მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ძველი დიდების გზაზე

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ძველი დიდების გზაზე

 6:1!

„სოსიედადთან“, გასვლაზე!

„ბარსა“ დაბრუნდა, თან დაბრუნდა ლამაზად.

მთელმა გუნდმა ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა, ასეთ დროს კი მწვრთნელს აქებენ ხოლმე, სამართლაიანადაც, კუმანის ტაქტიკამ პირველ ეტაპზე გაამართლა, ახლა კი იხვეწება და ვითარდება. 

ერთადერთი რამაც ხასიათი გამიფუჭა, ხოსელუს გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი იყო, ჩვენი თამაშის წინ, „ატლეტიკომ“ იწვალა და სუარესის ხარჯზე მოიგო, ჯერჯერობით ჰყოფნით მისი კლასი მოსაგებად, სანაკრებო პაუზამაც სულზე მოუსწროთ, თუმცა, მაინც ვერ ტოვებენ ისეთ შთაბეჭდილებას, მთელი ჩემპიონატი, რომ დამაჯერებლად და უდანაკარგოთ გაიარონ, როგორც აღგვინიშნავს, მდევრის როლში ყოფნა, ფსიქოლოგიურად ბევრად უკეთესია.

ხოსელუს მატჩის მიწურულს შეეძლო პენალტის გატანა, შეხვედრა ფრედ დასრულდებოდა და „ატლეტიკოსთან“ სხვაობა კიდევ უფრო მეტად შემცირდებოდა, მაგრამ არ მოხდა ისე, როგორც გვსურდა, დასანანია.

ერთი რამ მაფიქრებს, როგორც წესი, ასე ბოლო წამს წაღებული ქულებით ჩემპიონატს იგებენ ხოლმე, თან სუარესიც ძალიან მოწადინებულია, მაგრამ ბევრი ტურია დარჩენილი, ჩვენზე კარგ ფორმაში არც „რეალია“ და არც „ატლეტიკო“, განწყობა კი მშვენიერია, ბოლოს და ბოლოს, ამდენი წლის მერე, კლუბს პრეზიდენტი ჰყავს.

მიეცი ნიჭსა გზა ფართო!

ჯერ კიდევ თინეიჯერები „ბარსელონაში“ დაფრინავენ, ამჯერად სერჟინიო დესტის ჯერი ყოფილა, საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ამ ბიჭმა სამომავლოდ მაგარი ამბები უნდა დაატრიალოს, კოჭებში ეტყობა!

ჯერ მარტო ის ფინტი რად ღირდა, ორ მცველს, რომ დაუსხლტა?! რატომღაც ჯარიმა არ მოგვცეს, მაგრამ ერთ რამედ ღირდა, სხვათა შორის, სერჟინიო დესტს ასეთი ფინტები სჩვევია, მოულოდნელი გადაწყვეტილებებიც მიუღია და როგორც აღმოჩნდა, დამაგვირგვინებელ ფაზაშიც მშვენიერია.

დაცვაში თამაშს მოუმატებს, სხვა გზა არ აქვს, უნდა მოუმატოს, როცა ამხელა პოტენციალი აქვს, ერთი წამით კითხვა არ უნდა გააჩინოს, რომ მისი ნდობა ღირს, შევადაროთ ახლა გუშინდელი დესტი, პირველი წრის დესტს – რადიკალური სხვაობაა! ძალიან გაზრდილია და შედეგზეც აისახა.

საოცარი თაობაა, სხვა რა უნდა ვთქვა?! დე იონგი ისე დამაჯერებლად თამაშობს დაცვაში, მართლა ნესტა გეგონება, პირველ წრეში ამაზე ვხუმრობდი, ახლა ეტყობა, რომ მთლიანად მოირგო ეს როლი, უკვე საერთოდ აღარ აინტერესებს რა პოზიციაზე თამაშობს, თავი ნაპოვნი ყავს, თავისივე როლი ბოლომდე აქვს გათავისებული და სადაც არ უნდა დააყენო სიამოვნებით თამაშობს.

აღვნიშნავ მინგესას, დიდად არ ჩანდა, მაგრამ ტაქტიკური გადანაცვლების დროს, სერხიო ბუსკეტსთან, ძალიან დროულად და უშეცდომოდ მოქმედებდა, ამას ვიდეოანალიზისას მივუბრუნდებით, ნამდვილად კარგი სანახავი იქნება.

ძალიან მაგარი თამაში ჰქონდა ალბას, საერთოდ, სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოა და მისი მნიშვნელობა გუნდში აშკარად გაიზარდა, ცუდია, რომ ისიც თინეიჯერი არ არის.

ლანგლეც კარგი იყო, არაფერი გაუფუჭებია. აი ასე, დაცვის ხაზმა თითქმის იდეალურად ითამაშა, შტეგენმა 1-2 შეცდომა დაუშვა და თავადვე გამოასწორა, გოლის დროს კი ვერაფერს იზამდა, ალბათ არც უნდა ექნა, პრესტიჟის გოლი თუ გადის, ეგეთი სილამაზის უნდა გავიდეს.

ბუსკეტსი-პედრი

ტრიო დუეტად დაიშალა, მაგრამ ცენტრში ბურთის აღებას მაინც ვახერხებთ, მესის უკან ჩამოსვლით და შეტევის ორგანიზებაში ჩართვით, გუშინ ყველა ფეხბურთელს კარგი თამაშის ჰქონდა, ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, მაგრამ ყველა კარგი იყო, იშვიათი ამბავია, განსაკუთრებით ამ სეზონში.

ბუსკეტსიც გადასარევი იყო, როგორც დაცვით, ისე შემტევ ფაზაში, მისი ორი პასი ვიდეოანალიზისთვის გამოგვადგება, კონტრშეტევის ჩაშლა და მინგესასთან პოზიციების ცვლა დაცვით მხარეზე გაგვაკეთებინებს აქცენტს, მცირე ხნით, ძველი ბუსკეტსი გამახსენდა, ალბათ იმიტომ, რომ „ბარსა“ ჰგავდა, ძველ „ბარსას“.

მორიბაც და პუჩიც კარგად შემოვიდნენ, რიკიმ ბოლო გოლში მიიღო მონაწილეობა, სწრაფი და ლამაზი კომბინაცია გათამაშდა, სჭირდება იმის განცდა, რომ ჯერ კიდევ გუნდის ნაწილია, თუმცა, საქმე ისე მიდის, რომ კუმანი დარჩენას აპირებს, რიკის საქმე კი ვერ იქნება კარგად.

ფრანგები

ლანგლეზე ვთქვი, კარგი თამაში ჰქონდა-მეთქი და არც თავდამსხმელები ჩამორჩნენ, კარგ ხასიათზე წავიდნენ საფრანგეთში, ორივემ გაიტანა, „დამბო“ უფრო აქტიური იყო, როგორც ბოლო თამაშებში ხდება, რამდენჯერმე აიბლანდა, მაგრამ ორი კარგი გოლი შეაგდო, ერთი მარჯვენათი, მეორე მარცხენათი, იდენტური დარტყმებით, ოღონდ ერთი არ ჩათვალეს, ჩემი წარმოდგენით კი უნდა ჩაეთვალათ, ამ პოზიციის გამო, ბევრი მეწინააღმდეგება, მაგრამ დღემდე მგონია, რომ ფეხთან გავლებული ხაზი აბსოლუტურად საკმარისია, ხელის ფრჩხილებისა და გრძელი თითების გათვალისწინება ცოტა სისულელე მგონია, მაგრამ VAR-მა თავის საქმე თვითონ იცის.

მესი

რეკორდი ჯიბეში აქვს, ალბათ მორიგი პიჩიჩიც, სანაკრებო პაუზა მას არ შეეხება, რადგან სამხრეთ ამერიკაში მატჩები არ ჩატარდება, შესაბამისად კარგად დაისვენებს. ამ სეზონში პირველად მოხდა, რომ გუნდმა მთელი კვირა დაისვენა, ლიგიდან გამოვარდნამ ეს პლუსი მოგვცა, ჰოდა, როგორ აისახა თამაშზე კი ვნახეთ, თავად მესიზეც, რა თქმა უნდა, დასვენება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სეზონის ბოლომდე, მეტი თავისუფალი დრო გვექნება, ამიტომ მთელი ძალებით შევუტევთ მეტოქეებს, თითქოს ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ ლა ლიგის ტიტული დავიბრუნოთ!

ახლა მთავარი საზრუნავი ის არის, რომ ნაკრებიდან ჯანმრთელი ფეხბურთელები დაგვიბრუნდნენ, იმედია პედრი კანკავასთან სოციალურ დისტანციას დაიცავს, თორემ ირტყმეინება ჩვენი კაპიტანი.

ასეა, თბილისშიც ვნახავთ, ზოგი უკვე ნანახი გვყავს, ზოგსაც მალე ვნახავთ.

იმედია დაღვრემილებს გავუშვებთ და იყარონ მერე ჯავრი ვიზეც უნდათ.

მესი კი ამ დროს ძალებს აღიდგენს, წინ დიდი მატჩები გველის!

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (17)

  • ბასქუ10
    22 მარ 2021, 19:30

    ციტატა: nika 54
    და მაინც, ვაღიაროთ რომ დაცვას კიდევ ბევრი სამუშაო აქვს, ხუთმა ერთად ის ვიღაც გიჟი გაუშვეს და ალბათ თვის გოლის გაკეთების უფლება მისცეს.
    ნოიერ-2 საც მოუწევს ცოტა მეტი ფიქრი, ვიდრე მომდევნო მეტოქეს მოატყუებს და ისევ მეტოქეს მისცემს ბურთს. არ შეიძლება მეკარემ ასე რთული პასები აკეთოს, მაგრად გადავრჩით, თვითონაც გამოისყიდა თავისივე მიქარული, მაგრამ შემდეგ რას იზავს? კლასიკოზეც ესე უნდა იფინტაოს? უყურეთ რეალის თამაშს სელტასთან? ორი გოლი მეკარის გადაცემის და მცველის პასების ჩაჭრის შედეგად გაიტანეს. შტეგენ!!!! გაიღვიძე მორჩა უესკები და ალავესები ცარიელ კარში რომ ვერ ახვედრებენ. წინ რეალი და ატლეტიკოა და ეგენი არ გამაზავენ ესეთ საჩუქრებს, მითუმეტეს ბენზემაც და სუარესიც ამის სპეციალისტები არიან


    აბსოლუტურად გეთახმები, რეალიც და ატლეტიკოც ასეთ მომენტებზე დახამებულები არიან და არ გაანიავებენ ასეთ შანსებს, ზოგჯერ ზედმეტად მოსდუს ხოლმე საჯარიმოსთან ბურთის გორავი ბარსას ძალიან ირთულებენ ხოლმე თავს და ამას შეცდომებიც მოსდევს, იმედია ამაზე იმუშავებენ

  • me da barca
    22 მარ 2021, 17:28

    იმ ხოსელუს ყველამ იმდენი აგინა, რომ დარწმუნებული ვარ მის ოჯახში მატება იქნება.

  • nika 54
    22 მარ 2021, 15:31

    და მაინც, ვაღიაროთ რომ დაცვას კიდევ ბევრი სამუშაო აქვს, ხუთმა ერთად ის ვიღაც გიჟი გაუშვეს და ალბათ თვის გოლის გაკეთების უფლება მისცეს.
    ნოიერ-2 საც მოუწევს ცოტა მეტი ფიქრი, ვიდრე მომდევნო მეტოქეს მოატყუებს და ისევ მეტოქეს მისცემს ბურთს. არ შეიძლება მეკარემ ასე რთული პასები აკეთოს, მაგრად გადავრჩით, თვითონაც გამოისყიდა თავისივე მიქარული, მაგრამ შემდეგ რას იზავს? კლასიკოზეც ესე უნდა იფინტაოს? უყურეთ რეალის თამაშს სელტასთან? ორი გოლი მეკარის გადაცემის და მცველის პასების ჩაჭრის შედეგად გაიტანეს. შტეგენ!!!! გაიღვიძე მორჩა უესკები და ალავესები ცარიელ კარში რომ ვერ ახვედრებენ. წინ რეალი და ატლეტიკოა და ეგენი არ გამაზავენ ესეთ საჩუქრებს, მითუმეტეს ბენზემაც და სუარესიც ამის სპეციალისტები არიან

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    22 მარ 2021, 15:00

    ირტყმეინება ჩვენი კაპიტანი მომეწონა laughing სტატიაზე როგორც ყოველთვის დადებითის მეტი არაფერი მეთქმის და რა თქმა უნდა ისევ უმაღლესი შეფასება.❤️❤️

  • GUGU MSN
    22 მარ 2021, 13:44

    კუმანი ბრავო კაცია დრო უნდა ამ კაცს და მონსტრ ბარსას დააყენებს სულით კულეა ეს კაცი არ დაგავიწყდეთ ამ კაცმა აწყობილი ნიდერლანდების ნაკრები დატოვა ჩვენი გულისთვის და იმსახურებს დიდხანს დარჩენას

  • MARI=BARCA-fan
    22 მარ 2021, 11:58

    გადასარევი თამაში და მატჩისშემდგომი შესანიშნავი ანალიზი!
    "ფეოლა" ბრავო!!! heart_eyes
    smile "ირტყმეინება ჩვენი კაპიტანი" smile – გენიალური მესიჯი-გაფრთხილება პედრის, იმედია გაითვალისწინებს! smile smile smile

  • El pistolero 9
    22 მარ 2021, 11:51

    ველოდებით ვიდეო ანალიზს.ფეოლა heart_eyes

  • პავლოვიჩი56
    22 მარ 2021, 11:45

    სტატია ზედმეტად ეიფორიულია. ფრენკმა-ალბამ-ბუსიმ თითო სერიოზული შეცდომა დაუშვეს. პროგრესი სახეზეა,რაც ლაპორტას გაპრეზიდენტების შედეგიცაა. როგორც კი ლაპორტას გაპრეზიდენტების შანსები რეალური გახდა,გუნდში სიხარული-ღიმილი დაბრუნდა.

  • M10 S9 D11
    22 მარ 2021, 11:28

    ირტყმეინება ჩვენი კაპიტანი 😂😂😂

  • C.PC5
    22 მარ 2021, 10:35

    ისე მანანას ამბავი ხოარ იყო ამათი ასე გადარევა გუშინ🤔🤔🤔😆

  • Diana
    22 მარ 2021, 10:29

    როგორც ყოველთვის ლამაზად , ობიექტურად განსჯი ყველაფერს 💙❤💙❤

  • C.PC5
    22 მარ 2021, 10:28

    ახლა რომ მე კიდევ ამ მატჩზე რამე დავწერო ძაან ბანალურიბიქნება ფეოლამ ისე ჩამოაჭეშმარიტა❤️🙌 მოვიგეთ ფეოლა!!! იმედია არც გაგკვირვებია😆 მოკლედ პირველი წუთებიდანვე ისე დაიწყეს თამაში რომ მთლიანად შემითრია თამაშმა და არ ვიცი ის საათნახევარი მართლა ძაან ვისიამოვნე ჩვენი ბიჭების თამაშით🙌❤️ უბრალოდ ერთს ვიტყვი სულ რომ უტიტულოდ დავამთავროთ სეზონი მაინც ძაან მაგარი გამოვა! წინა სეზონის შემდეგ როცა გუნდს აფსოლიტურად ყველა ღირსება დაკარგული ჰქონდა ასეთი დაბრუნებას არ ვიცი რა ვუწოდო, გამოვვარდით ლიგიდან მარა ეგ წარსულია უკვე და შეიძლება ჩვენთვის ეგრეც ჯობდა! აღმავლობისთვის ჯერ ქვეყნის შიგნით უნდა დავდოთ შედეგები და ახლა მაგას ადგას ზუსტად კუმანის გუნდიც🙌 ყოჩაღ კუმანს, ჯერ სტაფის სწორად არჩევისთვის და მერე გუნდის ასეთ ფორმაში ჩაყენებისთვის❤️ მაინც მოახერხა მაგ კაცმა და აათამაშა გუნდი🙌 აუცილებლად დაუცდება ატლეტიკოს ფეხი, მიყვება რეალიც და ორივეს უნდა გადავიაროთ ურთიერთშეხვედრებში!!! ესპანეთი კიდევ ერთხელ უნდა დავიპყროთ!!!!

  • დომენტი
    22 მარ 2021, 10:26

    გილოცავთ კულეებო.ვატყობ კუმანი მალე ყველა კრიტიკოსს გააჩუმებს.ბარსას კაცია,ჩვენზე უკეთესად ესმის ფეხბურთი.ასე უცებ ვერ ააშენებს გუნდს.სუარესის გაშვება იქნებუკეთესიც იყო.ახალ გუნდსაშენებს და ახალგაზრდებზე უნდა ააგოს.ატლეტიკო მალე ცაისვრის.არააქვთ დიდი ფოხი

  • Pedro González López
    22 მარ 2021, 10:16

    ყველაზე კარგი ის არის რომ სოსიედადი ანოეტაზე გამოდგება შეფასების კრიტერიუმად. ასეთი პრესინგი და ბურთის მაშინვე დაბრუნება (რაც სხვათაშორის პსჟსთანაც იყო პირველ ტაიმში) კაი ხანია გუნდს არ გამოსვლია.. სეზონის განმავლობაში გუნდის ასეთი პროგრესიც არ მახსენდება, ძირითადად როგორც ვიწყებთ ხოლმე სეზონს ისევე ვამთავრებთ, ან რეგრესია ხოლმე სეზონის ბოლოსკენ. მაგრამ ახლა თვალსაჩინოა რო ფეხბურთებელებს ესმით რას აკეთებენ, ერთმანეთის ესმით.

  • ბასქუ10
    22 მარ 2021, 10:02

    მორიგი კარგი და სასიამოვნო სტატია👏 გუშინ ნამდვილად ვისიამოვნე ამ მატჩით, ასეთი პრესინგი და ასეთი ბარსელონა დიდი ხანია არ მინახავს, დღითი დღე უმატებენ და კარგ ფორმაში ხვდებიან სეზონის ფინიშს, ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ, ატლეტიკო დიდი წნეხშია მოქცეული და კიდევ დაკარგავს ქულებს

  • duggu
    22 მარ 2021, 09:40

    Respect-ფეოლა ❤

  • Always cule
    22 მარ 2021, 09:27

    ძალიან კარგი თამაში იყო, მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოვიპოვეთ და თან როგორი ანგარიშით, 6-1! თუ დარჩენილი თამაშები ასე ვითამაშეთ იქნებ მოვიგოთ კიდეც ყველა.
    და რაც ყველაზე მეტად მიხარია, ახალგაზრდები რო ასე თამაშობენ.
    სტატია როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა❤💙