    ჯერჯერობით ესაა რაც მახსოვს და თუ სხვა კიდევ გაგახსენდებათ მივაწერ.

    რეალი:

    1. რეალის პირველი საკამათო ეპიზოდი იყო ლას პალმასთან როცა რუდიგერმა საჯარიმოში აშკარად წააქცია ფეხბურთელი და პენალტი არ დაინიშნა, თვითონ კი ერთადერთი გოლი სწორედ პენალტით გაიტანეს. თამაში 1-1 მორჩა, ფაქტია რეალს უნდა წაეგო მაგრამ გადაარჩინეს.
    2. ბეტისთან მეორე პენალტი ძალიან საეჭვოდ დაიდო, საჯარიმოში ვინის ფეხზე კონტაქტი იყო თუმცა არც ბურთი ჰქონდა და არანაირ საფრთხეს არ ქმნიდა იმ მომენტში, როცა მცველმაც აშკარად შემთხვევით დააბიჯა და აი ძალიან სოფთ პენალტი იყო. მაგ პენალტის შემდეგ 2-0 გახდა და ბეტისიც გატყდა არადა 1-0ზე რას იზამდენენ კაცმა არ იცის.
    3. ენდრიკზე დადებული პენალტი! ნუ აქ სადავო არც არაფერია, სოც.ქსელები მიმოფანტულია ფოტოებით სადაც აშკარად ვხედავთ რომ ფეხზე კონტაქტი საჯარიმოს გარეთ იყო, ენდრიკი კი საჯარიმოში გადახტა. ნუ იმდენად სამარცხვინო პენალტია რომ ეგეთი ძალიან ცოტა თუ გაგვახსენდება ისტორიაში. მართალია ამ პენალტს თამაშის ბედზე ზეგავლენა არ მოუხდენია მაგრამ მბაპეს ბომბარდირობაზე ნამდვილად ახდენს. თუმცა აქ გავლენის მოხდენას რომ თავი დავანებოთ უბრალოდ სირცხვილია რაც მოხდა.

    აქაც შეგიძლიათ დაამატოთ თუ რამე გაგახსენდებათ.

    მოკლედ ყოველთვიურად დავიწყებ ამ რუბრიკის წარმოებას და თვის ბოლოს მოდი მიმოვიხილოთ ეს ამბები, წლის ბოლოს კი შევაფასოთ რა გავლენა იქონია თითოუელმა დეტალმა გამარჯვებულის ბედზე.

    რას იტყვით? როგორი წამოწყებაა?


    საიტზე მაინც არაფერი იდება და ამას მაინც წაიკითხავს კაცი

  • Barca for life
    29 სექ 2024, 22:13

    მსაჯების შეცდომები ვარის ეპოქაში
    (ნაწილი პირველი – აგვისტო-სექტემბერი)

    ბარსა

    1. რაიოსთან ოლმოზე არ დადებული პენალტი (სადავო არაფერია)
    2. რაიოს ფეხბურთელის მიერ პედრიზე განზრახ სახიფათოდ ფეხში ჩარტყმა, რაც საწითლე იყო, მაგრამ არ გაუგდიათ.
    3. კუნდეს ჯარიმის გამო ასევე რაიოსთან გაუქმებული გოლი, რომელიც ოსასუნას შემთხვევაში ჩაგვითვალეს.
    4. ოსასუნას ამბავი რომ გავაგრძელოთ, იამალზე პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა დაახლოებით 60/40ზე ბარსას სასარგებლოდ, მაგრამ არც გადახედეს. საბოლოო ჯამში ოსასუნასთან მსაჯმა არასწორი გოლი ჩათვალა და პენალტი არ დანიშნა რაშიც 3 ქულა დაიკარგა. ახლა კი მსაჯს ფედერაცია მიადგა მაგრამ მაგით ქულებს არ დაგვიბრუნებენ.
    5. ვილიარელთან 2 ფეხბურთელი იყო გასაგდები: პერესი და აკომაჩი იამალზე განზრახ უხეში თამაშის გამო. არცერთი არ გაუგდიათ.

    რეალი:

    1. რეალის პირველი საკამათო ეპიზოდი იყო ლას პალმასთან როცა რუდიგერმა საჯარიმოში აშკარად წააქცია ფეხბურთელი და პენალტი არ დაინიშნა, თვითონ კი ერთადერთი გოლი სწორედ პენალტით გაიტანეს. თამაში 1-1 მორჩა, ფაქტია რეალს უნდა წაეგო მაგრამ გადაარჩინეს.
    2. ბეტისთან მეორე პენალტი ძალიან საეჭვოდ დაიდო, საჯარიმოში ვინის ფეხზე კონტაქტი იყო თუმცა არც ბურთი ჰქონდა და არანაირ საფრთხეს არ ქმნიდა იმ მომენტში, როცა მცველმაც აშკარად შემთხვევით დააბიჯა და აი ძალიან სოფთ პენალტი დაიდო. მაგ პენალტის შემდეგ 2-0 გახდა და ბეტისიც გატყდა არადა 1-0ზე რას იზამდენენ კაცმა არ იცის.
    3. ენდრიკზე დადებული პენალტი! ნუ აქ სადავო არც არაფერია, სოც.ქსელები მიმოფანტულია ფოტოებით სადაც აშკარად ვხედავთ რომ ფეხზე კონტაქტი საჯარიმოს გარეთ იყო, ენდრიკი კი საჯარიმოში გადახტა. ნუ იმდენად სამარცხვინო პენალტია რომ ეგეთი ძალიან ცოტა თუ გაგვახსენდება ისტორიაში. მართალია ამ პენალტს თამაშის ბედზე ზეგავლენა არ მოუხდენია მაგრამ მბაპეს ბომბარდირობაზე ნამდვილად ახდენს. თუმცა აქ გავლენის მოხდენას რომ თავი დავანებოთ უბრალოდ სირცხვილია რაც მოხდა.
    4. შემდეგი მომენტი ისევ ენდრიკს უკავშირდება, ამჯერად ალავესთან როდესაც მეტოქეს კვერცხებში განზრაც ამოარტყა და მხოლოდ ყვითელი მისცეს არადა სუფთა საწითლე და სადისკვალიფიკაციო ეპიზოდი იყო.
    5. ატლეტიკოსთან მატჩში ვინიუსის "დაივზე" მსაჯმა ჯარიმა დანიშნა რასაც გოლი მოჰყვა და ამაზე სიმეონემ ღიად გააკრიტიკა მსაჯობა.

    ნაწილი მეორე (ოქტომბერი)

    ბარსა

    რეალი

    1. ჩლზე ლილთან მატჩში არ გააგდეს კამავინგა რომელმაც მეტოქეს მუხლზე განზრახ დააბიჯა ფეხი, ასევე შეიძლებოდა რუდიგერისთვის მეორე ყვითლის მიცემა, მაგრამ აქაც დაინდეს. (რეალმა მაინც წააგო მაგრამ ასეთი მიკერძოება მაინც ტეხავს).

  • Neymar
    29 სექ 2024, 22:02

    ციტატა: Rick Sanchez

    ციტატა: Neymar
    გიოკერესი მართლა რას დაგვხატავდა და ალემანი რო გვყავდეს ისევ დიდი შანსიც იქნებოდა დაგვეთრია მომავალ წელს თუ გაიწევდნენ მასზე მარა ალემანი არაა და ამათ კიდე ზუბიმენდი ვერ მოყავთ გიოკერესი კი არა


    ზუბიმენდი ლივერპულსაც ვერ მიჰყავს, არ უნდა წასვლა კაცს და რა ქნან.


    სწორი მიდგომით ნებისმიერი ფეხბურთელის მოყვანა შეიძლება ან ლივერში რატო უნდა წასულიყო გარდა იმისა რო პრემიერ ლიგაა იმის იქით როგორც გუნდი ჩამკვდარია და ელემენტარული თავის ჩემპიონატი ბოლოს 4-5 წლის წინ მოიგეს და ისიც კლოპი როცა ჰყავდათ და აწი ეგენი კაი ხანი არაფრის მაქნისები არ არიან ნორმალურ ტურნირზე ამიტომ არცაა გასაკვირი აბა გვარდიოლას ეთქვა სიტიში წამოო თუ არ წავიდოდა

  • JustBarcaLover
    29 სექ 2024, 21:36

    მოკვდა საიტი დე იონგზე რამდენი რამე იწერება და აქ გუშინდელის მერე არაფერი დადებულა

  • Rick Sanchez
    29 სექ 2024, 19:47

    ციტატა: Neymar
    გიოკერესი მართლა რას დაგვხატავდა და ალემანი რო გვყავდეს ისევ დიდი შანსიც იქნებოდა დაგვეთრია მომავალ წელს თუ გაიწევდნენ მასზე მარა ალემანი არაა და ამათ კიდე ზუბიმენდი ვერ მოყავთ გიოკერესი კი არა


    ზუბიმენდი ლივერპულსაც ვერ მიჰყავს, არ უნდა წასვლა კაცს და რა ქნან.

  • Neymar
    29 სექ 2024, 18:04

    გიოკერესი მართლა რას დაგვხატავდა და ალემანი რო გვყავდეს ისევ დიდი შანსიც იქნებოდა დაგვეთრია მომავალ წელს თუ გაიწევდნენ მასზე მარა ალემანი არაა და ამათ კიდე ზუბიმენდი ვერ მოყავთ გიოკერესი კი არა

  • JustBarcaLover
    29 სექ 2024, 17:48

    🚨🎖| BREAKING: Barcelona have reached VERBAL AGREEMENT with Nike over a new deal, with only the signatures pending. The deal will be announced after the General Assembly and income from the contract is already included in 2024-25 budget. [@ffpolo & @JoanPoquiEraso] #fcblive 💣
    არ ვიცი ეს რამდენად სიმართლეა რადგან სადღაც ხუთი თვეა რაც ეს ნიუსი იდება მაგრამ იქნებ ღმერთმა გადმოგვხედა და მართლა გვეშველა

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონამ" ახალი კონტრაქტის თაობაზე "Nike-თან" სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.

    დიდი ალბათობით, კლუბი შეთანხმების შესახებ ოფიციალურად 19 ოქტომბერს, საბჭოს კრებაზე ისაუბრებს.

    როგორც ირკვევა, კომპანიასთან პარტნიორობისთვის კლუბი სეზონში 100 მილიონ ევროს მიიღებს. ისინი ასევე მიიღებენ ბონუსებს 1:1 პრინციპით, რაც საშუალებას მისცემს "ბარსას", სეზონის მეორე ნახევარში დანი ოლმო ოფიციალურად დაარეგისტრიროს.

    კატალონიელების თავდაპირველი გეგმა იყო, რომ ეს კონტრაქტი ზაფხულშივე გაფორმებულიყო, რათა სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მათ მყარი ფინანსური მდგომარეობა ჰქონოდათ.
    ეს მაიბარსადან მოვიპარე თქვენ არ დებთ არაფერს და

  • Neymar
    29 სექ 2024, 17:45

    საინტერესო ინტერვიუ ჰქონდა დე იონგს და მის ანაზღაურებაზეც საუბრობს იქ და დადოთ კაი იქნება ყველა ნახავდა და შეაფასებდა