მატჩისშემდგომი მიმოხილვა: დე იონგი არ დადის, დე იონგი დაფრინავს!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: დე იონგი არ დადის, დე იონგი დაფრინავს!

“ბარსა” მეოთხედფინალშია და ტურნირის ფავორიტად ითვლება. კოპა დელ რეი ერთადერთი ტურნირია, რომლის მოგების რეალური შანსი არსებობს და კუმანმა ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას.

“ბარსა” ასეთ შეხვედრებს ზედმეტი ძალების დახარჯვის გარეშე უნდა იგებდეს, მაგრამ აღარ არის საქმე ისე, როგორც წლების წინ იყო. ეგ კი არა, ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე გუნდი წამყვან ფეხბურთელებს თუ შეინარჩუნებს, ეს უკვე დიდი საქმე იქნება.

კონკრეტულად ეს შეხვედრა საინტერესო გამოდგა და მივყვეთ ეტაპობრივად.

დაცვა

ბოლო დროს დაცვის ხაზი ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. მარჯვენა ფლანგზე გვყავს ცენტრალური მცველი მინგესა, რომელმაც გუშინ ერთხელ სცადა ჩაწოდება და ბურთი მეზობელ კორპუსში შეაგდო. მიუხედავად ამისა, ყველაფრის გათვალისწინებით, ცუდ შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს, კუმანი ენდობა და მინგესაც ამართლებს ნდობას, უპირველეს ამოცანას, ანუ დაცვაში თამაშს მშვენივრად ართმევს თავს.

არაუხოს შესაფასებლად და მისი პროგრესის ხაზგასასმელად ეს მატჩი არ გამოგვადგება, არაუხო პსჟ-თან უნდა შევაფასოთ, რადგან მთელი დაწოლა მასზე წამოვა, სწორედ იქ გამოჩნდება რეალურად რა დონეზე შეუძლია თამაში. “რაიოსთან” კი ბევრი საქმე არ ჰქონია.

ლანგლე თამაშიდან თამაშამდე უფრო ცუდი სანახავია. არაუხოს ფონზე კიდევ უფრო მეტად ცუდი ჩანს. პიკეს შემხედვარე ვერ გაიმეტებდი, იმიტომ, რომ პიკეც ხშირად ცდებოდა, მაგრამ ახლა ფაქტია, რომ არაუხოს მეწყვილედ ვერ გამოდგება. კუმანმა ფრანგებთან შეხვედრისთვის საუკეთესო ვარიანტი უნდა შეარჩიოს. ფლეი ოფში ძირითადისთვის ბრძოლა უკვე დაწყებულია, უმტიტი ფორმაში შედის და მისი და არაუხოს წყვილი ნამდვილად კარგი სანახავი იქნება.

ფირპოს რაც შეეხება, სამჯერ დატოვეს იმ პოზიციაზე, რა პოზიიციიდანაც ალბამ დე იონგს გაატანინა. ალბა გაცილებით კარგად გრძნობს მომენტს, უფრო სწორ გადაწყვეტილებებს იღებს ბოლო მომენტში და უფრო ზუსტადაც აკეთებს ყველაფერს. უმოკლეს მონაკვეთში გამოჩნდა ის უდიდესი სხვაობა, რომელიც მათ შორის არის.

პედრი-პუჩი

ტრიო დაიშალა. არც პედრის აწყენს დასვენება და არც რიკის თამაში. მათ შორის მთავარი განსხვავებაც გამოჩნდა, რიკი ყველაფერს უფრო სწრაფად აკეთებს, ნახევარდაცვის ცენტრში ვერცხლის წყალივით მოძრაობს, მაგრამ მისი პასები შეტევის სწორად განვითარების პერსპექტივას არ იძლევა. უხეშად რომ ვთქვა, უმეტესად ერთჯერად პასს აკეთებს. პასი-პასისთვის. ეს კარგია მაშინ, როცა მეტოქე ღრმად არის უკან ჩამჯდარი და სწრაფი პასებით ზონებს შორის სივრცეების გახსნას ცდილობ, მაგრამ “რაიოსთან” არ ყოფილა ასეთი სურათი, მოედნის ცენტრში საკმარისი თავისუფლება იყო იმისათვის, რომ უფრო კრეატიული შეტევებისთვის ჩაეყარა საფუძველი.

აი პედრი უფრო ნელა მოძრაობს, მაგრამ უფრო სწრაფად აზროვნებს და რაც მთავარია, მისი პასები ყოველთვის რაღაც უფრო დიდის ნაწილია, ის ხედავს შეტევის მომდევნო საფეხურებს და მის განვითარებას. ეს კი ძალიან დიდი უპირატესობაა, ეს ის პლუსია, რომლითაც ჩავი და ინიესტა გამოირჩეოდნენ.

გარდა ამისა, პუჩი ბურთს ვერ გაუფრთხილდა ისე, როგორც ცენტრალური ნახევარმცველი უნდა უფრთხილდებოდეს. ამ ეტაპისთვის პედრი უფრო მაღლა დგას.

საუკეთესო

სანამ საუკეთესო ფეხბურთელზე გადავიდოდე, ბუსკეტსზე ვიტყვი, რომ ისევ სტაბილურად კარგი იყო. სეზონის წინ პიანიჩის მოსვლით აშინებდნენ, მაგრამ ბუსკეტსი შეუცვლელი ფეხბურთელია. მის გარეშე “ბარსას” თამაში ძალიან არეულ-დარეულია, განსაკუთრებით ბურთის ამოტანის დროს.

დე იონგს რაც შეეხება, ტემპს არ აგდებს, პირიქით, უმატებს და უმატებს, ფრანგებთან პიკში უნდა იყოს, რაც მთავარია, მისი კარგი თამაში სტატისტიკაზეც აისახება, არც გოლებს აკლებს და არც პასებს. გამათანაბრებელი გოლის დროს მთავარი პასი სწორედ მისი იყო, მეორე ეტაპზე ყველაფერი მარტივად გაკეთდა, ამას გოლიც მიაყოლა და თამაში მოვიგეთ.

პირველ ტაიმში იყო მომენტი, როცა ბურთი ხარიხას მოარტყა და ასევე ვნახეთ მისი და მესის უკვე კარგად ნაცნობი და დამუშავებული კომბინაცია, რომელსაც გოლი მოჰყვა, მაგრამ თამაშგარეს გამო გაუქმდა.

სეზონის წინ კუმანის დანიშვნის მთავარ უპირატესობად ის მივიჩნიეთ, რომ ფრენკის აათამაშებდა, ჰოდა, აათამაშა.

თავდასხმა

ერთ მომენტს ყველაფრის შეცვლა შეუძლია, მათ შორის შეფასებისა და წარმოდგენის. ტრინკაუმ გადამწყვეტ მომენტში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამას ვამბობ იმიტომ, რომ ვერ გაიტანა. როგორც წესი, გოლის დროს აღარავის აკრიტიკებენ, მაგრამ პასი რომ გაეკეთებინა, კრიტიკასაც გადაურჩებოდა, არ აქვს მნიშვნელობა, მის პასს შეირგებდნენ თუ ვერა. მთელი თამაში კარგად ჩაატარა, მცველებს მარტივად ჩაგრავდა, სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა, ნაკლები წუნი ჰქონდა, მაგრამ იმ მომენტმა ყველაფერი გააფუჭა. იმდენად სურდა თავის გამოჩენა, რომ იდეალურ პოზიციაში მყოფი მესი მიაიგნორა, ასეთი საქციელი თავის დროზე, კრისტიან ტელიოს ძალიან ძვირად დაუჯდა, მე მგონი, რომ ტრინკაუც იგივე ბედს გაიზიარებს.

შეიძლება ითქვას, რომ ეს მისი შანსი იყო, რომელიც ვერ გამოიყენა.

მესი

ლეო დაბრუნდა, გაიტანა, ხარიხა შეაზანზარა, ბოლოს მცველები მიყარ-მოყარა და წონასწორობა რომ არ დაეკარგა გაიტანდა კიდეც. გაშვებული გოლის მერე სულ სხვა სისწრაფეებზე გადავიდა და ჩვეული პასებიც ჩამოარიგა.

საერთო ჯამში, თამაშზე არ გადავირიეთ, მაგრამ მოგება კარგია.

სამ დღეში “ბილბაოს” ვუმასპინძლებთ და იმედია ფინალისთვის შურსაც ვიძიებთ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (17)

  • nikusha
    28 იან 2021, 22:41

    მომავლის ცენტრი: ალენია-დე იონგი-პედრი (ძაან მოძრავი და კრეატიული ტრიო)

  • ნოდო
    28 იან 2021, 21:44

    კარგი შეჯამებაა ყოჩაღ ავტორს, რაც შეეხება დაცვაზე აი ვერაფრით გავიგე კუმანს რატო არ მოსწონს უმტიტი, @ლენგლეს ყველა ვარიანტში ჯობია

  • rivaldo80
    28 იან 2021, 18:29

    მესი გასაგებია მაგრამ აი დეიონგი რომ დავკარგოთ მართლაა ხეტაფე გახვდებით….სასწაული ლიდერი გახდაა

  • ალექსი
    28 იან 2021, 16:45

    ტრინკაუუ რინკაუ ვამბობდი ყველა კომენტარში ვწერ თითქმის ჯერ ისეთი არაფერი გაუკეთებია და არცმომწონს ჯერჯერობით ვნახოთ შეიძლება ამდენი კრიტიკის მერე მოიხოდოს გაიხსნას და უფროკარგად ითამაშოს

  • AGU3RO
    28 იან 2021, 14:50

    ბილბაოს 3-0 მოვუგებთY

  • Barca_MNS
    28 იან 2021, 14:49

    ციტატა: Don_Andresito
    ტრინკაო უკვე მეც მაღიზიანებს უაზრო თამაშით მარა უნდა ვაცადოთ ეს წელი მაინც. იჯარა ცუდი არ იქნებოდა თუ დეპაიც მოდის და თან კო რადია დასაწინაურებელი მარა იქნებ გომესის შემთხვევას გადავურჩეთ, ერთი გოლი უნდა ერთი და სხვანაირად წავა მერე მაგის ამბავი. კაცს ესე ადვილად შეეძლოს მცველის მოტყუება, დემბელეზე მარტივად დაჟე, ქონდეს ის დარტყმა რაც ბრაგაში ქონდა და ესეთი ცუდი იყოს ჯამში რავი რა, იშვიათობაა. მოიხოდება მაინც მჯერა და გააგდეთ მოაშორეთ აღარ ათამაშოთ არასწორი მიდგომაა ჩემი აზრით. სადღაც გაისვრის. თან ვინგერები ისედაც არ გვყავს, სისწრაფე გვაკლია და მაგ ბიჭის ათამაშება მბიშვნელოვან ძალას შეგვმატებდა.


    წინა თამაშშიც და გუშინაც, ცუდად არ დაურტყამს, არც ცუდად მოქმედებდა ის მომენტი იყო უბრალოდ უკეთეს პოზოციაში იყო მესი და მიეცა პასი ლოგიკური იყო, მაგრამ ფორვარდი რო ხარ 20 წლის გოლი არ გაგიტანია და კარიდან 3 მეტრში ხარ უნდა დაარყა ჩემი აზრით, თან ისეთ დროს იყო ეგ მომენტი რო 2 ჯერ უკვე გაბითურებული გყავს მცველები, პენალტი იცი რო დასადები იყო და არ დადეს. ეგრე რო დაარყა და დიაკიდა ბევრი ფაქტორი მაგიტო გაიხსნა ფატიც, იდეაში ტელევიზორიდან კი ჩანს რო ვაი და რა მახვილი კუთხიდან დაარყა მაგრამ პოზიციიდან დასარყმელი ქონდა და დაარყა. ეგრე მესიმ რა იმატავა პასის რამდნეი ვარიანტი გამაზა მარა მესი მესია და რა უნდა ვთქვათ.

  • _De Jong_Pedri_Puig_
    28 იან 2021, 14:05

    ikamach,
    აი პროსტა არ მესმის რატო აკრიტიკებთ ტრინკაოს, ტიპმა რაიოს მცველები ათრია ერთს ლამაზი დირკაც გაუძვრინა და რადგან კარში დაარტყა მაგიტოო?? თავის გამოჩენა უნდოდა რადგან ბევრს აკრიტიკებდნენ, საკუთარ თავზე არ იღებს, სითამამე აკლიაო. მერე ის დარტყმაც ძალიან კარგი და ზუსტი იყო, მეკარეს რომ არ ემარჯვა გოლიც გაქონდა. ფატიზეც მეკეტება მარა ფატიმ რო ეგრე ქნა ყველა წერდა აშვებულიაო და თავხედია და ეგ აქვს კარგიო და ტრინკაომ რა დააშავა.

  • me da barca
    28 იან 2021, 13:16

    დიახ, ბილბაოსთან შური უნდა ვიძიოთ, ის წვერებიანი, სიმულიანტი მაჯახედი გამოუშვით.

  • Don_Andresito
    28 იან 2021, 13:10

    ტრინკაო უკვე მეც მაღიზიანებს უაზრო თამაშით მარა უნდა ვაცადოთ ეს წელი მაინც. იჯარა ცუდი არ იქნებოდა თუ დეპაიც მოდის და თან კო რადია დასაწინაურებელი მარა იქნებ გომესის შემთხვევას გადავურჩეთ, ერთი გოლი უნდა ერთი და სხვანაირად წავა მერე მაგის ამბავი. კაცს ესე ადვილად შეეძლოს მცველის მოტყუება, დემბელეზე მარტივად დაჟე, ქონდეს ის დარტყმა რაც ბრაგაში ქონდა და ესეთი ცუდი იყოს ჯამში რავი რა, იშვიათობაა. მოიხოდება მაინც მჯერა და გააგდეთ მოაშორეთ აღარ ათამაშოთ არასწორი მიდგომაა ჩემი აზრით. სადღაც გაისვრის. თან ვინგერები ისედაც არ გვყავს, სისწრაფე გვაკლია და მაგ ბიჭის ათამაშება მბიშვნელოვან ძალას შეგვმატებდა.

  • basa7
    28 იან 2021, 12:35

    აცალეთ ამ ტრინკაოს ტქო , დრო ჭირდება დრო

    ისე ნეტავ ის ხალხი სადაა სუარესთან ერთად ბუსკეტს რომ მიწასთან ასწორებდნენ და ფეხბურთის ანალიტიკოსებად თვლიდნენ თავს

  • C.PC5
    28 იან 2021, 11:31

    ფეოლა შენ დეიონგს მაგონებ, მშვენიერი სტატიაა❤️. ტრინკაუზე მინდა ვთქვა. მეცოდება მაგ ბიჭი. მართლა კარგი იყო გუშინ, მშვენიერი დრიბლინგები და ბურთსაც არ კარგავდა უაზროდ, აი იმ მომენტმა მართლა ყველაფერი გაუფუჭა, იყო გატანის შანსი მაგრამ ვერც თვითონ დაარტყა კარგად და ეს მეკარეებიც მაგასთან ხდებიან ბუფონები და კასილასები. არ გავამტყუნებ პასის არ გაკეთებისთვის, მესის რომ არ ქონდეს 6 თვის განმავლობაში გატანილი გოლი ვგონებ არც ის დაფიქრდებოდა მანდ პასზე ან მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი. ასე რომ ტრინკაუს ცოტა გამართლება სჭორდება, აშკარაა რომ დემბელეზე ჭკვიანი მაინცაა.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    28 იან 2021, 11:25

    ტერ შტეგენი,არაუხო, დე იონგი,პედრი ეს ის ოთხეულია რომლებიც გამორჩეულები არიან გუნდში,მესიზე ამას აღარც ავღნიშნავ იმიტომ რომ ამას არც ჭირდება აღნიშვნა, იმის თქმა მესიზე თუ ხასიათზე ვერ არის უნდა წავიდეს,მადლობა ვუთხრათ გუნდის წინაშე დამსახურებისთვის და გავუშვათ უსამართლო მიდგომაა,ბარემ ხომ არ გააგდონ ძაღლივით როგორც სუარესს მოექცნენ რომელმაც ამდენი გააკეთა გუნდისთვის.პუჩს რაც შეეხება ერთი თამაშით იმ დასკვნის გამოტანა რომ ხაზი უნდა გადაესვას და აღარ მიეცეს სათამაშო დრო არასწორია.ტრინკაუზე, ფირპოზე, გრიზმანზე, ბრეითუეიტზე, კოუტინიოზე, პიანიჩზე,ფერნანდესზე და ლენგლეზე რაღა უნდა ითქვას მაშინ.ნეტუს უნდა მიეცეს შანსი ცუდი მეკარე არ არის და თუ ტერ შტეგენს ვერ უწევს კონკურენციას მისი წასვლა გამოსავალი არ არის, თუნდაც პენიაც რომ მოვიდეს მის ნაცვლად შტეგენის ფონზე არც მას მიეცემა დიდი სათამაშო დრო, ფულის მიზეზით თუ უნდა მოხდეს მისი გაყიდვა გასაყიდი ფეხბურთელების მეტი რა არის მაინცდამაინც ნეტუს რომ არ მიადგნენ,ბოლოს ბუსკეცი ალბა და პიკე ბერდებიან თუ არ ბერდებიან შეცდომები მოსდით თუ არ მოსდით სათადარიგოთა სკამზეა მათი ადგილი და ლენგლე უნდა იდგეს ძირითადში რომელიც 90 წუთი დაბნეული დაბოდიალობს მოედანზე? პირიქით ლენგლეს უნდა მიეჩინოს ადგილი სამუდამოდ სათადარიგოთა სკამზე და ეს ტრიო ალბა ბუსკეცი და პიკე უნდა იდგნენ ძირითადში გამოცდილებიც არიან და თუნდაც ამით ჯობიან ამ პირდაღებულ ლენგლეს.სტატიას რაც შეეხება ნუ როგორც ყოველთვის დადებითი შეფასების გარდა არაფერი მეთქმის, მესიზე დაგესესხები სიტყვებს მცველები მიყარ მოყარაო და დავამატებ რომ კიდევ ბევრჯერ მიყრი მოყრის.

  • carles puyol 5
    28 იან 2021, 11:08

    კარგი სტატიაა და ყველაფერში გეთანხმები მაგრამ არაუხო პსჟ სთან თამაშით როგორ უნდა შეაფასო როცა ნეიმარი მბაპე დიმარია იკარდი გიტევს და სხვა ნორმალური კაცი დაცვაში არ ჰყავს.ფაქტიურად მარტო უნდა გაუმკვლავდეს

  • ikamach
    28 იან 2021, 10:45

    მართლა კარგი იყო დეიონგი, როგორ ველოდებოდი ამის გადმოსვლას ბარსაში და მიხარია რომ ტყუილად არა. აი პუჩიზე კი გული მწყდება, არაა ეს ძირითადის ტიპი, ერთადერთი ბევრს და სწრაფად მოძრაობს, მაგრამ უშედეგოდ. ვნახოთ იქნებ ხშირად თამაშმა სითამამე შემატოს, ტრინკაოს არც ხშირად თამაშმა არ უშველა, მომკალით და მაგრად არ მომწონს ეგ ბიჭი რა, რაში გადაყარეს ფული.

  • BEQA BARCA
    28 იან 2021, 10:44

    მინგესაზე მომეწონა 😅🤣 მეზობელ კორპუსშიო🤣😅. კაი სტატიაა სააღოლ…

  • ბასქუ10
    28 იან 2021, 09:19

    ტრინკაუ კარგად გამოიყურებოდა მართლა, ძალიან ადვილად შეუძლია მცველების ჩამოშორება მაგრამ მერე რას აკეთებს ესაა საქმე, იმ მომენტში ასისტი როგაეკეთებინა ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა მაგრამ გააფუჭა იმით ყველაფერი, დეიონგი კი შეუდარებელია, ალბას შემოსვლა გარდამტეხი აღმოჩნდა ასისიტიც მიითვალა და რაც ითამაშა მცირე დროში ფირპოს მთელი თამაში არ გაუკეთებია იმდენი

  • M10 S9 D11
    28 იან 2021, 08:21

    დე იონგი მართლაც დაფრინავს