სეზონის შეჯამება

სეზონის შეჯამება

 სანამ ვრცელ შეფასებას დავწერდეთ, მანამდე კარგი იქნება, რომ ჩვენივე პროგნოზებს გადავხედოთ, რომელიც სეზონის დაწყების წინ ამოვთქვით. პროგნოზი არცერთ დიდ გამოცემას არ გაუკეთებია, ისე მოხდა, რომ ბარსამანიას მწერლებიც დაკავებულები იყვნენ, მაგრამ მე მოცლილი გამოვდექი და შევუდექი ამ სარისკო საქმიანობას, საბოლოოდ რაღაცები გამოვიცანი, ალბათ ისინი, რაც ყველაზე მარტივი გამოსაცნობი იყო, ხოლო რიგ საკითხებში პელესავით ბეცი გამოვდექი. (მოგეხსენებათ პელე ისეთი პროგნოზისტია, როგორიც დემბელე ფეხბურთელი).

დიდად არ ყოფილა შორსმჭვრეტელობა ჩემი საქმე, მაგრამ სახალისო კი გამოდგა, ბოლოს და ბოლოს იმას მაინც გაიგებ, სეზონის წინ რა გეგონა და საბოლოოდ რა შეგრჩა ხელში, ვისი იმედი გქონდა და ვისი არა, ვის შესაძლებლობებში გეპარებოდა ეჭვი და ა.შ.

კარგია, რომ რამდენიმე მომხმარებელმაც ჩამოწერა თავის ვერსიები და როგორც მაშინ დაგპირდით თითოეულ მათგანს დავუთმობთ დროს. 

ტიტულები

ჩემი პროგნოზით მაქსიმუმ ორ ტიტულს მოვიგებდით, ლა ლიგას კითხვის ნიშანი დავასვი და მთავარ კონკურენტად „ატლეტიკო“ მივიჩნიე, მაგრამ მაინც, მეგონა, რომ მოვიგებდით, მაშინ ალბათ ვერც წარმოვიდგენდი, რომ „გრანადა“ შეგვაჩერებდა საჩემპიონო გზაზე.

გამოვიცანი ესპანეთის თასის მოგება, რაღაც გამართლდა, რაღაც ვერა, კოპა მოვიგეთ, ლა ლიგა ვერა, სუპერ თასი და ჩემპიონთა ლიგა დავთმეთ, რასაც ველოდი კიდეც.

რასაც არ ველოდი, იყო ის, რომ ძალიან დასუსტებულ მადრიდის „რეალთან“ ორივე მატჩს წავაგებდით და ასეთი ცუდი შედეგი გვექნებოდა ცენტრალურ მატჩებში, რეალურად, ლა ლიგაც ამან წაგვაგებინა, ხოლო მთავარმა კონკურენტმა, ჩვენივე გაძლიერებულმა „ატლეტიკომ“ ჩემპიონატი მოგებით დაასრულა.

ლა ლიგის მოგება კი არა.. მეორეზეც ვერ გავედით.

იმედგაცრუება

აქაც ნაწილობრივ შევცდი, დემბელესგან იმედგაცრუებას არ ველოდი, რადგან მისი იმედი აღარც მქონია, ამიტომ, მთავარ იმედგაცრუებად ანტუან გრიზმანი დავასახელე, რომელიც ისეთი ცუდიც არ ყოფილა, რომ ერთპიროვნულად მიწა გამოვუთხარო, მაგრამ ფაქტია, რომ ის ავანსი ვერ გაამართლა, რაც მასზე იყო გაცემული, რეალურად კი ყველაზე მეტად იმედგაცრუებული კლემან ლანგლესგან დავრჩი, რომელმაც საშინელი სეზონი ჩაატარა.

ასე რომ, ვგონებ სამართლიანი იქნება, მთავარ იმედგაცრუებად ფრანგების ჯგუფი მივიჩნიოთ და არა, რომელიმე კონკრეტული მათგანი.

პირდაპირ, ოთხივე – გრიზმანი, დემბელე, ლანგლე და უმტიტი, სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ მიმოვიხილე ფრანგების კარიერა „ბარსაში“ და ძალიან იშვიათია, რომ ვინმემ გაამართლოს, რა თქმა უნდა, ეროვნების მიხედვით ფეხბურთელების დაყოფა სისულელეა, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს ფრანგებისთვის წარმატებული კლუბი – ადრე „არსენალი“ და ახლა „რეალი“ და ფრანგებისთვის ცუდი გუნდი – „ბარსა“. უჩვეულო დამთხვევაა.

დემბელეს იმაზე კარგი სეზონი ჰქონდა, ვიდრე წინა სამი იყო, ამის მიზეზი მეტწილად მისი ჯანმრთელობა გახდა.

გრიზმანი წინა სეზონთან შედარებით უკეთესი იყო, მაგრამ „ბარსას“ ვერა და ვერ მოერგო, მიუხედავად ამისა, სუპერ თასზე და თასზე კარგი მატჩები ჰქონდა, საერთო ჯამში, 10-დან მაქსიმუმ 6 ქულას თუ დაუწერს ადამიანი.

ლანგლეზე უკვე ვისაუბრე და უმტიტი მათ შორის, ალბათ ყველაზე ცუდი იყო, ყველაზე ცოტა ითამაშა და რაც ითამაშა იმ შეხვედრებშიც გული გაგვიხეთქა, არადა ჰქონდა დამკვიდრების შესაძლებლობა, კუმანმა მისცა შანსი და ვერ გამოიყენა.

სეზონის იმედგაცრუება – ფრანგები!

დებიუტანტები

აქაც შევცდი, დიდად არა, მაგრამ შევცდი, რატომღაც მეგონა, რომ შეძენილი ფეხბურთელებიდან საუკეთესო სერჟინიო დესტი იქნებოდა, მაგრამ, ჩემი და ალბათ არა მხოლოდ ჩემი მოსაზრებით, საუკეთესო შთაბეჭდილება პედრიმ დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში აურია.

აი შემდეგი ადგილი კი სერჟინიო დესტს ეკუთვნის, მეტს ველოდი იმიტომ, რომ „აიაქსიდან“ გადმოვიდა,  პედრისთან და ტრინკაუსთან შედარებით გაცილებით მაღალ დონეზე ჰქონდა ნათამაშები, რაც იმედიანად განმაწყობდა, მაგრამ ერთადერთი რაც დავინახეთ, მისი პოტენციალია, შედეგი კი ჯერჯერობით არ ჩანს, მისი სეზონის წინა ანალიზიდან გავიგეთ, რომ შეტევაში უკეთესია და ორთაბრძოლებში ხშირად მარცხდება, მაგრამ ასეთი კონტრასტი თუ იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდი, სერჟინიო დაცვაში ძალიან სუსტია.

შემდეგი იქნება ტრინკაუ, ტრანსფერების იმედგაცრუებები ცალკე გვაქვს განხილული, თორემ ტრინკაუ და მისი შემდგომი ფეხბურთელი, სეზონის იმედგაცრუებასაც გაქაჩავდნენ, ეს ის ფეხბურთელი არ არის, რომელსაც ველოდით, არც ის ფეხბურთელია, რომელიც მოსამზადებელ ეტაპზე ვნახეთ, აქიდან დასკვნა – მოსამზადებელ ეტაპზე ჩატარებული მატჩებით დიდი დასკვნები არ უნდა გავაკეთოთ, ეს ის პერიოდია, როცა ვარსკვლავები ფორმაში შესვლას მძიმედ იწყებენ, ხოლო მეორეხარისხოვანი ფეხბურთელები ყველაფერს დებენ, რომ ადგილი დაიმკვიდრონ, ამიტომ, ცოტა აცდენილი შთაბეჭდილებები იქმნება.

კუმანმა ტრინკაუს საბოლოოდ მოუსპო შანსი, როცა ტაქტიკა შეცვალა და ფლანგები განაპირა მცველებს ჩააბარა, მისი სათამაში დრო მაქსიმალურად შემცირდა და თავის გამოჩენის საშუალება აღარ მისცემია.

ბოლოს, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი უსარგებლო მოვიტოვე, მირალემ გაუგებარი პიანიჩი, მისი ტრანსფერი მხოლოდ იმისათვის განხორციელდა, რომ ფინანსური ბალანსი შევსებულიყო, ამით „იუვემაც“ იხეირა და „ბარსამაც“, ოღონდ მოედანზე პიანიჩმაც ჩააგდო სეზონი და არტურმაც, დიდი განსხვავება ვერ ვნახეთ.

ტრანსფერი არ ყოფილა, მაგრამ პირველ გუნდში დაწინაურდა მინგეზა, ყველასაგან მოულოდნელად ბევრი სათამაშო დრო მიიღო და პედრის შემდეგ ალბათ საუკეთესოც იყო, თუმცა, ბოლოს მანაც აურია.

საუკეთესოები

ამას პელეც გამოიცნობდა, ჰოდა, თუ პელე გამოიცნობდა, ესე იგი, მეც გამოვიცნობდი, რა თქმა უნდა, მესი ყველაზე მეტს გაიტანდა და საუკეთესოც იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩატარებული პირველი წრე, ყველაზე ცუდი პერიოდი იყო მის კარიერაში, მეორე წრეში ნამდვილი მესი დაბრუნდა და „ბარსას“ წინსვლაში მთავარი როლიც ითამაშა, თურმე, სწორედ ასე ვივარაუდე, ნელ-ნელა მოუმატებს და მორიგ პიჩიჩის ჩაიდებს ჯიბეში-მეთქი.

აღმოჩენა

ფსონი ფატიზე დავდე და არა მგონია, რომ შეცდომა დამეშვას, მაგრამ ყველაფერი ტრავმებმა გააფუჭა, სეზონის დასაწყისში გამოჩნდა, რომ ფატი არათუ აღმოჩენა, არამედ გუნდის საუკეთესოც კი შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მესის შემდეგ.

ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი იქნებოდა, მაგრამ.. ასეთ სცენარს ალბათ ვერავინ იფიქრებდა, მთელი სეზონი გაუცდა. არ იქნება სამართლიანი, რომ აღმოჩენად ფატი მივიჩნიოთ და არა პედრი, ფატის წინა სეზონის მიღწევებიც ეყოფა, ახლა მთავარი გმირი პედრი იყო, რომელმაც ყველა გააკვირვა თავის პროგრესით.

ასე რომ, ამაშიც შევცდი და კარგი გაკვეთილიც მივიღე – ყველაფერს ვერ გათვლი სეზონის წინ, ყოველთვის მოხდება რაღაც ისეთი, რაზეც წარმოდგენა არ გაქვს.

ახლა კი ჩემი ყველაზე სუბიექტური სეზონის შეფასებები:

ლიონელ მესი – 8 – ველოდი, რომ რომელიმე „კლასიკოში“ გაიტანდა.

ანსუ ფატი – 7,5 – რისი თამაშიც მოასწრო, იმის მიხედვით იმსახურებს ასეთ შეფასებას.

ფრენკი დე იონგი – 7 – წინა სეზონთან შედარებით დიდი პროგრესი განიცადა.

ჟორდი ალბა – 6,5 – დაცვის ხაზში საუკეთესო და შეტევის ერთ-ერთი მამოძრავებელი.

ტერ შტეგენი – 6,5 – უფრო კარგი სეზონებიც ჰქონია, როგორც აღმოჩნდა ტრავმით თამაშობდა.

პედრი – 6,5 – ფიზიკურად გადაიწვა, შემდეგ სეზონში შეგვიძლია მეტი მოვთხოვოთ.

სერხიო ბუსკეტსი – 6 – არასტაბილური, ჰქონდა კარგი და ცუდი თამაშები.

რონალდ არაუხო 6 – როგორც დაიწყო ისე, რომ გაეგრძელებინა სადღაც დე იონგის ან ფატის გვერდზე დავაყენებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფორმის აღდგენა ძალიან უჭირს.

ანტუან გრიზმანი – 5,5 – ბუსკეტსზე მეტად არასტაბილური, ადგილი ამ სეზონშიც ვერ იპოვა, თუმცა, წინა სეზონთან შედარებით ოდნავ უკეთესი იყო.

უსმან დემბელე – 5 – ფიზიკურად მწყობრში იყო, აზროვნების მხრივ ოდითგანვე აღვნიშნავდით, რომ პროგრესი არ ექნებოდა.

ფილიპე კოუტინიო – 4,5 – იმის მიხედვით რაც ითამაშა, პედრიმ ადგილი წაართვა, სკამზე გადასვა და როცა გამოდიოდა უკან პასების გარდა ბევრი არაფერი გაუკეთებია.

ბრეითუეიტი – 4 – ეს მისი მაქსიმუმია, მადლობა მარტინ!

ჟერარ პიკე – 3,5 – დიდი ნაწილი გაუცდა, მისი დამატებით დაცვის ხაზში ბევრი არაფერი შეცვლილა.

მინგესა – 3,5 – დებიუტანტისთვის არ არის ცუდი, რამდენიმე მიმართულებით სჭირდება მომატება, განსაკუთრებით ტაქტიკური თვალსაზრისით.

რიკი პუჩი – 3 – ყოველთვის იმაზე კარგად ვაფასებდით, ვიდრე იმსახურებდა, რეალურად კი ასეთი სურათი გვაქვს, თუმცა, ვითვალისწინებ, რომ კუმანისგან ძალიან დაიჩაგრა.

სერჟინიო დესტი – 3 – დაცვაში ძალიან სუსტია, შეტევაში კი პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოავლინა.

ფრანსიშკუ ტრინკაუ – 3 – ჰქონდა რაღაც გამონათებები, მაგრამ არაფრისთვის საკმარისი ეს არ გამოდგა.

სერჟი რობერტო – 2,5 – ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე უსახური სეზონი იყო.

კლემან ლანგლე – 2 – სრული კატასტროფა, მთავარი იმედგაცრუება, მისგან გაცილებით მეტს ველოდით, მით უმეტეს, პიკეს არყოფნაში.

მირალემ პიანიჩი – 1,5 – სათადარიგოთა სკამის ლომი!

სამუელ უმტიტი – 1,5 – უმტიტიზე დიდი ხნის წინ ჩავიქნიე ხელი, მაგრამ ოდნავ მაინც უკეთეს სურათს ველოდი.

ჟუნიორ ფირპო – 1 – როცა პენსიონერი ჟორდი ალბა ყველა თამაშზე ცხენივით დარბის და სიქა ძვრება, იმდენი უნდა მოახერხო, რომ მეორეხარისხოვან მატჩებში მაინც შეცვალო, ფირპომ მასზე დაკისრებულ მინიმალურ დავალებასაც ვერ გაართვა თავი.

ნეტუ – ნეტუს შენდობას ვთხოვ, მისი თამაში საკმარისად კარგად არ მახსოვს, რომ შევაფასო, იმედია მაპატიებს და დიდად  არ ინერვიულებს.  

თქვენი კომენტარები

შეგიძლიათ გადახედოთ კომენტარებს, პროგნოზებს, რომელსაც სეზონის დასაწყისში გამოთქვამდით, ისე კი ყველას მინდა მოვუწოდო, რომ მომავალი სეზონის დასაწყისში მიიღონ პროგნოზებში მონაწილეობა, რადგან ძალიან სახალისო საქმე გამოდგა, სეზონის ბოლოს თითქოს საკუთარ თავს თავიდან ეცნობი.

მომხმარებელ Dybala21 – ის პროგნოზი:

3 ტიტული – ლა ლიგა, ესპანეთის სუპერ თასი და კოპა დელ რეი

„ჩემპიონთა ლიგიდან ნახევარფინალიდან გამოვვარდებით, ან მოვიგებთ“

„საუკეთესო ტრანსფერი ტრინკაუ, ან დესტი, უფრო დესტი“

„სეზონის ფეხბურთელი კოუტინიო იქნება, მაგრამ მესის მისცემენ“

„იმედგაცრუება ყველა ფრანგი, ლანგლეს გარდა“ – აქ ძალიან ახლოს იყო ყველაზე მაგარ პროგნოზთან, მაგრამ ლანგლემ ყველაფერი წყალში ჩაყარა.

მომხმარებელ Frenkie de Jong 21 – ის პროგნოზი:

3 ტიტული – ლა ლიგა, კოპა დელ რეი და ჩემპიონთა ლიგა

საუკეთესო ტრანსფერი – დესტი

საუკეთესო ფეხბურთელი – ფატი

სეზონი იმედგაცრუება – გრიზმანი

მომხმარებელ პავლოვიჩი56-ის გამოხმაურება:

„ზედმეტი ოპტიმიზმია“ – თქვა პავლოვიჩმა და ამ ორ სიტყვაში ყველაზე მართალი კაცი აღმოჩნდა.

მომხმარებელ Andria-ს პროგნოზი:

ერთადერთი ის ივარაუდა, რომ მესი დარჩებოდა და ასეც მოხდა.

მომხმარებელ Albicelecte-ს პროგნოზი:

ლა ლიგა – რეალური

ჩემპიონთა ლიგა – სავარაუდო

გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ მოახერხებს კუმანი რეალის მიწასთან გასწორებას და ლა ლიგის დამაჯერებლად მოგებასსრული სიმართლე, ამას მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა ვერაფერი შეძლო.

მომხმარებელ Gaucho86-ის პროგნოზი:

ტიტულები: ლა ლიგა და კოპა დელ რეი

საუკეთესო ტრანსფერი – დესტი

იმედგაცრუება – გრიზმანი

მომხმარებელ Pirat-ის პროგნოზი:

საუკეთესო ტრანსფერი – პიანიჩი

სეზონის საუკეთესო – მესი

იმედგაცრუება – გრიზმანი

სეზონის პროგნოზებს შეგიძლიათ აქ გადახედოთ, მანამდე კი იმედი დავიტოვოთ, რომ არგენტინა ვირუსს მოერევა და კოპა ამერიკა არ გადაიდება, კარგი სანახავი იქნება მესის და აგუეროს დუეტი, შესაფასებლად გამოგვადგება და მიმოვიხილავთ კიდეც. 

ევროპის ჩემპიონატი კი აუცილებლად ჩატარდება და შევძლებთ ჩვენი ევროპელების მხარდაჭერას. 

სეზონი კი დასრულდა, მთავარ ფაქტორებს ცოტა მოგვიანებით მიმოვიხილავთ – კუმანს, ლაპორტას დაბრუნებას, მესის დარჩენას და ა.შ. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (16)

  • Lasha71
    26 მაი 2021, 03:23

    მთავარი შეცდომა თუ სიბეცე ქ დაუშვი რომ ვერ გაიაზრე დანგრეული ბარსას თავიდან აწყობაში თინეიჯერები მონაწილეობდნენ.

    ასე რომ წარმატებული სეზონი იყო!

  • Bakero
    23 მაი 2021, 14:55

    ციტატა: nika 54

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    დიდი მადლობა კიდევ ერთი კარგი სტატიისთვის,მაგრამ მგონი გრიზმანიეთვიე 5.5 ზედმეტი იყო,მაინც გრიზმანია და თან მაგის წყალობით მოვიგეთ კოპა დელ რეი და გამონათებებიც ჰქონდა მესის მერე საუკეთესო იყო,ალბათ მაინც 6.5 ს იმსახურებდა 😁♥️


    გრიზმანმა გუშინ დახია, ეგ არის მომავლის ბარსას ხერხემალი და ტვინი. scream


    laughing laughing

  • nika 54
    23 მაი 2021, 13:34

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    დიდი მადლობა კიდევ ერთი კარგი სტატიისთვის,მაგრამ მგონი გრიზმანიეთვიე 5.5 ზედმეტი იყო,მაინც გრიზმანია და თან მაგის წყალობით მოვიგეთ კოპა დელ რეი და გამონათებებიც ჰქონდა მესის მერე საუკეთესო იყო,ალბათ მაინც 6.5 ს იმსახურებდა 😁♥️


    გრიზმანმა გუშინ დახია, ეგ არის მომავლის ბარსას ხერხემალი და ტვინი. scream

  • dshvelidze
    23 მაი 2021, 13:15

    მადლობა ასეთი კარგი სტატიისთვის.ისღა დაგვრჩენია შემდეგ სეზონს დაველოდოთ

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    23 მაი 2021, 11:08

    დიდი მადლობა კიდევ ერთი კარგი სტატიისთვის,მაგრამ მგონი გრიზმანიეთვიე 5.5 ზედმეტი იყო,მაინც გრიზმანია და თან მაგის წყალობით მოვიგეთ კოპა დელ რეი და გამონათებებიც ჰქონდა მესის მერე საუკეთესო იყო,ალბათ მაინც 6.5 ს იმსახურებდა 😁♥️

  • Pirat❤️💙
    23 მაი 2021, 04:11

    საუკეთესო ტრანსფერი გამოვიცანი😂😎 😭

  • Albicelecte
    23 მაი 2021, 02:50

    კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ფეოლა შესანიშნავი სტატიისათვის! barca-5 barca-1

  • vegassi54
    23 მაი 2021, 02:30

    ა ძმაო კაცი,კუმანზე უკეთესი(ბევრად) ანალიზი გააკეთა მადლობა.

  • marco reus 11
    23 მაი 2021, 01:34

    დასაფასებელია ,რასაც აკეთებ ,ფეოლა . და ასევე მთლიანი სტაფის შრომა. ხმამაღლა შეიძლება იმის თქმა, რო საუკეთესო ფანკლუბ-საიტია საქართველოში. keep it up blush barca-4

  • barcelona87
    23 მაი 2021, 00:55

    მეკარეები: 1.მარკ-ანდრე ტერ შტეგენი. 13.ინიაკი პენია. მარცხენა მცველები: 18.ალექს გრიმალდო. 24.ალეხანდრო ბალდე. მარცხენა ცენტრ.მცველები: 23.ალესიო რომანიოლი. 15.ერიკ გარსია(მართალია ცაცია არაა მაგრამ,არაუშავს). მარჯვენა ცენტრ.მცველები: 4.რონალდ არაუხო. 3.მატია დე ლიხტი. 20.ოსკარ მინგესა. მარჯვენა მცვ-ბი: 2.სერჟინიო დესტი. 25.ემერსონ როიალი. საყრდენი ნახევარ.-ბი: 5.ხანდრო ორელიანა. 21.ფრენკი დე იონგი. 19.მატეუს ფერნანდეში. ცენტრ.ნახ-ბი: 6.ილაიშ მორიბა. 8.ჯორჯინიო ვეინალდუმი. შემტევი ნახ-ბი: 12.რიკი პუჩი. 16.პერდი ლოპესი. 14.ალექს კოლიადო. ცენტრ.ფორვარდები: 7.მემფის დეპაი. 9.სერხიო აგუერო. მარცხენა ვინგერები: 11.უსმან დემბელე. 22.ანსუ ფატი. მარჯვენა ვინგერები: 10.ლიონელ მესი. 17.ფრანსიშკო ტრინკაო. კონრად დე ლა ფუენტე დამრჩა

  • Chico
    23 მაი 2021, 00:40

    ნამდვილად კარგი შეფასებები. გმალობთ ფეოლა! აღარ გავიმეორებ ნათქვამს, მაგრამ ერთი მინდა ავღნიშნო. მიუხედავად ზოგიერთი დადებითი მოქმედებისა, ამ პატივცემულმა კუმანმა ჩააგდო სეზონი. მასზეც ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ ერთი მითხარით, კუმანი ხმალამოღებული, ძალით შემოიჭრა ბარსაში? იერიშით შემოანგია კარები და დაიპყრო მწვრთნელის პოსტი? თუ მოურინისავით იმას იძახდა, რომ ძლიერი მწვრთნელია? არა ბატონო, არ ყოფილა მასე…. პანდემია რომ არ ყოფილიყო და ევრო არ გადადებულიყო, იჯდა შვენივრად ნიდერლნდების ნაკრების მწვრთნელად და შეიძლება წარმატებისათვის მიეღწია, მგრამ არა, ათასჯერ შესთავაზეს, დიდი ხანი სდიეს, კიკე სეტიენის შემდეგ გადამრჩენი და მშველელი უწოდეს, უზარმაზარი ხელფასი მისცეს და გიჟი იყო ბრსელონას მწვრთელიბა ხელიდან გაეშვა? არც სხვა გაუშვებდა…. მაგრამ ის ხალხი წვიდა და დარჩა კუმანი, რომელიც ზუსტად ისეთივე ნოლი იყო ამ სეზონში, როგორიც იყო ყველა დნარჩენ კლუბებში. არაფერი არ შეცვლლა და თუ ღმერთს ველიდით და ლენჩი შეგვრჩა ხელში, ეს მარტო ჩვენი, კულერების პობლემა აღმოჩნდა, რომლებმაც ნერვები დავიწყვიტეთ. სხვებმა რა წააგეს რომ? ფეხბურთელები უმრავი მილონებით წავლენ დასასვენებლად თავანთ იახტებზე, ბართომეო და კომპანიამ მილიარდი წაიღო, კლუბი დააჩაჩანაკა და ისიც იახტაზე ისვემებს… ლაპორტა ეხლა მოვიდა და და ეს სეზონი მის პროგრამაში არ შედიიოდა. დავრჩით ჩვენ, გულდაწყვეტილები, უფულოდ და ყოველი მატჩის დროს მოწეული თითო კოლოფი სიგარეტით. ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ და უჩვენოდ ფეხბურთიც იერს კარგავს. მოდით შევადგინოთ პეტიცია, მოვაწყოთ რეფერენდუმი და მოვითოვოთ ყველა დამნაშავის დასჯა. რატომ უნდა შერჩეს ვიღაც ბართომეოს და მის ამფსონებს ამხელა დანაშაული. დამტკიცებული დნაშაული. დაისაჯონ უმკაცრესად და სამაგალუთოდ. ისე რომ სხვებმა ვეღარ გაბედონ მსგავსი ნაძირლიბა. სადღაც, ვიღაცა უბედური ფუნთუშას მოიპარავს, იმიტომ , რომ მშიერია, დაიჭერენ და 8 წელს გამოუწერენ. ამ ნაძირლებმა კიდევ ამხელა კლუბი დაშალეს და ამდენი მოიპარეს. ეს უნდა გაეთდეს იმიტომ, რომ ცოტა ხნის წინ რა გვქონდა? – 1 მილიარდი ევრო ვალი…. ეხლა რა გვაქვს? – 1,5 მილიარდი ევრო ვალი…. ღმერთმა გაუარჯოს და გაუმართლოს, მაგრამ ეს კაცი ქრისტე ღმერთი კი არ არის, -ლაპორტაა – და მხოლიდ ღმერთმა იცის რა უდევს თავში. იმედი არ დავკარგოთ რომ გამოსავალს იპოვნის და წინ სვლა იქება, მაგრამ რომ ვერ შესძლოს რა გვექნება? 2 მილიარდი ვალი, და დათავრდება ზღაპარი. ხოდა იმისათვის, რომ არ შეაცდინოს ცდუნებამ და აღმვფხვრათ დაუსჯელბის სინდრომი, ბართომეო და მისი ხალხი, სასტიკად უნდა დაუსაჯონ…..

  • Sergio5
    23 მაი 2021, 00:09

    სიამოვნებით ვკითხულობდი ხოლმე შენს მატჩის შემდგომ მომოხილვებს, ხშირად მეგონა მე ვწერდი კიდეც იმდენად ემთხვეოდა ჩვენი აზრები, იმედი მაქვს მომავალ სეზონშიც მოგვამარაგებ ასეთი კარგი ანალიზებით ხოლმე

  • C.PC5
    23 მაი 2021, 00:03

    პედრი დავტოვოთ აღმოჩენად და მე სეზონის საუკეთესოდ დეიონგს მივიჩნევ, მესისგან აღარ გვიკვირს და ბუნებრივია რომ ვერავინ იქნება მასეზე უკეთესი, ამიტომაც მესის შემდეგ ამ სეზონში ფრენკი ჩემი გადმოსახედიდან საუკეთესო იყო❤️ სტაბილურობა, შედეგიანობა, ბევრი სწორი გადაწყვეტილება, მოკლედ ძაან კაი იყო და კიდე მოუმატებს ვიცი! დანარჩენად ნუ რავი ისეთი სეზონი იყო როგორსაც ველოდი, ლიგის მოგებას არც ვფიქრობდი და დელ რეის რომ აწევდნენ თითქმის დარწმუნებული ვიყავი, მერე კი გვანერვიულეს მარა დასაწყისში ეგრე იყო🤗. იმედის და დალოდების მეტი არაფერი დაგვრჩენია მომავალი სეზონისთვის, სამწუხაროა მაგრამ უნდა ვთქვა რომ არც მომავალ სეზონში ვიქნებით ფავორიტები ლიგაზე, რადგან ამ ზაფხულს ბევრი რამ შეიცვლება და ცვლილებების მერე რთული წარმოსადგენია ეგრევე საუკეთესო ფორმაში შევიდეს გუნდი. სანდო კაცი უკვე გვყავს სათავეში, რთული სიტუაცია დახვდა მაგრამ მსგავსი სიტუაციიდან ერთხელ უკვე გამოძვრა და იმედია კვლავ გამოძვრება❤️ ახლები ცოტა უფრო დაღვინდებიან, წასასვლელები წავლენ, ბებრებს იმედია სათანადოდ გამოიყენებენ და იქნება რამე😄❤️🤗 ვისკა ბარსა!!!

  • ფეოლა
    23 მაი 2021, 00:00

    Clever liar,
    უჰ, უარესებიც გამოგვივლია : )

  • Clever liar
    22 მაი 2021, 23:50

    ჩვენს სეზონს თუ შეჯამება ექნებოდა ნამდვილად არ მეგონა, მაგრამ შენი შრომა ნამდვილად შეუფასებელია პატივცემულო ფეოლა ამ სეზონში. საღოლ !!! და საღოლ მთელს შენს კოლეგიას ამ დასაწყისშივე განწირულ სეზონში, ბოლო მატჩამდე რომ მხნედ იდექით :))

  • ჯორჯ
    22 მაი 2021, 23:41

    კოუტინიომ ბოლოს როდის ითამაშა?