workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სეზონი დასრულდა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სეზონი დასრულდა

ბოლო მატჩიც ჩავამთავრეთ, სეზონი დასრულდა. კარგია, რომ “სელტასთან” შეხვედრა არაფერს წყვეტდა. ამ სტადიონზე თამაში რთულია, არასდროს არ მიყვარდა აქაორობა. ჯერ კიდევ გუსტავო ლოპესიდან და მოსტოვოიდან მოყოლებული. შეიძლება იმიტომ, რომ რივალდომ ბოლო შეხვედრა “ბარსას” მაისურით სწორედ ამ სტადიონზე ჩაატარა და ტრავმით დაგვემშვიდობა. კოჭლობით, ცალ ფეხზე ასკინკილათი მორბენალმა შეაგდო ბოლო გოლი. 

რაღაც მხრივ, ვალვერდეს სადებიუტო სეზონის ბოლო მატჩიც გამახსენდა. მნიშვნელოვანი რეკორდის დამყარება შეეძლო, ისტორიაში შესვლა შეეძლო და მაინცდამაინც ბოლო შეხვედრა წააგო. ახასიათებდა ამ კაცს ასეთები, ყველაზე მნიშვნელოვან დროს აურევდა ხოლმე. მაშინ მესი არ იყო, არ ითამაშა, ვალვერდეს “ბარსა” მესის გარეშე არც არაფერია, მჭადია ყველის გარეშე. 

გუშინ კიდე ტერ შტეგენმა დაიწყო, მშრალი კარი უნდოდა, მაგრამ გაუშვა და გაიყვანეს კიდეც. “ბარსა” ვერ გახდა რეკორდმენი, ბოლო ტურებში ისე აურიეს რომ ეს შესაძლებლობაც წავიდა ხელიდან. არ არის გასაკვირი. როცა მოტივაცია აღარ გაქვს, მერე რთულია რეკორდებს გაეკიდო. 

ტერ შტეგენი

ზამორას ჯილდო ჩაბარდა. ჩვენც დაგვაფიქრა, კარიერის საუკეთესო სეზონი ხომ არ ჩაატარაო? ალბათ კი. ეს არის სეზონი რომლის მერეც გერმანიის ნაკრების კარი უნდა ანდონ. ასე მიწურულს, უკვე მაგრად დაღვინებულს უნდა უთხრან რომ როგორც იქნა დაიმსახურა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ კედელივით იდგა მთელი სეზონი, მეორე იმიტომ, რომ ლეგენდის თანახმად მანუ ნოიერი ჯერ კიდევ თხილამურებით ეშვება მთიდან. 

კაპიტნობაზეც ჩამოვარდა სიტყვა. კარგი კანდიდატია, ლიდერია, სტაბილურია, კრიტიკულ სიტუაციაშიც აქვს გუნდი გამხნევების უნარი, რა თქმა უნდა, მინუსებიც მოიძებნება, მაგრამ ერთ-ერთი კაპიტანი უეჭველად უნდა იყოს. 

ისე კი იშვიათად ირჩევენ ხოლმე მეკარეებს კაპიტნებად, რადგან, თავიანთ უპირატესობას ვერ იყენებენ, მხოლოდ კაპიტანს აქვს უფლება მსაჯს შეეკამათოს, მეკარე კი ამას ვერ აკეთებს, რადგან ყოველ ჯერზე კარიდან ვერ გამოვარდება, რომც გამოვარდეს სანამ საჭირო წერტილამდე მივა ყველაფერი უკვე მომთავრებული იქნება. ეგ ამბავია, სხვა არაფერი. 

გუშინ, ინიაკი პენიამ შეცვალა შტეგენი და.. ლამაზი გოლი გაუშვა. ყოჩაღ პენია! სილამაზის მსახური ხარ! 

ლევანდოვსკი

პოლონელს პიჩიჩი ჩაბარდა. სადებიუტო სეზონშივე გახდა ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. აჯობა ბენზემას. სეზონის დასაწყისშივე დაანონსდა მათი დუელი და რობერტმა მოიგო. ორი ბებერი ვარსკვლავი. თავის დროზე მაგარი სანახავი იქნებოდა მათი დაპირისპირება, ახლა კი ცოტა ნაძალადევი გამოვიდა. ძლივს მიატანეს სული სეზონის ბოლომდე. აგერ, ქარიმი ისე დაიღალა წიხლებს იქნევს გამიშვით, აქ აღარ მინდა დარჩენაო. 

დიდი ფეხბურთელია.

იყო დრო, “ბარსელონასაც” ჰქონდა ინტერესი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა “ლიონში” გაიბრწყინა. ყოველთვის მომწონდა, უნიჭიერესი ფეხბურთელია. მგონია, რომ რონალდუსთან ძალიან დაიჩრდილა, მის გარეშე კი როგორც იქნა მიიღო ის პატივი, რომელსაც იმსახურებდა. 

ეგ განსხვავებაც არის კრიშტიანუსა და მესის შორის. მესი სხვებსაც აძლევდა განვითარების საშუალებას, ყველა უკეთესი გახადა, ყველა გამოაჩინა, რონალდუმ კი ყველა შეზღუდა. ამაზე მარტივია პასუხი – მესი თამაშის წარმმართველია, ფლეიმეიქერი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეპასე. კრიშტიანუ კი “მადრიდში” ფინიშერად იქცა, სხვა ყველაფერი უმნიშვნელო გახდა. 

წავიდა ბენზემა და “რეალში” დიდ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ “ბარსაც” ვალდებულია გაძლიერდეს, განახლდეს, ახალი სისხლი გადაისხას. ან ძველი დაიბრუნოს. 

საინტერესო იქნება მესისა და ლევანდოვსკის ერთად ხილვა. ძალიან დაბერებული, ძალა გამოცლილი, მაგრამ საინტერესო. 

ფატიმ შეაგდო – მესის ელოდება

ანსუმ კიდევ გაიტანა. თითქოს გოლებს აგროვებს იმისათვის, რომ სარფიანად გაიყიდოს. ან იქნებ მესის ელოდება, მიაჩნია, რომ მესისთან ერთად ისევ ისე ათამაშდება. ლეომ პსჟ-ი დატოვა. შეთავაზებები მაგიდაზე უდევს, ერთი ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან სპორტსმენად აქცევს, მეორე კი სახლში დააბრუნებს. ზის და ფიქრობს. 

საქმე ის არის, რომ მესი ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენი მომდევნო სეზონშიც უპრობლემოდ გახდება. ჰოდა, დაბრუნდეს ეს ერთი წელი, მაინც არაფერი აკლია. მის კარიერას მხოლოდ დიდი დაბრუნება აკლია. 

გახსოვთ სიტი რა კონტრაქტს სთავაზობდა? აი, ბიუროფაქსის, ბართომეუს და ტროლების ამბების მერე? 2 წელი ჩვენთან და 3 ნიუ-იორკ სიტიშიო. ორი წელიო… ეგონათ რომ მესი ორი სეზონის მეტს ვერ გაქაჩავდა. მაგრად მეუცნაურა და ვიფიქრე, ამათგან არაფერი გამოვა-მეთქი. 

იმის მერე, მესიმ ერთი სეზონი “ბარსაში” გაატარა. პლუს ორი პსჟ-ში, მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო და ახლა დასაბრუნებლად ემზადება. ნაადრევად მოინდომეს მისი დასაკარგავში გაშვება, ჰოდა, მგონი ახლაც ადრეა. ყოველთვის ადრეა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (197)

  • nika 54
    schedule 17 აპრ 2026, 13:38

    ციტატა: me da barca
    ტილიან მბაპეს წყევლა ძალაშია.
    იქეთ კიდევ გრიზმანის.


    მაგას მოისვრის ალბათ პერესი.

  • jacky iakovenko
    schedule 16 აპრ 2026, 22:17

    ციტატა: უჩა
    Gaucho97


    ბევრად უკეთესი გუნდი ვართ ნახევარდაცვა+წინა ხაზი … აი დაცვა რო გვყავს ისეთი როგორიც გვყავს მიტომაცაა არაუხო,კუბა,გარსია ერთმანეთს ენაცვლებიან სეზონი სეზონი წითლებში

  • უჩა
    schedule 16 აპრ 2026, 21:13

    რეალურად ორივე თამაშში მაგრად ვაჯობეთ და ობიექტურად ბევრად კარგი გუნდი ვართ არ გაგვმიართლა ეგარი და ეგ

  • dshvelidze
    schedule 16 აპრ 2026, 20:06

    რამდენჯერ ვნახე ეგ მომენტი და რავიცი ფერმინს მკერდით წინ ბურთის დაგდება ვითომ არ შეეძლო? მარტო იყო და რავიცი უკვე გადავედი ჭკუიდან.

  • Gaucho97
    schedule 16 აპრ 2026, 14:27

    დღეს ბარსას ხსენება აღარ არის,ბაიერნის გულშემატკივრები რეალის გულშემატკივრებს წაეკიდნენ კომენტარებში, თან ბავარიელები ისეთ კომენტარებს უწერენ რაც სიმართლეა წლების წინ მსაჯმა რეალს უამრავი მომენტი რომ აჩუქა მათან თამაშებში, გაყურსულები არიან მადრიდელები ერთი ორი თუ გამოუძვრებათ მარტო და მაქსიმუმ დაუჰაჰავონ მეტს რომ ვერაფერს ეუბნებიან 😁 გამოსცადონ რეალის ფანები როგორი პროვოკატორები არიან ყველამ უნდა გამოსცადოს, აქამდე მარტო ჩვენ ვაპელირებდით მსაჯზე, რაც ნაღდი იყო ისიც კი იფარებოდა უკვე

  • Barca1980
    schedule 16 აპრ 2026, 11:26

    სახლი იმ მასალით უნდა ააშენო, რაც მოგეპოვება. ბაიერნი სწორედ იმიტომ თამაშობს მასეთი აწეული დაცვით, რომ შემადგენლობა ჰყავს და რისკი გამართლებულია. ფლიკმა ძალიან კარგად იცოდა რა შემადგენლობაც ჰყავდა და ჯგუფურ ეტაპზე რომ თითქმის იმდენი გავუშვით რამდენიც გავიტანეთ და წითლებიც გვირიგეს მაგის გამო, სულ მცირე გაკვეთილი უნდა ყოფილიყო მისთვის. ისე ბაიერნსაც გაუმართლა, არ იყო წარმოუნდგენელი რეალის გასვლა მაგ აწეული დაცვის გამო და მერე სხვა შეფასებები იქნებოდა ისევე როგორც ფერმინის გოლის გატანის შემთხვევაში. ფაქტი ერთია ანტიფეხბურთის მოთამაშე გუნდი გავიდა ორი დარტყმით შემდეგ ეტაპზე!!!

  • Frenkie de Jong_
    schedule 16 აპრ 2026, 11:17

    ციტატა: Lasha Mamuladze
    მე ვერ ვხვდები აქ კომენტარებში რო ამბობენ იმედია ბავარია აიღებს წელს ლიგასო?? მაგ ხალხს ვერ ვუგებ, იმ რეალს რომელიც ყველა ხედავს რა დღეშიც არი ბავარიას მაგათთვის თუ ისეთი გუნდია წელს როგორც კომენტარებში აღწერენ უნდა გადაევლო, ლამის გალოაგდო რეალმა და ვინ არბელოა ყავს მწვრთვნელად…მოკლედ წელსაც ხელაიფამ იყიდა ლიგა, იყიდა რა მაგრად თამაშობს პსჟ და დაიმსახურა კიდეც მეორე ლოგა ზედიზედ, რაც არ უნდა იყოს თუ ფულით ვერ იყიდი, ბევრი ფულოთ იყიდი, ამ მსაჯობას კორუმპირებულობის მეტი არსფერი ქვია, სადაც დიდი ფული ტრიალებს იქ არი კორუფციაც ასე, რომ ფეხბურთი კი არაა ლატარეას გვაყურებიებენ…ბარსელონა-მსაჯი თამაშობდა 2 თამაშს, ეს ატლეტიკო როგორ უნდა იყოს ნახევარფინალში არ ვიცი რა…


    სუ მინიმუმ საფრანგეთის ლგიაზე 2 ჯერ თამაშები გადაუწია
    დასვენებულები არიან,

  • jacky iakovenko
    schedule 16 აპრ 2026, 10:21

    ისე ვისაც პრეტენზია გაქვთ ხოლმე ფლიკის მაღალ ხაზზე უყურეთ აგერ ბავარიის მაღალ ხაზს მერე შეადარეთ მათი დაცვა ჩვენს დაცვას,როგორ ჩამორბიან დაცვაში ისინი და როგორ მოსეირნობენ ხოლმე ჩვენები…. ამას ქვია დაცვა.ფლიკის ტაქტიკას ზოგჯერ მეც ვაკრიტიკებ მარა მთლიანობაში რო თამრიკოს ბრალი კიარა დაცვა რომ არ გვყავს ეგ შავი შავია და თეთრი თეთრი

  • Lasha Mamuladze
    schedule 16 აპრ 2026, 10:07

    მე ვერ ვხვდები აქ კომენტარებში რო ამბობენ იმედია ბავარია აიღებს წელს ლიგასო?? მაგ ხალხს ვერ ვუგებ, იმ რეალს რომელიც ყველა ხედავს რა დღეშიც არი ბავარიას მაგათთვის თუ ისეთი გუნდია წელს როგორც კომენტარებში აღწერენ უნდა გადაევლო, ლამის გალოაგდო რეალმა და ვინ არბელოა ყავს მწვრთვნელად…მოკლედ წელსაც ხელაიფამ იყიდა ლიგა, იყიდა რა მაგრად თამაშობს პსჟ და დაიმსახურა კიდეც მეორე ლოგა ზედიზედ, რაც არ უნდა იყოს თუ ფულით ვერ იყიდი, ბევრი ფულოთ იყიდი, ამ მსაჯობას კორუმპირებულობის მეტი არსფერი ქვია, სადაც დიდი ფული ტრიალებს იქ არი კორუფციაც ასე, რომ ფეხბურთი კი არაა ლატარეას გვაყურებიებენ…ბარსელონა-მსაჯი თამაშობდა 2 თამაშს, ეს ატლეტიკო როგორ უნდა იყოს ნახევარფინალში არ ვიცი რა…

  • Mariami Kh
    schedule 16 აპრ 2026, 09:42

    კატლეტიკო-არსენალი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე საშინელი თამაში იქნება ალბათ 😵‍💫 და იმედია წელს ლიგას ბაიერნი აწევს.

  • shu1987
    schedule 16 აპრ 2026, 08:45

    ბავარია მაგარ ფეხბურთს თამაშობს კომპანი დასაფასებელია, თუმცა მგონია პსჟ მეორეს წამოიღებს ძაან მაგარი ჯახი იქნება ამ ორს შორის გამარჯვებული გაჩემპიონდება.

  • Albicelecte
    schedule 16 აპრ 2026, 03:39

    ციტატა: GiorgiM4
    რეალის ზოგი ფანის კომენტარი წავიკითხე, მენდიზე პენალტი რატომ არ დაიდოო?! იმედია გაიხსენეთ რე ეპიზოდზეა საუბარი 😀 ტიპები ისე არიან მიჩვეულები რეებს ითხოვენ უკვე, რეალის სტანდარტებით მართლაც უნდა დაედო 😀


    მენდი ისე ქაჩავდა მოწინააღმდეგეს, გეგონება კიმანო ეცვა და იუკოს აღებას ცდილობდა;
    ნოიერი არ მიხმარებდა და დიდი ანგარიშით ამოტენიდა ბავარია

  • Moriarti
    schedule 16 აპრ 2026, 02:35

    ეს არსენალი რა საზიზღარი გუნდია, რა ფეხბურთია საერთოდ. არადა ინგლისში არსენალი მევასებოდა სულ მარა იმედია სიტი გამოისვავს, იმენა ანტიფეხბურთია.
    ამ მსაჯების დედაც როგორ ძალით გამოგვაგდეს მაგაზე უფრო მეშლება ნერვები.

  • Albicelecte
    schedule 16 აპრ 2026, 02:21

    ციტატა: Bakero

    ციტატა: me da barca
    არბელოას გასვენებაზე თუ წახვალთ ვინმე მეც გამიყოლეთ, მინდა მიუსამძიმრო.
    თამაშის ბოლოს მკვდრის ფერი ედო, შემეცოდა.
    ვიხუმრე, რეალთან ჩემი შეცოდება არარსებულია, გამორიცხულია.
    პ.ს. ლეპტოპისთვის სმაილიკები სად გაქრა?


    მეც ლეპტოპით ვარ და ჩემთანაც აღარ უჩვენებს საიტი სმაილიკებს


    სმაილიკები ჩემთანაც არ ჩანს; ჩვეუილებრივ, სახლის კომპთან ვზივარ

  • GiorgiM4
    schedule 16 აპრ 2026, 02:21

    რეალის ზოგი ფანის კომენტარი წავიკითხე, მენდიზე პენალტი რატომ არ დაიდოო?! იმედია გაიხსენეთ რე ეპიზოდზეა საუბარი 😀 ტიპები ისე არიან მიჩვეულები რეებს ითხოვენ უკვე, რეალის სტანდარტებით მართლაც უნდა დაედო 😀

  • Berlinetta♥
    schedule 16 აპრ 2026, 02:11

    ციტატა: Bakero

    ციტატა: Berlinetta♥
    ისე ბაიერნსაც მაღალი აქვს დაცვის ხაზი მარა რა სწრაფად უბრუნდებიან სივრცეებს…

    ციტატა: LOSTIE

    ციტატა: Berlinetta♥

    ციტატა: LOSTIE
    ვინისიუსს არასდროს არაფერს ვერჩოდი, მაგრამ მარტო ამ თამაშის გამო გავუშვებდი გუნდიდან.

    კატასტროფა.

    თუ გახსოვთ დასაწყისში კიმიხს რო ხელი კრა და მსაჯი რო დაელაპარაკა , მანდ ისეთი სახე ქონდა რომ ეტყობოდა ვერ ქონდა ნერვები ფორმაში და ალბათ ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა რაც მინახავს.

    სრული კონცენტრაცია კვარაზე 🙌🏻


    არაფასებთ მაგ კაცს, არ არის მისი დონის მარცხენა ბინგერი ბაზარზე, საერთოდ არავინ…

    კარგი მწვრთნელი ვინისაც ჭირდება, მბაპეს გოლი მარტომ შექმნა საერთთოდ არაფრისგან… მაინც ვფიქრობ მბაპეზე უკეთესია ინდივიდუალურად, დომინანტ გუნდში 30 გოლზე ავა, რეალი არც ცდილობს იჰოს დომინანტი მთელი მატჩი.


    სულ ვაფასებდი ხოდა , ყველაზე ცუდი სეზონი რომ ქონდა მაშინაც კბილებით ვიცავდი პოტენციალს რომ ვხედავდი , მაგრამ დღეს როგორი პასიურიც იყო პრესინგზე , დაცვაში … არ შეიძლება მასე. რამდენჯერმე იყო მომენტი 10 კაცი რომ ჩანდა რეალის ნახევარზე და დაცვაში იჯდა ეგ თამაშგარეში იდგა წინ . თან აქეთ ქონდა პრეტენზიები როგორ თუ არ გაუკეთა ლუნინმა ზუსტი 80 მეტრიანი პასი

    სხვანაირ ვინისიუსს ვარ პლეიოფებში მიჩვეული , დღეს იდეალური მაგალითი იყო იმის , რომ ამბობენ დადიოდა , არც დარბოდაო.


    მაგას მერე კარგი მწვრთნელი უნდა, და კონკურენტი უნდა ყავდეს ვინისაც , არბელოა რო პუპეტია ვერ ამჩნევ ? პრესკონფერენციები წაიკითხე, თავისი სიტყვებით არ საუბრობსო იტყვი … შეცდომა იყო ალონსოც და არბელოაც, როგორც ბარსა ცდებოდა პროფი მწვრთნელი რომ არ მოყავდა წლები…

    ციტატა: Bakero
    მე მაინც გუშინდელი თამაში არ ამომდის თავიდან რა ! დღეს ყველაფერი გაარჩიეს თითონ მსაჯები ამბობენ როცა ფერან ტორესს მეორე გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს მაგ მომენტში სანამ ბურთი ფერანთან მივა ლენგლეს ხელზე ხვდება და ისე მისდის ბურთი ტორესს ! ერიკ გარსიას წითელი შეტევაში გაქცეული სორლოტი თავის ფეხსვე წამოედო და მას შემდეგ წაიქცა ! არცერთი მომენტი VAR- მა არ გადაამოწმა ! უბრალოდ გაატარეს ორივე მომენტი ….ეს მინიმუმია …….VAR-ზეც ფრანგები ისხდნენ (ჟერომ ბიზარი მე მაგათ სახელი და გვარი …….)


    ვარმა
    გადაამოწმა გარსიას მომენტი, უბრალოდ სხვა რაკურსით , მსაჯს არ აჩვენეს ის რაკურსი სადაც ეგ ჩანდა.


    კითხვა არ გაგიჩნდა რატომ ?! აი რაფინიას გაუჩნდა და თქვა კიდევაც ! და დასაჯეს რატომ თქვაო :)))))))))))))))))))))))))))))))


    ზოგადად ცუდად გვექცევიან მსაჯები წლებია, არამარტო მსგავს მომენტებში, დამოკიდებულება აქვთ სხვანაირი, აიგნორებენ ჩვენი ფეხბურთელების მოთხოვნებს… მანდ არ იყო გარსია გასაგდები, არ ვიცი გავიდოდით თუ არა რომც არ გაეგდოთ, მარა ჩვენი მომენტები რომ გამოგვეყენებინა მსაჯიანად მოვუგებდით, რაც ყველაზე ტკბილია. ფერმინზე მეტად ოლმოს მართებდა გატანა ისე , თავზე რომ გადაეგდო ან მარცხნივ გაეგდო ბურთი ან გოლი იყო ან 11 მეტრიანი

  • Bakero
    schedule 16 აპრ 2026, 01:51

    ციტატა: Frenkie de Jong_

    ციტატა: Bakero
    მე მაინც გუშინდელი თამაში არ ამომდის თავიდან რა ! დღეს ყველაფერი გაარჩიეს თითონ მსაჯები ამბობენ როცა ფერან ტორესს მეორე გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს მაგ მომენტში სანამ ბურთი ფერანთან მივა ლენგლეს ხელზე ხვდება და ისე მისდის ბურთი ტორესს ! ერიკ გარსიას წითელი შეტევაში გაქცეული სორლოტი თავის ფეხსვე წამოედო და მას შემდეგ წაიქცა ! არცერთი მომენტი VAR- მა არ გადაამოწმა ! უბრალოდ გაატარეს ორივე მომენტი ….ეს მინიმუმია …….VAR-ზეც ფრანგები ისხდნენ (ჟერომ ბიზარი მე მაგათ სახელი და გვარი …….)


    ძან ბევეი რევიუ მაგაზე
    მეც დავინახე და მეგონა მომეჩვენა
    მერე ვიდოეებიც რო დაიდოოოოოოოო


    ის კომენტარი თუ ნახე ხელის დადებაზე ? ლაპორტმა ოლმოს ხელი ზურგზე რბილად დაადო ისე რომ საერთოდ გავლენა არ ჰქონია ოლმოს ვარდნაზეო აბა მაშინ ერიკ გარსიამ წესიერად სორლოტის ზურგზე ხელის დადებაც ვერ მოასწრო ისე წამოედო თავისივე ფეხს სორლოტი და წაიქცაო :)))))))))))))))))))))))))))))) მთელი დღეა მაგაზე ვიცინი და ჩემ თავზე ვბრაზდები ეგ რომ არ დავასეივე !