ჰოლანდი, ნეიმარი და წამსვლელების სია

ჰოლანდი, ნეიმარი და წამსვლელების სია

 სეზონი იწურება და ბევრი იწერება წამსვლელ-მომსვლელებზე, ეს ეპოქალური სატრანსფერო ფანჯარა იქნება, დაახლოებით ისეთი წონისა და რანგის, როგორიც დაახლოებით 12 წლის წინ იყო, როცა კრიშტიანუ რონალდუ, ბენზემა და კაკა ერთად დააყენეს ტრანსფერზე და სამივე „რეალმა“ იყიდა, მაშინ „ბარსას“ დიდი ინტერესი არავის მიმართ არ ჰქონია, რადგან მისივე აღზრდილები მსოფლიოს აზანზარებდნენ, ახლა კი სხვა სიტუაციაა.

რონალდუმ და ბენზემამ ოთხი ჩემპიონთა ლიგა მოიგეს ერთად, თავიდან დიდად წარმატებული არ ყოფილა პერესის პროექტი, მაგრამ ლაპორტას წასვლის შემდეგ, „ბარსამ“ ჩემპიონთა ლიგაზე კონკურენცია ვეღარ გაუწია და თასები ზედიზედ წაიღეს, სხვა გუნდებიც გამოჩნდებოდნენ ხოლმე, ძირითადად „ბაიერნი“, მაგრამ მესისა და რონალდუს ეპოქაში მთავარი პრეტენდენტები ყოველთვის „ბარსა“ და „რეალი“ იყვნენ.

ასეთი ეპოქალური სატრანსფერო ბაზარი გვიახლოვდება ახლაც, ტრანსფერზე დააყენებენ ფეხბურთელებს, რომლებიც მომავალი კლუბების მთელ დეკადას განსაზღვრავენ, თუ იყიდი მბაპეს და ჰოლანდს, შენი მომავალი 10 წელი წარმატებული იქნება, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ამ ფეხბურთელების ირგვლივ, ყოველთვის შეგეძლება ჩემპიონთა ლიგის მომგები გუნდის ჩამოყალიბება.

ამჯერად მოგვიწევს აქტიურობა, რადგან არც მბაპეა „ბარსას“ აღზრდილი და არც ჰოლანდი, ფრანგის შეძენის ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, ამაზე ბევრი დაგვიწერია და ჭრილობაზე მარილს აღარ დავაყრი არავის, ეს უკვე წარსულია, მისი პროფილი კი პსჟ-თან დაპირისპირების დროს განვიხილეთ, ამჟამად მბაპეს შეძენის შანსი დაახლოებთ 5% თუ იქნება, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის ერთ-ერთი ის არის, რომ მასზე ერთხელ უკვე უარი თქვეს, ასეთი ამბები ასეთ ფეხბურთელებს არ ავიწყდებათ და შური როგორ იძია გემახსოვრებათ.

დაგვრჩა ჰოლანდი. „ბარსაში“ მაღალ ფორვარდებს წარმატებისთვის არასდროს მიუღწევიათ, კატალონიური კლუბის ლეგენდებს შორის, მაღალი ფორვარდები არ იძებნებიან, მაგრამ ჰოლანდი განსაკუთრებული შემთხვევაა, „ნორვეგიელი ბუდა“ თანამედროვე ფეხბურთის პროდუქტია, რომელსაც განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს, ამჟამად, მსოფლიოს ერთ-ერთი სწრაფი ფეხბურთელია, მბაპეზე არანაკლებ სწრაფი, მის ფიზიკურ შესაძლებლობებზე აღარაფერს ვამბობ.

მისი მთავარი უპირატესობა კი მენტალობაა, ჰოლანდს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, ასეთ მებრძოლი კი მასკერანოს მერე არ გვყოლია, რა ცუდად აისახა ეს ყველაფერი ჩვენზე ვხედავთ.

მთავარი პრობლემა ფულია, თუმცა, სადაც ლაპორტაა, იქ ფულიც გაჩნდება, ყოველთვის ასე იყო და არც ამჯერად იქნება გამონაკლისი.

შეუძლებელია, რომ მბაპეს და ჰოლანდს, ახალი „კლასიკოს“ გამდიდრება არ სურდეთ, ეს ორივეს კარიერაზე პოზიტიურად იმოქმედებს, როგორც სპორტული, ისე მარკეტინგული თვალსაზრისით.

აბა, წამსვლელებს გადავხედოთ:

პიანიჩი

დანამდვილებით წავა მირალემ პიანიჩი, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კლუბის სურვილი საკმარისი არ არის, თავად ფეხბურთელსაც უნდა სურდეს წასვლა, თორემ იჯდება სკამზე და არაფერი მოაკლდება, გარეტ ბეილი ძლივს გააგდეს მადრიდიდან და მგონი დაბრუნებას აპირებს, თუ ფეხბურთელს თავმოყვარება არ აქვს, მასთან მუშაობა ძალიან რთული ხდება, არ ვიცი რა გველის პიანიჩთან მიმართებაში, ან რა თანხა შეიძლება, რომ მასში „ბარსამ“ აიღოს, მაგრამ წამსვლელთა სიაში პირველ ადგილზეა.

ბრეითუეიტი

ბრეითუეიტი პატივისცემას იმსახურებს, ის ფეხბურთელია, რომელიც მუდმივად მაქსიმუმს აკეთებს და კლუბისთვის სარგებელიც მოუტანია, მაგრამ „ბარსას“ დონისგან შორს არის, საერთოდ, მასთან ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმება სრული სიგიჟე იყო, მაგრამ ბართომეუსგან ეს ვის უკვირს, შეგახსენებთ, რომ სუარესის ტრავმის გამო შევიძინეთ, სულ რაღაც სამი თვით გვჭირდებოდა ფეხბურთელი და ხუთი წლით მოვიყვანეთ, თანაც მაშინ უკვე იყო ჰოლანდის გადმობირების შესაძლებლობა და ბართომეუმ ბრეითუეიტი არჩია.

კოუტინიო

გულდასაწყვეტია კოუტინიოს ამბავი, დარწმუნებული ვიყავი, რომ დემბელე ვერ გაამართლებდა, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ გრიზმანი იმის ნახევარი არ იქნებოდა „ბარსაში“, რაც „ატლეტიკოში“ იყო, მაგრამ კოუტინიო თუ არ გამოგვადგებოდა ამას ვერასდროს ვიფიქრებდი, ფლანგზე ჯერ კიდევ „ინტერში“ თამაშობდა და „ლივერპულშიც“ არაერთხელ უთამაშია, ამიტომ მხოლოდ პოზიციის ცვლილებაზე დაბრალება არ გამოვა, თუმცა, მეტწილად, სწორედ ამან შეაფერხა, ჩემთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რომ „ბარსას“ სტილს საერთოდ ვერ მოერგო, შესაძლოა მესიმ დააკომპლექსა, არ აქვს მნიშვნელობა რა პოზიციაზე დააყენებ, კოუტინიო ათიანია, ამ კლუბში კი მხოლოდ ერთი ათიანის ადგილია.

როგორც ამბობენ „ევერტონს“ სურს მისი შეძენა, ხამესთან ერთად ძალიან მაგარ დუეტს შექმნის და კარლოსთან მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს, ამიტომ, გზა დამილოცნია და წარმატებებს ვუსურვებ, მისი ფასი 55-60 მილიონი ევრო იქნება, ესეც იმის გათვალისწინებით, რომ „ევერტონი“ ყოველთვის კარგად იყენებს „ბარსაში“ წარუმატებელ ფეხბურთელებს.

სამუელ უმტიტი

ხუთი წლის შემდეგ, მხოლოდ ერთი კარგი სეზონი გვაჩუქა, გვქონდა დიდი იმედები და შეგვრჩა დიდი იმედგაცრუება, მისი გაყიდვის შანსი ბევრჯერ გვქონია, მათ შორის ყველაზე დიდი თანხა 80 მილიონი ევრო სახელდებოდა, მაშინ სამუ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი იყო, ტრავმის მერე მანჩესტერელები 60 მილიონ ევროსაც იხდიდნენ, მაგრამ ბართომეუმ ყველაფერი ჩაშალა, ახლა კი ალბათ 20-30 მილიონი ევრო იქნება მაქსიმუმი. სამუ რომ უნდა წავიდეს, ამაზე დავა არ ღირს.

ჟუნიორ ფირპო

არ მინდა წასვლაო ჯიუტობდა, მაგრამ, აბა ფირპოს ვინ ჰკითხავს, კლუბი ვალებში იხრჩობა და ჰოლანდი ჰყავს საყიდელი, ფირპოს შეძენით დიდი ხანია სერია ა-ს გუნდები ინტერესდებიან, ვერ ვიტყვი, რომ ამ სეზონში რამე განსაკუთრებული გვანახა, ფაქტია, რომ კუმანი არ ენდობა, ხოლო „ბარსა“ მარცხენა მცველის პოზიციაზე B გუნდიდან აპირებს ფეხბურთელის დაწინაურებას.

სერჟი რობერტო

პრობლემა კონტრაქტია, ხანგრძლივი კონტრაქტი სურს და დიდი ხელფასი აქვს, ასეთ ხელფასს არ იმსახურებს, შესაძლოა, პანდემიამდე იმსახურებდა, მაგრამ არა ახლა, იმასაც კი ვერ ვიტყვით, რომ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, საქმე მარტივად არის, ან დათანხმდება ახალ კონტრაქტს, ან დადგება ტრანსფერზე, მსურველები კი ყოველთვის ჰყავდა.

კლემან ლანგლე

ბოლო დროს მოუმატა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ დიდი ნდობით სარგებლობს, მისი გაყიდვა მაინც რთულად სავარაუდოა, რადგან უმტიტის გარდა, მხოლოდ ლანგლეა მარცხენა ცენტრალური მცველი, ალაბას დამატების შანსი ხელიდან გავუშვით და ორივე ცაცია ცენტრალური მცველის გაშვება ზედმეტი იქნება, ამიტომ, დიდი ალბათობით დარჩენა მოუწევს.

ანტუან გრიზმანი

ლაპორტა თავიდანვე არ ემხრობოდა მის ტრანსფერს და ბართომეუ ამის გამო გააკრიტიკა კიდეც, მთავარი პრობლემა ის არის, რომ აბსოლუტურად განსხვავებული სტილის ფეხბურთელია, მიუხედავად იმისა, რომ აქვს გამონათებები და ბევრი ლამაზი გოლიც გაუტანია, უმრავლეს შემთხვევებში მაინც შეუმჩნეველი რჩება მოედანზე, როგორც ხრისტო სტოიჩკოვმა აღნიშნა, გრიზმანი, როცა მოედანზეა, გუნდი 10 კაცით თამაშობსო, ხან ასეა, ხან არა, მაგრამ დანამდვილებით რაც შეგვიძლია ვთქვათ ის არის, რომ სტაბილურობა ძალიან აკლია.

როცა 120 მილიონიან ფეხბურთელს სტაბილურობა აკლია, ეს დიდი პრობლემაა, სანამ გრიზმანში დიდი თანხის აღების შესაძლებლობა არსებობს, უმჯობესია, რომ „ბარსამ“ გაყიდოს, მაგრამ მყიდველებისა რა მოგახსენოთ.. ძალიან რთული იქნება.

უსმან დემბელე

დემბელემ ტრავმებს სძლია, ასე თუ ისე, ამ მხრივ კარგი სეზონი აქვს, ეს რომ მისი პირველი სეზონი ყოფილიყო, ბევრს შევაქებდით, ცამდე ავიყვანდით და ვეტოს დავადებდით, მაგრამ მეოთხეა უსმან!

ფიზიკურად უმატებს, გონებრივად ვერა, ამაზე მისი ბოლო გადაწყვეტილებავ მეტყველებს, „იუვესთან“ დაიწყო მოლაპარაკებები, კლუბთან, რომელიც აბსოლუტურ აცდენაშია დემბელესთან, მთლიანად სერია A არის დემბელეს სრულიად საპირისპირო მოვლენა, უსმანისათვის საუკეთესო ადგილი ინგლისის პრემიერ ლიგაა, ტრავმების პრევენცია თუ წარმატებით განაგრძო, ინგლისში შეუძლია ბოლომდე გამოავლინოს პოტენციალი, აი ესპანეთი და იტალია მისთვის ზედმეტია.

კუმანმა თუ თავისი გაიტანა და დეპაი მოიყვანა, დემბელეს ადგილი აღარ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ „დამბო“ დეპაიზე კარგ ფეხბურთელად მიიჩნევა და პოტენციალიც მეტი აქვს.

ფასი სადღაც 60-70 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს, თუ ამ ფასად გაიყიდა, ნამდვილად წარმატებულ გარიგებად შეგვიძლია შევაფასოთ.

პუჩი და ტრინკაუ

განათხოვრების წესით, შესაძლოა კლუბი დატოვონ, თუ კუმანი დარჩა ამის შანსი კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ ჰოლანდთან, ან სხვა ტრანსფერებთან ამას შეხება არ აქვს.

ნეიმარი

ყველაზე დიდი შანსი მისი დაბრუნებისა, სწორედ ახლაა, რადგან პრეზიდენტი ლაპორტაა და არა ბართომეუ, ბრაზილიელს დაბრუნება მომდევნო წელსვე სურდა, მაგრამ ბართომეუ ამ ტრანსფერს ბლოკავდა, ბოლოს აბიდალმა ისაუბრა, რომ ნეიმარის ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბართომეუმ გრიზმანზე გააკეთა არჩევანიო.

ბრაზილიელის მიმართ, არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, ზოგს სურს მისი დაბრუნება, ზოგს არა. ნეიმარი აღარ არის ისეთი სწრაფი როგორიც იყო და აღარც ისეთი ჯანმრთელია.. თუმცა, დიდად ჯანმრთელი არც არასდროს ყოფილა, არც პროფესიონალიზმის მხრივ შეცვლილა რამე, ისევ ისეთია, როგორიც იყო, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ბოლო ორი წელია, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს.

მცირე ხნის წინ, გვარდიოლამ გული გაუხეთქა, ნეი, რომ დარჩენილიყო, „ბარსასთან“ ერთად 2 ან 3 ჩემპიონთა ლიგას აუცილებლად მოიგებდაო, დააჭირა წიხლი ჭრილობაზე!

თუ არჩევანის შანსი გვექნება, რა თქმა უნდა, ჰოლანდი უნდა ავირჩიოთ, ასაკის, პროფესიონალიზმის, მენტალობისა და ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით, მაგრამ თუ ნეიმარის გადმობირების შანსი მოგვეცა, აბა ამაზე უარის თქმა როგორ იქნება?! ნუთუ, ვერ ვხედავთ, რომ ფრანგ შემტევებს, ერთად აღებულს სჯობია?!

ცხელი ზაფხული გველის, ჭორიც ბევრი იქნება, დამამშვიდებლებიც დაგვჭირდება, მაგრამ მგონია, რომ ლაპორტა ტრადიციას არ დაარღვევს და მინიმუმ ერთ ვარსკვლავს მოგვიყვანს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (14)

  • nika 54
    02 მაი 2021, 14:01

    ჩვენ კი ვამზადებთ გასაყიდებს, მაგრამ იმათ არ ვეკითხებით უნდათ თუ არა წასვლა? აგერ ბეილი 3 წელია ვერ მოიშორა რეალმა. <<ცენზურის დარღვევა>> უშვებს პერესს ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზე.

  • datio
    02 მაი 2021, 12:09

    გრიზმანს არც სისწრაფე აქვს და არც გენიალური ფორვარდი არაა. მას წინ მაღალი და მებრძოლი ფორვარდი ჭირდება!
    ისე კი ბევრი ვერ აფასებს გრიზმანის როლს გუნდში, ფაქტიურად მესის მაგივრადც კი თვითონ დარბის პრესინგის დროს. ძალიან მუშა და ჭკვიანი ფეხბურთელია. გარემარბი არასდროს ყოფილა და ანსუ ფატის გამოჯანმრთელების შემდეგ, მით უმეტეს ჰოლანდიც თუ მოიყვანეს , წესით შეტევაშიც მაგრად მოუმატებს.
    დემბელე თავიდანვე შეცდომა იყო, მით უმეტეს მბაპეს მაგივრად მისი ყიდვა 🙁
    კოუტინიოს მესის ხელში შანსი არ აქვს.
    ნახევრადაცვაშ ვეინალდუმი 2 წლით აუცილებელია, ტექნიკურია და ბოლომდე იბრძვის, თორემ ნახევარდაცვას შეჭამენ ძალისმიერ ბრძოლაში.
    მცველებში ალაბას დაკარგვა ცუდია, მაგრამ მას დიდი მადა ქონდა. გარსიას დიდი იმედი მაქვს, ჭკვიანი ფეხბურთელია. არაუხო,მინგესასგან რომელიღაცა ნამდვილად კარგ მცველად ჩამოყალიბდება.
    დესტიც ბევრად მოუმატებს, ჯერ სულ რაღაც 19 წლისაა. ხშირად გვავიწყდება მისი ასაკი.
    ბართომეუს ბევრი ცოდვა აწევს კისერზე, მაგრამ მათი მესამედი მაიცნ გამოისყიდა პედრის მოყვანით!

  • M10 S9 D11
    01 მაი 2021, 23:09

    ჰალანდი და ნეიმარი ერთად ზღაპარია

  • Anssumane
    01 მაი 2021, 20:49

    მეოთხეა უსმაან laughing smile laughing

  • El pistolero 9
    01 მაი 2021, 18:53

    სწორი სატრანსფერო პოლიტიკაა

  • Albicelecte
    01 მაი 2021, 18:41

    ხომ იშოვა გრანადასთან ტაიმბოლით ფული ლაპორტამ?!
    გრიზმანი და რობერტო არ არიან გასაყიდები, არც პუჩი, დანარჩენებზე შეიძლება საუბარი
    მართალია რობერტო ვარსკვლავებს არ წყვეტს, მაგრამ დესტის ზამენობისათვის იდეალურია, სკამზე მასზე უკეთესი ფეხბურთელი არ გაგიჩერდება
    პიანიჩში 15 მილიონზე მეტს არავინ გადაიხდის
    კოუტინიოში 30-35 თუ გაიმეტა ევერტონმა ეგეც საქმე იქნება
    დემბელეში 40-45 მაქსიმუმ, ეგეც ასაკის გამო
    უმთითი მაქსიმუმ 15-20 გაიყიდოს, იგივე შეიძლება ითქვას ლენგლეს შემთხვევაში
    ფირპოში 20-25 მეტს არავინ გადაიხდის, თუკი ბალდეს ან მირანდას დააბრუნებს ლაპორტა, სკამისათვის განმოდგება და მერე ვნახოთ
    30-35 შეიძლება გაიყიდოს ტრინკაო და მის ადგილას კოლადოს მოვიაზრებ, რაც შეეხება ბრაითაიტს, 7-8 მაქსიმუმ
    გამოდის, რომ გუნდიდან მიდის 8 კაცი, რას ათავისუფლებს სახელფასო ფონდს და ტრანსფერებისათვის 175-200 მილიონი გროვდება
    მეკარე არაა პრობლემა, დაცვის ცენტრი პიკე-არაუხო-გარსია-მინგესა, მარჯვნივ დესტი-რობერტო, მარცხნივ ალბა-ბალდე-მირანდა, ცენტრში ბუსი-ფრენკი-პედრი-მორიბა-პუჩი და დაწინაურებული ჟანდრო ორეალნა. შეტევა ანსუ-დეპაი-გრიზმანი-ჰალანდი-ლეო-კოლადო
    არც ფინანსური ზარალი და არც რაიმე პრობლმა, უბრალოდ ნება უნდა ამ საქმეს barca-6

  • ჯორჯ
    01 მაი 2021, 17:18

    ინვესტიციების შემდეგ ჰალანდი მოვა 100%

  • Sergio5
    01 მაი 2021, 17:10

    გრიზმანის გაშვება ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ უკეთესს ფორვარდს მოვიყვანთ, სხვა შემთხვევაში გრიზმანი გავაგდოთ და მერე შეგვრჩეს ვინმე თხა გავყიდე თხა ვიყიდეზე უარესი იქნება, თუ მოვა ჰოლანდი ან მბაპე ან არ ვიცი, ვინმე ვარსკვლავი, მაშინ უნდა წავიდეს გრიზი, თუ არადა აზრი არ ექნება

  • ნოდო ბარდაველიძე
    01 მაი 2021, 17:00

    მე ლაპორტასი მჯერა და ფაქტია გუნდს გაძლიერება სჭირდება

  • Ansu Fati 22
    01 მაი 2021, 16:05

    ნეიმარი ფატი მესის ტრიო დაგლიჯავდა, ისევე როგორც, ფატი ჰოლანდი მესის 😍

  • ფეოლა
    01 მაი 2021, 16:01

    Joakim Brodén,
    ჯერ არ ქონდა მოგებული რო აირჩიეს. ზამთარში აირჩიეს და გაზაფხულზე მოიგო ტრიპლეტი.
    მაგრამ იდეაში ეგრე იყო ხო, მაშინ ყველამ ჩათვალა, რომ კარგად დავიწყეთ, არადა დასასრულის დასაწყისი ყოფილა.

  • Joakim Brodén
    01 მაი 2021, 15:54

    ციტატა: ფეოლა
    Diana,
    ჰო და წარმოიდგინე, 2015 წელს ლაპორტა იყო მაგის კონკურენტი და ბართომეუ აირჩიეს grinning


    ტრიპლეტმა გადაარჩინა მაგ დროს ბართომეუ, დავბრმავდიით, შორსმჭვრეტელობაა ვერ გამოვავლინეთ (((

  • ფეოლა
    01 მაი 2021, 15:23

    Diana,
    ჰო და წარმოიდგინე, 2015 წელს ლაპორტა იყო მაგის კონკურენტი და ბართომეუ აირჩიეს grinning

  • Diana
    01 მაი 2021, 15:18

    აღარასდროს ვიჯავრებ წარსულში გაკაეთებულ არასწორ არჩევნებზე , ბართუმეოს თუ რამე არჩევანი აქვს გაკეთებული ყველა არსწორია