უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც “ბარსელონას” ლა ლიგაში საკუთარ მოედანზე მარცხი არ განუცდია – 2025 წლის 14 სექტემბერს, ჩემპიონატის მეოთხე ტურში “ვალენსიასთან” მოპოვებული გამარჯვების (6-0) შემდეგ. იმ საღამოს “ესტადი იოჰან კრუიფზე” “ბლაუგრანამ” დაიწყო სერია, რომელიც უკვე 375 დღეა გრძელდება და ლა ლიგაში ზედიზედ 22 საშინაო მოგებას ითვლის.
მესამე საუკეთესო სერიის გამეორება
ბოლო საშინაო გამარჯვება 16 სექტემბერს, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “რასინგ სანტანდერთან” დაფიქსირდა (7-2). ამ წარმატებით ფლიკის გუნდმა კლუბის ისტორიაში მესამე საუკეთესო მაჩვენებელი გაიმეორა, რომელიც 1947/48 წლების სეზონის მე-15 ტურიდან 1949/50 წლების სეზონის მეოთხე ტურამდე ფიქსირდებოდა.
კატალონიელთა მომდევნო სამიზნეს სულ რაღაც სამი საშინაო მოგება აშორებს: ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგი ზედიზედ მოგებულ 25 საშინაო მატჩს შეადგენს (1951/52 წლების სეზონის 22-ე ტურიდან 1953/54 წლების სეზონის მე-12 ტურამდე). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფლიკის შეგირდებს ამ ნიშნულის გასამეორებლად “სპოტიფაი კამპ ნოუს” მომდევნო სამი სტუმრის – “ხეტაფეს”, “რეალ მადრიდისა” და “ალავესის” დამარცხება მოუწევთ.
14 მატჩი აბსოლუტურ რეკორდამდე
პირველ ადგილამდე კი ჯერ კიდევ სოლიდური მანძილია: კლუბის აბსოლუტური რეკორდი ლა ლიგაში ზედიზედ 39 საშინაო გამარჯვებაა, რომელიც 1957/58 წლების სეზონის 22-ე ტურიდან 1960/61 წლების სეზონის მერვე ტურამდე გაგრძელდა. ამ შედეგის გასამეორებლად მიმდინარე გუნდს “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ყველა შეხვედრის მოგება აპრილამდე მოუწევს. საინტერესოა, რომ 39-ე შეხვედრა 32-ე ტურში, კატალონიურ დერბიში “ესპანიოლის” წინააღმდეგ უწევს.
აშკარაა, რომ ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით ამ “ბარსელონას” მატჩების მოგება განსაკუთრებით უყვარს და საინტერესოა, რამდენ ხანს გასტანს ეს შთამბეჭდავი სერია. ის “ესტადი იოჰან კრუიფზე” დაიწყო, “მონჟუიკზე” გაგრძელდა და ახლა უკვე “სპოტიფაი კამპ ნოუზე” მიმდინარეობს, სადაც “ბლაუგრანა” 2025 წლის ნოემბერში დაბრუნდა და საკუთარ სტადიონს კვლავ აუღებელ ციხედ აქცევს.
დე იონგი მოსაშორებელია უკვე აღარ არის მისი ადგილი, რატომღაც ვფიქრობ სეზონის ბოლოს რაფინიასაც გაყიდიან კარგ ფასში
რაფინიას და იამალს მიაყოლებენ კიდე 😂😂