workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

მცირე ხნის წინ ლუი ვან გაალს სიმსივნე დაუდგინეს და დაიწყო მისი ბრძოლა დაავადებასთან. ლუი ჩვენიანია, „ბარსელონელია“, ორჯერ იყო კლუბის წევრი, ერთხელ ნაწილობრივ წარმატებული, მეორედ ძალიან წარუმატებელი. დიდი სიყვარული არ დაუმსახურებია, იმ დროს რთული იყო სიყვარული დაგემსახურებინა რივალდოსთან კონფლიქტით, მეორედ საერთოდ გუნდიდან გაუშვა, აბა, რა სიყვარულზეა საუბარი?! თანაც, რონალდ კუმანივით კლუბის ლეგენდა არ ყოფილა, რომ რაღაცები ეპატიებინათ მისთვის.

თუმცა, ისე მგონია, რომ ლუის მაგრად ახატია ვის უყვარს და ვის არა. ეგეთი კაცია, საშინლად ჯიუტი რთული ხასიათით. აქაც კუმანთან ივლება პარალელი, მაგრამ, ჩემი მოკრძალებული აზრით, ლუი უფრო დიდი მწვრთნელია, რაღაც მხრივ, რევოლუციონერიც კია, უბრალოდ, მისი რევოლუცია არც მასშტაბური ყოფილა და არც ახალი დღის წესრიგი მოუტანია.

გამოცდილი ხალხისა და სულ პატარა ბიჭების სინთეზი ჰყავდა “აიაქსში”, სწორედ ამ დროს მოიგეს ამსტერდამელებმა უკანასკნელად ჩემპიონთა ლიგა. მომდევნო წელს დუბლის შანსიც კი ჰქონდათ, მაგრამ, ფინალი დათმეს, მესამედ კი ნახევარფინალში გააბითურა ზინედინ ზიდანმა, მოკლედ, მაგარი გუნდი იყო.

სურინამელები გზას თავისითაც გაიკვლევდნენ, მაგრამ, პატრიკ კლუივერტზე არ ვარ დარწმუნებული, კლუივერტი ყოველთვის ის ადამიანი იყო, რომელსაც განსაკუთრებული ნდობა სჭირდებოდა, თუ ამ ნდობას ვერ გრძნობდა, თამაშიც არ მისდიოდა, ვან გაალისგან კი ჰქონდა ის ნდობა, რომელიც ამჟამად დემბელეს აქვს ჩავისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. თავის მხრივ, პატრიკის გოლმა მოუტანა ლუის ერთადერთი ჩემპიონთა ლიგა.

ახალგაზრდების მიმართ მისი დამოკიდებულება ცნობილია, კი გავუწყალე ამ კუმანს ეს დაავადებული გული, მაგრამ, აქაც მასთან შეიძლება პარალელი, ლუიმ პირველი მუშაობის დროს ჩავი ერნანდესს გაუხსნა გზა, მეორედ მუშაობის დროს კი ანდრეს ინიესტას. რა უნდა გაეკეთებინა ამაზე უკეთესი?!

თავის მხრივ, კუმანმა პედრისა და გავის გადაადგმევინა პირველი ნაბიჯები. ეს მისი ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო „ბარსაში“ ყოფნის დროს და არ დაივიწყებენ, პირიქით, რაც უფრო წარმატებულნი გახდებიან ეს ფეხბურთელები, მით უფრო დაუფასდება კუმანს ეს ნაბიჯი, ისე როგორც ლუის დაუფასდა. თითქმის ყველა ინტერვიუში ჩავიც ემადლიერებოდა და ინიესტაც. აგერ, მცირე ხნის წინ, კიდევ ერთხელ გამოხატა ჩავიმ მადლიერება და ლუი თამაშზე დაპატიჟა, ერთი შეხედვით უბრალო ჟესტია, მაგრამ ბევრის მთქმელი.

მაინც მიყვარს ეს ოხერი, ალბათ იმიტომ, რომ „ბარსას“ ქომაგობა მაშინ დავიწყე, როცა ის იყო გუნდის მწვრთნელი. მაშინ არ მეგონა, რომ მწვრთნელებს უშვებდნენ, ბავშვური მიამიტურობით ვთვლიდი, რომ მხოლოდ მაშინ ტოვებდნენ პოსტს, როცა თვითონ მოუნდებოდათ, თურმე, არ ყოფილა საქმე ასე.

რივალდომ ამოისუნთქა, თავისუფლება მიიღო, მერე კი ლუიმ წამოაძახა, ფლანგზე რომ გათამაშებდი ოქროს ბურთი მოიგე, ახლა კიდე ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ძლივს გადიხარო. კონტექსტის ახსნა არ დაუწყია, მაგრამ, სიმართლე თქვა.

თავის მხრივ, როვალდომ წამოაძახა, ნიდერლანდები იმიტომ ვერ გავიდა მუნდიალზე (2002 წელს) რომ მწვრთნელად ვან გაალი ჰყავდაო. ეს მაშინ თქვა, როცა გუნდიდან გაუშვა.

გოლს ყოველთვის ემოციურად აღნიშნავს, ხანდახან ისე აღნიშნავს, თითქოს თავად გაეტანოს, ხელში ყოველთვის ბლოკნოტი აქვს მოგდებული, ისეთი სიხშირითა და სისწრაფით წერს კაცი იფიქრებს „კრესწიკი ნოლიკს“ თამაშობსო, არ გამიკვირდება, რომ ბლოკნოტში წაუფილოსოფოსებდეს კიდეც, იქნებ ლექსებესაც წერს… რავიცი.

არის მეორე მწვრთნელიც, რომელსაც ბლოკნოტს ვერ აგდებინებდნენ ხელიდან, საუბარია ჟოზე მოურინოოზე, ალბათ ვან გაალისგან ისწავლა, მისი ასისტენტი იყო, ჟოზეს გაშვებას უპირებდნენ, მაგრამ წამოიყვირა, ასე და ასე ვიმუშავე, ამდენი გავაკეთე კლუბისთვის და როგორ მიშვებთ თქვე უნამუსოებოო, ჰოდა, ვან გაალმა დაისვა ასისტენტად, ასეთი შეშლილი გამომადგებაო.

მერე ფინალშიც გადაიკვეთნენ „ბერნაბეუზე“, ჩვენს საოცნებო ფინალში ორი ყოფილი „ბარსელონელი“ გავიდა. იმან მოიგო. მეორემ.

“ბაიერნი“ ყოველთვის ძალიან მძიმე გუნდი იყო. მომწონდა კიდეც ამ სიმძიმის გამო, სანახაობრივი ნამდვილად არ ყოფილა, ვერც იქნებოდა, აბა, ციკლერი-იანკერის დუეტში რა უნდა ყოფილიყო სანახავი, მაგრამ ხასიათი ჰქონდათ, ეფეს და კანის ხილვა ერთ რამედ ღირდა, მერე კრიზისი დაიწყო და გერმანული ფეხბურთის მამებმა ვან გაალს დაურეკეს, მოდი და გუნდი სხვა ლიანდაგებზე გადაიყვანეო.

რთულად, მაგრამ მაინც, გამოვიდა ეგ ამბავი. სილაღე, სისწრაფე, მოკლე პასები „ბაიერნში“ ვან გაალმა მოიტანა. მაინც მანქანად დარჩა, მაგრამ, შედარებით ახალი მოდელი მივიღეთ. რა თქმა უნდა, არც ჰაინკესის დონის გუნდი ჰყოლია, არც გვარდიოლასი და არც ფლიკის, მაგრამ, საფუძველი მან ჩაყარა ამ გრძელ და ისტორიულ გზაზე. მარტო ის რად ღირს, რომ არიენ რობენი მიიყვანა გუნდში. ვინ მიიყვანდა მის გარდა? კაცი ყოველ წელს იმტვრეოდა, კუნთი, სახსარი, ნერვი, მყესი, არტილერია, (გამოყენებულია ჟორჟოლიანის ლექსიკონი) ყველაფერი დაიზიანა, ლუიმ კიდე მაინც მოიყვანა, ენდო, არიენსაც არ მოკლებია ტრავმები, მაგრამ მაინც „ბაიერნის“ ლეგენდად იქცა.

გერმანიამდე „ალკმაარი“ იყო, „აიაქსთან“ აჭიდავა, მოგეხსენებათ რა რთული საქმეა. შოთაც იქვე იყო, ვეტერანი ქართველი მიიყვანა და კინაღამ საჩემპიონოდ გაისროლეს. საერთოდ, კარგი დუეტი ჰქონდათ, ბევრ რამეში გაუგეს ერთმანეთს, ორივე მაგარი ჯუჯღუნაა.

„მთელი ცხოვრება მეუბნებოდნენ ირბინე და ბევრი იმოძრავეო, ამან მითხრა გაჩერდი და ბურთი თვითონ მოვა შენთანო“, – შოთა ყვებოდა, თუ გავიხსენებთ როგორ ითამაშა და რა გოლები შეყარა „ალკმაარში“, გამოდის, მართალი უთქვამს ლუის.

თუმცა, ადრეული ვან გაალი უკეთესი იყო. უკეთესი გუნდებიც ჰყავდა. ახლა კი ისევ კუმანთან გაიცვალა. ერთი მოვიდა, ერთი წავიდა, გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა.

ვან გაალს კუმანი შეცვლის ნაკრებშიო, ასე დაიწერა.

ჩვენ კი დაავადებები არ გვიკვირს, სამწუხაროდ.

კუმანის გული ვახსენეთ, სუარესმა რომ შეგვიგდო კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა პრესკონფერენციაზე.

აბიდალს აგერ გადანერგილ ღვიძლზე ედავებიან, საიდან მოიტანე ეგ ღვიძლი გაგვაგებინე, შენი ბიძაშვილის ნაღდად არ ყოფილა, იმას ყველაფერი ადგილზე აქვსო.

ფატალური შემთხვევებიც გვახსოვს, – ტიტო ვილანოვა დავკარგეთ, დაკარგა კლუბმაც და საფეხბურთო მსოფლიომაც.

იოჰან კრუიფი წაგვართვა სიმსივნემ, ყველაზე დიდი გავლენის მქონე კაცი თანამედროვე ფეხბურთში.

ლუის კი ჯანმღთელობა უნდა ვუსურვოთ, ფეხბურთს სჭირდება აქტიური ვან გაალი, თავის უცნაურობებით, პრეტენზიებით, წარბშეკრული სახითა და დიდი შუბლით.

სემპრე ნეღატივა, სემპრე ნეღატივა, ნუკა პოზიტივა!!“ – ჩხუბობდა პრესკონფერენციაზე.

არა ლუი, კარგიც გვახსოვს, კარგსაც ვამბობთ.

იმედია რომელიმე მატჩზე მართლა გვესტუმრება, ტრიბუნაზე ამ კაცის დანახვა ნამდვილად გამახარებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (47)

  • shu1987
    schedule 07 აპრ 2022, 09:54
    #40

    ჩელსი მოშლილია ტიპებს პატრონი არ ყავთ და ნახევარს წასვლა სურს ასე რომ ამ თამაშით დიდი ვერაფერი რეალს წინ პეპის სიტი ყავს რომელიც ათრევს სერიოზულად პაპა კარლოს ტაქტიკურად პეპი შეჭამს ვინისიუსს უოკერს დაუყენებს პეპი ძაან კლასნია. ბაიერნს კიდე ძაან ეგონა მოიგებდა და დააჭერინა ემერიმ ხელში, ემერი სერიოზული ტრენერია ასე მარტივად ბაიერნი ვერც სახლში მოიგებს არ გამიკვირდება თუ გავარდება.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 07 აპრ 2022, 08:19
    #39

    ზოგიერთი მადრიდისტა მირჩევნია აქაური ხალხის დიდ ნაწილს😐 კაი ჰალაზე სულელი და გაბოროტებული ხალხია მაგრამ თქვენ მაინც რა გჭირთ? ბოღმას რატომ ანთხევთ? რეალი მხოლოდ მისი ფანების გამო არ მევასება, მხოლოდ ამიტომ.რატომ უნდა გინდოდეს ვინმეს ტრავმა ან რამე ეგეთი… უნდა უგულშემატკივრო იმას, რომ შენი გუნდი მოწინააღმდეგეზე ძლიერი იყოს, და არა ამ გუნდის სისუსტის ხარჯზე მოგებას😶 საუკეთესო ფორმაში მინდა იყოს რეალი, მაგრამ ბევრად უკეთესში ბარსა, რადგან ხიბლი მხოლოდ ამას აქვს და არა იმას, რომ დასუსტებული რეალი წააგებს და ოდნავ ძლიერი ბარსა მოიგებს…

  • R.MADRID
    schedule 07 აპრ 2022, 03:43
    #38

    ციტატა: zazala7
    ჩელსი-რეალის თამაშის შემყურე ეჭვი შემეპარა, რომ ტუხელს ისე როგორც მთელ გუნდს, რეალი-პსჟ თამაში ნანახი ქონდათ.

    სტაბილურობა ჯერჯერობით ლივერპულს უჭირავს (მართალია არცთუისე ძლიერი მოწინააღმდეგების პირობებში), მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფსონის დადაების არ შეგეშინდება.

    ისე გასაკვირი არც ის იქნება ვილიარეალი ფინალში ვიხილოთ smirk

    რეალის თამაშს თუ კარგად დააკვირდები დაინახავ, რომ უფრო მეტ შემთხვევებში, გუნდის მიერ წამოწყებული შეტევა-კომბინაცია მთავრდება ბურთის დაკარგვით ან აცილებით. მაგრამ თუ კონტრშეტევაზე ან შეცდომაზე დაცვაში დაგიჭირეს, მაშინ უმეტეს შემთხვევაში გააქვთ გოლი. თუ რეალთან მოწინააღმდეგე გუნდს ჭირდება 0:0 ანგარიში, ბურთს აგორავებენ საკუთარ ნახევარზე და 11-ვე ფეხბურთელი უკან არის, რისკი შეცდომის (შეძლებისდაგვარად) 0-მდეა დაყვანილი, ანუ ვლაპარაკობთ ავტობუსებზე და მის მძღოლებზე, რეალის მქკ (მარგი ქმედების კოეფიციენტი) უკვე ტრ****ია. არადა პიველად რომ მოვიდა პაპა კარლო, ბევრად უფრო ლამაზ ფეხბურთს ათამაშებდა. ასე გამართლებით ნაჩუქარი გოლებით რამდენი თამაში უნდა მოიგოთ. არ გაჩუქათ ბარსამ გოლები და კი გაგიყარათ 4 ბურთი.


    4:0 სანამ მოიგებდა.კლასიკოს . ეხლააა. ბოლოს რომელ წელს აღნიშნე გამრჟჯვება რეალთააან… . იცი რა ტეხაავს.. რატო ოცნებოობთ და ლოცულობთ..რო ბენზემა დაიმტვრეეს ვინიციუს გულმა დაარტყაას კაზემიროს ტანკმა გადაუაროს მოგდრიჩშს მეტეორი დაეცეს, კურტუას ამზეზია დაემართოს, და მსგაავს რაამებს.. მე გუნდი რაცარ უნდა მეზიზღებოდეს იმას ვერ ვუსურვებ. გავცხე ეგეთ გამარჯვებას ვიღაცის ტრანვას რო ინატებს და და გაუხარდებაა.. ხო მოიხოდა ბარსა და იგებს თამაშებს. ხო ასწორებს ფორმაში როა..ხოდა ისე უსწორდება თავის გუნდის წარმატებაა. თუ ბარსა ვერ გავიდა ლიგაზე ეგ რეალის ბრალი არაა. თუ ლალიგაში დიდი ანგარიშით ჩამორჩება ბარსა ეგ რეალის ბრალი არაა. კლასიკო რო წაგო მე რეალში დავინახე პრობლემა და დამსახურებულათ მოიგო ბარსამ.. მარაა არ მინატრია ტრანვა ფეხბურთელის.. და ნაჩუქარ ბურთეებს თუ ეძახიი ამას აბა არა ნაჩუქარ ბურთი გაგვანათლე როგორიააა.. ? დამსახურებულათაც რო მოიგოს მაინც იგივეს იტყუიი. და ზიზღს და ფეხბურთს ნუ აურეევ.. ისიამოვნე თუარ მოგწონს და ასე გეზიზღება უგულშემატკივრე მოწინააღმდეგე გუნდს.. ალბათ ჩელსის ბალეშიკობდი . რეალი რო ვერ ასიამოვნა მაგრა გაგიტყდაა რასვიზავთ რეალიც სულ ვერ იგებს. .

  • gio-rakitich
    schedule 07 აპრ 2022, 02:54
    #37

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》

    ციტატა: Futbol Club Barcelona
    რა ყისმათა გუნდია ეს ყრეალი მარა ნიჩიო, სიტი მოგუდავს მაგათ შინ და გარეთ 100000000 %. Იმენა 1 % არ აქვთ შანსი ლიგის მიგების რეალს ტყუილა არ იოცნებოთ მადრიდისტებო


    რატო არააქვთ შანსი, შანსი ნამდვილად აქვთ სადაც ოსჟს მოუგეს და ჩელსის სტემფორდ ბრიჯზე უგებენ, რეალი საერთოდ რა ფორმაშიც არ უნდა იყოს, ჩემპიონთა ლიგაზე სულ კარგად თამაშობენ და შანსი ნამდვილად აქვთ, სიტის რაც შეეხება ჯერ ჩოლოს ავტობუსს უნდა მოერიოს გასვლაზე


    ეეჰ როდის იყო შემტევი ხასიათის გუნდი (მაგ.იგივე რეალი) ავტობუსით რამეს იგებდა,ზიზუს რეალში ნუ აურევთ კევიღრანჭია კარლოს რეალს,მითუმეტეს რონალდუ აღარაა,რამოსი აღარაა ვარანი აღარაა,მოდრიჩი მობერებულია მარსელო გასხმევინებულია ფაქტიურად,გამწევი ძალა აღარაა გუნდში რომელიც ლიგას დებდა,გადახედეთ ზიზუს რეალს და მერე ამ რეალს და მიხვდებით განსხვავებას..პსჟს გაცდაო რო იძახით ტიპები რამდენჯერაც ლიგაზე მერვედში გრანდს დაეჯახნენ იმდენჯერ **ღნერი ჭამეს ჩამჩებით,იუნაიტედმაც კი აბალახა და რაა ახლა რეალმა გამოაგდო რომელიც ლიგის მეფეა ასე მოიგო ის ლიგები თუ ისე და რაა გასაკვირი? იმ მომენტამდე შეჭამა პსჟმ სანამ დონარუმამ არ წაუ*ლევა,პატარა პრიჩინა და ეგრევე ჩამოიშალა გუნდი თავის მპაბე მესიანად და რაც მოყვა მაგას ყველამ კი ნახეთ,პარიზელებს ყოველთვის ემართებათ ეგრე, ფობიად ჩამოუყალიბდათ ტიპებს,აიღე ეხლა ჩამოქცეული და დასაშლელად გამზადებული ჩელსი,წინა ლიგის გამარჯვებული და ეჯახება რეალს რომელმაც პსჟ გამოაგდო ზღაპარში ზე მოტივირებული ხვდება ამ ჩელსის,სრული სულისკვეთებით,პლიუს ამას აქაც მეკარის ფაქტორიც ეხმარება რეალს იღბალიც როგორც ყოველთვის გვერდში ყავთ და მივიღეთ ეს სურათი.. ბაზარიარაა ბენზემაზე და კურტუაზე ხელები ამიწევია აი ორი უმაგრესი ბენზემა ხო იმენა ვიშ დონეზე ტიპი მწვერვალზეა მოწოდების სიმაღლეზეა არ დაუკარგოთ მარა მე ვფიქრობ რომ ამ რესურსით მაინც შეუძლებელია აწყობილ გუნდებს ეთამაშო იგივე სიტი,ლივერპული და ბარემ ბაიერნიც რომელიც ალიანს არენაზე ამოავსებს ემერის 😀 ამუშავდება გერმანული მანქანა და დაუვარდება ისევ კუში ბაიერნს ლიგის გამარჯვებულის ამპლუაში……

  • Memphis Depay
    schedule 07 აპრ 2022, 02:05
    #36

    ბიჭო, კაი მესმის ყველაფერი, მარა ეს მეკარეები ჯერ იყო დონარუმა, ეხა მენდი, ყველას რეალთან რატო უნდება საჩუქრების გაკეთება? 😆 უადვილებენ მშვენივრად გზას. რაზეა ბაზარი აჯობა რეალმა, ბენზოც კლასნია კი, მარა ეს იღბალი მაინც აქვთ და შეე.ი, ეგეთი პადარკები ბარსასთვის ან ნებისმიერისთვის ვის გაუკეთებია? ამ დონის ტურნირია ბოლო-ბოლო. ულრაიხი, მერე კარიუსი, დონარუმა და ახა მენდიც 😂😁

  • zazala7
    schedule 07 აპრ 2022, 02:04
    #35

    ჩელსი-რეალის თამაშის შემყურე ეჭვი შემეპარა, რომ ტუხელს ისე როგორც მთელ გუნდს, რეალი-პსჟ თამაში ნანახი ქონდათ.

    სტაბილურობა ჯერჯერობით ლივერპულს უჭირავს (მართალია არცთუისე ძლიერი მოწინააღმდეგების პირობებში), მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფსონის დადაების არ შეგეშინდება.

    ისე გასაკვირი არც ის იქნება ვილიარეალი ფინალში ვიხილოთ smirk

    რეალის თამაშს თუ კარგად დააკვირდები დაინახავ, რომ უფრო მეტ შემთხვევებში, გუნდის მიერ წამოწყებული შეტევა-კომბინაცია მთავრდება ბურთის დაკარგვით ან აცილებით. მაგრამ თუ კონტრშეტევაზე ან შეცდომაზე დაცვაში დაგიჭირეს, მაშინ უმეტეს შემთხვევაში გააქვთ გოლი. თუ რეალთან მოწინააღმდეგე გუნდს ჭირდება 0:0 ანგარიში, ბურთს აგორავებენ საკუთარ ნახევარზე და 11-ვე ფეხბურთელი უკან არის, რისკი შეცდომის (შეძლებისდაგვარად) 0-მდეა დაყვანილი, ანუ ვლაპარაკობთ ავტობუსებზე და მის მძღოლებზე, რეალის მქკ (მარგი ქმედების კოეფიციენტი) უკვე ტრ****ია. არადა პიველად რომ მოვიდა პაპა კარლო, ბევრად უფრო ლამაზ ფეხბურთს ათამაშებდა. ასე გამართლებით ნაჩუქარი გოლებით რამდენი თამაში უნდა მოიგოთ. არ გაჩუქათ ბარსამ გოლები და კი გაგიყარათ 4 ბურთი.

  • ANRIBARCA
    schedule 07 აპრ 2022, 01:08
    #34

    ამათმა ლიგა მოიგონ ჩვენ ევროპა და მერე კიდე ერთხელ მივართვათ კალატონიური bowtie bowtie

  • GURCHO99
    schedule 07 აპრ 2022, 01:03
    #33

    ლიგაზე ყველა გუნდი რატო ჩლუნგდება რეალთან ვერ ვხვდები, პრესინგი ჩელსის არ უვარგა, ბარსა რო აპრესინგებდა იმის 1 პროცენტს ვერ აპრესინგებს ჩელსი, დაცვა 50ჯერ ჩავარდა, მეკარეებზე არაფერს ვამბობ ყველა მეკარე ბენზემასთან ყლ…..ა რა ემართებათ, მერე შეტევას ვერ ახორციელებენ ნორმალურად. კურტუას ყოჩაღ მაგარი ბურთები აიღო ზოგიერთი ისეთი, რომ ალბათ 100ტოპ მეკარიდან 99 ვერ აიღებდა, ბენზემას რაც შეეხება დრიბლინგში არაა ძლიერი მაგრამ კარგად მიაქვს ბურთი და ეშინიათ მასთან თამაში და პოზიციას არჩევს სასწავლად. ეგ ორი მიათრევს მართლა რეალს და კიდევ პოზიციურად რეალი კაია ამიტომ ბევრ ბურთს არ უშვებს

  • Moriba
    schedule 07 აპრ 2022, 00:52
    #32

    ბენზემას და კურტუას გარეშე სრული ნეხვია რეალი თან რა იღბალიაქვთ დდ დაურეკოს ტუხელმა ხავის და ასწავლის როგორ უნდა მოუგოს რეალს არაუშავს ნახევარ ფინალში სიტის შეხვდება და ვნახავთ რისი ტრაკი ექნებათ

  • ROUCH
    schedule 07 აპრ 2022, 00:44
    #31

    რობერტ ჩაყ£ევანდოვსკი

  • La Pulga10
    schedule 07 აპრ 2022, 00:39
    #30

    იქნებ დაიმტვრეს ბენზემა.მაგის გარეშე გოლს ვერ იტანენ და შანსიც გვექნებოდა დაწევის.

  • EL MAESTRO 6
    schedule 07 აპრ 2022, 00:29
    #29

    ბენზემა რომ დაიტრამვოს რა ეშველება რეალს? აშკარად მარტო ათრევს გუნდს, პსჟსთანაც და ჩელსისთანაც მარტო მაგან გაიტანა

  • Iniesta_8
    schedule 07 აპრ 2022, 00:27
    #28

    ბენზემა მტ*ვნელ ფორმაშია, პიკში მყოფი მესივით თამაშობს ( განსხვავებული სტილი აქვს რა თქმა უნდა).
    ბაიერნს ხმარობს ვილიარეალი, მარა თუ გადაურჩნენ სახლში გადაუვლიან მაინც ეგრე მგონია. 4 გოლს მაინც იმსახურებდა ვილიარეალი. იმენა ცარიელ კარებში აფუჭებენ.

  • EL MAESTRO 6
    schedule 07 აპრ 2022, 00:26
    #27

    ციტატა: Futbol Club Barcelona

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》

    ციტატა: Futbol Club Barcelona
    რა ყისმათა გუნდია ეს ყრეალი მარა ნიჩიო, სიტი მოგუდავს მაგათ შინ და გარეთ 100000000 %. Იმენა 1 % არ აქვთ შანსი ლიგის მიგების რეალს ტყუილა არ იოცნებოთ მადრიდისტებო


    რატო არააქვთ შანსი, შანსი ნამდვილად აქვთ სადაც ოსჟს მოუგეს და ჩელსის სტემფორდ ბრიჯზე უგებენ, რეალი საერთოდ რა ფორმაშიც არ უნდა იყოს, ჩემპიონთა ლიგაზე სულ კარგად თამაშობენ და შანსი ნამდვილად აქვთ, სიტის რაც შეეხება ჯერ ჩოლოს ავტობუსს უნდა მოერიოს გასვლაზე


    Რეალი გაცდეს ჯერ ჩელსის. Იმიტომ არააქვს რომ ლივერპული და სიტიც რეალს 10 თამაშიდან 10 მოუგებს. Პსჟ თავზე გადააჟვა რეალს მარა ყისმათი აქვთ უბედური. Ლივერპული და სიტი არიან 5 თავით მაღლა ყველაზე რეალურად. Მერე მოდის პსჟ, მერე ბაიერნი, რეალს ხუთეულშიც არ შევიყვანდი. Ბენზემა და რეალი ოი ყველაზე იღბალმოდღნული ობიექია


    მაგაში გეთანხმები რომ ფავორიტი არაა მაგრამ რეალი ისეთი ნაბო#არი გუნდია რომ მაინც შეუძლია გამოაძროს თამაშები და მოიგოს, მაგათგან ყვეკაფერს უნდა მოელოდე

  • ROUCH
    schedule 07 აპრ 2022, 00:26
    #26

    ერთი ბენზემა ვილიარეალს ეხლა იქმებოდა 3-4ნოლი რა მომენტები ექმნებათ ტიპებს

  • La Pulga10
    schedule 07 აპრ 2022, 00:23
    #25

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    გაეხსნა ბენზემას, გასულია დიდი ალბათობით რეალი ნახევარ ფინალში, სტემფორდ ბრიჯზე თუ ასე ხდება მაშინ ბერნაბეუზე რაღა აზრი აქ


    ჩავის კითხოს ტუხელმა და ასწავლის,როგორ უნდა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 07 აპრ 2022, 00:20
    #24

    ციტატა: Futbol Club Barcelona
    რა ყისმათა გუნდია ეს ყრეალი მარა ნიჩიო, სიტი მოგუდავს მაგათ შინ და გარეთ 100000000 %. Იმენა 1 % არ აქვთ შანსი ლიგის მიგების რეალს ტყუილა არ იოცნებოთ მადრიდისტებო


    რატო არააქვთ შანსი, შანსი ნამდვილად აქვთ სადაც ოსჟს მოუგეს და ჩელსის სტემფორდ ბრიჯზე უგებენ, რეალი საერთოდ რა ფორმაშიც არ უნდა იყოს, ჩემპიონთა ლიგაზე სულ კარგად თამაშობენ და შანსი ნამდვილად აქვთ, სიტის რაც შეეხება ჯერ ჩოლოს ავტობუსს უნდა მოერიოს გასვლაზე

  • Giorgi Chkotua
    schedule 07 აპრ 2022, 00:13
    #23

    მერამდენე შეაგდო ბეენზემამ ლიგაზე? ამ კაცს წელს ოქროს ბურთი ეკუთვნის

  • EL MAESTRO 6
    schedule 07 აპრ 2022, 00:11
    #22

    გაეხსნა ბენზემას, გასულია დიდი ალბათობით რეალი ნახევარ ფინალში, სტემფორდ ბრიჯზე თუ ასე ხდება მაშინ ბერნაბეუზე რაღა აზრი აქ

  • M10 S9 D11
    schedule 07 აპრ 2022, 00:09
    #21

    ციტატა: xavi73
    და ლევანდოვსკი რითია ნაკლები ბენზემაზე?დ რეებს ლაპარაკობთ კარგით რა არავინ დაობს რომ ძალიან მაგარია ბენზემა მარა ლევანდოვსკი არაფრით ჩამოუვარდება მეტი თუ არაა


    ყველაფრით ნაკლებია ლევანდოვსკი ყველაფრით