თამაშამდე მოვლენები ისე განვითარდა, რომ “კადისთან” მატჩმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. მოხდა ის, რასაც დიდხანს ველოდით – “ატლეტიკომ” წააგო, გაჩნდა შანსი, რომ სხვაობა ექვს ქულამდე შეგვემცირებინა, ამიტომ, მოედანზე ძირითადი შემადგენლობა გავიდა. კუმანის ხელში, როცა “ბარსას” აუცილებლად მოსაგები აქვს, ყველაფერი ძალიან რთულად ვითარდება.
მეორე დავალება სწრაფი გოლის შეგდება იყო, გამომდინარე იქიდან, რომ საფლეიოფო შეხვედრებში ორი თამაში გვაქვს მოსატრიალებელი, “სევილიასთან” და პსჟ-თან, ფრანგებთან “ქამბექი” ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ რას ვიზამთ?! ასეთი ამოცანის წინაშე ვართ და სწრაფ გოლს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია, ჰოდა ვიხილეთ რეპეტიცია, ის რაც “სევილიასთან” და პსჟ-თან აუცილებლად უნდა შევძლოთ, “კადისთანაც” ვერ მოვახერხეთ.
სწრაფი გოლი ვერ შევაგდეთ. შეგვაგვიანდა და ის შეგვიანებული გოლიც თერთმეტმეტრიანს მოჰყვა.
მესამე დავალება, რომელიც გუნდმა შესვენების დროს მიიღო, თამაშის მოკვლა იყო, აუცილებლად გასატანი მეორე გოლი, მშვიდად ყოფნა, სამი ქულის აღება და “ატლეტიკოს” დევნა. მომენტები იყო, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, რაც გასაკვირი საერთოდ არ არის. მთელი თვეა ვწერთ, რომ ჩვენს თავდამსხმელებს ერთმანეთთან არანაირი საერთო არ აქვთ, გარდა ამისა, ჩანდა მძიმე ფსიქოლოგიური ფონი, რაც პსჟ-თან მარცხმა გამოიწვია და ის ძველი ჭრილობებიც ისევ გაიხსნა, რომელიც წინა წლებმა დაგვიტოვა.
მესამე დავალებაც ვერ შევასრულეთ და მეოთხემ საერთოდ ბოლო მოგვიღო – კარი მშრალათ ვერ შევინახეთ. კლემან ლანგლემ დაგვაღალატა, კიდევ ერთხელ შეგვარცხვინა და ნამუსი რომ ჰქონოდა, “სეპუკუს” მაინც ჩაიტარებდა, მაგრამ უნამუსო აღმოჩნდა.
ასეთი ამბავი იყო, პრეზიდენტის გარეშე დარჩენილ გუნდს პასუხსაც ვერავინ თხოვს, მაგრამ ბართომეუ რომ ისევ სკამზე იჯდეს, ალბათ იტყოდა, რომ ყველაფერი კარგად არის, ჩემპიონატის ლიდერს ერთი ქულით მივუახლოვდითო.
დიდი პრობლემა დაცვაში
ეს არ იყო შემთხვევა, როცა მთელმა გუნდმა ცუდად ითამაშა დაცვაში. კოლექტიური დაცვის დროს დიდი პრობლემები არ გამოჩენილა, როგორც წესი, ამ სეზონში ინდივიდუალური შეცდომები გვაქვს, რომელსაც ჩვენს კარში გოლი მოჰყვება.
ლანგლეს პირდაპირი შემცვლელი უმტიტია და ვერ ვიტყვით, რომ მასზე უკეთესია. კუმანი ენდო, შანსი მისცა, ერთი-ორი შეცდომა აპატია კიდეც, მაგრამ ამით კარგი არაფერი მიგვიღია. ვაის გაეყარა და უის შეეყარა, ასეა კუმანის ამბავი.
მინგესა, პიკე, არაუხო, ყველა მათგანი ცენტრალური ზონის მარჯვენა მხარეს თამაშობს, ლანგლე-უმტიტის გადამკიდე, არ გამოვრიცხავ, რომ არაუხოს პოზიციის ცვლილება მოუხდეს, მით უმეტეს, რომ ყოფილა ასეთი შემთხვევები, ნაკლებად კომფორტულია მისთვის, მაგრამ გუნდს ასე სჭირდება, თუმცა, მის დაბრუნებამდე რა უნდა ვქნათ, აი ეს არის კითხვა.
საერთო ჯამში, მთელი დაცვის ხაზი შესაცვლელია. დესტზე შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში დავამყაროთ იმედები. ჯერჯერობით მხოლოდ პოტენციალს ვხედავთ და შესაძლებლობების 50%-საც ვერ გვაჩენებს, ლაპორტას მარჯვენა მცველის მოყვანა სურდა და ნამდვილად არ იქნება ცუდი. ერიკ გარსიაც გეგმაშია, რომელიც ასევე მარჯვენა მხარეს თამაშს არის მიჩვეული, ხოლო მარცხნივ გეგმაც კი არ გვაქვს.
უნდა ადაპტირდეს არაუხო მარცხენა მხარეს, სხვა გზა არ გვაქვს, ახლა თუ არა, შემდეგი სეზონისთვის მაინც.
შესაძლებელია თუ არა მთელი დაცვის ხაზის ცვლილება? არა. სატრანსფერო პერიოდში აქტიურობის ერთადერთი გზა დამატებითი ვალების აღებაა, ეს კი მხოლოდ ლაპორტას შეუძლია თავის კავშირებით, თორემ ვინ მისცემს სესხს ისეთ ორგანიზაციას, რომელსაც მილიარდიანი ვალი აქვს!?
ახალი სესხი ძირითადად ერლინგ ჰოლანდში წავა, ჯერჯერობით ასე ჩანს და ნელ-ნელა ალბათ გაგვაცნობს გეგმას ბატონი ჟოანი.
სრული გაუგებრობა
კარგი პერიოდი, რომელმაც ლა ლიგაში ზედიზედ მოგვიტანა გამარჯვების სერია, ძალიან ხანმოკლე გამოდგა. ფრენკი დე იონგი ფორმიდან ისევ ამოვარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი მისთვის პოზიციის ხშირი ცვლა იყო, მაგრამ ასე უსახურადაც არ უნდა გამოიყურებოდეს. აშკარაა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, გამარჯვებულ გუნდში გადმოვიდა და ორი წელია ვისაც არ ეზარება, ყველამ გადაგვირბინა.
ალბათ უკვე კითხვაც გაუჩნდა, სწორად მოიქცა თუ არა? ამას “ბაიერნის” ინტერესიც ემატება, ზაფხულში თავს დაგვესხმებიან, შეეცდებიან, რომ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდნილი გუნდის სისუსტით ისარგებლონ და იმედია ფრენკის შევინარჩუნებთ, ოღონდ, თამაში უნდა გამოასწოროს, სხვა შემთხვევაში მისი დარჩენის აზრიც დაიკარგება.
ორი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც ერთმანეთის ესმით, პედრი და მესი, ჟორდი ალბაც შეიძლება, რომ ამ ორს მივუყენოთ გვერდით, მაგრამ მისი ჩართვების განსაზღვრა მაინც მარტივი საქმეა, განაპირა მცველი მეტს ვერაფერს იზამს, ამ მატჩში ეგეც მოგვაკლდა. ადრე “ბარსას” თერთმეტივე ფეხბურთელი როგორც ერთი ორგანიზმი ისე მოქმედებდა მოედანზე, ახლა კი მხოლოდ ორი-სამი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც ერთ ენაზე საუბრობენ.
განსაკუთრებით შეტევაში ჩანს ეს პრობლემა. კიდევ უფრო თუ დავკონკრეტდებით, ფრანგებშია საქმე. ერთმანეთის მაინც ესმოდეთ, საერთოდ სხვაგან არიან. “ბარსა” არ არის ის კლუბი, სადაც სეზონის განმავლობაში 7-8 კარგ შეხვედრას ჩაატარებ და ყველა კმაყოფილი იქნება, ასე არაფერი გამოვა. სანამ ფასი აქვთ, უნდა წავიდნენ. ორივეში ერთად რომ ასი მილიონი ევრო ავიღოთ, ეგეც საქმე იქნება.
მომდევნო თამაშები ხასიათის გამოსასწორებლად უნდა გამოვიყენოთ, რომ “სევილიასთან” გავიბრძოლოთ, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სეზონის გადამწყვეტი შეხვედრა იქნება, რადგან ერთადერთი ტიტულის პერსპექტივა, სწორად ამ თამაშზეა დამოკიდებული.
სრული ანალიზი! ვერაფერს დაამატებ. გუნდს დედა აღარა ყავს.
სამწუხაროა, რომ გუნდს ასეთ გუნდებთან ქულების დაკარგვა ჩვეულ მდგომარეობად ექცა, ამაში კი ბევრია დამნაშავე, ელემენტარული ის რომ თუ არ ირბენ კლასი გვერდით დარჩება და ასე ბოლო წამზე გაგითანაბრებენ სულ 😢
Chico,
გეთანხმები სრულიად !
სამარცხვინოა საწყენი აღარაა ეა ყველაფერი სამარცხვჯნო დასცინიან გუნდს და მია ისტორიას ლაფს ასხავენ თავზე !
ყველაფერში გეთანხმები, ერთ რამეს ვერ ვიგებ მწვრთნელი რაღათ გვინდა თუ ყველაფერზე პასუხს კაპიტანს ვთხოვთ? ან როდის იყო მესი მოედანზე თუ გასახდელში მყვირალა გინდაც კაპიტნობამდე?
პირველ ტაიმში ამბას წინააღმდეგ თამაშისას ხელით რომ გადააგდო კუთხურზე ბურთი პენალტი არ იყო? რეალისთვის ხომ იქნებოდა?
ლენგლეზე პენალტი რომ მისცეს შემთხვევით იმ თავდამსხმელზე ხომ არ იყო ჯარიმა, უკნიდან რომ შეუვარდა გაშლილი ფეხით?
მანამდე კი მესი რომ არ მიუშვეს ბურთთან პენალტი არ იყო?
ნუ ხო ეს ხომ რეალი არაა . . .
მე მგონი ეს სეზონი მართლაც დამთავრდა, ეხლა ერთი მიზანი მაინც გვრჩება ეგება როგორმე მე-4 ადგილიც არ დავკარგოთ, თუმცა გაისად ლიგაზე რისი გამკეთებლები ვართ ესეც დიდი საკითხავია. ბართო ამოწყდი….
ეს სეზონი 1 კვირაში დაგვიმთავრეს ძმებმა. სევილია პსჟ კადისი სამივეში თითო ტურნირი მოკვდა. უსინდისოები, ამ თაობას ვეღარ ვიტან, ყველა მინდა რო წავიდეს უკლებლივ. 3-4 კაცის გარდა. თან უტიტულოდ უნდა წავიდნენ არც უნდა გააცილო. მარტო 8-2 ის ბანერები უნდა უფრიალო. რაც კარგი ქნეს ერთი ათად აინაზღაურეს. უფანო უკაპიტნო უპრეზიდენტო ულიდერო და უპერსპექტივო გუნდია. ფანები სად არიან? ბართომეუ რატო არავინ დასაჯა? ტურისტების გუნდია და ადგილობრივების 90% სულით ჩმორია. მეკარეს ვტოვებ, არაუხოს, ცაცია მცველის მყიდველები არ ვართ თორე პაუ დაგვხატავდა. ალაბა მოსაყვანია და ერთდროულად ფორპოს უმტიტის და ლენგლეს გაშვებაც შეგვეძლება. მაგ სსმში 60 მილიონი მაინც უნდა ვიშოვოთ. წელს დეპაი გარსია ვეინალდუმი ალაბათი გავქაჩოთ, ორო უნიჭო ფრანგი მცველის, ფირპოს პიანიჩის და ბრაიტის ფული ჰოლანდსთვის უნდა გადაიდოს.
აუ არჩევნები გადადეთ ზაფხულამდე რა…
რაპონტია სიცივეებია ახლა ჩატარება
Chico,
გეთანხმები სრულიად !
სამარცხვინოა საწყენი აღარაა ეა ყველაფერი სამარცხვჯნო დასცინიან გუნდს და მია ისტორიას ლაფს ასხავენ თავზე !
ამ სეზონის იმედი ისედაც არ მქონდა უბრალოდ სამარცხვინოდ წაგება მერამდენედდდ?? დროა უკვე ხანში შესულმა ფეხბურთელებმა წასვლაზე იფიქრონ. მთლიანად უნდა გადაეწყოს გუნდი და არ უნდა იყოს მესიზე დამოკიდებული . ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს თამაშში . შთაბეჭდილება მრჩება რო ლიჟბი მესის მისცენ პასი და ვსიო თითქოს ამით ყველაფერი მორჩა. სადაა დრიბლინგი? კარში დარტყმა? ლამაზი პასი? საჯარიმოში ჩაწოდება? იღებს ფეხბურთელი პასს გაირბენს ორ მეტრს და უკან აბრუნებს ბურთს და ესე უსაასრუუულლოოოოოდდდდდდდდდდ ტვინი მოი<<ცენზურის დარღვევა>>აააააააააააააბფჰეჯწუევდვწჯაოდჯეჯსჯ
ამ წუთებში მიმდინარობს მატჩი, პსჟ პარიზში ღებულობს მონაკოს. 90-ე წუთია . მონაკო იგებს 0:2. უყურებ და ბრაზი მახრჩობს, ერთი შეხედეთ რა, მბაპეს და იკარდის განძრევის საშულებას არ აძლევენ. ვითომც არ არიან მოედანზე. სულ ცოტა ხნის წინ, მონაკო ლიგა ა-დან გავარდნის კანდიდატი იყო. დღეს მეოთხე ადგილზეა. არაფერი ისეთი გუნდი არ არის. ლა ლიგის განზომილებით , ალბათ სელტას დონეა. რატომ შეუძლია ასეთ გუნდს, რომელშიც ერთი ვარსკვლავიც არ არის და გუნდის მთლიანი ღირებულება ბარსას 1/10-ია, მთლინად ამოკეტოს ვარსკვლავების გუნდი გასვლაზე, და რატომ უნდა აგებდეს ბარსა 1:4 სალში? იმიტომ, რომ მონაკოელები მთელი მატჩი თვდაუზოგავად იბრძვინ , დღევანდელი ბარსა კი ზომბების თავშესაყარია, სადაც 145 მილიონიანი კადრი ნოლია და თანაც დამტვრეული, 120 მილიონინი კადრი საერთოდ ვერ გაიგებ ვინ არის, 7 მეტრიან კარებში ვერ არტყამს იმიტომ , რომ 2 წელია ადაპტაცია ვერ გაიარა, 100 რაღაცა მილიონიანი კადრი, ჯობია მორბენლობას, სპრინტეობას მიჰყოს ხელი იმიტომ, რომ ფეხბურთის თამაში არ იცის და კიდევ ბევრი მილიონიანი დაცვა , რომელიც გინდა ყოფილა დ გინდა არა, და კიდევ ბევრი სხვა…. მაგარი საწყენია ეს ყველაფერი…
თუ გუნდის აშენება, ან გადარჩენა გვინდა ოთხივე ფრანგი გასაშვებია. მცველები უპირობოდ, რადგან სკამისთვისაც არ ვარგა არც ერთი, ორი გვამი.
Norman Bates,
ვეღარ შევა. უმტიტის დიდი ფეხბურთი დამთავრებულია.
არაუხო-პიკეს დუეტის იმედი მაქვს , ლენგლემ ბევრჯერ დაამტკიცა უკვე რო დაბალი დონის მცველია . თავდასხმაშიც დემბელე შესაცვლელია , დამტანჯა მაგისმა ფაფხურმა , თითქოს აქტიურია , კაცს ატყუებს მარა შედეგი 0 , ათასში ერთხელ უვარდება იმენა , პასის კულტურა 0 , დარტყმა იცოდა და ეგეც დაავიწყდა მგონი . 1-2 თამაში უნდა ენდოს ტრინკაოს . გრიზმანი წავიდა სიზმრებში ისევ , რა უნდა მოედანზე თვითონაც არ იცის . როტაციასაც ვერ აკეთებს კუმანი და გადაიწვა მთელი გუნდი , რამდენი პედრი ან დე იონგი დაასვენა , იმდენჯერ დედის დედა ეტირა ნახევარდაცვას და მთლიანად გუნდს , კოუ მაინც დაბრუნდეს მალე და ცოტა ფორმაში შევიდეს , თორე პუჩიც ვერ ქაჩავს ძირითადს , პიანიჩს კიდე რაც კარგი ქონდა იუვეში ყველაფერი დაავიწყდა და უკან პასებს ამუღამებს
cezo45,
პუიოლი უნივერსალი იყო. საერთოდ მარჯვენა ფლანგზე დაიწყო თამაში.
აი პიკეს ძალიან უჭირს მარცხენა მხარეს თამაში, არაუხოც ეგრეა.
ცაციებს განსაკუთრებით უჭირთ მარჯვენა მხარეს თამაში, არა მხოლოდ ლანგლე-უმტიტის. ზოგადად, უიშვიათესია, რომ ცაცია ცენტრალურმა მცველმა მარჯვნივ ითამაშოს, მალდინისაც კი არასდროს უთამაშია.
ფეხბურთელების და კუმანის ბრალი არსებულ სიტუაციაში არის 50/50-ზე. ნახევარზე მეტი გადასახვეტია უბრალოდ გუნდიდან, ხოლო თავად ბომბორას რაც შეეხება არაა ეგ კაცი ბარსას დონის მწვრთნელი. ან რა ცვლილებებს აკეთებს ან რანაირად არჩევს ძირითადს, ტაქტიკურ მონახაზში ხო სრული აჯაფსანდალი. სამ შემტევს მესი-გრიზმანი-დემბელეს ვერ გაუგიათ რომელი სად თამაშობს. მცველებს ვერ გაუგიათ ერთმანეთი როგორ დააზღვიონ და კონტრშეტევაზე როგორ განლაგდნენ. ეს ყველაფერი არის ჩემი აზრით კუმანის დამსახურება და კიდე ბევრს მოიძიებს კაცი. ფეხბურთელებს რაც შეეხებათ, მაგათი ინდივიდუალური შეცდომები უკვე უთვლელი ხდება, ზოგი დო*უია პენალტს იკიდებს და ზოგი ჩიტების ბურთით ხოცვაზეა გადასული😞 ამას ემატება ხასიათი რომელიც ჩამოუყალიბდათ, არცერთ დიდ თამაშში ეგენი მოსაგებად არ გამოდიან, ფიქრობენ ლიჟბი არ შევრცხვეთო მაგრამ…. ასეთი შანსის განიავება კიდე ნუ არ ვიცი. ორივეს, კუმანსაც და ფეხბურთელებსაც ერთი რამ საერთო სჭირთ რომ შეცდომებს ძაან კარგად ხედავენ, თუმცა გამოსწორებაზე ლაპარაკი ზედმეტია, ან ვერც ხედავენ და უბრალოდ იძახიან დაზეპირებულად.
არაუხოს მარცხენა ცენტრ.მცველად გადაყვანა არუნდა იყოს რთული ზოგადად ცენტრალური მცველი მარჯვნივ დააყენებ თუ მარცხნივ დიდი აზრი არ აქვს ნუ აქვს მაინც მაგრამ ისე რა ეგ რო იყოს განაპირა მცველი აი მაგალითად ალბა რო გადაიყვანო მარჯვნივ ვერ იქნება ისეთი პროდუქტიული როგორც მარცხნივ.. ეგრე პუიოლი და პიკე ხშირად ცვლიდნენ ადგილებს თამაშის მიმდინარეობისას და არც ახლა უნდა იყოს პრობლემა არაუხოს შემთხვევაში.. აი რაც შეეხება ფრანგებს.. ყველა ფრანგი გასაშვებია გუნდიდან ლენგლეთი დაწყებული გრიზმანით დამთავრებული, ლენგლეში და უმტიტიში ორივეში ერთად მინიმუმ მაქსიმუმ 60 მილიონის ამოღება შეიძლება დემბელე გრიზმანი ას ას მილიონად რო გაყიდო გადასარევი იქნება მოკლედ მარტო ფრანგებით უხეშად რო ვიანგარიშოთ 230-250 მილიონის ტრანსფერებია..