workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: გოლსკის მასტერკლასი და ათვლის წერტილი დე იონგისთვის

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: გოლსკის მასტერკლასი და ათვლის წერტილი დე იონგისთვის

ჩავიმ დაგვიჯერა. 

ანალიზის მერე იგივე დასკვნა გაუკეთებია და ცვლილებებიც ისეთი ვნახეთ, როგორსაც ვითხოვდით. ერთადერთი მარჯვენა მცველს არ შეხებია ეს ამბავი, რადგან, ბელერინი სულ ახალი დაბრუნებულია. თუმცა, დროთა განმავლობაში უნდა შეეხოს.

როგორც ვისურვეთ, – დე იონგი ვნახეთ საყრდენზე, დემბელესა და რაფინიას ნაცვლად კი ფატი და ფერანი ვიხილეთ. აქვე გავიხსენოთ, რატომ ვისურვეთ ეს ცვლილებები, საქმე ისაა, რომ შეტევაში მყოფ ფეხბურთელებს ერთმანეთთან საერთო არაფერი ჰქონდათ, დემბელე და რაფინია ლევანდოვსკის სათამაშო სტილისგან ძალიან შორს არიან, დემბელე საერთოდ, ყოველთვის მარტო თამაშობს, ამიტომ, ვიფიქრეთ, რომ ფერანისა და ფატისთვის დროის მიცემა აჯობებდა, მიუხედავად იმისა, ახლა საუკეთესო ფორმაში არიან, თუ არა. 

ჰოდა, ასეც მოხდა. შედეგმაც არ დააყოვნა. 

რაც შეეხება დე იონგს, ზუსტად ისე ითამაშა, როგორც მცირე ხნის წინ დაწერილ ანალიზში იყო გაშლილი, ისევ მესამე მცველი ხდება ბურთის ამოტანისას, კვლავ ხშირად ტოვებს პოზიციას, ხშირად დრიბლინგსაც მიმართავს, რაც საყრდენისთვის იშვიათი და ძალზედ სარისკო ამბავია, მაგრამ გაამართლა. უნდა შევეგუოთ, რომ სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს და რასაც თამაშობს, ის უნდა გამოვიყენოთ. თითქოს ზუსტად გაიაზრა ბოძებული შანსი და საუკეთესო მატჩიც ჩაატარა მიმდინარე სეზონში. მგონია, რომ ეს ათვლის წერტილია, ახლა ძირითადი შემადგენლობის საყრდენი ფრენკი იქნება. იქამდე სანამ სტაბილურობას შეინარჩუნებს. 

შევეხოთ კიდევ ერთ ცვლილებას, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ხარისხიან თამაშში. ჟორდი ალბა დაბრუნდა, გვაჩვენა, რომ შეტევაში ჯერ კიდევ იმაზე მეტად სასარგებლოა, ვიდრე ბალდე და ალონსო. უკვე ნაკლებად სწრაფია, ვიდრე ბალდე, ორთაბრძოლებში უფრო სუსტი, ვიდრე ალონსო, მაგრამ იმ ორთან შედარებით გაცილებით მაგრად გრძნობს თამაშს, ზუსტად იცის, როდის უნდა ჩაირბინოს მცველების ხაზამდე. სამი-ოთხჯერ ასე შეიქმნა საგოლე მომენტი, პედრი, ფრენკი, გავი ასეთ პასებს ყოველთვის გააკეთებენ, მაგრამ ალბასგან განსხვავებით მისი შემცვლელები მომენტს ასე ვერ გრძნობენ. 

არადა, დრო იყო ორი ასეთი გვყავდა ფლანგებზე. არ ღირს ახლა ამის გახსენება.. 

დაცვიდან-შეტევამდე

შტეგენს საქმე არ ჰქონია. “ვილიარეალი” უშანსოდ დავამარცხეთ. ისე ჩანს, რომ უნაი ემერი დღემდე ტრავმირებულია. აბა როგორია, სერჟი რობერტო რომ ჩაგირბენს სათადარიგოთა სკამთან?! ალბათ სულ 6:1-ს ათრიგერებდა. 

იდეალური მატჩი ჰქონდა კუნდეს, ალონსო კი ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ლანგლესავით ნამდვილად არ უთამაშია, მაგრამ ეტყობოდა რომ არ არის ცენტრალური მცველი. უწყინარ მომენტებში ზედმეტი ნერვიულობა ეტყობოდა. კუნდესთან შედარებით ასე გამოჩნდა.

აჰა, მივედით პრიზიორებამდე. პედრის მოძველებული ჯილდო გავიმ გადაიბარა. უდიდესი ავანსია ორივეზე გაცემული, ამ სეზონში უკვე ბევრს ველით, იმაზე მეტს, ვიდრე წინა სეზონში ვნახეთ. ერთხელ უკვე გაგვიცრუვდა იმედი, ჩემპიონთა ლიგაზე ვერც მათ და ვერც დანარჩენებმა ივარგეს, ვერ თქვეს გადამწყვეტი სიტყვა, მაგრამ სეზონი გრძელია, განსაკუთრებით ეს სეზონი, ჯერ ენრიკესთან წავლენ და მუნდიალზე გააგორებენ, მერე დაბრუნდებიან და საქმის ბოლომდე მიყვანას ეცდებიან. “ბარსა” თამაშშია, ლა ლიგის პირველი პოზიცია ისევ ერთი ხელის გაწვდენაზეა. 

გავის შემხედვარე დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ახალი ედგარ დავიდსი გვეზრდება, “კამპ ნოუს” ახალი პიტბული. 

მიულერის სახელობის ჯილდო გადაეცა ბატონ ლევანს, რომელმაც მინი სპექტაკლი შემოგვთავაზა. ორი ისეთი გოლი შეაგდო, “ვილიარეალის” კარში გატანილ საუკეთესო 10 გოლში ნაღდად გაერევა. ნეიმარისა და რონალდინიოს გოლებს ვერ აჯობებს, (ჩემი აზრით), მაგრამ ესეც საოცარი გოლი იყო, ერთი მოძრაობით ორი მცველი ჯანდაბაში გაგზავნა, დარტყმაც მგონია, რომ შეგნებულად იყო ისეთი, როგორიც იყო. ასე აღნიშნა მიულერის ჯილდო.

ჯერჯერობით ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია. 

მხარიც კარგად აუბეს, ვერ ვიტყვი, რომ ან ფატის, ან ფერანს საუკეთესო მატჩი ჰქონდათ, მაგრამ ერთიანი ქმედება ნაღდად გამოჩნდა, კარგს ყველა დაინახავდით, მე კი ნაკლით დავიწყებ. ფატის დარტყმებზე რონალდ კუმანი გამახსენდა, ერთი ვარჯიშის შემდეგ განაწყენებული იყო, მესი რომ ყოფილიყო ვარჯიშზე, კარში ასე არ დაარტყამდაო, – ესე იგი, მესი, როცა იყო მაქსიმალური კონცენტრაციით ემზადებოდა, მისი არყოფნისას კი გაფანტულობა ეტყობოდა. როცა ფატი გამოჩნდა, მისი ყველა დარტყმა სახიფათო იყო, ზოგი ზუსტი, ზოგი უზუსტო, მაგრამ ყველა სახიფათო. ახლა აღარ არის ასე. მისგან ნაკლები ხიფათია. 

ფერანის ნაკლს რაც შეეხება, ცენტრში შემოსვლისას მარცხენა ფეხს არ იყენებდა, ვამბობთ, რომ ორივე ფეხით კარგია, მაგრამ ეტყობა, რომ მარცხენათი ვერ არის ისეთი, როგორიც მარჯვენათი, მოკლედ, დემბელეს ამ ანომალიურ თვისებას ვერ ქაჩავს. მაგრამ, იგივე აზრზე დავრჩები, თუ მეტ დროს მიიღებს, სწრაფად მოუმატებს და ჯობია, გუნდმა იმათზე გააკეთოს აქცენტი, ვისაც ერთად თამაში უკეთ შეუძლია. 

გავის ძალიან კარგი თამაშის შემდეგ ცრუმოძრაობებით მცველები მიყარ-მოყარა და ფატის გაატანინა, წესით ერთი შეხებით უნდა შეეგდო, ბურთი მეორე ფეხში გაირტყა, მერე ძელს გაარტყა და ბოლოს ეფექტურად შეაგდო. მე რივალდოს გოლი გამახსენა და აქვე გაგიზიარებთ. ჰგავს ნამდვილად, არ ვიგონებ. 

შემოსულებზეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას, – რაფინია საშინელი იყო, დემბელე ბევრად უკეთესი. დამბომ ორი კარგი მომენტი შეუქმნა თანაგუნდელებს, რაფინიამ კი 100%-იანი შანსი ქარს გაატანა. ჯერჯერობით რაფინია დიდი იმედგაცრუებაა. მის ფასად ხუთი კვარაცხელია მოგვივიდოდა, აფსუს.. 

შემდეგი მატჩი “ბილბაოსთან”, მერე კი “ბაიერნია” და წესით ოფიციალურად უნდა გადაგვაგდონ ევროპა ლიგაზე. თუმცა, “ბაიერნთან” მატჩი პირველ რიგში პრესტიჟის ამბავია, და ასე იქნება კიდევ ძალიან დიდხანს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 22 ოქტ 2022, 10:05
    #10

    დეიონგში რა მოგეწონათ? მისი აბდაუბდა თამაში საყრდენის პოზიციასთან რა შუაშია? ბაირნთან თუ დეიონგი დადგა მაგ პოზიციაში ჩვეულებრივად გაარღვევენ, პოზიციის მიტოვება არის უდიდესი წუნი საყრდენისთვის

  • shu1987
    schedule 21 ოქტ 2022, 20:02
    #9

    ციტატა: CHEPE24
    ბიჯოო ბილბაოზე რომ ლაპარაკობთ არც ბილბაო არაა ვილიარეალი და მასზე ძლიერიც არის და სწრაფი ფეხბურთის მოყვარულები დაუღალავად რომ თამაშობენ და რაგინდათ მეორე ტაიმსი 8 მდე გაგვეზარდა ანგარიში?? რეალმა დაგვინდო თორე მეტს გაიტანდა ძალების დაზოგვით მოგვიგეს ასეთია ფეხბურთი ადრე ბაიერნს ვგავდით არ ვაჩერებდით თამაშებს რადგან შემადგენლობაც და სკამიც იდიალური გვქონდა სამაგისოდ


    ის რომ ბილბაო ანგარიშ გასაწევი ძალაა აბსოლიტურად გეთანხმები მაგრამ რეალმა დაგვინდო და ძალები დაზოგაო მაგაში 1% ვერ დაგეთანხმები, დადებულიყო პენალტი და რა მუხტი წამოვიდოდა ნახავდით ბევრი რომ წერს არაფერს შეცვლიდაო შეცვლიდა კიარა მეტსაც იზამდა და მთავარი რეალისთვის ერთადერთი გუნდია ბარსელონა ვისთანაც ძალებს კიარ დაზოგავს რაც შეუძლია ითამაშებს ბოლომდე ბერნაბეუზე რაც ბოლო 20-წელში უქნა ბარსამ რა ძალების დაზოგვაზეა საუბარი ან დანდობაზე…

  • me da barca
    schedule 21 ოქტ 2022, 16:41
    #8

    რაფინია მე მგონი ლიდსში დარჩა და არ იცის, რომ ბარსაში თამაშობს

  • CHEPE24
    schedule 21 ოქტ 2022, 13:01
    #7

    ბიჯოო ბილბაოზე რომ ლაპარაკობთ არც ბილბაო არაა ვილიარეალი და მასზე ძლიერიც არის და სწრაფი ფეხბურთის მოყვარულები დაუღალავად რომ თამაშობენ და რაგინდათ მეორე ტაიმსი 8 მდე გაგვეზარდა ანგარიში?? რეალმა დაგვინდო თორე მეტს გაიტანდა ძალების დაზოგვით მოგვიგეს ასეთია ფეხბურთი ადრე ბაიერნს ვგავდით არ ვაჩერებდით თამაშებს რადგან შემადგენლობაც და სკამიც იდიალური გვქონდა სამაგისოდ

  • GIo-GxP-FCB
    schedule 21 ოქტ 2022, 11:41
    #6

    ერთ ფრონტზე ვართ დარჩენილები ყველა ლალიგის თამაში ფინალია მოწყურებული ტიტული მოუტანეთ ბარცას არ დანებდეთ რეალი უეჭველი არარი წელს მომგები ლალიგის მთავარია შემდეგ კლასიკომდე გუნდი შეკრას ხავიმ. ეს უსახური თამასი ლიგაზე და რეალთან თუ აპატიეს შემდეგ კლასიკოს აღარავინ შეარჩენს და დაგვემშვიდობება ხავიტო

  • ფეოლა
    schedule 21 ოქტ 2022, 10:40
    #5

    რა პანიკაა, მშვენიერი მატჩი იყო, ნაადრევი ცვლილებებით და ძალების დაზოგვით : )

  • Chico
    schedule 21 ოქტ 2022, 10:38
    #4

    მოდით სიმართლე ვთქვათ. კარგი მატჩი ნამდვილად არ ყოფილა, იყო უკეთესი ვიდრე წინა მატჩები. თითქმის ყველას მიერ დაშვებული იყო უამრავი შეცდომები. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ღრმა დაცვაში იყო ჩამჯდარი, მათაც ბევრი შეცდომები დაუშვეს, რითაც ისარგებლეს ლევანდოვსკიმ და ფატიმ. დიდად აღსანიშნავი დაცვის თამაშში არაფერია, რადგან მეტოქეს თითქმის არაფერი მომენტები არ შეუქმნია, მაგრამ მიუხედავად ამისა, დაცვა იყო სუსტი, განსაკუთრებით ალონსო, რომელის ორ შეცდომას წესით გოლები უნდა მოჰყოლოდა. ერთი მარცხენა ფლანგზე მოტყუვდა და მერე ვეღარ დაეწია მეტოქეს, მაისურზე ჩამოეკიდა და მეორე მატჩის ბოლოს, როცა საჯარიმოში ასევე მოტყუვდა და ვერ გამიგია როგირ ვერ გაგვიტანეს გოლი. ალონსო ცენტრში, შეცდომაა. რობერტო სულ დაწევაში იყო და ასევე ჩამოკდული იყო მეტოქის მაისურზე. ალბასაც სერიოზული შეცდომა ასევე მატჩის ბოლოს ჰქონდა სადაც გადავრჩით, მაგრამ შეტევას კარგად ეხმარებოდა. კუნდე ფრთხილობდა, რაც გასაგებია. აი ბელერინის ჯერ-ჯერობით ვერაფერი გამიგია, ამ ეტაპზე მე მას ბალერონი დავარქვი და მადლბას გადაუხდი თუ გადამაფიქრებინებს ამ სახელს. ერთი სტილისტიც ჭირდება, რომ ადამიანს დაამსგავსოს, თორემ 80-იანი წლების უგემოვნო სტილიაგას ჰგავს. ნახევარდაცვამ ითამაშა. პედრი კარგი იყი, ასევე გავიც, მაგრამ ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავს. კარგია, რომ ყველგან ასწრებს, მაგრამ ფუჭიც აქვს. დე იონგში ეჭვიც არ მეპარებოდა, კარგია, მაგრამ თავის აიაქსს ფეხბურთს თამაშობს და მას ვერ შეცვლი, ხშირად წინ იწევს დრიბლინგით და უკან თავისუფალ ზონას ტოვებს. ფატი ღმერთმა ჰქნას და ჩადგეს ფორმაში და რაც მთავარია ლევანასთან მჭიდრო კონტაქტი უნდა დაამყაროს. გუშინდელ მატჩში უფრო ინდივიდუალურზე იყო გადართული, თავის გამოჩენა უნდიდა. აღსანიშნავია, რომ თითქმის პირველი 25 წუთი, ლევანას ბურთი საერთოდ არ მიუღია არც ერთი ფლანგიდან. ისევ იყო ბევრი უაზრო ჩაწოდებები არსად, რომლებიც ლევანამდე არ მიდიოდა. და როცა მივიდა, ორი ლამაზი გოლი დახატა. ტორესი როგორც ყოველთვის ერთნაირია და მისიც ძალიან ვერ გამიგია, მაგრამ ეხლანდელ რაფინიას შეიძლება ჯობდეს კიდეც. მე მაინც მარჯვენა ფლანგზე დემბელეს ვცდიდი კიდევ. ფატი-ლევანა-დემბელე. და მთავარი, ყველაზე გენიალური რაც გუშინ ვნახე და რამაც შედეგი მოიტანა, ეს იყო მაღალი პრესინგი თთქმის მთელი მატჩის განმავლიბაში. აი ასე უნდა ითამაშონ როცა მეტოქე ღრმა დაცვას აყენებს, მაგრამ ვარჯიშებზე დახვეწა უნდა, დაცვა ძალიან ზემოთ ადის და კონტრ შეტევის საფრთხეს ქმნის. მატჩი მოვიგეთ და გუნდს სიცოცხლე ეტყობოდა, მაგრამ ამ მიგებაში ვილიარეალის დამსახურებაც არის. ატლეტკი უფრო მეტ წინააღმდეგობას გაგვიწევს…

  • Fc Barca Batumi
    schedule 21 ოქტ 2022, 10:32
    #3

    ვილიმ ბოლო-ბოლო ბაიერნი გამოთიშა

  • nika 54
    schedule 21 ოქტ 2022, 10:02
    #2

    ანუ გუნდი ერთ ტაიმს რო ითამაშებს ამაზე უნდა ვთქვათ რო კარგი მატჩია? მეორე ტაიმი ჩვენი სათამაშო არ არის? ბაიერნი გინდაც ბილბაო ასეთ მეორე ტაიმში 4 გოლს გაგვიტანდნენ. მესმის დასვენებაც საჭიროა თუმცა როდის დაიღალენ? მაგრამ თამაშს რო ამთავრებ ერთ ტაიმში იმიტომ რომ უკვე მოვიგეთო აი აქ არის დიდი უბედურება და ამ უბედურებამ მიჩვევა იცის, 3 გატანილ გოლზე ზევით ლიმიტი დავაწესეთ? ღმერთმა ქნას ბაიერნს პირველ ტაიმში მოვუგოთ, თუმცა მეეჭვება მეორეში ის მოგებული ანგარიში შევინარჩუნოთ. მიუნხენში მშვენიერი პირველი ტაიმი ჩავატარეთ და გუნდმა ირწმუნა მეორე ტაიმს თუ არ მოვიგებთ მინიმუმ არ წავაგებთო, ხოდა სწორედ აქ იჩინა თავი ამ ჩვენმა ახალმა ავადმყოფობამ რო მეორე ტაიმზე ფიქრი ზედმეტი თავისტკივილია.

  • messiiiiii
    schedule 21 ოქტ 2022, 09:28
    #1

    ბრავოო ბიჭებს კაი თამაში იყო ვილიარეალი არაა სუსტი გუნდი.