workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პსჟ VS ბარსა (ვიდეოანალიზი)

პსჟ VS ბარსა (ვიდეოანალიზი)

სურპრიზები არ ყოფილა, არც ჩვენგან, არც ფრანგებისგან. მწვრთნელებმა თავიდანვე ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ იყო კომბინაციები, რომელსაც ვერცერთი გუნდი ვერ გაუმკლავდა. ცოდნა ერთია და შესრულება მეორე. ამ თამაშში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კუმანის ახალი ტაქტიკა კარგად მუშაობს და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ფეხბურთში არსებობს კომბინაციები, რომელიც არასდროს დაძველდება. 

დემბელე – მთავარი იარაღი 

თავიდანვე ნათელი იყო, რომ პსჟ სიღრმიდან ითამაშებდა, ფრანგებს დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და მინიმალურ რისკზეც არ წასულან. 1-2 შემთხვევა იყო მხოლოდ, როცა ჩვენს ნახევარზე პრესინგი სცადეს და ორივეჯერ ცუდად დაამთავრეს, ამიტომ, უმეტესად საკუთარ ნახევარზე იყვნენ განლაგებულნი, მცველები კი ძალიან ახლოს იყვნენ მეკარესთან, იმისათვის, რომ მათ შორის სივრცეში დემბელე არ გაქცეულიყო, თუმცა, მაინც გაიქცა. 

თამაშის შემდეგ, თუ არ ვცდები, გრიზმანმა თქვა, პსჟ-მა არ იცოდა, თავი როგორ დაეცვაო და მართალიც იყო. კუმანის ტაქტიკას ვერ გაუმკლავდნენ, ფლანგზე ყოველთვის ვქმნიდით რიცხობრივ უპირატესობას და დემბელე ყოველთვის პოულობდა თავისუფალ სივრცეს, ოღონდ ვერცერთხელ ამით ვერ ისარგებლა. 

გარდა დემბელეს შეტევებისა, იყო ერთი შემთხვევა, როცა პსჟ-ის დაცვა ცენტრამდე იყო ამოსული, ალბათ ერთადერთი მომენტი იყო, როცა ეს შეცდომა დაუშვეს და შანსიც მოგვეცა, დემბელეც ტრადიციულად მცველების ხაზზე იყო, მაგრამ დესტი უკეთეს პოზიციაში აღოჩნდა და შეტევა კარში დარტყმით დაასრულა. 

პსჟ-ის შეტევები

გარდა იმისა, რომ მბაპეს ტოვებდნენ ძირითადად მარცხენა ფლანგზე, სხვა დიდი გეგმა ფრანგებს არ ჰქონიათ, თუმცა, რამდენჯერმე გაათამაშეს მესამეზე პასი. “ბარსა” რომ ამ კომბინაციას ვერ უმკლავდება, ადრეც დაგვიწერია. “ბარსა” კი არა, როცა კარგად სრულდება, არ არსებობს, რომ ვინმე გაუმკლავდეს, რადგან ბოლო პასის დროს, როგორც წესი, რამდენიმე ვარიანტია და ფეხბურთელის აზროვნებაზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ამიტომ შემორჩა ეს კომბინაცია თანამედროვე ფეხბურთს და ამიტომ იყენებს თითქმის ყველა დიდი მწვრთნელი და დიდი გუნდი. პსჟ-მა ორჯერ იდეალურად შეასრულა ყველაფერი, ერთ შემთხვევაში დაცვიდან ამოვიდა უსწრაფესად და მთავარი მოქმედი პირი აქ ვერატი იყო, ხოლო მეორე ჯერზე, მეორე ტაიმის დასაწყისში, მოედნის ცენტრიდან შეტევაზე გადმოვიდნენ, კომბინაცია ორივეჯერ იდეალურად შესრულდა, აი დასრულებით ვერ დაასრულეს. 

დე იონგს რომ ცენტრში ეთამაშა, იქნებ კიდევ შეგვეთავაზებინა მეტოქისთვის რამე საინტერესო, მაგრამ პრობლემების გამო დაცვაში მოუწია თამაში, მეორე ტაიმი კი დიდად მოსაწყენი და უღიმღამო გამოდგა. 

ტიტულებისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ და არა მგონია, ეს ტაქტიკა სეზონის ბოლომდე შეიცვალოს. ფატიმ, ან კოუტინიომ თუ დაბრუნება მოასწრეს, მათაც მოუწევთ კონკურენციაში ჩაბმა და ახალ ტაქტიკასთან ადაპტირება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 13 მარ 2021, 16:45

    ანუ შეგვძლებია და რატო მივიყვანეთ საქმე აქამდე, თუ კამპ ნოუზე თამაშში ჩაგვეძინა.

  • me da barca
    schedule 13 მარ 2021, 11:20

    გრიზმანს ამ თამაშში რომც ეფრინა, ჩემი აზრით გრიზმანი გასაყიდია, + სამივე ფრანგი და კოუტინიო. ფირპოს უკეთ გამოიყენებ, ვიდრე უმტიტის.

  • ბასქუ10
    schedule 13 მარ 2021, 10:26

    დეიონგს რომ ცენტრში ეთამაშა დაცვაში ბევრი პრობლემა შეგვექმნებოდა, სხვა გზა არც იყო უმტიტის დაყენება და მრავალი შეცდომა ერთი იყო, არცერთხელ არ გაგვიმართლა ძლიერ გუნდებთან, ეს არაუხო დაპიკე ვერცერთხელ ვერ დაემთხვნენ

  • datio
    schedule 12 მარ 2021, 19:47

    Griezzy7,
    სწრაფი შემტევი სხვა არ გვყავს თორემ ფატი იყოს ჯანმრთელი და დემბელეს არც მიაკარებდა ძირითადს

  • El pistolero 9
    schedule 12 მარ 2021, 18:53

    დაბრუნდება ფატი და დემბელეს სკამს მოახეხინებს

  • Always cule
    schedule 12 მარ 2021, 16:58

    გამოიყენოს ეს წყობა ამ სეზონში, ფატი რო დაბრუნდება დემბელეს ნაცვლად ჩაჯდება და ეგაა

  • ფეოლა
    schedule 12 მარ 2021, 16:46

    Griezzy7,
    არა, ვყიდით გრიზმანს.
    ულაპარაკოდ.
    გადახედვას არ ექვემდებარება.

  • Diana
    schedule 12 მარ 2021, 16:44

    დემბელემ უკვე მერამდენედ გააფუჭა 100%იანი მომენტი🙄