“ბილბაოსთან” მატჩამდე “მადრიდმა” ქულები დაკარგა, აგებდა მამარდას “ვალენსიასთან”, მაგრამ თამაში მოატრიალა და ბოლოს მსაჯმა უხერხულ დროს დაუსტვინა.
ესპანელი მსაჯების კიდევ ერთი გამარჯვება!
ასეთი რამ ერთხელ მინახავს მხოლოდ, თანაც მსოფლიო ჩემპიონატზე, საფრანგეთმა შვეიცარია 5:2 დაამარცხა, წესით 6 უნდა ყოფილიყო, მაგრამ მსაჯმა ზუსტად მაშინ ჩასტვინა, როცა ბენზემამ ბურთს დაარტყა, ულამაზესი გოლი გავიდა, მაგრამ რად გინდა.. გააუქმეს.
მაშინ ბიორნ კიუპერსმა იკისრა ეს ამბავი.
მოკლედ, ხდება ხოლმე.
“ბარსას” ჰქონდა შანსი სხვაობა ექვს ქულამდე შეემცირებინა, ექვსი ქულა კიდევ არაფერია, იმის გათვალისწინებით რომ ლიდერთან კიდევ სათამაშო გაქვს, მაგრამ ისიც ვიცით რომ ასეთ შანსებს “ბარსა” დიდი ხანია ვეღარ იყენებს. თანაც, ბილბაოდან ქულების წამოღება ძალიან რთულია.
გავნახევრდით
დიდი დრო არ არის გასული, რაც დე იონგი და პედრი გუნდს დაუბრუნდნენ, მათ არყოფნაში “ბარსა” საზიზღრად თამაშობდა და ქულების აღებასაც ვერ ახერხებდა, მერე რაღაცები დალაგდა, რაღაცას დავემსგავსეთ, ფეხბურთელები შეთამაშდნენ, ჩავი ძირითადზე ჩამოყალიბდა, საყრდენ ზონას კრისტენსენით უშველა და თითქოს თამაშში ვბრუნდებოდით, მაგრამ ახლა ისევ ორივე დავკარგეთ – დე იონგიც და პედრიც.
“ნაპოლისთან” პედრი გამორიცხეს, დე იონგს კი დიდი კითხვის ნიშანი დაუსვეს. რა მოხდა იტალიაში გამართული მატჩის მერე? “ნაპოლი და კვარა მაგარ ფორმაში შევიდნენ, ახალმა მწვრთნელმა გუნდი დაალაგა, აგერ, გუშინ, “ბარსას” პარალელურად ითამაშეს და “იუვენტუსი” გააპეს შუაზე. “ბარსა” კიდე განახევრდა.
ეს უპირატესობას, რა თქმა უნდა, ნეაპოლელებს აძლევს. “კამპ ნოუზე” რომ ვთამაშობდეთ კიდევ ვიტყოდი რამეს, მაგრამ ეს სახლიც ნაქირაებია და დიდი ვერაფერი უპირატესობა გამოდის.
საუკეთესო მოთამაშე
საერთოდ, უნდა ითქვას რომ დაცვამ მოუმატა, კრისტენსენის საყრდენზე დაყენებამ დაცვით ამბავში ძალიან მაგრად იმუშავა, გუნდი მეტად დამაჯერებელი გახდა და ტერ შტეგენის დაბრუნებაც ბუნებრივია თავისას იზამდა. აი, შეტევაში მორიგი საშინელი თამაში ვიხილეთ. ყველაზე ახლოს გოლის შეგდებასთან ჟოაუ კანსელუ იყო, რომელმაც მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარა, ერთ უცნაურ დარტყმას თუ არ ჩავთვლით რომელიც არაფერში ეწერა.
შეუგდიათ “ბარსას” ფეხბურთელებს ასეთი გოლები, მაგალითად, რივალდომ პირდაპირ ცენტრის ხაზიდან გაუტანა “ატლეტიკოს”, გეორგი ჰაჯიმ ცენტრში გათამაშებულ ბურთს გაუქანა და მეკარეს თავზე გადაუგდო, “სელტასთან” მოხდა ეს ამბავი, ჭკვიანი იყო რუმინელი, ისეთი ნისლი იდგა სტადიონზე მეკარე აზრზე ვერ მოვიდა რა მოხდა.
კანსელუს დარტყმას კი ყველაზე მეტად ჩავის გოლი ჰგავდა “რაიოს” კარში, გასვლაზე, წინ გამოსულ მეკარეს დაახლოებით ამავე მანძილიდან გადაუგდო თავზე ბურთი. ყველა ეს გოლი ამომივარდა გონებაში, თან ჯერ კიდევ მაშინ, როცა კანსელუს დარტყმული ბურთი მეტოქის კარისკენ მიფრინავდა.
არ გავიდა..
სამწუხაროდ.
ახლა რაღა ვქნათ
ჩავის ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი, წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ქნას. დე იონგი ძალიან დიდი ძალაა, ერთი თამაშიც არ დასჭირვებია რომ ახალი მოცემულობისთვის ალღო აეღო, კრისტენსენთან ადაპტირებულიყო, ეს კი ურთულესი საქმეა, საყრდენის წინ თამაშობ, მაგრამ ბურთის პირველი ამომტანი მაინც შენ ხარ, მუდმივად იხევ უკან წამოსაღებად და თან იცი, რომ ამ ერთ კაცს ვერ გამოიყენებ, რადგან მისთვის პასის მიცემა ამ ზონაში უმეტესად დაკარგულ ბურთს ნიშნავს.
ფრენკი აკეთებდა ამ ყველაფერს, ამ სეზონში კი ვიცით რას ნიშნავს, როცა მის გარეშე ვრჩებით.
თავდასხმა კი თავიდან ბოლომდე შესაცვლელია. რა თქმა უნდა, იამალზე არ არის საუბარი, ეგ ბიჭი ჩვენი მთავარი იმედია. ლევანდოვსკის ძალიან გვეხმარება, მაგრამ მისი დრო წავიდა, “ბარსას” საუკეთესო ასაკში მყოფი ფორვარდი სჭირდება, დანარჩენები კი სტაბილურები არ არიან, არც რაფინია, არც ჟოაუ, არც ფერანი, არცერთია ვეტერანი, მაგრამ ლევანდოვსკიზე მეტად დაღლილები მეჩვენებიან ხოლმე.
სულ სხვა რამეა შეტევაში საჭირო. თუმცა.. ფული არ არის.
უნდა გავზარდით ვალი, სხვა გზა არ არის. ახალი “კამპ ნოუ” ყველაფერს ამოღებს.
ლიდერთან სხვაობა რვა ქულაა. შემდეგი მატჩი “მალიორკასთან” და მერე კვარაც ჩამოვა.
დამთავრებულიც ამნაირი მინახავს 5 თამაშს ვერ აბავს ზედიზედ ტრავმა რო არ მიიღოს, მართლა რა დამართა თავს, მაგის დაღლილი სახე ახლაც მახსოვს😀
უარესი არ წევს აქვე გავი? ბარსელონას ძირითადის ფეხბურთელს რა ქონდა ფურია როხაში დასამტკიცებელი საქართველოსთან საფაღარათო მატჩში რო გადაიწყვიტა მყესები. გუნდს ქულა ჭირდებოდა, ოქროს ბუცზე მიდიოდა თუ რეკორდზე რამე საშვილთაშვილოზე? რაც მაგან იქ იჭენევა ჩვენ ნაკრებს ბოლო 10 წლეული ჯამში არ ექნება ნარბენი.. თან რო აპრავებდენ აბა გულით არუნდა ეთამაშაო? აბა რა ეგრე უნდა ზუსტად, პროფესიონალი რო ხარ უკვე 18 წლის ასაკში სპორცმენი და ბარსას ხელშეუხებელი ფიგურა, სომალისთან ამხანაგურში, უგანდასთან ქოქოსის თასზე, ოლიამპიადაზე და უბნის სასტავთან ეზოში უნდა მოიხნა კარიერა.. ეგაა ჯიგარი დაგიფასდება უეჭველი..
აი რაზე მეშლება ნერვები კიდე იცი, რო წერენ დეიონგს შანსი აქვს ნაპოლისთან თამაშისო და ნაპოლის თამაშიდან ორი თვე რო გავა და ჯერ კიდევ რომ არ არის დაბრუნებული
დამთავრებულიც ამნაირი მინახავს 5 თამაშს ვერ აბავს ზედიზედ ტრავმა რო არ მიიღოს, მართლა რა დამართა თავს, მაგის დაღლილი სახე ახლაც მახსოვს😀
ფერმინი ილქაი კრისი დადგებიან ნახევარდაცვაში. დაჟე რობერტოც მოჟნა მარა ტრავმა აქვს მაგასაც. შეტევაში ვინმემ უნდა იკისროს, ფელიშმა თუნდაც, იქნებ კარგ ხასიათზე იყოს. თუ გავედით დიდი ფინანსური სარგებელია, ეს კატასტროფული სეზონი კიდე ისეთი ამაზრზენიც აღარ გამოჩნდება. ვინ იცის 1/4 ფინალში ბორუსია შეგვხდეს. მოკლედ სეზონია სასწორზე. და ხავი ბარსას ისტორიაში ყველაზე ცუდ მწვრთნელადაც აღარ შევა თუ რამენაირად მოვუგეთ ნაპოლის მარა როგორ? ოსიმენი აგვაწიოკებს. 30-70 ზე გახდა შანსები ამ ტრავმებით
პედრი გავგზავნოთ ოლიმპიადაზე რო ვაფშე დაიმთავროს კარიერა და ბოლომდე მოი***ას ოჯახი. რა გააკეთა ტიპმა მზგავსი ყ₾ე თუ მენახოს. ისედაც იმდენი ათამაშეს ცალკე ბარსაში ცალკე ნაკრებში. რა გეოლიმპიადება გეგონება პრაქტიკა მაკლიაო
რაუნდა ვქნათ და დაველედოთ ახალ სეზონს ახალი მწვრთნელით, ფეხბურთელებით და გამოწვევებით ან კიდევ უფრო ახალს
დაველოდებით როგორც აქამდე :))) რეალი რო ხდება ჩემპიონი ის ტეხავს ჯამური ტიტულების პონტში თორე ჩვენ რო ფაიფახები ვართ ეგ არანაირად ამ მოცემულობით.
P.S. არაფეროი არ გაუპია ნაპოლის იუვე, ერთი ბურთი დაუჭირა ნაპოლიმ თორე ისეთები ვერ შეაგდო ვლახოვოჩმა რო 2-3 გოლი მარტო მისგან კინაღამ მიიღეს. დაცვა ძაან დირკა ხავთ.
კუნდე გუშინ არ ყოფილა კარგი. ხშირად უაზროდ ათრევდა ბურთს და კარგავდა კიდეც. შეტევაში კი კანსელუს ბეევრად ჩამოუვარდება, დაცვაში სოლიდურია ნამდვილად.
მე ნამდვილად არ მინდა რომ გამოვარდეთ.. დამატებითი ფული არ გვაწყენს რა არის მაგაშI ცუდი რომ 10-20 მილიონით მეტი ავიღოთ.
კუნდეს აქვს ძაან მომატებული, მარჯვენა მცველად მშვენივრად გარდაიქმნება ჩემი აზრით (პირდაპირ ეხლაც მშვენივრად დგას მარჯვნივ) კუბარსი და არაუხო მშვენვრად დგანან კიდე და მაგიტოა დაცვა კარგად რო გამოიყურება. პედრის კდე ფერმინი ჩაანაცვლებს და აი ფრენკი მართლა ძაან დაგვაკლდება.
P.S. არაფეროი არ გაუპია ნაპოლის იუვე, ერთი ბურთი დაუჭირა ნაპოლიმ თორე ისეთები ვერ შეაგდო ვლახოვოჩმა რო 2-3 გოლი მარტო მისგან კინაღამ მიიღეს. დაცვა ძაან დირკა ხავთ.
მე მირჩევნია ნაპოლიმ გაგვაგდოს ვიდრე მერე ვინმემ ამოგვტენოს🤷🏻♂️ეს სეზონი დასრულდა ვსო
ვინმეს მართლა ეგონა, რომ ბარსამ თავისი თავი "იპოვა" და ჩავისაც დატოვებდნენ. ეხლა ნაპოლი რო მოგვიგებს(ალბათ) ესეც ჩვენი ბრალი იქნება იმიტომ რო ავადმყოფი ლოგინში უნდა მო…ნა, ეს ყველამ იცის. ნაპოლისთან თავი შევინახეთ ამათ ხო სახლშიც შევჭამთო და ახლა რა მოგველის ღმერთმაც კი არ იცის. P.S. ტებასს რო ამოუწყდა ოჯახი, საუკეთესოები გაყიდეთ-ო და უვარგისებით რეალის მუდმივი კლიენტები გახდითო.
ამდენ ტრავმიანობას რას უშველიან ერთი ეგ მაინტერესებს
სამწუხარო რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი, ამ სეზონში ყველა ტიტული დაკარგულია ჩვენთვის და თამაშის ხარისხი გინდ გაუმჯობესდეს გინდ არა ზაფხულიდან ისევ ყველაფერი შეიცვლება.