რა გითხრათ, რით გაგახაროთ?
“კადისთან” მარცხი მეტისმეტია. როცა ზუსტად ვიცით, რომ ასეთ გუნდებთან “ბარსელონა ბ” უფრო კარგათ ითამაშებდა, ესე იგი, რაღაც ძალიან არეულია. გუნდის შიდა სამზარეულო ვერა და ვერ დალაგდა.
არის შემთხვევები, როცა გუნდი ცენტრალურ შეხვედრებს იგებს, ხოლო სუსტ გუნდებთან ქულებს ფლანგავს, მაგალითად “ლივერპული” კლოპის მოსვლომდე სწორედ ასეთი გუნდი იყო. ამიტომ ვერ იგებდა ჩემპიონატს. არიან გუნდები, რომლებიც შედარებით სუსტებს უგებენ, მაგრამ ცენტრალურ შეხვედრებში მარცხდებიან, ასეთიც ბევრი გვინახავს. აი “ბარსა” როგორ გუნდად ყალიბდება, თავს და ბოლოს ვერ გაუგებ, რადგან წინასწარ ამის გამოცნობა შეუძლებელია.
გრანდებთანაც დავმარცხდით და აუტსაიდერებთანაც.
ყველაზე გაუგებარი მოვლენა თამაშის ხარისხია. ხან იმატებს, ხან იკლებს, თუმცა ერთი რამის თქმა მაინც შეგვიძლია, როცა მესი არ არის, ყოველთვის იმატებს.
მეფის მძიმე ხასიათი
ადრეც ვიცოდით, რომ მძიმე ხასიათი ჰქონდა, მაგრამ თამაშზე უარს არასდროს ამბობდა. ახლა კი ისევ გაბუტულ ბავშვს ჰგავს, თითქოს აღარ უნდა ამ ფეხბურთელებთან ერთად ბურთის გორება და ყველაზე ცუდი ის არის, რომ უკვე აღარც დანარჩენებს სურთ მასთან ერთად თამაში.
ძალიან ცოტას მოძრაობს, პრესინგში მონაწილეობას ხან იღებს, ხან არა. მისთვის შეუფერებლად ბევრ ბურთს კარგავს, აღარ არის კარზე დაგეშილი და ადრე თუ გოლის გარეშე მოედნის დატოვება ტრაგედია იყო, ახლა ჩვეულებრივი ამბავია.
ადრე თუ მარცხის გამო ცრემლებამდე მიდიოდა, ახლა ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა. თითქოს ზაფხულში გუნდი დატოვა და ახლა მხოლოდ მისი აჩრდილიღაა დარჩენილი, ჰამლეტის მამის არ იყოს, რაღაცის თქმას ცდილობს და არავის არაფერი გვესმის.
ამას მემგონი არ ვიმსახურებთ.
დაცვა
რომელი დაცვა? მცველის ფუნქციას ერთადერთი ფეხბურთელი ასრულებს გუნდში და ისიც მეკარეა. ორჯერ გაუჩალიჩეს და ორი გოლიც მივიღეთ. “შენ “ბარსელონას” უყვარხარ მინგესა, შენ სუზანას უყვარხარ!” ავტოგოლს გადავიტანთ როგორმე, პიკესგანაც აგვიტანია და მასკერანოსგანაც, ფეხბურთის ნაწილია, მცველი ადრე თუ გვიან გამოცდის ამას საკუთარ თავზე, მაგრამ ასეთ ლამაზ გოლსაც არ ველოდი, ასეთ ლამაზ ნახტომში, ჰენრიკ ლარსონის სტილში შეაგდო, ალბათ ვარჯიშებზე ბევრი უყურა და რაღაც ისწავლა მისგან.
ცუდი ის არის, რომ ავტოგოლის შემდეგ ფსიქოლოგიურად გატყდა. სწორი იყო, რომ შეცვალეს, მაგრამ ვერც ამან გვიშველა. დარღვევა იყო თუ არა საჯარიმოში, ეს არ გვანახეს, რთული სათქმელია. მხოლოდ მისი ლამაზი ნახტომი ვნახეთ.
ლანგლეც გვებრძვის! თან ძაან უშნოდ გვებრძვის. მინგესამ ლამაზად მაინც გაგვიტანა, ლანგლეს მოძრაობას ახსნას ვერ მოუძებნის ადამიანი. კოსტუმში გამოწყობილი ჩინოვნიკები რომ ხალხის დასანახად ბურთს დაეტაკებიან, ზუსტად ეგრე აიქნია წიხლი, ბურთის მიღებას აპირებდა და რაღაც დავიდარაბა გამოუვიდა. ტერ შტეგენი რომ ბურთამდე მივიდა, მეტოქე უკვე ისე ახლოს იყო, რომ ვეღარ ააცილებდა. შეეძლო ძლიერი დარტყმის ნაცვლად ტექნიკურად ეცადა ბურთი მაღლა აეწია, მაგრამ ზედმეტ რისკზე არ წავიდა, მაინც ყველაზე ცუდი სცენარით გავუშვით გოლი.
არ გამიკვირდება, ამ მცველების შემხედვარე, ტერ შტეგენმა პირდაპირ თამაშის დროს ჩამოიხრჩოს თავი, ასე დემონსტრაციულად, მიატრიალებს კამერას ოპერატორი და ძელზე ჩამოკიდებულს ვნახავთ, იქვე წერილიც იქნება “ბარსას” მთელი დაცვის სახელზე, უფრო სწორად მათი ახლო ნათესავების სახელზე.
გერმანელია, ცივსისხლიანი, მაგრამ სადამდე გაუძლებს, რთული სათქმელია.
საუკეთესო
არც კი ვიცი, ვინ გამოვარჩიო. სხვადასხვა გამოცემებმა სერჟინიო დესტი გამოარჩიეს და ჯანდაბას, მეც გამოვარჩევ. მისი ფლანგიდან მწვავე შეტევები არ მიგვიღია, თავად კი აქტიურად უტევდა. დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო კარგი გადაწყვეტილების მიღება მოეთხოვება, ესეც გამოცდილებასთან ერთად მოვა. მისი გამჭოლი პასიც ძალიან მომეწონა, შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ზედმეტად ძლიერად გააკეთა, მაგრამ ასეთი პასები სწორედ რომ ასეთი ძალით უნდა გაკეთდეს, იმისათვის, რომ ვერც მცველმა ითამაშოს და ვერც მეკარემ, ჩვენ ფორვარდებს კი ჩამოეძინათ. მთელი თამაში ეძინათ.
ვიღაც შემოვიდა, ვიღაც გავიდა.. არაფერი შეცვლილა.
ოჰ, ძალიან გვჭირდება ახლა დიდი იოჰანის რჩევა, ყველაზე უკეთ მას შეეძლო ახალი გუნდის მშენებლობაში საფუძველი ჩაეყარა, მაგრამ აღარ გვყავს იოჰანი და ყველაფერი თავზე გვენგრევა.
სხვები კი ვერ ვერ გამოირჩევიან გონიერებით.
პ.ს. ან ლუჩოს დაბრუნება მინიმუმ, ლუის ენრიკესი
ტატა მარტინოს მერე არა , ხუვენილ ა დან უნდა გაგვეყიდა. ადმინ ბანი დამადე თუ კაცი ხარ
განსაკუთრებით სუარესი.
პ.ს. ან ლუჩოს დაბრუნება მინიმუმ, ლუის ენრიკესი
ტატა მარტინოს მერე არა , ხუვენილ ა დან უნდა გაგვეყიდა. ადმინ ბანი დამადე თუ კაცი ხარ
njanka1977,
სადღაა გვარდიოლს ზე სწრაფი ბურთის გორება, უყურე სიტის თამაშებს, ბარსადან თუ წავიდა 2012 ში, აქ რატო გაახანგრძლივა? გუშინ ვუყურე ფულემთან და გუნდი სწრაფის გარდა ყველაფერი იყო, ლიგის ყველაზე სუსტ გუნდთან დრო გაყავდათ რო 2-0 მისაღები ანგარიში იყო. ყველასთან ეგრეა. ათასში ერთხელ თუ გაისვრიან ბარნლის მსგავს მძიმე გუნდებთან, დალშე ყველა როვნა ეთამაშება. ამ გუნდსი კიდე გვარდიოლა არ მოვა, გიჟია თავი პად უდარამ დაიყენოს? მინგესა რო გყავს დაცვაში და იქით კოუტინიო, გვარდიოლა კი არა მამა ღმერთი ვერაფერს უშველის ამ საცოდაობას.
გვარდიოლას გარდა ვერავინ შეცვლის ვერაფერს. მისი დიქტატურა, ზესწრაფი ბურთის გორება და მთელ მოედანზე პრესინგი. მეტი არაფერი. მესი კი უკვე ტატა მარტინოს მერე იყო გასაყიდი. წლებია ასე დადის მოედანზე, წლებია.
პ.ს. ან ლუჩოს დაბრუნება მინიმუმ, ლუის ენრიკესი
მესის ბრალდება მარტო ყველაფერი
ბევრი რამეა სასწრაფოდ შესაცვლელი გუნდში
ვერცერთ ტაქტიკაში კოუ და გრიზი ვერ თამაშობს, მესი როცა არაა მოედანზე მაშინ თითქოს იხსნებიან იგროკები მესი ეხლა ტვირთად იქცა გუნდისთვის
როცა კლუბის ამჟამინდელი ხემძღვანელი ამბობს მესის გავყიდდიო და ფინანსურად მოვიგებო სხვას რას უნდა ელოდო მესისგან, ისე გამოდის რო ყველა მის წინააღმდეგაა რაც მის თამაშზეც აისახება
Sheni statiebi, rom mevaseba brat sagol kai iko ❤️
ვახ რა ეშველება ამათ
მესიმ ერთი პელეს რეკორდი მოხსნას მეტი არაფერი მინდა. არ მინდა უბრალოდ ის რეკორდი ისევ ყავას რომ დარჩეს
აქედან დასკვნა გუნდში თამაშობს მხოლოდ ტერ შტეგენი, მინგესაც ბარსელონა ბ დან დაწინაურებული ახალმოსულის კვალობაზე ნამდვილად ცდილობს და მისგან ზოგიერთი უკვე ბევრს მოითხოვს ძალიან. მისგან კარგი და მაღალი დონის ფეხბურთელი დადგება აუცილებლად დაიმკვიდრებს თავის ადგილს.გრიზმანზეც უნდა ვთქვა თუნდაც გამაკრიტიკონ როცა მესი არ არის ის თავისუფლად თამაშობს და მის ჩრდილში არ ექცევა.მესის ყოფნის შემთხვევაში კი შებოჭილი და შეზღუდულია როგორც ნეიმარი იყო ან სუარესი.რეალურად ამიტომ წავიდა ორივე.გუშინ ტერ შტეგენს 4 დაუწერეს დაუმსახურებლად გრიზმანს ხუთი მესის კი ექვსი ამდენი პასის გაფუჭებასა და ბურთების დაკარგვაში,ან დე იონგს და ბუსკეცს რა დამსახურებით ერგოთ ასეთი შეფასება საინტერესოა.
ნახევარი გუნდი გასაშვებია