დამთავრდა. ვერ ვიტყვი, რომ ევროპა ლიგიდან გამოვარდნა კატასტროფაა, მაგრამ, ძალიან გულდასაწყვეტი რომ არის ფაქტია. “ბარსას” შეეძლო ისტორიაში პირველად მოეგო ეს ტიტული, ჩავის შეეძლო პირველი ტიტული მოეპოვებინა კლუბთან ერთად, ახალგაზრდებისთვის ეს დიდი სტიმული იქნებოდა, თუმცა, ყველაფერი დასრულდა. დიდი ალბათობით სეზონი უტიტულოდ ჩამთავრდება, ლა ლიგის მოგების თეორიული შანსი ჯერ კიდევ არის, პროცენტების გამოთვლა თქვენთვის მომინდვია, შანსი უმცირესია. ამ მარცხით არც არაფერი დაწყებულა და არც დამთავრდება, აი, ჭკუის სწავლა კი ნამდვილად შეიძლება, რადგან, ის რაც “კამპ ნოუზე” ვნახეთ, კლუბისა და ქალაქის სირცხვილია. ამ შემთხვევაში მოედანს არ ვგულისხმობ, ეგ მერე იყოს, ჯერ იმაზე ვთქვათ, რამაც ყველა შოკში ჩააგდო.
ტროას ცხენი
ყველას სმენია მითი ტროას ცხენზე, უცბიერესი და კაცთა შორის ყველაზე გამჭრიახის, ოდისევსის ხრიკის შესახებ. მართალია ჰომეროსს ეს ამბავი არ აღუწერია, მაგრამ მითი გადარჩა და ქალაქის აღების ხელოვნებად იქცა, – ციხე შიგნიდან ტყდება.
ბარსელონაში იმაზე ბევრად მეტი გერმანელი ქომაგი ჩავიდა, ვიდრე ელოდნენ, გასაკვირი იყო, რადგან, მათთვის ამდენი ბილეთი არ ყოფილა გამოყოფილი, ადრეც გვინახავს, რომ ფანები კლუბს მაინც მიჰყვებიან, არ აქვს მნიშვნელობა შევლენ თუ ვერა სტადიონზე, მაგრამ, რაოდენობა ძალიან დიდი იყო. მსვლელობაც მოაწყვეს და მაგრადაც დასჭექეს. ამ ხალხს, რომ ქომაგობა არ ეშლება ეს გერმანიაშიც ვნახეთ, გულშემატკივრობის მასტერკლასი ჩაატარეს! ფეხბურთელებს იმხელა მუხტი მისცეს რომ მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩერებულან და ამის შედეგად მივიღეთ ის, რაც მაშინვე აღვნიშნეთ, – “აინტრახტმა” “ბარსას” აგრესიულობით აჯობა, ამის განმაპირობებელი კი საკუთარი კედლები და ქომაგი იყო.
ახლა წარმოიდგინეთ რა ხდება “ბარსას” ფეხბურთელებისა და მწვრთნელის თავში. გასვლაზე უმნიშვნელოვანესი მატჩი გადაარჩინეს, ბოლო წუთებზე რისკზე აღარც მიდიან იმიტომ, რომ საკუთარი სტადიონის იმედი აქვთ, ჯადოსნური სტადიონის სადაც ყველანაირი მატჩის მოტრიალებაა შესაძლებელი, მთელი კვირა ემზადებიან ამისათვის, გამოდიან მოედანზე და ხვდებათ ის, რაც გერმანიაში დატოვეს, “აინტრახტის” ფანები თავიანთ მასტერკლასს აგრძელებენ.
შედეგად მივიღეთ უფრო მძიმე სურათი, მაქსიმალურად დამუხტული “აინტარხტი” და შოკში ჩავარდნილი “ბარსა”. გუნდმა ისიც კი ვერ გაიგო ვის სტადიონზე თამაშობდა. ამას დაემატა კიდევ ერთი დაუფიქრებელი მოქმედება მეორე ტაიმის დასაწყისში, შოკირებული ფეხბურთელები, რომლებიც უკვე 2:0-ს აგებდნენ, გამოდიან მოედანზე და ყველაზე ერთგული ქომაგის მთავარი ტრიბუნა ცარიელი ხვდებათ, ნეტავ რამდენმა გაიგო რა მოხდა? ნეტავ, რამდენმა გააცნობიერა, რომ ეს პროტესტი იყო? არ ვიცი, მაგრამ ყველა ნამდვილად ვერ მიხვდებოდა.
მოკლედ, ქომაგებმა გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ გერმანელები გასულიყვნენ.
არ ვიცი ვინ იყო ოდისევსის ამპლუაში და ვინ მოიფიქრა ეს ყველაფერი, მაგრამ მთავარი დამნაშავე ის არის ვინც კარი გააღო და მტერი შემოუშვა. იმ საწყალ ილიონის მკვიდრს ღმერთის ძღვენი მაინც ეგონა უზარმაზარი ცხენი, (ან, ცხენისთავიანი ხომალდი) აქ კიდე რა მოხდა? რაო? “აინტრახტის” ფანები აპოლონმა გამოგვიგზავნაო? რაც არ უნდა მომხდარიყო ამას ერთი სახელი აქვს, “ბარსას” ფანებმა საკუთარი კლუბი გაყიდეს. ამ წუთისთვის ასე ჩანს და არა მგონია ყველა მათგანი ტურისტი იყოს.
დაველოდოთ. როგორც ჩავიმ თქვა ძიება დაწყებულია.
მატჩი
არჩევანი ბევრი არ იყო, მაგრამ რაღაც ვარიანტები მაინც მოიძებნებოდა დაცვის ხაზისთვის. ლანგლე წინა მატჩში ნახა ჩავიმ და რა თქმა უნდა, უკმაყოფილო დარჩა. იყო ვარიანტი, რომ თავიდანვე დესტი, ან დე იონგი დაეყენებინა დაცვაში, თუმცა, ეს უფრო კუმანის სტილი იყო, ამიტომ, შეგვრჩა მინგესა, რომელიც გახიეს.
თავს ვერ დავდებ, რომ ლანგლეს დაყენების შემთხვევაში რაღაც უკეთესს მივიღებდით. პიკეს დანაკლისი ძალიან დიდია, ალვესი რომ დაგვაკლდებოდა ეს თავიდანვე ითქვა.
წინა მატჩის მიმოხილვისას აღვნიშნეთ, რომ ჩავი პედრისა და გავის დუეტს ამზადებდა ძირითადისთვის. ისე ითამაშეს ლოგიკურიც იყო, თუმცა, კარგი არაფერი გამოვიდა. ბურთი ვერ დაიჭირეს, თამაში ვერ გააკონტროლეს, აგრესია დააკლდათ, აგრესიულობით კიდე არც დე იონგი გამოირჩევა. პედრიმ მძიმე ტრავმა მიიღო, (როგორც ამბობენ) ცუდი მატჩი ჰქონდა, ალბათ დიდი ხნით ადრე იგრძნო დისკომფორტი და მაინც გარისკა. როგორც სჩვევია ხოლმე.
ორი იმედგაცრუება
ჩემთვის პირადად, გარსია და ობამეიანგი. მინგესასგან არც არაფერს ველოდი, შესაბამისად, იმედიც ვერ გამიცრუვდებოდა. აი, გარსიამ ისე მოუმატა, რომ კარგის მოლოდინი მქონდა, აქაც არაფერი გამოვიდა, ყველაფერი მისი შეცდომით დაიწყო, საერთოდ არაფერში სჭირდებოდა ასე თამაში, სწრაფი გოლი ყველაფერს ცვლის, ფაქტობრივად თავზე გემხობა ის გეგმა, რომლითაც გამოხვედი და სწრაფად ხარ გადასაწყობი, “ბარსა” კი ვერ გადაეწყო. გარდა ამ შეცდომისა დასწრებაზეც ცუდი იყო და ვერც ბურთი ამოიტანა ისე, როგორც ველოდით.
ობამეიანგმა თამაში მოკლა. როცა ობაც და დამბოც მოედანზე არიან, ვიცით, რომ ერთ მომენტს მაინც შეუქმნის, ყოველთვის პოულობს საჭირო ადგილზე, ასეთ თამაშში კი რამდენიც შეგემნება იმდენი უნდა აქციო გოლად, ობამ ეს ვერ შეძლო, პირველად 1:0-ზე, მეორედ 2:0-ზე, ძალიან კარგი შანსი გაუშვა ხელიდან. მეორე მომენტის გაცუდება, მით უმეტეს, ასეთ გადამწყვეტ მომენტში არაფრით არ ეპატიება.
ბევრი მომენტი არ ყოფილა, თუ რამე შეიქმნა დემბელემ შექმნა და ობამ გააფუჭა. ბოლოს კი წინ გაქცეული არაუხო ცდილობდა გატანას. საბოლოოდ, სამარცხვინო ანგარიშით არ წაგვიგია, მაგრამ ეს მატჩი მაინც შავი ლაქაა.
ჩავის აჯობეს
“აინტრახტი” უკეთ იყო ორგანიზებული. დაცვიდან შეტევაში ასე კარგად გადასული გუნდი დიდი ხანია არ მინახავს. რაც შეიძლება ნაკლები შეხებით, გააზრებულად, სწრაფად, ლოგიკური დასასრულით. იცოდნენ რას თამაშობდნენ და ყველაფერი შეასრულეს ძალიან მაღალ დონეზე.
გოლებიც ლამაზი გამოუვიდათ. დაიმსახურეს და გავიდნენ. კარგი გაკვეთილი იყო ახალბედა მწვრთნელისთვის და ახალბედა ფეხბურთელებისთვისაც. ახლა ყურების ჩამოყრის დრო არ არის, სეზონი ბოლომდეა მისაყვანი.
ის რაც გამოიკვეთა, – იანვარში მიღებული მუხტი და ენთუზიაზმი ნელ-ნელა ქრება. ეს ეტყობა ობამეიანგს და ეტყობა ტრაორეს. ადამამ ძირითადში ადგილი დაკარგა და მას მერე ძალიან მოუკლო, ხოლო, ობამეიანგი ალბათ ხვდება, რომ მხოლოდ ამ სეზონში აქვს ადგილი ძირითადში, დიდი ხანია ჰოლანდზე და ლევანდოვსკიზე საუბრობენ, ჰოდა, როგორც ჩანს ხასიათი გაუფუჭდა.
წინ რვა მატჩია. “ბარსა” პედრის გარეშე რჩება, იმედია ათიანი დაბრუნდება და ხასიათზე მოგვიყვანს.
თამაში მსაჯმა მოკლა!
ორივე 100% პენალტი იყო!
გაშიფრულია და დამტკიცებულია!
აინტრახტის მწვრთნელმა კარგად შეისწავლა ბარსა და გადაუკეტა სასუნთქი გზები. პლუს ეს მაყურებლების პრობლემა და ქე დაგვტოვეს გაღიმებულები. ბარსას ყავს ბანძი ფანობა. ეს ხალხი არ იმსახურებს ამ გუნდს.
საშინელი მატჩი იყო, ნერვები აღარ მაქვს😑
ობამეიანგი ალბათ ხვდება, რომ მხოლოდ ამ სეზონში აქვს ადგილი ძირითადში, დიდი ხანია ჰოლანდზე და ლევანდოვსკიზე საუბრობენ, ჰოდა, როგორც ჩანს ხასიათი გაუფუჭდა.
და თუ ხედავს რო ჰოლანდზე და ლევანდოვსკიზე საუბრობენ, მაშინ ხასიათი კი არ უნდა გაუფუჭდეს, პირიქით უფრო უნდა მოუმატოს როგორც "ლაკი-ლუკამ" და იფიქრებენ მის დატოვებაზე, სეზონის ბოლომდე რო არავინ მოვა ეს ხო მაინც იცის.
თან ისეთ დღეშია აინტრახტი, რომ მომდევნო სეზონზე მათი დასჯაც არ გამოვა;
მე-9 ადგილზეა 18 გუნდიან ბუნდესლიგაზე, აი იმენა შუაშია და ევროპალიგის ზონას 5 ქულით ჩამორჩება, ჩემპის დასრულებამდე 5 ტურით ადრე
აი ასეთ გუნდთან მოხდა ეს ყველაფერი
ჩემი აზრით გუნდის განწყიბაზე ძაან ცუდათ აისახა მაყურებლის ფაქტორი, როგორია გამოდიხარ სახლში თამაშობ ელოდები გულშემატკივარი მუხტს შეგმატებს და რას ხედავ ?? საკუთარ კედლებში უცხოსავით ხარ, მოწინააღმდეგის ფერებშია მთელი ტეიბუნები და წნეხი შენზე უფრო მოდის ვიდრე მოდწინააღმდეგეზე, როგორც გამოვიდნენ მოედანზე ეგრევე დაეტყოთ ეგ განწყიბა და მეორე ტაიმამდე აზრზე მოსვლა გაუჭირდათ, კიდე დიდი ანგარიშითაც შეიძლებოდა წაეგოთ მეორე ფაქტორის გათვალისწინებით ფაქტია ვერაფერი დაუპირისპირეს აინტრახტის სწრაფ შეტევებს.
არავითარი კონტრაქტის გახანგრძლივება,ისეთ ფეხბურთელებთან,როგორიცაა მაგალითად რობერტო.დაცვაში მინგესა,ლენგლე და უმტიტი უეჭველი გასაშვებია,შეიძლება დესტიც.აუცილებლად უნდა მოვიყვანოთ ორივე ფლანგის მცველები და ერთი ცენტრალური მცველი,თორემ არაფერი გვეშველება.ნახ.დაცვიდან პუჩი წავა და მაგის ადგილას კესი უკვე გვყავს.შეტევიდან ბრაიტა,დეპაი,ტრაორე გასაშცებია,ლუკ დე იონგზე არვიცი და აქაც ერთი კაცი უნდა მოვიდეს.აი მერე სერიოზული ძალა ვიქნებით და ჩავი გაიწევს ყველაფერზე.
ტიტულის მოგება ჯობდა თუ ეს წაგება მემგონი რთული ასარჩევია, ამ წაგებით ჩავიც და ფეხბურთელების გონს მოვლელ, ცაში ავიყვანეთ დაა თვითონაც დაიჯერეს რომ ვერავინ დაამარცხებდათ ჰოდა აჰაა, ბოლო წუთებს თუ არ ჩავთვლით, გადაგვიარეს. იმედია ყველა თავის შეცდომაზე დაფიქრდება და უფრო ძლიერები დაბრუნდებიან.
ფაქტია ყველაფერი საშინლად აეწყო ყველაფერი საერთოდ არ ვამართლებ ბარსას უბრალოდ ასეა პირველივე წუთებზე პენალტი და გადაჭედილი კამპნოუ გერმანელებით წარმომიდგენია რამხელა შოკი იქნებოდა ფეხბურთელებისთვის ესყველაფერი აინტრახტმა სასწაულად ითამაშა მომაკვდინებელი კონტრებით
გრანდებს ისეთი ფანები ჰყავთ რომ გასვლაზეც ისმის მათი სიმღერის ხმა,ბარსაში კი კამპ ნოუზეც კი გერმანული შეძახილები ისმოდა, ბარსას ფანების 5 პროცენტია ერთგული,50 პროცენტი გამყიდველი და 42 პროცენტი ჩა#მული, 3 პროცენტი პონტუს გამო დადის, მოკლედ არ იმსახურებს კატალონია და ასეთი ფანობა ამ დონის გუნდს
დასასჯელები არიან ის კლუბის გამყიდველები!
ამ ხალხს სინდისი სულ არ გააჩნია იმის მერე რაც ვხედავ რა ხდება ენფილდზე ,სტენფორდბრიჯზე ,მეტროპოლიტანოზე და ბერნაბეუზე ფანები ტოლს არუდებენ ერთმანეთს ქომაგობაში და აქ უფრო მეტი გერმანელი იყო ვიდრე კატალონიელი