მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მესის ორი გასროლა – აღმაფრენა და დაცემა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მესის ორი გასროლა – აღმაფრენა და დაცემა

ტაიმის ბოლოს პროგრამა მინიმუმამდე ძალიან ახლოს ვიყავით, ტაიმში ორი გოლი ზუსტად ის იყო, რა მიზნითაც მოედანზე გავედით, მაგრამ ლეომ ვერ გაიტანა და თამაში დამთავრდა.

საფეხბურთო მატჩებში არის გარდამტეხი მომენტები, რომელიც ერთ გუნდს ძალიან დიდ მუხტს აძლევს, ხოლო მეორეს აბსოლუტურად ანადგურებს. ერთიც და მეორეც ბევრჯერ გამოგვიცდია, როგორც წესი, ასეთ მუხტს ან სწრაფი გოლი იძლევა, ან გოლი, რომელსაც მეტოქეს გასახდელში გაატან, აი ეს გარდამტეხი მომენტი დადგა, გატანის შემთხვევაში საოცარ მუხტს მივიღებდით, შემდეგ ეტაპზე გასვლა უკვე რეალური და ხელშესახები იქნებიდა, პსჟ-ს კი აუცილებლად დაეტყობოდა პანიკა, რადგან ძველი ჭრილობები ასეთ დროს ყოველთვის გახსენებს თავს. თუ ვერ გავიტანდით, პირიქით, მეტოქე ჩაიგდებდა ხელში ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ უპირატესობას, თამაში ჩვეულ რიტმში ვეღარ გაგრძელდებოდა, ამ დარტყმას ყველაფერი უნდა შეეცვალა, ან ერთ, ან მეორე მხარეს.

სამწუხაროდ არ გავიდა.

“ჩელსისთან” გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ მესიმ ყველაზე მნიშვნელოვანი პენალტი ვერ გაიტანა. ვერ გატანასაც გააჩნია, მე მგონი, არასდროს ასე არ დაურტყამს, არც კუთხეში, არც ცენტრში, არც ძლიერად, არც გაგორებით, ფაქტია, რომ ამისთვის მზად არ იყო, შესაძლოა დაღლამაც ითამაშა თავის როლი, შესაძლოა, წნეხს ვერ გაუძლო. ასეა თუ ისე, გასასვლელად ვერ გავიბრძოლეთ, არადა შანსი იყო, ამ შანსის გაჩენასაც მოხერხება უნდოდა და ნამდვილად კარგი სანახავი იყო, რომ მოვახერხეთ.

ტაქტიკური ომი

პოჩეტინომ განმეორებითი თამაშის წინ დიდი უპირატესობა მოიპოვა და გაცილებით დიდი რისკის საშუალება მიეცა, რასაც უნდოდა იმას აირჩევდა, რასაც უნდოდა იმას მოსინჯავდა. მიუხედავად ამისა, როგორც ასეთ პრაგმატულ მწვრთნელებს სჩვევიათ, მინიმალური რისკი გასწია და მაქსიმალური კონცენტრაციით გამოვიდა მოედანზე.

იცოდა კუმანის ახალი ტაქტიკის შესახებ, იცოდა, რომ მთავარი იარაღი დემბელეს ცენტრალური მცველების ხაზზე თამაში იყო, ამიტომ პსჟ-ის დაცვამ საკმაოდ უკან, მეკარესთან რამდენიმე მეტრში ითამაშა, რომ გრძელი პასის შემთხვევაში მცველები ნავასს დაეზღვია. მიუხედავად ამ ჩანაფიქრისა, “ბარსამ” მაინც გამოიყენა მთავარი იარაღი, კუმანის ტაქტიკამ იმუშავა და დემბელეს ბევრი მომენტი შეექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა.

მათ შორის ერთი, 100% ით გასატანი იყო. დანარჩენებზე შეიძლება მეტ-ნაკლებად დავა, გააჩნია საიდან შევხედავთ, თუ იქიდან შევაფასებთ, რომ დემბელეს კარგად ვიცნობთ, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ თავადაც არ იცის, საიდან და როგორ შეუძლია გატანა, ყოველი მისი გოლი რაღაც ახლის აღმოჩენას ჰგავს. 

თუმცა, თუ იმ კუთხით შევხედავთ, რომ 140 მილიონიან ფეხბურთელს ვუყურებთ, მაშინ ყველა შემთხვევაში უნდა მოთხოვო გატანა და ელი კიდეც ამას, მაგრამ რეალურად, 140 მილიონი პოტენციალში გადაიხადეს და არა შემდგარ ფეხბურთელში, ხოდა, ამ დროის განმავლობაში პოტენციალის 20% გამოავლინა (სავარაუდოდ), ასე რომ, მისგან მხოლოდ 45-50 მილიონი ევროა დარჩენილი.

მესიზე ბოლო პასს რაც შეეხება, აქ ვერ დავადანაშაულებ, არ მგონია, რომ იქ სხვანაირი პასი გასულიყო, ან უფრო ნელი, ან უფრო სიღრმიესკენ, კონკრეტულ მომენტში მხოლოდ ისე შეიძლებოდა პასის გაკეთება, როგორც გააკეთა.

პსჟ-ის ხაზი მხოლოდ ერთხელ ჩავარდა, მხოლოდ ერთხელ ამოვიდა იმაზე მაღლა, ვიდრე პოჩეტინოს ჰქონდა დავალებული და სწორედ ამ შეცდომას მოჰყვა დესტის გარღვევა, სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო და კარაგადაც დაარტყა, აქაც არ გაგვიმართლა, ნავასს რაც მოხვდა, ასხლეტით ყველაფერი ხარიხისკენ წავიდა.

კუმანს ვერაფერში გავამტყუვნებ, წინა შეხვედრაში რომ ამ ტაქტიკით ეთამაშა, გასვლის ძალიან კარგი შანსი გვექნებოდა, თუმცა, ასეთი ცვლილება ზუსტად იმ მარცხმა გადააწყვეტინა. რომ არა სახლში განადგურება, ტაქტიკაში ძირეულ ცვლილებებს არ მოახდენდა და ერთ ნაბიჯს პროგრესისკენ ვერ გადავდგამდით.

შენების პროცესში მნიშვნელოვანია, რომ გუნდი შეცდომებზე სწავლობდეს, კუმანი ამას ახერხებს და “ბარსა” ვითარდება.

მესის გოლი

წინა წელს “ნაპოლის” კარში ლეოს გატანილი გოლი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლად აღიარე., ვიცოდი, რომ ასე უსახურად ამ ტურნირს არ დატოვებდა, მაგრამ ასეთ გოლს არ ველოდი. არც ასეთ ტრაექტორიას, არც იმას ველოდი, რომ ამ მანძილიდან საერთოდ დაარტყამდა, მაგრამ ეს ხომ ლეო მესია?! იმ წიგნივით არის, რომელსაც კითხულობ და ბოლო არ უჩანს, ყოველი მომდევნო გვერდი გაოცებს და არასდროს არ გინდა, რომ დასრულდეს.

თუ გავარდნაა, ასეთი გოლით დამშვიდობება საუკეთესო ვარიანტია.

რა გველის წინ

წინ გველის ფინალი და ბრძოლა ლა ლიგის ტიტულისთვის. გარდა კოპას ფინალისა, კიდევ ერთი ფინალი გვექნება “კამპ ნოუზე”, “ატლეტიკოს” პირისპირ, თუმცა, იქამდე ფეხი არ უნდა დაგვიცდეს და ჩემპიონობის კარგი შანსი გვექნება.

სეზონის მიმდინარეობისას არარეალურად ჩანდა, ახლა კი რეალურია.

ლაპორტა საქმეს აქტიურად შეუდგა, “რეალთან” მთავარი დაპირისპირება არა მოედანზე, არამედ სატრანსფერო ბაზარზე გვექნება, ორივე გუნდს ახალი პროექტი სჭირდება, ამიტომ მთავარ ვარსკვლავებზე დიდი გაწევ-გამოწევა იქნება.

უკვე ვერ ვიყოფთ დავიდ ალაბასა და ერლინგ ჰოლანდს.

პერესი “ბარსას” პრეზიდენტებს ყოველთვის ჯაბნიდა, ოღონდ არა ლაპორტას. ეს ის გამონაკლისია, რომელიც ვერც მოედანზე და ვერც სატრანსფერო ბაზარზე ვერ დაჩაგრა.

წინ საინტერესო ამბები გველის.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (31)

  • Bobi
    11 მარ 2021, 23:20

    რატო წავიკითხე რა მინდოდა…
    ჭრილობაზე მარილის დაყრას გავდა, გენიალური სტატია იყო 👏🏻❤️

  • JasoN
    11 მარ 2021, 18:56

    ციტატა: MERENGUE
    აი მართლა მაგარი გოლი იყოოოო🙌🙌🙌 ცხოვრებაში ბარსას გოლზე არ მიყვირია და ამ ჩემისამ რო გლიჯა 35 მეტრიდან და სთხარა ეგრევე წამოვხტი იმხელაზე ბიყვირეეე ბუნებრივად რო მეთითონ გამიკბირდააა👌👌👌


    გეტყობა შენ როდესაც 6 – 1 მოვუგეთ ამ გუნდს ქამბექით მაშინ არ უყურებდი თამაშს თორე ყვირილი მეექვსე გოლზე უნდა გენახა 15 წუთი სახლში ვგრიალებდი დაჩრილი დათვივით და ერთი მაგდენი აივანზე )))) და ყველაზე მეტად ის გამიხარდა როდესაც აივანზე ვყვიროდი მარტო არ ვიყავი გუნდურად ყვიროდა რამოდენიმე კორპუსი )))) თუმცა რა თქმა უნდა ამ გოლით არანაკლები სიამოვნება მივიღე უბრალოდ აღარ მიკვირს გოლს იტანს გენიოსი სახელად ლიონელ მესი და აქ დამთავრდა სათქმელიც

  • MERENGUE
    11 მარ 2021, 18:22

    აი მართლა მაგარი გოლი იყოოოო🙌🙌🙌 ცხოვრებაში ბარსას გოლზე არ მიყვირია და ამ ჩემისამ რო გლიჯა 35 მეტრიდან და სთხარა ეგრევე წამოვხტი იმხელაზე ბიყვირეეე ბუნებრივად რო მეთითონ გამიკბირდააა👌👌👌

  • Always cule
    11 მარ 2021, 16:39

    ამან არ უნდა იმოქმედოს ლა ლიგის თამაშებზე, არ უნდა მიაყოლონ ახლა წაგებები, ლა ლიგა და კოპა მაინც უნდა მოვიგოთ.

  • basa7
    11 მარ 2021, 13:40

    მიუხედავად იმისა რომ ჰალანდს არ ვთვლი ბარსას სტილის ფეხბურთელად გუშინდელმა შეხვედრამ ცალსახად აჩვენა და საბოლოოდ დამარწმუნა მის საჭიროებაში. გუშინ რომ ჰალანდი გვყოლოდა ქამბექი შედგებოდა დიდი ალბათობით. ამიტომ პირველ რიგში ეგ ბიჭი უნდა ვიჩალიჩოთ, მერე კი ცენტრალური მცველები. აუცილებლად 10 კაცია გასაშვები გუნდიდან. ოთხივე ფრანგი, კოუტინიო, პიანიჩი,ბრეიტუეიტი, ფირპო, სერხი რობერტოც და ნეტუც თუნდაც იმიტომ რომ ფული გვჭირდება და ფერნანდესი. მორიბა, მიგესა და დე ლაფუენტე გადმოწიონ პირველ გუნდში და რეალურად 11 ფეხბურთელია საყიდი იმიტომ რომ ამ ოპერაციების შემდეგ 14 ფეხბურთელი რჩება გუნდში. ჰალანდის და გარსიას გარდა აუცილებლად ვიყიდდი ჟულ კუნდეს და აუარს. აუარი მეტ კრეატივს შეძენდა გუნდს. პლიუს ორი განაპირა მცველი გვინდა აუცილებლად. წელს თუ ამათ გაყიდიან მინიმუმ 6 ფეხბურთელის ყიდვა შეიძლება.

  • FC Bayern Munich
    11 მარ 2021, 13:27

    ბარსას ქომაგებს როგორ უცებ გეცვლებათ მწვრთნელის მიმართ შეხედულება, როგორ უნდა შეაქო კუმანი რომლის კისერზეა ეს მარცხი პსჟ-თან. 20 წელია ფეხბურთს ვუყურებ და არ მინახავს ბარსელონა საკუთარ მოედანზე დაცვაში დადგეს და ბურთი მთლიანად მეტოქეს დაუთმოს, ჩანდა მწვრთნელის დავალება, გოლის არ გაშვება იყო მისი გეგმა და 4-ხი გაუშვეს, გამოჩნდა რო პსჟ არაა ისეთი ძლიერი ბარსას 1-4 უგოს, უბრალოდ არასწორი ტაქტიკა იყო პირველ შეხვედრაში არჩეული. ბევრად არასტაბილური და სუსტია პსჟ ვიდრე შარშან იყო, საფრანგეთშიც არაა პირველ ადგილზე, თითქმის ყველა ძლიერ გუნდთან წააგო, თავიდანვე ვთვლიდი და დღესაც ვფიქრობ რო უფრო ძლიერია ბარსა ამ კლუბზე. 👏 გუშინ მინიმუმ 2 ბურთიანი ჰანდიკაპით შეეძლოთ მოგება, დემბელეს ოდნავ მეტი საგეხბურთო ინტელექტი რომ ქონდეს, ამ პსჟს ბაიერნი ორივე თამაშს უმარტივესად მოუგებს, უშანსოდ გადაახევს ბურთს თავზე. 🤨 მაგრად გამიტყდა ამათთან რო გავარდა რა ბარსა!

  • me da barca
    11 მარ 2021, 13:19

    ეს უკვე წარსულია და უნდა დაივიწყონ, რომ ეს არ გადავიდეს ლა ლიგის თამაშებზე, ტირილის დრო დამთავრდა. თუ ატლეს და რეალს ორივეს მოუგებთ და ყოველ ქულას გავუფრთხილდებით ლა ლიგა მიუწვდომელი არაა, როგორც ეს თავიდან მოჩანდა. 6 ქულაა სხვაობა და ამის აღმოფხვრა შეიძლება თავისუფლად.

  • Diana
    11 მარ 2021, 12:49

    ნამდვილად მესის რომ ის პენალტი გაეტანა დიდი ალბათობით სხვა ანგარიშით დასრულდებოდა თამაში , რამდენად მოვახერხევდით 1/4 ში გასვლას ვერ ვიტყვით მაგრამ გუნდის განწყობას აამაღლებდა

  • Barca for life
    11 მარ 2021, 12:07

    არ უარვყოფ კუმანმა ფაქტია რაღაცები ნამდვილად გამოასწორა მაგრამ ერთი რაღაც არის რა: ტაქტიკური განსწავლულობის მიუხედავად არასწორი ცვლილებების გაკეთების და მოტივაციის უნარი აშკარად იგივე დარჩა.
    99%ი თამაშის შემდეგ ხაზს უსვამთ მესის კაპიტნობას და არც გედავებით სულ ვამბობდი დაჟე ჯერ კიდევ ინი რომ კაპიტნობდა მაშინ, რომ მესისთვის არ იყო ეს ტვირთი, მაშინაც ერთი ორჯერ სადაც ეკეთა სამკლაური გუნდს აკლდა ის შემართება და ძრავა რაც პუის ინის და ხავის მოედანზე ყოფნის დროს ქონდა.
    მაგრამ როგორც ვთქვი, ერთი რაღაც არის: თქვენი აზრით მწვრთნელის ერთერთი მოვალეობა არაა გუნდის მოტივირება? თუ მხოლოდ კაპიტანს ევალება?! მეორე ტაიმში ყველა ჩასვრილი რომ გამოვიდა მესის ჩაჯმის შემყურე და პროსტა ბურთს რომ აგორავებდნენ ისე თითქოს ბედს უკვე შეგუებულები იყვნენ, რა აქ კუმანის ბრალეულობა არაფერია? ეტყობა შესვენებაზე გუნდს უთხრა: "კარგად ითამაშეთ ბიჭებო აქ ჩემთვის ტიტულის მოგება არავის მოუთხოვია და თქვენც აღარ გადაიტვირთოთ თავიო". თუკი ვაბშე არაფერი უთქვამს ან თუკი ვერ მოატივირა გუნდი ეგ ხომ უკვე უუნარობის და ავტორიტეტის ბრალია, და რა გასახდელში კაპიტანმა უნდა ილაპარაკოს მარტო?
    You tube ზე ბევრი ვიდეოა სადაც გასახდელში მწვრთნელების და მოთამაშეების დამოკიდებულება ჩანს ერთმანეთის მიმართ, გადახედეთ!
    არასწორია ახსენო მესი და ის თუ როგორ არის მთელი გუნდი მის ხასიათზე დამოკიდებული, როდესაც მწვრთნელს ევალება მსგავსი რამის განტვირთვა და თუნდაც მესის სკამზე მოსმაც.
    სხვა მხრივ, კუმანზე უფრო დიდი დანაშაული ფეხბურთელებს მიუძღვით და ყველამ კარგად ვიცით ვინცაა სიმაღლისდა მიხედვით გასაპანღურებელი.
    და კიდევ მესის წასვლაზე ალაპარაკებულო საზოგადოებავ ფეხბურთს აღარ უყუროთ!
    ტიპი მთელი სეზონებია გუნდს ათრევს ერთი თამაში ჩააგდო და თურმე ეგეც მისაპანღურებელი ყოფილა. გული ყველას დაგვწყდა მაგრამ დაუნახავები ნუ იქნებით, ერთადერთი რასაც მოვიმოქმედებდი კაპიტნის სამკლაურის ჩამორთმევა და ხელფასის შემცირება იქნებოდა, მაგრამ გუნდიდან გაგდება ძალიან ამაზრზენია.

  • Always cule
    11 მარ 2021, 11:56

    ციტატა: BarcelonaForever21
    დღეს ვნახე ისევ პენალტი და გასამეორებელი ყოფილა ვერატი რკლაში იყო სანამ მესიმ დაარტყა და მერე ვერატიმ გამოიტანა ბურთიი

    მეც ვნახე ახლიდან ეგ მომენტი და აშკარად წინ იყო ვერატი შესული, თან მერე მაგან გადააგდო ბურთი კუთხურზე. დავიჯერო დაბრმავდა ის მსაჯი თუ რა ჯანდაბა ეტაკა, უნდა დაერტყმევინებინა უეჭველი ახლიდან

  • Barca1980
    11 მარ 2021, 11:47

    აი მაგიტომ , ზუსტად , იგუაინუს დედას ვდემბელეე , რომ მაგ ჩურჩხელებს მსოფლიო ჩემპიონები ჰქვიათ და ადამიანს , რომელმაც ფეხბურთს 20 წლის მანძილზე ხიბლი დაუბრუნა , მთელი მსოფლიო იმას ეძახის : მაგარი კი ხარ , მაგრამ მსოფლიო ვერ მოიგევო . ხოდა ყველა , ვინც მესის მაგის გამო აკნინებს , კი არიან ღირსები დემბელეს ნაირი ფეხბურთელების თამაშის ყურება ეღირსოთ მარტო . BlauGrana_DS,