ლაპორტას სატრანსფერო კამპანია პუნქტების მიხედვით უკვე შევაფასეთ, ამიტომ, თითოეულ ტრანსფერზე აღარ შევჩერდები და არსობრივად განვიხილავ საკითხს, – გამართლებულია თუ არა ასეთი სატრანსფერო კამპანია. პუნქტების შეფასებისას მეტად ცუდი სურათი გამოგვივიდა, რადგან პრეზიდენტის დაპირებები გვქონდა საზომად, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ერთს ამბობდა და სულ სხვა რამ ჰქონდა გულში, ყველაფერი პირდაპირ რომ ეთქვა ალბათ პანიკასაც გამოიწვევდა, ხოდა, ასე ჩუმად არჩია გზას მიჰყოლოდა. ახლა ის აზრიც გაუელვებს ადამიანს თავში, რომ მესის გაშვება თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, ან კლუბი, ან მესი! – ასე დადგა ლაპორტასთვის საკითხი, არავისთვის არის დაფარული, რომ მესი ლაპორტაზე განაწყენდა, დარჩენა სურდა და ვერ დარჩა, რა თქმა უნდა, ლაპორტასაც სურდა, რომ დარჩენილიყო, რადგან არავის უნდა ისტორიაში შევიდეს ისე, როგორც „კაცი, რომელმაც მესი დაკარგა“, მაგრამ, მოვიდა კლუბში, ნახა მდგომარეობა და ასეთი დილემაც დაუწესა საკუთარ თავს, – ან „ბარსა“, ან მესი. რამდენად მართებული დილემაა ეს რთული სათქმელია, რადგან გარედან ბევრი რამ არ ჩანს, შიდა სიტუაციას თავიდან ბოლომდე მხოლოდ მმართველები იცნობენ, თავის კონტრაქტებით, შეთანხმებული თუ შესათანხმებელი სპონსორებით და სამომავლო გათვლებით. მხოლოდ კლუბის სახელს შეეძლო მესი გადაეწონა და გადაწონა კიდეც.
ან თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, ან შუა გზაში გადაწყვიტა გეგმების შეცვლა, თქვა რომ მესის დარჩენა პრიორიტეტულიაო, მაგრამ არ აღმოჩნდა ასე, უფრო დიდი პრიორიტეტებიც ჰქონია, მაგალითად გაკოტრებისგან თავის დახსნა. მიზნად დაისახა და ფაქტია, რომ კლუბმა პირველი ბრძოლა მოიგო. მართალია დიდი დანაკარგით, მაგრამ მაინც. მიმდინარე სეზონი სწორედ ამას ემსახურება, უბრალოდ უნდა გადავრჩეთ და მერე ძალები მოვიკრიბოთ.
უკვე მირალემ პიანიჩმაც დაგვტოვა, გაანათხოვრეს „ბეშიქთაშში“. მართალია ვერც გრიზმანი გავყიდეთ და ვერც პიანიჩი, მაგრამ დიდი თანხა დაიზოგა და არცერთს არ უნდა ველოდოთ უკან, კლუბებს გამოსყიდვის უფლება აქვთ და გამოისყიდიან კიდეც. ასევე, განათხოვრებულია ფრანციშკუ ტრინკაუ, მისი დაბრუნებაც სათუოა, თუ რამე სასწაული არ ჩაიდინა „ვულვზში“, რაც ძნელად სავარაუდოა, მაშინ წასვლა მოუწევს, ამჟამინდელ, ან სხვა კლუბში.
ერთი სიტყვით, ჩვენს წინაშეა ჟოან ლაპორტას მორიგი რევოლუცია! ჯერჯერობით მხოლოდ ფინანსური რევოლუცია, რომელიც აუცილებლად უნდა აისახოს მოედანზე, რეალურად, ფინანსების მართვა იმისათვის არის საჭირო, რომ გუნდი მინდორზე გაძლიერდეს.
მიზანი უკვე გვაქვს, ძალიან რთულად მისაღწევი, მაგრამ მაინც რეალური. მბაპე მომდევნო სეზონში უფასოდ გადავა „რეალში“, დღეს არ ჩანს მიზეზი, რომელიც ამას ხელს შეუშლის, გამომდინარე იქიდან, რომ მასში თანხის გადახდა არ მოუწევთ, ფლორენტინო პერესი ერლინგ ჰოლანდსაც უპირებს კლანჭების ჩავლებას, ეს კი ცუდი ამბავია, რადგან ჰოლანდი ლაპორტას ნომერ პირველი სამიზნეა. გვჭირდება ფეხბურთელი, რომლის ირგვლივაც ახალი „ბარსა“ აშენდება, დღეს ასეთი მეგა-ვარსკვლავი არ გვყავს. მემფისი იღებს ლიდერობის ტვირთს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. გეგმა კი ხანგრძლივია, პიკე სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით კარიერას დაასრულებს, ჯერჯერობით არაფერი ვიცით ბუსკეტსა და ალბაზე, მაგრამ დიდი დრო არც მათ დარჩენიათ. კოუტინიოს სათამაშო დრო მიეცემა, მეტწილად იმისათვის, რომ სეზონის ბოლოს გაიყიდოს, უსმან დემბელეს კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ, იმიტომ, რომ ნორმალურ თანხად გაიყიდოს, უკვე სახეშეცვლილ „ბარსას“ ვადევნებთ თვალყურს, მომდევნო სეზონში კი აბსოლუტურად სხვა „ბარსას“ ვნახავთ, იმედი მაქვს ნორვეგიელი ბუდას თამადობით.
მანამდე რა ხდება?
მანამდე დიდი ბრძოლები გვექნება, ძალიან აზარტული ბრძოლები, თუ ტიტულთან ახლოს ვიტრიალეთ განსაკუთრებით საინტერესო იქნება, მაგრამ უამისოდაც არ მოვიწყენთ, არის მომენტები, როცა კლუბის გერბი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ხოდა, ახლა სწორედ ეს დროა, თითქოს მომენატრა კიდეც ეს დრო, როცა ყველა მეტოქე დასუსტებული „ბარსას“ გათელვას გაასმაგებული ძალით ცდილობს, იციან, რომ ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდება, ამიტომ, სანამ დრო აქვთ უნდათ რომ ისარგებლონ, „ბარსა“ კი ყველაფრის მიუხედავად სახეს არ კარგავს, იქნება მარცხი, იქნება მძიმე მარცხიც, მაგრამ მთავარია, რომ მიზნისკენ სწრაფვა სწორი გზით გაგრძელდეს.
საერთო ჯამში, ლაპორტას სწორი გზა აქვს არჩეული, ძალიან მტკივნეული, მაგრამ სწორი, თუ მხოლოდ დღევანდელ დღეს შევხედავთ, ბევრმა შეიძლება ვერც აპატიოს, მაგრამ კლუბის გადასარჩენად და ახალი ერის დასაწყებად, მისი ქმედება გამართლებულია. ამას დიდი გამბედაობა სჭირდებოდა და ამ კაცს ეს გამბედაობა აღმოაჩნდა.
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ვის ხედავს გეგმის სათავეში, კუმანს, რომ დიდად არ ენდობა ნათელია, ზედმეტად ერევა მის საქმეში, პირდაპირ მითითებებს აძლევს ტაქტიკაზე, სათამაშო სტილზე და დაწუნებულ ფეხბურთელებზე, ამას გვარდიოლასთან არასდროს გააკეთებდა, რაიკაარდთანაც კი არ აკეთებდა, მაგრამ კუმანს შეუცვლელად არ მიიჩნევს. მის შემცვლელად კი ჩავის ვერ ხედავს, არ ვიცი რატომ, მაგრამ ასეა, თავის მხრივ, ჩავის, რომ უარი არ ეთქვა „ბარსას“ მეორე გუნდში დაბრუნებაზე, მომავალი სეზონი უფრო ნათლად დაიხატებოდა, ახლა კი ბუნდოვანია, ისევ გერმანელებზე და გვარდიოლაზე მოგვიწევს მარჩიელობა, თითქოს პეპისთვისაც მიმზიდველი უნდა იყოს ახალი გუნდის აშენება, ზედმეტი მილიონების, ვარსკვლავებისა და ავტორიტეტების გარეშე, პეპი მაინც კრუიფის მიმდევარია, კრუიფს კი არაფერი ახარებდა ისე, როგორც ნულიდან დაწყებული საქმე, ძალიან აზარტული იყო და მისი აზარტი სწორედ ამგვარი გამოწვევებით იკვებებოდა.
ამ ყველაფერზე თვალის მიდევნება ძალიან საინტერესო უნდა იყოს. დიდი ხანია „ბარსას“ მატჩებს ასეთი მოლოდინით არ შევხევდრილვარ, როგორ გააგრძელებს თამაშს დეპაი? როგორ დაბრუნდება ფატი? წაეთამაშება თუ არა ლუკ დე იონგი ბრეითუეიტის გვირგვინს? რას იზამენ კოუტინიო და აგუერო? რა როლს მოირგებს ფრენკი დე იონგი? რას იზამენ დებიუტანტები? ბევრი კითხვაა, ბევრი საინტერესო ამბავია და თვალის მიდევნებაც სასეირო უნდა გამოდგეს.
დაისვა წერტილი, სრული სურათი გამოჩნდა, ერთობ მძიმე სურათი, მორფეუსის გამოშვერილი ხელიდან წითელი აბი ჩავყლაპეთ და ყველაფერზე თვალი აგვეხილა, ახლა დროა ახალი რჩეულის ძებნა დავიწყოთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ ეს რჩეული გამოჩნდება, მანამდე ცრუ რჩეულებიც უნდა წარსდგნენ ჩვენს წინაშე, რომლებიც იმედს ჩაგვისახავენ, მაგრამ დამარცხდებიან, თუმცა, ეს დასასრული არ იქნება, „ბარსა“ არასდროს დარჩენილა ეპოქალური ფეხბურთელის გარეშე, სულ სხვა საქმეა ისტორიაში რა ადგილს იკავებდნენ, არც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარი ის არის, რომ კონკრეტულ ეპოქაში მეფობდნენ.
მეფე მოკვდა! გაუმარჯოს მეფეს!
ოღონდ მერე გაუმარჯოს, როცა გამოჩნდება.
:დდ მბაპე და ჰალანდი მომავალი დეკადის ლიდერები უკვე ქონდათ ტოქსიკური ბრძოლები და ერთ გუნდში თამაშის სურვილი ექნებათ ? ერთსაც ლიდერობა სურს და მეორესაც ან ერთი იქნება უკმაყოფილო რეალში ან მეორე შეუძლებელია ასეთი ეგოს მქონე მოთამაშეები ერთ გუნდში გყავდეს დარწმუნებული ვარ ბარსა-რეალში განაწილდებიან ;))
ჰოლანდს ვიყიდით კი. მუდმივ გრანდში, რომელიც ლიგისთვის სულ იბრძვის და მბაპეთი გაძლიერდება, იქ წავა თუ ჩამუწყებულ ბარსაში
მ წ ვ რ თ ნ ე ლ ი ! მ წ ვ რ თ ნ ე ლ ი !
რა აზრი აქ სანამ კუმანია ვინც გინდა ის მოიყვანე ისევ მძღნერები ვიქნებით კუმანიტოს ხელში
და კოუტინიოს ხელშიც
რავიცი ბუსის და ალბას შემცვლელი მგონი გვყავს უკვე ბალდე და ის მეორე ნიკო თU გავი . რაც შეეხება ეს მინგესა არაფრათ არ ვარგა
ნებისმიერი თავმოყვარე და წესიერი მწვრთნელი იტყოდა თქვენ შიგ ხომ არ გაქვთო მას შემდეგ რაც მესის და გრიზმანს გაუშვებდი და დეიონგს მოუყვანდი. ეგ არის ერთადერთი სწორი პასუხი შენს კითხვაზე. ეს იყო პასუხი მაშინაც როცა რაიკაარდი, გვარდიოლა და ენეიკე მოიყვანეს. უბრალოდ ამათმა გაამართლეს და ჩვენმა ნაგავმა მართველებმაც იფიქრეს რომ სულ ასე მოხდებოდა და გააგრძელეს ცდები ბარსელონაზე. რამაც იქამდე მოგვიყვანა სადაც ვართ.წესიერი მწვრთნელი იყყოდა რომ რობერტო კი არ უნდა გამოვხადოთ კრაიზე და წლები ვიწვალოთ. არამედ მარკვენა მხველი გვჭირდება. ასევე იყყოდა რომ ფაბრრგასი არ არის ინიესტას შემხვლელი და სხვა გვინდა. გრიმანი და კოუბარ არიან ფლანგელწბი და აზვები გვინდა, ლენგლე არ არის ბარსას დონის და სხვა გვინდა და ასე შემდეგ მეგობარო. აი ასეთი მისგომით მოვედით აქამდე.
Lasho,
კუმანი თუ დარჩა შეიძლება დე ბეეკი. გაახმეს სკამზე, კაპიკებად წამოვა.
ჰოლანდიი კი მოვა მაგრამმ.. პიკეს შემცვლელი გვჭირდება.. ლენგლე და უმტიტი არგამოგვადგება.. გარსიას იმედი არმაქვს.. მინგესა ადრეა ჯერ.. ვინმე გამოცდილი რამოდენიმე სეზონით კარგი იქნებოდა.. ნიკო ნიჭიერია მარა ეგრევე ბუსის შემცვლელად რთულია.. რავი ვფიქრობ დე იონგი პედრი და ვან დე ბეეკი მაგარი ნახევარდაცვა იქნებოდა.. ვანდე ბეეკი აიაქსში შეტევაშიც კარგი იყო და დაცვაშიც.. ჰოლანდიური დუეტი საინტერესო იქნებოდა.. აი ალბას შემცვლელი არვიცი.. ბალდე ძაან პატარაა.. ანხელინო ან გრიმალდო არიქნებოდა ცუდი ჩემი აზრით.. რავი დიდი თანხები დაჭირდებათ მაინც ახალი გუნდის ასაწყობად
Zura Gviniashvili,
კი, მამას ჯობია უკვე
პეპ გუარდიოლა,
მესიზე დავა არ მორჩება, მარა პიანიჩს და გრიზმანს როგორ უნდა მისტიროდე ადამიანი : ))) წიხლით გასაგდები იყო ორივე.
მეც ეგრე ვარ ეხლა უფრო დიდი ინტერესით ვარ რა მოხდება როგორ დაბრუნდებიან ფატი დემბელე აგუერო როგორ ვითამაშებთ.მართლა ძალიან საინტერესოა.უბრალოდ ეს შემაგდნელობა ნორმალურ მწვერთნელს სრულიად დაკმაყოფილებს და იბრძოლებდა ყველგან…
ეს შემადგენლობა ერიკ ტენ ჰაგს ან კლოპს რო ჩააბარო ლეტალურ გუნდს დააყენებს. რა გახდა 9 წელი ერთი ტოპ მწვრთნელის მოყვანა. 2012 წლის მერე ვიღაც მოყვარულები წვრთნიან ბარსას
ეს სეზონი უნდა გადავაგოროთ როგორმე, თუნდაც უტიტულოდ და მერე იმედია ტრანსფერები იქნება. ნუ განსაკუთრებით ჰალანდის მოსვლა გამახარებს რათქმაუნდა, მაგრამ ბუსის და ალბას შემცვლელებიც ნელ ნელა მოსაძიებელია, იმედია მინგესა არაუხო და ასეთი პატარები ვინც არიან მოუმატებენ წელს და ნელ ნელა უფრო მაგარი მოთამაშეები დადგებიან
რაღაც წესიერი ტრანსფერისთვის როარ ემზადებოდეს ბარსა უბრალოდ წარმოუდგენელია ასეთი გაფილტვრა ხალხის, მაგრამ ახალი სისტემის ჩმაოყალიბება ძველზე ვერ გამოდის ტაკ ჩტო დაველდოოთ.
ძმებო მგონია ჰოლანდს ვიყიდით! და თუ ფატიც მოძლიერდა მაგარ გუნდს დავაყემებთ!!!
მე ლაპორტას პოლიტიკას მხარს ვუჭერ ყოველთვის.. რაც შეეხება მეფეს ეს მეფე მგონი უკვე ჩანს, შეიძლება ისეთი სახელი ვერ დატოვოს როგორიც მესიმ მაგრამ ხასიათი ლიდერის აქვს კვერცხებიანია და არ ეშინია არაფრის მგონი სანამ ფატი ან სხვა ვარსკვლავი გაგვეზრდება ჯობია ტახტზე მემფისი ავიდეს
ძვირი : ) მინიმუმ 150. ჩელსი 100 მილიონს იხდიდა და დააპაშოლეს. მბაპე-ჰოლანდის მერე ეგეთი ინდივიდუალისტი ახალ თაობაში არ მოიძებნება.
ეს იმ ცნობილი კიეზას შვილია ?
აი ბელერინის და ობამეიანგის დათრევა მგონი მაინც შეგვეძლო და მერე რაღაცის იმედი მაინც გვექნებოდა. ერთი ბეტისში წავიდა და მეორე ლიონში და არამგონია რომელიმეს ბარსას შეთავაზებაზე უარი ეთქვა, და ორივე პოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ეხლანდელ ბარსაში 🙁
👏👏👏
კულე,
ძვირი : ) მინიმუმ 150. ჩელსი 100 მილიონს იხდიდა და დააპაშოლეს. მბაპე-ჰოლანდის მერე ეგეთი ინდივიდუალისტი ახალ თაობაში არ მოიძებნება.
კიეზა რა Ღირს?