მაშ ასე, მეტოქეები ცნობილია, ჩემპიონთა ლიგა ის ტურნირია სადაც უცხო ძალიან იშვიათად თუ შეგხვდება, ამ ტურნირზე ყველა და ყველაფერი ნაცნობია, იყო შანსი “შერიფი” შეგვხვედროდა და ახლოს გაგვეცნო, მაგრამ არ მოხდა ასე და კარგად ნაცნობი მეტოქეები გვერგო.
ბაიერნი
“ბარსა” “ბაიერნზე” ბევრი დაგვიწერია, მათ შორის, კრუიფისა და ბეკენბაუერის კუთხით, აგერ, თუ გსურთ თვალის გადავლება, გასახსენებელი ნამდვილად ბევრია, თუმცა, ეგ სტატია მაშინ დავწერე, სანამ იმ საბედისწერო მატჩს ჩავატარებდით, სანამ ერთი სამარცხვინო დღე ჩაემატებოდა კლუბის ისტორიაში, მას შემდეგ კი აღარაფერს გაიხსენებენ ისე ხშირად, როგორც 8:2-ს. იმ სწრაფადდასავიწყებელი მატჩიდან მოყოლებული “ბარსა” უფრო შეიცვალა, ვიდრე “ბაიერნი”, ნაგელსმანი სულ სხვა მწვრთნელია, სულ სხვა ხედვით, მაგრამ დონით თუ ვიმსჯელებთ ფლიკს არაფრით ჩამოუვარდება, ბატონი ლევანდოვსკი ადგილზეა და ისევ მშიერია, ჯოშუა კიმიხი კი განაგძობს გერმანული სულის ტრადიციას. აი, ჩვენთან მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, ძალიან კარგი და ძალიან ცუდი ამბები დატრიალდა, ძალიან კარგი ის არის, რომ ბართომეუ და ფერმერი სახლში გავუშვით, 8:2-ის მთავარი ავტორები, ძალიან ცუდი კი ის არის, რომ მესიც გავუშვით. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგია, რომ ჯგუფში “ბაიერნი” გვერგო, ზუსტად ის გუნდია, რომელთანაც ყველაზე უკეთ გამოჩნდება რეალურად რამხელა პროგრესი ექნება კუმანს მესის გარეშე. ფლეიოპში კი ვინც არ უნდა შეგვხვდეს მომზადებულნი ვიქნებით, რადგან “ბაიერნზე” საშიში და უხერხული ვერავინ შეგხვდება. წაგების შიში კი არ ღირს, არც განადგურების, ამ ეტაპზე ყველაფერი სხვაგვარად არის, ახლა “ბარსა” ყველაფერს ნულიდან იწყებს და ფეხის დაცდენები, რა თქმა უნდა, იქნება, მთავარია, რომ ზრდაში წაადგეს გუნდს, თანაც, არ მგონია, რომ “კამპ ნოუზე” უშანსოდ ვიყოთ, რადგან ჩვენი ფეხბურთელებისა მაინც მაგრად მეიმედება, თან, ნელ-ნელა გუნდი შევსებას განაგრძობს, აი, მცირე ხნის წინ ფატიც დაუბრუნდა ვარჯიშს.
კოუტინიო vs ბაიერნი
იმ კოშმარულ მატჩში კოუმ ორი გოლი გაგვიტანა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ “ბაიერნში” კარგი პერიოდი ჰქონდა, პირიქით, გერმანელებმაც უარი თქვეს მასზე, არც კი უფიქრიათ მისი გამოსყიდვა, ბოლოს სკამზე გადასვეს და მხოლოდ მცირე დროს უთმობდნენ. იქნებ ახლა პირიქით, “ბაიერნს” გაუტანოს “ბარსას” მაისურით?! კუმანმა ნდობა გამოუცხადა, გუნდს კი საშინლად სჭირდება ახალი ათიანი, საინტერესო იქნება გერმანელებთან მისი ხილვა.
შტეგენი vs ნოიერი
ვაღიარებ! მაშინ ფსონი შტეგენზე გავაკეთე, არა იმიტომ, რომ ჩვენიანია, უბრალოდ მართლა მეგონა, რომ უფრო კარგ ფორმაში იყო, ვიდრე ტრავმიდან მობრუნებული ნოიერი, ვიფიქრე, რომ გარდამტეხი მომენტი იქნებოდა და ნაკრებშიც შეძლებდა მის დაჯაბვნას, მაგრამ რაც მოხდა ვიცით. კონკრეტულად იმ მატჩში ნოიერი ტიტანი იყო, შტეგენი კი გალახული ბავშვი, თავი დავანებოთ ანგარიშს, ეგ მთელი გუნდის ბრალი იყო, ნოიერი თავდაჯერებული და მშვიდი იყო, რკინის ნერვებით, წარბიც არ შეხრია, მენტალური მონსტრია, შტეგენმა კი ინერვიულა და ბევრი შეცდომა დაუშვა. აქ კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, რაც მატჩის ანალიზში ვახსენე კიდეც, “ბაიერნმა” ინოვაცია შემოიტანა, “ბარსას” პრესინგი გამოიხატებოდა იმაში, რომ ნოიერს ყველა შესაძლო ვარიანტს უკეტავდნენ, ის კი წინ ურტყამდა, რაც ცუდი ვარიანტი ნამდვილად არ არის, როცა ლევანდოვსკი გყავს მოედანზე, ხოლო, ფლიკმა თავის ფეხბურთელებს დაავალა, რომ გარდა ყველა ზონის გადაკეტვისა, მინიმუმ ერთი კაცი პირდაპირ შტეგენზე წასულიყო, ხანდახან ორიც, ჩვენი მეკარე ამისთვის მზად არ აღმოჩნდა, მისი წინ დარტყმული ბურთი კი შედეგს ვერ მოიტანდა, რადგან არც სუარესია ლევანდოვსკი და არც მესი, მეორე სართულზე დავიჩაგრეთ. ასე იყო საქმე, ფლიკმა ფერმერი კაცი გაანადგურა, მაგრამ ვერც იმას გავექცევით, რომ შტეგენმა ფსიქო ტერორი მიიღო იმ მატჩში, ძალიან საინეტერსოა მოიკრებს თუ ვერა ძალებს, პირველ მატჩში თუ არა, იქნებ მეორეში მაინც გამოვიყენოთ.
ბენფიკა
ამ გუნდთან ჩემპიონთა თასის ფინალი გვაქვს წაგებული, 3:2, პირველად მაშინ უნდა მოგვეგო, მაგრამ ვერ ვიმარჯვეთ, ლისაბონელებს ბელა გუტმანი წვრთნიდათ, ყველას გაგიგიათ ალბათ ეს კაცი, წყევლა იცოდა საშინელი! ხოდა, პირველად მოგებული ფინალიდან ერთ წელში გაუშვეს, მეორედ კი 1966 წელს, ჩაო ბელა! აი, სწორედ მაშინ გადატენა და ისეთი წყევლა თავის საყვარელი კლუბი, რომ მას მერე “ბენფიკას” ევროპული ტიტული არ მოუგია. ფანები მიდიან მის საფლავზე და პატიებას თხოვენ, ბელა კი სადღაც მაღლა, (ან დაბლა) ბოროტად იცინის. მე ამ წყევლის არ მჯერა, მაგრამ მთავარია, რომ თავად სჯერათ. ყველა ფინალის წინ, გარდა იმისა, რომ ფინალში გასულ ძლიერ მეტოქესთან უწევთ შებმა, ნახევარი ქალაქი თავის ფეხბურთელებს თავზე დასძახის, რომ დაწყევლილები არიან, მთელ გუნდს აჯერებენ, რომ მეტოქის გარდა, რაღაც ირაციონალურ ძალებსაც უნდა ებრძოლონ, ანუ, თქვენ რაც გინდათ ის გიქნიათ, ბელამ თუ არ გვაპატია მაინც ვერ მოვიგებთო! ასეთები არიან “ბენფიკას” ფანები, ფინალის წინ თავადვე ანადგურებენ თავიანთ ფეხბურთელებს და როცა აგებენ, მერე ყველაფერს ისევ წყევლას აბრალებენ.
მეორე მწვრთნელი, რომელიც უნდა გავიხსენოთ, რონალდ კუმანია, რომელმაც მშვენივრად იმუშავა “ბენფიკაში”, ალბათ ყველაზე უკეთ, სწორედ ამ გუნდში გაართვა თავი მოვალეობას. რაიკაარდის “ბარსას” გადაეყარა მეოთხედფინალში, დღემდე ვერ ამიხსნია ლისაბონში ის მატჩი როგორ ვერ მოვიგეთ, 0:0 მორჩა, ძველი მეგობრების დაპირისპირება იყო, ჰოლანდიის ოქროს თაობის ფეხბურთელების, რომლებიც მწვრთნელებად იქცნენ. ის მატჩი ვისაც გახსოვთ, ისიც გემახსოვრებათ, რომ 7-8 ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, აი, მაშინ მართლა ვიფიქრე, რომ “ბენფიკას” რაღაც ჯადო და მაგია დაყვებოდა. განმეორებითი მატჩიც ეგრე დაიწყო, რონალდინიომ პენალტი ვერ გაიტანა, მერე კი ყველაფერი დალაგდა, უმეტესად ეტო’ოს ხარჯზე, ჯერ რონის გაატანინა, მერე კი თავად შეაგდო.
კარგი მატჩი იქნება, გარანტირებული არაფერი გვაქვს, ფავორიტები ვართ, მაგრამ არავის ეშინია, რადგან, მესი აღარ არის ჩვენთან. ამიტომ, სხვა ბიჭებმა უნდა შეაშინონ პორტუგალიელები, ფატიმ, დეპაიმ და ა.შ.
კიეველები
ეს გუნდი ბევრჯერ შეგვხვედრია, თავად ყველაზე ხშირად ლობანოვსკის პერიოდს იხსენებენ, როცა სახლშიც და გასვლაზეც გადაგვიარეს, შევჩენკომ “კამპ ნოუზე” სამი გოლი გაგვიტანა და არავის თავში არ მოსვლია, რომ იქვე კონტრაქტი გაეფორმებინათ. აი, მერე მარტივად ვიგებდით ხოლმე, წინა წელსაც ერთ ჯგუფში ვიყავით და არაფერი განსაკუთრებული, უკრაინელები დიდი შემოქმედებითობით არასდროს გამოირჩეოდნენ, ახლა კი ფიზიკურადაც ვეღარ არიან ისე მომზადებულნი, როგორც ადრე.
ასეთი ჯგუფია, საინტერესო, მოსაწყენად არ გვექნება საქმე.
მოკლედ… დაგვერხა. რონალდო სიტიში მიდის, მბაპე რეალში გადავიდა, პესეჟეს ნეიმარი, მესი, დიმარიას სამეული ჰყავს წინ, ლივერპული და ბაიერნი არაფრის დამთმობები არ არიან და გუნდში კარგი არაფერი ხდება… წლევანდელი წელი უნდა გადავაგოროთ, მაგრამ მომავალ წელს ჰოლანდის მოყვანა აუცილებელია, გრიზმანი და მისი მსგავსი უსაქმურები გასაშვები არიან, ფატი უნდა ათამაშდეს და მწვრთნელი უნდა შეიცვალოს, ეს ყველაფერი თუ მოხდა, გუნდში იდეალური სიტუაცია უქნება!!!
მეორე ადგილი წესით მარტივად უნდა დავიკავოთ.მბაპე რეალში გადადის მოკლედ და ლაპორტა ამდენს,რომ ლაყბობდა მოიყვანოს ჰოლანდი,მაგრამ სად აქვს მაგის ტრაკი.ზაფხულში 75 მლნ ეღირება+უზარმაზარი ხელფასი+ღორ რაიოლასაც უნდა ერთი 30 მლნ და კი გამოვიდა პლუს-მინუს 150 მლნ,მეტი თუ არა,რადგან სხვა გუნდებიც ჩაერთვებიან და ვაჭრობა წავა.აუცილებლად უნდა დაითრიოს სუპერვარსკვლავი.
ძმებო მე ვხედავ ერთადერთ გამოსავალს!!!! კლუბის გაყიდვას!!!! წარმოიდგინეთ სიტიმ და პსჟ რა ხალხი იყიდა ხელფასის პონტში( ამ ბანძმა გუნდებმა) და ბარსაში რამდენი ვარსკვლავ მოვიდოდა!!!! დამთავრდა ეს მარიაჟობის დრო!!! რეკლამას არ დავიწერ და რაღაც სირ..ობები!!! გუნდა უნდა გაიყიდოს!!!!
მბაპეს დაჩაგვრა გგონია თუ გინდა? ფსიქოლოგიურად არაა სუსტი, არც აზარია და არც კოუ, ლიდერობის მოყვარულია, აგერ მესი ნეიმარის დუეტთან თამაშზე ამბობს უარს და მიდის ერთი შეხედვით სანაგვეში მარა იმიტო რო იქ იბრწყინოს, სულ კიდია შენი მესი და ნეიმარი. ეგეთი ბიჭი კიდე ვერსად დაიჩაგრება. 1 თამაშს ჩააგდებს, ჰა ჰაა 2ს და მესამეში იფრენს და წინა ორს დაგავიწყებს. შევჩენკო გაიხსენეს სტატიაში და მბაპემ უარესი გვიქნა. აქ კიდე პერესს ვინც აქებთ, ეს ტრანსფერი გამოპრუტუნებულმა პერესმა კი არა ლაპორტამ დადო. პერესი დაბერდა და აღარ უჭრის ძალები, სამაგიეროდ ახალგაზრდა მონები ყავს, ჯერ ბართო ეხლა ლაპორტა. ჭადრაკივით დაალაგა ყველაფერი, ბარსას მესი მოაშორა (ამ რეგულაციებში დიდი წვლილი მიუძვის) და მბაპეს წასვლაზე დაითანხმა ამით ფრანგები თორე მესის გარეშე პსჟ არასდროს გაუშვებდა მბაპეს წელს მაინც. ლაპორტა კიდე ბევრჯერ დაგვღუპავს, ვინმეზე გაბრაზდეს ოდნავ, ტ.რ.აკზე რატო არ მაკოცაო და ეგრევე გუნდიდან გააგდებს. რეალი კიდე როგორ ახერხებს ამ დაბალი შემოსავლით და დიდი ვალებით ახალი სტადიონის აშენების პარალელურად, მოდრიჩის კროოსის ალაბას აზარის ბენზემას მვკდარი ბეილის და უკვე მბაპეს ხელფასების ისე ხდას რო შემცირებაზე ხვეწნა არ უწევს არავისზე? თან 180 მილიონს იხდის. აგერ 2 დღის წინ ვალვერდეს მოუმატეს ხელფასი და 2027 მდე გაუხანგრლივეს. მოკლედ ბარსას და რეალს შორის ისევ ისეთი უფრსკული გაიჩითა როგორიც იყო რონალდინიოს ჩავის ინიესტას და მესის გამოჩენამდე. როდის გამდმოგვიყრის ღმერთი კიდე ესეთ ვარსკვლავებს კაცმა არ იცის, ამიტო ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა. თუ ვინმეს იმის იმედი გაქვთ რო ფატის პედრის და ამ ჭიების პრორგრესის ლოდინით მბაპეთი და შემდეგ წელს უკვე ჰოლანდით გააძლიერებულ რეალს რამეს გადაუღუნავს ლაპორტა გეტყვით რო ძალიან ოპტიმისტები ყოფილხართ
მე დიდად არ მომწონს. უფრო მეტი მინდა მაგ ბიჭისგან რადგან შეუძლია, თუმცა ეხლა პესეჟე მგონია რომ გაბანძდება მბაპპეს გარეშე.
პერესი მაინც ჩათლახია რა სად დადო მბაპპე საღოლ მაგას ვერ ვიტან რეალს მარა რა ვქნა მბაპეზე ნაღდად ვერაფერს ვიტყვი საუკეთესოა ტიპი უბრალოდ უსაზღვრო პოტენციალი აქვს და სასწაულებსაც იზამს სავარაუდოდ იმედია ბარსაც მოიხოდება😥
⚪️ ტოტენჰემი ილაიშ მორიბას ტრანსფერზე მუშაობს ‼️
#POSTVტრანსფერები
კარგიაა
კუმანი კი არ არის მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემაა ლაზარეთში მყოფი ხალხი ვისი იმედებიც გვაქვს ყველა ლაზარეთშია და კუმანმა თითი ხო არ გაიკეთოს ტრაკში ბიჭებს ირბინეთო.
კუმანია მთავარი პრობლრმა თორე ამ ახალგაზრდებით სულ მცირე ნორმალური მევრთნელი სირცხვილს არ ჭამს😁რატო მგონია რო მბაპე დაიჩაგრება რეალში ალბათ იმიტო რომ მსოფლიოს მერე თითქოს და გაჩერდა ერთადგილზე წინ ვეღარ მიდის.ფატიმა თუ მოიხოდა კაი კლასილოები გველოდება.😁დაცვაში ჩვენზე უარესად არიან
ბენფიკა vs გიმარაეში?
კაროჩე ლა ლიგაში ყველა გაძLიერდა ჩვენს გარდა… ჩვენ პირიქით დავსუსტდით იმ ნაბოზვარი სირთომეუს გამო
ხოარ ღადაობთ რონალდო სიტიში გადადის დდდ რა დანძრეულიაქ ოლდ ტრაფორდზე
რაის ჰოლანდი თუ ძმა ხარ მწვრთნელი ვერ მოგვიყვანია პროფესიონალი წლებია უკვე. ჰოლანდი არა პელე ძმა. პროფესიონალი შემდგარი, წარმატებული მარიერის მქონე მწვრთნელი. ან ახალგაზრდა ენერგიული, პერსპექტიული მოტივატორი მწვრთნელი. აი ვერც ერთი ვერ იპოვეს ამდენი წელია და საცდელ კურდღელად აქციეს ერთ დროს დიდი გუნდი. ჰოლანდი თუ მოიყვანა მართლა ტვერებით არის დასაკიდი ლაპორტა. ესეიგი შეიძლებოდა მესის დატოვენა და სულ მცირე სავსე სტადიონიდან გაცილება. ნელ ნელა ვხვდები რომ აქ ჩემი ადგილი აღარ არის. უბრალოდ აღარ მიყვარს ეს გუნდი ისე როგორც ადრე.
🚨 კრიშტიანო და იუვენტუსი, ისტორია დასრულდა, ფეხბურთელი შავ-თეთრი მაისურით აღარ ითამაშებს ‼️‼️
✅ ფეხბურთელმა გუნდს მისი გაყიდვა მოსთხოვა – სიტი საქმეშია 👀🔵
#POSTVტრანსფერები
თარიღი ცნობილია ?
რაზე მეცინება ახლა, ანუ რეალი რა მარტივად ყიდის მოთამაშეებს. ბოლო ორ წელში სადღაც წავიკითხე 180 მილიონი გააკეთა გაყიდვებით ისე რო არავინ უყიდია და კი დაითრია მბაპე, მარა ჩვენ რა გვჭირს ტოო
რა გახდა უმტიტის კოუტინიოს პიანიჩის და ასეთი მოთამაშეების გაყიდვა.
ჯერ პიანიჩის არტურში გაცვლაზე ცუდი გაცვლა ისტორიას არ ახსოვს მგონი
ბარსელონა ყველაფერს იმსახურებს იმის გამო რაც ხდება ბოლო წლებში ხდება, მარა ბაიერნის ფანების ღლიცინი და დაცინვა უკვე ძაან ყელში ამოვიდა. თავი უნდა დადონ და რამენაირად იხმარონ უნდა ბაიერნი, თუარადა გასტ*ვნიათ პატრონი.
ახლა ძალიან მინდა რონალდუს გადასვლა სიტიში და იმედია მოხდება ასეც პსჟ სიტის ჯახის გამო მაგარი საყურებელი იქნება ორი მატში იმედია მესი რონი გავახსენებენ ძველ დროს რონალდუც არ იქნება იმ ჯაგლაგა ივეში და პეპის ხელში იმედია შეთანხმდებიან ტრანსფერზე და რეალმაც იყიდა კუნინძა ჩვენ ვიკითხოთ
რეალმა მბაპე ითრიადა ამგენმა ლეო ვერ შეინარჩუნეს🥲შემდეგ ზაფხულს ჰალანდი თუარ დადო ლაპორტამ უნდა ააცვას სასწრაფოდ