მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ერთი ნაბიჯით უკან

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ერთი ნაბიჯით უკან

დავეშვით მიწაზე. “კლასიკოს” წინ ასე ჯობდა. უმჯობესი იყო რეალური პრობლემები ახლა დაგვენახა. თამაში ყაიმით დასრულდა, თუმცა მარცხის შეგრძნება დამიტოვა, ალბათ იმიტომ, რომ “სევილია” ვერაფერში ვერ დავჩაგრეთ. ბურთის ფლობაც გარდამავალი იყო, მომენტებს ისინიც ქმნიდნენ და ინდივიდუალურადაც მშვენივრად გამოიყურებოდნენ, ეგ კი არა, მეორე ტაიმში ორი “მესამეზე პასი” გააკეთეს იდეალურად, ისე, რომ ერთი პასით, მთელი დაცვა მოწყვიტეს.

ასევე ძალიან ცუდი იყო ის, რომ კარგი შეხვედრა არავის ჰქონია. ასე ცალკეულად გამიჭირდება ვინმეს გამორჩევა, სხვადასხვა გამოცემებმა კოუტინიო გამოარჩიეს, გასაგებ მიზეზთა გამო, ერთადერთი გოლი სწორედ მან შეაგდო, მაგრამ საერთო ჯამში, ძალიან მოგვაკლდა მისი ბოლო პასი და შორიდან დარტყმები.

დაცვა

ცუდი ამბავია, ალბა დავკარგეთ, ჯერ არ ვიცით რამდენი ხნით, არადა “კლასიკო” ახლოვდება. ალბა დიდი ძალაა, რაც გუშინაც გამოჩნდა, მისი ჩართვები შეტევის დამატებითი იარაღია. ძალიან კარგად გრძნობს, როდის უნდა ჩაერთოს შეტევაში, როდის უნდა გაუსწორდეს მეტოქის დაცვის ხაზს, იმისათვის, რომ მათთან უპირატესობა ჰქონდეს. კარგი სანახვი იქნებოდა ალბას და დესტის ჩართვები, მაგრამ ალბა დაზიანდა და მარჯვენა ფლანგზე კვლავ რობერტოს ყურება მოგვიწევს, დესტი კი თავის უნივერსალიზმით წაგვეხმარება.

ამერიკელის დებიუტი შედგა და პირველი წარმოდგენაც შეგვექმნა. ის ვნახეთ, რასაც ველოდით. შეტევაში აქტიურია, პასის კულტურა ძალიან მაღალ დონეზე აქვს და ბურთის დაჭერაც ეხერხება, მომდევნო შეხვედრებში უფრო მეტს გავიგებთ და დიდი ალბათობით, მისი პირველი “კლასიკოც” მალე შედგება.

დაცვის ხაზი ტრადიციულად მოისუსტებდა. არაუხომ მეტი ენერგია და ძალა შემატა, მაგრამ ამავე დროს დამაჯერებლობა აკლდა, რაც გასაკვირი არ არის, დამაჯერებლობა სათამაშო პრაქტიკასთან ერთად მოდის, მას კი თამაში აკლია.

ტაქტიკური ცვლილებები

ვერ ვიტყვით, რომ კუმანს არაფერი შეუცვლია, საკმაოდ ბევრი რამ შეცვალა. ვერც იმას ვიტყვით, რომ ცვლილებები დააგვიანა. მაინც არაფერი გამოვიდა. პირველ ტაიმშივე კარგად გამოჩნდა, რომ “ბარსას” გარემარბები მოისუსტებდნენ, ვიცით ის, რომ 17 წლის ფატი ყველა თამაშს ერთ დონეზე ვერ ჩაატარებს, გუშინდელი შეხვედრა ჩააგდო და აღმოჩნდა, რომ დიდი პრობლემა გვაქვს, რადგან მისი ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს, უფრო სწორად, არსებობს, მაგრამ კუმანი არ სცნობს და იმედი აქვს, რომ გუნდიდან მოიცილებს, მის ნაცვლად კი დეპაის ელოდება. დეპაიზე დიდად მაღალი წარმოდგენის ვერ ვარ, მაგრამ “ბარსას” ძალიან სჭირდება მისი სტილის ფეხბურთელი, სატრანსფერო ფანჯარა კი დღეს იხურება.

გრიზმანმა ტრადიციული შეხვედრა ჩაატარა, ერთი-ორი კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა იმ მომენტებშიც ვერ იყო ბოლომდე კონცენტრირებული. კუმანმა ორივე გარემარბი მოხსნა და მათ ნაცვლად ტრინკაუ-პედრის დუეტი შემოიყვანა, ამან ტაქტიკური გადანაცვლებაც გამოიწვია, ცენტრი პედრის დაუთმეს, კოუტინიო კი მარცხენა ფლანგზე გადავიდა. ამას შედეგი არ მოჰყოლია, პედრიმ ბევრი კი ირბინა და რამდენიმე დრიბლინგიც შემოგვთავაზა, მაგრამ ბოლოს ან პასს აფუჭებდა, ან ბურთს ართმევდნენ. მისთვის ჯერ ადრეა. ასე გამოჩნდა.

სამაგიეროდ ტრინკაუმ შქმნა ორი მომენტი და გამარჯვების გოლის შეგდებაც შეეძლო, მაგრამ მეკარემ აჯობა. ვერ ვიტყვი, რომ გრიზმანთან შედარებით ბევრად კარგად გამოიყურება, მაგრამ როცა ტრინკაუ გამოდის მოედანზე, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარემარბი გვყავს, აი გრიზმანის ყოფნის შემთხვევაში, ჩვენ კი არა, თავადაც ვერ გაუგია ვინ არის და რა როლი აქვს მოედანზე. ფაქტია, რომ მის შესაძლებლობებს ვერ ვიყენებთ.

კუმანი ძალიან უკმაყოფილო იყო ბოლო პასით, მისი ცვლილებებიდან გამომდინარე ამ დასკვნის გამოტანა შეგვიძლია, ჯერ კოუტინიო ვნახეთ ათიანზე, მერე პედრი, მერე მესიმ გაუცვალა ადგილი და ბოლოს ფრენკი დე იონგი აწია გამთამაშებლად, მის ნაცვლად კი პიანიჩი დადგა.

ვერც დე იონგმა გამოიჩინა თავი. ერთი მომენტი ჰქონდა, რომელიც დაუბლოკეს. საერთოდ, არ ჰქონია კარგი თამაში, ზუსტად იმაში იყო ცუდი, რაც ყველაზე კარგი აქვს, მისი სიზუსტე სადღაც გაქრა, შეცდომებს უშვებდა პასის დროს და გოლის მომენტშიც ვერაფერი გააწყო.

მესი

სამი მომენტია გამოსაყოფი. პირველი, რა თქმა უნდა, პასი ალბაზე, რომელსაც გოლი მოჰყვა. გოლების უმეტესობას მესი აკეთებს და არც ამჯერად დარჩენილა ყურადღბის მიღმა. თუმცა, თავის საყვარელ კლუბს მაინც ვერ გაუტანა.

მეორე მომენტი, რომელზეც ყურადღების გამახვილება ღირს, 28-ე წუთზე შეიქმნა, მოედნის ცენტრში მესი ორ მეტოქეს გაცდა, პასი ფატის გაუკეთა და საჯარიმოში გაიხსნა, ფატიმ მესი არ შეიმჩნია და კარში დაარტყა, მეკარემ ბურთი მარტივად მოიგერია, ამას კი მესის ძალიან ღია კრიტიკა მოჰყვა. ლეო გაბრაზდა. ფატის მადა გაეხსნა, გოლებს იტანს და უფრო და უფრო მეტი უნდა, მაგრამ მისი მადა მესის მადასთან რას მოვა?! მეფის იგნორი არ შეიძლება, კანონით ისჯება.

ლეო იშვიათად გამოხატავს პროტესტს გუნდელების მიმართ, თუმცა შეიძლება გახსენება – კრისტიან ტელიოს უღრიარა, რადგან პასის მაგივრად კარში დაარტყა და ვიდალს გაუწყრა “ლივერპულთან”, რადგან კარში დარტყმის ნაცვლად პასი გააკეთა. მეფეს დაეჯერება, მან უკეთ იცის, ამიტომ ფატის მოუწევს მესიზე თამაში.

მესამე მომენტი იყო თერთმეტმეტრიანი. ან არ იყო. გააჩნია, რომელი კუთხით შევხედავთ. ერთი კუთხით ჩანს, რომ პირველი ბურთს ეხება, მეორე კუთხით ჩანს, რომ პენალტია. ეს არც პირველი გაუგებრობა იქნება და არც ბოლო.

რას უნდა ველოდოთ “კლასიკოსთვის”?

იქამდე ერთი შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს. “ხეტაფესთან” გასვლაზე. საბოლოოდ გვეცოდინება ტრანსფერების შესახებ, ვის დავიმატებთ და ვის ვერა. თუ მემფისი მოვიდა, გრიზმანს ამდენს აღარ აცდიან და თუ არ მოვიდა, მემგონი მაინც არ აცდიან. რთულია მუდმივად ათამაშო ფეხბურთელი, რომელსაც სარგებელი არ მოაქვს.

თუმცა, კუმანიც ჯიუტი კაცია. სეზონის წინ თქვა, რომ იცის როგორ აათამაშოს ანტუან გრიზმანი. თქვა, რომ მან თავის პოზიციაზე უნდა ითამაშოს. ჰქონდა ილუზია, რომ მესისთან ერთად თამაში შეუძლია და როგორც აღმოჩნდა შეცდა. ახლა ის უნდა გავიგოთ, რამდენად არის მზად, რომ თავის შეცდომას თვალი გაუსწოროს.

ტრინკაუს კი თამაში სჭირდება იმისათვის, რომ უკეთესი გახდეს. კარგი იქნება თუ “ხეტაფესთან” გამოცდის და თუ ვერ გაამართლებს, ყოველთვის შეეძლება გრიზმანის დაბრუნება.

ხეტაფემდე კი ორი კვირაა. მანამდე ანალიზის დროც გვექნება.

ერთი ნაბიჯი გადავდგით უკან, მაგრამ ყოველთვის ასე ხდება, როცა დიდი ნახტომისთვის ემზადები.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • გვარდიოლა-სავიოლა
    05 ოქტ 2020, 22:42

    ფატის იმ მომენტშიზედმეტი მოვიდა, ღორობა დაღუპავს ამ ბიჭს და ჭკუაზე უნდა მოვიდეს, მესი რო მესია ის არიგებს პასებს და მიბაძოს ჯობს თუ უნდა წინსვლა, როცა თანაგუნდელი უკეთეს სიტუაციაში გეხსნება სულ რო ბუსკეცი იყოს პასი უნდა მისცეს. თავისუფლად შეგვეძლონამ თამაშის მოგება

  • rivaldo80
    05 ოქტ 2020, 15:14

    რაღაცა ნამეტანი აზვიადებთ რაა კვირში სამი ურთულესი თამაში იტამაშა გუდნმა 5 წელი სელტასთვის მოგებული არ ქონდა გუნდს და ჯოჯოხეთურ პირობებში 10 კაცით მოიგეს…ცოტა დაფიქრდით ვინც სპორტზე დადიოდა მიხვდება რამხელა ძალა გაიღეს წინა თამაშიი….სევილია ძალიან მაღალ დონეზეა წელს ბავარიას ეთამაშეს უმაგრესი ფეხბურთი…და რა გინდოდათ აბა გუშინაც ეფრინათ?? არ წაგო გუნდმაა..შევა გუნდი ფორმაშიი… ბავარიამ სიტიმ მანჩემ ლივეემ რა ანგარიშებით წაგეეს ჩემპიონატში გადახედეთ…ცოტაა ზედემეტი პანიკაა მგონი…))))

  • nika 54
    05 ოქტ 2020, 15:00

    nika 54,
    და მთავარი, აი რას წერს "გოალ.ჯე"
    გრიზმანის კატასტროფული სტატისტიკა კუმანის თავკაცობით
    როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" საკუთარ კედლებში "სევილიასთან" დაკარგა ორი ქულა, შეხვედრა დასრულდა ფრედ, 1:1.
    "ბლაუგრანას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა რონალდ კუმანის თავკაცობით მიმდინარე სეზონში ჩაატარა სამი მატჩი.
    აღნიშნული სამი შეხვედრის განმავლობაში ფრანგმა ფორვარდმა ერთი სასარგებლო ქმედებაც კი ვერ განახორციელა.
    აი რა ვერ გაიგო კუმანმა, სუარესის თამაში არ უნახავს ისე გააგდო, და ამ გრიზმანს, რა უნახა იმისთანა რომ ძირითადის უცვლელ წევრად ყავს. დავიჯერო სუარესი ამ სამ თამაშში ერთ გოლს მაინც ვერ გაიტანდა?

  • ფლოკი
    05 ოქტ 2020, 14:43

    ფეოლა და tsiti როარ ჰყავდეს საიტს ნეტა რაიქნებოდა :დ პოსტების 90 პროცენტი მათზე მოდის, თქვენ იცით გაძლიერდით :დ❤❤❤ თქვენ ორმა ზიდეთ უდიდესუ საიტის ჯვარი და მერე გამოჩნდება იმედია ვინმე :დ

  • Mes cue un club 1899
    05 ოქტ 2020, 14:28

    ევროპა ლიგის ჩემპიონს ვეთამაშათ ბოლოს და ბოლოს გუნდს რომელიც დაკომპლექტებულია ძაან მაგარი შემადგენლობით გასაგები რო თამაშის ხარისხი არ იყო ისეთი კარგი მაგრამ ყველა თამაშს ერთ დონეზე ვერ ჩაატარებ კვირაში სამი თამაშის ჩატარება ადვილი საქმე არაა ბოლოს დაბოლოს დაღლილობა შეეტყობა გუნდს
    თან ასე ერთიანად მოსთხოვო მწვრთნელს რამე რთულია გაიხსენეთ როგორ გუნდში მივიდა და როგორი გახდა გუნდი საჯარიმოსთან მისულები ბურთი უკან მაინც არ მოაქვთ და რაღაცას ცდილობენ ნელა ნელა ყველაფერი გამო

  • C.PC5
    05 ოქტ 2020, 14:20

    გრიზმანი საცოდაობაა, მითუმეტეს რობერტოსთან ერტად. ალბა გამოკეთდება და დესტი მარჯვნივ უნდა დადგეს. არ ვიცი კუმანი რას ფიქრობს, მაგრამ გრიზმანი არაა ძირითადის კაცი ამ წუთას, ტიპი სხვაგანაა ფეხბურთსაც არ თამაშობს დაჟე, როცა გყავს ტრინკაუ და დემბელე გამოიყენე და გაიგებ რა შეუძლია აქტიური შემტევის დაყენებას და ასე აღარ ჩაკვდება ფლანგი. დემბელეზე ვამახვილებ მაინც ყურადღებას, არვშეიძლბა ეს კაცი ასე დაალპო სკამზე. ახლა ხომ მაინც აღარ აქვს ტრავმა და მისცეს დრო, გრიზმანს მაინც აჯობებს მემგონი. ხო კიდევ ერთი რამე მაეჭვებს, გუშინ ბოლო წუთებზე როცა გოლი გვჭირდებოდა კუმანმა შემოიყვანა პიანიჩი, გასაგებია რომ მაღალი დონის გამოცდილი ნახევარმცველია, მაგრამ არაა ეგ კაცი შემტევი, გოლი გვინდოდა და არა ბურთის გაგორება(გუშინ მაგასაც ვერ აკეთებდნენ კარგად). ჩემი აზრით ეს კუმანის შეცდომა იყო. ასეთი ჩავარდნები იქნება და იმედეია მინიმუმამდე დაიყვანს დროთა განმავლობაში.

  • პავლოვიჩი56
    05 ოქტ 2020, 14:18

    ბევრი წერა არ ღირს.ამიტომ:
    1. დაცვა დირკაა და ეს ძირითადად გამოწვეულია, ტაქტიკის-მწვრთნელის უნიათობის გამო.
    2.მწვრთნელმა ვერ მოახეერხა თამაშის გადაწყობა.4 უაზრო ცვლილება ამის დასტურია.დესტი-ალბა გასაგებია.
    3 შეყოლებული და ზურგს უკან-გადაგდებული პასები არ იყო.ეტყობა ვარჯიშზე არ უმუშავნიათ ამ საკითხზე,რამეთუ 3-4 გაქცევის-რივოკის მცდელობები იყო ,როდესაც "სევილია"-ს დაცვა ერთ ხაზზე იდგა. ამის მაგივრად უაზრო უკან პასი მეკარეს.
    4.გუნდი იდგა…ვერ-არ მოძრაობდა.რაც ტაქტიკის-მწვრთნელის ბრალია.
    5.გრიზმანი-რობერტო გაციებული მკვდრები.
    6. ასეთ დროს ფლანგებზეა საჭირო სწრაფი თავდამსხმელები, სუა აღარ არის და ამიტომ მესი
    ცენტრფორვარდად.სადაა დემბელე? რატომ შეცვალა ფატი?
    7. მრჩება შთაბეჭდილება რომ,კუილას(კუმანს) მესის გაქრობა უნდა.სიტყვები ერთია საქმე სხვა.
    8.კუილა(კუმანი) საშუალო დონეა…ანუ 10 ბალიანი რეიტინგული-პროფესიონალური შეფასებით…6+.

  • nika 54
    05 ოქტ 2020, 14:11

    " ფატიმ მესი არ შეიმჩნია და კარში დაარტყა, მეკარემ ბურთი მარტივად მოიგერია, ამას კი მესის ძალიან ღია კრიტიკა მოჰყვა. ლეო გაბრაზდა. ფატის მადა გაეხსნა, გოლებს იტანს და უფრო და უფრო მეტი უნდა, მაგრამ მისი მადა, მესის მადასთან რას მოვა?! მეფის იგნორი არ შეიძლება, კანონით ისჯება"

    არვიცი ავტორი მესის დასცინის თუ სერიოზულად ლაპარაკობს, მაგრამ ფაქტი ის არის რომ ლეო იშვიათად ბრაზდება თანაგუნდელებზე, ისე მაინც არა როგორც რონალდუ. საქმე ისაა, რომ თუ გუნდი იგებს ლეო ისე არ ნერვიულობს გოლზე, ხოლო როცა თამაში მოსაგებია და ზოგიერთები(გუშინ ფატი) გაუთავებლად ურტყავენ მოუმზადებელ პოზიციიდან მაშინ ნამდვილად ნერვიულობს. მითუმეტეს როცა დრო იწურება და ქულებიც იკარგება. ვიღაცეებმა ისე აქეს ფატი, რომ იმ ბიჭმა დაიჯერა ყველა დარტყმული გამაქვსო და გუშინ იმდენი ურტყა კარისკენ, მე მგონი მოიფხანა გული. დრიბლინგსაც ხშირად მიმართავდა და ასევე უაზროდ, ახალგაზრდაა და სევილიის ძალას და დონეს ვერ აფასებს. გუშინ ნამდვილად ცუდად ითამაშა, გადაუსვა ხაზი წინა ორ თამაშს. რაც შეეხება დაცვას, იგივე მდგომარეობა რაც კუმანამდე, მცველებს ავიწყდებათ რომ კარებში შტეგენი არ დგას და ისეთებს უბრუნებდნენ კინაღამ თავის კარში შეატანინეს. განსაკუთრებით პიკე გამოირჩეოდა თავის ფინტაობით. სელტასთან თამაშის შემდეგ დავწერე, ეხლა გამოჩნდება კუმანის მომზადებული გუნდის რეალური სახე თქო. იმიტომ რომ სელტასთან გუნდმა იმოძრავა და მაინტერესებდა ისევ ის სიჩქარე თუ ექნებოდათ ჩვენ "ბებრებს" ანუ თუ აღიდგენდნენ ძალებს, სწორი აღმოვჩნდი. არა მარტო 30+ იანებს არამედ ახალგაზრდებსაც აღარ ქონდათ ენერგია, და ვერ ყვებოდნენ სისწრაფეში მეტოქეს. აქედან იყო ამდენი შეცდომები განსაკუთრებით ცენტრში. პიანიჩი დასაბერებლად მოიყვანეს? ხო ჩანდა რომ ბუსკეტსიც და დე იონგიც იმდენ შეცდომებს უშვებდნენ მთელ სეზონს რო ეყოფა. მე მგონი სწორი იყო მესი წასვლა რო უნდოდა, ამ გუნდიდან არაფერი გამოვა 3-წელი მინიმუმ და ლეოს ამდენი დრო არა აქვს, ხვალ ზეგ დაამთავრებს კარიერას და გაუშვან ცოდოა, ფატი და ტრინკაუები მიეჩვევიან თანაგუნდელებს და ალბათ კოლექტიურადაც ათამაშდებიან როდისმე, და მაინც ლეოს არა აქვს დრო ინკუბატორის ბავშვებს ასწავლოს რამე.

  • xaviesta
    05 ოქტ 2020, 14:09

    კოუტინიო ყოველთვის ამ დონეზე თამაშობდა ბარსაში .. რა დაუწუნეს ჩემთვის დღესაც გაუგებარია. რაც შეეხება გრიზმანს არ არის ბარსას ფილოსოფიის.. და სადაცგინდა იქ დააყენეთ მაინც ვერ ნახავთ ისეთ გრიზმანს როგორიც საფრანგეთშია ან ატლეტიკოში იყო, თუმცა ვერც იქ დაფრინავს.

    რაც შეეეხება არაუხოს შეადარეთ მის უშუალო კონკურენტ ლანგლესთან თუ ლენგლესთან და ნახავთ ვის აკლია დამაჯერებლობა.. მშვენიერი ფეხბურთელია არაუხო ამ ეტაპისთვის უფრო კარგ ფორმაშია ვიდრე ლანგლე ან თუნდაც გაპიარებული გარსია..

  • barca`barca
    05 ოქტ 2020, 13:41

    Igadavet da yvelaze magar formashi coua amwutas 😀 molodinebs gadaacharba aman zedmetad