მე არ მჯერა ჯუდ ბელინგემი. პირველივე ტურიდან მივხვდი, რომ ვერ ვიჯერებ. არც ახლა მჯერა, მიუხედავად ამ შოკისა. არც ის მჯერა, რომ ინგლისელია, ასეთი მაგარი ინგლისელი ბოლოს როდის ნახეს, აღარც კი მახსოვს. დონეზე არ მაქვს საუბარი, სტილშია საქმე. შორიდან დამრტყმელის მეტი რა ჰყოლიათ, დიდი ჯახის მოყვარული და მაგარი მეპასეები, მაგრამ ასეთი ინტელექტის მქონე? ვინ იყო ბოლოს? ალბათ ბობი ჩარლტონი, აცხონოს ღმერთმა!
ვერც გავიმ დაიჯერა. ჯუდი შეჭამეს პირველ ტაიმში. მეორე ტაიმის საწყის წუთებზე გავიმ ისე მარტივად აართვა ბურთი, რომ მთელმა “მონჟუიკმა” “კამპ ნოუს” ხმაზე შემოსძახა – გააავიიიი, გააავიიი.. დაუფასეს ტაიმნახევრის გარჯა. და როცა მეგონა, რომ ეს დაუჯერებელი კაცი მინდვრიდან გააქრეს, ზუსტად მაშინ დააჭედა შტეგენის კარში. თვალი ძლივს გავაყოლე, იმას როგორ დავწერ, უნდა აეღო-მეთქი.
ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდის საქმე არ არის, “ბარსას” იდეალურთან მიახლოებული ტაიმნახევარი ჰქონდა, ბელინგემს ყველაზე ცუდი დასაწყისი სეზონში, არაფერი მოასწავებდა იმას, რაც მოხდა. მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა. ზუსტად ის აქვს, რაც ინგლისელებს ასე აკლდათ, სიმტკიცე და ინტელექტი – უნარი იმისა, რომ ყველაზე რთულ მომენტში იპოვოს ძალა საკუთარ თავში.
ამის მერე ყველაფერი შეიცვალა. “ბარსა” მოიშალა და უპირატესობა “მადრიდმა” მოიპოვა.
ეშმაკის მთავარი ტრიუკიც ხომ ეს არის? დაგარწმუნოს, რომ არ არსებობს. და როცა დაგარწმუნებს, მერე გადავა მოქმედებაზე. ეს დაგვემართა. ბელინგემმა დაგვარწმუნა, რომ დიდი არაფერი ფეხბურთელი არ არის, რაის ახალი ზიდანი.. შეჭამეს ბურთიანად.
მერე კი გამოჩნდა.
ტაიმი პირველი – Satisfaction
ჩავის ურთულესი ამოცანა ჰქონდა გადასაწყვეტი. მე ამ კაცზე ცუდის მთქმელი არ ვარ. ისე მაგრად დაგეგმა ყველაფერი, ისეთი მწირი რესურსით, რომ ცუდის თქმა უბრალოდ არ გამოვა. სამი ფეხბურთელი დაგვიბრუნდა, სამივე სკამზე დარჩა და თავიდანვე ნათელი იყო, რომ გუნდს დიდად ვერ გააძლიერებდნენ, ელემენტარულად ფორმაში არ არიან. ყველაზე მეტად სადაც გვჭირდებოდა გაძლიერება, იქ მოვისაკლისეთ პედრი და დე იონგი.
ჩავიმ 3-4-2-1 მოიფიქრა. თან რა მაგრად მოიფიქრა! სად გინახავთ გუნდი ცენტრალურ შეხვედრაში ცვლიდეს ტაქტიკას და ყველაფერი აწყობილი საათივით ყოფილიყოს?! პირველ ტაიმში ყველა მოწოდების სიმაღლეზე იყო. შტეგენს საქმე არც ჰქონია. ინიგო-კრისტენსენი-არაუხოს ტრიო მშვენივრად გამოიყურებოდა, მათ წინ გამორჩეული დუო ვნახეთ – გავი და ილქაი. როგორი ტაიმი ჰქონდათ? საუკეთესო ამ სეზონში! გოლიც ფანტასტიკური იყო, ილქაის აჩქარება, მადრიდელებში ისე გაიარა, თითქოს დგარები ყოფილიყვნენ. ყველაფერი ძალიან მაგრად დაიწყო!
ფლანგები ბალდესა და კანსელუს ჩაბარდათ, ბალდესგან შეტევაში მეტი სარგებელი უნდა მიგვეღო, საბოლოო ჯამში, მათაც კარგი ტაიმი ჰქონდათ, ცენტრში ფერმინი და ფელიში ვნახეთ, უზუსტესი, საჭირო რიტმში მოთამაშე ორი შემქმნელი, თუ რამე დააკლდათ, დამაგვირგვინებელ ფაზაში ცივსისხლიანი მოქმედება იყო. ეს გახდა ამ მატჩის მთავარი მინუსი, რაზეც ჩავის ვერ მივცემთ შენიშვნას, “ბარსას” მომენტები უნდა გამოეყენებინა.
წინ ფერანი იყო და იმის თქმა შეგვიძლია, რომ ლევანდოვსკიზე სწრაფად მოქმედებდა. პოლონელმა ტემპი დააგდო. ეს არ იქნება ბოლო მატჩი, სადაც ასეთი სურათი გვექნება, რობერტს დიდი სარგებელი მოაქვს, მაგრამ მისი დრო წავიდა. მით უმეტეს, უთამაშებელი ლევანდოვსკი ბევრს ვერაფერს გააწყობდა. მაგრამ როგორ გინდა, ამაზე უარი თქვა? ჩავის რომ ლევანდოვსკი არ გამოეყვანა, წარმოიდგინეთ, რა კრიტიკა დაატყდებოდა.
პირველი ტაიმი იყო იდეალური, საკმარისად აგრესიული, ხისტი, უმაგრესი პრესინგით და ძალიან კარგად დაგეგმილი შეტევებით. “ბარსას” სჯეროდა, რომ ამ თამაშს აუცილებლად მოიგებდა. ასეთი განწყობა იყო, თუმცა..
ტაიმი მეორე – I Can’t Get No
ერთხელ დარჩა გავის ბელინგემი. არაუხოს ვინისიუსი არ გაპარვია, ბოლომდე სიქა გააძრო, გავის კი ერთხელ დარჩა ჯუდი. მხოლოდ იმიტომ, რომ თავად იყო ის ფეხბურთელი, რომელმაც ბურთი საჯარიმოდან გამოიტანა. სწორედ მისი გამოტანილი ბურთი მიუვიდა ჯუდს. აქედან უკვე სულ სხვა თავი იწერება. მანამდე კიდევ იყო ძალიან კარგი შანსი, ინიგო მარტინესი ურტყამდა თავით, ისევ ძელი. ცუდად მენიშნა. ფეხბურთს ხომ დღემდე ის დაუწერელი კანონი მართავს. უნდა გაიტანო, მით უმეტეს, ასეთ შეხვედრაში, სხვაგვარად მკვდარი ხარ.
“ბარსას” დაცვის ხაზი იმდენად დამაჯერებლად იდგა, რომ შორეული დარტყმებითღა შემოგვიტიეს. ვერ მივიღეთ გაფრთხილებად, არადა, გამოჩნდა, რომ კარლომ ასე დაავალა თეთრებს. ჯერ კროოსი იყო, მერე ჩუამენი, ბოლოს კი ბელინგემი.
გუნდი მოიშალა. აუცილებელი იყო ცვლილებები, მაგრამ არცერთმა ცვლილებამ არ იმუშავა. შემიძლია ვთქვა რომ ყველა დამწყებმა უკეთ ითამაშა, ვიდრე ცვლილებაზე შემოსულმა:
ფერანი უფრო სწრაფი იყო, ვიდრე ლევანდოვსკი. გადაწყვეტილებებს გაცილებით სწრაფად იღებდა, რაც სწრაფი შეტევების გარანტი გახდა. მეორე მხრივ, აუცილებელი იყო ლევანდოვსკის გამოყვანა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, ჯერ შორს არის სასურველი ფორმისგან.
კანსელუ ბევრად სასარგებლო იყო, ვიდრე იამალი, მიუხედავად იმისა, რომ ლამინი ცუდად არ შემოსულა.
ჟოაუ უფრო კარგი იყო, ვიდრე რაფინია.
ფერმინი უკეთესი იყო, ვიდრე რომეუ. თანაც მაშინ, როცა შეტევა გვჭირდებოდა ყველაზე მეტად დაცვაზე ორიენტირებული რომეუ მივიღეთ, რატომ? იმიტომ რომ ბელინგემის მიმართ შიში გაჩნდა, და როგორც აღმოჩნდა შიში ლოგიკური იყო.
რომეუს დაევალა მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო ბელინგემთან, საჯარიმოს მისადგომებთან და საჯარიმოშიც. ფაქტია, რომ დავალება ვერ შეასრულა. ვერავინ გათვლიდა მოდრიჩის უნებლიე შეხებას და ბურთის ასეთ ტრაექტორიას, მაგრამ რომეუს ჯუდი გაექცა, აბსოლუტურად მარტო დარჩა კარიდან სამ მეტრში. მორჩა.
პირველ რიგში ჩავი არ იმსახურებდა წაგებას. ამხელა სამუშაოს მერე, როცა ასეთ კრიზისულ სიტუაციაში მოუწია კლასიკოს თამაში, ასე კარგად დაგეგმა ყველაფერი, ასე მოტივირებულები გაუშვა ფეხბურთელები მოედანზე, და მაინც დამარცხდა. იმდენი კლასიკო აქვს ნათამაშები, მისთვის ახალი არაფერი იქნება. ბოლო წუთებზე წაუგია და მოუგია კიდეც. როგორც მწვრთნელისთვის ეს დიდი გამოცდილება და საზრდო იქნება.
სეზონი დიდია. “ბარსას” აქვს უნარი იმისა, რომ სხვაობა აღმოფხვრას და ჩემპიონობა შეინარჩუნოს. ამის მჯერა, ბელინგემის კი არ მჯერა. მიუხედავად ამ შოკისა, მაინც მიმაჩნია, რომ მთელი სეზონი ასე ვერ გაგრძელდება. სადმე აუცილებლად მოუკლებს. და თუ არ მოუკლებს, მაშინ კიდევ ერთი კრედიტის აღება იქნება საჭირო, ვინმე ისეთის მოყვანა, ვინც მასთან კონკურენციაში კლასიკოს ახალ ეპოქას შექმნის.
და ვინმე ელოდა რო რომეუ ბუსკეტს ოდნავ მაინც დაემსგავსებოდა ამ სიბერეში? სულ ვიძახდით კარგი საყრდენის მოყვანაზე ბუსკეტსის ასე ვთქვათ წასასვლელ-გარდამავალ პერიოდზე და ცოდნის გადაცემაზე მაგრამ ყველაფერი ზღაპარი აღმოჩნდა ესეთი "წვრილმანებისთვის" ლაპორტას არ სცალია.
კაცურად იღბალი რა შუაშია? ქონდა მომენტი, სიტუაცია შეაფასა სწორად და დაარტყა, შეასრულა, იღბალი კიარა კლასია ეგ, ჩვენი ფეხბურთელები თავდახრილი დარბიან, ვერ გაუგიათ როდის პასი გააკეთონ და როდის დაარტყან, რამდენი დასარტყმელი მომენტი იყო და არ დაარტყეს, პასი იყო გასაცემი და მატაობა დაიწყეს, ბალდე არის მორბენალი ცხენი, ინტელექტი 0 აქვს, ფელიშს საერთოდ ვერ უგებს, რამდენჯერ გადაუგდი ფლანგზე ბურთი და ვერ გაიგო საით გაქცეულიყო, მარცხენა მცველი ჩამშლელი და ფორვარდი პლუს პორტუგალიელების გამოსყიდვა
მე ზოგად იღბალზე ვამბობ რეალს რო თან სდევს თორე კლასით 10 ჯერ რო აღემატებიან ბარსას პრეზიდენტიან მწვრთნელიან ექიმიან ფეხბურთელებიანად ჩანს კარგად
კაცურად იღბალი რა შუაშია? ქონდა მომენტი, სიტუაცია შეაფასა სწორად და დაარტყა, შეასრულა, იღბალი კიარა კლასია ეგ, ჩვენი ფეხბურთელები თავდახრილი დარბიან, ვერ გაუგიათ როდის პასი გააკეთონ და როდის დაარტყან, რამდენი დასარტყმელი მომენტი იყო და არ დაარტყეს, პასი იყო გასაცემი და მატაობა დაიწყეს, ბალდე არის მორბენალი ცხენი, ინტელექტი 0 აქვს, ფელიშს საერთოდ ვერ უგებს, რამდენჯერ გადაუგდი ფლანგზე ბურთი და ვერ გაიგო საით გაქცეულიყო, მარცხენა მცველი ჩამშლელი და ფორვარდი პლუს პორტუგალიელების გამოსყიდვა
ეგ ერთი დარტყმა ჰქონდა მთელს რეალში ბელინგემს რასაც პროფესიონალიზმი ქვია. იღბალი ის არაა 2ჯერ ძელს რომ მოხვდება და გოლი არ გავა თუ ის მოდრიჩს ბურთის გაჩერება რომ უნდოდა და იდეალური ტრაექტორიით მივიდა ბელინგემამდე? ესეც 3 იღბლიანი მომენტი მეტი რა გინდა?! ერთ-ერთი მაინც ბარსას სასიკეთოდ რომ ყოფილიყო არ წავაგებდით.
ეგეც იღბალია მოდრიჩი მარტოდ მარტო რომ იღებს ბურთს საჯარიმოში, მართალია ვერ გაიჩერა ეგ ირბალი ჩვენსკენ არის და ვერ შევირგეთ, და ამის მერეც ისე კარის წინ საჯარიმოში ბელინგემს მისდის ბურთი და გოლს გიტანს, რა შუაშია აქ იღბალი ბარდაგი და იღბალი სხვადასხვა რამეააააააააააააა
არ ვიცი თქვენ რას უყურეთ ვინც ამბობს რო ბელინგემმა შეჭამა ბარსაო… გავიმ შეჭამა ბელინგემი, ბურთი არ დაანხა, მაგრამ მერე შემოიყანეს ყველაზე დიდი დიშ*ა რომეუ, რომელმაც 2 ჯერ დატოვა ბელინგემი მარტო და 2 გოლი მივიღეთ არსაიდან, ესაა ვსიო. ორივე მომენტში რომეუს კაცი იყო ბელინგემი, მიყვებოდა და ამ დროს უცბად გაჩერდა და უგურებდა ბელინგემს, ეგ თუ არ გააგდეს გუნდიდან ვაბშე ვერაფერს ვერ მოიგებს ბარსა, იმიტოტო ხავის მაინცდამაინც ეგ შემოყავს ყოველთვის
მეორე ტაიმის მეორე ნახევარში იმდენი მომენტი შექმნა რეალმა ,ბარსას უკანა ხაზში დატოვებული სივრცეებით ,მარტივი იყო იმის მიხვედრა რო გოლი გავიდოდა აუცილებლად.ჩავის შეცდომა სწორედ ეს არის მეორე ტაიმის მეორე ნახევარში არ გაადააწყო გუნდი,სხვა არაფერში დავადანაშაულებ ძაან კარგი პირველი ტაიმი ქონდა.
კაცურად იღბალი რა შუაშია? ქონდა მომენტი, სიტუაცია შეაფასა სწორად და დაარტყა, შეასრულა, იღბალი კიარა კლასია ეგ, ჩვენი ფეხბურთელები თავდახრილი დარბიან, ვერ გაუგიათ როდის პასი გააკეთონ და როდის დაარტყან, რამდენი დასარტყმელი მომენტი იყო და არ დაარტყეს, პასი იყო გასაცემი და მატაობა დაიწყეს, ბალდე არის მორბენალი ცხენი, ინტელექტი 0 აქვს, ფელიშს საერთოდ ვერ უგებს, რამდენჯერ გადაუგდი ფლანგზე ბურთი და ვერ გაიგო საით გაქცეულიყო, მარცხენა მცველი ჩამშლელი და ფორვარდი პლუს პორტუგალიელების გამოსყიდვა
ეგ ერთი დარტყმა ჰქონდა მთელს რეალში ბელინგემს რასაც პროფესიონალიზმი ქვია. იღბალი ის არაა 2ჯერ ძელს რომ მოხვდება და გოლი არ გავა თუ ის მოდრიჩს ბურთის გაჩერება რომ უნდოდა და იდეალური ტრაექტორიით მივიდა ბელინგემამდე? ესეც 3 იღბლიანი მომენტი მეტი რა გინდა?! ერთ-ერთი მაინც ბარსას სასიკეთოდ რომ ყოფილიყო არ წავაგებდით.
კაცურად იღბალი რა შუაშია? ქონდა მომენტი, სიტუაცია შეაფასა სწორად და დაარტყა, შეასრულა, იღბალი კიარა კლასია ეგ, ჩვენი ფეხბურთელები თავდახრილი დარბიან, ვერ გაუგიათ როდის პასი გააკეთონ და როდის დაარტყან, რამდენი დასარტყმელი მომენტი იყო და არ დაარტყეს, პასი იყო გასაცემი და მატაობა დაიწყეს, ბალდე არის მორბენალი ცხენი, ინტელექტი 0 აქვს, ფელიშს საერთოდ ვერ უგებს, რამდენჯერ გადაუგდი ფლანგზე ბურთი და ვერ გაიგო საით გაქცეულიყო, მარცხენა მცველი ჩამშლელი და ფორვარდი პლუს პორტუგალიელების გამოსყიდვა
ნუ ჯერ ის ორი პოზიცია და ზოგადად მთლიანად შეტევაა მისახედი თორე სხვაგან ასე თუ ისე შედარებით დალაგებული მდგომარეობაა. დაცვა – მშვენიერი, ნახევარდაცვა (ტრავმები რომ არ იყოს და კარგი საყრდენი რომ გვყავდეს) – მშვენიერი, მეკარე – ნორმალური..ბოლო ბოლო მიხედონ იმ კასადოს და იქნებ ფერმინივით გვიჯიგროს ან ჯანდაბას, დაითრიონ მოსკარდო ან ვინმე ძაან კლასნი.
ამათი მოყვანის ალბათობას რაც შეეხება: ალვარესზე დაიწერა რომ 50ად გვინდაო და სასაცილო მგონია ეგ ფასი თუმცა 50 ისთვის რომ ვინმე დაგვემატებინა, უკვე რაღაცას დაემსგავსებოდა.
ხვიჩამ თუ ასე გააგრძელა 100ზე ნაკლებად არ მოგვცემენ, იდეში ფელიშიც არ დაჯდება იაფი მითუმეტეს ატლეტიკოსთან გვაქ შეხება და ფელიშისა და ხვიჩას პოტენციალს არც შევადარებდი, ის იმ ნაპოლიში რას შვება ვიღაცა ლობოტკასთან და პოლიტანოებთან ერთად და აქ დე იონგთან, კანსელუსთან, პედრისთან და ა.შ. რას დახატავდა წარმოიდგინეთ. ფელიშს ძალიან კარგი სტარტი ჰქონდა უბრალოდ ფაქტია რომ ვერ იხსნება და არ ჩანს ის კაცი რომელიც ოდესმე გუნდს ულიდერებს, ხვიჩასგან კიდე მოდის ეგ პოტენციალი.
ნუ ამათთან ერთად მერე თადარიგში როკე, ფერმინი და გუი გვეყოლება…ასევე ტორესს დავტოვებდი მაინც თუ ისე კარგად გააგრძელა სკამიდან შემოსვლა. დალშე რაფინია სანამ დროა უნდა მოვიშოროთ, ფატი დავტოვოთ სადაცაა და ლევანაც ამ სეზონის მერე უეჭველი.
დაახლოებით 200 მილიონის თემაა, პროსტა მე ის მაიმედებს რომ 2 წლის წინ ამაზე გაცილებით რთულ მდგომარეობაში დავახარჯეთ ეგ 200მ ლევანას, კუნდესა და რაფინიას და ამ შემთხვევაში როცა საქმე კვარას, ალვარესისა და კანსელუს მოყვანას ეხება, უბრალოდ დასაფიქრებელი არაფერია. პროსტა ვინმე უნდა გავყიდოთ სარფინიანად, სპოსორებიც რამენაირად უნდა მოვზიდოთ და ეგა..
წინა წელს ვითომ არაფერი მარა რეალურად 70-90მდე ვიშოვეთ მარტო ტრანსფერებში, ცალკე ლა ლიგიდან როგორც მახსოვს 70ია მოგება, იქეთ სხვა ტურნირებიდან ცალკე..და ამ დროს 3.5 მ დავხარჯეთ ისიც რომეუში ხოდა ასე უკვალოდ ხო არ გაქრებოდა ის ფული? ცალკე აგერ ძველი კამ ნოუს სკამებს და ბალახებს ყიდიან..ჰოდა რამენაირად უნდა იშოვონ ეგ ფული.
მომავალი ზაფხული ასე მგონია ბევრი გუნდისთვის გარდამტეხი იქნება და ბარსამაც უნდა აუწყოს ფეხი, ბოლო ბოლო მბაპე ალბათ ახლა მაინც წავა რეალში და რა გუნდი იკვრება წარმოგიდგენიათ? ეგენი მერე ვინ უნდა გააჩეროს? ერთი ბელინგემი ვერ გაგვიჩერებია..
მარა ალვარესი და კვარა უკვე სერიოზული თემაა..ბოლო ბოლო მაგ ორს მომავალ ოქროს ბურთებში ვხედავ როგორც იმათ და ამიტომ საჭიროა ახლა მოქმედება, თორე დიდი ალბათობით სხვა გუნდები მოგვტაცებენ..
———————შტეგენი——————-
კანსელუ—არაუხო——კუნდე—ბალდე
——————–დე იონგი——————
————გავი————–პედრი———-
იამალი———-ალვარესი———-კვარა
———————-პენია——————-
ბ გუნდი—კრისტო—–ინიგო—ბ გუნდი
——————მოსკარდო——————
——–კასადო————–გიუნდო——–
——————-ფერმინი——————-
———–ტორესი———როკე————-
წასასვლელები: რომეუ, რობერტო, ალონსო, ფატი, ლევანა, რაფინია. – ვვარაუდობ მინ. – 90ს, მაქს. – 130ს
გეთანხმები მაგრამ ძაან გაჭირდება ეგ ორი ტრანსფერი. აი ფატიმ თუ კარგად გააგრძელა და რაფინიამაც დადო სტატიატიკა გოლების და პასების წესით 70-70 უნდა ავიღოთ კარგ შემთხვევაში ამ ორში. ნუ მინიმუმ 120 მაინც. 80 იშოვონ და 100-100 კვარაც მოვა და ალვარესიც.