ლა ლიგაში ვაგრძელებთ კარგად გამოსვლას, პსჟ-სთან მატჩის წინ ამაზე კარგ შეხვედრას ვერც ვინატრებდით. ხასიათი გამოვიკეთეთ და თითქოს ყველაფერი მზად არის, მაგრამ რამდენიმე საკითხი მაინც ღია რჩება.
ექსპერიმენტული დაცვა
დაისვენა იმ მცველმა, რომელზეც დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მერვედფინალს ძირითადში დაიწყებს. ალბას გარდა დაცვის ხაზში ვინ დადგება კუმანის გარდა არავინ იცის, შეიძლება ჯერ თავად კუმანსაც არ გადაუწყვეტია.
ალბა ფირპომ ჩაანაცვლა და მთელი თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა, დამსახურებული გოლიც გაიტანა, ალალი იყოს!
დაცვის ცენტრში ვნახეთ დე იონგისა და ლანგლეს წყვილი, რაც ძალიან არ მომეწონა, რა საჭირო იყო ამ შეხვედრაში დე იონგის დაცვაში გამოყენება, თუ კუმანი არ ფიქრობს, რომ ფრანგებთანაც დაცვაში ათამაშოს?! ასეა საქმე, ჯერ კიდევ ეძებს შესაბამის დუეტს და ვაი რომ ვერ პოულობს, დე იონგი სიზუსტის პრობლემას მაქსიმალურად აგვარებს, მაგრამ მისი დაცვაში დაყენებით ძალიან დიდ შემტევ პოტენციალს ვკარგავთ. ერთი სიტყვით, ცუდი ვარიანტია, მაგრამ უკეთესი შეიძლება ვერც ვერაფერი მოიფიქრონ.
ლანგლე-მინგესაზე რა უნდა ვთქვათ? ისევ იგივე სურათი გვაქვს, ლანგლე “ბარსელონურ” კარიერაში ყველაზე ცუდ სეზონს ატარებს და მინგესას ისევ არ გამოსდის ჩაწოდებები, მიუხედავად ამისა, მარჯვენა ფლანგზე თამაშის მთავარი კანდიდატია. რობერტო ავტომატურად გამოირიცხა, დესტი მზად არ არის, თან დაცვაში ძალიან სუსტია, ფირპო კი მარჯვნივ ძალიან ცუდი გამოდგა, ამიტომ, დიდი ალბათობით, ისევ მინგესას ვიხილავთ.
მეორე ტაიმში უმტიტი გამოვიდა და რა თქმა უნდა, უმტიტი-ლანგლეს დუეტმა გოლი გაუშვა, მართალია მთავარი დამნაშავე მორიბა იყო, მაგრამ გამოსწორება ორივეს შეეძლო, ზუსტად იმიტომ ვერ შეძლეს, რომ ორივე ცაციაა, ისე გამოვიდა რომ უმტიტიმ “ალავესის” შემტევი კარამდე მიაცილა, იმის მაგივრად, რომ ერთი-ერთზე ეთამაშა დისტანცია დაიჭირა და გოლიც გაატანინა.
როგორია ასარჩევად? ყველა შემთხვევაში ან ერთი უნდა ათამაშო, ან მეორე, შეიძლება ორივეს ერთად დაყენება მოგიწიოს, ძალიან ცუდ დღეშია ბატონი კუმანი.
თამაშის სრული კონტროლი
მორიბა კარგი ფეხბურთელია, ერთი შეხედვითაც ჩანს, ორი საგოლე პასიც გააკეთა, ოღონდ ერთი ჩვენს კარში. პოგბას ტყუილად არ ადარებენ, ნამდვილად არის მსგავსება, ისე ჩანს, რომ საყრდენ ზონაშიც მშვენივრად შეძლებს თამაშს და იქნებ პატრიკ ვიეირასაც დაემსგავსოს. “ბარსას” ჰყავს თაობა, რომელიც დიდ ფეხბურთს ითამაშებს.
პუჩიც კარგი იყო, მაგრამ ყველაზე კარგი ამ ამბიდან ის გამოვდა, რომ პედრიმ როგორც იქნა დაისვენა, მცირე დრო დაეთმო და მაშინვე დაატყო ფეხი თამაშს, პუჩიც მომეწონა, მორიბაც, მაგრამ პედრიმ გამოსვლისთანავე გვაჩვენა, რომ ამ დროისთვის ბევრად მაღლა დგას.
ფრენკი დე იონგი კი ამ პოზიციების ცვლაში ისევ ამოვარდა ფორმიდან, ძლივს სიამოვნების მიღება დაიწყო თამაშისგან და სადღაც შტეგენამდე დაწიეს. არ გამოვა ასე, არ უნდა ახლო ხელი იმას, რაც ყველაზე კარგად მუშაობს.
ტრინკაუს შანსები იზრდება
ბოლო სამ შეხვედრაში (თუ “სევილიასთან” 5 წუთს არ ჩავთვლით), ტრინკაუმ დემბელეზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, არა მხოლოდ ინდივიდუალურად, რაც სტატისტიკაზეც აისახა, არამედ გუნდურად, ეტყობა, რომ ნელ-ნელა გაშინაურდა და იცის რასაც თამაშობს.
მშვენიერი გოლები შეყარა, მაგრამ 100%-იანი მაინც ვერ იყო, უფრო მეტი უნდა გაეტანა. საერთოდ, მომენტების რეალიზების კუთხით პრობლემები შეიქმნა, მესის მეკარემ აჯობა და ტრინკაუმ შეაგდო დამატებაზე, გრიზმანს მეკარემ აჯობა და მესიმ შეაგდო დამატებაზე, (რატომღაც გააუქმეს), ასევე გრიზმანმა ქარს გაატანა იდეალური გადაცემა, კარგია, რომ ამდენი მომენტი შევქმენით და ისიც გასაგებია, რომ ყველა მომენტი გოლად ვერ იქცევა, მაგრამ 100%-იანი შანსები უნდა გამოვიყენოთ.
ტრინკაუ თუ დემბელე? – ეს კითხვაც დაემატა კუმანის თავის ტკივილს.
მესიზე რა ვთქვათ? მეორე გოლის აღნიშვნა ხომ ჩაგრჩათ გონებაში? როგორი იყო? ერიკ კანტონასაც რომ მოეწონებოდა, მეფური! გაიბრიქა და გაშალა ხელები, მეფე ვარო.. მეფე ხარ!
პირველი ხომ საოცრება იყო, მეორემ საერთოდ გაგვაშეშა. პირველ გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე, ასევე ახლო კუთხეში დაარტყა და არ გამოუვიდა, კარგად ვერ მოარტყა ბურთს, ჯიუტად იმავე კუთხეში გაუშვა და დახატა!
მეორე გოლამდე მეკარემ აჯობა, უფრო სწორად, დააბნია, ისე უდროო დროს დაეფერთხა გაზონზე, რომ ლეომ ვეღარ გაიგო დაერტყა და გასცდენოდა, მოულოდნელად პირდაპირ მეკარეს შეასკდა, ხოდა არ აპატია!
პასებიც არიგა აქეთ-იქით, რა ენაღვლება?! ერთობა სუარესთან ერთად, ბომბარდირთა დავაში მისდევს, მოტივაციაც არ აკლია და ხასიათზეც მოვიდა.
L’equipe-ის სავარაუდო შემადგენლობა
ბოლოსთვის ფრანგებს მივუბრუნდეთ, დაგვზვერეს, ჩანს, რომ სიტუაციას კარგად იცნობენ, ის ფეხბურთელები ჩასვეს, რომელთა ძირითადშიც ეჭვი არ ეპარებათ, ამ მატჩის მერე, დემბელეს დიდ კითხვის ნიშანს დავასვამდი თავზე!
დანარჩენ სიცარიელეს რა ამოავსებს, არ ვიცი.

დესტის სისწრაფეს რამე აზრი ააქბვს? შეტევაში ნული და დაცვაში -უსასრულობა, მინგესაც კაი დირკაა მარაა ხისტია და ორთაბრძოლებს არ მოერიდებაა, არც რობერტოა მალდინი მაგრამ დესტის და მინგესას ერთად აღებულს ჯობია,სერხი რომ ჯანმრთელი იყოს დარწმჯნებული ვარ მაგას დააყენრბდა კუმანი
მოიცა სერხი რობერტო უკეთ თამაშობს შეტევაში? დესტზე რო იძახი 0-იაო რობერტო რაღა გამოდის? დესტი შეტევაშიც კაია და დაცვაშიც ხისტად თამაში არ ნიშნავ იმას რო კარგად თამაშობს ფლანგზე მინგესას დაყენება და მაგ თამაშის წაგება ერთია
რობერტო დესტის და მინგესას დაცვაშიც ჯობს და შეტევაშიც, დესტის ნორმალური თამაში მარტო კლასიკოზე მახსენდება, რაც სერხიმ ტრავმა მიიღო საერთოდ ვერ გამოიყენა ეგ დრო, ყველაფერში ჯობია ამ ეტაპზე ესპანელინამერიკელს
სად ბარსას აღზრდილი კაცი რომელიც 4 მწვრთნელთან იყო ძირითადში და სად წაეაკუა გუშინ გამოჩეკილი დესტი. რობერტო დაცვაში რო სუსტია ვიცით მარა ბარსას აღზრდილის კლასი აქვს, იცნობს მესის, გუნდის სტილს. პასი აქვს და ინტელექტი მინიმუმ საშუალო დონეზე. დესტს მარტო სისწრაფე აქვს და რაში გამოიყენოს არ იცის. აქვს პოტენციალი მარა უახლოეს 2 წელში თუ ორივე დარჩა დესტი რობერტოს ვერ ამოაგდებს. არაა ლამი და ალვესი მარა აქვს დონე
ბარემ ბერლინის კედელ უმტიტიზეც დაგეწერა.
riva,
მინგესაზე უარყოფით კონტექსტში მარტო ის წერია, რომ ჩაწოდება არ იცის, იმიტომ, რომ მართლა არ იცის : )
ჰოდა, ფლანგზე რო ის ფეხბურთელი გყავს, რომელმაც ჩაწოდება არ იცის, ტრაგედიაა.
დაცვაში კარგია. დესტზე ბევრად კარგი.
ბიჭებო არაუხო ასწრებს გამოჯამრთელებას?
ერთადერთი მინგესაზე არ გეთანხმები. ძალიან დიდი პროგრესი აქვს. თან თუ გავითვალისწინებთ რომ ფლანგი მისი პოზიცია არაა. ჩემი სიმპათიები მაგ ბიჭს. ცხადია გაუვალი არაა მაგრამ გაცილებით უკეტესია ვიდრე დასაწყისში
და კიდევ გაშვებულ გოლში მორიბას მერე ლანგლეა დამნაშავე. ათჯერ ვუყურე და რა გააკეთა ვერ მივხვდი
დესტის სისწრაფეს რამე აზრი ააქბვს? შეტევაში ნული და დაცვაში -უსასრულობა, მინგესაც კაი დირკაა მარაა ხისტია და ორთაბრძოლებს არ მოერიდებაა, არც რობერტოა მალდინი მაგრამ დესტის და მინგესას ერთად აღებულს ჯობია,სერხი რომ ჯანმრთელი იყოს დარწმჯნებული ვარ მაგას დააყენრბდა კუმანი
მოიცა სერხი რობერტო უკეთ თამაშობს შეტევაში? დესტზე რო იძახი 0-იაო რობერტო რაღა გამოდის? დესტი შეტევაშიც კაია და დაცვაშიც ხისტად თამაში არ ნიშნავ იმას რო კარგად თამაშობს ფლანგზე მინგესას დაყენება და მაგ თამაშის წაგება ერთია
რობერტო დესტის და მინგესას დაცვაშიც ჯობს და შეტევაშიც, დესტის ნორმალური თამაში მარტო კლასიკოზე მახსენდება, რაც სერხიმ ტრავმა მიიღო საერთოდ ვერ გამოიყენა ეგ დრო, ყველაფერში ჯობია ამ ეტაპზე ესპანელინამერიკელს
მოკლედ პსშთან შანსები დიდია ნრიმარი არ იქნება არც დიმარია ფლანგებზე ერთი მბაპეღა რჩებათ ალბას და პედრის მოუწევთ მაგასთან ჯახი ან დემბელეს, დალშე ერთი დიდი უპირატესობა გვაქვს ცენტრი არ უნდა დავანახოთ პარედესებს და ჩოილარებს დააყენებს პოჩე მაგათ თუ ვერ დავუჭერთ ვიღას უნდა დავუჭიროთ.ერთი მბაპე გაგვაწამებს დანარჩენ ისეთ საფრთხეს ვერ ვხედავ.
მოკლედ თამაში ვერ ჩაატარეს, რომ გულის კაპლების გარეშე ჩაატარონ თავიდან ბოლომდე. ნებისმიერი ძლიერი გუნდი მეორე ტამის დასაწყისში უკვე 2-1 ზე შედეგს დადებდა. ამათ ახსნა უნდათ რომ თამაში 90 წუთი გრძელდება და "პერედიშკას" არავინ გაპატიებს.
დემბელე პსჟ-სთან 100% ძირითადში იქნება.სხვა შემთხვევაში გუშინ ტრინქაო იქნებოდა სკამზე და დემბელე ძირითადში
დესტის სისწრაფეს რამე აზრი ააქბვს? შეტევაში ნული და დაცვაში -უსასრულობა, მინგესაც კაი დირკაა მარაა ხისტია და ორთაბრძოლებს არ მოერიდებაა, არც რობერტოა მალდინი მაგრამ დესტის და მინგესას ერთად აღებულს ჯობია,სერხი რომ ჯანმრთელი იყოს დარწმჯნებული ვარ მაგას დააყენრბდა კუმანი
მოიცა სერხი რობერტო უკეთ თამაშობს შეტევაში? დესტზე რო იძახი 0-იაო რობერტო რაღა გამოდის? დესტი შეტევაშიც კაია და დაცვაშიც ხისტად თამაში არ ნიშნავ იმას რო კარგად თამაშობს ფლანგზე მინგესას დაყენება და მაგ თამაშის წაგება ერთია
დესტი მინგესა ლენგლე ალბა ეს ოთხეული დადგება რათ უნდა ამას ამდენი ფილოსოფია მინგესას ფლანგზე სიაწრაფეზე გაბერავენ ასე რომ დესტი დადგება ყველა ვარიანტში