დილა არის მშვენიერი!
როგორ შეიძლება, ცუდი დღე იყოს, როცა ყველაფერი კლასიკოთი იწყება?! თუმცა, ვისთვის როგორ. წაგებულთათვის ალბათ ცუდია. როგორც აღვნიშნეთ, კლასიკოში ამხანაგობა არ მოსულა, ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც ვივარაუდეთ, ქულები არ დაიწერა, თასი არ გათამაშებულა, მაგრამ მატჩი იყო ნამდვილი, გულწრფელი და კინაღამ სისხლიანიც.
თავი არავის დაუზოგავს, გარდა იმისა, რომ სეზონის წინ ყველა ცდილობს, ძირითადში დაიმკვიდროს ადგილი, ერთგვარი მუქარაც გაისმა თეთრების მისამართით, მუქარა იმისა, რომ რევანშისთვის მზად ვართ. “ბარსა” ლა ლიგის დასაბრუნებლად მზად არის.
ძირითადი შემადგენლობა მთელი სეზონისას წააგავდა. საინტერესო სურათი ვიხილეთ, ბევრ რამეზე დაგაფიქრებდა, მაგალითად იმაზე, რომ ოთხი ცენტრალური მცველი გვყავს, – პიკე, გარსია, არაუხო და კრისტენსენი, კუნდე კი გზაშია. ამის ფონზე არაუხოს ვხედავთ მარჯვენა ფლანგზე და ვხვდებით, რომ ბოლოჯერ არ გვაქვს ასეთი სურათი. შესაძლოა, მთელი დარჩენილი სეზონის განმავლობაში მარჯვენა მცველად განიხილებოდეს. თუ “ბარსამ” მარჯვენა მცველი არ დაიმატა, ასეც იქნება.
არაუხოსთვის კი სულ ერთია, თუ გინდა კარში ჩააყენე, ყველგან მხეცია.
ნახევარდაცვაში ჩვეული ტრიო ვიხილეთ, მშობლის როლში უკნიდან მოთამაშე სერხიო ბუსკეტსი და მის წინ სახლიდან გაქცეული ბავშვები – გავი და პედრი.
შემტევი სამეულიც ძირითადისას ჰგავდა, მე თუ მკითხავთ, სწორედ ეს იქნება “ბარსას” ძირითადი შემტევი ტრიო – ფატი, ლევანდოვსკი და რაფინია.
როგორი იყო მათი პირველი მატჩი? მშვენიერი, არაფერი დაეწუნებოდა. 2-3 ტურში ფრენას დაიწყებენ. ლევანდოვსკის ეტყობოდა, რომ პირველი მატჩი ჰქონდა, ჯერ არ ესმის თანაგუნდელების ენა, მათი გადაადგილების არეალი, მაგრამ გამოჩნდა, რომ ძალიან დიდი კაცი დავიმატეთ. ერთ მომენტში რუდიგერი სადღაც ცენტრში დატოვა და ორ წამში უკვე მეტოქის კარის სიახლოვეს იყო, კარშიც დაარტყა და მეკარემ აჯობა.
რუდიგერს ეს არ აკმარეს და ფლანგიდან ჩართულმა არაუხომ ჩაუქროლა, გაიგდო წინ ბურთი და გადაჯეგა ეს საშიში კაცი. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს დასაწყისია, ყოველ მომდევნო კლასიკოში, ყველა დაძაბულობის შემდეგ, (რაც ამ თამაშშიც ბევრი იყო), ეს ორი გაჩნდება მთავარ ადგილზე, არაუხო და რუდიგერი, ხალხი, რომლისაც უნდა გეშინოდეს. ჯერჯერობით, რუდიგერი არაუხოსთან შედარებით პატარა კნუტს ჰგავდა, ცოტა არ იყოს, გავანაწყენეთ.
პირველ ტაიმში “ბარსა” ფლობდა უპირატესობას, ცენტრი ჩვენი იყო, “რეალი” კი კონტრშეტევებზე მოდიოდა სახიფათოდ, განსაკუთრებით ვინისიუსი გამოირჩეოდა, არაუხო კარგად უმკლავდებოდა, მაგრამ ერთხელ მაინც გაცდა ბრაზილიელი, სწორედ მის გარღვევას მოჰყვა დიდი საქმის გარჩევა, ბევრი არაფერი იქნებოდა, როდრიგოს რომ თავი არ გამოედო და ბუსკეტსისთვის ხელი არ ეკრა, თუ კეფის მოძრაობით ვიმსჯელებთ, ბუსკეტსმა უთხრა – შე ლაწირაკო მადრიდელოო და საპასუხოდ მისცხო, მერე მოვიდნენ ისინი.. დიდები. კარგი იყო. დებიუტანტები თავიდანვე მიხვდნენ, რაშია საქმე, ეს კლასიკოა.
მომდევნო ორი მომენტიც ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. ჯერ ჟორდი ალბამ ჩააბარა ბურთი ვალვერდეს, პირდაპირ კარის წინ, შორი იყო, მაგრამ კარგი დასარტყმელი, იმანაც გაისროლა და ძელი შეარხია, შტეგენს შანსი არ ჰქონდა, საერთოდ, ალბას ცუდი მატჩი ჰქონდა. შემდეგ კი იგივე განმეორდა მეტოქის კართან, მილიტაომ ჩააბარა ბურთი რაფინიას, ამანაც კარგად გაისწორა და რივალდოს მსგავსად გაისროლა, – 1:0. ესეც გამარჯვების გოლი. ლამაზი იყო. უკვე ვიცით, რომ დარტყმა შეუძლია, ვიცით, რომ ეს მარცხენა ფეხი გოლებს არ მოგვაკლებს.
მეორე ტაიმში კარლოს გეგმა ამუშავდა, ჩვენი ბავშვები გავიდნენ მოედნის ცენტრიდან და “რეალის” მოხუცები შემოვიდნენ, დაბრძენებული და მრავალ ომში ნაცადი მოხუცები, კროოსმა და მოდრიჩმა ცენტრი აიღეს, მაგრამ ვერ გამოდგა მათთვის საკმარისი. გოლი ვერ შეაგდეს. “ბარსას” კი ჰქონდა შანსები კონტრშეტევებზე, კესიეს მართებდა გატანა, მაგრამ კურტუამ აჯობა.
იყო კიდევ ხელბურთი საჯარიმოში.. არ ღირს მაგაზე დროის დაკარგვა.
კიდევ ერთი საინტერესო სურათი გამოიკვეთა. უკვე მეორე მატჩია ფრენკი დე იონგს დაცვის ცენტრში ვხედავთ, ნახევარდაცვის ცენტრი ამჟამად ნიკომ, კესიემ და სერჟი რობერტომ დაიკავეს. რა თქმა უნდა, მინიშნებაა, რომ ჩავის ფრენკი აღარ სჭირდება. ცუდად კი გამოდის, მაგრამ ასეა ეს ამბავი. “ბარსა” ხარჯავს და ხარჯავს.. დე იონგს კი წასვლა არ უნდა. არ ვიცი, სადამდე გაგრძელდება ეს ამბავი.
ერთი-ორ კარგ ტრანსფერს კიდევ ველით. ერთი გზაშია, მეორე იცდის.
“ბარსა” ძალიან კარგი გუნდია. ახლა ყველაფერი ჩავიზეა დამოკიდებული, ხელმძღვანელობისკენ ხელს ვერავინ გაიშვერს, მსგავსი სატრანსფერო კამპანია ძალიან დიდი ხანია, არ გვინახავს.
შემდეგი მეტოქე “იუვენტუსი” იქნება.
დე იონგი არ არის გუნდიდან გასაშვები არა და არაა, ბუსკეტსის პირდაპირი მემკვიდრეა
მაგ ფულებს უეჭველი პაპა-კარლო იპოვიდა
shu1987,
ანალიზი არ არის, მიმოხილვაა.
არ უნდა ძმაო ხელფასის შემცირწბა და 40 მილიონი წელიწადში არ ღირს.ბურთის ამიტანა და დრიბლინგი სული იცოდა,მაგაზე ვინ დაობს,მაგრამ შეტეცებს ვერ შლის ვერა,შავ სამუშაოში ცუდია.თუ დარჩება ისევ ცენტრ.ნახ.მცველად ითამაშებს საყრდენზე ბუსკეცი და ნიკო იდგებიან დარწმუნებული ვარ.
მხოლოდ იმაში გეთანხმები რომ 40 მილიონს ვერ გადაუხდიან! ეგ ფაქტია მაგრამ ნიკო რაის ნიკო ?! :)))))))))))) ადრეა ჯერ მაგისთვის ძირითადის საყრდენობა იმიტომ არ ვამბობ რომ ცენტრში მაგარი ყლაპა (ერთხელ ! ბუსიმ დღეს უფრო მეტჯერ :))) ) ერთადერთი რაც მომეწონა ნიკოსი დღეს სწორი პოზიციური თამაშია მეტი არაფერი
40 მილიონს არც უხდიან. გუნდი იხდის 30 მილიონს, მაგრამ დაქვითვების შემდეგ ფეხბურთელს მაგის ნახევარი რჩება. რაც ბართუშას დროს ვაბშე არე იქნებოდა ბევრი სხვებთან შედარებით.
ნორმალური ანალიზია
ჩუამენში გადაყრილი 100 მილიონი ჰოარ გიპოვიათ ვინმეს ?
მადლობა ავტორს,კარგი სტატიაა 👌
რა შემკრა ურუგვაელმა რუდიგერი😂 იმინა რომ შემოხვია ხელები არ გაატოკა ტიპი😂 ძაან გავერთე😂დღესვე რომ დანიშნონ კაპიტნად ვემხრობი. ძაან იდიოტური წესია ეგ სტაჟის მიხედვით კაპიტნის არჩევა. იმედი მაქვს პიკეს და ბუსკეცი ალბას წასვლის შემდეგ რობერტო არ გვეყოლება კაპიტნად და მიხვდება ხავი ამ სირული წესის გაუქმებას. იმინა კაპიტნად და გუნდის ლიდერათ არის ტიპი დაბადებული❤️❤️❤️
არ უნდა ძმაო ხელფასის შემცირწბა და 40 მილიონი წელიწადში არ ღირს.ბურთის ამიტანა და დრიბლინგი სული იცოდა,მაგაზე ვინ დაობს,მაგრამ შეტეცებს ვერ შლის ვერა,შავ სამუშაოში ცუდია.თუ დარჩება ისევ ცენტრ.ნახ.მცველად ითამაშებს საყრდენზე ბუსკეცი და ნიკო იდგებიან დარწმუნებული ვარ.
მხოლოდ იმაში გეთანხმები რომ 40 მილიონს ვერ გადაუხდიან! ეგ ფაქტია მაგრამ ნიკო რაის ნიკო ?! :)))))))))))) ადრეა ჯერ მაგისთვის ძირითადის საყრდენობა იმიტომ არ ვამბობ რომ ცენტრში მაგარი ყლაპა (ერთხელ ! ბუსიმ დღეს უფრო მეტჯერ :))) ) ერთადერთი რაც მომეწონა ნიკოსი დღეს სწორი პოზიციური თამაშია მეტი არაფერი
რავიცი ძმაო დრო თუ არ მიეცი სულ ადრე იქნება.თან ეგ ისეთი ტიპისაა რეგულარულად თუ არ ათამაშე ფორმიდან ვარდება.დე იონგს,რომ აქვს ნაყლაპი მაგდენი ვის აქვს ბარსაში.ბუსკეცი სკამზე უნდა გადაჯდეს და ნიკოს ვხედავ მე პირადად მის პოზიციაზე და როგორც ჩანს ხავიც,დაველოდოთ ვნახოთ რა მოხდება.ფიზიკურად ბევრად დე იონგზე ბევრად ძლიერია ნიკო და ტექნიკაც არანაკლები აქვს,მე მაგ ბიჭში უფრო ვხედავ პოტენციაოს ვიდრე ფრენკიში და რა გავაკეთო.ყველას ხედვა სუბიექტურია მასე თუ ვიმსჯელებთ, აგერ ზოგს პიანიჩი და ტორე ურჩევნია იდგეს ნახ.დაცვაში რავიცი.
არ არის დე იონგი საყრდენი ! არც პიანიჩი არ არის საყრდენი არც არასდროს ყოფილა პიანიჩი საყრდენი იმაში გეთანხმები რომ ნიკოს დრო უნდა მიეცეს აუცილებლად მაგრამ ძლიერ გუნდებთან და მითუმეტეს ლიგაზე მაგისთვის ძირითადობა ჯერ ადრეა მაგრამ რაც შეიძლება მეტი უნდა ათამაშოს ლა ლიგაზე რომ სრულად ჩაანაცვლოს შემდგომში ბუსკეტსი ! ტორე ? ტალანტით მე პედრიზე ნიჭიერი მგონია ეგ ბიჭი ! რა გამოვა ეგ სხვა საქმეა ეგ არავინ არ იცის
არ უნდა ძმაო ხელფასის შემცირწბა და 40 მილიონი წელიწადში არ ღირს.ბურთის ამიტანა და დრიბლინგი სული იცოდა,მაგაზე ვინ დაობს,მაგრამ შეტეცებს ვერ შლის ვერა,შავ სამუშაოში ცუდია.თუ დარჩება ისევ ცენტრ.ნახ.მცველად ითამაშებს საყრდენზე ბუსკეცი და ნიკო იდგებიან დარწმუნებული ვარ.
მხოლოდ იმაში გეთანხმები რომ 40 მილიონს ვერ გადაუხდიან! ეგ ფაქტია მაგრამ ნიკო რაის ნიკო ?! :)))))))))))) ადრეა ჯერ მაგისთვის ძირითადის საყრდენობა იმიტომ არ ვამბობ რომ ცენტრში მაგარი ყლაპა (ერთხელ ! ბუსიმ დღეს უფრო მეტჯერ :))) ) ერთადერთი რაც მომეწონა ნიკოსი დღეს სწორი პოზიციური თამაშია მეტი არაფერი
რავიცი ძმაო დრო თუ არ მიეცი სულ ადრე იქნება.თან ეგ ისეთი ტიპისაა რეგულარულად თუ არ ათამაშე ფორმიდან ვარდება.დე იონგს,რომ აქვს ნაყლაპი მაგდენი ვის აქვს ბარსაში.ბუსკეცი სკამზე უნდა გადაჯდეს და ნიკოს ვხედავ მე პირადად მის პოზიციაზე და როგორც ჩანს ხავიც,დაველოდოთ ვნახოთ რა მოხდება.ფიზიკურად ბევრად დე იონგზე ბევრად ძლიერია ნიკო და ტექნიკაც არანაკლები აქვს,მე მაგ ბიჭში უფრო ვხედავ პოტენციაოს ვიდრე ფრენკიში და რა გავაკეთო.ყველას ხედვა სუბიექტურია მასე თუ ვიმსჯელებთ, აგერ ზოგს პიანიჩი და ტორე ურჩევნია იდგეს ნახ.დაცვაში რავიცი.
გული კარგს მიგრძნობს და მგონია რომ ტიტულებს აუცილებლად მოვიგებთ ამ სეზონში თუნდაც აღარავინ დავიმატოთ ლა ლიგა მაინც უნდა დავდოთ, აი ფრენკის თან დარჩენა უნდა და თან 40 მილიონი ხელფასად, ეგრე არ გამოვა, არაუხოს 4 აქვს, პედრის 6, ანსუს 6, ლევანას 9, და რითია ფრენკი ამათზე მეტი რომ 40 გქონდეს, თან ხალხს ეგრე ვერ დავარეგისტრირებთ, მოკლედ თუ მართლა კულეა და დარჩენა უნდა მაშინ შეიმციროს ხელფასი, თან განახევრებაზე მეტია საჭირო, მოკლედ ვნახოთ რა, მე ბერნანდუს მოყვანა აღარ მინდა დიდად, კი მაგარია მაგრამ ამდენი ნეხევარმცველი სად დავატიოთ? შეტევა კი ძაან მაგარია, დეპაი გასაშვებად მენანება და ინედია ტორესი ათამაშდება თორემ წყალში გადაყრილი ფული იქნება, რაფინიას დებიუტი მომწონს, ასე გააგრძელოს და კოღოს სკამის ხეხვა მოუწევს
არ უნდა ძმაო ხელფასის შემცირწბა და 40 მილიონი წელიწადში არ ღირს.ბურთის ამიტანა და დრიბლინგი სული იცოდა,მაგაზე ვინ დაობს,მაგრამ შეტეცებს ვერ შლის ვერა,შავ სამუშაოში ცუდია.თუ დარჩება ისევ ცენტრ.ნახ.მცველად ითამაშებს საყრდენზე ბუსკეცი და ნიკო იდგებიან დარწმუნებული ვარ.
მხოლოდ იმაში გეთანხმები რომ 40 მილიონს ვერ გადაუხდიან! ეგ ფაქტია მაგრამ ნიკო რაის ნიკო ?! :)))))))))))) ადრეა ჯერ მაგისთვის ძირითადის საყრდენობა იმიტომ არ ვამბობ რომ ცენტრში მაგარი ყლაპა (ერთხელ ! ბუსიმ დღეს უფრო მეტჯერ :))) ) ერთადერთი რაც მომეწონა ნიკოსი დღეს სწორი პოზიციური თამაშია მეტი არაფერი
ბიჭო ეს არაუხო რა გვყავს მოკლედ რა ნადირია.რუდიგერს თავისი თავი ეგონა ნადირი,მაგრამ ნამდვილ ხიშნიკს შეხვდს არაუხოს სახით.ეხლა წარმოიდგინეთ მაგის გვერძე კუნდე,აწი სულ წყნარად დავიძინებ.
არ უნდა ძმაო ხელფასის შემცირწბა და 40 მილიონი წელიწადში არ ღირს.ბურთის ამიტანა და დრიბლინგი სული იცოდა,მაგაზე ვინ დაობს,მაგრამ შეტეცებს ვერ შლის ვერა,შავ სამუშაოში ცუდია.თუ დარჩება ისევ ცენტრ.ნახ.მცველად ითამაშებს საყრდენზე ბუსკეცი და ნიკო იდგებიან დარწმუნებული ვარ.
ჰოო ამ თამაშის შემდეგ როგორ გინდა ეგეთი დე იონგი გაუშვა !:)))))) თან ისევ თავის პოზიციაზე არ უთამაშია ცენტრალურ მცველად ათამაშეს და საუკეთესო იყო ! ქრისტენსენზე და გარსიაზე უკეთესი (პირველ ტაიმში გარსიას პასები მომეწონა ! ამ დროს დე იონგს კიდევ უკეთესები ჰქონდა მეორეში:))) ) პიკეზე არც კი ღირს ლაპარაკი (პენსიონერია მაგრამ გამოგვადგება სეზონი დიდია) აბა ეგეთი დე იონგი როგორ გინდა გაუშვა ?! :))))) თან რეალთან ! :)))))