ელჩე VS ბარსელონა (ვიდეოანალიზი)

ელჩე VS ბარსელონა (ვიდეოანალიზი)

გამომდინარე იქიდან, რომ თამაშები ერთმანეთს ძალიან სწრაფად მიყვება, ფინალის მომენტებსაც განვიხილავ, მით უმეტეს, რომ ანალოგიურ შეცდომებსა და კომბინაციებთან გვაქვს საქმე. 

ტაქტიკა

სეზონის დასაწყისში კუმანმა ორი საყრდენით დაიწყო თამაში, რამაც არ გაამართლა, შუა ნაწილიდან კი ფრენკი დე იონგი უფრო შემტევად აქცია, მეტი თავისუფლება მისცა და რიგ შემთხვევებში ფორვარდის პოზიციაზეც გვევლინება. მიუხედავად ამისა, კუმანის 4-3-3 მაინც ძალიან განსხვავდება რაიკაარდის ან გვარდიოლას ტაქტიკისგან. ფრენკი და პედრი აბსოლუტურად განსხვავბეულ სივრცეებს ითვისებენ და დავალებებიც რადიკალურად განსხვავებული აქვთ. 

ვიდეოს მონაკვეთში ჩანს განლაგება, საწყის ეტაპზე კლასიკური 4-3-3, ხოლო შემდეგ გრიზმანთან ახლოს, რომელიც ცრუ ცხრიანის პოზიციას იკავებს. 

ასევე ჩანს, რომ მთელი შემტევი ხაზი ცდილობს უკანასკნელ მცველებს გაუსწორდნენ რათა დაწოლა მოახდინონ მეტოქის დაცვაზე და სწრაფად ავიდნენ შეტევაში. 

დე იონგი

დე იონგის საჯარიმოში შერბენები უკვე მთავარ ტაქტიკურ იარაღად იქცა “ბარსას” შეტევაში. ალბას ჩართვების მერე ყველაზე ხშირად სწორედ ამ მოძრაობას ვხედავთ. ერთ მომენტში კარგად ცდილობს სივრცის ათვისებას, მაგრამ უმტიტი პასს არ უკეთებს, მერე კი გოლის მომენტშიც შეირბენს. მართალია, გოლი მის გარეშეც გადის, მაგრამ ზუსტად იქ არის, სადაც უნდა იყოს. 

იგივე ვნახეთ “ბილბაოსთან” ფინალში და ტურის შეხვედრაშიც. ეს კომბინაცია ყველაზე კარგად მაშინ თამაშდება, როცა მესი მოედანზეა, ისევე როგორც ალბას შემთხვევაში, მესის გარეშე ასეთი პასის გაკეთება ძალიან რთულია. 

დაცვა

დაცვაში ისევ არის შეცდომები, როგორც ინდივიდუალური, ისე ტაქტიკური. უმტიტის შემთხვევაში დადებითად შემიძლია ვისაუბრო. ერთ მომენტში ფეხი დაუცდა და სახიფათო მომენტი შეიქმნა, მაგრამ სწრაფადვე შეძლო მობილიზება და სწორად გადაწყობა, რაც მის გონიერებაზე მეტყველებს. მაგალითად, ლანგლე ასე სწრაფად ვერ ერკვევა რომელი სივრცე უნდა შეავსოს. 

არაუხოს რაც შეეხება, ინდივიდუალურად ძალიან ძლიერია, პოზიციურად არა. როცა “ელჩეს” თავდამსხმელი ერთი-ერთზე დავტოვეთ, სამმა მცველმა დაუშვა შეცდომა. უმტიტიმ პასის დროს, მინგესამ კი ბურთი დაკარგა, რადგან სწრაფი გადაწყვეტილება ვერ მიიღო, ხოლო არაუხო პოზიციურად შეცდა. მას მინგესასთან მაქსიმალურად უნდა გაეზარდა მანძილი, ამის ნაცვლად მისკენ დაიძრა და შეცდომის მერე დაზღვევაც ვეღარ მოასწრო. 

გარდა ამისა, ფინალში “ბილბაოსთან” ორჯერ დაუშვა პოზიციური შეცდომა და ორივეს გოლი მოჰყვა. პირველ ჯერზე სწრაფად ახერხებს ინიაკიზე აწევას, მაგრამ მერე მუნიანის მოძრაობა აბნევს და ინიაკის პასის გაკეთების დრო და საშუალება უჩნდება. არაუხოს ეს შეცდომა გამოგვეპარა, რადგან ალბას პოზიციურ შეცდომაზე გავაკეთეთ აქცენტი.
მეორე მომენტში ორმაგ შეცდომას უშვებს, ზონური დაცვის პრინციპებით მუნიაინზე, ანუ ბურთიანზე ის უნდა ასულიყო და მცველებს დაეზღვიათ, მაგრამ მინგესა აიწია ცენტრალურ ზონაში და არაუხომ ვერ დააზღვია, ინიაკისთან ისევ დიდი დისტანცია დარჩა და ეს მომენტიც გოლით დასრულდა.

არაუხოს ვარსკვლავად ჩამოყალიბებაში ხელს მხოლოდ პოზიციური თამაშის გაუმჯობესება უშლის. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • ბასქუ10
    26 იან 2021, 18:28

    საკმაოდ კარგად აქვს კუმანს ეს 4-3-3 გათვლილი მაგრამ აქ საქმე ინდივიდუალურ პრობლემებშია ისევ, ისეთ შეცდომებს უშვებენ რაც ნამდვილად არ ეპატიებათ, ამ სქემას დახვეწა სჭირდება და იმედია უახლოს მომავალში ასეთი შეცდომები აღარ გვექნება

  • C.PC5
    26 იან 2021, 18:24

    არაუხოს შეცდომებიც გამოჩნდა და აშკარად სამუშაო აქვს, თუმცა უფრო მეტი თანაგუნდელებთან აქვს სამუშაო, დასწრებაზე კაი ბიჭია და პოზიციურადაც უფრო სიხისტე მართებს, უფრო მალე უნდა მივიდეს ასართმევად, ინიაკის მომენტში გამოჩნდა რომ დააგვიანა მისვლა და ჰოპ! იმ გაფუჭედული პასის მომენტში მაგან და მინგესამ ვერ გაუგეს, უბრალოდ რომ დაეყვირა ერთერთს არ შეიქმნებოდა მომენტი, ერთი მეორეს დააცდიდა და ვსო. ამიტომაც ფაქტია რომ ერთმანეთთან მუშაობა და მოედანზე კავშირი აკლიათ ამ წუთას.

  • BEQA BARCA
    26 იან 2021, 17:26

    კარგი ანალიზია. სააღოლ. ყველაფერი კარგადაა ახსნილი. ისეთ რამეზე დამაკვირვე რასაც თამაშის დროს ვერ ვაკვირდებოდი💜