ორი ქულა დაიკარგა, ეს არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი. როგორც ჩანს, მთელი სეზონი ასე იქნება, “ბარსასგან” სტაბილურ თამაშს არ უნდა ველოდოთ. საინტერესო კი ბევრი იყო და სათქმელიც ბევრია.
დიდება უფალს!
ასეთი წარწერა ჰქონდა მაისურზე რონალდ არაუხოს, რომელმაც იბრაჰიმოვიჩის სტილში შეაგდო და “ბარსა” დააწინაურა.
ესეც სცოდნია.
არც დაცვაში იყო სუსტი, ჰქონდა რამდენიმე შეცდომა, მაგრამ საერთო ჯამში დამაჯერებელი იყო. წინაზეც დავწერეთ, რომ დაცვის ლიდერად ყალიბდება, ეს გოლი მასზე დადებითად იმოქმედებს, უფრო მეტად თავდაჯერებული გახდება და ყოველ მომდევნო შეხვედრაში უფრო მაღალ დონეზე თამაშს უნდა ველოდოთ.
თავის დროზე ერთ სიამოვნებად ღირდა იმის ყურება, როგორ იწყებდა კარიერას კარლეს პუიოლი, ყველაზე დიდი გზა უბრალო ფეხბურთელობიდან ვარსკვლავობამდე სწორედ მან გაიარა. “ბარსას” დანარჩენი ლეგენდები თავიდანვე დიდი ყურადღების ცენტრში იყვნენ, კარლესი კი არაფრით გამორჩეული ბიჭი იყო, რომელმაც თავის შრომით და მიზანდასახულობით ყველა მწვერვალი დაიპყრო.
წააგავს რაღაცით არაუხოს დასაწყისს. არავინ უყურებდა ისე, როგორც ახალგაზრდა პიკეს, ან გადმობირებულ მარკესს და უმტიტის, თავისით გადადგა პირველი ნაბიჯები, რომელიც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის ფუნდამენტი შეიძლება გამოდგეს. მემგონი, რომ დიდი გზის დასაწყისს ვუყურებთ.
სხვა მცველებზე რა უნდა ითქვას? უჩვეულოდ წარუმატებელი გამოდგა ალბასა და მესის კომბინაციები, მიუხედავად იმისა, რომ პირველი გოლი მათ გააკეთეს. რამდენჯერმე განაწყენდნენ კიდეც ერთმანეთზე, ამასაც მოვესწარით, მესის უკვე იმ ფეხბურთელისაც აღარ ესმის, ვისთანაც იდეალურად იყო შეთამაშებული.
როგორც ყოველთვის შეცდომები ჰქონდა მინგესას, მაგრამ სეზონის სპეციფიკიდან გამომდინარე, საერთოდ არ ვიქნები წინააღმდეგი თუ კუმანი მყარად აქცევს ძირითადის წევრად. ფაქტია, რომ ლანგლე ვერ ჩამოყალიბდა მაღალი დონის მცველად, ამ ახალგაზრდას კი აქვს რაღაც ისეთი, რის გამოც კუმანის სიმპატიებს იმსახურებს, ყოველ მომდევნო შეხვედრაში უფრო გაბედულად გამოიყურება. შეცდომებს მომავალშიც დაუშვებს, მთავარია, რომ შეცდომებზე სწავლა დაიწყოს. ფინანსურ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, ბოლომდე არაუხო-მინგესას იმედზე დავრჩეთ.
დესტისგან მეტს ველით. მარტო იმის გამო ვერ შევაქებთ, რომ არაფერი გაუფუჭებია.
დე იონგის გარეშე
თამაში დავიწყეთ ჰოლანდიელის გარეშე და ყველაფერი ისევ აირია. პედრი იყო ერთადერთი, რომელსაც მოედნის ცენტრში კონტროლი და ბალანსი მოჰქონდა, კოუტინიო კი თავის თავს არ ჰგავს, გასვლამდე კარგი მომენტი შექმნა და რომ გაეტანა რაღაც კარგი შეიძლებოდა გვეთქვა, მაგრამ ეგეც ვერ შეაგდო. ძირითადად არაფრის მომცემ პასებს აკეთებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გამწვავებას გადაწყვეტს ბურთს მარტივად კარგავს, ამაზე ცუდს შემტევი ნახევარმცველი ვერაფერს გააკეთებს.
კოუტინიო, გრიზმანი და დემბელე “ბარსელონას” განვითარების მთავარი საწინდარია, ოღონდ არა მოედანზე, არამედ ტრანსფერზე.
ფრენკის გამოსვლამ სიმწვავეც მოიტანა და სიზუსტეც, მაგრამ ტაქტიკურად მაინც რაღაც ექსპერიმენტს ვადევნეთ თვალი. ფეხბურთელებმა, რომ ვერაფერი გაიგეს ფაქტია და მემგონი, რომ ვერც კუმანი გაერკვა თავისივე შემოქმედებაში.
თავდასხმა
მორიგი უსახური თამაში შემტევებისგან. პირველ ტაიმში და საერთოდ თამაშის უდიდეს მონაკვეთში, “ბარსა” მარტივად მიდიოდა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან, აი მერე იქმნებოდა ბოლო პასის პრობლემა, რასაც, როგორც წესი, მესი იღებს ხოლმე თავის თავზე. ამჯერადაც მესის ბოლო პასს მოჰყვა თერთმეტმეტრიანი და მის პასს შეეძლო, რომ თამაში დაემთავრებინა, მაგრამ ბრეითუეიტს ახლო მანძილიდან მეკარემ აჯობა. გრიზმანმა ისე ითამაშა როგორც მიგვაჩვია.
მსაჯის გადაწყვეტილება იყო კომიკურიც და ტრაგიკულიც, კომიკური იმიტომ, რომ ყველაზე არაადექვატური გადაწყვეტილება მიიღო, რაც კი შეიძლებოდა, რომ მიეღო, ტრაგიკული იმის გამო გამოდგა, რომ ამან მშვიდად მოგების საშუალება არ მოგვცა, თუმცა არავინ იცის, მეტოქის გაძევების შემთხვევაში მოვიგებდით თუ ვერა.
“ვალენსიელს” წითელი ბარათი უჩვენეს იმის გამო, რომ ბოლო იმედის ჯარიმა აიღო, ის არ გაუძევებიათ იმიტომ, რომ გრიზმანს წიხლი ჩაარტყა, ან თავში წამოარტყა, ან მოვლილ თმაზე ჩამოქაჩა, არა, უბრალოდ მცირე შეხება გახდა საჭირო, რომ ბოლო იმედის ჯარიმა აეღო და გათავდა – წითელი ბარათი!
მერე კი საქმეში ჩაერთო VAR-ი, მსაჯმა მომენტი გადაამოწმა და წითელი ყვითელით შეცვალა. სრული აბსურდი! პენალტი არ გააუქმა, მაგრამ წითელი გააუქმა.
რა ლოგიკაა ამაში?
ერთადერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს, მთავარ მსაჯს არ მოეწონა, რომ მის გადაწყვეტილებაში ეჭვი შეიტანეს, მონიტორთან მიიხმეს, თითქოს შენიშვნა მისცეს სწორად არ მოიქეციო და ისე აიჭრა, რომ წითელი ბარათი გააუქმა.
პენალტი, რომ გაეუქმებინა ამას უფრო გავიგებდი, გამეორებაზე ყოველთვის რთულია იმის განსაზღვრა, რა ძალით უბიძგებს ხელს ერთი ფეხბურთელი მეორეს, ამიტომ დანიშვნა/არ დანიშვნას ახსნა ყველა შემთხვევაში მოეძებნებოდა, აი ამ აბსურდს კი მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის მეშვეობით თუ ავხსით.
თუმცა, ვის უკვირს ეს ლა ლიგაში?
პელეს მილოცვა
მეფემ მეფეს მიულოცა. გაბუტული და დაღვრემილი მესი ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით პელეს გაუთანაბრდა. მითოსურ პერსონას! პელე იმდენად დიდი ლეგენდაა, რომ მისი სახელი პიროვნებისგან დამოუკიდებლად არსებობს.
მესისაც იგივე გზა ელის.
იანვარში კი რას იზამს კაცმა არ იცის.
წავა თუ დარჩება? სახე ისე ჩამოსტირის არ გამიკვირდება, რომ წავიდეს, ოჯახიდან დაწყებული, ფანებით დამთავრებული ყველა დასარჩენად ეპოტინება, მაგრამ თავად სხვაგვარად ფიქრობს.
რატომ დანიშნეს არჩევნები იანვრის ბოლოს? ეს ამ ხელმძღვანელობის უკანასკნელი მავნებლობა იყო, რომელიც სამომავლოდაც წინ დაგვხვდება. წესით და რიგით, არჩევნები უკვე დასრულებული უნდა იყოს, ახალ პრეზიდენტს გარკვეული უნდა ჰქონდეს რჩება თუ არა მესი, სატრანსფერო გეგმებიც უკვე დალაგებული უნდა იყოს და “ძალით ვარსკვლავების” ბედიც გადაწყვტილი, მაგრამ არჩევნები იანვრის ბოლოს გაიმართება და ქაოსს ვერაფრით გადავურჩებით.
თებერვლის დასაწყისში ფანჯარა დაიხურება.
მისცემს თავს უფლებას არსებული ხელმძღვანელობა, რომ თუნდაც 5 მილიონიანი მემფისი გაიფორმოს? რა ვიცი..
M10 S9 D11,
მგონია, რომ კუმანს სულ არ ადარდებს არც ტიტულები და არც თამაშის ხარისხი
მოსვლითანავე ვერ იგრძნო თავი ყველაფრის მაკონტროლებლად და დაიკიდა, ასეთი სიხისტით ცდილობს, რომ თავისი "ვერხი აიღოს", იმასაც კარგად გრძნობს, რომ მწვრტნელის რანგში ბევრს ვერაფერს მოიგებს და სანამ გაუშვებენ ირგებს სიტუაციას
როდესაც გუნდში ასეთი კაპიტანი გყავს,. ცოტა სხვანაირი ქცევა გმართებს
პიოლი როგორ იქცევა გუნდთან, როდესაც იბრაგა ყავს?
იბრაგას უფრო მძიმე ხასიათი აქვს, ვიდრე მესის
წყობა და არასწორი შემადგენლობა როდემდე უნდა ვიძახოთ? დავიჯერო სამწვრთნელო სტაფში ვერავინ ხვდება რო წყობა და არასწორი შემადგენლობაა ერთ-ერთი და უდიდესი პრობლემა გუნდში? ნუ კაი კუმანი დავუშვად ვერ ხვდება(თუმცა დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად ხვდება მარა პრინციპის ამბავია და ვირიდან არ ჩამოდის) შრიოდერი როგორ ვერ ხვდება რო ორი საყრდენით თამაში არ გამოსდის გუნდს და კოუტინიო საზიზღრობა როა პუჩის დალპობა რო მავნებლობაა დავიჯერო ესეც ვერ ხვდება რო მივიდეს და წამოარტყას თავში და აზრზე მოიყვანოს ეს თავგასიებული
ჩაივლის ეს ერთი თვეც და ალბათ დალაგდება ყველაფერი, რატომ უნდა ყოფილიყო კაი ხასიათზე როდესაც ირგვლივ ასეთი სიგიჟეები ხდება? რეკორდი? ეგ რონალდუ იქნებოდა, რომ რეკორდს დაამყარებდა და ბედნიერი იქნებოდა ფრით თუ წაგებით, 2014-ში რომ გადასცეს ოქროს ბურთი, მუნდიალის წელს, სადაც უმაღლეს დონეზე გაფარჩაკდა
ვინ რას ერჩის შტეგენს, 2-3 აქაური და მესი. სხვა არავინ. მეფეს რატომღაც კეილორი ურჩევნია. არაფერი ითქვა აქ ამ საკითხზე და სამწუხაროა. სამარცხვინო საქციელი იყო კეილორის საუკეთესოდ დასახელება. პირდაპირი მინიშნება რომელიც ხელაიფს ეკუთნოდა. შეილება შტეგენთან პრობლემა აქვს მესის მარა ჯობს პირდაპირ უთხრას ვიდრე ამ კუთხით აკრიტიკოს ან დაამციროს. ფანატები იტყვიან რა ქნას კეილორი ურჩევნიაო გაამართლებენ უპოვიან საბაბს რო მართალი გამოიყვანონ. მარა ყველამ ვიცით შტეგენს რო ექნა იგივე 10 სტატია დაიწერებოდა აქ და დედის გლანდებიც მოეკითხებოდა. იმედია ლიგაზე მეორე ნაბიჯს არ გადადგამს პსჟ კენ. ცუდი თამაშით ან ტრავმით. აღარაფერი გამიკვირდება უკვე. და ფანატების აზრი ამ საკითხზე მკიდია, ჩემი პირადი აზრია ეს და მორჩა. ეს წელი ახალგაზრდებს უნდა დაეთმოს სულ. ეს დუეტი დარჩეს დაცვაში სულ რო ავტოგოლები იტანონ. პედრი დესტიც ასევე. და პუჩი თორე კუმანის ოჯახზე გინებას ოფიციალურად გავხსნი. რაში მჭირდება პიანიჩი ან კოუ. ორივე ზაეალი და არაფრის მომტანია.
არაუხო და მინგესა ნამდვილად იმსახურებენ ძირითადში დგომას, რაც უფრო ხშირად მიეცემათ ძირითად შემადგენლობაში ყოფნის შანსი მეტ გამოცდილებას შეიძენენ.სათადარიგო სკამზე ჯდომაში ვერ მოვა სათამაშო გამოცდილება.დაუშვებენ შეცდომას შემდეგ თამაშში აღარ გაიმეორებენ შეცდომებზე ისწავლიან.მესის რაც შეეხება თუ დაღვრემილია საინტერესოა ნეტა რატომ.ამის მიზეზები აქვს და მეფე მეფეა თუნდაც დაღვრემილი,თუნდაც პენალტებს და ჯარიმებს აცილებდეს ფეხბურთის მეფედ რჩება.ბოლოს ტერ შტეგენი რა აქვს ამ მეკარეს შესაცვლელი? ყველა დარტყმულ ბურთს ხომ ვერ აიღებს?რა ბურთები მოხსნა.ტერ შტეგენი რომ არა რა ანგარიში დაფიქსირდებოდა საკითხავია.მარტო მისი შეცდომების დანახვა იოლია და გაკრიტიკება კიდევ უფრო იოლი რატომღაც.
მეორედ წავიკითხე ძმაო ისე ისაუბრე საღოლ♥️
გაიხარე ძმაო მადლობა <3
მეორედ წავიკითხე ძმაო ისე ისაუბრე საღოლ♥️
მოიყვანონ ეს უპამეკანო გარსიას რო მიაკვდნენ ზამთარში არ მგონია ჰალანდი მოიყვანონ მარა ზაფხულში მაინც ეცადონ
ანუ მოდი დავიწყოთ მეკარიდან და თითოეული პოზიცია განვიხილოთ.. მეკარეზე პრეტენზიები ალბათ არავის აქვს , ეძახიან ჩინურ ნოიერს და ასე შემდეგ მაგრამ ტერ შტეგენი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო რომაა და ბარსასთვის იდეალურია მგონი დიდი ნაწილი თანხმდება.. სკამზეც ნეტუ ძალიან კარგია.. დაცვის მარჯვენა ფლანგი ასე თუ ისე ნორმალურია , დესტ კარგი ბიჭია მაგრამ აქვს იმის პოტენციალი რომ მოუტამოს , ჯერ ადაპტაციაც არ გაუვლია ასე რომ ამ ბიჭის იმედი უნდა გვქონდეს.. მარცხენა ფლანგს რაც შეეხება ალბას ჭირდება ისეთი კონკურენტი რომელიც აგრძნობინებს რომ ხელშეუხებელი არაა , ცუდად არ გამოიყურება ალბა , მაგრამ კონკურენცია აუცილებელია თან ალბაც ასაკშია და უნდა იფიქრონ მცველის დამატებაზე , ვფიქრობ გაია ან ტალიაფიკო იდეალური იქნებოდა.. ცენტრალური მცველები.. ბარსას ისტორიის ტკივილი.. არაუხო ძალიან მომწონს , სწრაფია დიდი ძლიერი ჭკვიანი მებრძოლი , მინგესასაც არაუშავს მაგრამ გამოუცდელია ეტყობა , არაუხოც გამოუცდელია მაგრამ ასე თუ ისე უფრო მეტ სათამაშო დროს იღებდა ვიდრე მინგესა , ორივეს შეცდომები ქონდა და ეს არ მიკვირს , მაგრამ უმტიტის უნდა მისცეს დრო , არაუხო უმტიტი უნდა ათამაშოს , ისე ვერ შევა უმტიტი ფორმაში და თუ შევიდა ძველებურ ფორმაში ვფიქრობ არაუხო-უმტიტი ცუდი დუეტი არ იქნება თუ არადა უპამეკანოა მოსაყვანი.. ლენგლე გასაყიდია.. ნახევარდაცვა.. ჩემი საყვარელი პოზიცია და ბარსასთვის უკვე აღარ , კუმანის არ მესმის , რატო ექსპერიმენტობს.. დე იონგი , ადამიანი რომელიც არის ჩამშლელი , იდეალურად ართმევს თავის საქმეს თავს და კუმანს უნდა რომ დე ბრუინი გახდეს , რატო? ალბათ აგრძნობინებს ხელმძღვანელობას რომ შემტევი ნახევარმცველი არ მყავს და მომიყვანეთო.. მოიცა თუ ვეინალდუმი უნდა ვეინალდუმი შემტევი ნახევარმცველია? ან თუ შემტევი უნდა რიკის რატო არ ათამაშებს? ამ კაცმა მგონი ნახევარმცველების მნიშვნელობა არ იცის.. მიუხედავად იმისა რომ კუმანს სულ ცალ ფეხზე კიდია ჩვენ აქ რას დავწერთ და რას ვიტყვით მოდი მაინც დავწერ 😀 .. სამი ნახევარმცველი.. პირველი ჩამშლელი , რომელიც დამაკავშირებელი ხიდია დაცვასა და შემტევებს შორის , რომელიც აკონტროლებს სივრცეებს და იდეალურად კითხულობს მოწინააღმდეგის ქმედებებს , რომელიც დაცვას აზღვევს , ბუსკეცი ან დე იონგი.. შემდეგი ნახევარმცველი არის ტემპის მაკონტროლებელი , რომელიც გრძნობს რითმს , იცის წინასწარ სად უნდა გააკეთოს პასი , გათვლილი აქვს წინასწარ რამდენიმე სვლა აპრესინგებს და პასებს არიგებს ასეთი გუნდში პიანიჩია და ვფიქრობ პედრი უფროა ასეთი ვიდრე პუჩი… შემდეგი არის ფანტაზისტა , შემქმნელი , კრეატივი , ენერგიული , დრიბლიორი რომელიც სივრცეებს შექმნის თავისი მოძრაობითა თუ პასით რომელიც შემტევებს ბოლო პასს გაუკეთებს და გაჭრის ყველაფერს , ასეთი გუნდში არის კოუტინიო ან პუჩი.. ეს არის 4-3-3 ის დროს ნახევარმცველების მნიშვნელობა.. ვეინალდუმი სად ჯდება? ბარსაში ვერსად.. დღეს დღეობით კოუტინიოს პუჩი სჯობს , პიანიჩს ცალსახად პედრი ჯობს , ბუსკეცს დე იონგი.. დე იონგი პედრი პუჩი კი ამ სეზონში ვერ ვიხილეთ რატომღაც.. შემტევები.. როდესაც 4-2-3-1 ს ან თუნდაც 4-3-3 ს ან თუნდაც გუშინდელ 4-1-4-1 ს თამაშობს აუცილებელია ვინგერები გყავდეს სწრაფი ვინგერები , რომლებიც დღევანდელ ფეხბურთში ალბათ შეტევისთვის ყველაზე მთავარია.. მხოლოდ ფლანგის მცველებზე ვერ იქნები რადგან ისინი უკან ჩამოსვლას ვერ მოასწრებენ და მიიღებ კონტრშეტევას.. ტრინკაო გამოუცდელი ახალგზარდაა ჯერ ადაპტაცია არ გაუვლია და არაფერს ვერჩი უბრალოდ ცოტა მალე უნდა მოვიდეს აზრზე და გააცნობიეროს რომ ბარსაშია.. დემბელე , არ ვიცი როცა თამაშობს თითქოს ფაფხურობს და მეტოქესაც აშინებს მისი ფაფხური სისწრაფე და გუნდს აშკარად აკლია , სკამიდანაც იდეალურად იქნებოდა უბრალოდ ცოტა მეტი უნდა იაზროვნოს და ტრავმებს შეეშვას.. ფატი.. რას ვიფიქრებდი თუ ამას ოდესმე ვიტყოდი , ბარსელონას ახალგაზრდა მესის არყოფნაც კი არ ეტყობოდა ისე როგორც 18 წლის ფატის არ ყოფნა ეტყობა თან მაშინ როდესაც გუნდში გრიზმანი მესი არიან.. იმედია მალე დაბრუნდება.. გრიზმანი ამ ბიჭს აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს , სიმეონე ჭირდება ან კლოპი , ისე გუნდსაც დახატავდა ეგეთი მწვრთნელი ცოტა ხანი რომ აზრზე მოიყვანონ.. ბრაითვეიტზე არაფერს ვიტყვი მონდომებულია მაგრამ კლასი აკლია.. და ბოლოს მესი.. მეფე.. მეფე რომელიც ტირის.. მოკლედ გუნდს აშკარად აკლია ტემპის შეგრძნება , რითმის გრძნობა , მოტივაცია , მოგების სურვილი , ბურთისა და ფეხბურთელების გადაადგილება მოედანზე ძალიან დაბალია ამის გამოა მეტოქის საჯარიმოსთან გაუთავებელი გორაობა რადგან სანამ პასს აკეთებენ და იხსნებიან მეტოქე ასწრებს გადაწყობას , ტემპი არის მოსამატებელი ისე რომ შეცდომები შეამცირონ , ამას ვარჯიში სჭირდება და სწრაფი აზროვნება , და ასეთივე ფეხბურთელები.. გუნდს მოგების სურვილი არ ეტყობა , არ ეტყობა რომ ბოლომდე იბრძვიან , არ არის გუნდში არცერთი ფეხბურთელი ვინც გუნდს შემოუძაებს როგორც ამას რამოსი აკეთებს , როგორც ამას ვან დაიკი აკეთებს , როგორც სიმეონე ან კლოპი აკეთებს , ფეხბურთელი კი არა ადამიანიც არაა ასეთი , იყო მაგრამ წავიდა. პუიოლი , ის აკლია ბარსას.. იმედია ახალი პრეზიდენტი და იემდია ლაპორტა , გუნდს ფსიქოლოგიურად და მენტალურად მოხოდავს თორე ბარსელონას საქმე ცუდადაა , სწორი რამდენიმე ტრანსფერია საჭირო და პირველ რიგში გასაწმენდია გუნდი ზედმეტი "კარგი" ფეხბურთელებისგან.. წარმატებები..
ძააან საჭირო 3 ქულა დავკარგეთ
ბარსა ძაან ღრმადაა, აი კუმანი საერთოდ არაფრის აზრზე არაა, არაა მწვრთნელობა მაგის საქმე და შეეშვას, შემადგენლობას ეგ ვერ არჩევს, ცვლილებას ვერ აკეთებს, ფეხბურთელებს ვერ განაწყობს, ტაქტიკას ვერ ცვლის, ასე ნებისმიერი გამოიყვანს და ეტყვის ითამაშეთო.. მეორე მხრივ კიდე მესი უდიდესი პრობლემაა, დავიჯერო უფროსი რონალდო ხოდზეა გოლს გოლზე იტანს და მესიმ ასე ჩაისვარაა? თუ ამხელა რეგრესიაქვს მაშინ რაუნდა ვთქვა მარა მგონიაა რომ არ თამაშობს, ყველა შემთხვევაში სკამზე უნდა დაჯდეს სანამ არმოვა აზრზე და რაიმე გადაწყვეტილებას არ მიიღებს.. დაცვა ისევ პრობლემაა, მარჯვენა ფლანგი წყევლაა, დესტიმ არიცის რა გააკეთოს, თუარ მოუმატა ეგეც რობერტოს ზამენა იქნება. მინგესაზე კომენტარიც არ ღირს, ბარსა ბ ში ითამაშოს აქ ადრეა. შტეგენი ისეთ ბურთს აიღებს რომ გოლი გგონია სამაგიეროდ ისეთს გაუშვებს აი მშვიდად რომ უყურებ მომენტს, წესით ახლა უნდა იყოს პიკში და მაგას 42 წლის ბუფონი ჯობს სტაბილურობით, ნოიერზე ხმას არმოვიღებს.. ტოპ 3 მეკარე გვინდა, ნუ ასეთ დაცვის მქონე გუნდს ნოიერზე ნაკლები არუნდა გყავდეს კარში. გრიზმანი კოუ დემბელე სასრაფო წესით უნდა გაიყიდოს. მათ შორის მესიც თუ კონტრაქტს არ აგრძელებს იანვარშივე უნდა გაიყიდოს
კარგია რომ შანსს აძლევს ახალგაზრდებს მარა ესე სულ ძირითადში მინგეზას და არაუხოს დუეტი არ შეიძლება ორივე ძალიან ნიჭიერია მარა ჩემი აზრით მინგეზას მაგივრად ძირითადში უმტიტი უნდა დაეყენებინა თან ვალენსიასთან რომელსაც ნოუ კამპზე თამაში საერთოდ არ უჭირს შეიძლება არ არის ფორმაში მარა გამოცდილია მაინც
Dzaaan karg statiebs wers feolaa dzaan momwons 😍❤❤