workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: გუნდი კაპიტნის გარეშე

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: გუნდი კაპიტნის გარეშე

ჩაწოდება საჯარიმოში, სერჟი რობერტო ურტყამს თავით, ბურთი მცველისგან ასხლეტით ვარდება ანსუ ფატისთან, რომელიც ვარდნაში ცდილობს გატანას, მაგრამ არ გამოდის, მცირე მანძილით სცდება. ეგ იყო. აქ მორჩა. ეს იყო ერთადერთი შანსი მატჩში, როცა ანგარიშის გათანაბრება შეგვეძლო და ასე რომ მომხდარიყო, 2:2 მორჩებოდა, რაც ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც სამართლიანი იქნებოდა, რადგან “ბარსას” ქულაც კი არ დაუმსახურებია. 

რა გვანახა ამ მატჩმა? 

მთავარი რამ გვანახა, ის, რაც ვიცოდით და კლასიკოში დადასტურდა. 

“ინტერთან” მატჩის მერე სერხიო ბუსკეტსს, გუნდის კაპიტანს უთქვამს, ეს მატჩი, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს მომავალ კლასიკოზეო. ეს ლაპორტას არ მოეწონა და მკაცრი სიტყვაც ითქვა მათ შორის, თუმცა, კაპიტნის განწყობას ლაპორტა ვერ შეცვლის. სერხიო დიდი მებრძოლი არასდროს ყოფილა, რამდენადაც აღემატება საყრდენი ნახევარმცველების უმრავლესობას ინტელექტით, იმდენად ჩამორჩება ბრძოლისუნარიანობით. და საერთოდ, ამ კაცში სათამაშო ვნება მკვდარია. 

გუნდის ყველაზე გამოცდილი წევრისა და კაპიტნის განწყობა რომ გადამდებია, აბა რა ბევრი საუბარი უნდა ამას, ჩამოყარა ყურები კაპიტანმა და ჩამოყარა ყურები ყველამ. შესაძლოა, კონკრეტულ მომენტში სჯობდეს დე იონგს, ან, სჯობდა ნიკოს, მაგრამ თუ მომავლის გუნდს ვაშენებთ, უკვე დროა ბუსკეტსი სკამზე გადაჯდეს, ახალი სისხლია საჭირო. ითქვა ნიკოს ზამთარში დააბრუნებენო, ამაზე კარგს ახლა “ბარსა” ვერაფერს იზამს. ბუსკეტსი უბრალოდ დამზღვევი უნდა იყოს, ასე გაცილებით დიდ სარგებელს მოიტანს და იქნებ სეზონის ბოლომდე საკუთარი თავიც იპოვოს ამ როლში. 

ეს ერთი. 

მეორე საკითხი კაპიტანს ეხება, პიკეს, ალბასა და სერხიოს დრო წავიდა, რობერტოს კაპიტნობა კი დაცინვა და თავის აბუჩად აგდებაა. არადა, გუნდს რომ ახალი კაპიტანი სჭირდება ფაქტია. ჰოდა, ვის აქვს კაპიტნის თვისებები? ნამდვილად აქვს გავის, თუმცა, ძალიან ადრეა ჯერ მისთვის, პედრის ზედმეტ პასუხისმგებლობას მოვარიდებდი, რეალური კანდიდატი კი სამი რჩება, – შტეგენი, არაუხო და ლევანდოვსკი. 

ამ სამიდან შტეგენს მცირედი უპირატესობა ექნება, ყველაზე დიდი ხანია, “ბარსას” წევრია, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ დარჩენილ ორზე მეტი ტრავმა აქვს მიღებული. უჰ.. გახსენებაც არ მინდა. 

არაუხოც ლიდერია, ლევანდოვსკიც. აქაც იგივე, თუ მომავლისკენ ვიხედებით, მოდი, აქაც გავრისკოთ, ვაქციოთ ეს კვერცხებიანი ტიპი კაპიტნად და მთელი გუნდი სულ სხვა შემართებით გამოვა მოედანზე. 

ინდივიდუალური მარცხი

რაღაცას ველოდით, რაღაცას არა. 

მაგალითად, ველოდით, რომ ვინისიუსი რობერტოს გახევდა. სიმართლე რომ ვთქვა უფრო მეტჯერ ველოდი ამას ნახვას, ვიდრე ვნახეთ. სამაგიეროდ, არ ველოდი, რომ ვალვერდე ასე დაჩაგრავდა ბალდეს, ეს ბიჭი სწრაფი მეგონა, მეგონა კი არა, ნაღდად სწრაფია, ვალვერდესთან კი ნელი გამოჩნდა, დიდი ჰანდიკაპის მიუხედავად პოზიციას თმობდა, უჩვეულო სანახავი იყო, ცოტა შემებრალა კიდეც. 

ტონი კროოსი მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონი იყო, რაფინია საერთოდ ცდილობდა თუ არა მასთან მიკარებას, ვერ გავიგე, დე იონგი და ბუსკეტსი კი ჯარიმის გარეშე ვერ ახერხებდნენ მისთვის ბურთის ართმევას. 

მეტს ველოდი ლევანდოვსკისგანაც, კი ბატონო, ვნახეთ, რომ სახეში მაგრად ურტყეს, ერთი სამჯერ კინაღამ კბილები დაულეწეს, ვნახეთ, რომ ყოველთვის კარგად იხსნებოდა მცველებს ზურგს უკან და მხოლოდ ერთხელ მიიღო სწორ დროს ზუსტი პასი, რომელსაც კარგი გარღვევა და მისი წაქცევა მოჰყვა. 

ნუ დავიწყებთ ახლა ამაზე.. ამ სეზონში შევთანხმდეთ რომ “ბარსაზე” პენალტებს არ ვართ. 

მაინც, მეტის ნახვა მსურდა. ის 100%-იანი მომენტიც უნდა გამოეყენებინა, არ აქვს მნიშვნელობა, თამაშგარეში იყო თუ არა, ასეთი მომენტის მერე ფეხბურთელი თვითრწმენას კარგავს. თითქოს ხასიათი გაუფუჭდაო. 

დიდი გაუგებრობა

გარდა მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობისა, რაც ზემოთ განვიხილეთ, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება ჰარმონიულობის საშინელი დეფიციტი, აბსოლუტური გაუგებრობა შემტევ სამეულს შორის. მოსამზადებელ ეტაპზე თითქოს იყო რაღაც ურთიერთგაგება, ახლა კი ყველა თავისთვის უბერავს. 

ამიტომ, არაპოპულარულ რამეს ვიტყვი, ფატის, ფერანსა და ლევანდოვსკის უფრო დიდი საერთო აქვთ სათამაშო თვალსაზრისით, ვიდრე, რაფინიასა და დემბელეს ნებისმიერ ფეხბურთელთან. ეს დასკვნა ხომ მხოლოდ ერთი მატჩის შემდეგ არ გამოგვაქვს, დემბელეს მთელი “ბარსელონური” კარიერის მანძილზე მხოლოდ ერთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც მისი ქმედების ესმოდა, და ისიც სეზონის წინ “ჩელსიში” გავუშვით. 

ახლაც, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მარჯვნივ უკეთესია. კვლავინდებურად. 

ამიტომ, არაპოპულარული გზის არჩევა იქნებ იყოს გამოსავალი, – მიეცეთ მეტი დრო ფერანსა და ფატის, რათა უკეთეს ფორმაში შევიდნენ, შესაძლოა საწყისი მატჩებისთვის ვერ იყოს ეფექტიანი, სამაგიეროდ გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთეს შედეგს მოიტანს. ალბათ, რავიცი.. 

ფატის გარღვევა როგორი იყო? გადასარევი. 

ჯერ მაინც არ არის ის, რაც ტრავმამდე გვახსოვს, მაგრამ თამაში ყოველთვის ესმის. 

თურმე როგორ გვჭირდებოდა

ვინ იფიქრებდა, “ბარსას” საშინლად აკლია კრეატიულობა, აკლია ბოლო პასი, აკლია მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან არაორდინალური ქმედება, წესით, ამას პედრი უნდა აკეთებდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არასტაბილურია, ყველა მატჩში ვერ გვთავაზობს საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტს. 

დე იონგს უკვე კარგად ვიცნობთ. 

გავი კიდე პიტბულია. ვეძახეთ ახალი ჩავი, ახალი ინიესტა, არადა, ახალი ედგარ დავიდსია, ენაცვალოს ჩემი თავი. 

ყველაზე მეტად კი ბერნარდუ სილვა გვჭირდებოდა. დე იონგს რა ვუთხარი.. წასულიყო “მანჩესტერში”, მიეღო სათამაშო დროის მაქსიმუმი და მოვიდოდა ჩვენთან გადასარევი შემქმნელი, გინდ გარემარბად ათამაშე, გინდ შემტევ ნახევარმცველად. ზუსტად იმ წერტილს შეავსებდა, რომელშიც ვაკუუმი გვაქვს. ვერ მოხდა ასე და არა ვართ კარგ დღეში, თუმცა, ჩემპიონობაზე მაინც უნდა გავიწიოთ. ჩავის ბევრად მტკიცე და შეუვალი ქმედება მართებს. იმაზე მეტია შესაცვლელი, ვიდრე სეზონის წინ ვარაუდობდა. 

ჰოდა ასე, 

შეცდომებს ეშველება, მთავარი ხასიათია. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (29)

  • vereli
    schedule 17 ოქტ 2022, 11:05
    #20

    ციტატა: Lashach1
    ხო ეგღა აკლია ამ გუნდს ფერანი ძირითადში და ლევანდოვსკი კაპიტნად! ფსკერი გვაინტერესებს სად არის თუ ეს აზრები საიდან ? 🤷‍♂️
    ძველები წავლენ წელს ეს ყველამ ვიცით, ერთადერთი გამოსავალი არის რომ როგორმე ხავიც გავაყოლოთ და ერთხელ მაინც მოიყვანონ ტოპ დონის მწვრთნელი რომელსაც მაურინიოს თქმის არ იყოს ბურთის სახლში წაღება არ უნდა! კონტრშეტევაზე გაქცეული ბარსელონას ყურება მინდა!
    ყველას მოგვწონს ბურთი რომ გვაქვს მთელი თამაში, მაშინ როდესაც ამ ბურთის ფლობას შედეგი მოყვება და არა ესე გაუგებრად. მართლა არ მეგონა კუმანზე დებილ ტაქტიკოსს თუ კიდე ვნახავდი ბარსელონაში და აგერ მორიგი ლეგენდა უნდათ რო შეგვაზიზღონ თავისი უსახური ფეხბურთის გამო.


    100% – ხავის ტრენერობა არ შეიძლებოდა შეფასებულიყო კარგად ყატარის ლიგით, სადმე სხვაგან ხომ შეიძლებოდა ეცადა თავისი თავი და მერე მოსულიყო ბარსაში, იძახდა ლაპორტა ჯერ ბარსა ბ-ში მოვიდეს და მერე ვნახოტო, ჩემი აზრით ტენჰააგი უნდა მოეყვანათ, ბარსას ყველა ჩავარდნის მერე გარდამავალი ეტაპები ჰოლანდიელ მწრთვნელებზე გადიოდა და თან კარგადაც

  • Giorgi99
    schedule 17 ოქტ 2022, 10:27
    #19

    მაინც ვერაფერს მოვიგებთ წელს, ჯობია კესიე აქციოს ძირითადის ფეხბურთელად და ბუსკეტსი დაალპოს სკამზე, ექნება ჩავარდნები კესიეს მაგრამ შეთამაშდება, ზამენაზე კი გაფუჭდება გასაშვები გახდება.

  • პავლოვიჩი
    schedule 17 ოქტ 2022, 10:22
    #18

    რა გარჩევა – რის შეფასებები !
    ბარსა – მესი შეეწირა ორ ფაქტორს…
    ა) კატალონიის დამოუკიდებლობას.
    ბ) სუპერ ლიგას.
    ბარსა კომაშია და გადარჩენის შანსი …არ სჩანს.
    ლაპორტა – ჩავი გასაგდებია…გასაგდები.

  • Lashach1
    schedule 17 ოქტ 2022, 10:15
    #17

    ხო ეგღა აკლია ამ გუნდს ფერანი ძირითადში და ლევანდოვსკი კაპიტნად! ფსკერი გვაინტერესებს სად არის თუ ეს აზრები საიდან ? 🤷‍♂️
    ძველები წავლენ წელს ეს ყველამ ვიცით, ერთადერთი გამოსავალი არის რომ როგორმე ხავიც გავაყოლოთ და ერთხელ მაინც მოიყვანონ ტოპ დონის მწვრთნელი რომელსაც მაურინიოს თქმის არ იყოს ბურთის სახლში წაღება არ უნდა! კონტრშეტევაზე გაქცეული ბარსელონას ყურება მინდა!
    ყველას მოგვწონს ბურთი რომ გვაქვს მთელი თამაში, მაშინ როდესაც ამ ბურთის ფლობას შედეგი მოყვება და არა ესე გაუგებრად. მართლა არ მეგონა კუმანზე დებილ ტაქტიკოსს თუ კიდე ვნახავდი ბარსელონაში და აგერ მორიგი ლეგენდა უნდათ რო შეგვაზიზღონ თავისი უსახური ფეხბურთის გამო.

  • basa7
    schedule 17 ოქტ 2022, 10:12
    #16

    ციტატა: Barca for life
    Robert lewandovski,
    ალემანი საქმის შემსრულებელია თორე ტრანსფერები ჩავის მოთხოვნით გაკეთდა.
    ამ გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილი ალემანია და ხელშეუხებელია ტიპი.
    ასეთი სატრანსფერო პოლიტიკა კი ჩავის უნდა მოეკითხოს.
    კაცი საღაცა ყატარიდან მოვიდა და მწვრთნელობასთან ერთად სპორტული მენეჯერი, დირექტორი და რავიცი ყველაფერი გახდა, მაშინ როცა გამოცდილებაც კი არ ჰქონდა და კიც ვხედავთ რა მოხდა.
    დაჟე მორატა რო არ დაეჟმოტათ ობასაც ვერ მივიღებდით, ლ. დე იონგი კუმანმა იჩალიჩა, ტრაორემ დაყვინა, ტორესმა დაყვინა, რაფინიამ დაყვინა, ალონსომ დაყვინა კრესტენსენიც დიდი ვერაფერი, კესი სკამზე დაალპო, ბელერინი ვაბშე ვინაა, ლევანა დიდ თამაშებში ყვინავს და ერთი კუნდეა უშეცდომო. ანუ ჩავის თაოსნობით გუნდში მოვიდა 10 კაცი, დაიხარჯა 200 მილიონი+ბონუსები, ემუდარა დემბელეს და დატოვა რობერტო, გაიყიდა 25 წლის მეოთხედი შემოსავალი და ბოლოს შეგვრჩა მხოლოდ ერთი კუნდე, არ გვყავს საყრდენი, ფულბექები, წესიერი გარემარბები და წესიერი შემტევი ნახევარმცველი, ხოლო ეს მაშინ როცა ნაპოლი 10 მილიონად აგვარებს უდიდეს პრობლემას – კრეატივს, სახელწოდებით კვარაცხელია.
    ნუ ეგაა ჩავის უბედურება რო არ გამოსდის სკაუტინიგი და უნდა შეეშვას, ფაქტია კუმანი მაგაშიც კი უფრო მაგარი იყო, ბოლო ბოლო პედრი, გავი, ნიკო და არაუხო დაგვიტოვა, ჩავიმ კიდე დღესვე რომ გაიხუროს კარი, კარგს ვერაფერს გაუხსენებ გარდა ჩავიბოლებისა, მარა უშუალოდ თამაშზე გუნდს კარგი არაფერი დატყობია. სტატისტიკით დღეს 50 მატჩი შეუსრულდა და ბოლო 10 მწვრთნელიდან ყველაზე ცუდი შედეგი აქვს, ცენტრალურ თამაშებში ხო საერთოდ სრული ჩაჯმაა, არ ვიცი რა…აღარ მჯერა ამ კაცის, რეალურად ჯერ კიდევ ბაიერნთან ალონსო, ბუსკეცის დაყენებიდან დაწყებული მგონია რომ სხვაგან გადაუხვია და თანდათან გასასვლელისკენ მიემართება.
    ნუ მთლად ყველაფერს ამ ერთ კაცს არ ვაბრალებ რა თქმა უნდა, იყო მსაჯობა, იყო ტრავმიანობა და ა.შ. მარა გუნდს არ ეტყობა რომ მოხოდილია და სწორედ ეგაა მთავარი მინუსი, ელემენტარული ბრძოლაში რომ მარცხდებოდნენ კიდევ გაიგებდი ადამიანურად, მარა ქათმებივით რომ თამაშობენ და სახე რომ ჩამოსტირით ეგაა მწვრთნელის ბრალი.
    ჩავი ჯიუტია, იმის დანახვა არ უნდა რომ რაღაც ვერ მუშაობს თორე სიტუაციის შესაცვლელად ხალხი რომ არ ჰყავდეს კიდე გაუგებდი. რეალურად ვხედავთ ინდივიდუალურ შეცდომებს თუმცა ამათ უკან დგას უფრო დიდი თავსატეხი, იმაზე დიდი ვიდრე არაუხოს დანაკლისია და იმაზეც ვიდრე გუნდში დემბელე-რაფინიების ყოლაა – მენტალური დემორალიზება. ერთი შემორტყმა ჭირდებათ და ცოტა აზრზე მოვლენ, მარა ფაქტია ჩავი ვერ ირტყმევინება გუნდის დანდობა კი ისევ მის წისქვილზე ასხამს წყალს.
    ფიალა აგვევსო ჩავი, ფიალა და შენ რით ვერ აივსე?!


    ტრანსფერებში ცოტა ვერ დაგეთანხმები. ჩავის ძირითადი მოთხოვნა იყო კუნდე, ლევანდოვსკი და ბერნარდო სილვა. დანარჩენები კი არჩევანი გააკეთა იმ ფეხბურთელებში ვინც კლუბმა დაულაგა წინ. ანუ ეს უფასო ფეხბურთელები:კესიე,ბელერინი,კრისტენსენი, ალონსო და რაფინია. რაფინიასთენ ერთად დაუდეს ენტონის და კიდევ რამოდენიმე ვარიანტი თუმცა ფასის გამო შემდეგ ენტონი გამოირიცხა. დანარჩენებში კი რაფინია ჯობდა კიდევ სხვებს. ერთად ერთი ტორესი იყო ზამთარში მისი არჩევანი და ამ შემთხვევაში სიმართლე გითხრათ მეც ვეთანხმები ფეოლას მიუხედავად იმისა რომ არ მომწონს ტორესი ლევანასთან ეგ უფრო კარგად შეძლებს შეთამაშებას ვიდრე რაფინია დემბელე. ლევანდოვსკისგან ზედმეტს ითხოვთ, ეგ სუფთა ცხრიანია და ლუის სუარესობას და განსაკუთრებით მესობას ნუ მოთხოვთ. ფაქტია რომ ლევანამდე ბურთი იშვიათად ან ძალიან ცუდად მიდის. მთავარი პრობლემა ბუსკეტსი, გავი, დე იონგი , პედრი და გავია. შევეშვათ ამ ბუსკეტს დაბერდა და ფაქტია გამოსაცვლელია უკვე. გავი პატარაა ჯერ მზად არ არის, ზამენის კაცია. მსგავსი თამაშებისთვის არც ინტელექტი ყოფნის ჯერ და არც გამოცდილება. მუშა ფეხბურთელებს კიდე ბარსაში კი არა ვერსად ვერ ვიტან. არასდროს ყოლია ბარსას ძირითადში მუშა ფეხბურთელები დიდ გუნდში. თუ ყოლია და დიდად ვერსადროს უხეირია. ნუ ჩამომათვლევინებთ ამ მუშებს. დე იონგი გასაშვებია. მაგარი ბიჭია მაგრამ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ვერაფრით ვერ მოერგო ბარსას ვერცერთ პოზიციაზე არადა თითქოს ყველაფერი ქონდა ამისთვის. ეს კესიე კიდე ვერ გავიგე საერთოდ რა არის და რაში გვჭირდებოდა. რისი კესიეს ძირითადობაზე ლაპარაკობთ. ეგეც რიგითი მუშაა რომელიც დიდი იტელექტუალური და კრატიული შესაძლებლობებით არ გამოირჩევა. ჰაჰა ზამენაზე გყავდეს. და მთავარი – პედრი. მოდით პირდაპირ გეტყვით რომ პედრიც ძალიან პატარაა ასაკით და გაცილებით მეტს ვითხოვთ მისგან ვიდრე თავის დროზე იგივე ინიესტასგან ვითხოვდით. მის ასაკში ინი სკამზე იჯდა. ვერასროს ვერ გახდება პედრი ინიესტა თუ შესაბამისი პარტნიორები არ ეყოლება. ზუსტად ამიტომ უნდოდა ბერნარდუ ხავის. რეალურად სამი ნახევარმცველი გვინდა. სილვა გვჭირდება ჰაერივით ერთი. მშვენიერი ტრანსფერი იქნება თუ ტილემანსის შეძენას შევძლებთ, უფასოა მომავალ წელს მგონი და მთავარი , საყრდენი. აი აქ გვერხევა. ზუბიმენდმა გაახანგრძლივა და მისი ფასი ალბათ 100 მილიონი იქნება . ვის იმედზე ვრჩებით? ნიკოს დააბრუნებენ და პრობლემა გადაწყდება გგონიათ? ვერანაირად ვერ ვხედავ ამ ეტაპზე ნიკოს საყრდენად ძირითადში. საერთოდ გააართლებს თუ არა ეგეც კი განხილვის თემაა. ნუ რაც დაცვას შეეხება არაუხო კუნდე ბალდეს გარდა ყველა გასაშვებია.

  • Chico
    schedule 17 ოქტ 2022, 10:02
    #15

    მესმის რომ გაბრაზებულები ვართ, მეც ბოღმა მახჩობს, მაგრამ არ ვთვლი სწორად ჩავის, ინიესტას და იმ დროინდელი გუნდის და ფეხბურთელების გაკიცხვას და კრიტიას. ეგ 10-15 წელი არის, რომ კაშკაშებს ბარსას ისტორიაში და თუ მაგასაც ხაზს გადაუსვათ, მაშინ საერთოდ არ მესმს ბარსას კელერობის აზრი. ჩემთვის არავის დაუძალებია და მოუსჯია ბარსას გულშემატკივრობა, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი წელია ბარსას ფანი ვარ. მომწონს კლუბის ფილოსოფია და მიმართულება, ის გავლილი წლები მივსებს მეხიერებას და მისწრაფებას. იმ წლების გამი არის, რომ ბარსას დიდი ავტორიტეტი აქვს და ითვლება ტოპ კლუბად, თორემ თუ დღევანდელ ბარსას არ დაუსახავთ უმაღლეს მიზნებს, ყველაფერი დადგება თავისს ადგილზე, რადგანაც დღევანდელი და ბოლო წლების ბარსა არის საშულო ან საშუალზე ცოტა დაბალი კლასის გუნდი. ასეთი გუნდები ბევრია და მათ არავინ საყვედურობს, რეალს რატომ ვერ მოუგეო. მაგრამ ბარსა არის დიდი ტრადიციების კლუბი და ვიღაც ბართომეოები, დემბელეები და ტორესები ბარსას შეურაცოფას ვერ მიაყეებენ, მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას. ნამდვილად არ ვიცი რა იქება შემდგომ, მაგრამ გული მიგრძნობს ამ სეზონშიც არაფერს არ უნდა ველოდოთ. ღმერთმა ქნას რომ მე ვცდებოდე

  • messiiiiii
    schedule 17 ოქტ 2022, 09:46
    #14

    იცით რა შეცდომას ვუშვებთ ბიჭებო სიტყვები ეს ქაჯი მორბენალი, ამას მარტო ჯანი აქვს, გაიგდებს და გაიქცევა, ცხენი და ა.შ და მეორე მხრივ ბარსას დნმ-ი აქვს დაბალია და ტექნიკური წავიდა ის დრო ფეღბურთში და ბარსას დნმ-ი ჩამორჩა თანამედროვე ფეღბურთს გვარდიოლაც კი აღარ თამაშობა ამ ტიკი-ტაკას, ეხლა ჯანიანი და გამქცევი ფეღბურთელი და მაღალი გვინდა ზუსტადაც გერმანელი, ფრანგი და კი ბატონო ის ტექნიკურებიც იყვნენ არაა პრობლემა მაგრამ ჯანიანი და სწრაფი 4-5 ფეღბურთელი მაინც გვჭირდება გუნდში, აი მე ვალვერდეზე ნაღდად არ ვიტყოდი უარს 23 წლის ბიჭია და რასაც ვუყურებ უმაღლესი კლასი აქვს ჯანზეა სწრაფია დარტყმა პასი ჯერარდის და ლაპარდის მოდერნიზებული ვარიანტია აი ეგეთი გვინდა ვინმე ეხლა ჩვენ ცენტრში ვიდრე ხავი, მოდრიში ან დებრუინის სტილის.

  • Chico
    schedule 17 ოქტ 2022, 09:13
    #13

    გთავაზობთ გამომცემლობა მარსას მიერ გამოქვეყნებულ, ორივე გუნდის შეფასებებს სამ ბალუანი სისტემით:. ბარსაში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ანსუ ფატიმ -2,; ჩავი, ტერ სტეგენი, პედრი და კიდევ 8 ფეხბურთელმა მიიღო-1; გარსია, ბუსკტსი, დემბელე, ლევანდოვსკი – 0; რეალის შემადგენლობაში კროსმა, ვალვერდემ და მილიტაომ მიიღეს შეფასება 3; ანჩელოტომ და კიდევ ოთხმა მოთამაშემ მიიღეს შეფასება 2, მათ შორის ბემზემამ, მოდრიჩმა და ვინისიუსმა. დანარჩენმა 6 მოთამაშემ მიიღო შეფასება 1; აი ეს არის სწორი შეფასებები და არა ის რასაც ჩვენ ვკითხულობთ მატჩების შემდეგ 6,4-5,8-7,2-ვინ და რის საფუძველზე თვლის ნეტა ამ მეათედებს? მარსას შეფასება გვაჩვენებს, რომ რეალის მსოლოდ სამი მოთამაშე იყო მაღალ დონეზე და ეს საკმარისი აღმოჩნდა მოსაგებად. მილიტაო მიეწეპა ლევანდოვსკის და მთლიანად გამოთიშა, ბარსამ კიდევ მიატოვა ვალვერდე და მანაც ჯერ ბალლდე ათრია, მერე კიდევ ტერ შტეგენს რომ იტყვიან შეუპომპოლიკა 25 მეტრიდან. კროსმა იბატონა ცენტრში იმიტომ, რომ სხვები მკვდრები იყვნენ. დნარჩანებმა ითამაშეს საშუალო დონეზე, ომიტომ, რომ ბარსას წინააღმდეგ მეტი არც იყო საჭირო. თვით ბარსა კიდევ თამაშის დაწყების წინ უკვე მიცვალებული იყო. შეხედეთ მათ სახეებს მოედანზე გამოსვლის წინ, აგრესია და შემართება კი არა, შიში და დაბნევაა მათ თვლებში, თითქოს ეშაფოტზე გაჰყავთ ჩამოსახჩობად. არც სირცხვილი გააჩნიათ და არც თავმოყვარეობა აქვთ. ყველაფერი უშლის და მოქმედებს მათ ფსიქოლოგიაზე და მუდმივად ჩასვრილები არიან. სახიფათო მომენტი საერთოდ არ შექმნილა. მშვიდად და უბრალიდ, რეალმა ახოხიალა მთელი ბარსა. მეგონა კურტუა არ არის და ეს პატარა ბიჭი შეცდომებს დაუშვებს მეთქი, და არა, ერთხელ ვითომ დაარტყა კარებში რაფინიამ და პირდაპირ ხელებში, მეტი მომენტიც კი არ ყოფილა, ლუნინი არც ერთხლ არც კი გადამხტარა ბურთზე…. საზიზღარი და ამაზრზენია ეს ყველაფერი…. ძალიან არ მინდა ასე იყოს, მაგრამ შეიძლება გუშინ ლა ლიგა წავაგეთ, მეგობრებო…..

  • NAMASTE
    schedule 17 ოქტ 2022, 05:57
    #12

    ციტატა: azulgerana
    ამის კაპიტნობას მიაგეს შტეგენმა . ბუსკეცის კარიერა ხავის თუ ინიესტასი თავიდან ბოლომდე რონალდინიომ მოუტანა და მერე უკვე მესიმ. თორე ისე დაამთავრებდნენ კარიერას როგორც სერჟი რობერტო ამთავრებს. ეს ყველამ კარგად იცით და ჩაიხედეთ თქვენს გულებში. გუნდს ეხლა აკლია გამბედაობა ჟილკა, რასაც ვიღაცა უნდა აძლევდეს გუნდს ალბათ სწორედ კაპიტანია ამის მიზეზი, ბუსკეცის ნაკაპიტნებს მიახტა ობამეიანგი. თუ ვინმეს გული დაგწყვიტეთ ცივი წყალი დალიეთ.


    ჩავი ინიესტას გარეშე მესის კარიერას გადახედე და მაგათთან ერთად მერე და მერე მიხვდები ალბათ ჩავიესტას ფასს. მესი მათ გარეშე ვერაფერს მიაღწევდა. ფუნდამენტი გუნდის იყო ჩავი, მესი, ინიესტა და მერე დანარჩენი ყველა სხვა….

  • azulgerana
    schedule 17 ოქტ 2022, 04:45
    #11

    ამის კაპიტნობას მიაგეს შტეგენმა . ბუსკეცის კარიერა ხავის თუ ინიესტასი თავიდან ბოლომდე რონალდინიომ მოუტანა და მერე უკვე მესიმ. თორე ისე დაამთავრებდნენ კარიერას როგორც სერჟი რობერტო ამთავრებს. ეს ყველამ კარგად იცით და ჩაიხედეთ თქვენს გულებში. გუნდს ეხლა აკლია გამბედაობა ჟილკა, რასაც ვიღაცა უნდა აძლევდეს გუნდს ალბათ სწორედ კაპიტანია ამის მიზეზი, ბუსკეცის ნაკაპიტნებს მიახტა ობამეიანგი. თუ ვინმეს გული დაგწყვიტეთ ცივი წყალი დალიეთ.

  • Prometheus
    schedule 17 ოქტ 2022, 03:38
    #10

    ადრეც დავწერე და კიდე დავწერ , ფრენკი კესი პედრის ტრიო უნდა მოისინჯოს ნახევარდაცვაში , დაცვაში სანამ არაუხო არ დაბრუნდება პრობლემებს ვერ მოვიშორებთ და შეტევაში ლევანა შეუცვლელია რათქმაუნდა , მარა რაფინიას რატო აქვს ამხელა ნდობა ვერ ვხვდები , დიდი მოლოდინი არ მაქვს მარა ტორესმაც უნდა დაიწყოს რამდენჯერმე ძირითადში, თავიდან ძალიან კარგი იყო ეს ბიჭი და იმედი მაქვს ისევ აკრიფავს ფორმას , არ იმსახურებს ეგრე აშკარა რაფინიას ზამენობას , იქნება მიხვდეს ეს რაფინიაც რო ცოტა გამოფხიზლდეს , დემბელეც ძალიან ფაფხურაა , მარა მაინც ძირითადის კაცია , სანამ ფატი არ ჩადგება ფორმაში . კაპიტნის სამკლაური შტეგოს , ამ ეტაპზე ყველაზე კარგ ვარიანტი ჩანს , ვიცე-კაპიტნად არაუხო . ხოდა აქვე არაუხოს დანაკლისი არის უდიდესი , მჯერა რო არაუხოსთან ერთად ინტერს ორივე თამაშს მოვუგებდით და რეალთანაც მინიმუმ ფრეს წამოვიღებდით , მახსოვს როგორ ჩაისვა ჯიბეში მთელი რეალის შეტევა , იმედია მალე დაბრუნდება მონსტრი

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 17 ოქტ 2022, 03:36
    #9

    Feola sul obieqturad wer xolme mara dgees ar gamogdis sworad. Shtabechdileba mrheba ro y elanair mizezs edzeb(miuxedavad imisa ro sworia rac chamotvale) da ar ambob mwvrtnelis minusze arafers. Eg fexburteli vinc movida,mati sheutamashebloba,gundis sifarchake ari metwilad xavis kiserze. veteranebi gasayrelia,xavim radikalurad unda shecvalos rame tu ara zafxulshi wavides,plus minimum 3-4 transferia gasaketebeli . Mere daiwyeba gundis shetamasheba da sheneba,rasac minimum 1 weli dachirdeba. 2 weli seriozuls arafers veli am gundidan. Pedri arastabiluria,xasiatebit aranakleb dedali mgonia rogorc buskeci da sxvebi,fizika 0 da teqnika da moednis xedva qinqladzes ro qonda ar daesizmreba. Nico zamtarshive unda dabrundes getanxmebi,shemqmnelic gvinda da baldem tu ver gaqacha orive flangis dziritadis mcveli tu gaqacha da marjvena mainc.plus erti winger.

  • Muxber
    schedule 17 ოქტ 2022, 03:00
    #8

    დააბრუნეთ მესი ლიგაზე ვითამაშებთ მაინც მაგრამ ხო ვიცი და ვიცოდი ლეო რო მაგარი იყო და არის 2015 წლის შემდეგ მესი ათრევდა ბარსას იმინა დავრწმუნდი და გავი უნდა ყოფილიყო დღეს ჩემი პირადი აზრია ეგეთი ბიჭი გვჭირდებოდა ძაან

  • Footballfan
    schedule 17 ოქტ 2022, 02:59
    #7

    Teddy,
    გეთანხმები მეგობარო 100 პროცენტით და რატო იცი? რეალი როგორც ვაომე გუნდი არმევასება არც არასდროს მევასებოდა მაგრამ ფაქტია მაგ გუნდით იწყება ფეხხბურთი ღმერთისგან დალოცვილი გუნდია აიღე თუნდაც წინა წელს რა გუნდით დადეს ლიგა ნებისმიერი გუნფი პლანეტაზე მაგ ლივერთან განადგურდებოდა.. რაც მომწონს რეალში და ზოგადად ოერესში აქ უნდა მაფიოზი ეძახონ და რაცუნდათ ტიპმა იცოს გუნდს რა ჭირდება მეღადავებიი გუნდიდან რონი გაუშვა? რომელიც სეზონზე 45 გოლს იტანს მინიმუმ პახოდუ გაუშვა რამოსი გაუშვა ვარანი გაუშვა კაზე პლუსი მაგათი ის არის რომ დაეკარგა მოტივაცია ფეხბურთელს და გადავუდა საშოვარზე?(ხელფასზე დავაი <<ცენზურის დარღვევა>>) ვინც გინდა იყავი ამ ჩვენებას აწვებიან ბარსა კოდე იიქთ შტერ დემბელეს ეხვეწება პიკე ვერ გააგდეს გუნდიდან ტიპი ასევეა ალბა და ბუსკეცი იცით რა არის? კარგია ლეგენდების დაფასება მაგრამ როცა გუნდს ზიანს აყენებ უნდა გააჯმეინო თორე არანაკლები ლეგენდაა კასილასი ან რაული ან გუტი რეალისთვის მაგრამ დავაი <<ცენზურის დარღვევა>> თქვენი დრო წავიდაო ბაბუა პერესმა და გადაიყვანეს ზოგი მწვრთნელად(რაული) ზოგიც უბრალო ელჩად ვსო დღეს გუნდი ყავთ და მენტალობას ინარჩუნებენ ეგაა როთიც ყველას აღემატება სამყაროში რეალი

  • Robert lewandovski
    schedule 17 ოქტ 2022, 01:35
    #6

    დიბალა აჯობებდა რაფინიასაც და დემბელესაც ზედ, უფასოდ ეთრიათ. რაც რაფინიაში გადაიხადეს კიდე ცოტა დაემატებინათ და ისევ ბერნარდუ ეყიდათ, ცალკე ფერნან ტორესში გადაყრილი ფული, კაროჩე კატასტროფაა იმენა სრული. ნუ კესი და კრისტენსენი უფასოდ მოვიდნენ. და რაც დაიდო ტრანსფერები ალემანი ღმერთიაო ასეო. რეალურად კუნდეს და ლევას ტრანსფერები იყო მართლა დონე, ორივე სარგებლისმომტანია ნაღდად გუნდისთვის ფაქტია.

  • ჯიმიბარსა
    schedule 17 ოქტ 2022, 01:22
    #5

    დავუშვათ მოხდა სასწაული და ინტერმა ვერ მოუგო პლზენს, დავიჯერო ეს გუნდი ბაიერნს მოუგებს?!

  • Teddy
    schedule 17 ოქტ 2022, 01:04
    #4

    არასწორი ტრანსფერები გაკეთდა.ლევანას კლასის მიუხედავად არ უნდა ეყიდა ბარსას.ფსონი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე უნდა გაკეთებულიყო.ხავის მინუსი ის არის რომ ვერ უთითებს კარისკენ იმ ფეხბურთელებს რომელიც გუნდს არ ჭირდება
    ფერნანში რა დაინახეს ასეთი არ ვიცი.ანალოგიურად ალონსო,კესი
    ლა მასიაში ბევრი კარგი მოთამაშეა.ბუნდესლიგა სავსეა ახალგაზრდა ტალანტებით.ბავარია როგორ ავსებს დანაკლისი ხომ ხედავთ კაპიკებად უხდიან.ესენი მინიმუმ 10მილიონიან ხელფასის ფეხბურთელებს დასდევენ.თუნდაც რეალი აიღეთ.საშუალო ხელფასი 3-10მილიონია და როგორ უმტკივნეულოდ მიდის თაობათა ცვლა.კაზემიროში როგორი ფული აიღეს.ნაჩუქარი რასაც ქვია
    ასე რომ თუ გუნდი ასაშენბელია ახალგაზრდები ჭირდებათ

  • Robert lewandovski
    schedule 17 ოქტ 2022, 00:58
    #3

    ნეიმარის წასვლის მერე წესიერი ვინგერი არ გვეღირსა მაგის დედა ვატირე, ამ დემბელეზე უარესი შიბაქი რაფინიაც რო გავიკეთეთ, ბრაზილიელი და ეგეთი უკლასო არაფერი მინახავს, დემბელე ისევ ისაა რაც ადრე, ხან გამონათდება სი. გუნდებთან და მერე ისევ იგივე ხდება.

  • CHEPE24
    schedule 17 ოქტ 2022, 00:48
    #2

    ნაბიჭვარო ბუსკეცო თავმოყვარეობა არ გაგაჩნია ხოდა რაც აქამე ღვაწლი გქონდა გუნდისთვის ყველამ ჩაიჯვით შენც პიკემაც ალბამაც რობერტომაც და მოკლედ ყველა ვინც დებილია დღემდე ამ გუნდში… დასაფასებელი პუიოლი და ინიესტა არის მხოლოდ და ხავი ფეხბურთელობის დროს დალშე მკიდია თქვენი მოქმედი ლეგენდობა ერთი მიზეზი მაინც დაასახელოს ამ სიქიმამ რის გამო თამაშობს დღემდე?? მაგან 2015 შივე ამოწურა თავი როცა ბოლოს ბარსამ ტრიუმფით დაასრულა სეზონი… ეს ადგა და ფული აკეთა უმაღლესი ხელფასით რაენაღვლება ყველაფერი მოიგო და თუ ვერ მოიგებდა რამეს არ ეკიდა მაგრამ ლლიგას და კოპას მაინც იგებდა და კმაყოფილდებოდა ამით მესის კისერზე

  • basa7
    schedule 17 ოქტ 2022, 00:47
    #1

    გინდ დაიჯერეთ გინდ არა მაგრამ ინტერთანაც და დღესაც ყველაზე სუსტი რგოლი მაინც ნახევარდაცვა იყო. დღეს პრაქტიკულად საერთოდ არ იყო.