“სევილიასთან” ჩავატარეთ მატჩი, სადაც არცერთი ზონა კარგად არ გამოიყურებოდა. “ბარსამ” ბოლო პერიოდში თითქოს ფორმა აკრიფა, მაგრამ ისეთი საკადრო პრობლემები შეექმნა, რომ მაღალ დონეზე თამაშს ვეღარ ახერხებს.
პსჟ-სთან მატჩამდე ერთი კვირა დარჩა. შესაძლოა, ნეიმარმა და დი მარიამ ვერ ითამაშონ, მაგრამ მხოლოდ მბაპეს ყოფნაც კი გადაულახავი პრობლემა იქნება. იყო დრო, როცა პეპ გვარდიოლა თამაშის წინ ამბობდა, გოლს აუცილებლად გავუშვებთ, მთავარია, რომ მეტი გავიტანოთო, ჰოდა ასეთი მატჩი გველის პსჟ-სთან – გოლს აუცილებლად გავუშვებთ, მაგრამ ამას რა მოყვება, რთული სათქმელია.
დაცვა
დაცვის ცენტრზე არჩევანის გაკეთება ძალიან რთული იყო. როგორც ვივარაუდეთm ორი ცაცია (უმტიტი-ლანგლე) არ დააყენა, მაგრამ ამით ბევრი არაფერი შეცვლილა. მთელი დაცვის ხაზი ძალიან სუსტი იყო, ალბა დანარჩენებთან შედარებით ნორმალურად გამოიყურებოდა.
კიდევ ერთი ვარიანტი ვიხილეთ მარჯვენა ფლანგზე, სერჟი რობერტოს, დესტისა და მინგესას შემდეგ, ფირპოც ვნახეთ საქმეში და საცოდავი სანახავი გამოდგა, მარჯვენა ფეხს საერთოდ ვერ იყენებს, ჩასაწოდებლად ფლანგზე გასული რაღაცას ფართხალებდა და არც არის გასაკვირი, როგორც წესი, ცაციებს მარჯვენა ფეხი ძალიან სუსტი აქვთ.
დაცვის ცენტრშიც ექსპერიმენტული დუეტი ვიხილეთ, სხვა გზა არც იყო, ამ სეზონში დაწინაურებული მინგესა და ქრონიკული ტრავმებიდან თავდაღწეული უმტიტი, შეცდომები ორივეს ჰქონდა, რამდენჯერმე კარგად დააზღვიეს ერთმანეთი, მაგრამ გოლები სწორედ მათ შეცდომებს მოჰყვა. პირველი გოლის დროს უმტიტი ისე მოატყუეს, თითქოს მოედანზე არც ყოფილიყოს, არადა, ერთ დროს სწორედ იმით გამოირჩეოდა, რომ ერთი-ერთზე ძალიან ძლიერი იყო. ძველი უმტიტისგან მარტო წონაა დარჩენილი.
მეორე გოლის ეპიზოდში თამაშგარე მდგომარეობის ხაზი დარღვეული ჰქონდა, ამიტომ ასვლას აზრიც აღარ ჰქონდა, მაგრამ მაინც სცადა მეტოქის “ოფსაიდში” დატოვება და გოლიც მივიღეთ.
ძალიან ცუდია ლანგლე ამ სეზონში, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ერთმანეთზე უარესად გამოიყურება. პსჟ-მდე ტურის თამაშია და კიდევ ერთხელ მოუწევს კუმანს დაფიქრება. მართლა უმძიმეს მდგომარეობაშია, ჯერ იმაზე აიტკია თავი, არაუხოს ვინ შევუწყვილოო და ახლა ორივე მცველი მოსაძებნი ჰყავს.
ნახევარდაცვა
ალბათ ყველაზე ცუდი შეხვედრა იყო, რომელიც ნახევარდაცვის ტრიომ ერთად ჩაატარა. ასე სამივეს ერთად ჩაეგდოს თამაში, მართლაც იშვიათია. საერთოდ გაუგებარი იყო დე იონგის პოზიცია, ალბათ ჩანაფიქრი იყო, რომ მეტოქე დაებნიათ, მაგრამ პირიქით გამოვიდა, დე იონგი ხან ბუსკეტსს უცვლიდა ადგილს, ხან პედრის, არც მისი ჩართვები გვინახავს შეტევაში. არც ბურთით, არც უბურთოდ.
შესამჩნევად ბევრი წუნი ჰქონდა პედრის. ცხადია ყველა თამაშს ერთ დონეზე ვერ ჩაატარებს, მაგრამ სეზონის ცენტრალური შეხვედრა ახლოვდება და ვალდებულია, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს, სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს.
პირველ ტაიმში მეტოქის ნახევარზე ბურთი ვერ დავიჭირეთ, მეორე ტაიმში კი ლიონელ მესის ხარჯზე ცოტა გავაგორეთ. არ გამოვიყურებოდით გრანდივით.
ანგარიში უცხო არ არის, ადრეც წაგვიგია ნახევარფინალი ამავე ანგარიშით, მაგრამ სხვა დროა და სხვა გუნდია, ახლა ერთი გოლის გატანაც ძალიან გვიჭირს, “ქამბექზე” ფიქრი ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება, თუ ფრანგებთან კარგად ვითამაშეთ, დადებითი მუხტი ძალიან წაგვადგება, მაგრამ თუ ვერაფერი გავაწყეთ, ბოლო ტიტულის შანსსაც დავკარგავთ, რაც ავტომატურად დაასრულებს კუმანის მოღვაწეობას, სეზონის ბოლოს, რა საკვირველია.
თავდასხმა
ისევ იგივე პრობლემა, ასეთი აბდა-უბდა ძნელი გასახსნელია. თავდასხმაში გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც არაფერი აქვთ ერთმანეთთან საერთო, მესის და გრიზმანს იშვიათად, მაგრამ რაღაც კომბინაცია მაინც გამოსდით, აი დემბელე ყოველთვის მარტოა. ხანდახან ძალიან სასაცილოა მისი თამაში, უკვე ყოველი ფეხის ნაბიჯზე ავლენს, რომ საშინლად უჭირს აზროვნება.
ერთადერთი კარგი მომენტი მესის შეექმნა, გრიზმანის პასის შემდეგ. ესეც საგულისხმო ამბავია, ვერ გაიტან-გაგიტანენ, პსჟ-სთან თუ მსგავსი მომენტი შეგვექმნა, უეჭველად უნდა გავიდეს გოლი, სხვანაირად გავნადგურდებით! ყველა მომენტი გოლად უნდა ვაქციოთ!
არის ასეთი დღეები, როცა ერთ გუნდს არაფერი გამოსდის. ეს მარცხი სწრაფად უნდა დავივიწყოთ და მოახლოებულ დაპირისპირებაზე გადავერთოთ.
შესაძლო პენალტის ეპიზოდს რაც შეეხება, მსაჯმა დარღვევად მიიჩნია და ჯარიმა დანიშნა. გამეორებაზე გამოჩნდა, რომ მცველი წესებს საჯარიმოში არღვევს, დავინახეთ ჩვენც და VAR-მაც, მაგრამ VAR-ი დადუმდა, სამაგიეროდ არ დადუმდებოდა ჟერარ პიკე, ადვილი წარმოსადგენია, რა სიტყვები წარმოთქვა ამ ყველაფრის შემხედვარემ.
მთავარი მსაჯი რომ მონიტორთან მიეხმოთ, იყო შანსი საერთოდ გაეუქმებინათ ყველაფერი და ალბა სიმულაციაში დაედანაშაულებინათ, მაგრამ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს, საერთოდ არაფერში წერია, სჩვევიათ ესპანელებს ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილებების მიღება, ეს არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი, ისეთი დაბალი დონის მსაჯები ჰყავთ, რომ არც VAR-ი უშველით და არც კიბორგი კოლინა.
დამაჯარიმოს ახლა ლა ლიგამ ამ სიტყვების გამო.
შემდეგი მატჩი “ალავესთან” – იქნებ ხასიათზე მოვიდეთ.
ისე ატლეტიკოს რო ვთხოვოთ შეგვეშალაო სუარესი კი არა დემბელეს გაშვება გვინდოდაო, დაგვიჯერებენ? არენდით მაინც გვათხოვონ.
ეს კუმანი გასაგებია რომ არაა მაღალი დონის მწვრთნელი მარა ტიპი ვერავის ყიდულობს და ამდენი ფეხბურთელი ლაზარეთშია, ცოდოა ტიპი
ამ უმტიტის ვინმემ რო აუკრძალოს ეს ვითომ თამაშგარის შექმნა არა? ესე ფარზჩაკულად ტყუვდებოდეს და თამაშგარეს ვერ ქმნიდეს მცველი არ მინახავს ჰოლანდიის ჩემპიონატშიც კი. თან რა ტლანქია. ნეტა არ გამოჯანმრთელებულიყო. დაცვა სულ არ უნდა დავაყენოთ პსჟსთან მაინც ამოგვტენიან. შემტევები დავაყენოთ 4-5 იქნებ გოლები მაინც ვიტანოთ რო მარტო იმათ არ გვიტანონ ძაან რო არ შევრცხვეთ.
დემბელე რატო აწვდის კუთხურებს ვერაფრით ვერ ვხვდები, ჩვეულებრივ სიტუაციაშიც კი არ შეუძლია ზუსტად ჩაწოდება სადღაც ჯანდაბაში უშვებს ხოლმე და კუთხურზე საერთოდ, ისედაც არ გამოგვდის არაფერი მაქედან დანიშვნიდანვე იმედს ნუ გადაგვიწურავთ რო დემბელე მეორე მხარეს გადააგდებს თქვენი ჭირომე
ხოვთვქი სევილია დაგვაჰანდიკაპებს თქო,მესის იმედი მქონდა ამრა გააქრეს,სევილია ძაან დონე ფეხბურთს თამაშობს,დორტმუნდს აუცილებლად გამოაგდებენ,ესპანეთის თასსაც ეგენი მოიგებენ,ლოპეტეგი როკარგი სპეციალისტია პორტოში და ესპანეთის ნაკრებშიც დაამტკიცა,რეალში ცუდ დროს მოხდა
რაც შეგვეხება ჩვენ,იმედია კოვიდ დადებითი იქნება ვაფშე ყველა ფეხბურთელი და ავტომატური წაგება დაგვეწერება სამით ნული პსჟ სთან თორე არმინდა წარმოდგენა ბაყაყიჭამიები რას გვიზავენ,მაგათმა ბარსა ცუდ დღეში ნახონ და არ გაჩერდებიან ბოლო წუთამდე ამოგვტენიან,ყველაზე მეტად პსჟმ
რო გაგვანადგუროსს ვერ ავიტან და მაინც ასრულდება,გამწარებული ნეიმარი,მბაპე რომელსაც დასამტკიცებელი აქვს რაღაცეები და პოჩეტინიკ რომელსაც ასევე აქვს დასამტკიცებელი რო ღირსია პსჟს თავკაცობის,იმედია ერთ მატჩიანი იქნება თორე 8 ით 2 მონაგონი იქნება,დაინგრევა გუნდი ვაფშე
უმტიტი საერთოდ არ გამოეყვანათ, ხო შეიძლებოდა? ტიპი ვეღარ დაგორავს, სირბილსა და სიარულზე აღარაფერს ვიტყვი.
კიდე ორივე გოლი მაგან გაგვიტანა.
არაუხოს გარეშე პსჟ დაგვანგრევს
არამგონია ამ გუნდს ქონდეს შესაძლებლობა სევილიას დაუქამბექოს 2-0დან მეეჭვება მარა წარმატებები
კუმანის მწვრთნელობა არ გაიშვა, ერთ ძლიერ გუნდს ვერ მოუგო რაც სეზონი დაიწყო
არაუშავს კამპ ნოუზე თამაში წინაა იქ გადავუვლით
ვიქონიოთ იმედი, რომ ან სევილია დასუსტდება მეორე მატჩამდე ან კუმანი მოიფიქრებს რამეს,(მაგალითად სუარესს დააბრუნებს)
ეს თასიც 99%-ით დაკარგულია. ეს სევილია ამ შედეგს არ გაანიავებს. საჯარიმოს ჩააბეტონებს და სადმე გამოგვიჭერს ამ დაცვის გადამკიდე.
2020-2021 წლის სეზონი, ტიტული 0.
იმედი მომეცა რომ გუნდმა თამაში გამოასწორა თქო და რა საზიზღარი თამაში აჩვენეს დღეს.კარგი კი ბატონო ვეღარ არის ძველ ფორმაში და ვეღარ აჩვენებს იმ თამაშს რასაც მიჩვეულები ვართ მაგრამ ასეთი ჩავარდნა ერთდროულად დაცვაში ნახევარდაცვაში და თავდასხმაში ისე რომ ვერცერთზე ვერ თქვა რაღაცაში მაინც ივარგაო და ამის თქმის საბაბი არ მოგეცეს? ერთადერთი ტერ შტეგენზე კიდევ შემიძლია ამის თქმა ასე თუ ისე სხვებთან შედარებით.როგორც ყოველთვის მას ნაკლებად მიუძღვის ბრალი გატანილ გოლში იმის ფონზე როგორც ითამაშეს დღეს მცველებმა.რა ქნას ამ ერთმა ტერ შტეგენმა? ყველა ბურთს ხომ ვერ აიღებს?გამოსავალი ერთია ცოტა სწრაფად მიიღონ მცველებმა გადაწყვეტილებები და ნუ ჩამოეძინებათ ბატონო თამაშისას.მაგის დრო და ადგილი ნამდვილად არ არის მოედანზე.კუმანს რაც შეეხება დავიჯერო მართლა ვერ ხვდება როდის არის საჭირო ცვლილებების გაკეთება თუ ასე სპეციალურად იქცევა.