workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: გუნდი კაპიტნის გარეშე

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: გუნდი კაპიტნის გარეშე

ჩაწოდება საჯარიმოში, სერჟი რობერტო ურტყამს თავით, ბურთი მცველისგან ასხლეტით ვარდება ანსუ ფატისთან, რომელიც ვარდნაში ცდილობს გატანას, მაგრამ არ გამოდის, მცირე მანძილით სცდება. ეგ იყო. აქ მორჩა. ეს იყო ერთადერთი შანსი მატჩში, როცა ანგარიშის გათანაბრება შეგვეძლო და ასე რომ მომხდარიყო, 2:2 მორჩებოდა, რაც ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც სამართლიანი იქნებოდა, რადგან “ბარსას” ქულაც კი არ დაუმსახურებია. 

რა გვანახა ამ მატჩმა? 

მთავარი რამ გვანახა, ის, რაც ვიცოდით და კლასიკოში დადასტურდა. 

“ინტერთან” მატჩის მერე სერხიო ბუსკეტსს, გუნდის კაპიტანს უთქვამს, ეს მატჩი, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს მომავალ კლასიკოზეო. ეს ლაპორტას არ მოეწონა და მკაცრი სიტყვაც ითქვა მათ შორის, თუმცა, კაპიტნის განწყობას ლაპორტა ვერ შეცვლის. სერხიო დიდი მებრძოლი არასდროს ყოფილა, რამდენადაც აღემატება საყრდენი ნახევარმცველების უმრავლესობას ინტელექტით, იმდენად ჩამორჩება ბრძოლისუნარიანობით. და საერთოდ, ამ კაცში სათამაშო ვნება მკვდარია. 

გუნდის ყველაზე გამოცდილი წევრისა და კაპიტნის განწყობა რომ გადამდებია, აბა რა ბევრი საუბარი უნდა ამას, ჩამოყარა ყურები კაპიტანმა და ჩამოყარა ყურები ყველამ. შესაძლოა, კონკრეტულ მომენტში სჯობდეს დე იონგს, ან, სჯობდა ნიკოს, მაგრამ თუ მომავლის გუნდს ვაშენებთ, უკვე დროა ბუსკეტსი სკამზე გადაჯდეს, ახალი სისხლია საჭირო. ითქვა ნიკოს ზამთარში დააბრუნებენო, ამაზე კარგს ახლა “ბარსა” ვერაფერს იზამს. ბუსკეტსი უბრალოდ დამზღვევი უნდა იყოს, ასე გაცილებით დიდ სარგებელს მოიტანს და იქნებ სეზონის ბოლომდე საკუთარი თავიც იპოვოს ამ როლში. 

ეს ერთი. 

მეორე საკითხი კაპიტანს ეხება, პიკეს, ალბასა და სერხიოს დრო წავიდა, რობერტოს კაპიტნობა კი დაცინვა და თავის აბუჩად აგდებაა. არადა, გუნდს რომ ახალი კაპიტანი სჭირდება ფაქტია. ჰოდა, ვის აქვს კაპიტნის თვისებები? ნამდვილად აქვს გავის, თუმცა, ძალიან ადრეა ჯერ მისთვის, პედრის ზედმეტ პასუხისმგებლობას მოვარიდებდი, რეალური კანდიდატი კი სამი რჩება, – შტეგენი, არაუხო და ლევანდოვსკი. 

ამ სამიდან შტეგენს მცირედი უპირატესობა ექნება, ყველაზე დიდი ხანია, “ბარსას” წევრია, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ დარჩენილ ორზე მეტი ტრავმა აქვს მიღებული. უჰ.. გახსენებაც არ მინდა. 

არაუხოც ლიდერია, ლევანდოვსკიც. აქაც იგივე, თუ მომავლისკენ ვიხედებით, მოდი, აქაც გავრისკოთ, ვაქციოთ ეს კვერცხებიანი ტიპი კაპიტნად და მთელი გუნდი სულ სხვა შემართებით გამოვა მოედანზე. 

ინდივიდუალური მარცხი

რაღაცას ველოდით, რაღაცას არა. 

მაგალითად, ველოდით, რომ ვინისიუსი რობერტოს გახევდა. სიმართლე რომ ვთქვა უფრო მეტჯერ ველოდი ამას ნახვას, ვიდრე ვნახეთ. სამაგიეროდ, არ ველოდი, რომ ვალვერდე ასე დაჩაგრავდა ბალდეს, ეს ბიჭი სწრაფი მეგონა, მეგონა კი არა, ნაღდად სწრაფია, ვალვერდესთან კი ნელი გამოჩნდა, დიდი ჰანდიკაპის მიუხედავად პოზიციას თმობდა, უჩვეულო სანახავი იყო, ცოტა შემებრალა კიდეც. 

ტონი კროოსი მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონი იყო, რაფინია საერთოდ ცდილობდა თუ არა მასთან მიკარებას, ვერ გავიგე, დე იონგი და ბუსკეტსი კი ჯარიმის გარეშე ვერ ახერხებდნენ მისთვის ბურთის ართმევას. 

მეტს ველოდი ლევანდოვსკისგანაც, კი ბატონო, ვნახეთ, რომ სახეში მაგრად ურტყეს, ერთი სამჯერ კინაღამ კბილები დაულეწეს, ვნახეთ, რომ ყოველთვის კარგად იხსნებოდა მცველებს ზურგს უკან და მხოლოდ ერთხელ მიიღო სწორ დროს ზუსტი პასი, რომელსაც კარგი გარღვევა და მისი წაქცევა მოჰყვა. 

ნუ დავიწყებთ ახლა ამაზე.. ამ სეზონში შევთანხმდეთ რომ “ბარსაზე” პენალტებს არ ვართ. 

მაინც, მეტის ნახვა მსურდა. ის 100%-იანი მომენტიც უნდა გამოეყენებინა, არ აქვს მნიშვნელობა, თამაშგარეში იყო თუ არა, ასეთი მომენტის მერე ფეხბურთელი თვითრწმენას კარგავს. თითქოს ხასიათი გაუფუჭდაო. 

დიდი გაუგებრობა

გარდა მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობისა, რაც ზემოთ განვიხილეთ, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება ჰარმონიულობის საშინელი დეფიციტი, აბსოლუტური გაუგებრობა შემტევ სამეულს შორის. მოსამზადებელ ეტაპზე თითქოს იყო რაღაც ურთიერთგაგება, ახლა კი ყველა თავისთვის უბერავს. 

ამიტომ, არაპოპულარულ რამეს ვიტყვი, ფატის, ფერანსა და ლევანდოვსკის უფრო დიდი საერთო აქვთ სათამაშო თვალსაზრისით, ვიდრე, რაფინიასა და დემბელეს ნებისმიერ ფეხბურთელთან. ეს დასკვნა ხომ მხოლოდ ერთი მატჩის შემდეგ არ გამოგვაქვს, დემბელეს მთელი “ბარსელონური” კარიერის მანძილზე მხოლოდ ერთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც მისი ქმედების ესმოდა, და ისიც სეზონის წინ “ჩელსიში” გავუშვით. 

ახლაც, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მარჯვნივ უკეთესია. კვლავინდებურად. 

ამიტომ, არაპოპულარული გზის არჩევა იქნებ იყოს გამოსავალი, – მიეცეთ მეტი დრო ფერანსა და ფატის, რათა უკეთეს ფორმაში შევიდნენ, შესაძლოა საწყისი მატჩებისთვის ვერ იყოს ეფექტიანი, სამაგიეროდ გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთეს შედეგს მოიტანს. ალბათ, რავიცი.. 

ფატის გარღვევა როგორი იყო? გადასარევი. 

ჯერ მაინც არ არის ის, რაც ტრავმამდე გვახსოვს, მაგრამ თამაში ყოველთვის ესმის. 

თურმე როგორ გვჭირდებოდა

ვინ იფიქრებდა, “ბარსას” საშინლად აკლია კრეატიულობა, აკლია ბოლო პასი, აკლია მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან არაორდინალური ქმედება, წესით, ამას პედრი უნდა აკეთებდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არასტაბილურია, ყველა მატჩში ვერ გვთავაზობს საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტს. 

დე იონგს უკვე კარგად ვიცნობთ. 

გავი კიდე პიტბულია. ვეძახეთ ახალი ჩავი, ახალი ინიესტა, არადა, ახალი ედგარ დავიდსია, ენაცვალოს ჩემი თავი. 

ყველაზე მეტად კი ბერნარდუ სილვა გვჭირდებოდა. დე იონგს რა ვუთხარი.. წასულიყო “მანჩესტერში”, მიეღო სათამაშო დროის მაქსიმუმი და მოვიდოდა ჩვენთან გადასარევი შემქმნელი, გინდ გარემარბად ათამაშე, გინდ შემტევ ნახევარმცველად. ზუსტად იმ წერტილს შეავსებდა, რომელშიც ვაკუუმი გვაქვს. ვერ მოხდა ასე და არა ვართ კარგ დღეში, თუმცა, ჩემპიონობაზე მაინც უნდა გავიწიოთ. ჩავის ბევრად მტკიცე და შეუვალი ქმედება მართებს. იმაზე მეტია შესაცვლელი, ვიდრე სეზონის წინ ვარაუდობდა. 

ჰოდა ასე, 

შეცდომებს ეშველება, მთავარი ხასიათია. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (29)

  • nika 54
    schedule 18 ოქტ 2022, 14:50
    #29

    თურმე როგორ გვჭირდებოდა
    ვინ იფიქრებდა, "ბარსას" საშინლად აკლია კრეატიულობა, აკლია ბოლო პასი

    თუ უყურებთ პსჟ-ს თამაშებს ნახავთ როგორ თამაშობს მესი, და მიხვდებით რაც გვაკლია მოედანზე. მესი მბაპეს თამაშში მინიმუმ 4-5 ისეთ პასს უკეთებს რო მბაპე აქამდე უკვე ჰოლანდის დონეზე იყოს. ის კი უშვებს ტრიბუნებზე სწორედ იმ საუკეთესო პასებს, გუშინწინ როგორც იქნა აღარ დაარტყა კარში და ნეიმარს უპასა იმანაც გაიტანა. არა მბაპე არამედ სწორედ ნეიმარის და მესის დონის კრეატივები გვაკლია და ეს უკვე ფაქტია.

  • Don_Andresito
    schedule 18 ოქტ 2022, 14:17
    #28

    ინიესტას არასდროს არანაირი კომპლექსი არ ქონია, მესიმ მოუხსნა გვარდიოლამ რონალდინიომ თუ არც ქონდა არაფერი მოსახსნელი ეგ საკითხავია. ტიპი ზე დავდაჯერებული და მშვიდი იყო. მესის არ ყოფნაში და ხშირად მესის მოედანზე ყოფნის დროსაც კი ლიდერი. ვინ ვის მოუხსნა მაგ სასტავში კომპლექსი კიდე საკითხავია. ზუსტად ჩავის და ინის წასვლის მერე ვხედავდით ხოლმე თავჩაღუნულ მესის და ფეხებაკანკალებულ გუნდს. მაგ ლოგიკას რო მივყვეთ მაშინ კროოსი მოდრიჩსაც რონალდომ მოუხსნა კომპლექსები. რავი მე მაგ მოსაზრებას არ ვეთანხმები

  • CuleTillIDie
    schedule 17 ოქტ 2022, 20:24
    #27

    ციტატა: azulgerana

    ციტატა: CuleTillIDie

    ციტატა: azulgerana
    ამის კაპიტნობას მიაგეს შტეგენმა . ბუსკეცის კარიერა ხავის თუ ინიესტასი თავიდან ბოლომდე რონალდინიომ მოუტანა და მერე უკვე მესიმ. თორე ისე დაამთავრებდნენ კარიერას როგორც სერჟი რობერტო ამთავრებს. ეს ყველამ კარგად იცით და ჩაიხედეთ თქვენს გულებში.

    ხო ესპანეთმა ზედიზედ მსოფლიო და ევრო რო დადო მაშინაც მაგათი მთავარი მამოძრავებელი ძალა რონალდინიო და მესი იყო ხო? ან ბოლოჯერ უჩლ რო მოვიგეთ ინიესტაც და ჩავიც გვყავდა გუნდში. რაც წავიდნენ მაგის მერე ხო დავიღალეთ უკვე ამდენი უჩლს მოგებით.

    ასეთი სისულელე კარგა ხანია არ წამიკითხავს :DDDD


    სულელს ნუ მიწოდებ თორე იცი არ აგცდება 9 სართულიანი … ხოლო რაც შეეხება ესპანეთის თასის მოგებას, რონალდინიოს ხელში აღარ იყო ჩავი ჩასვრილი აი მანამდე კიდე სანამ რონალდინიო მოვიდოდა ჩავის მიღწევები მითხარი თორე არ აგცდება 9 სართულიანი კორიანტელი. ესპანეთის თასი თორე მაშინ პიკე არ იყო რამოსი ალბა არბელოა ტორესი ვილა თუ პედრო და ალვარო მორატა? საუკეთესო გუნდი იყო მაშინ ბარსელონა ყველანაირი კომპლექსი მოხსნილი მესისა თუ რონალდინიოს ხელში, და გუშინდელი შეშინებული ბარსას ფეხბურთელები ნახე?

    სად ნახე შენ პირადად რო გიწოდებ სულელს? 9 სართულიანს იქნება რო გაგიკეთებ უკან წესიერად ილაპარაკე თორე. ლაწირაკი ეს

    რობალდინიომდე ჩავი ახალი დაწინაურებული იყო ლა მასიიდან რა უნდა გაეკეტებინა. ან მორატას ან ალბას რა უნდოდა 2010ის მსოფლიოზე შე ჩოილარო შენა

  • azulgerana
    schedule 17 ოქტ 2022, 19:07
    #26

    ციტატა: CuleTillIDie

    ციტატა: azulgerana
    ამის კაპიტნობას მიაგეს შტეგენმა . ბუსკეცის კარიერა ხავის თუ ინიესტასი თავიდან ბოლომდე რონალდინიომ მოუტანა და მერე უკვე მესიმ. თორე ისე დაამთავრებდნენ კარიერას როგორც სერჟი რობერტო ამთავრებს. ეს ყველამ კარგად იცით და ჩაიხედეთ თქვენს გულებში.

    ხო ესპანეთმა ზედიზედ მსოფლიო და ევრო რო დადო მაშინაც მაგათი მთავარი მამოძრავებელი ძალა რონალდინიო და მესი იყო ხო? ან ბოლოჯერ უჩლ რო მოვიგეთ ინიესტაც და ჩავიც გვყავდა გუნდში. რაც წავიდნენ მაგის მერე ხო დავიღალეთ უკვე ამდენი უჩლს მოგებით.

    ასეთი სისულელე კარგა ხანია არ წამიკითხავს :DDDD


    სულელს ნუ მიწოდებ თორე იცი არ აგცდება 9 სართულიანი … ხოლო რაც შეეხება ესპანეთის თასის მოგებას, რონალდინიოს ხელში აღარ იყო ჩავი ჩასვრილი აი მანამდე კიდე სანამ რონალდინიო მოვიდოდა ჩავის მიღწევები მითხარი თორე არ აგცდება 9 სართულიანი კორიანტელი. ესპანეთის თასი თორე მაშინ პიკე არ იყო რამოსი ალბა არბელოა ტორესი ვილა თუ პედრო და ალვარო მორატა? საუკეთესო გუნდი იყო მაშინ ბარსელონა ყველანაირი კომპლექსი მოხსნილი მესისა თუ რონალდინიოს ხელში, და გუშინდელი შეშინებული ბარსას ფეხბურთელები ნახე?

  • ROUCH
    schedule 17 ოქტ 2022, 19:04
    #25

    კაპიტანი თორე რასამო პუიოლი არ მყავდეს ესეც. ხავის მერე კაპიტანი არ გვყოლია დიდი პატივისცემის მიუხედავა ინიესტასი ეგ კიდე არაუშავრა არც მესი და განსაკუთრებით ეს არ არი ღირსი კაპიტნობისა მითუმეტეს ეხლა თამაშითაც რო ვეღარ უქაჩავს სათანადოთ მაგან ვის რაუნდა მოუწოდოს იმიტოა ჩაჯმულის მენტალიტეყი როა გუნდში დედალი კაპიტნების ხელში

  • Dani alves
    schedule 17 ოქტ 2022, 17:57
    #24

    ტორესის ძირითადობას ჩემი გული ვერ გადაიტანს ანსუსთვის კია დრო. ვერ მივხდი საერთოდ რას ცდილობდა რაფინია.

  • NowitzkyDirk
    schedule 17 ოქტ 2022, 13:16
    #23

    კარგით რა… რატომ გიყვართ წარუმატებლობის ერთეულე ფეხბურთელებზე გადაბრალება, შეიძლება ბუსკეცი არ არის გამორჩეული “კაპიტანი” და მუხტის მიმცემი გუნდისთვის, მაგრამ არაფერი შეიცვლებოდა ტერ შტეგენს თუ ეკეთებიდა კაპიტნის სამკლაური, ბარსას ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს ვიდრეს ეს თემაა, გუნდმა დაკარგა მენტალიტეტი, თვითრწმენა რომ გამარჯვება შეუძლიათ რეალთან, ბაიერნთან, ან სხვა ტოპ გრანდებთან, ყველა სეზონის წინ მთლიანად ცვლიან გუნდის შემტევებს, ვერ ჩამოაყალიბეს გამოკვეთილი ბირთვი, 2015 წლის შემდეგ ყველაფერი არასწორად კეთდდებოდა ამ კლუბში, შეიძლებოდა ბევრად უარეს დღეში ყოფილიყო ბარსა ვიდრე დღესაა, მაგრამ ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელია ვისი იმედიც შეგიძლიათ გქონდეთ მომავალში, მცირე დეტალებმა ფსიქოლოგიურად ოდნავ გატეხა გუნდი, ბაიერნთან გასვლაზე მეტს იმსახურებდნენ, ინტერთან გასვლაზე გაწირეს, რაც 99% ჯგუფში ჩარჩენა გამოიწვია, არ აქვთ კარგი პერიოდი, მაგრამ ყველაფერი წინაა, ლიგის მოსაგებად ჯერ მაინც არ იყვნენ მზად, ასე რომ ლა ლიგაზე უნდა გადმოერთნონ მთელი მოტივაციით. 🙂 ბარსა-ბაიერნზე რას ფიქრობთ ⁉️

  • CuleTillIDie
    schedule 17 ოქტ 2022, 12:44
    #22

    ციტატა: azulgerana
    ამის კაპიტნობას მიაგეს შტეგენმა . ბუსკეცის კარიერა ხავის თუ ინიესტასი თავიდან ბოლომდე რონალდინიომ მოუტანა და მერე უკვე მესიმ. თორე ისე დაამთავრებდნენ კარიერას როგორც სერჟი რობერტო ამთავრებს. ეს ყველამ კარგად იცით და ჩაიხედეთ თქვენს გულებში.

    ხო ესპანეთმა ზედიზედ მსოფლიო და ევრო რო დადო მაშინაც მაგათი მთავარი მამოძრავებელი ძალა რონალდინიო და მესი იყო ხო? ან ბოლოჯერ უჩლ რო მოვიგეთ ინიესტაც და ჩავიც გვყავდა გუნდში. რაც წავიდნენ მაგის მერე ხო დავიღალეთ უკვე ამდენი უჩლს მოგებით.

    ასეთი სისულელე კარგა ხანია არ წამიკითხავს :DDDD

  • rivaldo80
    schedule 17 ოქტ 2022, 12:07
    #21

    ზოგი რა შორსაა😂 ხალხს პესი და ფიფა გონიათ ფეხბურთი დაყენე სასტავი და შეუბერე.8-2 და მსგავსი სამარცხინო წაგების მერე თქვენ რა გონიათ რომ კლუბი ორ სამ სეზონში ლიგებს დადებს თუ?? გუნდიდან წავიდა ნ1 ფეხბურთელი რომელზეც მთელი ბარსელონა იყო აწყობილი და მის გარეშე დღემდე ცდილობენ ისწავლონ თამაში.მილიონი მაგალითია გრანდების რომლებიც უარეს დღეში იყვნენ ათწლეულები და ბარსა მაინც ბარსად რჩება ცდილობს დაუძვრეს ამ ცუდი პერიოდს.რეალობას ხართ მოწყვეტილი ბევრი.0-4 ამოვტენეთ შარშან რეალი რომელმაც წამოიხია თქვენი ნაქები ვაი გრანდები.გვარდიოლა აწყობილ გუნდში მოვიდა სადაც ზე ფეხბურთელები იყვნენ და გაუჭირდა თავიდან ხავის გინება ცოტა უხერხულია ჯერ.პროგრეს ვინც ვერ ხედავთ უბრალოდ არ გესმით ფეხბურთი.