workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მაღალი პრესინგი და სწრაფი შეტევები

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მაღალი პრესინგი და სწრაფი შეტევები

  ესეც მესამე შეხვედრა, ამერიკული ტურნე დასრულდა. “ბარსამ” ამჯერად წააგო, მაგრამ სათამაშო სურათი დიდად არ შეცვლილა, გუნდი სწრაფი ფეხბურთის თამაშს ცდილობს, უშვებს და გააქვს გოლები, სანამ ძირითადი შემადგენლობის მცველები არ დაბრუნდებიან მანამდე კარის მშრალად შენახვაც გაჭირდება, ამიტომ, საგანგაშო არაფერია. ლეაუს, იოვიჩსა და პულიშიჩს ლანგლე ვერ დაიჭერს, ეს უკვე ძველი და კარგად ნაცნობი ამბავია. 

მატჩამდე ორი თემა იყო აქტუალური, ერთი მეტად ერთიც ნაკლებად. გიუნდოგანს უთქვამს “ბარსას” ფეხბურთელებზე ესენი ტვინს საერთოდ არ იყენებენო, უთქვამს ეს ყველაფერი პირზე ხელის აფარების გარეშე, აბა, მესი გიჟი კი არ იყო ყველაფერზე ხელს რომ იფარებდა პირზე, კაცმა არ იცის რას ეჩურჩულებოდა ლუის სუარესს, ილქაიმ კიდე ვერ მოიფიქრა ეს ყველაფერი და პატარა უსიამოვნებაშიც გაეხვა, ჰოდა, გუნდელებსაც დაწყვიტა გული და ქომაგებსაც. 

მეორე და მეტად აქტუალური თემა დანი ოლმოს ტრანსფერია, რომელსაც ბევრი არც არაფერი აკლია დასრულებამდე. “ბარსას” ძალიან აკლია ნახევარდაცვისა და შეტევის დამაკავშირებელი ფეხბურთელი, პედრი და ილქაი მაინც რვიანები არიან და გაუჭირდათ ამ საქმის კეთება, დანი ოლმო კი სწორი კანდიდატია, კონკურენცია ისედაც დიდი იყო მოედნის ცენტრში, ასე რომ, არ არის გამორიცხული ვინმეს წასვლა მოუწიოს, და თუ ვინმე წავა ლამასიელი ნამდვილად არ იქნება. 

ახლა ლაპორტა უილიამსის ტრანსფერზე გადაერთვება, და თუ ესეც შეძლო შეიძლება ითქვას რომ ამ მოცემულობაში მაქსიმუმი იქნება. საერთოდ, დიდი ხანია მილიარდიანი ვალით სასწაულებს სჩადის სატრანსფერო ბაზარზე, ვიღაც ამართლებს, ვიღაც ვერა, მაგრამ მოხერხებულობას ვერ წაართმევ ამ კაცს. 

სწრაფი გოლები 

“მილანმა” სწრაფი გოლით დაიწყო, “ბარსას” დაცვა გაირღვა, იოვიჩმა კუთხე დაკეტა და დაბალ გამჭოლ გადაცემას სწორ ადგილზე დახვდა – 0:1. გავიდა ხუთი წუთი და მეორეც შეაგდეს, “ბარსას” მარჯვენა ფლანგი ისევ ჩავარდა, ამჯერად პულიშიჩმა შეისეირნა საჯარიმოში და მახვილი კუთხიდან ლამაზი გოლი გაიტანა, ნამდვილად არ იყო აუღებელი დარტყმა, მაგრამ შტეგენმა დიდად სწორი პოზიცია ვერ შეარჩია და გოლიც გაუშვა – 0:2. 

აი მერე კი გამოცოცხლდა “ბარსა” და დაიწყო ჩვენი შეტევებიც, ისევ კარგი იყო პაუ ვიქტორი, აქტიურობდა და საერთოდ კარგი სანახავია მისი თამაშის ყურება, თანაც, რაც ითამაშა ამ მოსამზადებელ ეტაპზე ყველა მატჩში რაღაც ღირებული გააკეთა, ახლა რთულია იმის თქმა მართლაც ასეთი გაქანების ფეხბურთელია თუ ეს ამხანაგური ბურთის გორება გვაჩვენებს ასე, გავა დრო და უკეთ გამოჩნდება, ვინ არის და რა შეუძლია. 

პირველი ტაიმის შუაწელს რობერტ ლევანდოვსკიმ შეძლო ანგარიშის შემცირება. ძალიან კარგი გოლი შეაგდო, თავის სტილში, ძველი და ახალგაზრდა რობერტ ლევანდოვსკის სტილში, ერთი რბილი შეხება, ტანით გადაეწყო და მცველს ისე შემოატარა ბურთი რომ მეკარისგან მარცხენა კუთხეში შევარდა. უჰ, კარგი იყო. 

ისევ კასადო და მაღალი პრესინგი

“ბარსამ” ისევ მაღალი პრესინგით ითამაშა, ძალიან ინტენსიურად და აგრესიულად, როგორც ფლიკის გუნდებს სჩვევიათ. აქ კი ერთი კითხვა გაჩნდა – შეძლებენ ვეტერანები ასე თამაშს მთელი სეზონის განმავლობაში? ლევანდოვსკისა და გიუნდოგანს ცოტა არ იყოს გაუჭირდათ, ხარისხი მათ თამაშში გაცილებით დიდი იყო, მაგრამ სარეზერვო გუნდიდან რომ ეს ახალგაზრდები დაქროდნენ, მათ ტემპში ნამდვილად ვერ ითამაშეს, პრესინგის დროს კი ერთ წამსაც მნიშვნელობა აქვს, უსწრაფესად უნდა ჩაიკეტოს სივრცე ზონებს შორის, თუ ამას ვერ ახერხებ ფლიკთან პრობლემები გექნება. 

ისევ გაიბრწყინეს მარკ კასადომ და მარკ ბერნალმა, აგერ, პრესინგი ვახსენეთ და კასადომ იმდენი იმუშავა ალბათ მთელ გუნდს ერთად არ ურბენია ამდენი. თანაც, 90 წუთის განმავლობაში დარჩა თამაშში. ფაქტია, ფლიკს ძალიან მოსწონს ეს ფეხბურთელი. გარდა ამისა, კარგად შეთამაშებულებიც არიან სეხნიები – ერთმანეთს ერთი შეხედვითაც ვუგებთ – თქვა მარკ კასადომ ბერნალზე და რასაკვირველია ჩავი & ინიესტას ის ცნობილი გიფიც გაგვახსენა. 

პაუ ვიქტორი – ამჯერად პასი 

გოლიც იყო, მაგრამ არ ჩაითვალა, ლევანდოვსკიმ გააკეთა ძალიან ლამაზი საგოლე გადაცემა, ისეთი როგორიც სერჟი რობერტოს აქვს გაკეთებული და მისი კარიერის ყველაზე ლამაზ საგოლე გადაცემად ითვლება, აი, ლევანდოვსკისთვის მაინც უფრო ჩვევაა. შეაგდო ვიქტორმა თამაშგარედან, ცოტა იჯუჯღუნა კიდეც, მაგრამ აშკარად წინ იყო. 

სამაგიეროდ მოგვიანებით როლები გაიცვალა, პაუმ გააკეთა ამჯერად ძალიან კარგი პასი და ლევანდოვსკიმ დუბლი მიითვალა. სწორი პასი იყო, სწორ დროს, ცარიელ კარში, რობერტს ისღა დარჩენოდა ანგარიში გაეთანაბრებინა. ესეც კარგი ნიშანია, “მილანთან” თამაშის მოტრიალება საერთოდ არ არის ურიგო საქმე. 

მერე პენალტები იყო და ჯანდაბას მაგათი თავი, ჰქონდეთ ეს მოგება. 

შემდეგი მატჩი ჟოან გამპერის თასზე, “მონაკოს” წინააღმდეგ შედგება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • M10 S9 D11
    schedule 07 აგვ 2024, 18:23
    #9

    ციტატა: rivaldo80

    ციტატა: ♠️Spookyfy♠️
    Bernali da casado ertad unda idgnen. Ertmanets magrad avseben. Eg ori ro dadgeba. Win olmo, ravici gavi/pedri/deyong/gundogan sad migvyavs. Kai gundogani dajdeba skamze da ar eqneba pretenzia tu iqet wels ar wavida. Gavi rogor dabrundeba ar vicit,mara tu isev xodze dabrunda ravi. Pedris da deyongis ar mjera ert da miayidon zed tore egenic skamze damjdomi ar arian. Pedri kai kapikebshi davitriet da atjer amoviget eg fuli,mara deyong uechveli gasayidia me mgoni. Tu pedris dziritadi unda egec,tan kai did mogebashi gavalt…


    პედრის სკამზე ვინ დასვამს?😂


    ან დე იონგს რა დროს კასადოს და ბერნალის ძირითადია მაქსიმუმ ერთი დააყენო მაგ ორიდან ისიც 4-2-3-1 სქემაში თქვენ დე იონგს ნუ ეხუმრებით წინა სეზონში ყველაზე მეტად დე იონგის ტრავმა დაეტყო გუნდს

  • rivaldo80
    schedule 07 აგვ 2024, 18:02
    #8

    ციტატა: ♠️Spookyfy♠️
    Bernali da casado ertad unda idgnen. Ertmanets magrad avseben. Eg ori ro dadgeba. Win olmo, ravici gavi/pedri/deyong/gundogan sad migvyavs. Kai gundogani dajdeba skamze da ar eqneba pretenzia tu iqet wels ar wavida. Gavi rogor dabrundeba ar vicit,mara tu isev xodze dabrunda ravi. Pedris da deyongis ar mjera ert da miayidon zed tore egenic skamze damjdomi ar arian. Pedri kai kapikebshi davitriet da atjer amoviget eg fuli,mara deyong uechveli gasayidia me mgoni. Tu pedris dziritadi unda egec,tan kai did mogebashi gavalt…


    პედრის სკამზე ვინ დასვამს?😂

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 07 აგვ 2024, 17:53
    #7

    Bernali da casado ertad unda idgnen. Ertmanets magrad avseben. Eg ori ro dadgeba. Win olmo, ravici gavi/pedri/deyong/gundogan sad migvyavs. Kai gundogani dajdeba skamze da ar eqneba pretenzia tu iqet wels ar wavida. Gavi rogor dabrundeba ar vicit,mara tu isev xodze dabrunda ravi. Pedris da deyongis ar mjera ert da miayidon zed tore egenic skamze damjdomi ar arian. Pedri kai kapikebshi davitriet da atjer amoviget eg fuli,mara deyong uechveli gasayidia me mgoni. Tu pedris dziritadi unda egec,tan kai did mogebashi gavalt…

  • nika 54
    schedule 07 აგვ 2024, 16:08
    #6

    კარგია, თამაშში მაინც არ წავაგეთ, პენალტები ხო მართლა ლატარიაა.

  • Gaucho24
    schedule 07 აგვ 2024, 15:47
    #5

    ციტატა: Barca for life
    ამ პრესეზონზე მოგება არ მოგება არაა იმდენად მნიშვნელივანი რამდენადაც თამაშის ხარიახი, ფიზმომზადება, შეთამაშება და ა.შ. ამიტო სრულიად კმაყოფილი ვარ იმით რასაც ვუყურებ. ერთადერთი პირველი ტაიმი იყო ძალიან ცუდი სანახავი რადგან ბურთი დაგვიჭირეს და ჩვენებიც თითქოს დიდად თავსაც არ იწუხებდნენ მარა მეორეში დაგლიჯეს.
    ჩემი აზრით ბერნალის შემოსვლამ და კასადოს სწორ ადგილას თამაშმა ამოატრიალა მთელი გუნდის პერფორმანსი, თითქოს ყველაფერი დალაგდა და მილანს ბურთიც არ დაანახეს.
    აი უდიდესი ტალანტები არიან, სიტყვებიც არ მყოფნის ამ ასაკში რა დონეს დებენ.
    აგერ დაიწყება სეზონი, უეჭველი მიეცემათ შანსი და ვნახავთ რასაც დაატრიალებენ.
    დეიონგის და გიუნდოგანის დედაც თუკი ამათმა ასე გააგრძელეს.

    რაფინია აშკარად გამოჩნდა რომ მარცხენა ვინგის კაცი არაა, როგორც კი მარჯვნივ გადავიდა იქვე თვალსაჩინო გახდა განსხვავება, ამიტომ ეს კიდევ უფრო ამძაფრებს მარცხენა ვინგერის დამატების აუცილებლობას. ვითომ ოლმოსაც შეუძლია მანდ თამაში მარა არაა ეგ ოლმოს პოზიცია და ნუ შევ*ემთ. უნდა მოიყვანონ ვინგერი დეთზ ოლ და თუ ვერ მოიყვანეს ჩათვალეთ ცალი ფრთით ვითამაშებთ.

    ლევანას მივეჩვიეთ რომ აქვს ასეთი გამოღვიძებები თუმცა მიუხედავად ორი გოლისა ძალიან ბევრჯერ გამოჩნდა რომ არ არის ბარსას კაცი. ბურთის მიღება ხო უსაშინლესი აქვს, ამ ბურთის დამუშავებაზე ლაპარაკი ზედმეტია, მერე ისეთი ზანტია რომ როცა ამ ბურთს იღებს 2 კაცი ასწრებს მასზე გადართვას და ხშირ შემთხვევაში კარგავს, ასევე ვერ ვხვდები რატო ცდილობს რომ ბურთი იმენა ფეხში მიუტანოს გუნდელს, ანუ ჯერ ხო ზედმეტად დიდ დროს იჩერებს, მერე მოაქვს და გუნდელის ფეხთან მიაქვს, მერე ის ხალხი ვინც ამას მოსდევს უკვე ამ გუნდელის ადგილას ჩნდება და საბოლოოდ ერთ კვადრატში ეჭეჭყება 5 კაცი, რის გამოც ბურთი იკარგება.

    ამრიგად დასკვნა: დღევანდელ ფიზიკურ ფეხბურთში როცა ყველაფერი სწრაფად მოძრაობს, როცა სულ პრესინგია, როცა ბურთმაც სწრაფად უნდა იმოძრაოს, როცა სივრცეებია ასათვისებელი.. ლევანა ამ ყველა კომპონენტში სრულიად გამოუსადეგარია.
    ეჯიკავება უაზროდ ამ მცველებს და დრო ისე გაყავს რომ სარგებელი ნულია.
    ერთადერთი წესიერი რაც შერჩა საშემსრულებლო კლასია თორე დალშე 0.

    რავიცი მე იმედი მაქვს რომ ვიქტორი ასე გააგრძელებს და მერე ვინმე ჭკუათმყოფელი ერთხელ ცენტრშიც აცდის მარტო თამაშს, იქნება და რა შედეგს დებს. რატო არ უნდა სცადო?

    მოკლედ თავდასხმის გარდა ყველგან კარგად ვართ დაკომპლექტებული, ამ თავდასხმაშიც პრობლემა მარცხენა ვინგი და ცენტრფორვარდის საკითხია, ორივე პოზიციაზე ვითომ გვყავს ხალხი მარა თან არავინ ინდობა რაც ძალიან სარისკოა და ამიტომაცაა საჭირო რომ მინიმუმ მარცხენა ვინგერი მოიყვანონ.
    დალშე კარგად ვართ.


    თაობა მართლაც ოქროსია , მაგრამ 1 კაცი ( იამალი ჯერ პატარაა) გვჭირდება ვინც თავის თავზე აიღებს თამაშს და სივრცეს გახსნის , აითვისებს , კაცს მოატყუებს და გოლს გაიტანს , ამ ყველა კომპონენტის მქონე ნეიმარი იყო და ალბათ რომ არ წასულიყო ბურთსაც მოიგებდა და რეალსაც არავინ გააკარებდა ამდენ ლიგას , ნიკო არ ვიცი რამდენად იქნება მსგავსი ტიპის ვინგერი , და ჩვენი მდგომარეობით არც ვიცი ვინ შეიძლება წამოვიყვანოთ , მაგრამ რეალობას რომ გავუსწოროთ თვალი ალბათ ნიკო ყველაზე კარგი ვარიანტია და იმედია წამოვა, და ნიკოს იამალიც რომ მიემატება და გავი პედრი ფორმაში შევლენ და დადგებიან , აი მერე მართლა ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით თუ ბავშვები საყრდენზე გაამართლებენ

  • Barca for life
    schedule 07 აგვ 2024, 15:24
    #4

    ამ პრესეზონზე მოგება არ მოგება არაა იმდენად მნიშვნელივანი რამდენადაც თამაშის ხარიახი, ფიზმომზადება, შეთამაშება და ა.შ. ამიტო სრულიად კმაყოფილი ვარ იმით რასაც ვუყურებ. ერთადერთი პირველი ტაიმი იყო ძალიან ცუდი სანახავი რადგან ბურთი დაგვიჭირეს და ჩვენებიც თითქოს დიდად თავსაც არ იწუხებდნენ მარა მეორეში დაგლიჯეს.
    ჩემი აზრით ბერნალის შემოსვლამ და კასადოს სწორ ადგილას თამაშმა ამოატრიალა მთელი გუნდის პერფორმანსი, თითქოს ყველაფერი დალაგდა და მილანს ბურთიც არ დაანახეს.
    აი უდიდესი ტალანტები არიან, სიტყვებიც არ მყოფნის ამ ასაკში რა დონეს დებენ.
    აგერ დაიწყება სეზონი, უეჭველი მიეცემათ შანსი და ვნახავთ რასაც დაატრიალებენ.
    დეიონგის და გიუნდოგანის დედაც თუკი ამათმა ასე გააგრძელეს.

    რაფინია აშკარად გამოჩნდა რომ მარცხენა ვინგის კაცი არაა, როგორც კი მარჯვნივ გადავიდა იქვე თვალსაჩინო გახდა განსხვავება, ამიტომ ეს კიდევ უფრო ამძაფრებს მარცხენა ვინგერის დამატების აუცილებლობას. ვითომ ოლმოსაც შეუძლია მანდ თამაში მარა არაა ეგ ოლმოს პოზიცია და ნუ შევ*ემთ. უნდა მოიყვანონ ვინგერი დეთზ ოლ და თუ ვერ მოიყვანეს ჩათვალეთ ცალი ფრთით ვითამაშებთ.

    ლევანას მივეჩვიეთ რომ აქვს ასეთი გამოღვიძებები თუმცა მიუხედავად ორი გოლისა ძალიან ბევრჯერ გამოჩნდა რომ არ არის ბარსას კაცი. ბურთის მიღება ხო უსაშინლესი აქვს, ამ ბურთის დამუშავებაზე ლაპარაკი ზედმეტია, მერე ისეთი ზანტია რომ როცა ამ ბურთს იღებს 2 კაცი ასწრებს მასზე გადართვას და ხშირ შემთხვევაში კარგავს, ასევე ვერ ვხვდები რატო ცდილობს რომ ბურთი იმენა ფეხში მიუტანოს გუნდელს, ანუ ჯერ ხო ზედმეტად დიდ დროს იჩერებს, მერე მოაქვს და გუნდელის ფეხთან მიაქვს, მერე ის ხალხი ვინც ამას მოსდევს უკვე ამ გუნდელის ადგილას ჩნდება და საბოლოოდ ერთ კვადრატში ეჭეჭყება 5 კაცი, რის გამოც ბურთი იკარგება.

    ამრიგად დასკვნა: დღევანდელ ფიზიკურ ფეხბურთში როცა ყველაფერი სწრაფად მოძრაობს, როცა სულ პრესინგია, როცა ბურთმაც სწრაფად უნდა იმოძრაოს, როცა სივრცეებია ასათვისებელი.. ლევანა ამ ყველა კომპონენტში სრულიად გამოუსადეგარია.
    ეჯიკავება უაზროდ ამ მცველებს და დრო ისე გაყავს რომ სარგებელი ნულია.
    ერთადერთი წესიერი რაც შერჩა საშემსრულებლო კლასია თორე დალშე 0.

    რავიცი მე იმედი მაქვს რომ ვიქტორი ასე გააგრძელებს და მერე ვინმე ჭკუათმყოფელი ერთხელ ცენტრშიც აცდის მარტო თამაშს, იქნება და რა შედეგს დებს. რატო არ უნდა სცადო?

    მოკლედ თავდასხმის გარდა ყველგან კარგად ვართ დაკომპლექტებული, ამ თავდასხმაშიც პრობლემა მარცხენა ვინგი და ცენტრფორვარდის საკითხია, ორივე პოზიციაზე ვითომ გვყავს ხალხი მარა თან არავინ ინდობა რაც ძალიან სარისკოა და ამიტომაცაა საჭირო რომ მინიმუმ მარცხენა ვინგერი მოიყვანონ.
    დალშე კარგად ვართ.

  • Rick Sanchez
    schedule 07 აგვ 2024, 15:16
    #3

    ლევანდოვსკი ფორმაში შევა იმედია

  • mari
    schedule 07 აგვ 2024, 15:08
    #2

    მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მაღალი პრესინგი და სწრაფი შეტევები
    დღეს, 13:13 ფეოლა

    ==============================
    ფეოლა მოგესალმებით, დაბრუნებას გილოცავთ!
    იწყება სეზონი და მხოლოდ დიდი გამარჯვებებით გახარებული სახეები გვენახოს, გული მიგრძნობს ჩვენი ბავშვები ძალიან გაგვაოცებენ!!!
    წარმატებები ყველას – გუნდსაც და მის ფანებსაც!!!

  • CHEPE
    schedule 07 აგვ 2024, 14:09
    #1

    იმედია მაგს მაინც ვუყურებ😅😅😅 აბა ღამის 3 ზე ისედაც გადაღლილი ვარ პირველამდე ძლივს ვუძლებ გაჩერებას თან უმეტეი 3 ის მერე დაიწყო თამაში