მორიგი სამი ქულა! უმთავრესი ამბავი სწორედ ეს არის, ერთ-ერთი ყველაზე უსახური თამაში იყო, რაც “ბარსას” ჩაუტარებია, მაგრამ 3 ქულა ჯიბეშია. მემფის დეპაიმ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი, თანაც, ძალიან ლამაზი გოლი შეაგდო, ჰგავდა რაღაცით დელ პიეროს გოლს “რეალის” კარში. პასი დე იონგმა გააკეთა, ჯერჯერობით პროგნოზი მართლდება, ლიდერაბად ჰოლანდიელები ყალიბდებიან, ფრენკი პასებს აგროვებს, მემფისი გოლებს. პროგნოზი მართლდება გრიზმანთან მიმართებაშიც, მესი არაფერ შუაშია, გრიზმანი თავისივე თავის ჩრდლად იქცა, ფეხბურთს აღარ თამაშობს, არ უნდა ამის გაკეთება თუ დაავიწყდა რთული სათქმელია, მაგრამ უნდა შევეგუოთ, ამას აღარაფერი ეშველება. თუმცა, სეზონის მიმდინარეობისას იქნება მატჩები სადაც თავს გამოიჩენს, ესე იგი, ვნახავთ იმას, რასაც წინა სეზონებში ვუყურებდით, არაფერი განსხვავებული, არაფერი განსაკუთრებული.
ანგარიში თამაშის დაწყებისთანავე გახსნა სერჟი რობერტომ, კომბინაცია კარგი იყო, ჟორდი ალბამ საგოლე პასი მიითვალა, რობერტომ კი მოგვიანებით ტრავმა მიიღო, ისევე როგორც მარტინ ბრეითუეიტმა, რომელიც ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, წინ სანაკრებო პაუზაა, შესაძლოა გამოჯანმრთელებაც მოასწრონ, გუშინ კი ახალგაზრდები გამოვარდნენ მოედანზე, მორიგი თაობა, მორიგი დებიუტანტები, მორიგი იმედი! ბურთის კონტროლში ბადალი არ ჰყავთ, ცოტა ნერვიულობდნენ, რამდენჯერმე არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ პოტენციალი დიდია და ფეხბურთის თამაში შეუძლიათ.
მიუხედავად იმისა, რომ პედრიმ დაისვენა და ტრავმირებულებიც მოგვიგროვდნენ ბოლომდე სკამზე დარჩა ფილიპე კოუტინიო, როგორც ჩანს, მისი თამაში ჯერ ადრეა, აი, პაუზის მერე წესით უნდა ვიხილოთ საქმეში, ისიც და ანსუ ფატიც, ნელ-ნელა გუნდს დავემსგავსებით, მერე შეგვიძლია კუნ აგუეროს დაველოდოთ. სატრანსფერო ფანჯარა კი სულ მალე დაიხურება, მომსვლელები არ ვიცი, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც აუცილებლად უნდა წავიდნენ, პირველ რიგში, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ, რატომღაც არ ჩქარობენ, ალბათ სკამზე ჯდომაც მოსწონთ, რავიცი..
პიკეს ტრავმისა და ერიკ გარსიას დისკვალიფიკაციის გამო კლემან ლანგლე ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, ვერ ვიტყვი, რომ უშეცდომო მატჩი ჰქონდა, მაგრამ ორთაბრძოლებში ხშირად გამარჯვებული გამოდიოდა, გოლის დროს მთელი დაცვის ხაზი ჩავარდა, არაუხომ პოზიცია დაკარგა, ამას ვიდეოანალიზის დროს მივუბრუნდებით, ემერსონიც შეცდა და ლანგლემ მეტოქის შეტევა ვერ შეაჩერა. დაცვის ხაზში თუ ვინმე უნდა გამოვყოთ, ემერსონია, ოღონდ უარყოფითი კუთხით, ასე ძირითადში ადგილს ვერ მოიპოვებს, დაცვაში შეცდომები ჰქონდა და შეტევაში დესტის ნახევარიც არ არის, ჯერჯერობით ასეთი შთაბეჭდილება რჩება, დესტი გამოვიდა თუ არა მომენტები შეიქმნა, მათ შორის, კიდევ ერთ ჰოლანდიურ გოლთან ვიყავით ახლოს, მაგრამ დეპაიმ კარში ვერ მოარტყა. ესეც ნიშანდობლივია, დეპაი სტაბილურად იტანს, მაგრამ აქამდე ყველა მატჩში იყო ერთი კარგი მომენტი, რომელიც ვერ გამოიყენა. ცივსისხლიანობა აკლია, რამდენადაც კარგია კრეატიულობაში და სანახაობის თვალსაზრისით, იმდენად მოიკოჭლებს ცივსისხლიანობაში, რასაც ჯერჯერობით პრობლემა არ შეუქმნია, მაგრამ ადრე თუ გვიან, თავს შეგვახსენებს.
ტერ შტეგენი დაბრუნდა და გვარიანადაც მოხვდა თავში! კინაღამ გაგვეთიშა ეს ტიტანი კაცი, არადა, სულ მალე “ბაიერნთან” გვექნება შეხვედრა, სადაც ნოიერს უნდა შეერკინოს, რა დროს თავის ტრავმა და ტვინის შერყევაა?! ფორმაში შესასვლელად მასაც დრო დასჭირდება, რამდენიმე შეცდომა ჰქონდა, შეჯახების მომენტში ბურთი ხელიდან გაუვარდა და სწორედ ამიტომ გართულდა საქმე, კარგად რომ დაეფიქსირებინა ამ შეჯახებას თავიდან აიცილებდა.
კუმანმა მატჩი სწორად წარმართა, რაც მთავარია ქულებს თავი მოვუყარეთ, მინუსებიც გამოჩნდა, რომელთა აღმოფხვრაც შესაძლებელია, კითხვა ბევრია, პასუხებს მალე გავიგებთ, ჯერ მხოლოდ ვარაუდების იმედზე ვართ, ვვარაუდობთ, რომ ფატი და კოუტინიო გუნდის გაძლიერებას შეძლებენ, რადგან ბრეითუეიტის იმედზე ყოფნა არ შეიძლება და ვერც გრიზმანს ენდობი სტაბილურობის მხრივ, თუმცა, ერთი დიდი პრობლემაა, სანამ უსმან დემბელე არ დაბრუნდება, გრიზმანი ერთადერთი შემტევი იქნება, რომელსაც მარჯვენა ფლანგიდან სარგებლის მოტანა შეეძლება. აი, როცა უსმანი დაბრუნდება, მივხვდებით, რომ სარგებელი დიდად არც ამის შემდეგ შეიცვლება, მაგრან, იქნებ კონკურენციაში მაინც გამოვიდეს რამე. მემფისი მარცხნიდან ბევრად უკეთესია, ანსუ ფატიც, ფილიპე კოუტინიოც, ბრეითუეიტი ალბათ ყველგან ერთი დონის არის, მაგრამ არასაკმარისად კარგი “ბაიერნისთვის”, დესტის შეტევაში აწევა შესაძლებელია უკიდურეს სიტუაციაში, სხვა მხრივ, შეტევის მარჯვენა ფლანგზე მაგრად გაგვიჭირდება.
ახლა კი დიდი სანაკრებო პაუზის დროა. მომდევნო გაჩერება – მიუნხენის “ბაიერნი”.
nika 54,
"ერთ-ერთი ყველაზე უსახური თამაში იყო, რაც "ბარსას" ჩაუტარებია" – ციტატა ბლოგიდან. უფრო ნათლად როგორ დამეწერა? : )
ოპტიმიზმი არ გაკლია ფეოლა, მაგრამ გუშინ მოედანზე ბარსელონა თამაშობდა? და საქმე მარტო სამ ქულაშია? ჯერ არ მინახავს, მაგრამ პასების სიზუსტე იქნება სადმე, და ის დამიჯერეთ რეკორდულად დაბალი იქნება. ისევე როგორ მიღება, ბრეითვეიტი ელოდებოდა როდის გასცდებოდა ბურთი მეტოქეს რო მიეღო იმის მაგივრად რო ნაბიჯი გადაედგა და დასწრებაზე ეთამაშა. მოკლედ მოედანზე ფეხბურთი კი არა საზიზღრობას ვუყურეთ, და თუ ეს არის პოსტმესისეული ახალი ეპოქის დასაწყისი, მაშინ ჩვენ ბოდიში და პირდაპირ ტრ-ში მივდივართ. ერთი შეკითხვა მაწვალებს: მეორე წუთზე რო უკვე იგებ, ის 1-0 გინდა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნო? თუ პირველი გოლი უცებ გაკეთდა ლამაზი შეტევით, მერე რატომ ჩამოეძინათ? დავიჯერო დაიღალენ? მოკლედ გუნდის გარდა ყველაფერია ეს ბარსა, არავითარი ურთიერთგაგება. ყველა ფეხბურთელი ბატივით დარბის და ერთმანეთს ვერ გრძნობენ. დაცვას ნულიც აღარ ჰქვია, უფრო დაბლაა, ჩვენ რო 2 დარტყმა გვქონდა კარში იმათ უკვე 5 ქონდათ. ისე სცდებოდნენ ჩვენ მცველებს როგორც პატარა ბავშვებს. მოკლედ დაიმახსოვრეთ თუ რამე არ გამოსწორდა, ბაიერნი ხო გადაგვივლის არც ბენფიკა დაგვაკლებს. რეალზე და ატლეტიკოზეც გასაგებია რაც იქნება.
დეპაი და მესის დუეტი კარგი იქნებოდა
პეპ გუარდიოლა,
რა ქნა ს მაგ კაცმა,გუნდის საჯარიმოში ვისაც არ ეზარენა ყველა შედის და კარში ურტყამს,მუხლის ტრამვა ახალი მოშუშებული აქვს.ოსასუნებს და ხეტაფეებს,რომ ექნებათ ბარსაზე მეტი კრაში დარტყმა მანდ შტეგენი ბრალი არაა.ეხლა ნამდვილად ფორმიდანაა ამივარდნილი ტრამვის გამო.
მოკლედ ახალგაზრდები კარგები არიან.ესე უნდა ათამაშოს ხოლმე ცოტ-ცოტა,ნიკოს დროის გაზრდა შეიძლება.კუმანი გასაშვებია რა,აზრზე არაა.იმედია კოუტინიო მაინც შევა ფორმაში და ფატიც.
ისე საინტერესო იქნება მწვრთნელმა დესტი გამოცადოს მარჯვენა შემტევად და მარჯვენა მცველად ემერსონი,იქნებ უკეთესი დარჩეს