ტაიმის ბოლოს პროგრამა მინიმუმამდე ძალიან ახლოს ვიყავით, ტაიმში ორი გოლი ზუსტად ის იყო, რა მიზნითაც მოედანზე გავედით, მაგრამ ლეომ ვერ გაიტანა და თამაში დამთავრდა.
საფეხბურთო მატჩებში არის გარდამტეხი მომენტები, რომელიც ერთ გუნდს ძალიან დიდ მუხტს აძლევს, ხოლო მეორეს აბსოლუტურად ანადგურებს. ერთიც და მეორეც ბევრჯერ გამოგვიცდია, როგორც წესი, ასეთ მუხტს ან სწრაფი გოლი იძლევა, ან გოლი, რომელსაც მეტოქეს გასახდელში გაატან, აი ეს გარდამტეხი მომენტი დადგა, გატანის შემთხვევაში საოცარ მუხტს მივიღებდით, შემდეგ ეტაპზე გასვლა უკვე რეალური და ხელშესახები იქნებიდა, პსჟ-ს კი აუცილებლად დაეტყობოდა პანიკა, რადგან ძველი ჭრილობები ასეთ დროს ყოველთვის გახსენებს თავს. თუ ვერ გავიტანდით, პირიქით, მეტოქე ჩაიგდებდა ხელში ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ უპირატესობას, თამაში ჩვეულ რიტმში ვეღარ გაგრძელდებოდა, ამ დარტყმას ყველაფერი უნდა შეეცვალა, ან ერთ, ან მეორე მხარეს.
სამწუხაროდ არ გავიდა.
“ჩელსისთან” გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ მესიმ ყველაზე მნიშვნელოვანი პენალტი ვერ გაიტანა. ვერ გატანასაც გააჩნია, მე მგონი, არასდროს ასე არ დაურტყამს, არც კუთხეში, არც ცენტრში, არც ძლიერად, არც გაგორებით, ფაქტია, რომ ამისთვის მზად არ იყო, შესაძლოა დაღლამაც ითამაშა თავის როლი, შესაძლოა, წნეხს ვერ გაუძლო. ასეა თუ ისე, გასასვლელად ვერ გავიბრძოლეთ, არადა შანსი იყო, ამ შანსის გაჩენასაც მოხერხება უნდოდა და ნამდვილად კარგი სანახავი იყო, რომ მოვახერხეთ.
ტაქტიკური ომი
პოჩეტინომ განმეორებითი თამაშის წინ დიდი უპირატესობა მოიპოვა და გაცილებით დიდი რისკის საშუალება მიეცა, რასაც უნდოდა იმას აირჩევდა, რასაც უნდოდა იმას მოსინჯავდა. მიუხედავად ამისა, როგორც ასეთ პრაგმატულ მწვრთნელებს სჩვევიათ, მინიმალური რისკი გასწია და მაქსიმალური კონცენტრაციით გამოვიდა მოედანზე.
იცოდა კუმანის ახალი ტაქტიკის შესახებ, იცოდა, რომ მთავარი იარაღი დემბელეს ცენტრალური მცველების ხაზზე თამაში იყო, ამიტომ პსჟ-ის დაცვამ საკმაოდ უკან, მეკარესთან რამდენიმე მეტრში ითამაშა, რომ გრძელი პასის შემთხვევაში მცველები ნავასს დაეზღვია. მიუხედავად ამ ჩანაფიქრისა, “ბარსამ” მაინც გამოიყენა მთავარი იარაღი, კუმანის ტაქტიკამ იმუშავა და დემბელეს ბევრი მომენტი შეექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა.
მათ შორის ერთი, 100% ით გასატანი იყო. დანარჩენებზე შეიძლება მეტ-ნაკლებად დავა, გააჩნია საიდან შევხედავთ, თუ იქიდან შევაფასებთ, რომ დემბელეს კარგად ვიცნობთ, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ თავადაც არ იცის, საიდან და როგორ შეუძლია გატანა, ყოველი მისი გოლი რაღაც ახლის აღმოჩენას ჰგავს.
თუმცა, თუ იმ კუთხით შევხედავთ, რომ 140 მილიონიან ფეხბურთელს ვუყურებთ, მაშინ ყველა შემთხვევაში უნდა მოთხოვო გატანა და ელი კიდეც ამას, მაგრამ რეალურად, 140 მილიონი პოტენციალში გადაიხადეს და არა შემდგარ ფეხბურთელში, ხოდა, ამ დროის განმავლობაში პოტენციალის 20% გამოავლინა (სავარაუდოდ), ასე რომ, მისგან მხოლოდ 45-50 მილიონი ევროა დარჩენილი.
მესიზე ბოლო პასს რაც შეეხება, აქ ვერ დავადანაშაულებ, არ მგონია, რომ იქ სხვანაირი პასი გასულიყო, ან უფრო ნელი, ან უფრო სიღრმიესკენ, კონკრეტულ მომენტში მხოლოდ ისე შეიძლებოდა პასის გაკეთება, როგორც გააკეთა.
პსჟ-ის ხაზი მხოლოდ ერთხელ ჩავარდა, მხოლოდ ერთხელ ამოვიდა იმაზე მაღლა, ვიდრე პოჩეტინოს ჰქონდა დავალებული და სწორედ ამ შეცდომას მოჰყვა დესტის გარღვევა, სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო და კარაგადაც დაარტყა, აქაც არ გაგვიმართლა, ნავასს რაც მოხვდა, ასხლეტით ყველაფერი ხარიხისკენ წავიდა.
კუმანს ვერაფერში გავამტყუვნებ, წინა შეხვედრაში რომ ამ ტაქტიკით ეთამაშა, გასვლის ძალიან კარგი შანსი გვექნებოდა, თუმცა, ასეთი ცვლილება ზუსტად იმ მარცხმა გადააწყვეტინა. რომ არა სახლში განადგურება, ტაქტიკაში ძირეულ ცვლილებებს არ მოახდენდა და ერთ ნაბიჯს პროგრესისკენ ვერ გადავდგამდით.
შენების პროცესში მნიშვნელოვანია, რომ გუნდი შეცდომებზე სწავლობდეს, კუმანი ამას ახერხებს და “ბარსა” ვითარდება.
მესის გოლი
წინა წელს “ნაპოლის” კარში ლეოს გატანილი გოლი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლად აღიარე., ვიცოდი, რომ ასე უსახურად ამ ტურნირს არ დატოვებდა, მაგრამ ასეთ გოლს არ ველოდი. არც ასეთ ტრაექტორიას, არც იმას ველოდი, რომ ამ მანძილიდან საერთოდ დაარტყამდა, მაგრამ ეს ხომ ლეო მესია?! იმ წიგნივით არის, რომელსაც კითხულობ და ბოლო არ უჩანს, ყოველი მომდევნო გვერდი გაოცებს და არასდროს არ გინდა, რომ დასრულდეს.
თუ გავარდნაა, ასეთი გოლით დამშვიდობება საუკეთესო ვარიანტია.
რა გველის წინ
წინ გველის ფინალი და ბრძოლა ლა ლიგის ტიტულისთვის. გარდა კოპას ფინალისა, კიდევ ერთი ფინალი გვექნება “კამპ ნოუზე”, “ატლეტიკოს” პირისპირ, თუმცა, იქამდე ფეხი არ უნდა დაგვიცდეს და ჩემპიონობის კარგი შანსი გვექნება.
სეზონის მიმდინარეობისას არარეალურად ჩანდა, ახლა კი რეალურია.
ლაპორტა საქმეს აქტიურად შეუდგა, “რეალთან” მთავარი დაპირისპირება არა მოედანზე, არამედ სატრანსფერო ბაზარზე გვექნება, ორივე გუნდს ახალი პროექტი სჭირდება, ამიტომ მთავარ ვარსკვლავებზე დიდი გაწევ-გამოწევა იქნება.
უკვე ვერ ვიყოფთ დავიდ ალაბასა და ერლინგ ჰოლანდს.
პერესი “ბარსას” პრეზიდენტებს ყოველთვის ჯაბნიდა, ოღონდ არა ლაპორტას. ეს ის გამონაკლისია, რომელიც ვერც მოედანზე და ვერც სატრანსფერო ბაზარზე ვერ დაჩაგრა.
წინ საინტერესო ამბები გველის.
დღეს ვნახე ისევ პენალტი და გასამეორებელი ყოფილა ვერატი რკლაში იყო სანამ მესიმ დაარტყა და მერე ვერატიმ გამოიტანა ბურთიი
ლა ლიგას და კოპას მაინც მიაწვნენ ახლა
1) მესი რადაც არუნდა დაუჯდეთ ამ ახალ ხელისუფლებას უნდა დაიტოვონ 2) ბალასტი მოაშორონ ყველანაირი გზით თუ უნდათ გააჩუქონ ეს მუქთახორები 3 ) კაპიტანი გვინდა გუნდში რომელსაც ექნება ლიდერობის უნარი გუნდის გამხნევების ერთი ადგილი და რაც მთავარია პუიოლივით მგელი უნდა იყოს ან მასთან მიახლოებული მგლის ლეკვი მაინც ( 😀 ) 4) ტრანსფერი სასწრაფოდ გასაჩარხია ჰალანდის თორე დავჩებით ხახამშრალები და პლიუს დაცვაში ერთი ნორმალური კაცი რომელსაც შეეძლება ფლანგური მცველის როლის შეთავსება… რაც შეეხება მესის ეგ კაცი მართლა გმერთი ხომ არ გონია ზოგზოგიერთებს? ჩვეულებრივი მოკვდვავია რომელის მსგავსი ფეხბურთელი აგარასოდეს არ დაიბადება და სანამ მის კრიტიკაზე გადახვიდოდეთ ზოგიერთი ვაი გულშემატკივრები რომლებიც ბარსელონას 5 წელია გულშემატკივრობთ ( თუ ამას გულშემატკივრობა ქვია ) დაგიქრება გმართებთ და წარსულის გახსენება…. თუ არ შეგიძლიათ ამდენი მომავალს მაინც ნუ უშხამავთ ნამდვილ გულშემატკივრებს და მომავალ თაობას რომელმაც გუნდის სიყვარული კლუბის ლოგოდან უნდა დაიწყოს ჯერ და შემდეგ მისი ფეხბურთელებით და მათი დამსახურებებით!!!!! ( წააცენზურეს უკვე ტვინი ))))
პირველი ტაიმი მართლა მაგრად ითამაშეს უბრალოდ დემბელე საშინლად არასტაბილურია და მესიმ გუნდი დააღალატა
ფრანგების ადგილი ბარსაში არაა, ყველას ჰქონდა საკმარისი დრო იმისა რომ ეჩვენებინათ თავის მაქსიმუმი თუმცა ამას ვერცერთი ვერ აკეთებს, კოუტინიოც ხო ვერ თამაშობს მაგრამ გუშინ გრიზმანზე ან დემბელეზე ბევრს გააკეთებდა მოედანზე, გრიზმანის მაგივრად ტრინკაუ უნდ აყოფილიყო რომელსაც ძალიან მაგარი
დრობლინგი აქვს და უფრო გაამწვავებდა ვიდრე გრიზმანი მაგრამ არაუშავს, გუშინ ნამდვილად კარგი ბარსელონა ვიხილეთ მოედანზე და ნამდვილად ღირსეულად დავტოვეთ ტურნირი თუმცა მომავალში ამ ტიტულს ჩვენ დავეუფლებით, ბრძოლა გრძელდება, 2 ტურნირის მოგების შანსი გვაქვს და ეს შანსი ბოლომდე უნდა გამობიყენოთ
პსჟს რომ გავცდენილიყავით კაი იყო მარა არ მოხდა მასე. მაინც გამოგვაგდებდნენ დიდი ალბათობით. ახლა კი კოპას და ლა ლიგას უნდა მივაწვეთ!
კუმანმა ძალიან კარგად ათამაშა გუშინ გუნდი. ფრანგები გასაყრელები არიან.
სულ მალე ისევ ავალთ მწვერვალზე, ლიგაც იქნება და ყველაფერი.
ლა ლიგაში ბრძოლა იქნება ბოლომდეე!!!კოპა კიდე უეჭველად მოსაგებია
არ გეჩვენება მეგობარო, ორივე წიხლით გასაყრელები არიან
მარტო მე მეჩვენება, რომ გრიზმანიც და დემბელეც ტყუილად დარბიან და ფაფხურობენ, გრიზმანი საერთოდ ვერ ხვდება რა უნდა მარტო ჩვენსავე ფეხბურთელებს ედება ფეხებში, დრიბლინგი და პასი ხო ვაბშე ჩემ მტერს, აი დემბელე როდის ისწავლის კარში დარტყმას ეგეც მაგრად მაინტერესებს.
არ გამოვა ჩურჩხელისგან სალამური, არც ფრანგებისგან :უმტიტი, ლენგლე, გრიზმანი, დემბელე- ფეხბურთელი.
ან გაყიდოს ლაპორტამ, ან ათამაშოს ბარსა-ჭ-ში.
გამომივიდნენ აქ მსოფლიო ჩემპიონები.
ჩემპიონები კი არა თხლეები არიან.
ლა ლიგას უნდა მივაწვეთ ბოლომდე და ნუ კოპა უეჭველი მოსაგებია დუბლით სეზონის დამთავრება ცუდი არაა
აი ბუსკეცი იყო სასწაული თურმე შეძლებია
გრიზმანი დემბელე ლენგლე უმტიტი ნახვამდის.
ჰალანდი გარსია ალაბა ველქამ
კუმანზე ცუდს არასდროს ვიტყვიი მაგრა ათამაშა სასტავი არცერთი ნაბიჯი უკან
ცუდია ,რო ასე დაარტყა პენალტი მესიმ. უბრალოდ ვერ გაუძლო ზეწოლას . ძნელია როცა იცი შენი გასაკეთებელია ყველაფერი და არავის იმედი არ უნდა გქონდეს. ნუ ხან გაიტან ხან ვერ გაიტან ფეხბურთია. ზოგს ვერასდროს ვერ გააქ ვაბშე
აი ამ თამაშით მემგონი საბოლოოდ დავრწმუნდით რომ ჩავარდნები მთლად კუმანის ბრალი არაა. არ გამოუყვანია მაგ კაცს გუშინ გუნდი წასაგებად პირიქით მოსაგებად იბრძოდნენ, მაგრამ რას ვიზამთ?! ისედაც შეგუებულიები ვიყავით რომ გამოვვარდებოდით და უბრალოდ შემართებით თამაშს ველოდით ბარსასგან, ეს კიდეც გააკეთეს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით თუ ვინ უნდა მიბრძანდეს ზაფხულში გუნდიდან. გრიზმანი-დემბელეს თუ კიდე გააჩერებს ლაპორტა და მაგათი ტრანსფერის ფულს ნორმალურად არ მოახმარს გუნდს, ჩათვალეთ რომ ისეთი მაჩანჩალა იქნება გუნდი მომავალში როგორიც იყო და არის. ლა ლიგისთვის იბრძვიან და ცოტა ღმერთის დახმარება პატარა გამართლებებიც გვინდა და აუცილებლად მოვექცევით ჩვენც ცხრილის სათავეში. კოპას ფინალში რაღათქმაუნდა სული-გული ყველაფერი უნდა დადონ და ტიტული ჩაიგდონ ხელში. ფეოლაზე კი ვთქვი და გავმეორდები ისეთ სტატიას გააძრობს ყველაფერს დაგვავიწყებსთქო❤️ ნეტა ისე მონდომებით მუშაობდეს ბარსას სტაფი როგორც აქ მუშაობენ მწერლები ადმინები და კიდე თუ გყავთ ვინმე❤️
ეს ის შემთხვევა როცა წააგე, მაგრამ იღიმი და იმედი გაქვს მომავლის ასეა ბარსას საქმე ზუსტად. ყველაფერში იგრძნობა რომ ამ გუნდს კუმანის ხელში მომატების და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა თავისუფლად შეუძლია. რათქმაუნდა სწორი და გააზრებული მენეჯმენტის შემთხვევაში. ამ წამს მშვენიერი ფრენჩაიზი ყავს გუნდს და სწორი დაგეგმაა საჭირო.
კუმანი ულაპარაკოდ დასატოვებელია, მისი დამსახურება რომ გუნდი რაღაცის დამსგავსებას იწყებს, აქვს თავისი კონტურები, იდეები და ხედვები. როცა ადრე ამ ყველაფრის გარეშე თამაშობდა. ვინ მოვა და ვინ წავა ეს ტექნიკური საკითხია და ამას ჩვენზე კარგად ჟოანი და კუმანი კარგად ხედავენ. ეს ის შემთხვევა როცა გუნდი საიმედო ხელშია – წლების შემდეგ.
აუცილებლად დაბრუნდება ბარსა
არაუშავს მთავარია ვეცადეთ ვეცადეთ და არ გაგვიმართლა
წინგველის ძალიან მაგარი ამბები. ახალი გუნდის შენების მომსწრეები გავხდებით და დიდი იმედები მაქვს. უბრალოდ ბევრი ფეხბურთელია გასაშვები..