როდესაც ჩავიმ “ბარსელონა” დატოვა, მან საკუთარ თავს უფრო მეტის თქმის უფლება მისცა, ვიდრე “ბლაუგრანაში” თამაშის დროს აძლევდა ხოლმე.
ჩავიმ იმ განსხვავებაზე ისაუბრა, რომელიც “ბარსელონასა” და “რეალს” შორის არსებობს. ერნანდესის აზრით, როდესაც “რეალს” პრობლემები აქვს, ამ გუნდის გარშემო ერთიანდება ყველა – ხელმძღვანელობა, ფეხბურთელები, მწვრთნელები, გულშემატკივრები და ჟურნალისტებიც კი. შედეგად ვიღებთ იმას, რომ კრიზისი მალე იძლევა.
“ბარსელონაში” კი სიტუაცია პირიქითაა. პრესა, რომელიც წლების განმავლობაში ჟოზეპ მარია ბართომეუს მხარდაჭერით იყო დაკავებული, დღეს მზადაა, კლუბს ზურგში მახვილი პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩასცეს და ასეც ხდება.
ძნელია, ჩავის არ დაეთანხმო. ბოლო კვირებში ყველამ ვნახეთ ეპიზოდები, თუ როგორ ეპყრობიან “ბარსელონას” გულშემატკივრები გუნდის მწვრთნელს (რონალდ კუმანს) და ფეხბურთელს (სამუელ უმტიტის). პარალელურად კი ვნახეთ, თუ როგორ ეპყრობიან გულშემატკივრები “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს საკუთარ მოედანზე “ლივერპულთან” 0-5 განადგურების შემდეგ. გულშემატკივრობა პატივისცემაა და არა უპატივცემულობა. რა თქმა უნდა, კრიტიკა სწორია, მაგრამ საკითხის პიროვნულ დონეზე გადატანა ყოველთვის შეცდომაა.
და რა ხდება იმ პრესაში, რომელიც წლების განმავლობაში ბართომეუს პრეზიდენტად დარჩენაზე ზრუნავდა? მადრიდულ გამოცემებს რომ თავი დავანებოთ, კატალონიურ გაზეთებში იმედისმომცემს ვერაფერს წაიკითხავთ, ნულოვანი მხარდაჭერა, არანაირი გამხნევება.
მაგალითად, Sport-ის ერთ-ერთი სტატიის სათაურია “ტერ შტეგენი და დე იონგი ძირითად შემადგენლობას არ იმსახურებენ”. ორაბზაციან სტატიაში ვკითხულობთ, რომ ტერ შტეგენი არასანდო მეკარეა, ხოლო დე იონგი არარელევანტური ნახევარმცველი. Mundo Deportivo-ს დღევანდელი ნომერი კი გამოვიდა სათაურით “ნულს ქვემოთ”. განა ვინმე ვერ ხედავს, რომ გერმანელიც და ნიდერლანდელიც საკუთარი შესაძლებლობებიდან ძალიან შორსაა? განა საკუთარი თვალებით არ ვნახეთ, რომ გუშინ მე-2 გოლი ტერ შტეგენის ბრალი იყო? მაგრამ ისიც ხომ ცნობილია, რომ ორივე მათგანს გაცილებით მაღალ დონეზე თამაში შეუძლია და დე იონგისგან განსხვავებით, ტერ შტეგენს ეს “ბარსელონაშიც” დაუმტკიცებია.
ტერ შტეგენიც და დე იონგიც იმ ფეხბურთელებს მიეკუთვნებიან, რომლებზეც “ბარსელონა” დამოკიდებულია. კატალონიურ გუნდს ნამდვილად არ აქვს იმის საშუალება, რომ ან ერთის, ან მეორეს შემცვლელი მოიყვანოს. როდესაც გუნდს ჩემპიონთა ლიგის 6 თამაშში 2 გოლი გააქვს და საეჭვოა, დაიმატებს თუ არა თავდამსხმელს, ასეთ დროს მეკარის შეცვლა ზედმეტი ფუფუნებაა და ეს საკითხი დღის წესრიგში ვერც დადგება. შესაბამისად, ასეთ დროს არა ფეხბურთელების კიდევ უფრო დათრგუნვა, არამედ მათი მხარდაჭერა და გამხნევებაა საჭირო, მაშინაც კი, თუ უკვე დიდი ხანია, ჩვეული ფორმისგან შორს არიან. დღეს “ბარსელონას” ერთად დგომისა და ერთმანეთის გამხნევების გარდა სხვა ალტერნატივა არ გააჩნია.
გუშინ ლაპორტამ ყველას გაერთიანებისკენ მოუწოდა. ჩემ ბავშვობაში, რადიოს 105-ის ერთ-ერთ ჩემთვის საყვარელ სახალისო ისტორიაში გხვდება ფრაზა: “მდევარი, მდევარი მეთქი, ვიყვირე სოფელში და… წავედი მარტო”. ასეა ლაპორტას ამბავიც…
ჭაობი იმაზე ღრმაა ვიდრე გვეგონა, ახლა დამნაშავის ძებნას აზრი აღარა აქვს. გუნდი უნდა აშენდეს და ეს უნდა დაიწყოს დღესვე იმიტომ რომ ხვალ გვიან იქნება. ჩავიმ უნდა დაიბაროს გუნდი და შესთავაზოს ან თამაში ან კარგად იყავით. გარკვევით უთხრას ვისაც უნდა თამაში მოიქეცით როგორც რონალდუ: ეს კი ნიშნავს ვარჯიშზე მოდიხარ პირველი და მიდიხარ ბოლო, ვერ ქაჩავ? წადი. და ასე ყველასთან პერსონალურად. იმიტომ რომ მესი ერთია, მას შეეძლო ნახევარი ძალით ევარჯიშა და თამაშში 3-4 გოლი გაეტანა. მაგრამ ჯერჯერობით "ახალი მესი" არა გვყავს ამიტომ ვარჯიში სიქის გაცლამდე. ისე როგორც იქცევა რონალდუ ისე როგორც იქცევა ბაიერნი. მიულერს ბარსასთან 7 თამაშში 8 გოლი აქვს გატანილი. ნუ მეტყვით რომ მიულერი უძლიერესი ტეხნარია, არა უბრალოდ ბევრს ვარჯიშობს და 90 წუთი არ იღლება. ეს პირობითად და მაინც გუნდმა უნდა ისწავლოს თამაში, თამაში მაქსიმუმებზე და პირველ ტაიმში გატანილ 3 გოლს მეორეში ასევე 3 საკუთარ კარში არ მიიღოს.
Clever liar,
მეგობარო ამას თუ გულით იძახი და არაფრის იმედი არ გაქ და მთლიან კამანდას რო ასხი ჩამჩით და რეალის ისტორია თუ ასე გევასება ჩემი რჩევა იქნება გადადი ჰალაზე რად გინდა ამ ფარჩაკი გუნდის ქომაგობა და 5-6 წელი რო იგრიალებენ მაგის ლოდინი 7 წელი და მერე ისევ იგივე როგორც შენ ამბობ რაში გჭირდება ბრატ ნერვები დაზოგე და რეალს უქომაგე თავს გაუფრთხილდი იმიტომ რომ ნერვიულობა მოგიწევს უეჭველი და ამ ფეხბურთელების ყურებაც კარგა ხანს რამეთუ ხავი არის 2 კვირის მოსული კლუბში კაპიკი ფული არ არის დაჟე ფეხბურთელები მემგონი ნისიაზე თამაშობენ და ეს ყველაფერი იმას ნიშნავს რომ მეგა ვარსკვლავების ყიდვა და ყველას ასე ერთიანად გაშვება გამორიცხულია 2 წელი მინიმუმ ეტაპობრივად კიდე ჰო რაზეა საუბარი
ანუ თუ გუნდს არ უჭერ მხარს რანაირი გულშემატკივარი ხარ, თუ არ გინდა გუნდისთვის მხარის დაჭერა წადი იქ პსჟს მსოფლიო ვარსკვლავები ჰყავს, თან კრიზისი მაგათ არ შეაწუხებთ, ფული არ ენანებათ, ანდა ის გააკეთე რაც გულშემატკივარმა უნდა გააკეთოს
საძაგებელს რომ აძაგებ და გამოსაააშკარავებელს გამოაააშკარავებ და ამას აკეთებ გუნდის უკეთესობისთვის, მაშინ ხარ გუნდის გულშემატკივარი და არა მაშინ როცა ნეხვში იხრჩობი და კმაყოფილი სახით იყურები.
Clever liar,
ანუ თუ გუნდს არ უჭერ მხარს რანაირი გულშემატკივარი ხარ, თუ არ გინდა გუნდისთვის მხარის დაჭერა წადი იქ პსჟს მსოფლიო ვარსკვლავები ჰყავს, თან კრიზისი მაგათ არ შეაწუხებთ, ფული არ ენანებათ, ანდა ის გააკეთე რაც გულშემატკივარმა უნდა გააკეთოს
Clever liar,
თქვენ გააგრძელეთ ეგრე. ჩვენ გულშემატკივრობას ვამჯობინებთ.
მაშინ ვიყოთ გარანტირებულად ასეთ დღეში და ოდნავი იმედიც არ გვქონდეს, რომ სიტუაცია გამოსწორდება
და გარანტირებულად არ ვართ? თუ მართლა აქვს ვინმეს ილუზია რო დეპაი დემბელესნაირი იმბეცილებით გუნდს გუნდობა შეუძლია? მერე რომ ვადარებთ საკუთარ მოთხოვნებს რეალს, იქ მადრიდის რეალი გუნდია, რომელსაც ბუქმეიკერებისგან უპირობოდ შერაცხულმა აუცაიდერმა შეუძლია პირქვე წამხოამხოს შენი ფორმის პიკში მყოფი, ბავარიაც, ბარსელონაც და ლივერპული.. მადრიდის რეალი ყოველთვის იყო ის გუნდი, რომელიც ლალიგაში 4 ეულისთვის ცოდვილობდა, მაგრამ ბრახ და ჩემპ ლიგის თასს დებდა. მადრიდის რეალი არის გუნდი რომელსაც შეუძლია ნახევარი სეზონით მოიყვანოს 5 -6 მეგა ვარსკვლავი და იქვე გაყაროს. ამიტომაც ერთიანდება იქ ყველა და ითხოვენ გუნდისგან მაქსიმუმს მაშინ როცა თითქოს გუნდი სავალალო მდგომარეობაშია. აქ კიდე თუარ გაყვს გუნდში კრუიფი მარადონა მესი ინიესტა ისე ლიგის ფინალზე ფიქრიც წარმოუდგენელია, მერე გადავყევით 5 წელია კოუტინიო გრიზმანის 200 მილიონს.. თითქოს მაგაზე მეტი ნეიმარის ტრანსფერიდან არ ამოეღოთ. დემბელსნაირ ჩოილარ ამებას ვინ გააჩერებდა ამდენი ხანი რელაში, იმისთვის რო 150 მილიონია გადახდილი 20 წლის უკან? ან ვისგან მოვითხოვოთ გუნდში მაქსიმუმი, ხეიბარი პიკე უმტიტი ლენგლე ალბებისგან? თუ სამი წლის ნიკოლოს გავებისგან? იქნებ ჩავისგან 😀 გუნდს არ აქვს ხასიათი ისტორიულად და არც ყავს პატრონი. ერთი მესი გვყავდა ვისგანაც ვითხოვდით და აღარ გვყავს ისიც.. ამიტომ ზუსტად ისეთ მდგომარეობაში ვართ როგორშიც უნდა ვიყოთ წესით. მერე როცა გამოჩნდებიან მხსნელები, 3-4-5 ფეხბურთელი და აუბამს ამათ მხარს მენეჯმენტიც გუნდრურ წინსვლაში გავიფართხალებთ 5-6 წელი და ისევ ამ დონემდე ჩავიჯვამთ.. ესეთია ღრმად პატივცემულ ბარსელონას ისტორია და ჰე
მაშინ ვიყოთ გარანტირებულად ასეთ დღეში და ოდნავი იმედიც არ გვქონდეს, რომ სიტუაცია გამოსწორდება
მხარდაჭერა არა დემბელე.
არადა გუნდში არ არიან ისეთი საშინელი ფეხბურთელები რო ამ დონეზე მეტად თამაში არ შეეძლოთ აქ უბრალოდ სხვა სიტუაციაა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მწვრთნელს ჯერ ადრეა ჩავიზე საუბარი მაგრამ მაინც ვფიქრობ ამ რამოდებიმე თამაში უნდა დაემტკიცებინა რამე თუნდაც ბაიერნთან მინიმუმ არ წაგებით ან ბენფიკასთან სახლში მოგებით ანდაც ბეტისთან არ წაგებით. გუნდს რომ რამე სანახაობრივი ეთამაშა და ისე წაეგოთ არც ექ იქნებოდა დიდი პრობლემა მაგრამ ესეთი უსუსური ბარსა კიარა საერთოდ გუნდი მე არ მახსენდება. უბრალოდ ცალი ფეხით გვიგებს ლუბოი გუნდი და სირცხვილია მეტი რო არაფერი. დემბელეც გასაშვებია და ვფიქრობ გუნდის 90% უნდა წავიდეს ფაქტია ამათ ვერ შველის ვერც მწვრთნელის შეცვლა და ვერაფერი. დესტი ფეხბურთს თამაშობს საერთოდ გუშინ დაივისმა პირადად ეგ და მთლიანი მაგისი ფლანგი ათრია. პრობლემა მგონი ამათ ფსიქოლოგიაშია გუნდი შეგუებულია უკვე წაგებას ძალიან ჩვეულებრივი ამბავია შეიძლება გუშინ გაუსწორდათ კიდეც რო 3-0 წააგეს და მეტი არა მამენტ 3-0 ბენფიკამაც მოგვიგოო ალბათ ფიქრობდნენ. გრანდის ესე მიწასთან გასწორება ესეთ მოკლე დროში მე არ მინახავს მარა ძაან მოკლეც არიყო ეს ყველაფერი დაიწყო 2016 წლიდან და ნელნელა დედა უტირა ბართომეუმ გუნდს. ლაპორტაზე უკვე კომენტარის გაკეთებაც აღარ მინდა მოვიდა ფულის საშოვნელად გამოიყენა შანსი და გაპრეზიდენტდა. მესის გაშვებით და სხვადასხვა ნაბიჯებით მე ჯერ არ მინახავს მისგან რამე განსაკუთრებული ან გუნდს აზარალებს ან იმას აკეთებს რისი გაკეთების გარდა სხვა გზა არ აქვს. მოკლედ გულდასაწყვეტია ბარსას ეს მდგომარეობა ევროპა ლიგაზეც შეიძლებ ლაციომ ან ვინმე მსგავსმა შეგვარცხვინოს და ჯობდა საერთოდ ლიგაზე ბოლოზე გასულიყვნენ.
გაყიდეთ აქციები რამე ქენით ასე არ შეიძლება ბარსელონაა ეს დედა.. მარტო იმის ძახილი ბარსა ვართ და არ გვეკადრება ხომ ხედავთ სადამდე მიგვიყვანა ასე რომ ახლა სიამაყის და ცხელი გონებით ფიქრის დრო არაა ჯობს დროულად მიეხედოს გუნდს ფულია საჭირო და ბევრი კარგი ტრანსფერი .