workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: From Lisbon with love – ბარსა პლეიოფშია

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: From Lisbon with love – ბარსა პლეიოფშია

ყველას ძალიან კარგად ესმოდა ამ მატჩის მნიშვნელობა. მიუხედავად კრიზისული პერიოდისა, მიუხედავად ბრაზისა და ჩავის მიმართ გაზრდილი უნდობლობისა, “მონჟუიკი” გაივსო და მატჩამდე დროშებიც ააფრიალეს, იმღერეს, იყვირეს და ახლა გამარჯვებასაც აღნიშნავენ. 

გამარჯვება კი ძალიან ღირებულია – “ბარსა” ორწლიანი პაუზის მერე, ესე იგი, მესისთან განშორების მერე, პირველად ითამაშებს პლეიოფში. ისევ მოგვიწევს წილისყრის ლოდინი და მომავალი მეტოქის შესწავლა. ძალიან გვაკლდა ეს ყველაფერი წინა სეზონებში. კიბატონო, იყო ევროპა ლიგა, მაგრამ ეგ ხომ “ბარსას” ტურნირი არ არის.. “სევილიას” ჩემპიონატია. 

პროგრამა მინიმუმი შესრულებულია. წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა შედარებით რთულ ჯგუფში. აბა, წინა სეზონის მსგავსად წარმოიდგინეთ – “ბაიერნი” და “ინტერი”, ვეჭვობ ისევ ჩავრჩებოდით, თან, მაშინ ჯგუფურ ეტაპზე ლევანდოვსკი გადასარევ ფორმაში იყო, ახლა კი საერთოდ აღარ ჩანს. მთელი კატალონიის მასშტაბით ძებნაა გამოცხადებული, კაციშვილი ვერ პოულობს, ბაშვები დილით რძეს რომ სვამენ შეფუთვაზე რობერტის ფოტოა დატანილი – იძებნება პოლონელი. 

ოდესმე იპოვის ჩავი და მოედნიდანაც გაიყვანს. 

კიდევ ერთი ქამბექი 

ინიაკი პენია გავანაწყენეთ წინა მიმოხილვისას, დაეცა ბიჭი და რადგან გოლი მოჰყვა ამ დაცემას წიხლიც მივაყოლეთ, ახლა გვაჩვენა რომ მაინცდამაინც წიხლის მისაყოლებელი არაფერი სჭირს, მშვენიერი ბურთები აიღო, რაც გაუშვა ისიც მის მოგერიებულს მოჰყვა, უფრო დაცვის სინდისზეა. აარონ იაკობაშვილი კი განაცხადში აღარ ყოფილა. რა ვიცი… რა არ მოეწონათ? წინა მატჩში ცუდად იჯდა სკამზე? 

აგრესიულ ოთხეულზე გაკეთდა აქცენტი. ასე რომ, ბალდე ამ გადანაცვლებას შეეწირა, ინიგომ კი კრისტენსენი ამოაგდო. აღვნიშნეთ რომ მარტინესი კარგ ფორმაში შევიდა, ერთი-ერთზეც ძლიერია და ბურთი საუკეთესოდ ამოაქვს ცენტრალურ მცველებს შორის. საშუალო პასიც კარგი აქვს და გრძელი პასები საერთოდ სხვა თემაა, რაფა მარკესივით არიგებს. 

არაუხო ვნახეთ მარჯვნივ, კაპიტნის სამკლავურით. აი, ვის აქვს ბურთის ამოტანის პრობლემა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფლანგზე თამაშობს. ხუთიდან ოთხჯერ მეტოქეს გაარტყა კუჭში. ანთება დამართა. სწრაფია, მისი გარღვევებიც გვინახავს, მაგრამ პასებში სავარჯიშო აქვს, გადაწყვეტილების მიღებასაც გვარიანად აგვიანებს. 

კანსელუ კი მატჩის საუკეთესო იყო, სანამ გადმოვიდოდა აღვნიშნეთ რომ დანის მერე ასეთი მარჯვენა მცველი არ გვყოლია, ახლა შეგვიძლია იმაზე ვიდაოთ ასეთი მარცხენა მცველი როდის გვყავდა. კარგი გარემარბივით ითამაშა, დავიდ ვილიას ელემენტებსაც შენიშნავდით მის თამაშში. დარტყმა კი შეუდარებელი აქვს. საბოლოოდ, გამთანაბრებელ ძალიან ლამაზ გოლს, საგოლე პასიც მიაყოლა. შეფასება – 10. 

გოლის მერე ისევ დაჭყიტა თვალები. ცოტა საშიშია, მაგრამ გაიტანოს ასეთი გოლები და თუ უნდა სულ დაჭყეტილმა ირბინოს. 

რასაც ველოდით 

ესეც სეზონის წინ ვთქვით, დროთა განმავლობაში რომეუ სკამზე გადაიწევდა, დე იონგი კი საყრდენზე. არადა, როგორ მოგვწონდა ფრენკი რვიანის პოზიციაზე. სხვა გზა არ არის, გუნდი როცა საყრდენის გარეშეა დარჩენილი მსხვერპლია საჭირო. დე იონგს კი ყველგან სიამოვნებს თამაში. ჯერ მისი დრიბლინგები გვაკლია, ამისთვის ფორმაში შესვლაა საჭირო. 

ვერ იყო ნახევარდაცვა მოწოდების სიმაღლეზე. შეთამაშება აკლიათ, ხან პედრი გვაკლდა, ხან დე იონგი, ახლა გავი გვაკლია, ამ ილქაიმაც ვეღარ გაიგო ვისთან უნდა შეთამაშდეს, თან, სამივე აბსოლუტურად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს. მე მგონი, დალაგდება ეს ამბავიც. 

ვაი ვაი.. 

არ იყო ცუდი რაფინია. რამდენადაც ვიცნობთ მის შესაძლებლობებს, შეგვიძლია ვთქვათ რომ ზღვარზე ითამაშა, ამის მეტი ალბათ არც შეუძლია. რამდენიმე კარგი დრიბლინგი, რამდენიმე კარგი დარტყმა. ეს არის. განსხვავებული აქამდე არც არაფერი გვინახავს, უბრალოდ, მოვა მატჩები სადაც ამ დარტყმებს გოლებიც მოჰყვება. ახალი ნეიმარი რომ არ მოგვიყვანია, ეს ისედაც ვიცოდით. 

ჟოაუს ჯადო მოეხსნა, განჯადოებამდე კიდევ ერთი ხარიხა შეაზანზარა. ამ დროს ვიფიქრე რომ გაგრძელდებოდა მისი უიღბლობა, მაგრამ ძმობილმა უპასა და ამანაც ისე შეაგდო როგორც სავიოლამ “იუვენტუსის” კარში. ღმერთო.. რამ გამახსენა?! 

მოსპეს “პორტუ” ლისაბონელებმა. 

ლევანდოვსკი ძალაგამოცლილია. ყველაზე მეტად ამის ყურება მიძნელდება, თამაში აღარ სიამოვნებს, ის ვნება აღარ აქვს, რაც წლების წინ ჰქონდა, რაც სადებიუტო მატჩებში ჩანდა. გოლებს კიდევ შეყრის, ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი ლევანდოვსკით პლეიოფში ვერავის შევაშინებთ. 

ესეც ასე. 

დიდი ამოსუნთქვა შედგა. 

მომდევნო მატჩი “ატლეტიკოსთან” ჩაინიშნეთ. ვნახოთ ეს ამოსუნთქვა რა ცვლილებებს მოიტანს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • nika 54
    schedule 29 ნოე 2023, 21:38
    #16

    ესე იგი არ დავიწყნიათ თამაში, მაგრამ ლა ლიგაში რატო არიგებენ ქულებს და ვერ არიგებენ პასებს, რატომ სეირნობენ და რატომ გონიათ გოლი თავისით მოვა.

  • La Pulga10
    schedule 29 ნოე 2023, 18:40
    #15

    ჰა აბა იქნება ავკრიფოთ ისევ ფორმა

  • Rick Sanchez
    schedule 29 ნოე 2023, 15:15
    #14

    ციტატა: C.PC5

    ციტატა: Chico
    10 კაცით ვთამაშობთ. ლევანდოვსკი საერთოდ არ არის მოედანზე. გუნდი უტევს და გოლებს იტანს, ეს კიდევ საჯარიმო მოედნის ზედა ხაზთან დგას და იქედან უყურებს, არ ინძრევა. რამდენი მეკარის მოედანზე შემოვიდა, იმდენი პასი მიიღო, მაგრამ რად გინდა, ყველაფერს აფუჭებს, სასწაულ მომენტებს მაზავს. ფერანი როგორ ვინატრო, მაგრამ იქნებ ამ ლევანდოვსკის ჯობდეს. გახსენებაზე, ამ ლენჩმაც რამდენი მაზა გუშინ…. დავიჯერო ჩავი არ ეუბნება არაფერს? დავიჯერო მოსწონს ლევანას ასეთი თამაში? იქნებ ზუსტად ჩავის მითითებით თამაშობს ასე? ღმერთმა იცის აბა….. მოკლედ როგორც იქნა გავედით ჯგუფიდან, გვეღირსა, მაგრამ ასეთი თამაშით შემდეგი ნაბიჯის გადადგმა არ გვიწერია. გუნდი არ არის ფორმაში… ოღონდ არავინ არ მითხრათ, რომ გუშინდელი მატჩი კარგი იყო… კარგი იყო კანსელუ, არაუხო, პენია….ფრენკიმ იმუშავა…. მორჩა… ასეთი თამაში არ არის ჩემპიონთა ლიგის დონე და გავედით ჯგუფიდან ღმერთის წყალობით, რომ ასეთი ჯგუფი შეგვახვედრა…. დანარჩენიც აგერაა და გამოჩნდება….

    გეთანხმები ყველაფერში, თამაში კარგი არ იყო, ცალკე ფეხბურთელებმა მოიგეს მატჩი, კანსელუ საოცრება იყო და ფელიქსმაც მოინდომა. გუნდოგანი, ლევანდოვსკი და კუნდე სამივე საცემი იყო, ის ორი გასაგებია და კუნდეს რო ვერ ენდობა ადამიანი გამოჩნდა ისევ ამ თამაშში, უსაფრთხო სიტუაციაში ხიფათს ეძებს ტიპი თორე ერთიერთზე შეიძლება ყველას ჯობდეს. ლევანდოვსკიზე აღარ ღირს საუბარი, ყველაფერს რო თავი დავანებოთ ფელიქსს ისეთი პასი გაუფუჭა ეგ საშუალო დონის ფორვარდმაც არ უნდა იკადროს! გაიტანდა თუ არა მაგას არ ვჩივი, ტიპი იყო დასარტყმელ პოზიციაზე, მიიღო ბურთი და არ დაარტყა, სადღაც *რაკში წაიღო და დაკარგა, ცდილობს რო მოერგოს ჩვენს სტილს, ცდილობს რო რამე სასარგებლო გააკეთოს მარა ამ დროს თავის საქმეს ვეღარ აკეთებს, ჩავიც არამგონია რამე განსაკუთრებულს თხოვდეს, უბრალოდ არაა ჩვენი კაცი ეგ, თუ ეტყვიან დადექი საჯარიმოში და ბურთს რომ მოგიტანთ შეაგდეო, დაიწყებს ისევ გატანას ორი აზრი არაა, მარა საჯარიმოს გარეთ… ამ დროს ჩვენ ზუსტად ეგეთი კაცი გვჭირდება ვინც საჯარიმოს გარეთაც მაგარია და სულ არაა საჭირო ყველა მცველს ჯობნიდეს მეორე სართულზე.

    არადა მსოფლიომდე ზუსტად ეგეთი ფორვარდი იყო. მოძრავი და ენერგიული. საჯარიმოს გარედანაც ბევრი გოლი შეაგდო და პასებსაც კარგად არიგებდა.

  • C.PC5
    schedule 29 ნოე 2023, 14:40
    #13

  • Chico
    schedule 29 ნოე 2023, 14:06
    #12

  • Visca el barca
    schedule 29 ნოე 2023, 14:02
    #11

    ბარსელონამ 70 მილიონი გაინაღდაო ჯგუფიდან გასვლითო, დაიწერა

  • JustBarcaLover
    schedule 29 ნოე 2023, 13:56
    #10

    ლევანდოვსკი ზამენაზეა დასასმელი ტორესიც კი უფრო უკეთ ითამაშებს

  • Don_Andresito
    schedule 29 ნოე 2023, 13:01
    #9

    იაკობაშვილი ახალგაზრდულ ლიგაზე იდგა, ნეტა ყოფიკიყო სკამზე 4 გოლს ხო აღარ გაუშვებდა. რა გვიქნეს, გაგვილახეს პატარები, 0-4..

    პენიას მართლა ძაან ვასხით, პირველი თამაში იყო ამხელა პაუზის მერე, თან რო იცის რო არც თასზე მოუწევს თამაში თუ მე4 ლიგელს არ შევხვდით რთულია ფორმა შეინარჩუნო. 4-5 თამაში რო მოუწიოს მიჯრით არ იქნება ცუდი მეკარე.

    არაუხოს პასიც რო ქონდეს ვან დეიკზე მაგარი იქნებოდა, უკონკურენტო მცველი მსოფლიოში. მარა ეგრე სადაა, სრულყოფილება იშვიათად იქმნება.

    ფრენკიმ მაინც მოასწრო 1-2 დრიბლინგი, მალე შევა ფორმაში თუ წყევლა აღარ ამოქმედდა და უტრავმოდ ჩაამთავრა წელი ნახევარდაცვამ მაინც

  • me da barca
    schedule 29 ნოე 2023, 12:52
    #8

    23-24 წლის სუარესი დაგვხატავდა, ჯეკა. 7-8 წლით პრობლემა მოიხსნებოდა.

  • ფეოლა
    schedule 29 ნოე 2023, 12:45
    #7

    gettoo_msd, არანაირი წყენა! : )

  • Chico
    schedule 29 ნოე 2023, 12:23
    #6

    მეგობრებო! დღეს ბარსელონას 124 წელი შეუსრულდა!!! მე ვისურვებდი, რომ ყველა, ვისაც ამ კლუბთან რაიმე აკავშირებს, ამ კლუბის ისტორიის პატივისმცემელი და ტრადიციების მტკიცე მატარებელი ყოფილიყოს. სულ მალე დაბრუნებულიყოს ამ კლუბის დიდება და ავტორიტეტი. ყველას გილოცავთ ბარსას დაბადების დღეს!!!

  • Iniesta_8
    schedule 29 ნოე 2023, 12:21
    #5

    ციტატა: rivaldo80
    არაუხომ მაგრად უკაპიტნა გუნდს მოკლედ გამტანი სახიფათო ფორვარდი გვჭირდება ჰაერივით

    მსოფლიოში საუკეთესო გამტანი მოვიყვანეთ და როგორც ყველა ისიც ეგრე დააკვერცხეს. აზრი არ აქვს ფეხბურთელების მოყვანას მწვრთნელი გვჭირდება ვინც მაგათ გამოიყენებს.

  • rivaldo80
    schedule 29 ნოე 2023, 12:00
    #4

    არაუხომ მაგრად უკაპიტნა გუნდს მოკლედ გამტანი სახიფათო ფორვარდი გვჭირდება ჰაერივით

  • Gaucho24
    schedule 29 ნოე 2023, 11:48
    #3

    ასე მგონია ლევანდოვსკი ოქროს ბურთის მოსაგებად გადმოვიდა , თავიდან ვნებაც ქონდა და მიზანიც და ახლა როცა ხვდება რომ თურმე ვერ მოიგებს ჯერ ბარსელონა ლიგას და თავადაც შანსი არ აქვს ოქროს ბურთის , ხელი ჩაიქნია და აღარც ვნებაა აღარც მიზანი და აღარც სურვილი , არადა როგორ გვჭირდება გამტანი , აღარც იბრძვის , აღარც ცდილობს , ბევრჯერ შეეძლო ერთი შეხებით დაერტყა , პასი გაეკეთებინა , მაგრამ უაზროდ იჩერებს ბურთს და კარგავს , ეეჰ სუარეს როგორ მაკლიხარ , მაგრამ არაუშავს , იქნებ როკემ გაამართლოს , რაც შეეხება მატჩს , კანსელუ ხელები ამიწევია , ამ ბიჭს თავისუფლება ჭირდება და 3 მცველიანი ტაქტიკა მისწრებაა , ფელიქსსაც არაუშავს კარგი იყო , სხვები კიდევ მოუმატებენ ასე მგონია და ნუ ფრენკი , უბრალოდ ფრენკი დე იონგი… ვნახოთ აბა როგორ განვითარდება მოვლენები , ზამთარში როკე გაგვაძლიერებს და იქნებ კიდევ ერთ ნახევარმცველს გამოვკრათ ხელი ვინ იცის , თუ არადა ზაფხულში მჯერა კარგად გავძლიერდებით და დავიცლებით კიდეც ბევრისგან…

  • Rick Sanchez
    schedule 29 ნოე 2023, 08:48
    #2

    ფელიშს იმედია ეს გოლი დაეხმარება და სტაბილურად შეძლებს გატანას.

  • gettoo_msd
    schedule 29 ნოე 2023, 04:28
    #1

    უ19 ჩემპიონთა ლიგის ძირითადში იყო არანაირი წყენა ავტორ