მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სეზონის პირველი ტიტული

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სეზონის პირველი ტიტული

 Championeee Championeee – მღეროდნენ ფეხბურთელები მატჩის შემდეგ, გულშემატკივრის გარეშე, მღეროდა ყველა, დებიუტანტებიც და ვეტერანებიც, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებიც და სათადარიგოთა სკამზე მყარად დამკვიდრებულნიც, ჩემპიონობას ასეთი ემოცია მოაქვს, ყველას ერთნაირად უხარია და ეს სიხარული ნიღაბს მიღმა არ იმალება, ჟოან ლაპორტას კმაყოფილების დასანახად გაბრწყინებული თვალებიც საკმარისი იყო.

ალე! ალე! ალე! – ესეც პირველი ტიტული!

პირველი და იმედია არა უკანასკნელი, ამ სეზონში კიდევ ერთი მიზანი გვაქვს დასახული და სულ რაღაც ერთი ხელის გაწვდენაზე ვართ ლა ლიგის ჩემპიონობასთან, მართალია სხვასაც აქვს ხელი გამოშვერილი, მაგრამ მოვიფიქრებთ რამეს, წინ კიდევ საკმარისი დროა.

რონალდ კუმანმა კიკე სეტიენს უკვე აჯობა, ტატა მატინოსაც აჯობა, რომელსაც ბევრად უკეთესი შემადგენლობა ჰყავდა, მაგრამ ყველაფერი წააგო, ჰოლანდიელი მწვრთნელი ჯერჯერობით სადღაც გასაყარზეა, წარმატებულ და წარუმატებელ მწვრთნელებს შორის, დროს თუ მისცემენ ორივე გზით შეიძლება, რომ მისი კარიერა წარიმართოს, ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული.

სრული დომინაცია

პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, მაგრამ კოლოსალური უპირატესობა გვქონდა, უბრალოდ გოლში არ ასახულა, მთელი ტაიმის განმავლობაში, ბურთს მეტოქის ნახევარზე, კარის სიახლოვეს ვაკონტროლებდით, რაც ძალიან დიდი ხანია არ გვინახავს, მომენტებიც შეიქმნა, კარგი კომბინაციებიც ვიხილეთ, მაგრამ გოლი არ გასულა, როგორც წესი, მეტოქის მეკარის დამსახურებით.

„ბარსა“ მთელი გუნდით „ბილბაოს“ ნახევარზე იყო, უკანასკნელ მცველად ჟერარ პიკე რჩებოდა და იმ ერთადერთ შემტევს დაჰყვებოდა, ბასკების მხრიდან, რომ ჩვენს ნახევარზე რჩებოდა, ჟერარ პიკემ ინიაკი უილიამსი შეჭამა! დასწრებაზეც, ორთაბრძოლებშიც, საერთოდ ერთი შანსიც არ მიუცია, ინიაკიმ ერთადერთი ის შეძლო, რომ კარის გასწვრივ ჩააწოდა, თუმცა, ვის ჩაუწოდა?

უკვე მივეჩვიეთ მინგესას კარგ თამაშს და არც ლანგლეს გაუფუჭებია რამე. აი ფლანგებზე დიდი სხვაობა იყო, არა იმიტომ, რომ დესტმა შეხვედრა ჩააგდო, არამედ იმიტომ, რომ ალბა იყო ძალიან კარგი, გააჩნია დარჩენილ ტურებს როგორ ჩაატარებს და შეიძლება ითქვას, რომ ამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

სეზონის წინ კუმანმა ულტიმატუმი წაუყენა, ან შენს საუკეთესო ვარიანტს ვიხილავთ, ან მოგიწევს გუნდიდან წასვლაო, ჰოდა, როგორც ჩანს დარჩენა ძალიან უნდა.

ტრიო

ნახევარდაცვის სამეული კარგ ფორმას დაუბრინდა, ისევ მაღალ ტემპში, ისევ მაღალი სიზუსტით, მეტი კრეატივით, დრიბლინგებით და ბურთის კონტროლით, დე იონგმა კიდევ ერთხელ გვანახა, რომ წინ უფრო დიდი სარგებელი მოაქვს ვიდრე დაცვაში.

გრიზმანს გაატანინა, მერე თავადაც შეაგდო ალბას ძალიან კარგი პასის შემდეგ და ბოლოს მესის წაეხმარა შედევრის შექმნაში, ძალიან დროული პასი მისცა, თანაც ძალიან ლამაზად გააკეთა ეს ყველაფერი.

ალბასი არ იყოს, ეს სეზონი დე იონგსაც ძალიან კარგი აქვს, ბევრად კარგი, ვიდრე წინა. სეზონის დასრულების შემდეგ შეფასების დროც მოვა, არაფერში დავზოგავთ და არაფერს დავუკარგავთ.

ვერ ვიტყვით, რომ ბუსკეტსს და პედრის საუკეთესო მატჩები ჰქონდათ, მაგრამ ის, რომ უდიდესი უპირატესობით ვფლობდით ბურთს, ეს მათი დიდი დამსახურება იყო.

ეს მინგესას, დესტის, არაუხოს, პედრის, დე იონგის, გრიზმანისა და მორიბას პირველი ტიტულია „ბარსელონაში“! ანტუანის რა მოგახსენოთ, მაგრამ დანარჩენები მხოლოდ ახლა იწყებენ.

პირველი იყო ბრეითუეიტისთვისაც, მცირე დრო დაეთმო, ირბინა ჩვეულად, ალბათ მალე დაგვტოვებს, კარგია, რომ მედალს წაიყოლებს.

მესი და გრიზმანი

ლეოს პირველ ტაიმშიც ჰქონდა კარგი მომენტები, ერთხელ დე იონგს დაარტყმევინა და ბურთი ძელს მოხვდა, მეორედ თავად დაარტყა და თითქოს შორეულ კუთხეში უნდა შეგორებულიყო, მაგრამ დაუფარეს.

ფეხებში ბევრი ურტყეს, ბევრიც იჯუჯღუნა, მაგრამ მეორე ტაიმში ხასიათზე მოვიდა და დახატა!

მესამე გოლის დროს ფლანგზე შეტევა, რომ წამოიწყო ის გოლი გამახსენდა 2015 წელს, თასის ფინალში, რომ „ბილბაოს“ შეუგდო, ზუსტად ასევე მოიხვია მცველები, ოღონდ ამჯერად დე იონგი დაიხმარა, ბოლოს თითქოს წონასწორობა უნდა დაეკარგა, მაგრამ ეს მხოლოდ ცრუ მოძრაობა ყოფილა, მცველი გააბითურა და ცივსისხლიანად შეაგორა კარში.

მეფეა!

ასწია კიდევ ერთი თასი და იმედია მეორესაც მიაყოლებს.

პირველი თასი აღმართა კაპიტნის რანგში, თამაშის ბოლოს ამ ემოციაზეც ისაუბრა, იქნებ მისთვის ახალ მოტივაციადაც იქცეს?!

გრიზმანმა პირველ ტაიმში გვანერვიულა, მაგრამ თავის საქმე გააკეთა, დემბელე ცოტა ფეხმა შეაწუხა და გრიზმანის თამაში გადაწყდა, არ ვიცი რა იქნება დარჩენილ ტურებში, მაგრამ დე იონგის დაცვაში თამაში აღარ შეიძლება, ეს უკვე დანაშაულია, ასე რომ მოუწევთ ფრანგებს ერთმანეთთან კონკურენცია.

რაღა დაგვრჩა..

„რეალს“ ძალიან რთული მატჩი აქვს „ხეტაფესთან“, ფაქტობრივად განახევრებული შემადგენლობით ჩადის სათამაშოთ და საერთოდ არ იქნება მოულოდნელი ქულები, რომ დაკარგონ, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ „ჩელსისთან“ აქვთ საჭიდაო, საჩემპიონო შანსი ნამდვილად არ დაგვიკარგავს.

რონალდ კუმანმა კი ერთი ქულა ჩაიწერა აქტივში, დარჩენაზე, რომ გამოთქვამს პრეტენზიებს, მიზეზად და არგუმენტადაც მოიშველიებს.

აბა, მომილოცავს, წინ გამარჯვებები გველის!

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (12)

  • El pistolero 9
    18 აპრ 2021, 19:15

    ფოტოზე ყველაზე მარცხნივ ყვითლებში რომაა ის ვინ არი?

  • El pistolero 9
    18 აპრ 2021, 16:00

    იმედია რეალს ფეხი დაუცდება,მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას ჩვენე მეტად ეგენი იმსახურებენ ლა ლიგის მოგებას.ჩვენ ორივე კლასიკოში დაგვჯაბნეს,ატლეტიკოც და რეალის სულელურად დაკარგული ქულებით გაჩემპიონება მაინც არ იქნება ისეთი სასიამოვნო

  • Maradona
    18 აპრ 2021, 15:14

    მესი ასეთი ბედნიერი კარგა ხანია არ დამინახავს

  • M10 S9 D11
    18 აპრ 2021, 12:42

    დღეს თუ რეალმა ქულები დაკარგა ვეღარც გახდება ჩემპიონი

  • პავლოვიჩი56
    18 აპრ 2021, 11:41

    ზოგადად კარგი სტატიაა.ეიფორია აღარაა,იმედი ღმერთმა ნუ მოგვიშალოს. გეთანხმები დესტმა თამაში ჩააგდო…მერამდენე? არაა დესტი ბარსას დონის,დაჟე დონეც არაა. ხო,პუჩისთვინაც პირველი ტიტულია მგონი? ღირსეული რევანში აიღო ბარსამ…მაგრად გადაუარა "ყასბებს". ლაპორტა-მესი,ბარსას წარმატების გარანტები არიან.

  • nika 54
    18 აპრ 2021, 11:02

    მშვენიერი მიმოხილვაა და მაინც, მატჩის ბედი მაშინ გადაწყდა, როცა ლეომ წვერის მოპარსვა გადაწყვიტა. ისე მეგონა 25 წლის მესის ვუყურებდი. გოლებიც რო თავის სტილში შეყარა, არავითარი პანიკა და წყნარად გაგორებული ბურთი შორეულ კუთხეში, რომელსაც პირდაღებული უყურებდნენ გაშეშებული მეკარეც და მცველებიც.(პირველ გოლზეა ლაპარაკი) მეორეც თავის სტილში შორეულ კუთხეში უძლიერესი დარტყმა ვინაიდან უფრო შორიდან უწევდა კარისკენ დარტყმა. აი გრიზმანმა რით ვერ ისწავლა ასეთი დარტყმები, მეორე ტაიმის დასაწყისში პირდაპირ მეკარეს რო მოახვედრა 2-3 მეტრიდან.

  • Diana
    18 აპრ 2021, 11:00

    გრიზმანი ბევრად ნაყოფიერია რეალურად მოედანზე , თუ გოლი ვერ გააქვს ბევრ სხვა საქმეს აკეთებს , გუშინ ფეხმა შეაწუხა ის თუ რეალურად უნდოდა კუმანს გრიზმანი არ ვიცი მაგრამ შემდეგ თამაშში სასტარტოში გრიზი უნდა დააყენოს , რეალს იმედია ფეხი დაუცდება ან ფრე დასრულდება რომელიმე , არსებობს ამის დიდი შანსი , მაგრამ მთავარია ჩვენმა ბიჭებმა შეძლონ და მოიგონ ყველა მატჩი 💙♥

  • ნოდო ბარდაველიძე
    18 აპრ 2021, 10:43

    Mes Que UN Club

  • GRIEZMAN✓™
    18 აპრ 2021, 09:23

    დემბელე ცოტა ფეხმა შეაწუხა და გრიზმანის თამაში გადაწყდა,

    ამაზრზენია უკვე სულ ასეთი სტილის საუბრები, თურმე დემბელეს ფეხი აწუხებს და მაგიტო არ იყო ძირითადში. ან მეორე ტაიმში რატო შემობიდა თუნდაც ის 6 წუთი თუ ფეხი აწუხებდა?? როდის უნდა შეეშვათ დემბელეს თრაქის ლოკვას????

  • C.PC5
    18 აპრ 2021, 09:16

    ფეოლა მადლობა❤️🙌 რაღათქმაუნდა შეუდარებელი სტატია გამოაცხო და დილითვე დაგვახვედრა❤️❤️❤️. დავიმსახურეთ! აი ეს შეიძლება ითქვას ამ თასზე! გაიხსენეთ ამ სეზონში რამდენჯერ დაუცდათ ფეხი ჩვენს ბიჭებს გადამწყვეტ ეტაპებზე, დავიწყოთ თუნდაც სეზონის სულ პირველი ტურებიდან, შესანიშნავად დაიწყეს მერე კი უცებ აურიეს ფორმა დაკარგეს და ცხრილში გასავარდნ ზონასაც კი მივუახლოვდით, მერე იყო კლასიკო, არარეალური პენალტი და ისევ გატყდა გუნდი, ატლეტიკო, რომელთანაც უკვე დაცვამ მერე კი ტერშტეგენმა ივაჟკაცეს, თუმცა მე შტეგოს არანაირად არ ვადანაშაულებ მაგ მომენტში, ლიგაზე გავიხსენოთ, ყველაფერი კარგად მიდიოდა და ბოლოს ჰოპ! გაქრა ჩვენი პირველი ადგილი იუვენტუსმა მიისაკუთრა. სუპერთასზეც ასე დაგვემართა, გადამწყვეტ მომენტში აურიეს, ლა ლიგაში როცა ყველზე დიდი ნაბიჯის გადადგმა შეგვეძლო ზუსტად მაშინ ვერ მოიგეს კადისთან, პესეჟესთან მეორე თამაშზეც იმავეს ვიტყოდი, პირველს სულ რომ დავანებოთ თავი, გასვლაზე აშკარად დომინირებდნენ მაგრამ მეორე ტაიმი უბრალოდ მოვალეობა მოიხადეს. მოკლედ ძაან ბევრი ვთქვი ჩვენების ჩვარდნებზე და საბოლოოდ მე იმ დასკვნამდე მივდივარ რომ ეს ყველაფერი გამოუცდელობის და ამდენი ცვლილების ბრალი იყო, ვერ მოვთხოვთ 18 წლის პედრის გადამწყვეტ თამაშებში იფრინოს, ვერც სხვა მის ტოლებს მაგალითად დესტს, მინგესას, და კიდევ სხვებს. გამოცდილი ლიდერებისგან ისედაც კი ვიყავით მიჩვეული რასაც აკეთებდნენ მსგავს მომენტებში😔 თასზეც რამდენი იწვალეს და რამდენი გვანერვიულეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოახერხეს მოგება და ზუსტად ეგ მოგება იქნება ყველასთვის ახლა სტიმული, ეს იქნება ის საჭირო გამოცდილება ახალგაზრდებისთვის რომლებმაც ამდენი მარცხი მიიღეს ამ სეზონში, კუმანისთვისაც და აწ უკვე ხსენებული ლიდერებისთვისაც. წინა სეზონის შემდეგ ასეთ კარგ ფეხბურთს აჩვენებს გუნდი რაც არ უნდა იყოს და დაუფასეთ კუმანს მუშაობა! სხვა თუ არაფერი ფაქტია დეიონგი მაგან აათამაშა, ეგ ბიჭი შარშანდელთან შედარებით ცა და მიწაა, წუხელაც მთავარი გმირი იყო და მთელი სეზონია დაფრინავს, დაცვაში მაგის გამწესება რომ ცოდვაა მაგეც მშვენივრად ეცოდინება ბულდოგას მაგრამ არ აქვს რესურსი და რა ქნას?! მოკლედ გუშინ დამტკიცდა რომ გუნდს სული ისევ უდგას, ახლა სწორი მენეჯმენტის ანუ ლაპორტას ჯერია!

  • antonio
    18 აპრ 2021, 08:56

    ისეც მომხდარა ორივე კლასიკო მოგვიგია და ჩემპიონი მაინც რეალი გამხდარა ჩვენ კი კლასიკოების მოგებით ვინუგეშებდით თავს ახლა ის დროა ლალიგა ჩვენ მოვიგოთ და მადრიდელებმა გვითხრან კლასიკოები ხო მოგიგეთო ეს ერთხელ ასე იყოს არაუშავრს :დ

  • ana anukii
    18 აპრ 2021, 07:25

    როგორც ყოველთვის კარგი სტატია❤️❤️🙈🥰. პს : დემბელეს უაზროდ ბურთის დაკარგვას და ჩვენ კარში გოლის მიღებას გრიზმანის თამაში მირჩევია😁